ცხოვრების შანსი (მეცხრე თავი)
საოცარი სიმსუბუქის გრძნობა, საყვარელი სურნელი ძალიან ახლოს,ფილტვებს რომ გიწვავს ისე.მერე უეცარი ოდნავი სიგრილი.რის გამოც ხელებს მაგრად ვუჭერ თბილ სხეულს.ბოლოს კი საოცრად რბილი საწოლი და ცხელი კოცნა ვიგრძენი შუბლზე. ტკბილი ძილისგან შიმშილის გრძნობამ გამომაფხიზლა .ოდნავ წამოვდექი და ოთახს თვალი მოვავლე ,პატარა სანათი მკრთალად ანათებდა იქაურობას.უცხო გარემო საკმაოდ მყუდრო ჩანდა.კომოდზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და საათი შევამოწმე ორი სრულდებოდა.უცხო სახლში ვიყავი მაგრამ შიმშილმა მაინც თავისი გაიტანა და ფეხაკრეფით მივიკვლევდი გზას და სასურველი ადგილის დანახვისას მაშინვე იქით წავედი.მაცივარი გამოვაღე და სენდვიჩისთვის საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე.ვცდილობდი ჩუმად გამეკეთებინა ყველაფერი.ერთი მეორის მიყოლებით დავაწყვე ყველი პომიდორი და სალათის ფოთლები.ორ პურს შორის მივაქციე და ჩემი ეგრედწოდებული სენდვიჩი მზად იყო.იქვე სკამზე შემოვჯექი და მადიანად მივირთმევდი .უეცრად სიჩუმე ხმაურმა დაარღვია , აშკარად რაღაცას დეტაკა.შემეშინდა.ფეხზე წამოვდექი და იქვე დადებულ ტაფას ვწვდი .შემოსასვლელთან ავიტუზე და ჩემს სავარაუდო მსხვერპლს დაველოდე .გულის ცემის ხმა ყურეში ჩამესმოდა .ფეხის ხმა კი უფრო მიახლოვდებოდა.ტაფა დასარტყამად მოვამზადე ,წამით გავიფიქრე რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანს დავარტყა.მაგრამ ადრენალინი საგრძნობლად იმატებდა ჩემში .ტაფა ავწიე და კარში შემოსულ სილუეტს გავუქანე .თუმცა მოვახერხე და ცხვირთან ძალიან ახლოს გავაჩერე როცა ნაცნობი სილუეტი შემრჩა ხელში. -გაგიჟდი რას აკეთებ? -მოჩვენებასავით რატომ დადიხარ შუა ღამეს?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე . -დამარტყავდი?-მეკითხება ახლა უკვე დამშვიდებული ,და ღიმილ ნარევი სახით. -დაიახაც.უბრალოდ თავი ხელში ავიყვანე და არგაგწირე ბატონო ალექსანდრე. -აქ რას აკეთებ.? რატომ არ გძინავს? -რა შენი საქმეა? -კარგი ნუ იღრინები ,წყალს დავლევ და წავალ. -ვისი სახლია? -ცოტნესთან ვართ არ შეგეშინდეს. -არ მეშინია.-ვუთხარი ამაყად და ოთახისკენ გავეშურე.გარეთ საშინელი ქარი ამოვარდა.ისეთი ხმები ქონდა არ მაძინებდა. -ალექსანდრე შენი ბრალია ყველაფერი -ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე . ტელეფონს დავწვდი და მას დავურეკე . -მშვიდობა გაქვს თაია?-ნამძინარები უფრო დაბოხებული ხმით მიპასუხა. -გარეთ ქარია. -მერე თაია?-სიცილი დაიწყო.-ლექსს მიკითხავ? -ჩაიგდე ხმა.ცოტა მეშინია. -კარგი.-საუბრის გაგრძელება არ მაცადა ისე გამითიშა ტელეფონი.უკვე ვხვდები რომ რამდენიმე წამში აქ იქნება .ამიტომ საწოლში ჩავწექი და მანაც არ დააყოვნა .კარი შემოაღო და გვერდით მომიწვა ყოველგვარი კითხვის გარეშე. -იცოდე სიტუაციით ნუ ისარგებლებ.-მკაცრად გავაფრთხილე და საბანში გავეხვიე. -შენი ქმარი ვარ. -დროებით.გაგშორდები. -კაი ნუ დაიწყებ ახლა ისევ .-მობეზრებულმა ამოილაპარაკა.უცებ საოცრად ძლიერი ხმა იყო.ადგილზე შევხტი.გული საშინლად ჩქარა მიცემდა.-მოდი ჩემთან.-ღიმილით მწვდა და გულზე მიმიკრო.მეც გავისუსე მის მკლავებში .თმაზე მეფერებოდა და ეს საოცრად მსიამოვნებდა. -არ გამიშვა-ამოვილაპარაკე ნახევრად მძინარემ. -არასდროს გაგიშვებ პრინცესა.-ისევ ცხელი ტუჩები შემახო შუბლზე.საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი მასთან .ყველაზე სუსტი ვიყავი მის სიახლოვეს და ამავდროულად ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს მის მკლავებში. დილას მასზე ჩახუტებულს უფრო სწორად მასზე მიწებებულმა გავიღვიძე.მეც მაგრად ვუჭერდი ხელს და ისიც ძლიერად მეხვეოდა .ოდნავ შევიშმუშნე მაგრამ ვერ გავაღვიძე.უკმაყოფილომ ამოვიგმინე.მერე ცალი ხელი გავითავისუთლე და ცხვირზე მოვუჭირე .როგორც კი უჰაერობა იგრძნო წამში ჭყიტა თვალები. -გიჟი ხარ გოგო ლამის გამგუდე.-დაფეთებული ახამხამებდა თვალებს. -აბა ვერ გაგაღვიძე რომ შენი ტორებიდან თავი დამეღწია.-ვითომ უკამყოფილომ ავხედე. -აბა მკითხე მინდა რომ გაგიშვა?-მაცდურად აათამაშა წარბები. -მაღიზიანებ .-შევუღრინე და ფეხზე წამოდგომა ვცადე.თუმცა მაჯაზე ხელი ჩამავლო და ისევ საწოლზე დამაბრუნა ერთი მოძრაობით კი ზემოდან მომექცა.ისეთი ვნებიანი სახით მიყურებდა მეც მაშტერებდა და ვერაფერს ვამბობდი.ჩემსკენ დაიხარა ცხვირით ცხვირზე შემეხო.ოდნავ გამიღიმა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. -ბოლოს მაინც ჩემი გახდები ხომ იცი არა-იქვე ამოილაპარაკა და კისერში სველი კოცნა დამიტოვა.მერე კი ფეხზე წამოდგა.ვერ ვინძრეოდი ადგილზე გავშეშდი.გონს რომ მოვედი ოთახში აღარ იყო. ფეხზე წამოვდექი საწოლი მივალაგე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.საოცრად ლამაზი სახლი ყოფილა.უზარმაზარი .მაგრამ გემოვნებით გაკეთებული.სამზარეულოს მივაშურე ისიც იქ იყო და ყავას სვავდა.ონკანიდან წყალი ავავსე.მოულოდნელად ფეხის ხმა გაისმა. -თაია მზად ხარ სიურპრიზისთვის?-ეშმაკურად ამითამაშა თვალები. -არ მაქ შენი თავი ალექსანდრე და...-სიტყვა გავწყვიტე და პირდაღებული მივაჩერდი კარებში შემოსულ ლილეს და ცოტნეს.-შენ აქ რა გინდა? -დილამშვიდობისა თაია.-გამიღიმა ლილემ. -ეგ მერე იყოს.როდის ჩამოხვედით? -შესწორება რძალო ჯერ ჩვენ ჩამოვედით მერე თქვენ.-ღიმილით გადმომხედა ცოტნემ.. -ხოო ანუ ეგრე იყო-სულ ავიბნიე. -თაია რაღაც უნდა გითხრა.-დაბნეული მიყურებდა ლილე. -მითხარი-უდარდელად ვუპასუხე და წყალი მოვიყუდე. -მე და ცოტნე დავინიშნეთ-წყლის გადაყლაპვაც ვერ მოვასწარი ისევ შადრევანივით რომ გამოვუშვი უკან და იმ წამს ფეხზე წამომდგარი ალექსანდრეს გადავავლე. -თაია რას აკეთებ?-გაბრაზებულმა გამომხედა. -გაშრები არაუშავს.-გვერდით გავწიე და ლილეს მზერა გავუშტერე.-რა გააკეთეთ? -ხელი მთხოვა-ბედნიერმა წინ ამიფრიალა ბეჭდიანი ხელი. -მეწყინა.-გავბუსხე ტუჩები და ხელები გადავაჯვრედინე. -პატარა ბავშვი -სიცილით გადმომხედა ალექსანდრემ. -არ ვარ პატარა.თანაც ბავშვი.-დავეჭყანე მერე კი ისევ ლილეს გავხედე.რომელიც მომლოდინე თვალებით მიყურებდა-კარგი რა იყო ვიხუმრე მოდი მოგილოცოთ.-ღიმილის დანახვისას სწრაფად წამოდგა ფეხზე და მომეხვია. -მოდი სიძე ჩაგეხუტო-მასაც მოვეხვიე.-იცოდე გაგამწარებ რომ არ მითხარი რას აპირებდი.-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი. -მზად ვარ ავიტანო -ღიმილით გადმომხედა და საცოლეს მოეხვია. -ვაიმეეე რა კარგები ხართ ერთად.-სიხარულს და ბედნიერებას ვერ ვმალავდი.ღიმილით დავწვდი მოზუზუნე ტელეფონს სადაც ალექსანდრეს ესემესი დამხვდა <ნეტავ იცოდე როგორ მაგიჟებს ეგ ღიმილი>> - წამიერად გული საშინლად ამიჩქარდა მის სიტყვებზე თუმცა ვეცადე არ შემემჩნია. <<ესესესით საუბარი ახალი სტილია?>> <<თაია რაღაც მინდა გითხრა>> <<პირადად მეტყვი ესემესით თუ მტრედს გამოატან წერილს?>> <<დღეს საღამოს სახლის უკან ბაღში დაგელოდები >> <<არ მოვალ>> <<მოხვალ პრინცესა>> -თაია ვის სწერ ასე გამწარებული? -მე...არა...არავის....-დაბნეულმა ვუპასუხე ლილეს. -შეყვარებულს რძალო-ღიმილით გადმოხედა ალექსანდრემ . -რა სისულელეა.-წამოვიყვირე უცებ.-არ არსებობს მსგავი ვინემე. -დავიჯერო?-ეშმაკურად გამომხედა ალექსანდრემ და თვალ ჩამიკრა . -ვერ გიტან-მივაძახე და სამზარეულო დავტოვე.ოთახში ავედი და აჩქარებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი.კარზე კაკუნმა კიდევ უფრო გამიხშირა სუნთქვა თუმცა როცა ლილე შემოვიდა ამოვისუნთქე. -რა გჭირთ თქვენ? -არ ვიცი.-ვუპასუხე მოკლედ. -რა ქენი მოაწერე ხელი? -არა. -რას აპირებ? -არ ვიცი. -ოოო თაია ნერვებს მიშლი წესივრად ამიხსენი რა გჭირს.?-წყობილებიდან გამოვიდა ლილე . -სიყვაული,აი რა მჭირს.მაგრამ მეშინია ძალიან გული რომ მატკინოს? -ხომ გეუბნებოდი შეგიყვარდება მეთქი. -ხო მეუბნებოდი მაგრამ ყოველთვის ვუარყოფდი.ახლა კი ეს გრძნობა შინაგანად მანადგურდებს.თან ეს განქორწინება ცალკე. -გაშორდები? -არ ვიცი,გულს სხვა უნდა საქმეებით სხვას ვაკეთებ...კაი დაივიწყე შენზე მომიყევი აქ როგორც აღმოჩნდით.? -ხომ იცი არ მიყვარს დიდად ეს გრანდიოზული რაღაცეები ,არაა ჩემი სტილი აქ ამოვედით ვივახშემთ ,ვცეკვავდით ,უცებ რომ ჩაიმუხლა და ბეჭდიანი ყუთი გამომიწოდა.მეც დავთანხმდი.-ძალიან უბრალოდ ყვებოდა ამ ყველაფერს მაგრამ ვგრძნობდი გულში სულ სხვა რამ უტრიალებდა უზომოდ აბედნიერებდა ეს ფაქტი.ცოტახანს კიდევ ვიჭორავეთ .მერე კი დაბლა ჩასვლა ვინებებთ. -თაია დღეს შენს მომზადებულ რამე გემრიელობას სიამოვნებით მივირთმევდი.-გამეკრიჭა ცოტნე.. -მხოლოდ იმიტომ მოვამზადებ რომ თქვენი ამბით ძალიან გახარებული ვარ.მაგრამ არ დამვიწყებია რომ დამიმალე.-მკვლელი მზერით გავხედე მომღიმარს.სამზარეულოში კომფორტულად მოვეწყე და მზადებას შევუდექი.ჩემი შემოქმედებით კმაყოფილი ვსინჯავ ბოლო გემოებს და ვამაყობ რომ ასეთი გემრიელი გამომდის ყოველთვის.თვალებ დახუჭული სრულიად შევიგრძნობ სოუსის გემოს .საბოლოოდ კი როცა ვრწმუნდები რომ ყველაფერი კარგია ტუჩებზე ენას მადიანად ვიტარებ . -ეგრე ნუ აკეთებ.-ალეწილი სახით მიყრებს ჩემს წინ მდგომი ალექსანდრე. -შენ აქ როდის შემოხვედი?-გაფართოებული თვალებით ვაკვირდები მღელვარეს. -სწორედ ზუსტ დროს ,მაგრამ იმაზე მადიანად გამოიყურებოდი ვიდრე წარმოვიდგენდი. -სისულელებს ნუ ლაპარაკობ. -შეიძლება გავსინჯო?-რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. -კი შეგიძლია..-დავიბენი ოდნავ გვერდით გავიწიე და კოვზი გავუწოდე. -არ მინდა -ვნებიანი თვალებით გამომხედა და ხელებს შორის მოიქცია კარადაზე აკრული.-აქ ყველზე გემრიელი იქნება.-მითხრა და ჩემსკენ დაიხარა .ტუჩის კუთხეში მაკოცა ისე რომ სულ ოდნავ შეეხო ჩემს ტუჩებსაც.სუნთქვა ამიჩქარდა .თვალებს ვერ ვუსწორებდი.-ძალიან გემრიელია .-ყურში ჩამჩურჩულა და გამშორდა . -თაია რას გაშტერებულხარ მანდ რაღაც იწვის მგონი.-ქოთქოთით შემოვარდა ლილე სამზარეულოში. -მე ...ვაიმეეე..-დაბნეულმა ცხელ ქვაბს შიშველი ხელი ვსტაცე.სულგამწარებულმა ბოლო ხმაზე ვიყვირე . -თაია,მანახე ხელი-გიჟივით მომვარდა ალექსანდრე. -მტკივა სანდრო ძალიან-ტირილით ჰაერში ვაქნევდი ხელს. -ცივ წყალს შეუშვირე გთხოვ -ძალიან მტკივა. -ვიცი თაია ,შემომხედე არ გატკენ მე მიყურე-თვალებში მიყურებდა მერე კი ფრთხილად შემაშვერინა წყალზე ხელი.-ლილე ცოტნეს ჰკითხე დამწვრობის მალამო ექნება რამე-თვალს არ მაცილებდა ისე უთხრა ლილეს.მე კი აცრემლებული თვალებით ვიდექი და ტკივილისგან ლამის გული წამსვლოდა. -ბოდიში თაია-ხელით ცრემლებს მწმენდდა. -შენ რა შუაში ხარ?-ამოვთქვი ტკივილ ნარევი ხმით. -ჩემი ბრალია პრინცესა.-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.მე კი ტირილს ვუმატე. -გამომართვი ალექსანდრე -მალამო მიაწოდა ლილემ. -მოდი აქ დაჯექი-სკამი გამოსწია . -ძალიან მეტკინება?-შევხედე საწყალი სახით. -არ გატკენ ვეცდები.მენდე კარგი?-მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.ძალიან ცდილობდა არ მტკენოდა.ხელის კანკალით ფრთხილად მისმევდა მალამოს.-ცოტახანს ასე გქონდეს მერე შეგიხვევ .-დასრულა და ღრმად ამოისუნთქა. -მადლობა.-მკრთლად გავუღიმე. -წამოდი დაისვენე წამოწექი ცოტახანს.-ოთახში ავედით .მე საწოლზე წამოვწექი ის კი უკან გაბრუნდა.თუმცა მალევე ისევ შემოაღო ოთახის კარი. -ვიცი ამის გამო ხელი დაიწვი მაგრამ ცოტა უნდა ჭამო კარგი. -არ მინდა ვერ შევჭამ. -ნუ იქცევი ბავშვივით.უნდა ჭამო.-ხმა გაიმკაცრა.მეც მაშინვე უყოყმანოდ დავთანხმდი. -შენც ჭამე გთხოვ.-მორიდებულმა ამოვილაპარაკე. -შევჭამ ჯერ შენ მიირთვი. -არა ეგრე არ გამოვა -ოდნავ წამოვიწიე და ჩემი კოვზით გავუწოდე საჭმელი.-მიდი გამიღე პირი არ მაწყენინო-ღიმილით გავხედე რაზეც თავადაც გაეღიმა.გემრიელად მივირთვით. ორივემ მერე ხელი ფრთხილად შემიხვია . -ხომ არ გატკინე? -არა-ვუპასუხე და ისევ საწოლზე წამოვწექი.ჩემდა გასაკვირად გვერდით მომიწვა.-რატომ მიყურებ ეგრე.?-ვკითხრ რადგან გაშტერებული მიყურებდა. -მალე გაიგებ! მოითმინე საღამომდე.-ოდნავ გამიღიმა. -საღამოს რა ხდება? -ხომ შევთანხმდით უნდა გვესაუბრა.-ნაწყენმა ამომხედა. -არ შევთანხმებულვართ. -ვიცი არ მაწყენინებ და მოხვალ.-ხელით სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია და თითები ჩემს სახეზე ჩამოასრიალა-საოცრად ნაზი ხარ. -ალექსანდრე!-მინდოდა გავბრაზებულიყავი მასზე მაგრამ არ გამომდიოდა .მის თვალებში ვიკარგებიდი და უსაზღვრო სამყაროში გადავდივარ .უკვე მაგრად შევტოპე ამ სიყვარულს მორევში და გამოსასვლელს ვეღარ ვპოულობ.ჩემს ფიქრებზე მეღიმება რაც მას არ გამოპარვია. -რატომ იღიმი? -არაფრის ისე უბრალოდ. -იცი ცოტა უცნაურია რომ არ მეჩხუბები რატომ მეხებიო. -ხო ვიცი და მაგიტომ გამეღიმა. -ლამაზი ღიმილი გაქვს სულ უნდა იღიმოდე და არ უნდა ტიროდე ,მე გპირდები რომ ასე იქნება. -არ გინდა,არაფერი თქვა.არ მომცე პირობა რომელსაც ვერ შეასრულებ. -შეუსრულებელს არც გპირდები.-მკრთალად გამიღიმა.-კარგი მე წავალ ბუხრისთვის შეშას მოამზადებ შენ დაისვენე.-შუბლზე მაკოცა და საწოლიდან წამოდგა.-თავს გაუფრთხილდი გთხოვ. -ვეცდები-გავუღიმე.მანაც იგივეთი მიპასუხა და ოთახი დატოვა.ფიქრებს გასაქანი მივეცი .მასზე ფიქრიც კი თავბრუს მახვევდა.ის იყო მამაკაცი რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.მაგრამ სიცოცხლე გამიფერადა ამით.რა მოხდებოდა ლაშას რომ გავყოლოდი.რა იქნებოდა ახლა ?სად ვიქნებოდით? მაგრამ ცხოვრებამ შანსი მომცა რომ არასწორი ადამიანისგან დამეხსნა თავი.ზოგჯერ საოცრად გულმოსული ვარ ცხოვრებაზე .მაგრამ ახლა მადლობელი ვარ რომ ასეთი შანისი მომცა .მომცა შესაძლებლობა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.ცოტახანს ვინებრივრე საწოლში მერე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. -ბიჭები სად არიან?-დივანზე მჯდომ ლილეს გვერდით მივუჯექი. -ბიჭები თუუუუ...-სიტყვა გაწელა. -ნუ სულელობ.-მუჯლუგუნი ვკარი. -გავიდნენ მალე მოვლენ ალბათ.შენმა ქმარმა ისეთი ხმით თქვა თაიას დასვენება სჭირდებაო შიშით ვეღარც ამოგაკითხე.-გაიკრიჭა სულელურად -ნუ მაღიზიანებ ლილე . -ნუ ყრი ცოფებს და შეეშვი ამ განქორწინებას ვერ ხედავ ბიჭი ყურებამდეა შეყვარებული შენზე . -რა იცი ეგ არცერთხელ უთქვამს. -ბრმა და დაუნახავი ადამიანი ხარ თაია დორეულო .მუხლებში უნდა ჩაგივარდეს სავალდებულოა? -რატომაც არა მე ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. -ეგოისტო.როგორ ტანჯავს ბიჭს ვერ ხვდები. -კაი ლილიკო არ ინერვიულო შენ მაგაზე.მოვაგვარებ მაგ საქმეს გპირდები-წარბები ავუთამაშე. -იმედია-განაფრთხილებლად გადმომხედა სხვა შემთხვევაში მე უარს ვამბობ შენს ადვოკატობაზე . -ნუთუ ?-გავხედე გაოცებულმა არადა სულ თანახმა იყო . -დიახაც ეს ჩემი სრული უფლებაა.-ამაყად წამოდგა და კურტუმოს ქნევით გავიდა სამზარეულოში.მთელი დღე მარტო ვიყავით სახლში.ლილეს ვთხოვე ტანსაცმელი ,შხაპი მივიღე და თბილ თეთრი ნაქსოვ ზედეში კომფორტულად გამოეწყვე .ქვემოდან შავი შარვალი და თბილი ფეხსაცმელი მოვირგე.მთის ჰაერი მაინც სულ სხვაა.აქ უკვე საკმაოდ ცივა.თმა გავიშალე და მოწესრიგებული დაბლა ჩავედი .გული გამალებით მიცემდა როცა ალექსანდრეს ესემესი მახსენდებოდა.ინტერესით ვკვდებოდი რის თქმას აპირებდა. -გოგოებს სალამი-კარი შემოაღო ცოტნემ. -სად ხართ ბიჭო აქამდე?-საყვარელ სხეულს მოეხვია ლილე. -ძაან დავიგვიანე პრინცესა? -ცოტა კი-გაეკრიჭა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.მე კი თვალებით შემოსასვლელ კარს მივშტერებოდი. -თაია.-გვერდით მომიჯდა ცოტნე.-სამზარეულოში რომ კარია სახლის უკან გადის.თბილად ჩაიცვი და წადი.ბილიკს გაყევი .ვისაც ეძებ იქ დაგხვდება რძალო.-გაკვირვებული ვუყურებდი ცოტნეს.-ნუ მიყურებ წადი გამეყინა ძმაკაცი.-თვალები დამიბრიალა მერე კი გამიღიმა .მეც წამოვდექი ფეხზე , ქურთუკი ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.ბილიკს გავყევი, სრულიად სიბნელეში მივიკვლევდი გზას და საშინლად მეშინოდა კიდეც.თვალებით ყველგან ვეძებდი.მერე სინათლე შევნიშნე და იქით წავედი. -აქ ვარ თაია.-მანაც დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.მონატრებულს თვალებში ვუმზერდი.აშკარად რაღაცაზე ნერვიულობდა. -არ გცივა? -ჯერ არა. -წამოდი მაშინ გავისეირნოთ ცოტა-წინ გამიძღვა მე კი გვერდით ამოვუდექი და მშვიდი ნაბიჯებით მივიკვლევდი გზას.სუსხი სახეს მიყინავდა მაგრამ მისი სიახლოვე შინაგან ჩეცხლა ანთებდა ჩემში. -თაია,ხომ იცი ზედმეტად პირდაპირი ვარ -დაიწყო საუბარი.-ამიტომ ბევრს არ გაგაწვალებ და ჩემს სათქმელს გეტყვი.-ხელი ჩამჭიდა და თვალებში ჩამაცქერდა.-ეს თვალები ,მასში ვიკარგები და ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.შენს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს .ძალიან მომწონხარ.იმაზე მეტად ვიდრე შესაძლებელია. -სანდრო რას ამბობ? -ჩუმად არაფერი მითხრა ჯერ გთხოვ-საჩვენებელი თითი ტუჩებზე დამადო და გამაჩუმა.-უჩვეულოა საკუთარ ცოლს ამ სიტყვებს ეუბნეოდე მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა ჩვეულებრივად.-წამით გაიღიმა.რაზეც მეც გამეღიმა. -ეგ ღიმილი მაგიჟებს და ჭკუიდან მშლის.-თვალებში დაჟინებით მიყურებდა მერე ცალი ხელი სახეზე შეაცურა და ცერა თითით მეფერებოდა.-როცა პირველად გაკოცე, პატარა ბავშვივით გავხდი ათასგვარი ემოცია დაიარებოდა ჩემში.ეს ყველაფერი სიგიჟის ზღვარს ცდება თაია.იმდენად მაბედნიერებს შენი სიახლოვე უჰაეროდ ვრჩები როცა გშორდები.ახლაც ისე ვღელავ როგორც პირველი კოცნისას მაგრამ ეს რომ არ გავაკეთო გეფიცები მოვკვდები.-ფრთხილად დაიხარა ჩემსკენ და ნაზად მაგრამ მოთხოვნად შეეხო ჩემს ტუჩებს.თავი ვერ შევიკავე და კოცნაში ავყევი გათამამებულმა წელზე შემომხვია ხელი და სხეულზე მიმიკრო.ეს საოცრება იყო .გრძნობა არეულმა ძლივს მოვწყვიტე ტუჩები მის ცხელ ბაგეებს. -მიყვარხარ თაია გესმის? სიგიჟემდე მიყვარხარ და იმის იქითაც.-ადგილზე გამაშეშა მისმა სიტყვებმა.გაუნძრევლად ვიდექი და ვერ ვიაზრებდი რა მითხრა.რამდენიმე წამს გონება მის სიტყვებს ატრიალებდა ექოსავით ჩამესმოდა მისი ნათქვამი მიყვარხარ. -ჩემი დაბნეული გოგო-ღიმილით გადმომხედა.და გულზე მიმიკრა. -სანდრო მე.. -ჩუმად,არ გინდა არაფერის თქმა.გრძნობებს მიჰყევი თაია ხელს ნუ შეუშლის გთხოვ.-მისი თხოვნა შევასრულე და მაგრად მოვეხვიე.ცოტახანს ასე ვიდექით. -არ გეშინია? -არა არაფრის.-მითხრა ღიმილით. -რომ წავიდე? -მჯერა არ დამტოვებ.-გამეღიმა მის გულწრფელობაზე და მაგრად მოვეხვიე. -წამოდი შევიდეთ არ გაცივდე.-სახლისკენ წავედით. ბუხარი საოცრად გიზგიზებდა.მარტო ვიყავით. -გვრიტებმა ალბათ დაიძინეს.-ყურში ჩამჩურჩულა.-აქ დამელოდე.-მითხრა და მომშორდა.მალე კი ღვინით ხელში დაბრუნდა. -სანდრო ხომ იცი სასმელი ძალიან მოქმედებს ჩემზე. -სულ ცოტა დავლიოთ .მეტი სითამამისთვის და მოურიდებლობისთვის -გამიღიმა და ჭიქა მომაწოდა.ერთს მეორე მოყვა და მესამეც. -თაია ძალიან ლამაზი ხარ .-ღრმად ჩაისუნთქა და თვალებში დაჟინებით მომაშტერდა.ალკოჰოლისგან გათამამებული მისკენ დავიხარე და მის ცხელ ტუჩებს დავეწაფე.არ ვჩერდებოდი და კოცნას უფრო ვაღრმავებდი. -თაია გინდა რომ ეს მოხდეს?-სუნთქვა არეული წამით მომშორდა.საპასუხოდ კი ისევ გათამამებულმა მომთხოვნად ვაკოცე.ხელი შემომხვია და ჰაერში ამიტაცა.კიბებს ავუყევით და ოთახში შევიკეტეთ.ფრთხილად გადავაძრე მაისური .მანაც იგივე გაიმეორა.მასთან ყოფნის სურვილი იმდენად დიდი იყო წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.საბოლოოდ სრულიად დავნებდი. -საოცრება ხარ.მშვენიერი-ამოილაპარაკა ვნებიანად და კოცნით დაუყვა ჩემს სხეულს.მისი ცხელი ტუჩების შეხებისას სიამოვნების უსაზღვრო მორევში ვიძირებოდი.ოდნავ მაგრამ მოთხოვნად მიჭერდა ხელებს საჯდომზე და მკერდზე.რაც უფრო მეტად მიჩენდა სურვილს საბოლოოდ მისი ვყოფილიყავი.სრულიად კმაყოფილმა მივაღწიეთ ამ მიზანს.გახშირებული სუნთქვა და ვნებიანი ბგერები არღვევდა ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს.საბოოლოოდ კი მისი მერქვა .რაც ყოველგვარ ტკივილს მავიწყებდა.ძალა გამოცლილი მივესვენე მის სხეულზე. -მშვენიერი ხარ და ჩემი ხარ პატარა-ყურში ჩამჩურჩულა და იქვე სველი კოცნაც დამიტოვა. დილას მასზე ადრე გამეღვიძა.ცოტა სირცხვილის გრძნობამ დამიარა მაგრამ სიყვარული ჭარბობდა .წინა ღამის გახსენებისგან გული საშინლად მიჩქარდებოდა.ფრთხოლად წამოვდექი და სააბაზანოში შევედი რომ ცოტა მოვწესრიგებილიყავი.ამ დროს კი ტელეფონმა დამირეკა. ალექსანდრე: რომ გავიღვიძე გვერდით არ იყო ,მაგრამ მისი ტანსაცმელი ისევ ოთახში იყო .ხმა აბაზანიდან გამოდიოდა.ფეხზე წამოვდექი და შესვლა დავაპირე თუმცა მისმა საუბარმა ადგილზე გამაშეშა. -რა გავაკეთო ახლა მითხარი?შეცდომა როგორ გამოვასწორო?...ჯანდაბა ასე როგორ ვენდე?...საბუთებზე ხელს მოვაწერ სხვა გაზა არ დამრჩენია.-ტელეფონი გათიშა.და შხაპის მისაღებად წყალი ჩართო.ნუთუ ნანობდა იმ ყველაფრის რაც მოხდა.ტანსაცმელი ჩავიცვი და მის გამოსვლას დაველოდე.ამ დროს კი ტელეფონმა დამირეკა. -გისმენთ-ვუპასუხე ისე რომ კარს თვალს არ ვაშორებდი. -ალო გამარჯობა სასამართლოდან გირეკავთ ბატონო ალექსანდრე გთხოვთ....-ტელეფონი გავთიშე და აბაზანიდან გამოსულ თაიას გავუსწორე მზერა.უკვე ყველაფერი აშკარა იყო. -სანდრო რა გჭირს. -ამას არ ველოდი თაია.-გაცოფებულმა ვსტაცე მოსაცმელს ხელი და ოთახიდან გავვარდი. თაია: რამდენიმე დღე არ ვყოფილვარ რესტორანში და ყველაფერი აურდაურიეს.გაცოფებული ვიყავი ასეთი უყურადღებობის გამო.ახლა ყველაზე არასასურველ პარტნიორთან მიწევდა ხელშეკრულების დადება.გაღიზიანებული გამოვედი აბაზანიდან.სანდრო ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა.რომ დამინახა გაოცებულმა შემომხედა.მერე გაბრაზებულმა გაიხურა კარები.დაბლა გავყევი მაგრამ არ დამხვდა .ეზოში გავიხედე და მისი მანქანა. არ იდგა.ტელეფონზე ვურკავდი მაგრამ არ მპასუხობდა.გიჟს ვგავდი რა დაემართა ვერ გავიგე . მოზუზუნე ტელეფონს დანახვისას მაშინვე ვუპასუხე არც დავკვირვებივარ ვინ იყო. -დილამშვიდობისა ქალბატონო თაია მე ბატონი ალექსანდრეს ადვოკატი ვარ. -ხომ მშვიდობაა.-ვკითხე ნაჩქარევად. -კი,სასამართლოდან ურეკავდნენ ,და ტელეფონი გაუთიშა .მეც ვურეკავ მაგრამ არ მპასუხობს.იქნებ გადასცეთ რომ იმ ავარიის უკან ვინც დგას გავარკვიეთ. -ვინ არის?-ვკითხე ინტერესით. -ლაშა ხაჩიძის დაკვეთით მუშაობდნენ.გამოძიება მიმდინარეობს.გთხოვთ საქმის ყურში ჩამაყენეთ ბატონი ალექსანდრე. -კიიი კიი აუცილებლად. -კარგით მადლობა დეტალებზე კიდევ შეგეხმიანბით.-გაოგნებულმა გავთიშე ტელეფონი. -ბატონო ლაშა ,ჩვენს კვალზე გადიან. -იდიოტები ხართ.ხომ გითხარით კვალის გარეშე მოგეგვარებინათ.ისევ მე უნდა მოვიშორო ეს გოგო თავიდან მანქანა მომიმზადეთ გავდივარ.-ფეხზე წამოდგა და კმაყოფილმა ჩაცალა ვისკის ჭიქა.-შენი აღსასრული მოახლოვდა თაია . ______ ესეც ახალი თავი იმედი მაქვს მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.