შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი უბედური ოჯახი


3-01-2021, 01:12
ავტორი გრაფი ნია
ნანახია 8 980

ჩვენ

ჩვენ ვარსებობთ! ეს კი ყველას არ გვესმის. ჩვენი სიტყვა ბევრს ნიშნავს, შეგვიძლია ადამიანი ერთი საათის განმავლობაში აღზევების უმაღლეს მწვერვალამდე მივიყვანოთ და ამასთანავე მისივე კოეფიციენტი იმდენად დაბლა დავწიოთ ადამიანს არსებობის მინიმალური სურვილიც დავუკარგოთ. დიახ, ჩვენ ვარსებობთ! ჩვენი არსებობა, როგორც ერთობის და არა როგორც ინდივიდის, იმდენად რეალურია, რამდენადაც ეკრანები, რომელსაც ახლა უყურებთ. ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, ჩვენს ხელშია ბედნიერება და უბედურება, რომელთა სტანდარტებიც ასევე ჩვენ დავაწესეთ. ზოგჯერ და არც ისე იშვიათად ამ სტანდარტებს ჩვენი ახლობლები ეწირებიან, თუმცა არაუშავს, ერთობა კვლავ ერთობად რჩება. ჩვენ იმდენად გვიყვარს ერთმანეთი, რომ გვძულს. ჩვენ იმ მსხვერპლებს ვგავართ საკუთარი მტანჯველი რომ უყვარდებათ, თუმცა ირონია სწორეთ აქ იმალება, - მტანჯველები ისევ ჩვენ ვართ.
ჩვენ ვარსებობთ! და ღმერთი? ღმერთი არ არსებობს! ყოველ შემთხვევაში ჩვენში არა... ყოველ შემთხვევაში არ გვჭირდება (ჯერ). არ გვჭირდება სანამ ვინმე არ გამოჩნდება, ვინც ჩვენგან იმედს დაკარგავს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდბა და უფალს საყვედურებით არ მიმართავს. და მერე? მერე რა ხდება? მერე სწორედ იმ ღმერთს ვახსენებთ, რომელიც არ გვახსოვს და ვიქადნებით, იმ ღმერთის სახელით რომელიც მხოლოდ სიყვარულს ქადაგებს. რამდენი ადამიანის სისხლი დაღვრილა უფლის სახელით? ხან მამათმავლობით, ხან სოდომითა და გომორით, ხან ურწმუნოებით და ხან ვინ იცის რით ვამართლებთ ამ ყოველივეს. და სად არის აქ ღმერთი? კარგი, კარგი, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც სათაურად არა "ჩვენ", არამედ "მე" იქნება.
ჩვენი ოჯახები წმინდაა, ხოლო ოჯახის წევრები - წმინდანები. ჩვენს ოჯახში ცუდი არაფერი ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში კი შევფუთავთ, დავმალავთ და ცახცახით "არავინ გაიგოს" სულიერი სახლის სარდაფის უკანასკნელ კუნჭულში გადავმალავთ. მთავარია - არავინ გაიგოს!!! თუმცა როგორც ვიცით, "არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს". ეგეც გაგვიგია, თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო და ჩვენი ბედნიერებაც აქ იწყება. სხვისი ცოლი ყოველთვის "მამიდაა", ხოლო სხვისი ქმარი ყოველთვის ორგანო სამ ასოზე. ოჯახი წმინდაა, თუმცა სხვისი არა. ოჯახი საყრდენია, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავანგრევთ თუ ის ჩვენი არ არის (ეს ყველაფერი კი როგორც გაუცნობიერებლად, ასევე აბსოლუტური გაცნობიერებულობით ხდება).
კი, ჩვერ ვარსებობთ! თუმცრა დამდენად ჯანსაღია ჩვენი არსებობა, როგორც ერთობის შენ გადაწყვიტე მკითხველო. გჯეროდეს, ამ ხროვათა ნაყარში შევდივარ მეც, შენც და ისიც. რამდენი ინდივიდია ჩენში? რამდენი "ცოდო-ბრალი ტრიალებს" ჩვენში მკითხველო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent