ფიქტიური ქორწინება-სრულად.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. არ გამიხელია ისე მოვძებნე და ვუპასუხე. - გისმენთ. - არ მითხრა , რომ ისევ ოფისში ჩაგეძინა- მომესმა მეგობრის ნაცნობი ხმა. - ჯანდაბა, ისევ აქ ჩამძინებია, ბევრი სამუშაო მქონდა. - გეფიცები მოკვდები, რამდენი ღამეა მანდ ათენებ- მზრუნველი და თან მკაცრი ტონით მეუბნებოდა სოფია. - სოფ, ხოიცი მალე ზაფხულის კოლექცია უნდა წარვადგინო და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია- ვიმართლე თავი. - ახლა იმასაც მეტყვი დაქალის დაბადებისდღე , რომ არის დღეს ისიც დამავიწყდაო- ვიცოდი არ წყინდა ჩემი ეს მდგონარეობა, პირიქით ამაყობდა კიდეც როცა წარმატების ახალ საფეხურზე ავდიოდი. - არა, რა თქმა უნდა არა, ახლა სახლში გავივლი გადავივლებ, გავემზადები და შენთან გამოვიქცევი, პირადად მოგილოცავ. - მართლა არ დამვიწყებია უბრალოდ ძალიან გადავიღალე და დილით კონცენტრირება ვერ მოვახერხე, რომ მილოცვით დამეწყო. - გელოდები, მიყვარხარ. - ის ერთადერთი ნათელი ფერი იყო ჩემი ცხოვრების შავ-თეთრ პალიტრაში. ბავშვობიდან ცისარტყელასავით ევლინებოდა ღრუბლიან დღეებს და მატანინებდა უსუსურ რუტინებს, მეც ანალოგიურს ვცდილობდი და ვაკეთებდი მისთვის. ბინის კარი შევაღე, ტანსაცმელები უმისამართოდ მოვისროლე და ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი აბაზანით მოვიხსენი დაღლილობა. ფინჯანი ყავითა და ღერი სიგარეტით ვუმასპინძლე თავს, მერე კი საღამოსთვის გამოვეწყე და დაქალის დაბადებისდღეზე გავემართე. - უნაკლო ხარ ვფიცავ- ვუთხარი და ჩავეხუტე- ის მართლა ისეთი ლამაზი იყო იშვიათად თუ ნახავთ ასეთ სილამაზეს. ერთიორი მისალოცი სიტყვაც ვუთხარი და კონკრეტულად მისთვის შექმნილი ფეხსაცმლის ყუთი გავუწოდე საჩუქრად. - ახლა ჭკუიდან გადავალ- ემოციას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ისე მოსწონდა საჩუქარი- ამ ფეხსაცმელს შენ , რომ გათხოვდები მაშინ ჩავიცვამ- თვალი ჩამიკრა და გამიცინა. - მაშინ დიდხანს მოგიწევს ლოდინი- ვაკოცე და ჩვენსკენ მომავალ ლექსოსთან გავემართე. - ვაა სიძეეე , რა ძერსკი ხაარრ- წარბი ავწიე და გავუღიმე. - ეს ვინ მოსულა- ხელებგაშლილი გამოემართა ჩემსკენ- ცოლის დას ვახლავარ, რა ლამაზი ხარ ნინაჩკაა. - ძალიამ ვეცადე- შევიფერე კომპლიმენტი და ყველანი ერთად სუფრასთან მივედით. ლექსო და სოფია თითქმის წელიწადნახევარია ცოლქმარი არიან, მანამდე შეყვარებულობის ერთი წელზე ცოტა მეტი ითვალეს, მოკლედ , რომ ვთქვა სამი წელია ლექსოს ვიცნობ და ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს მასთანაც. - ვეკო მოვიდა- გადმომჩურჩულა სოფიამ. - არ ვიცოდი თუ ჩამოვიდა- ჩემში არეულობა დაიწყო ამ სახელის გაგებისთანავე. - არც მე, სიურპრიზი გაგვიკეთა საყვარელმა, ცხრა თვეა აქ არ ყოფილა.- თვალები აატრიალა სოფიამ და მის ამ რეაქციაზე გამეცინა. - როგორ ბედავს საერთოდ აქ მოსვლას - დაამატა გაბრაზებულმა. - იცის რომ არაფერს ვიტყოდით იმ ინციდენტზე, ამიტომ .... - ახალი სერია იწყება , თავიდან უნდა გიხსნას სიყვარულები თუ დაჭკვიანდა ნეტა? - ინტერესით მითხრა და ჩვენთან მომავალ ვეკოს გახედა. - გილოცავ სოფია- გაუღიმა და წითელი ვარდებისთაიგული გადასცა. მერე მე მომიბრუნდა და ღიმილით მკითხა- როგორ ხარ ნინა? - კარგად ვარ- იყო ჩემი პასუხი და მაშინვე მოვშორდი მის სიახლოვეს. ყველა ერთობოდა, ცეკვავდა , სვამდა, ბუნებრივია მათ არც მე ჩამოვრჩებოდი, ვინაიდან ჩემი ერთადერთი დაქალის დაბადებისდღე იყო და ხასიათს არავის გავაფუჭებინებდი. ხმაურით გადაღლილმა ვერანდაზე გადვწყვიტე გასვლა ჭიქა ღვინო და კვლავ ღერი სიგარეტი მოვიმარჯვე , ზაფხულის საღამო შევაგებე ჩემს ფიქრებს. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა, წარსულის მოგონებებში მძიმედ ჩავეშვი. ბედნიერი დასაწყისი, მერე მოულოდნელი გაუგებრობა, უარყოფის შეგრძნება , სიცარიელის ხმაური, სიყვარულის ახსნა შეუსაბამო ადამიანისგან და ბევრი გატეხილი ღამე ამომიტივტივდა თავში , ვერც კი ვხვდებოდი ღერი ღერს როგორ ენაცვლებოდა. - ნი- მომესმა სოფიას ხმა და ვიგრძენი როგორ ჩამეხუტა ზურგიდან- მე აქ ვარ, შეგიძლია მელაპარაკო. - დღეს შენი დაბადებისდღეა, არ გავაფუჭოთ ეს დღე კარგი- შევტრიალდი და თავი მის თავს დავადე. - უსასრულოდ მიყვარდა ეს გოგო. - ჩემი დაბადებისდღე აღარ არის, თორმეტს გადაცდა , შეგვიძლია შენთან წავიდეთ და გათენებამდე გამოვიტიროთ ყველა გრძნობა, ლექსოს აქ სახლში დავტოვებ . - შენ რომ არ მყავდე ... - მთავარია გყავარ და ეს გეი მომენტები მომაშორე გთხოვ- გამიცინა და ანთებული ღერი ხელიდან ამაცალა. - დღეს სახლში მარტო წავალ, ყველა გადაღლილი და ნასვამია, შენ კიდევ მიხედე შენს გიჟ ქმარს, ნახე რამდენს სვამს- გამეცინა, როცა ლექსო ყანწით ხელში დავინახე. - გავგიჟდები- თქვა სიცილით და მისკენ გაემართა. ნელ-ნელა ხალხი შემცირდა, ჩემი წასვლის დროც იყო ჩანთა ავიღე და სამზარეულოში გავედი, ჩემი ტელეფონის ასაღებად, მახსოვდა , რომ იქ დავტოვე. - ძალიან ადრე მიდიხარ- მომესმა ხმა , ვეკოს ხმა. - შენ უნდა შეგითანხმო როდის წავალ? - ცინიკური მზერით გავხედე, ზედმეტად უსუსური იყო ჩემს თვალში. - ისევ სანდროს მოლოდინში ხარ არა? - ირონია ეტყობოდა ხმაზე. - ჩემი პირადი შენ როდის მერე გეხება. - შეიგნე, რომ არ სჭირდები. ერთი წელია ციხეშია და ერთხელ მოგიკითხა? კიდევ ერთი წელი იქნება და რა გგონია შენზე ფიქრობს გისოსებს მიღმა?- აგრესიას ვერ მალავდა. - ის უფრო დასაშვებია ჩემზე ფიქრობდეს, ვიდრე იმაზე ,რომ თავისი ძმაკაცი სიყვარულს უხსნის გოგოს, რომელთანაც ურთოერთობა ქონდა, ხო ასეა? - ურთოერთობას რას ეძახი? ჯერ შეყვარებულებიც კი არ იყავით. - უკანასკნელი ადამიანი ხარ ვისაც მეგობრობა შეუძლია. - სიყვარული შემიძლია სამაგრიეროდ და მინდა შანსი მომცე . ძალიან მომიახლოვდა და სამზარეულოს კარადასთან მომიმწვდია, მის სუნთქვას ახლოს ვგრძნობდი, განძრევის უფლებას არ მახლევდა და ტუჩები სახესთან ახლოს მოჰქონდა , ჩანთიდან დანა ამოვიღე, რომელსაც ყოველთვის ვატარებდი და კარადაზე დადებულ ხელში მთელი ძალით ჩავარტყი, ყვირილის საშუალებაც არ ქონდა , ყველა გაიგებდა და სამეგობრო მძიმე განაჩენს გამოუტანდა, ამიტომ მოიხარა და ჯანდაბა ამის დედაცო გაიძახდა. სამზარეულოს კარში სოფი იდგა, მივხვდი ბოლო სცენას შეესწრო და რეაქციას დაველოდე, წარბიც არ შემიხრია ჩემი საქციელისგამო. - აიღე და დანა გაწმინდე- სალფეთქი გამომიწოდა და ღიმილიანი სახით თვალი ჩამიკრა. მერე ორივეს მოგვიახლოვდა ჩაცუცქული ვეკოსკენ დაიხარა და სერიოზული სახით უთხრა- დამპალო ნაბ**ვარო, შენს გამო ჩემმა დაქალმა სამზარეულოს კარადა გამიფუჭა. - მაპატიე პატარავ, ახალი კარადა ჩემზე იყოს- ხელი გადავხვიე და გაწმენდილი დანა ჩანთაში ჩავიდე. - მისმინე- დაიწყო ისევ სოფიამ და კვლავ კვარაცხელიასკენ დაიხარა- ახლა მე გავალ, მათ ყურადღებას გადავატანინებ, შეენ კი საქმე გამოგიჩნდა და წახვედი, თან სამუდამოდ ჩვენი ცხოვრებიდან, შემდეგში ჩემი დაქალის მიმართებაში გაბედავ რამე არასწორად გააკეთო და გპირდები ეგ დანა ხელიდან გულში აღმოჩნდება. ისტერიული სიცილით გავედით სამზარეულოდან და ყველას ყურადღება მართლაც, რომ ჩვენსკენ იყო მომართული, ვეკო ისე გავიდა არავის შეუმჩნევია და არც მისი არყოფნით დაინტერესებულა ვინმე. - კარგად იმუშავე- მითხრა სოფიამ და სიგარეტი გამომიწოდა. - შენც- თვალი ჩავუკარი და ტუჩებსშორის მოქცეულ სიგარეტს მოვუკიდე. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა მე კი სულ ცოტა დრო მრჩებოდა ოცნების დეფილეზე მოსახვედრად. ოფისსა და ატელიეში მათენდებოდა. ჩემს სამუშაო გუნდთან ერთად ვქმნიდი ესკიზებს და ნებისმიერ დეტალს ყურადღებით ვაკვირდებოდი, ერთი ღილიც არ მაგრდებოდა სამოსზე თუ მე არ ვნახავდი. სამი წელი ვცდილობდი იქამდე მოსვლას სადაც ახლა ვარ, სამი წელი თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი ჩემი ხაზის შექმნაში და უკვე ერთი წელია ჩემი ბრენდი მაქვს 19 წლის ვიყავი ამ სფეროში , რომ გავიდგი ფესვები , მაგრამ ასაკისგამო ბევრი შეზღუდვა მქონდა, ახლა კი ბოლომდე ვშლი ფრთებს და მთავარ დეფილეს ჩემი კოლექციაც დაამშვენებს. ოფისიდან ისევ დილით გამოვედი და ტრადიციულად პირველი სოფიას დავურეკე. - სად ხარ სოოფ? - სახლში ვარ , რახდება? - დღეს ჩემს თავს მთლიანი დღე ვაჩუქე და შენთან მოვდივარ, საშინლად მომენატრე. - გელოდები, ცივი კოლა წამომიღე იცოდე . ტაქსი გავაჩერე და სოფიასთან წავედი , საშინელი სიცხე იყო ქალაქში და ერთისული მქონდა ცივი ყავა დამელია, ჩემი დაქალი ნამდვილად საფირმო ცივ ყავას აკეთებდა. - ყავა უკვე მზადაა? - ვკითხე სოფოას კარი გამიღო თუ არა. - იქნებ ჯერ მომიკითხო? - წარბი ამიწია კალანდაძემ. - მაგისთვის ვარ მოსული ისედაც და ჯერ ცივი ყავით დავიწყებ. - მზადარის , მიდი სამზარეულოში. - აბა რას შვები? ლექსო სადაა? - ლექსო სანდროს ამბებს არკვევს, ბინის შეცვლა უნდოდა და ლექსომ სანამ გამოხვალ მოვაგვარებო. - კარგია- ვიგრძენი როგორ შემეცვალა ხმა. - შენ რას შვები მომიყევი ერთი ეს სამი დღეა მე და შენ დისტანციური ურთიერთობა რატო გვაქვს- გამიცინა და სიგარეტს მოუკიდა. - არ მკითხო, უამრავი საქმე მქონდა , ყველაფერი მოვაგვარე, ერთ კვირაში დეფილეა, თუ გამიმართლებს ბევრი სპონსორი მეყოლება და მოთხოვნაც გაიზრდება - აღლევებული ემოციებით სავსე ვუყვებოდი სოფოას. - გეფიცები ისე ვამაყობ შენით , რომ ვერ აგიხსნი. - შენი საქმე როგორ მიდის, კომპანიაში ხო გაქვთ მშვიდობა, რაღაც ხშირად ისვენებ- სოფია ლექსოს და სანდროს საერთო კონპანიაში მუშაობს ფინანსებს განაგებს და სხვა საქმეებშიც ეხმარება ქმარს. - ყველაფერი ძალიან კარგად არის, უბრალოდ ახლა პროექტი მოვიგეთ და ჯერ შესვენება გვაქვს. *** ზაფხულის კოლექციის ჩვენებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა, ყველაფერი ის მიდიოდა , როგორც ვგეგმავდი და ცხოვრების ახალ ეტაპებს რიგრიგობით ვიტოვებდი უკან. ოფისში საქმეებს მოვრჩი, სოფია ჯერ კიდევ მუშაობდა, ამიტომ გადავწყვიტე მაღაზიებში მარტო გამევლო და ლექსოს დაბადებისდღის საჩუქარი ამერჩი, წინ კიდევ სამი დღე მქონდა , მაგრამ ვინაიდან მოვიცალე უკეთესი იქნება ამ ამბავსაც თუ მოვაგვარებ. ჩემი ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. - მშვიდობაა დედაა?- მისი ზარები ყოველთვის მოულოდნელი იყო , რადგან იშვიათად მირეკავდა. - მოკითხვა მინდოდა და იმის თქმა , რომ მე და მამაშენი ზეგ მოვფრინავთ , ცოტახანს შენა ბინაში გავჩერდებით, თუ პრობლემა არ გაქვს , ჩვენი ახლა დასალაგებელი იქნება და მერე ისევ უკან დავბრუნდებით რუსეთში. - რა თქმა უნდა შეგიძლიათ მოხვიდეთ და იმდენხანს დარჩეთ , რამდენიც საჭიროა. - რამე ხომ არ გქონდა დაგეგმილი? - კი, დაბადებისდღეა ლექსოსი, ბინაში მიდით გასაღებს დავუტოვებ მეზობელს და გვიან მეც მოვალ. - კარგი ნინა, შეხვედრამდე. მშობლებთან გადასარევი ურთიერთობა არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა , რომ ბევრს ვცდილობდი მათ გულებში ადგილი ვერაფროთ ვერ დავიმკვიდრე. მთელი ცხოვრება ფულს , გართობასა და მოგზაურობას შეალიეს, მაგრამ პრიორიტეტი უფრო ფული იყო. ნებისმიერ ადამიანს დათმობდნენ ოღონდ ფუფუნებაში ეცხოვრათ. უზარმაზარ სახლში მარტო ვიზრდებოდი ძიძებისა და დამხმარე ქალბატონების გარემოცვაში, მშობლები არასდროს იყვნენ ახლოს, სიმართლე , რომ ითქვას ფინანსური კუთხით არაფერი მაკლდა , მაგრამ ეს უკანასკნელი იყო რაც მჭირდებოდა. თუმცა მალე მივეჩვიე. უზარმაზარი სახლი გაყიდეს და ბინა იყიდეს , რადგან ჩათვალეს, რომ თვითონ სულ საზღვარგარეთ იცხოვრებდნენ და აქ ტყუილად ყავდათ ამდენი მსახური, ამიტომ დიდი გალიიდან , პატარა გალიაში აღმოვჩნდი. სრულწლოვანი გავხდი თუ არა უნივერსიტეტში ბიზნესის განხრით დავიწყე სწავლა, შემდეგ პარალელურად დიზაინის კურსებს გავდიოდი და საბოლოოდ ცხრამეტი წლის ასაკში პირველად ვთხოვე მშობლებს , რომ ფინანსურად დამხმარებოდნენ ჩემს წარმოებულ საქმეში, ასეც მოხდა, დამეხმარნენ და საშუალება მომცეს მე თვითონ დამოუკიდებლად მქონოდა შემოსავალი, რა თქმა უნდა შემოსავლის საწყის ეტაპზევე სრული თანხა უკან დავუბრუნე მათ და შემდეგ დავიწყე ზრუნვა სახლის შესაცვლელად, რომ თავი ბოლომდე თავისუფლად მეგრძნო. ისინი ჩემგან არაფერს ითხოვდნენ, მე კიდევ მათგან. ერთმანეთს იშვიათად ვნახულობდით, ოჯახი არასდროს ვყოფილვართ, ამიტომ მათი ყოფნა არყოფნის საკითხი ჩემთვის სულ ერთი იყო, უბრალოდ პერიოდულად მოსუყვარულო ოჯახების შემხედვარეს საშინელი სიმარტოვის შეგრძნება მიჩნდება, მართლა სულ მარტო გავიზარდე და ვინც ამ სინარტოვეს იზიარედა და დღეებს მივსებდა მხოლოდ სოფია იყო. წარმოდგენა არ მქონდა რატო ჩამოდიოდნენ ახლა, ან რატომ მაინცდამაინც ჩემს ბინაში, როცა ნებისმიერ სასტუმროში შეუძლიათ გაჩერება, ან წინასწარ რატომ არ დაალაგებინეს ბინა, პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შეიძლება ჩემთან იყვნენ, უბრალდო რაღაც ძალიან საეჭვოა. თან ნაწილობრივ უკვე ვხვდები, რაც შეილება მოხდეს და ამიტომ მოვლენების განვითარებას ველი... საჩუქარი ავარჩიე და სამ დღეში სასაჩუქრედ გამზადებულს მომიტანდნენ სახლში, სოფიამ მუშაობაც დაამთავრა და ჩვენს საყვარელ კაფეში დავსხედით. - ძალიან გამიკვირდა ქეთის და ლევანის ჩამოსვლის ამბავი- მართლა გაოგნებული იყო სოფია , რადგან ბოლოს სამი წლის წინ ჩამოვიდნენ ისიც იმისგამო, რომ საქმე ქონდათ. - საეჭვოდ მოდიან თან, ხო ვიცნობ, აი ჩემთან რატო მოვიდოდნენ, ზუსტად ვიცი არც კი ვენატრები. - გახსოვს რამდენიმე თვის წინ, ვიღაც ბიჭზე , რომ გეუბმებოდა ცოლად გაყევი ფუფუნებაში გამყოფებსო, თან ძალიან რომ გაწვებოდა? - გაიხსენა სოფიამ - ამის დედაც, მეც მაგას ვფიქრობ , მაგრამ რაში უნდა სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, მაგის მერე ორჯერ დამირეკა ორჯერვე ეგ მითხრა- აგრესიას ვერ ვმალავდი. - შეიძლება მაგ სიტუაციის მოხოდვა უნდა, მაგრამ შენ რაში გადარდებს რო? - გაეცინა სოფიას - არ მადარდებს, ეგენი ხოარ გადამიწყვეტენ ვიზე გავთხოვდე , მაგრამ უბრალოდ ვბრაზდები, რომ მიყენებენ. - რაიცი რომ გიყენებენ, რაში უნდა დასჭირდეთ? - მამაჩემს კონტრაქტი უსრულდება ერთ თვეში იმ კომპანიასთან ვისთან ერთადაც მუშაობდა ათი წელი, მამაჩემის კომპანია კიდევ დამოუკიდებლად ვერ იასრებებს, ვინაიდან საჭირო მოხერხება არ აქვს, ამიტომ ახლა უნდა ამ ვიღაცა გიორგის გამაყოლოს, რომლის ოჯახსაც რუსეთში აქვს კომპანია და მოკლედ დანარჩენი შენთვითონ მიხვდი... მე ეს დასკვნა გამომაქვს - ამის დედაც თვალებს დავთხრი ყველას ვინც შენს სარფიანად გამოყენებას გადაწყვეტს! - ისეთი სერიოზული სახით თქვა სოფიმ, რომ სიცილი ვერ შევიკავე. - საგიჟეთში ვარ- მეცინებიდა ისევ... - ისე, რატო არ გინდა , იქნებ კარგი ბიჭია...- ირონიულას ჩამიღიმა - რუსეთში გამიშვებ? - თბილისის იქით არსად არ გაგიშვებ, უშენოდ ვერ გავძლებ. *** ლექსოს დაბადებისდღისთვის ყველაფერი მზად იყო, რესტორანი დახურული, სუფრები გაშლილი და სტუმრებიც უკვე ადგილზე. ძალიან დიდხანი დამჭირდა მოსამზადებლად. თეთრი ატლასის კაბა მოვირგე ბოლომდე ამოღებული ზუგითა და ოდნავ დეკოლტით, ფეხზეც ღია ფერის ფეხსაცმელი ჩავიცვი. შავი გრძელი თმა ავიწიე და მსუბუქ მაკიაჟს წითელი ტუჩსაცხით ვუმასპინძლე. საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი. ჩანთაში საჭირო ნივთები მოვათავსე და ტაქსით გავემართე, ჩემი გაგზავნილ საჩუქარსაც ჩემს მისვლამდე მიიტანდნენ. გზაში სოფიას გაბმული ზარები არ მასვენებდა, მაგრამ შეგნებულად არ ვპასუხობდი, ვიცოდი ისევ არაპუნქტუალურობისგამო უნდა ეწუწუნა. მანქანის კარი ლექსოს მეგობარმა, კოტემ გამიღო და პირველი ის მომესალმა. - თვით აფროდიტესაც შეშურდებოდა შენი- გამიღიმა და როგორ თბილადაც იცოდა ისე თბილად გადამეხვია ამჯერადაც. - როგორ ხარ კოოსტაა ? - კარგად ნინაჩკა, შენ როგორ ხარ? - მეც კარგად, ყველანი შიგნით არიან? რაღაც დაბნეული მეჩვენები. - არაფერია, შედი გელოდებიან. თავაწეული ბედნიერი სახით შევდიოდი რესტორანში და კიბეებს დაბლა სართულისკენ დემოსტრაციულად მივუყვებოდი, ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს მიყვარდა , მაგრამ როცა საკმარისად კარგად გრძნობ თავს და ამისთვის დიდი ძალისხმევა გასწიე , მაშინ რატომაც არა, დაე მიხილონ. ყველას მზერა ჩემკენ იყო მოპყრობილი, საერთოდ ყველა მე მიყურებდა და ვიცოდი ეს არც აღფრთოვანების და არც ჩემი ვიზულისგან გამოწვეული რამე ემოციის მზერა არ იყო, რადგან ყველა მათგანს ვყავდი ერთხელ მაინც ზედმეტად გამოპრანჭული ნანახი და ამდენად ეფექტურიც ვერ ვიგნებოდი, ჩემი ღმილიანი გამომეტყველება სადღაც ქრებოდა, გულისცემა გამიხშირდა, მეშინოდა იმის გაგების თუ რა იდგა ამ მზერის მითმა. - გილოცავ პატარავ- გადავეხვიე ლექსოს - ჩემი საჩუქარი მგონი იგვიანებს , მაგრამ იმედია მოგეწონება. - დიდად მადლობელი ვარ თქვენი უდიდებულესობავ, დღეს ნამდვილი დედოფალივით გამოიყურებით. - მხოლოდ დღეს? - გავუღიმე , მაგრამ მთლიანი სხეული მიკანკალებდა , ვიცოდი რაც ხდებოდა. - რომ გირეკავდი რატომ არ მიპასუხე?- მოგვიახლოვდა სოფია. - იმიტომ რომ მეგონა არაპუნქტუალურობისგამო უნდა გაგეკრიტიკებინე და თურმე- აღარ გავაგრძელე და ღრმად ჩავისუნთქე. - თურმე რა? - მკითხა ლექსომ, ისიც აშკარად ნერვიულობდა. - სუნამო მაინც შეეცვალა დამპალი - ვთქვი და მოწოლილი ცრემლები ძლივს შევიკავე. - გეფიცები შეშლილია ეს გოგო- სიცილი აუტყდა ლექსოს. - ჩემი დაქალია- იცინოდა სოფიაც. - მოიცა მართლა სუნამოს სუნით მიხვდი, რომ აქ არის? ანუ ამდენი სუნამოს სუნი ტრიალებს და მართლა მაგით მიხვდი?- გაოცებას ვერ მალავდა ლექსო. - სანდროსთან თუ ოდესმე ამას შეიმჩნევ, ჩემი ხელით მოგკლავ. ახლა კი გილოცავ მეგობროს დაბრუნებას და შეირგე ის სიხარული რომელსაც ახლა გრძნობ, მოეშვი ჩემსგამო არ ინერვიულო.- ვუთხარი და ჭიქა ღვინოს მივწვდი. - თავს როგორ გრძნობ- ხელი ჩამჭიდა სოფიამ. - ამ ცოლ-ქმარს რაღაც მაგია გაქვთ, ერთის დაბადებისდღეზე ვეკო გამომეცხადა მეორეს_სანდრო- გულწრფელად მეცინებოდა. - იცი პირველი მეც ეგ გავიდიქრე, უბრალოდ ვეკოსგან განსხვავებით სანდრო ძალიან მიყვარს- გაიცინა და თან ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. - უბრალოდ არ ვიცი , როგორ უნდა შევხვდე. - როცა კიბეებზე ჩამოდიოდი იქ იყო , ზუსტად არ ვიცი სად იდგა , მაგრამ ვიცი იქ იყო და დაგინახავდა, როცა ჩათვლის , რომ მზადაა თვითონ მოვა შენამდე- გამიღიმა შუბლზე მაკოცა და საკუთარ თავთან დამტოვა. დაბადებისდღის ,,წვეულება" გვიან დაიწყო და უკვე შებინდებული იყო როცა ყველა სუფრას მიუჯდა, ლექსო სუფრის თავში იჯდა და გვერდით სოფია ყავდა, მე ტრადიციულად მათ გვერდით ვიყავი, ვიცოდი ლექსოს გვერდით ცარიელ ადგილს სანდრო დაიკავებდა და უკვე ის მზერა მტკიოდა, რომელსაც მისი თვალები შემთავაზებდნენ. ლექსომ გადმომხედა და მითხრა,, მე შენს გვერდით ვარო" - მართლა ჩემი ადამიანი იყო, თითქოს სოფიამ გადასდოო უთქმელად ესმოდეს ჩემი. ჩემს წინ იჯდა, სიტყვაც არ უთქვამს, არც კი მომესალმა, ისე ვისხედით თითქოს არც ვიცნობდით ერთმანეთ. სისხლი მეყინებოდა, მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვაჩერებდი. ჩემთვის ყველაზე სიმპათიური და შარმიანი იყო სანდრო დადიანი. შავი უძირო თვალები ჰქონდა, გრძელი წამწამები და დიდი ტუჩები, გატეხილი ცხვირითა და ულამაზესი თითებით, მილიონ კაცში გამოვარჩევდი. ყველა გარს ეხვეოდა მეგობრები მონატრებას ვერ იკმაყოფილებდნენ, ხან დადა დადას ძახილით დასდევდნენ, ხან სანდრექსას, ხან გვარით მიმართავდნენ , ზოგჯერ სრულ სახელსაც მოაყოლებდნენ ხოლმე, ყველას განსაკუთრებულად უყვარდა, ბედნიერები იყვნენ ერთად და ერთ სიამოვნებად ღირდა მათი ყურება, მე კი ვკვდებოდი მისი სიშორით. სანდრო და ლექსო აივანზე გავიდნენ მოსაწევად და მხოლოდ მაშინ კითხა სამდრომ. - ვეკო რატომ არ არის? - გრძელი ისტორიაა, მერე ვილაპარაკოთ. - რა ხდება ლექსო?- სერიოზული ტონი ქონდა სანდრექსას. - სანდრექს, მერე ვილაპარაკოთ თქო, შენ ის მითხარი რატო არ დამირეკე , რომ გამოდიოდი.- ხელი გადახვია ბავშვობის მეგოგარს. - არც მე არ ვიცოდი, ორი დღის წინ ადვოკატმა გირაო გადაიხადა და გამომიშვეს, მეთქი ბარემ დაბადებისდღეზე დავადგები თქო , თითქმის ციხიდან მოვდივარ- გაეცინა დადას. - ნინას რატომ არ ესალმები? - ჩვენი დიალოგი სხვანაირად უნდა დაიწყოს და იმიტომ. - რას გულისხმობ? - ჯერ ისევ გონია , რომ დავიკიდე მაშინ. - რთულად გადაიტანა. - გადაიტანა? - ან არა ვინ იცის, მარტო სოფიასთან ლაპარაკობს ყველაფერზე, მაგრამ შენი სახელი ერთხელაც არ დაცდენია. - არ დამიმსახურებია. დაიკიდე ახლა ეს და ის მითხარი ერთი, ძმისშვილს როდის მაღირსებ- გაეცინა დადას - ვმუშაობ მაგ საკითხზე-იცინოდა ლექსოც - ჩემს ბინაზე რა ხდება? - თითქმის ხოდზეა, მაგრამ დღეს ჩემთან მოგიწევს დარჩენა. - სასტუმროში დავრჩები, არ მინდა შეგაწუხოთ. - ანუ ახლა ეს მომესმა? - დიალოგში ჩაერია სოფია- სერიოზულად სანდრიკ? რაიყო გავუცხოვდით? - ფერიასავით ლამაზია ეს გოგო- უთხრა ძმაკაცს და სოფია ძალიან მაგრად ჩაიხუტა და დაამატა- დილით გემრიელ ყავას თუ დამალევინებ თქვენთან მოვდივარ. - შენ ოღონდ რამე ისურვე-სერიოზული იერით შეხედა სანდროს. - ნინა სად არის ? - იკითხა ლექსომ. - მეორე ვერანდაზეა, ტელეფონზე დაურეკეს და ამიტომ მარტო დავტოვე- უპასუხა სოფიამ. უკვე მერამდენე ღერს ვეწეოდი , სასმელსაც არ ვარიდებდი თავს და ამღვრეული ხასიათით გავყურებდი ჰორიზონტს, უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში და პასუხებს ვერ ვიღებდი, როცა მგონია ფეხზე ვდგავარ მიწა მაშინ მეცლება. - აქამდე არ ეწეოდი- მომესმა ნაცნობი ხმა. - როდემდე? - ჩვენს ბოლო შეხვედრამდე- მიპასუხა სანდრომ ვიშლებოდი ვკვდებოდი საკუთარი შინაგანი ხმაა განწირულად ყვიროდა , დიალოგს ძლივს ვაბამდი თავს. - ეგ დიდიხნისწინ იყო, ამიტომ მოწევის დაწყებაც მოვასწარი. - კიდევ რა მოასწარი? - ბევრი რამ, სანდრო- ასე არასდროს მივმართავდი. - როგორ ხარ- მკითხა მოულოდნელად. - კარგად, შენ? პასუხის ნაცვლად ჩაიღიმა და წასასვლელად შეტრიალდა, ნერვული შეტევისგამო ხელის კანკალი ვერ შევაჩერე ამიტომ ჭიქა და ჩანთა ხელიდან გამივარდა. ხმაურზე სანდრო შემოგრიალდა და ჩემი ნივთების ასაკრეფად დაიხარა. - დანა, წიწაკის სპრეი, დამამშვიდებლები, სიგარეტი , ტუჩსაცხი და სარკე, არასდროს მინახავს ასეთი უცნაური ნივთები გოგოს ჩანთაში.- სიცილს ვერ იკავებდა სანდრო. - ალბათ იმიტომ რომ ჩემნაირი უცნაურიც არ შეგხვედრია არავინ- ჩვეულებრივი ტონითა და ბუნებრივი სახით ვუთხარი, ისე სასხვათაშორისო წინადადებასავით. - მინახავს. წელიწადნახევრის წინ ვნახე , ჩემს წინ იდგა, სიყვარულის თვალებით მიყურებდა და ორ წამში იქვე მდგომმა შემიძულა. - მითხრა სანდრომ და ცინიკური მზერა ჩემიდან დანაზე გადაიტანა. - კარგი მსახიობი ყოფილა , უცნაური ვერაფერი შევატყე მაგ გოგოს- მივხვდი , რომ საუბარი ჩემზე იყო და იმ დღეეზე, როცა გამომიცხადა ყველაფერი მორჩა აქ აღარ მოხვიდეო. - დანა რატომ დაგაქვს? - სპერეიც დამაქვს. - რატომ დაგაქვს ეს ნივთები? - სერიოზული სახით მეკითხებოდა. - ვინ იცის , იქნებ თავის დაცვა დამჭირდეს. - ეს დანა ჩემთან რჩება, სპრეი როგორც გინდა ისე გამოიყენე, დამამშვიდებლებს და სიგარეტს ერთდროულად ნუ მიიღებ- გამიცინა და კვლავ წავიდა. სოფიას ჩვენი დიალოგი მოვუყევი, თან იცინოდა და თან ჩემს ემოციურ ფონზე დარდობდა, ძალიან ვიყავი გაბრაზებული სანდროზე და ყველაფერი ერთიანად მაწვებოდა, არ ვიცოდი ეს ვულკანი როდის ამოიფრქვეოდა, მაგრამ ჯერ წონასწორობას ვინარჩუნებდი. ჩემი სახლში წასვლის დრო იყო, სხვებიც იშლებოდნენ უკვე. ყველა მთავაზობდა წაყვანას, ნასვამებიც ფხიზლებიც , ერთადერთი სანდრო იყი ჩუმად, ხმაც არ ამოუღია, არადა სრულიად ფხიზელმდგომარეობაში მანქანით იყო მოსული. ყველას უარი გამოვუცხადე და კვლავ ტაქსით გავედი სახლში. - დედა, მამა მოვედი- დავიძახე სახლში შესულმა. - უკვე გვიანია და სძინავთ - მიპასუხა უცნობმა ბიჭის ხმამ. - თქვენ ვინ ხართ? - ვკითხე გაკვირვებულმა. - მე თქვენს გასაცნობად და თქვენთან მომავლის დასაკავშირებლას ჩამოვედი- მიპასუხა ღიმილიანი სახოთ. - გიჟია ეს- ვთქვი მის გასაგონად და მერე ხმამაღლა დავიწყე სიცილი. - რა სითავხედეა- გაოგნებული მიყურებდა. - უი, ბოდიშით ახალგაზრდავ, ჯერ პრაქტიკაში არ მქონიდა შემთვევა უცნობ საქმროს შევხვედროდი და ცოტა არაადეკვატური ვარ- ვერ ვწყვეტდი სიცილს. - ცეცხლს ეთამაშები ნინა. - დაე ამ ცეცხლმა დამწვას- ვთქვი ვნებიანი ხმით და პანიკური სიცილი ვაგავრძელე. - თქვენ მართლა გიჟი ხართ? - არა, თქვენ გამაგიჟეთ.- უცებ დავსერიოზულდი და მივზვდი , რომ ეს ჩემი ცვალებადობა ძალიან აოცებდა. - შენ ჩემი ცოლი გახდები, მამაშენმა პირობა მომცა. - მამაჩემმა თუ პირობა მოგცათ, შეგიძლიათ მამაჩემი მოიყვანოთ, ჩემგან თავი შორს დაიჭირე- ვუთხარი და სახლის კარი ისე გამოვიხურე წლების უნახავი მშობლები არც მინახავს. მაშინვე სოფიას დავურეკე. - ხო , ნინ რამე მოხდა?- გაოცებული ხმა ქონდა წამოსვლიდან ასე მალე რომ დავურეკე. - კი, ვიღაც სი*ი დამახვედრეს სახლში, მგონი ბეჭედიც ნაყიდი აქვთ ჩემთვის, რაღაცები ვეღადავე და გამოვედი, მგონი სულ გამაგიჟეს ამათმა, დღეისთვის ზედმეტი იყო, ამის დედაც- ტირილს ვერ ვიკავებდი. - სად ხარ ახლა- მკითხა სოფიამ. - გამოვედი თუ არა შენ დაგირეკე , ჯერ ისევ ჩემს უბანში ვარ. - ლექსოს გამოვუშვებ და ახლავე წამოგიყვანოს. - არ მინდა შენთან, ვიცი რომ სანდროა და ვერ მოვალ. - მომისმინე ჩიტო, მეორედ მე არ გავიმეორებ აქ მოდიხარ ჩემთან. ასე ჩაცმულმა ჯერ სად უნდა იარო, მერე ამ დროს და თან მარტო?! სანამ ლექსო მოვა არ მინდა ეგრე დადიოდე , ტაქსით მოდი, ტანსაცმელს, ჩაის და შენს ოთახს დაგახვედრებ , კარგ საუბარსაც თუ გინდა .- მითხრა და გამითიშა, მეც დავმებდი მის სიტყვას და წავედი. - რა ხდება?- იკითხა სანდრომ - რა ჯანდააა, წავიდე გინდა?- დაინტერესდა ლექსოც. - არა თვითონ მოვა ტაქსით. - რა ტაქსით ამ დროს?- იკითხა სამდრომ . - ახლა მაგის დრო არ არის , გარეთაა და უარესი იქმებოდა სანამ თქვენ მიხვიდოდით ათასი ვიღაც დადის. - წესიერად მოყევი- მოთმინებამ უღალატა ლექსოს. - ვერა, ჯერ ნინასთან უნდა ვილაპარაკო იქნებ არ უნდა, რომ იცოდე და მითუმეტეს სანდრომ იცოდეს.- უთხრა სოფიამ და ამ დროს კარზე ზარის ხმაც გაისმა. - მომლედ ახლა ორივე მიბრძამდებით მეორე საძინებელში და ერთად დაიძინებთ, ძალიან დიდი ლოგინია და კომფორტულად იქნებით, დღეს ჩემს დაქალს უნდა მივხედო .- გაუშვა ბიჭები ოთახში და კარიც მხოლოდ ამის შემხეგ გააღო. - სადარიან ისინი? - ვიკითხე ჩუმად. - ოთახში , იქ ვაწვენ ორივეს- გაეცინა სოფიას. ცხელი შხაპი მივიღე, ატლასის შორტი და მაისური მოვირგე, სველი თმა ავიკოჭე და სამზარეულოს მაგიდასთან მოვკალათდი სოფიას გვერდით, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი , რეალურად არ მეშინოდა, რომ ვინმეს შეეძლოს ჩემთვის ქორწინება დაეძალებინა , მაგრამ საშინლად მტკიოდა გული საუკუნეში ერთხელ ჩამოსული მშობლები მონატრებით კი არა მოთხოვნებით რომ მოდიან ჩემამდე. სანდროზეც ვილაპარაკეთ ცოტა, ლექსოს და სოფიას ამბებზე, მათ ურთიერთობასა და კარიერაზე. ხუთი ხდებოდა რომ დავწექით. მალევე გამომაღვიძა ტელეფონის ზარმა და მისაღებში გავედი ფეხაკრეფით, რომ სოფია არ გამეღვიძებინა. - გისმენ.- ვუთხარი უხაში ტონით დედას. - შენ ნორმალური ხარ?!- ჩამესმა ორივეს ხმა ყურმილში- ეს რა ამბები ჩაგიტარებია გუშინ, ბიჭი გაოგნებული იყო. - თქვენ რა ამბები გიტარებიათ ჩემს ზურგს უკან? - შენთვის კარგი გვინდა, საქართველოშიც , რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც თავისი კომპანიები აქვს. - ჩემთვის კი არა თქვენთვის იქნება კარგი, ეგოისტებო. - ჩემი შვილი ხარ და რასაც გეტყვი იმას იზამ-მითხრა დედამ მკაცრად. - ჯერ ეს ერთი შენი შვილი არ ვარ, საერთოდ მადლობელი იყავი დედას , რომ გიძახი და მერე მეორე , ოდმესმე თუ გაბედავთ ისევ დამელაპარაკოთ ამ საკითხზე ან ფაქტის წინაშე დამაყენოთ პირობას გაძლევთ საქართველოში , რომ თავი მოაქვთ დიდებული კომპანიით , აი მაგ კომპანიას გადავწვავ- ვთქვი და ტელეფონი გავუთიშე- შემოვბრუნდი თუ არა სანდროს სახეს წავაწყდი, ჯერ შემეშინდა მოულოდნელობისგან, შემდეგ კი უხერხულობა ვიგრძენი თითქმის გახდილი ვიყავი, სოფიას ზედმეტად გამომწვევი საღამურებიდან ერთერთი მეცვა. - მოწევ?- სიგარეტი გამომიწოდა და ორივე აივანზე გავედით. - ძალიან შეიცვალე- საუბარი ისევ მან წამოიწყო. - არ ვიცი ეგ სიტყვები როგორ უნდა გავიგო. - არც მე ვიცი. ერთ წელში საერთოდ სხვა ადამიანი დამხვდი- მის ამ სიტყვებზე ცინიკურად გამეცინა და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ვუპასუხე. - მე კი ერთ დღეში დამხვდი საერთოდ სხვა. - ჩვენი მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. - არ მინდა წარსულში ქექვა. - მაშინ ის მითხარი ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში? - არც ჩემი ცხოვრების შენთან განხილვა არ მინდა - იმიტომ რომ გეშინია რამე არ წამოგცდეს? - ძალიან თავდაჯერებული ხარ - ყოველთვის ასეთი ვიყავი. სოფიასგან პირდაპირ ოფისში წავედი, საბუთებზე მქონდა ხელი მოსაწერი და შემდეგ კარგად გამოძინებას ვგეგმავდი. სავარძელში მოვკალათდი და ჩემს ასიატენტს ყველა საბუთის მოტანა ვთხოვე , მისი გასვლა და დედაჩემის მოსვლა ერთი იყო. - აქ რას აკეთებ? - ისე ვკითხე რომ მისთვის არც შემიხედავს. - წლების უნახავ დედებს ასე არ ხვდებიან. - არც შვილებს ხვდებიან ისე როგორც შენ. რა გინდა ? - რატომ არ გინდა გათხოვება? - გათხოვება ვიზე დედა? - გიორგიზე. - ბევრი მიზეზია . ახლა გადი ჩემი ოფისიდან და შვილის გარდა სხვა რამით დაიწყე ვაჭრობა, ხო მართლა ჩემი ბინა დაცალეთ , ნახევარი საათი გაქვთ. სოფია, სანდრო და ლექსო კომპანიაში მიდიოდნენ , როცა შეამჩნიეს კვამლში გახვეული ერთ-ერთი შენობა. მათი კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი კომპანია იწვოდა. - ნინა ისეთ პირობებს არასდროს დებს რასაც არ შეასრულებს არა სოოფ?- იკითხა სანდრომ და სიცილს ვერ იკავებდა. - ჩემი გოგოა ეს ძუ**ა- აყვირდა სოფია და სანდროსთან ერთად იცინოდა. - რა ხდება - გაოგნებული იყო ლექსო მათი დიალოგით.- სოფიამ კი მოკლედ უთხრა - ნინამ, დედამისს უთხრა ერთ საკითხზე თუ ისევ დამელაპარაკები იმ კომპანიას გადავწვავო ხოდა ახლაიწვის- იცინოდა სოფია , მაგრამ იცოდა, რომ ახლა ეს ცეცხლი ნინას გულშიც ტრიალებდა . - ბიჭებო,მე ნინასთან უნდა წავიდე, ვჭირდები, საქმეებს მიხედეთ და მოვალ მეც- თქვა სოფიამ. ნინა ოფისში იყო, მღელვარებაც კი არ ეტყობოდა და საერთოდ არ გაკვირვებია დაქალის სტუმრობა. - მოღალატე ხარ, ვერ გიტან- სერიოზული ტონი ქონდა სოფიას. - მაპატიე პატარავ უშენოდ რომ მომიწია ამ საქმის მოგვარება, დრო ცოტა მქონდა და ვერ გთხოვე დახმარება- მივხვდი რომ უკვე გაიგო კომპანიის ამბავი. - შემდეგში აღარ გაპატიებ- ისტერიულად იცინოდა- როგორ მოახერხე. - მარტივია, სიგნალოზაცია, მთელი შენობის დაცლა, რამდენიმე კაბელის გაწყვეტა, მცირე მუშაობა და საქმე მზადაა , სუფთად და დამნაშავის გარეშე, კარგი ნაცნობები მყავს, სულ მხოლოდ ერთი სართული დაზარალდა, სამაშველო სამსაზურიც გაგზავნილი მყავდა, პროსტა ჩემი სიტყვა ისე არ დავტოვე- გამეცინა მეც. - სანდრომ გაიგო იმ ღამეს შენი დიალოგი, ისედაც ხომ ვეჭვობდით. - ყავას დალევ?- შევთავაზე . - კი- მითხრა და ყავის შეკვეთაც გავეცი მერე კი გავაგრძელე- ვიცოდი , რომ მოისმინა მაგრამ სრული ისტორია არ იცის, არც გიორგიზე და არც ჩემს ოჯახზე. - მგონია, რომ უკვე ისედაც მიხვდა. - აზრი არ აქვს, მას არავინ ეკითხება. - შენი და სანდროს ისტორია მორჩა? - როდის დაიწყო რო? *** სამსახურიდან დაღლილი მოვედი, წყალი გადავივლე , სპორტილ შორტსა და მაისურში გამოვეწყვე, ყურსასმენები მოვიმარჯვე და ყავის კეთება დავიწყე. სიმშვიდე ტელეფონის ზარმა დამირღვია, უცხო ნომერი იყო. - გისმენთ. - სახლში ხარ- გაისმა ნაცნობი ხმა. - კი, სანდრო. - უნდა გნახო- კატეგორიული ხმა ქონდა. - არ მცალია- გამეცინა ირონიულად. - ირონიას მოეშვი და ჩამოდი შენა სადარბაზოსთან ვარ. - როცა გინდა ჩემს სადარბაზოსთან ვერ გაჩნდები და მითუმეტეს ვერ მომთხოვ , რომ გნახო- მეც კატეგოირული ტონით ვუპასუხე. - ამოვიდე თუ ჩამოხვალ? - დანებებას არ აპირებდა. - რა გინდა? - მოთმინება უკვე მღალატობდა. - შენი დანა უნდა დაგიბრუნო გასარეცხი იყო ნინა და შეგიძლია გარეცხო ?- ცინიზმის მეფე! - ვერ გავიგე?- ძალიან დავიბენი, აღარ მახსოვდა , რომ დანაზე ვეკოს სისხლი იყო და იმ დღის შემდეგ არ გამირეცხავს, მხოლოს სოფიას მოწოდებული სალფეთქით გავწმინდე. - გაიგე თან კარგად, ამოვიდე თუ ჩამოხვალ, სამ წუთში აქ იყავი. ვიცოდი ამომსვლელი იყო, ამიტომ არც გამომიცვლია ისე სწრაფად ჩავედი. - ანუ შეგძლებია ჩამოსვლა ხო ხედავ- მითხრა სადარბაზოდან გასვლისთანავე. - ეგ კატეგორიული ტონი მოიშორე, უფლება არ გაქვს ეგრე მელაპარაკო, მერე ნერვები დაიმშვიდე თუ არადა კარგ დამამშვიდებელს გეტყვი- მაღიზიანებსა მისი ეს სითავხედე- ახლა კი დანა დამიბრუნე და სახლში ავალ-ხელი გავუწოდე დანის გამოსართმევად. - ვისი სისხლია? - შენ არ გეხება - მეხება- მითხრა და მზერა გამისწორა. - მე რაც მეხება ის შენ აღარ გეხება სანდრო, ამიტომ გთხოვ უხეშად ნუ ჩაერევი ჩემს საქმეში და დამიბრუნე დანა, ან შენთვის შეინახე, სხვებიც მაქვს.- სადარბაზოში შესასვლელად შევბრუნდი , მაგრამ კარშივე დამეწია მისი ხმა. - ასე როდის გაცივდი? - იმ დღეს- ისე ვუთხარი არც შევბრუნებულვარ და სიბნელეში გავიკვლიე გზა. დილით ლექსო უკვე კაბინეტში იყო, როცა სანდრომ მისი კარი შეაღო. - ლექსო, რა მოხდა ჩემს აქ არ ყოფნისას?- იკითხა სანდრომ შესვლისთანავე. - რა იყო , რა სახე გაქვს , დაჯექი ყავას მოვატანინებ , არ გეძინა ვაბშე? - ყავა ვუთხარი უკვე და მოიტანენ, ნინას ვინმე აწუხებდა? - დაუბრუნდა თემას . - წესიერად მოყვები ახლა რას გულისხმობ?- ვერ მიხვდა ლექსო. - დანა, იმდღეს ნინას დანა გადმოუვარდა ჩანთიდან და გამოვართვი, რომ გავხსენი სისხლის ლაქები ქონდა, წუხელ ვკითხე ვისია თქო , დაიბნა მაგრამ პასუხი არ გაუცია. - ვეკოსია.- თქვა ლექსომ ისე , რომ მეგობრისთვის თვალი არ მოუშორებია. აშკარად ისიც შეესწრო იმ ღამის ამბავს . - რაააააა- ფეხზე წამოიჭრა სანდრო. - დაჯექი , ყველაფერს მოგიყვები-ამშვიდებდა ლექსო. - რა მიქარა? - სოფიას დაბადებისდღეზე ნინა წასვლას აპირებდა და სამზარეულოში შეიარა , სოფიაც მალე მიყვა, რომ აღარ გამოვიდნენ მივედი და ასეთი სურათი დამხვდა- გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა ლექსომ-სოფია სალფეთქს აწოდებდა ნინას და ეუბნებოდა ,, აიღე ეს და გაწმინდეო" დანაზე მიუთითა, მერე ვეკოსკენ დაიხარა და დაემუქრა ,,, თუ კიდევ გაბედავ , რომ ჩემს დაქალს შეეხო ეგ დანა გულში მიგხვდებაო- ორივეს გაეღიმა, მაგრამ მაინც ღალატის ქარცეცხლი უტრიალებდათ გულში ძმაკაცის ღალატისგამო- არ ჩავერიე- გააგრძელა ლექსომ- როგორც მივხვდი ნინასთან რაღაცის მცდელობა ქონდა ვეკოს და ამიტომ იყო შენი დაჭერის მერე, რომ წავიდა რუსეთში, მერე ვეკო ვნახე, მისაღები მიიღო და ახლა შენს შურისძიებას აზრი აღარ აქვს, წასულია უკვე. - დამპალი ა*ვარი-კბილებში გამოსცრა სანდრომ-სად დაჭრა? - ხელში, მაგრამ სულელს აშკარად დანის გარეცხვა დაავიწყდა. - გიჟები არიან-თქვა გოგოებზე დადიანმა და დაამატა- ამას ასე ვერ დავტოვებ-ბოლთას სცემდა კაბინეტში- ასე როგორ გავატარო, თავზე გადამახტა, იცოდა რასაც ვგრძნობდი და მაინც ეგრე მოიქცა- სიმწრისგან ხელი კედელს დაარტყა. - სანდრო, მესმის შენი მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს, მივხედე თქო გითხრა უკვე, აქამდე არ მინდოდა რამე გცოდნოდა , ციხეში მითუმეტეს და რაც გამოხვედი მოყოლას ვაპირებდი. - კიდევ ვინ იცის ეს ამბავი, ან გოგოებმა იციან შენ რომ იცი? - არა, გოგოებმა არ იციან, სამეგობროშიც არავისთვის მითქვამს, ვეკო გავაფრთხილე ყველასგან შორს დაეჭირა თავი, არ შემწინააღმდეგებია, ასე მითხრა ვიცი რაც მივქარე და შანსი რომ მქონდეს იგივეს ვიზამდი, მიყვარსო. - ამის დედას**ვეცი- დაიყვირა სამდრომ და გარეთ გავიდა, ნინა უნდა ვნახოო მიაძახა ბოლოს ლექსოს. სამსახურიდან ადრე მოვედი, საქმე ცოტა მქონსა და გამოძინება გადავწყვიტე, გადაღლილი ვიყავი ემოციურად და ფიზიკურად, განტვირთვა არ მაწყენდა, ღამის ფარდები ჩამოვშალე და სრულ სიბნელეში მშვიდი მელოდიის ფონზე ჩამეძინა, მალე კარზე გაბმულმა ზარებმა და ბრახუნმა გამაღვიძა. ელვის სისწრაფით წამოვხტი შეშინებული და ჩემს წინ სანდრო , რომ დავინახე გაოცებას ვერ ვლავდი, საშინლად აღელვებული იყო. - ნორმალური ხარრრ? ლამის კარი ჩამოიღე? საერთოდ იცი, რომ სანამ ვინმესთან მიხვალ უნდა გააფრთხილო? - სიბრაზე ვერ დავმალე. - დანაზე ვისი სისხლია- მკითხა და ოთახში სიარული დაიწყო. - მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ. - ვეკოს შენგან რა უნდოდა- მკითხა დუმილის მერე და ცარიელი თვალები შემომანათა. - ჩემი დაკითხვის უფლება არ გაქვს- გავუსწორე მზერა მის თვალებს, მაგრამ ხელების ნერვიულ კანკალს ვერ ვიჩერებდი. - ნინა, მითხარი თორე მიწიდან ამოვთხრი და მაინც ვიპოვი ვეკოს, მერე ყველაფერი რთულად იქნება - უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო და რამე მთხოვო - ეგ შენი უფლებები, პასუხებს ვეძებ და შენამდე მომიყვანეს. - ვალდებული არ ვარ გესმიიის, არაფრის ვალდებული არ ვარ შენს წინაშე, არც იმის უფლება გაქვს მოხვიდე და განვლილი ერთი წელი შემახსენო და მითუმეტეს არც იმის , რომ კითხვები დამისვა- მდგონარეობიდან გამომიყვანა სანდროს სითავხედემ, ვიცოდი მართალი იყო , რომ ეს აინტერესებდა და რეალურად შეიძლება ჩემზე არა მაგრამ ძმაკაცზე სიმართლის მოსმენის უფლება ქონდა.- შენ მე შენი ცხოვრებიდან გამომისტუმრე და გამომიცხადე ამის მერე ჩვენი გზები სხვადასხვა მხარეს მიდის, შენს ცხოვრებას მიხედე და ჩემგან არაფერს ელოდოოოო, ასე არ იყოოოოო, ასე არ მითხარიიიი, ახლა რა წარსულში ქექვა დაიწყე?-ხმამაღალი ტონით ველაპარაკებოდი და მისკენ ვდგამდი ნაბიჯებს იქამდე სანამ ჩვენი სახეები ერთმანეთის პირისპირ ძალიან ახლოს არ აღმოჩნდა. - მომისმინე ნინა, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მე შენ გკითხე ვისთან გქონდა რომანი თქო? არა არ მიკითხავს, გკითხე ეს ერთი წელი რას აკეთებდი და ვისთან ერთად თქო? არც ეგ არ მიკითხავს. სულ რომ გთხოვილიყავი ამ ერთ წელში ეგეც კი არ მეხებოდა მე , მაგრამ როცა საკითხი ჩემი ბავშვობის მეგობარზე დგას და თან იმ გოგოსთან მიმართებაში, რომელთანაც მომავალს ვგეგმავდი, კი ზუსტად ჩემი საქმეა და ახლა დაწვრილებით მოყვები. - გოგოსთან, რომელთანაც მომავალს გეგმავდი შენი ციხის კარს ხშირად აღებდა თავიდან მაინც და შენი სტუმარიც ხშირად იყო, ამიტომ შენი ბინძური ფანტაზიის ერთერთ ნაყოფად ნუ განმიხილავ მითუნეტეს შენი სი*ი ძმაკაცის გვერდით - ვხვდებოდი სიტყვების კონტროლს ვკარგავდი და ჩაეღიმა კიდევ ჩემს ცუდ სიტყვაზე, მაგრამ მე გაჩერებას არ ვცდილობდი- ამიტომ ახლა მიბრძანდი ჩემი სახლიდან და საიდანაც ვეკოზე ეს ინფორმაცია გაქვს იმასთან გაარკვიე დანარჩენიც, თუ რა თქმა უნდა იცის რამე- ცინიკურად გავუღიმე და ხელით კაროსკენ მივუთითე. - მე ვისგან გავიგე შენი საქმე არ არის და ახლა დაჯდები და მომიყვები ყველაფერს თუ მეც ბინების გადაწვით დაგემუქრო? -ნიშნის მოგებით მითხრა დადიანმა - მუქარით შემაშინებ გგონია? - არ გეშინია? - შიში იქ დაგიტოვე სადაც გრძნობები, სანდრო. ამ წინადადების შემდეგ მომიახლობდა და პირველად შემეხო თითებით ხელზე ამხენი ხნის შემდეგ, გულის ცემა აღარ მემორჩილებოდა ის კი თვალებში მიყურებდა და ცდილობდა გავეტეხე. - წასვლას თუ არ აპირებ კომფორტულად მოკალათდი- ვუთხარი და საძინებლის კარში შევედი, ლოგინში ჩავწექი და მოჩვენებითი სიმშვიდით დაძინება ვცადე. სანდროს გაეცინა ამაზე და მომაძახა ცოტა დროს გაძლევო, მერე ნაგლად ადგა და ყავა გაიკეთა თავისთვის, ტელევიზორი ჩართო და ისიც მოჩვენებითი სიმშვიდით იყო, თითქოს ძალიან აინტერესებდა ისე უყურებდა ეკრანზე გასულ კადრებს . კარზე ზარის ხმა იყო, მე ადგომა გეგმაში არ მქონია, ვიცოდი უცხო არავინ მოვიდოდა, ძირითადად მხოლოდ სოფია და ლექსო მსტუმრობენ, ან ლექსოს და სანდროს საძმაკაცო იჩენდა დიდ ყურადღებას , რადგან ფიქრიბდნენ , რომ ეს მჭირდბოდა. - მობრძანდით-კარი სანდრომ გააღო და სოფიას გაოცებულ მზერას გადააწყდა , რომელიც ლექსოს გვერდით იყო. - რა ხდება- სიცილს ვერ იკავებდა ლექსო. - ყავას ხომ არ დალევთ? - სიცილით შესთავაზა სანდრომ დაბნეულ წყვილს და ისე იქცეოდა თითქოს საკუთარ სახლში ეპატიჟებოდა. - ჩემი დაქალი სად არის? თუ ბინა ამერია- გაეცინა სოფიას. - სოფაჩკა, შენი დაქალი საძინებელშია წევს- უპასუხა სანდრომ და თვალი ჩაუკრა. მესმოდა კარს მიღმა რაც ხდებოდა და შეგნებულად არ ავდექი , მერე კარი სოფიამ შემომიღო და დაწვრილებით მოვუყევი მთელი დიალოგი, მანაც მითხრა ლექსოს და სანდროს საუბრის ამბები და ცოტახანს ვილაპარაკეთ, შემდეგ კი მისაღებში გავედით. - თუ არ შეწუხდები , ძალიან გააშინაურებულხარ და იქნებ ჩემთვისაც გააკეთო ყავა? -ნიშნისმოგებით ვუთხარი სანდროს. - სიამოვმებით-მითხრა და მალე გამზადებული ყავა მომაწოდა, არ დავიწყებია შაქარს რომ არ ვიყრიდი. - აბა დაიწყეთ-შემოგვხედა მე და სოფიას ლექსომ. - ლექსო შეენც?- იმედგაცრუებული თვალებით შევხედე. - ნი, შენ იცი რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი თემააა, შეილება თვლი , რომ სანდრო არ იმსახურებს შენგან რამის მოსმენას , მაგრამ ეს სხვა ამბავია, სამაგიეროდ იმსახურებს გაიგოს რა გააკეთა თავისმა ძმაკაცმა, მეც ვიმსახურებ ამას , აბა წარმოიდგინე სოფია ასე რომ მოგექცეს და არავინ გეუბნებოდეს სიმართლეს- ბოლო წინადადებას გაქნეული ბალიში მოყვა სოფიასგან . - შე ცხოველო ეგ როგორ უნდა გავუკეთო ჩემს დაქალს, ენა ჩაიგდე- სერიოზული სახით უთხრა ჩემმა ადამიანმა თავის ქმარს. - ღმერთო, ეგეთი სისულელე მეორედ აღარ თქვა თორემ ჩვენს მეგობრობას დავივიწყე და რამეს დაგიშავებ-გავუცინე ლექსოს. - ხო და მითუნეტეს, თქვენთვის მოსასმენადაც რთულია და მე გაანალიზება მიწევს -თქვა სანდრომ და მართლა შეეტყო როგორ განიცდიდა ამ ამბავს. - მოვყვები-ვთქვი გაუბედავად- მხოლოდ იმისგამო , რომ მეგობრობას ეხება და იცოდეთ საქმე ვისთან გქონდათ. - ხოდა მე წავიყვან ჩემ პანტერას -ასე ეძახდა სოფია ლექსოს სასაცილოდ- და ცალკე მოვუყვები ამ ისტორიას, შენ კი სანდროს მოუყევუ, ხომ იცი დიალოგები ორში უფრო მარტივია?- მითხრა სოფიამ და მინდოდა იმ წამს მომეკლა. - წავიდეთ მაშინ და შეხვედრამდე-თვალი ჩაგვიკრა ლექსომ. - დაიწყებ-მათი გასვლის შემდეგ გამონხედა სანდრომ. - ჩემთვის მარტივი არ არის სანდრო. - არც ჩემთვუს ნინა.- და მეც დავიწყე მოყოლა - შენ რომ ციხეში ჩაგსვეს, ყველა ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა, სოფია და ლექსო ძირითად დროს ჩემთან ატარებსნენ, მაგრამ კომპანიაში საქმე იყო და იმასაც ბოლომდე ვერ მოწყდებიდნენ, მე კი გარკვეული დრო სახლიდან არ გავსულვარ. ბიჭები ხან ხილით ხან წვენებით და ათასი რაღაცებით ამოდიოდნენ, თითქოს რამე დაავადება მჭირდა-ირონიულად და სიმწრით ჩამეღიმა-ოღონდ ყველა წინასწარ მირეკავდა და მაფრთხილებდა, სახლში ყავაზეც კი იშვიათად შემოდიოდნენ კარებშივე მაწვდიდნენ, ხოლმე არ გვინდა უხერხულად იგრძნო თავიო და გარეთ გაყვანაზეც ბევრს მეცვეწებოდნენ. ყოველჯერზე ვეკო მარტო მოდიოდა , გვიან ძირითადად და შემოსვლაზე ნებართვაც არ სჭირდებოდა-სიგარეტი ავიღე , რომ გამეგრძელებინა საუბარი , სანდრომ მომიკიდა და თვალებში შემომხედა, ჩემი მღელვარება იგრძნო-ერთხელ ნასვამი მოვიდა და უაზრო კითხვები დაიწყო, რატომ ის და რატომ მე არა, რატო უნდა იყო ცუდად მის გამო, როცა შემიძლია მე ბედნიერი გაგხადოო-სანდროს ერთ ადგილზე ყოფნა აღარ შეეძლო და სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა სახლში- ამის მოსმენის შემდეგ იყო რამდენჯერმე სახლში მოსვლა , სატელეფონო ზარები. სოფიას ვუთხარი და ერთად გადავწყვიტეთ თქვენთვის არაფერი გვეთქვა, თქვენთვის რა ლექსოსთვის უშენოდ ისე ცუდად იყო, იმდენად მარტო იყო, განადგურებული, ხშირად მიდოდა შენს ძველ ბინაში დააფასე მისი სიყვარული - ვაფასებ ნინა, შენ იცი რომ ისე არავის და არაფერს ვაფასებ როგორც ლექსოს. - მიხარია-ვთქვი და გავაგრძელე- ერთხელ რომ მოვიდა კიდევ ძალიან ვიჩხუბეთ და დავემუქრე რომ შენამდე მოაღწევდა ხმა. გაქრა წავიდა და მეგონა ყველაფერი მორჩა, მერე დაბრუნდა, ზედმეტად მიმიახლობდა და დანარჩენი შენც იცი. - ამის დედაც, ამის დედაც- მდგომარეობიდან გამოდიოდა სანდრო. - დამშვიდდი. - რასქვია მოგიახლოვდა, რა უნდოდა? - სულელურ კითხვებს მისვამ. - ჩემზე რა გითხრა? - მას ეგონა რომ შენ გელოდებოდი ისევ და მაგაზე ვრაზობდა. - გაკოცა? - არრა. მეტი არაფერი მკითხო. - მადლობა რომ მომიყევი. - მომაყოლეთ-წარბის აწევით შევხედე-ახლა კი თუ შეიძლება მარტო დამტოვე. ორი კვირა გავიდა სანდრო არ გამოჩენილა, მეც არაფერი მიკითხავს მისი არსებობის შესახებ. რუტინაში ჩავები და ორ დღეში ჩემი შვებულების ამბავი ძალიან მიხაროდა. მთლიან გუნდს ვასვენებდი და მეც ვისვენებდი ამ გადატვირთული რეჟიმისგან. დროს ტრადიციულად მე და სოფია ვატარებდით ერთად, ზოგჯერ ლექსოც გვიერთდებოდა ხოლმე, ისეთი დღეებიც იყო სააღამოობით ფეხბურთს ჩავუსხდებოდით ბიჭები და ჩვენ ორი გოგო და მთელი ძალისხმევით გავყვიროდით ჩვენი გუნდისკენ მიმართულ სიტყვებს. სანდრო არსად არ იყო, მერე საუბარში ყური მოვკარი, რომ სვანეთში წავიდა თავისებთან, კომპანიაში ყველაფერი მოაგვარა და ციტახანს ბებია-ბაბუის სანახავად გაქრაო. - სვანეთზე გამახსენდა - ლუდის ქილა დადო კოსტამ და ფეხზე წამოდგა-სამ დღეში ყველა მზად იყავით, ჩემთან მივდივართ რაჭაში აგარაკზე. ვერ წამოვალ, არ მცალია, სამსახური მაქვს და ასე შემდეგ არ გვინდა. შეყვარებულები, ცოლები რავიცი ვინც გინდათ წამოიყვანეთ და გავერთოთ. - წავიდეთო - ყველა ერთხმად დავთანხმნდით, მაგრამ მე საშუალება , რომ მქონოდა უარს ვიტყოდი, რადგან ვიცი სანდროც აუცილებლად ჩამოვიდოდა მე კი რაც მეტ დროს ვატარებდი მასთან უფრო მიჭირდა თავის კონტროლი. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო ისე მომიახლოვდა კოსტა და ჩუმად გამომიცხადა. - ჩვენო აფროდიტე, ახლა ვიცი გულში რა ცეცხლიც გიტრიალებს , მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ და მხოლოდ იმიტომ რომ სანდროც წამოვა ჩვენს მეგობრობას ჩრდილს ნუ მიაყენებ-შუბლზე მაკოცა და მეგობრებს შეუერთდა. *** სამდღეში ყველაფერი მზად გვქონდა და უკვე რაჭის გზას მივუყვებოდით. მე , სოფია, ლექსო და კოსტა ლექსოს მანქანით ვიყავით დანარჩენებიც დამაწილდნენ და უკან მოვიტოვეთ რაჭის გზა. ოთახებიც მალე გადავანაწილეთ და მისაღებში მოვკალათდით. - ყავას ვინ გააკეთებს? - გადმოგვხედა დათამ გოგონებს. - შენი შეყვარებული- გავხედე კატოს და თვალი ჩავუკარი. - აუ მე რატომ ? - ისეთი სახე მიიღო თითქოს აფხაზეთის დაბრუნებას ვთხოვდით. - იმიტომ რომ გემრიელი გამოგდის - ჩაიცინა სოფიამ. - აქ რაღაც ჩემი დაჩაგვრის სუნი მცემ- იცინიდა კატო. - კარგით, თუ ნამუსი არ შეგაწუხებთ მე გავაკეთებ- წამოდგა კონსტანტინე. - კოსტა, ბარემ ადექი და საფერფლეც მომაწოდე რა, ხო და კიდევ უშაქროს ვსვამ მე .- გამკარგულება გავეცი და სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი. - ცხოვრებისეულად მწარეა და ყავაც ასეთი უყვარს- თვალები აატრიალა დიტომ. - დიმიტრი , ტკბილი გოგო შენ წამოგეყვანა- ვალში არ დავრჩი მის წაკბრნას. - მომავლისთვის გაითვალისწინებს - თავზე ხელი გადაუსვა სოფიამ და გაიცინა. - კატო შენც თქვი რამე , ბარემ - წარბაწეულმა გახედა გოგოს. - გესლი ცხელ ქალაქში დავტოვე დიმიტრი, ახლა მაცადე ჩრდილში ჩემთვის სუნთქვა. - რძლების შემოტევა მაქვს , ამის დედავატირე?! - ხელები მაღლა აღმართა და გაიცინა დიტომ, მხოლოდ თქმის შემდეგ გაანალიზა რაც თქვა და სახე შეეცვალა, მე თითქოს არაფერი შევიმჩნიე , მაგრამ ლექსოსა და კოსტას მომენტალურად შეეცვალათ გამომეტყველება.- მაპატიე - გამომხედა თავდახრილმა. - სერიოზულად? ძალიან მოსაწყენები ხართ- გავიცინე ნაძალადევად- რაღაცები წარსულდი უნდა დატოვოთ , თორემ შევწუხდი ამხელა ბიჭები დრამაქვინის როლში , რომ ხართ ხოლმე.- ისევ გავიცინე , უკვე გამზადებულ ყავას დავწვდი და ვერანდაზე საქანელაში მოკალათდი. ეს ადამიანები ჩემი ოჯახისწევრებივით იყვნენ, თითქოს ერთადერთი ადგილი იყო სადაც თავი კომფორტულად უნდა მეგრძნო , მაგრამ სანდროს ლანდი მაინც ყველაფერს დაჰკრავდა, აბჯარასხმული ქალივით ვიდექი ჩემი გრძნობების სადარაჯოზე და თითქმის არც ვიმჩნევდი , როგორ მეპარებოდა ბზარი ყოველი იმ სახელის ხსენებაზე, რომელიც დავიწყების გზას გავუყენე. - აქ ძალიან ცივა საღამოობით, მითუმეტეს აგვისტოს ბოლოა უკვე- პლედი გამომიწოდა კოსტამ. - აქაურობა ზედმეტად ლამაზია- თბილად გავუღიმე- მადლობა პლედისთვის. - ნეტა შენ მაგ მადლობის გადახდებს მოეშვებოდე რა- ღრმა ნაფაზი დაარტყა და გამომხედა - ზრდილობის საკითხია ჩემო კოსტა-გავუცინე. - ისე უცნაური არ არის ? - ისე მკითხა თითქოს უნდა მივმხვდარიყავი რას გულისხმობდა და მერე გვერდზე მომიჯდა. - რა? - ვკითხე დაბნეულმა - ტკივილი და დრო, რომ გრძნობებს ვერ აქრობს ეგ. - ვინმე გიყვარს და გატკინა?- თავს ვისულელებდი. - იცი რასაც ვგულისხმობ - ააა, უი აქ ჩემზეა საუბარი? - თავს ნუ ისულელებ გოგონი - მე სიყვარულში თავით გადაშვებაც ვერ მოვასწარი ისე მომტყდა კისერი- ხმით გავიცინე და დავამატე- ამიტომ თუ გგონია ახლა ისევ შეყვარებული თინეიჯერი გოგო ვარ ძალიან ცდები, უბრალოდ ამხელა დროის შემდეგ იმედგაცრუების ჭრილობები გამეხსნა და გაივლის. - ნეტა ერთი როდის მოგბეზრდება რკინის ლედობა ჩემო აფროდიტე? - კონსტანტინე , თვალებს დაგთხრი ახლა თუ არ გამეცლები. საღამოს ყველა ცეცხლისგარშემო ვიყავით და ძველ ისტორიებს ვიხსენებდით, თან ბიჭები სამწვადეს ამზადებდნენ , გოგონებმა კი იქვე ეზოში მდგარ მაგიდასთან გავაწყვეთ ვახშამი. - გახსოვთ პირველად , რომ რაჭაში ჩამოვედით - გაახსენა ბიჭებს ლექსომ. - რა დამავიწდებს- სერიოზული სახით თქვა დათამ. - შენ მართლა რა დაგავიწყებს- იცინოდა კოსტა. - ჩვენ ხო რას ამბობ- აყვა დიტოც. - აუ მოგვიყევით რაა- დაინტერესდა კატო - მოკლედ ჩემო კატუს- ხელი გადახვია დათამ შეყვარებულს- მეთერთმეტე კლასში ვიყავით მე, დიტო, ლექსო, კოტე და სანდრიკა , რომ ჩამოვედით- დაიწყო მოყოლა და სანდროს ხსენებაზე გამომხედა- ძალიან ბევრი დავლიეთ, მოვწიეთ და ვერთობოდით, ძალიან გვიანი იყო და სიგარეტი აღარ გვქონდა, ავიჩემე ახლავე წავალ მოვიტან თქო, გზაში მომეკიდა ყველაფერი ერთად და ეზოში, რომ შემოვედი სიარულის თავი აღარ მქონდა და პირდაპირ ჰამაკში ჩავწექი, ვიღაც იწვა და ვიფიქრე , კოსტაა თქო და შემოვხვიე ხელი წელზე, რომ არ გადავვარდნილიყავი, იქ ამბავი ატყდააააა- სიცილი ატეხა ყველამ ერთად. - მოიცა რა მოხდაააა? - უფრო ინტერესით უყურებდა კატო - რა მოხდა და ამ შენი გამოშტერებულ შეყვარებულს , აერია სახლი და მეზობელ სახლში შევიდა , მთელი სასტავი იყო დასასვენებლად ჩამოსული და ვიღაცის გოგოს შემოხვია წელზე ხელები- ხმამაღლა იცინოდა ლექსო- ხმაური, რომ შემოგვესმა ეს უკვე გადმოღებული ქონდათ, ჰამაკიდან და მარტო იმას ყვიროდა ვინ ხართ ბო*იშვილივიყო, რა გინდათო- მაგრად ვიჩხუბეთ, არაფრით გვეშვებოდნენ , არადა სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, მერე სანდრომ ერთერთს ბოთლი ჩაარტყა თავში და გათიშა , მაგით დამშვიდნნე და ის ღამე გავატარეთ გისოსებს მიღმა- დაასრულა ლექსომ. - მოიცა მოიცა ის არ გახსოვს- სიცილი არ გვქონდა დამთავრებული დათამ , რომ ისევ ახალი ისტორიის მოყოლა დაიწყო- მეცხრე კლასში კოტეს გოგო რომ შეუყვარდა , თავს იგიჟებდა სიყვარული უნდა ავუხსნაო? მიგვიყვანა კორპუსთან გული დაგვანთებინა და ბებიამისის ბორშის გემო ახლაც ახსოვს ჩვენს თავებს- კვლავ ვიცინოდით და ვუყურებდით , როგორი ემოციით იხსენებდნენ ყველაფერს ბიჭები, ისინი მართლა ერთი ოჯახი იყვმენ , პირველი კლასიდან ერთად მოდიოდნენ და უკვე 27 წელი უსრულდებოდათ ისე მოდიოდნენ გვერდიგვერდ. მესამე დღე ღამდებოდა რაჭაში ყოფნის და გარეთ საშინლად წვიმდა, ამ სამყაროში ჭექაქუხილზე მეტად ცოტა რამის მეშინოდა და ცოტა რამე მეზიზღებოდა. თავზე საბანი მქონდა გადაფარებული და დაძინებას ვცდილობდი. - შეიძლება ? - ოთახში თავი შემოყო სოფიამ, თავისი ბალიში ეჭირა ხელში და თავი, რომ დავუქნიე ლექსოც უკან მოყვა, - ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ღამეებში მარტო არ უნდა გეძინოს- გამიცინა და გვერდით მომიწვა. - ხოდა იმედია არ შეწუხდები- სოფიას გვერდით დაწვა ლექსოც, საწონელი საკმაოდ დიდი იყო ამიტომ რამდენიმე ადამიანიც მშვენივრად დაეტეოდა , თან ასეთ ამინდში. არაფერი მითქვამს , ორივეს გადავწვდი ვაკოცე და მშვიდად მოვკალათდი, ცოტახანში ისევ კაკუნის ხმა იყო კარზე, ამჯერად კატო და დათა იყვნენ. - ვიფიქრეთ ამ ამინდში ნინას სიმშვიდეზე ვიზრუნებთო- თქვა დათამ და ჩვენსკენ წამოვიდა. - მოუსწრიათ , შუსტრებს მოსვლა, მაგრამ ჩვენ ჩვენ წილ სიმშვიდეს გაგინაწილებთ- მომიწვა კატო გვერდით და მას მიყვა დათაც. - მადლობა-ჩავიჩურჩულე და მათაც ვაკოცე. - მოიცა აქ რა ხდებაა? მე და დიტექსა მოვდიოდით აფროდიტეს ცუდი სიზმრები უნდა დავუფრთხოთო კარში გამოჩნდა კოსტა და დიტო. გვერდით მდგარი დივანი გაშალეს და ისე გადავნაწილდით, რომ ყველა კომფორტულაფ ყოფილიყო, ვიგრძენი, როგორ ამიცრემლიანდა თვალები მათი მზრუნველობისგამო და ხმის კანკალით ჩავილაპარაკე - მიყვარხართ, თქვენი წყალობით ოჯახი მყავს, ძალიან დიდი და თბილი. - გაჩუმდი აფროდიტე , ძილი გვაცადე, რადროს დრამებია- გადმომძახა კოსტამ და ამ ფორმით სცადა ჩემში სიმძიმის დაძლევა. გამოუვიდა კიდეც. უცნაურია, ყველაზე მეტად , როცა გრძნობ ბედნიერებას, სწორედ მაშინ ცარიელდები, რადგან იცი თუ ახლა ,,ის " შენს გვერდით იქნება, არ დაგჭირდება უამრავი ადამიანის ზრუნვა, რომ თავი მშვიდად იგრძნო. ბუნებრივია მეგობრები ყოველთვის იქმებიან პრიორიტეტები შენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ახლა შენს გვერდით წარსულის ადამიანი იდგება, შენც არც შეგაწუხებს ჭექაქუხილი. ისინი ჩემს გვერდით იწვნენ და ჩემს დარდებს მდუმარებით იზიარებდნენ, რადგან პირველად, სანდროს არ ყოფნის დროს , როდესაც სხვა უამრავი პრობლემა მომადგა კარს, ელვას შევაგებე ჩემი ცხოვრება და უამრავი ტაბლეტებით ვცადე აღარ ვყოფილიყავი ამ სამყაროს ნაწილი, ისინი მაგ ღამეებსაც ჩემთან ატარებდნენ და ახლაც ყოველჯერზე ეშინიათ, რომ თითქოს ჯოჯოხეთური ამინდები გამომიტანენ განაჩენს, მე კი მას მერე მივხვდი , რომ - დიახ! არსებობემ ადამიანები ვისაც მართლა ეშინიათ ჩემი წასვლის და მათ გამო ყოველთვის ვამჯობინებ დარჩენას, თუნდაც ეკლიანი გზა იყოს სავალი. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა, მეხუთე დღე იწურებოდა რაჭის არდადეგების , ჩვენ ყოველდღე ახალ თავგადასავლებს ვქმნიდით და ძველებს ვიხსნებდით, ვხედავდი ბიჭების აციმციმებულ თვალებს ერთმანეთზე საუბრისას და ვხედავდი სამყაროს სადაც ყველაფერი გულწრფელი იყო. ზედმეტად გადაღლილი ქალაქის რუტინით , მართლა სიმშვიდე ვნახე რაჭაში და დილით ადრე ადგომისგან თავს არ ვიწუხებდი, თითქმის ყოველდღე სამის სათის მერე ვდგებოდი და მინიმუმ სადილზე ან მაქსიმუმ ვახშამდე მომესწრო მათთვის, მითუმეტეს ღამეებსაც თითქმის სულ ვათენებდით. მთელი ღამის უძილოს თავზე კოსტა და სოფია დამადგნენ ადგომას და სასეირნოდ გასვლას მთხოვდნენ , მაგრამ უშედეგოდ, ვერაფრით გამაღვიძეს, რასაც შემდეგ კოსტას მოულოდნელი რეაქცია მოყვა და გაყინული წყალი აღმოჩნდა ჩემი ლოგინის გამზიარებელკ, ინერციით წამოვხტი ლოგინიდან და ერთადერთი რასაც ვცდილობდი კოსტას დაწევა და მისთვის სამაგიეროს გადახდა იყო, ბოლოს სამზარეულოში ხელში კვერცხი მომხვდა და მისი მიმართულებით გავისროლე , რასაც უაზრო სიცილი და ნაცნობი ადამიანის ხმა მოყვა. - რა ჯანდაბაა , ამის დედაც- ყვიროდა სანდრო და თავიდან კვერცხს იწმენდდა. ყველა ისტერიულად იცინოდა, როგორც წარმოდგიდგენიათ სიამაყე შეულახა თავზე ჩამოსხმულმა კვერცხმა და გაბრაზებული სახით იდგა. - ასე ხვდებით სტუმრებს? - გაიღიმა ბოლოს. - სტუმრებს არა , თუ სტუმრად მოდიხარ დაახვიე აქედან- წარბი აწია დათამ და მერე სანდრიკასკენ გაექანა. - კოსტა წყალი კიდევ დაგრჩა თუ სულ ნინას გადასხი?- გაეცინა ლექსოს - სულ ნინას გადავავლე, მაგრამ სანდრიკასთვისაც მოვიტან , ვეჭვობ გამოფხიზლება დასჭირდება- შემომხედა კოსტამ და ხელი მაღლა-დაბლა ასწია ჩემი მიმართულებით, ახლაღა შევამჩნიე მოკლე შორტის საღამური და დეკოლტე ზედა, რომ მეცვა თან სრულიად სველი ვიყავი და ფეხშიშველი ვიდექი ეზოში. - ამის დედაც- ვთქვი , სიგარეტს და სანთებელას დავწვდი და ოთახისკენ ავიღე გეზი, არავისთვის არაფერი მითქვამს , წყალი გადავივლე , გამოვიცვალე და ეზოში გავედი სადაც მაგიდისგარშე შეგროვილები ყავას სვამდნენ და მონატრებულ სანდროს გარს ეხვეოდნენ, თითქოს ყველაფერი ერთად წამართვა ამ ბიჭმა და თან ამხელა ოჯახი მაჩუქა თავისი სამეგობროს სახით. - ყავა ჩემთვის არ არის? - მოწყენილი სახით გავხდე ყველას. - შენ ოღონდ თქვი და ახლავე მოვიტან- ყავის მოსატანად წავიდა კატო. - კატუს ჩემი ოქრო ხარ- ვუთხარი და ვაკოცე. - აბა, როგორ გამოფხიზლდი მძინარა მზეთუნახავო, ამ შემოდგომის პირზე ზამთრის ძილი, რომ მომინდომე. - გაჩვენებ მე , როგორ უნდა გამოფხიზლება -ვიცინოდი და ჩემს წილ ყავას ვსვამდი. სანდროს ისევ არაფერი უთქვამს, ერთი სიტყვა , მოქმედება, არც კი შემოუხედავს ჩემთვის, იჯდა ლექსოსა და სოფიას შორის და სიყვარულით ელაპარაკებოდა თავის ადამიანებს. თითქოს ზედმეტი იყო იქ ჩემი ყოფნა , პერიოდულად გამომხედავდნენ ხოლმე სანდროს გარდა ყველა, თითქოს ჩემს მდგომარეობას ამოწმებდნენ, არადა რამდენი თვე შევალიე , რომ როგორმე ჩემი უსიყვარულობა დამემტკიცებინა მათთვის. - რა ხდებოდა სვანეთში? გაგიგრძელდა ვიზიტი- კითხა დიტომ. - ხოიცი როგორ მენატრებოდა იქ ყოფნა, ვისვენებდი რა, რა ხდება ქალაქში, ყველაფერი რიგზეა? - კი, შეძლებისდაგვარად. საუბარში იყვნენ გართულები მე კი ტელეფონმა დამირეკა და გამოვეცალე, შემდეგ ოთახში ვარჩიე დარჩენა და ისევ ჩამეძინა. გავიგე ოთახის კარი, როგორ შემომიღო სოფიამ , თავზე მაკოცა და ჩუმად მითხრა. - ახლა თითქმის ძილბურანში ხარ და ვიცი , რომ ჩემი ხმა მაინც გესმის, ყველა შენი სისუსტის ძალა ვიქნები, როცა დაგჭირდები პატარავ- თმებზე ხელი გადამისვა და გავიდა, სახეზე სისველე ვიგრძენი, რამდენიმე ცრემლი და მერე ძილის შვება. კოსტაც იყო შემოსული, დიტოც, კატოც, თითქმის სათითაოდ ყველამ შემიმოწმა სუნთქვა და შემდეგ კარს მიღმა დარჩნენ, ზოგჯერ ვფიქრობდი, მათი ზედმეტი მზრუნველობა არ მაძლევს საშუალებას თავი დავაღწიო ამ მდგომარეობას თქო , მაგრამ მათი მხრიდან ასეთი მზრუნველობის დღეები, მხოლოდ მაშინ იყო, როცა ყველაზე მეტად მიჭიდა და მათაც მეგობრული ალღო კარნახობდა როგორ უნდა მომქცეოდნენ. ყველას ეძინა, როცა გამოვფხიზლდი და ეზოში ჩამოვედი, ქუჩა ძალიან ლამაზად იყო განათებული და ყურსასმენებით გავუყევი გზას, ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა თავში , და უცებ ზედმეტად ახლოს ჩავლილმა ცხენმა დამოფრთხო იდილია. - ჯანდაბა- წამოვიყვირე მოულოდნელად. - მაპატიეთ, არ ველოდი ვინმე თუ იქნებოდა აქ ამ დროს-გამიღიმა და ცხენიდან ჩამოხდა ახალგაზრდა ბიჭი. - მოლოდინები ყოველთვის არ მართლდება, შემდეგში ფრთხილად იარეთ.- ისე გამაღიზიანა ამ მდგომარეობამ , რომ ტონი აშკარად შეუვალი გამიხდა. - ბოდიში მოგიხადეთ უკვე- გამიღიმა ისევ და ხელი გამომიწოდა- მე ბექა ვარ და თქვენ აქ პირველდ გხედავთ. - ნინა- მეც გავუწოდე ხელი - მაგრამ სასიამოვნოა თქო , რომ გითხრა მოგატყუებთ- გამეღიმა. - დიდიხანია აქ ხართ? - რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად ვარ - კიდევ რამდენხანს დარჩებით? - კიდევ რამდენიმე დღე - ახლოს ხართ ახლა სახლთან? - დაკითხვაზე ვარ თუ ჟურნალისტებთან მაქვს შეხება- უსიამოვნება ვერ დავმალე - ზედმეტად ლამაზი ქალის წინ , როცა დგახარ ყველაფერი შენგანდამოუკიდებლად გაინტერესებს. - ამხელა ცხენის წინ , რომ დგახარ და უცნობი მამაკაცი გელაპარაკება შენგანდამოუკიდებლად წავლა გინდება და თქვენისნებართვით, მშვიდობიანღამეს გისურვებთ.- ვთქვი და წამოვედი. - ნინა- გამაჩერა და მაჯაზე ხელი მომკიდა, ახლაღა შევნიშნე , რომ ნასვამი იყო - იქნებ გველაპარაკა ცოტა, აქვე ვცხოვრობ ყავაც დაგველია, შენც აშკარად მარტო ხარ და მეც. - მეორედ ხელს თუ მომკიდებ ჩემი ნებართვისგარეშე , შეიძლება დიდოსტატის ბედი გაიზიარო, რა სითავხედეა?! - ჯანდაბა, რა უხეში ხარ და როგორ გიხდება- ცინიკურად გაიცინა და თვალებში ეშმაკები აუთამაშდა. წამოვედი , ის კი ფეხდაფეხ მომყვებოდა, პერიოდულად რაღაცებს მეკითხებოდა , მეც ვაიგნორებდი , მაგრამ შემდეგ ისევ მომიახლოვდა. - ამ დროს აქ ვინ გამოგიშვა მარტო? - შენი აზრით იმ ადამიანს ვგავარ ვინც გამოშვებას საჭიროებს? წითელ ხაზს გადმოდიხარ, თავი შორს დაიჭირე და ახლავე გაქრი? ამის დედაც , ყველგან მანიაკები ხართ? - მანიაკი? - იკითხა და მართლა იმხელა ბოროტებით გაიცინა მეგონა ადგილზე გავიყინებოდი? სახლთან უკვე არც ისე შორს ვიყავი და ნერვიულობამაც იკლო. თან ვიცოდი გაიღვიძებდა , რომელიმე მაინც და დააინტერესებდა სად ვიყავი. გადარჩენაზე ვფიქტობდი წელზე ხელი, რომ შემომხვია, მე კი ინსტინქტირად ხელი ვკარი, ის ისევ მომიახლოვდა და ერთადერთი რაც მოვახერხე სახეში თავის დარტყმა იყო, რადგან ხელები თითქმის სულ დამიკავა, მერე ქვასაც მივწვდი და სახეში ვუთავაზე. - გაგაფრთხილე , ვუთხარი და სანამ აზრზე მოვიდოდა გავქრი. გავრბოდი , საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში, ჯანდაბაშიც წასულა ვიზუალი, ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში მაგდებდა, სადაც თავის დაცვა მიწევდა, არც პირველი და ალბათ არც უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, ეზოში სირბილით შევედი , ჭიკარს მივეყუდე და იქვე ჩავიკუზე, რამდენიმე ცრმლებმა ისევ გადმოკვეთა ჯებირი . - რა მოხდაა - მთელი სისწრაფით მოვარდა სანდრო, რომელიც ეზოში იყო და ეწეოდა. არაფერი მითქვამს, ისე ავდექი თითქოს არაფერი მომხდარა სიგარეტს მოვუკიდე და ნელი ნაბიჯებით ვცდილობდი გამევლო, მაგრამ მუხლები მეკვეთებოდა ამდენი სირბილისგან. - რა მოხდა თქო გეკითხები მგონი, ადამიანის სახე არ გაქვს - გაბრაზდა , რომ არ ვუპასუხე. - არაფერი- ვუთხარი და სოფიას ოთახს მივაშურე. - შეიხლება ვკითხე , როცა კარი შევაღე- ის კი ძალიან შეშინებული წამოხტა და მომვარდა. - რა ხდება, რამე მოხდა, რა დაგემართა , რას გავხარ, რატო კანკალებ? - ანერვიულდა , როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა. - ჩემთან დაიძინებ ამაღამ? - ბავშვს ვემსაგავსებოდი ასეთ სიტუაციაში. ყველაფერი მოვუყევი , შემდეგ სააბაზანოში შესვლაში დამეხმარა და ცდილობდა თავისი ხელით ჩამოერეცხა ჩემთვის ეს განსაცდელი, შემდეგ მის გვერდით მოვკალათდი და რამდენიმე დამამშვიდებლის მიღების შემდეგ ჩამეძინა. დილით სოფია ეზოში, ჩავიდა ბიჭები მაგიდის გარშემო ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ამ დროს მოულოდნელად, ცხენთან ერთად ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ბიჭებიც მალევე ახმაურდნენ. - ბექუშ, შენ აქ საიდან არ ვიცოდით თუ აქეთ იყავი, თორემ იმდენიხანია აქ ვართ და შენს უნახავად რა გაგვაჩერებდა- ხელი ჩამოართვა დიტომ ბექას - ახლახანს ჩამოვედი მეც, საქართველოშიც და მერე აქეთ წამოვედი, ორი დღეა უკვე, აქედან ხმაური , რომ გამოდიოდა ვიფიქრე ბიჭები იქნებიან თქო და თქვენსკენ გამოვქანდი. - ძალიან კარგი ქენი, მაგრამ მოგვენატრე, ეგრე უნდა დაკარგვა? - თბილად ელაპარაკებოდა კოსტაც. - სოფ, მოდი ვინ გაგაცნო- შეამჩნია იქვე მდგარი ცოლი ლექსომ. - ეს, ჩვემი მეგობარია ბექა, წლები რაჭაში ერთ დროს ჩამოვდიოდით და თბილისშიც დიდ დროს ვატარებდით ერთად, მერე ამერიკაში გადავიდა და დაგვვიწყა ცოტა, ორი წელია არ გვინახავს- ხელი მოხვია სოფიას - ეს კი ჩემი ცოლია- გააცნო ერთმანეთი. - სასიამოვნოა, გემოვნებას არადროს უჩივოდი- გაუღიმა ბექამ. ბიჭები მალევე დატრიალდნენ, ისევ მწვადები, დალევა და ძველი დროის გახსენება დაიწყეს, ყველა საკმაოდ დათვრა, მხოლოდ სანდრო ინარჩუნებდა სიფხიზლეს, მე კი გვიან გამოვედი ოთახიდან და ეზოს მივაშურე - იქ რა ხდება? - ვკითხე სოფიას. - ვიღაც ბიჭია მოსული, ამათი ძველი მეგობარი, ძალიან ახლოს ყოფილან, ათას რაღაცას იხსენებენ დამღალეს მთელი დღეა, არ გამოხვალ? - ხელები მომხვია სოფიამ. - ყავა მინდა ძალიან, კატოც მარტოა იქ , ყავას ავიღებ და გავიდეთ- ვთქვი და კარისკენ წავედით. - გამარჯობა- მივესალმე ყველას და ჭიქაში ჩავიხედე- რადგან სანდროს მზერა ამერიდებინა. - ჩვენიიი კრასავიცაა- ხელი მომხვია ლექსომ, მე კი მხარზე მივადე თავი.- ეს ბექაა გაიცანი- თქვა და მეხივით გავარდა ეს სახელი წინა საღამოდან. - ეს კი ჩვენი თვალის ჩინია, ჩვენი ნინაჩკა- უფრო მაგრად მიმიხუტა ლექსომ .- დღეს ბექა ჩვენი სტუმარია ნი. სახეზე ფერების ცვლილება არ გამოპარვია სოფიას და მივხვდი ხელი, როგორ მიიფარა სახეზე. ყველაფერი გამეყინა, ისევ მთვრალი, ისევ ეს მანიაკი , ისევ ბექა . თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთ ადგილს ვტკეპნი. ბექა თვალს არ მაშორებდა. - ნინა, მართლა კრასავიცა გყავთ- გაიღიმა და ხელი გამომიწოდა. ახლა ხელი, რომ ჩამომერთვა აუცილებლად გამთქვავდა ხელი კანკალი , მაგრამ თავი მაინც ამაყად დავიჭირე.მხოლოდ მადლობით შემოვიფარგლე და შემდეგ ჩემში დემონმა დაიწყო გამოღვიძება. - მე კრასავიცა ვარ , მაგრამ თქვენც გაულამაზებიხართ ვიღაცას- ირონიულად ჩამეღიმა, შემდეგ სოფია მომიდგა გვერდზე და თვალი ჩამიკრა. - რა დაკვირვებული ხარ ნი, მე აქამდე არ შემიმჩნევია- გაიღიმა სოფიამ და თამაშში ამყვა, ტრადიციულად. - ასეთია კაცების ბედი, ხშირად გვალამაზებენ.- ძლივს გადაბმულად თქვა, თან გაიღიმა - დაუმსახურებელად არაფერი მოდის ამ ქვეყანაზე - ვთქვი და გამოვეცალე. - გეთანხმებით, ყველაფერს დამსახურებულად ვიღებთ, ჩვენც და თქვენც ქალები- დამაწია სიტყვა და ვიგრძენი, როგორ დაჭიმა ყველა ძარღვი სანდროს, ამ პაექრობისგო. - ყავას ხომ დალევთ- შესთავაზა სოფიამ მოულოდნელად. - კი აუცილებლად- უპასუხა ზრდილობიანად ბექამ . სოფია კი გამობრუნდა და ბიჭებისთვის ყავა გაააკეთა . მოულოდნელად ბექამდე მიტანილი ლანგარი გადაუბრუნდა და ცხელი ყავით მეზობლის იმედზე დარჩენილ ბექას სახეზე გადასულ ფერებს ითვლიდა. - ვაიმე, უკარავად, მაპატიეთ, აარ დაიწვათ- უცებ ცივი წყალი აიღო მაგიდიდან და ისიც დაამატა- ასე ჯობია , დამწვრობას გადარჩებით. ბიჭები გაოგნებულები უყურებდნენ, ლექსოს უკვე ბრაზი შეეპარა სახეზე და მივხვდი, რომ სოფია ძალიან როლში იყო, მაგრამ ის ჩემი გოგო იყო და ჩვენ უპასუხოდ არაფერს ვტოვებთ. ბექა მალევე წავიდა, მე სახლიდან თავისი მოსაცმელი გამოვიტანე და გაცილებისას გავუღიმე კიდეც. - ცეცხლს , როცა ეთამაშები მძიმე დამწვრობებსაც უნდა ელოდო. შემოვბრუნდი და კიბეებზე ასულს ისევ ნაცნობი ხმა მომესმა. - ჩამოდი- კატეგორიული იყო სანდროს ხმა. - მეძინება- გავაგრძელე სიარული. - ახლავე ჩამოდი, ნინა. - რა გინდა? - რა გააკეთა გუშინ ბექამ? - დღეს გავიცანი, რა გუშინ? - მე როდი გამიცანი? - ახლა მაგას რა აზრი აქვს? - ის რომ კარგად ვერ გაგიცნივარ - არც მაქვს შენი კარგად გაცნობის პრეტენზია. - ოხ ნინაჩკა, როგორ მეთამაშები. - არც ისე. - შემდეგში გარეთ ასე გვიან აღარ გახვალ, მითუნეტეს მარტო - რა კატეგორიული ხარ სანდრიკ, იქნებ ამის შემდეგ შენგან ავიღო ნებართვა სად გავალ ან როგორ? - შეიძლება , მეტად დაზღვეული იქნები. - შენს გარეშეც ვახერხებ, როგორღაც თავის დაცვას, ხოარ დაგავიწყდა ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე , რომ მეკუთვნის? - ვხედავ თავის დაცვა კარგად , რომ დეგიძლია , იმასაც ვხედავ, როგორ გამოიმუშავე ეგ უკარებას უნარები, მაგრამ ჩემთან არ გაგივა - რატომ? შენ გგონია ჩემს ცხოვრებაში არსებული სხვა ადამიანებისგან დიდად განსხვავდები? - გააჩნია შენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანებში ვინს გულისხმობ, თუ ბექსნაირ ნაბიჭვრებს, მაშინ კი განვსხვავდები - არც მაინდამაინც- ვუთხარი ნიშნისმოგებით. - მდგონარეობიდან არ გამომიყვანო ნინა - თორემ რას იზამ , შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრობას მთხოვ-გავიღიმე და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ დავამატე - ისევ. - წარსულ ვერ ივიწყებ ხო? -ირონიული იყო მისი კითხვაც. - ეს შენ დარჩი იმ წარსულში, თორემ მე იქიდან ვაგრძელებ სადაც გგონია , რომ გავჩერდი. - რაიცი მე სად მგონია შენი გაჩერებუს ადგილი. - სულაც ფეხებზე შენ რა გგონია და რა იცი, თუ ჩემთან ცივილური ურთიერთობა გინდა, მაშინ თავი შორს დაიჭირე და ნუ ერევი ჩემს საქმეებში, გასაგებია, რომ საერთო სამეგობრო გვყავს , მაგრამ შენი ადგილი იცოდე დადიანო.- მხრებში გავიმართე და საძინებლისკენ წავედი ისევ. - მგონი დაგავიწყდა ვინ ვარ, მარტივად დაგივიწყებია ჩვენი ურთიერთობაც და ისე ნუ მელაპარაკები თითქოს უცხო ვიყო, არ გაგივა ეგ თამაში ჩემთან. - მომაძახა ისევ კიბეებზე ასულს, არ მახსოვს სიმშვიდე , როგორ შევინარჩუნე , მაგრამ არაფერი მითქვამს, გავიცინე და ჩემი გზა გავარგძელე. დილით ადრე გამეღვიძა , ვიცოდი ბიჭები ნაბახუსევზე იქნებოდნენ, ამიტომ წვნიანი მოვუმზადე, მინერალური სასმელებიც მოვინარაგე და ყავის დალევას შევუდექი კიბეებზე სოფიამ , რომ ჩამოირბინა. - ყველაფერს ერთად , როგორ ასწრებ- გაეცინა და შუბლზე მაკოცა. - ყავას დალევ? - ვკითხე და მეც ანალოგიური გავიმეორე. - დედას არ ვუტირებ? - ისევ იცინოდა, მზესავით იყო გარშემო ყველაფერს ანათებსა და ათბობდა. - გავაკეთებ, შენ ის მომიყევი გუშინდელი, ხოარავის გაუგია? - არ ვიცი, წუხელ ლექსო ადგა და გამოვიდა, ნახევარი საათი არ შემოსულა, მეც შეგნებულად არ გამოვყევი, მგონი ბიჭებთან ერთად იყო. - კი, დათაც ადგა და გამოსული იყო, როგორც გავიგე სანდროს არ ყოფნაზე ლაპარაკობდნენ და მერე გვიან მოვიდა დადიანი სახლში- საუბარში ჩაგვერთო ახლად მოსული კატო, რომელსაც წუხელ მოუყვა სოფია ბექას ამბებს. - რა ბედი მაქვს, რამდენიც არ უნდა ვმალო , მაინც არაფერი რჩება დამალული- ცინიკურად გამეცინა და ყავა კატოსთვისაც დავასხი. - უფ, რა სუნია, ჯერ მარტო სუნით გამოვდივარ ნაბახუსევზე- კიბეებზე ჩამოირბინა კოსტამ. - ჩემი აზრით ვიღაცამ მოახერხა უკვე შენი ნაბახუსევზე გამოყვანა- გახეთქილ ტუჩსა და გალურჯებულ თვალზე მივუთოთე. - აბა მარტო შენ კი არ შეგიძლია ბიჭების გალამაზება- იცინოდა დიტო და ერთი ხელით მტკივან მხარს ამოძრავებდა. - არ იყო საჭირო ამხელა ამბავი- ვუთხარი გულწრფელად. - აბა სანდროს კითხე, უჩვენოდ წავიდა და მთელი არმია დახვდა, ჩვენ, რომ მივედით ერთი ამბავი იყო- ისევ იცინოდა დიტო-ისე მაგრად მოხვდათ რა. - ვინმემ ყავა გამოკეთეთ რა და მორჩით ამ სისულელეზე ლაპარაკს, მერე გოგოებმა ცოტახანს დაგვტოვეთ ნინასთან ერთად - შემოვიდა ლექსო. ყავა გავაკეთე ოთხივესთვის და მათ წინ დავჯექი. - რა ხდება ნი, აღარ ვძმაკაცობთ?- ამომხედა ლექსომ. - შენი შეწუხება ჩვენი შეწუხებაა, შენი პრობლემები ჩვენი პრობლემებია, რატომ არ გვითხარი რაც მოხდა?- გააგრძელა დათამ. - მესმის თქვენი, რასაც ამბობთ. ისევ ვმეგობრობთ და ვძმაკაცობთ, მაგრამ ასე არ გამოდის, მე ყველაფერზე თქვენთან ვერ მოვალ, რაღაცებს თვითონაც ვუმკლავდები- დამნაშავესავით დავხარე თავი. - აფროდიტე, ეგრე არ გამოვა, ძლიერიც ხარ და დედაც უტირე იმ ნაბოზარს, მართლა გაგილამაზებია, მაგრამ სანამ ჩვენ ვარსებობთ შენ ეგრე არ უნდა იწუხებდე თავს- ხელი მომხვია კოსტამ. - თან როგორ წარმოგიდგენია, ვისთან ერთად უნდა ავწიოთ ჭიქა, იმ გამო*ირებულთან? - აშკარად უსიამოვნოდ იყო განწყობილი ლექსო. - სანდრო , რომ არ მიმხვდარიყო თქვენ არაფერს იტყოდით და ჩვენც ვითომც არაფერი კარგ ნაცნობებად დავრჩებოდით ბექასთვის- ადგილს ვერ პოულობდა დიტო. - პირველი შემთხვება არ არის მითუმეტეს- ვეკოს ამბავს გადაწვდა ლექსო. - მიხარია , რომ ჩემს ცხოვრებაში თქვენნაირი ადამიანები არსებობენ, ყოველდღე უფრო და უფრო მადლობელი ვარ თქვენსგამო, მაგრამ მაინც ვერ შეგპირდებით, რომ ყველაფერს გეტყვით, ვეცდები მაგრამ კარგად მიცნობთ და იცით ხშირად მიყვარს პრობლემების მარტო გადაჭრა, მე ასე ვარ მიჩვეული. - შენ ოღონდ გვითხარი და მოვკვდებით შენს გამო აფროდიტე , ხო იცი-ყოვეჯერზე მაგრძნობინებდა განსაკუთრებულ სიყვარულს კოსტა. - ჩემი განსაკუთრებული სიყვარულები ხართ- ვთქვი , მერე სათითაოდ ყველას ჩამოვუარე და ჩავეხუტე , მადლობისა და სიყვარულის ნიშნად.- ჩემს ტელეფონს ვერსად ვპოულობ , ხომ არ გინახავთ? -ვკითხე ბიჭებს. - სანდრომ მომცა , ეზოში დაგრჩენია-მომაწოდა ლექსომ და ფერებმაც იწყეს ცვლილება ჩემს სახეზე. სანდრო არსად ჩანდა , აშკარად წასული იყო და ჩვენი წასვლის დღეს ახლოვდებოდა, ზაფხული ამოიწურა და შემდოგომას შევაგრბეთ ახალი ეტაპი. ქალაქში დავბრუნდით, ყველა ჩვენ ჩვენს რუტინას დავუბრუნდით და ერთმანეთს ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდით, გამონაკლისი სოფია და ლექსო იყო, მე მათთან დროს მაშინ ვატარებდი როცა სანდრო არ იყო სანდრო კი მაშინ როცა მე არ ვიყავი. საღამოს ჩემს უბანში ვსეირნობდი , სახლთან ახლოს ყავასა და სიგარეტით ხელში მივუყვებოდი შემოდგომის ქუჩებს. - მეზიზღები იმდენად, რომ მინდა ყველაზე მძიმე ტკივილისთვის გაგიმეტო, იმდენად რომ მინდა შენი ყველა ტრამვის მიზეზი გავხდე, რომ იგრძნო ნამსხვრევები როგორ ნაწილდება შენში და სერავს ყველაფერს ისევე როგორც შენი სიტყვები მე ! - მომესმა ნაცნობი ხმა და ნაცნობი სიტყვები.- აუცილებლად უნდა შეცვალო ტელეფონზე პაროლი ან ნოუთებს აღარ უნდა უზიარებდე შენს დარდებს.- ზედმეტად ცინიკური იყო. - ამბიციურობაც ასეთი უნდა- გამეცინა სიმწრით. - ახლა იმასაც მეტყვი ჩვენი ,,განშორებიდან" ერთი კვირის მერე სხვას მივუძღვენი ეგ სიტყვებიო. - მე მოღალატე არ ვარ და კიდევ, ჩვენ არ დავშორებულვართ. - ,,მე მოღალატე არ ვარ" ისე ჟღერს თითქოს მე გიღალატე. - შენ როგორ მიღალატებდი, თითქოს საკურთხევლის წინ დავდეთ ფიცი- კვლავ ვიცინოდი. - პანიკური შეტევა გაქვს თუ ამდენი სიცილი რა საჭიროა- მიღიმოდა და უკვე ჩემს გვერდით მიუყვებოდა ქუჩებს. - აქ რატომ ხარ, მგონი ჩვენი ბოლო საუბარი დაგავიწყდა. - აქ ვცხოვრობ ნინა და ბოლო საუბარში ალბათ შენს მუქარას გულისხმობ. - გილოცავ, ერთ უბანში ამოვყეთ თავი, მე არავის ვემუქრები , მხოლოდ გაფრთხილება. - და მერე გაალამაზებ ხოლმე ხო, ქვით ადამიანებს ან კიდევ დანით, საინტერესოა ახლა რომელი დაგაქვს ჩანთით . - შენი ცინიზმი შენთვის შეინახე და ისე ნუ მელაპარაკები თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. - როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები. - მაპატიეთ, მომიტევეთ ჩემი სითავხედე, როგორ გინდათ მოვუქცე , რომ კარგი საუბარი დავიმსახურო? - წითელ ხაზს ერთიუარყოფითი მხარე აქვს მრავალთა შორის, თუ გადაკვეთ მერე იძირები ან ნამსხვრევებად იქცევა გრძნობები ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშები. - ცეცხლთა თამაშზე შენ მე არ უნდა მიკითხავდე მორალს და რაც შეეხება წითელ ხაზს, ეგ შენ გადაკვეთე და შენვე მიიღე ის რითაც თითქოს მე მაშინებ. - რა გინდა ნინა - შემეშვი კარგი? ეს ვითომდა დამთხვევებიც არ მჯერა, გამოჩდი ჯერ უაზროდ ჩემს ცხოვრებაში , მერე ჩემს უბანში, თავი მართლა ვინ გგონია ჩემს სიახლოვეს, რომ ხარ და მითოთებებს მაძლევ, დარიგება და რჩება თუ მინდა იცი რამდენი ადამიანი მყავს? - რამდენი? ჩემი ბიჭები? ჩემი ძმაკაცის შეყვარებული? ხოარ გავიწყდება ერთადერთი ვინც გყავდა სოფია იყო და ჩემი წყალობით გყავს ახლა ყველა. - როცა ჩემთან ახლოს მოდიხარ ეგ გესლი სადმე დატოვე, ნუ გგონია შენი შხამი მწამლავს, შენი წყალობით მქონდა ის პრობლემებიც , რომელშიც დახმარება მჭირდებოდა და ამიტომაც იყვნენ შენი მეგობრები ჩემს გარშემო, სოფიაც სრულიად საკმარისია სამყაროს , რომ ვებრძოლო და დაწესებულ ზღვარს შენ ნუ გადმოხვალ, უფლება არ გაქვს მოხვიდე და ეგრე მელარაკო მითუმეტეს დამაყვედრო რამე. - არ მადარდებს ეგ უფლებები, ვინ დააწესა, შეენ? თუ ღმერთო გწამს ვის აჯერებ , რომ მაგარი გოგო ხარ და შეგიძლია ყველას ებრძოლო, არ მითხრა ბალიშთან ერთად ტირილში აღარ ვათენებ სისუსტის ღამეებსო. - ზედმეტად ბევრი გიკითხავს ჩემი ჩანაწერები, ღამით თუ ჩემს მელანქოლიას ბალიშს ვატან ეგ სულაც არ ნიშნავს იმას , რომ რამე ვერ ვუმკლავდები და საერთოდ ჯანდაბაშიც წასულხარ ვინხარ რომ რამე აგიხსნა. - აღარ გიყვარვარ ნინია- ასე იშვიათად მიმმართავდა და მხოლოდ ის, სისხლი გამეყინა. - როდის მიყვარდი სანდრიკ, მოვასწარი რო? - ვერ მოასწარი ნინია? - ვერ მოვასწარი სანდრიკ - მაშინ, რატომ გაგირთულდა ასე გამშორება - რონელი განშორება? - ჩვენი განშორება - შენ არ მითხარი ამას დაშორებაც არ ქვია, ერთად არც ვყოფილვართ ისე მოიქეცი თითქოს არც მიცნობ და არც აქ მოხვიდეო? - ხო ეგ განშორება - მე არავის დავშორებივარ - აბა რატომ ვერ გადგქონდა უჩემობა? - შენთან ერთად არ ვყოფილვარ , რომ უშენობა გადამეტანა, მე იმედგაცრუებას მივტიროდი მრავლად, რომ იყო ჩემს ცხოვრებაში. - ,, უშენობა ვერ ამოვისუნთქე" - ისევ ჩემს სიტყვებს ციტორებდა- იმედგაცრუებას უძღვნილი ამ სიტყვებს? - ეგრე კარგად ის პირობები დაგემხსოვრებონა მე რომ მპირდებოდი- გამეცინა. - ყველაფერი მახსოვს. - მაშინ უკეთ გაიხსენე რა მითხარი ბოლოს. მე უკვე ჩემი ცხოვრება მაქვს და ახლა ნუ ცდილობ ამირიო, ცარიელი ადამიანი ხარ ჩემთვის და ცარიელია ყველა შენი გამოხტომა , თითქოს ზრუნავდე. - სამუდამოდ , რომ გავქრე აღარ იდარდებ? - მე იმას ვერ გავეტირები რაც არ მქონია - რატომ არ მეკითხები ასე რისგამო მომექეციო - და როგორ მომექეცი? - ჩემი მხრიდან ნაგავივით - მერე ურნა საითაა მიგითითო თუ იპოვი შენს ადგილს. - როგორ შეცვლილხარ- გაიცინა და გზა განაგრძნო ჩემს გვერდით, მე კი ისე წავედი უკან აღარ მომიხედავს. შემოდგომა იყო, მთელი დღე ვერ ვისვენებდი, ვერაფრით მოვახერხე გრძნობების კონტროლი, ოთახიდან ოთახში დავდიოდი და ჩემი ქვეცნობიერი რაღაცას მკარნახობდა, მთელი დღე სანდროს ერთი მესიჯიც არ მომსვლია და არც დაურეკავს, ჩემს ზარებსაც არ პასუხობდა, დილით ლექსომ დამირეკა და თავისთან მისვლა ისე არაადამიანური ხმით მთხოვა , სანამ მივაღწიე გზაში ათასჯერ მოვკვდი, ჩემი სანდრიკა დაიჭირესო, პატარა ბავშვივით სდიოდა ცრემლები, დანარჩენებიც იქ იყვნენ, ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი შინაგანად და მხოლოდ იმის ყვირილი მოვახერხე მიშველეთ თქო, ისე ვგლოვობდი თითქოს მომიკვდა , მერე მომიყვნენ , რომ ქუჩაში ვიღაც გოგოს აწუხებდნენ და მის დასაცავად ჩაერია, მოწინაღმდეგე რამდენიმე იყო ამიტომ დანით მოუწია თავდაცვა და ერთერთი შემთხვევით დაიჭრა. ვამაყობდი მისით და თან გულში საშინელებდა ტრიალებდა, მერე მივედი მასთან, სასამართლოებზეც დავდიოდი და განაჩენის გამოტანის მერე ,,პაემნებზეც" ხშირად ვსტუმრობდი, ერთი თვის შემდეგ გამომიცხადა არავინ ხარ, რომ ჩემთან მოდიოდე , ჩვენი თამაში დასრულდა და შეგუება დაიწყე, აქ ნუღარ მოხვალ, და ძვირფას დროს ნუ მართმევ მირჩევნია საყვარელი ადამიანები მივიღოო. ვკითხე ასე როგორ მშორდები თქო და მანაც გამომიცხადა ერთად თუ არ ვყოფილვართ ვერც დავშორდებოდითო. საშინელებას ვგრძნობდი, სიბრაზეს, იმედგაცრუებას, ტკივილს, ვერაფერი აქრობდა ამ დარდებს და მეც ვეწირევოდი სათითაოდ, არაფერზე ვიყავი დამოკიდებული ისე , როგორც მასზე და მერე გულიდან თოთქოს ამოვიგლიჯე. ჩემი ცხოვრება დავიწყე, საყვარელ საქმეს ხელი მოვკიდე და თოთქმის ერთწელში ყველაფერი მქონდა რაც მჭირდებოდა, მაგრამ სანდრო არ მყავდა. ახლა კი მოდის და სითავხედე ყოფნის ისე მოიქცეს თოთქოს მე ვარ დამნაშავე , რომ არაფერი გამოვიდა და მე მიმიძღვის ბრალი მის მიტოვებაში. *** ბიჭები ლექსოსთან იყვნენ შეკრებილი და სანდროს მოლოდინში ლუდს სვამდნენ კარზე ზარის ხმამაც არ დააყოვნა. სოფიამ მიირბინა და მალევე გამოჩნდა კარს მიღმა დადიანი. - ვა სანიიკოო, მოდი შემო.- მოეხვია სოფია. - ჩემო პრინცესა, მგონი აქ ყველაფერი უნდა იყოს რაც გიყვარს- ტკბილეულით სავაე კალათი გაუწოდა სანდრომ. - ჩემი საოცრება ხარ, შემოდი , ნუ დგახარ, ყავას დალევ თუ შენც ლუდით გიმასპინძლოთ? - ვერ ხედავ გოგო რამდენი ლუდი მოვიტანე? რადროს ყავაა- იცინოდა და სამყაროს ანათედა მისი სიცილი. - მოდი მოდი- გაეცინა სოფიასაც - მე უნდა წავიდე, მარტო დაგტოვებთ და ილაპარაკეთ, ლექსუ რამე თუა დამირეკე- აკოცა ქმარს და კარი გაიხურა. - ბექა გამოწერეს დღეს კლინიკიდან- დაიწყო სანდრომ. - რაო მერე, ხოარ გამოჩნდა ჩვენსკენ- კითხა ლექსომ. - მაგის თავი აქვს, ვერ გაბედავს- უპასუხა სანდრომ. - სად გაქრი შენ იმ საღამოს, წესიერად ვერ გნახე, რომ მეკითხა- ჭიქა მიაწოდდა კოსტამ . - არ იყო საჭირო ჩემი იქ გაჩერება და ამიტომ წამოვედი, ნინასთან არ მქონდა გადასარევი დიალოგი და უკეთესი იქნებოდა თვალში თუ არ მოვხვდებოდი. - რა აპირებ- ამჯერად დიტომ კითხა. - არ ვიცი დიტექს, რა გითხრა, რა უნდა დავაპირო, ვერ ხედავ როგორ მიგვდის ურთიერთობა? - სხვანაირად როგორ წაგივა შე*ემა, იერიშზე გადადიხარ გოგოსთან- უთხრა დათამ. - გასაქნს არ მაძლევს ბიჭო, ისეთი უხაში და ცივია ასეთი როდის გახდა, ასე მალე როგორ შეიცვალა- აშკარად გულისტივილით ამბობდა სანდრო. - სანი, აქ ბევრი გადაიტანა უშენობის დროს, რაღაცები იცი, რაღაცები არა, ბევრი რამე ჩვენც არ ვიცით, ერთადერთი სოფია იყო მაგის გვერდით, შუაღამე მიმყავდა ხოლმე და ვუტოვებდი- აუხსნა ლექსომ. - როგორ ცხოვრობდა- პირველად დასვა ეს კითხვა დადიანმა, აქამდე ციხეში როცა იყო მხოლოდ იმას ეკითხებოდა , როგორ არისო , ახლა კი უფრო დეტალურად აინტერესებდა. - ოჯახთან რაღაცები აერია, იქიდანაც კი უხეშად ერეოდნენ მის ცხოვრებაში, როცა აქამდე არასდროს ჩნდებოდნენ, ძალიან ბევრს მუშაობდა და ამ მუშაობის პროცესში უამრავ ადამიანთან უწევდა შეხვედრა, ისინიც არ იყვნენ ბექაზე ნაკლებები, კარგად ახერხებდა მათ მოგერიებას , მაგრამ ფსიქოლოგია, როგორი რამეა ხოიცი- უყვებოდა ლექსო. - ვეკოს ამბავიც ახლა გავიგეთ ჩვენ, უნამუსოდ აარაფერს არ ამბობდით- ჩაერთო დათა. - ეგეც იყო, ცალკე მაგას განიცდიდა, შენზე არ ვიცი არაფერს ამბობდა მხოლოდ ორი თვე ტიროდა, მერე ვსო შეწყვიტა ყველაფერი.- დაამატა კოსტამ. - დეაზე გაარკვიე?- გახედა ლექსომ. - გავარკვიე. ყველაფერი ისეა, როგორც ვეჭვობდით. - ფუ, ნაბო*არი- ჩაილაპარაკა ლექსომ. - და ახლა რა მოხდდება ნინასთან? - კვლავ შეავსო ჭიქები კოსტამ. - არ ვიცი კოს, ამდენიხანი გაატარა უჩემოდ , შეიძლება აღარც კი ვუყვარვარ, არც მინდა ჩემი სიახლოვით დავაფრთხო, არ მინდა ჩემი სიშორით სულ დავავიწყდე. - შე*ემა, მარტივი ხომ არ არის ამხენიხანი უშენობას ებრძოლოს და მერე ისე მოიქცედ თითქოს არაფერია- ჩაცალა ლუდის ჭიქა დათამ, - ადექი და ყველაფერი აუხსენი რას დგახარ? გამოხტები რაღაც უაზრობებით მაგისგამო იჩხუბებ, მერე თავბრუს დაახვევ და გაქრები? ეგრე ვინ იქცება ვაბშე ? გგონია მაგით რამეს მიაღწევ? უღვივებ ამ ტკივილს და უყურებ შორიდან მის დარდებს, თან ყველაფერზე ადანაშაულებ ეკამათები, თუ გინდა ის ყინული გადნეს თბილი უნდა იყო- არიგებდა კოსტა. - ლექსო შენ რას მეტყვი, რატომ არაფერს ამბობ? შენზე დიდ დროს მის გვერდით არავინ ატარებდა.- ვერ ისვენებდა ლექსოს დუმილით აფორიაქებული სანდრო. - სანი, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ , მაგრამ ნინა ჩემთვის ფაიფურის თოჯინასავით არის, ახლა მას ყველაზე მეტად მოვლა სჭირდება, თუ ეს არ შეგიხლია მაშინ ძალები მოიკრიბე და მხოლოდ მერე გადადგი ნაბიჯი. ახლა ახალი დრამების დრო არ აქვს, ძლივს თავისი ცხოვრება მოიწყო და ახლა შენი არამყარი ნაბიჯებით მასთან მისვლა არ იქნება კარგი.- ლექსო ყოველთვის განსაკუთრებული მიდგომით აძლებდა მეგობარს რჩევებს. - როგორ შეიძლება ქალი თან ფაიფურის თოჯინასავით ნაზი იყოს და თან დანას ასე ატრიალებდეს - გაეცინა კოსტას. - მაგიტო დაიმსახურა ამ საქონელის გული თორე 26 წელი არავისთვის შეუხედავს- მხარი აუბა დათამ. - ბიჭო რაებს აჩალიჩებენ ეს დაქალები, ახლა რომ მახსენდება ბექას რა უქნეს მაგრად მეცინება, ვეკოზე საუბარი ზედმეტია, ალქაჯები არიან- სიცილს ვერ იკავებდა დიტო. - ეგეთები არიან რა, თუ სიყვარული და მზრუნველობა გინდა უსაზღვრო იციან, თუ ძმაკაცი გინდა ეგეც არ ეშლებათ, თუ თავდაცვა ან ერთმანეთის დაცვა მოუხდებათ , ისე მოკლავენ კაცს თვალს არ დაახამხამებენ, არ გახსოვთ იმ გიორგის კომპანიაც ჰაერში აწია - სიამაყის ღიმილი შეჰპარვოდა ლექსოსაც. - თან ყველაფერს ჩვენგან დამოუკიდებლად აგვარებენ, თითქოს რამე ფიცი აქვთ დადებული და ერთმანებისგარდა არავის უზიარებენ, კაცმა არ იცის კიდე რა არ ვიცით- ბიჭებს გადახედა დადიანმა. - კატოც სულ გადარიეს, თავის ჭკუაზე გადაყავთ, ისიც კარგი ალქაჯია , სიტყვას ვერ დააცდენინებ მაგათ ამბებზე, ამ ბოლო დროს სულ მაგათთან ერთადაა, აქამდე მეგობარიც არ ყოლია და ახლა ოჯახი მყავსო ამბობს- კატოზე საუბრისას თვალები უციმციმებდა დათას. - ისე როდის მოიყვან მაგ გოგოს, რაღას იტანჯავ თავს, ჩემს დაბრუნებას ელოდებოდი და მეც დავბრუნდი , ახლა მაგარი ქორწილი მოვხოდოთ და გავერთოთ- აქეზებდა სანდრო. - წელიწადნახევარია ერთად ვართ, წესით მალე მოვაგვარებ მაგ ამბავსაც- განცხადებასავით თქვა დათამ. - ეე ჩემო კოსტა, მე და შენ დავრჩით უსიყვარულოდ ამ ქვეყანაზე? - ხელი დაარტყა დიტომ კოტეს. - დაააყენე რა, სიყვარულისთვის მცალია ახლა? შეხედე სანდრო რა დღეშია ,ასე ტანჯვა ჩემს გეგმებში არ შედის.- კონსტანტინე კატეგორიული ჩანდა. ,, აიღე ტელეფონი , თორემ გადავდგამ ქვეყანას" - მოუვიდა მესიჯი ლექსოს და ახლაღა შენიშნა სოფიასგან გამოტოვებული ზარები და მაშინვე გადაურეკა. - რა ხდება სოფია- ანერვიულებულმა დაურეკა სოფიას და ბიჭებიც დაძაბული ელოდნენ პასუხს. - ნინასთან მოვედით მე და კატო, არავინ არ არის, კარი ღია დაგვხვდა ნივთები მიყრილია, ტელეფონს არ იღებს, სამსახურში არ არის , არსად არ არის , გველოდებოდა გესმის, მთელ დედამიწას ამოვაყირავებ გეფიცები , ყველას გადავდგამ ჩემს დაქალს თუ რამე დაემართა, ახლავე ადექით და მიშველეთ , თორემ ფსიქიატრიაულში ადგილზე დარეკვა მოგიწევთ- ყურმილში ყვიროდა სოფოა. ამასობაში ბიჭები უკვე სადარბაზოდან გადიოდნენ და ყველა ნინას ბინაში იყვნენ რამდენიმე წუთში. - მოყევი, მოყევი რაც იცი, ამათი დედამოვტ*ან, გავგიჟდები სოფია- ყვიროდა სანდრო და ადგილს ვერ პოულობდა. - დღეს დილით ოჯახთან ერთად მოვიდა გიორგი ხელის სათხოვნელად, უთხრა ცოლად მომყავხარ და ბეჭედი მოგიტანეო, მშობლებიც მაგას ეუბმებოდნენ, ჩვენს შვილს ცოლად მოყავხარ და მამაშენთანაც კონტრაქტი გაფირმებული გვაქვს , უარს ვერ იტყვიო, ამან რას ქვიაო, თქვენი შვილი ზედმეტად სუსტია ჩემთვის და მის ნერვულ სისტემას გაიფრთხილდით ჩემნაირი გოგოსთვის, როგორ იმეტებთო დასცინოდა, მერე ერთი ამბები იყო, ყვირილი, ჩხუბი და გიორგიმ გასვლის წინ უთხრა დღეს მოვალ და გაემზადეო. ზუსტად ვიცი მასთან არის, ვიცი იმ ნაგავს ყავს- ისევ გაგიჟდა სოფია. - შენ დამშვიდდი, ქვეყნის დასალიერში, რომ იყოს მაინც ვიპოვი და მოვიყვან- თავზე აკოცა სანდრომ და კაროდან გავიდა. - სოფიას მიმიხედე გთხოვ-კატოს გახედა ლექსომ და სანდროს დაეწია, დანარჩენებიც მიდიოდნენ, მაგრამ უმისამართოდ. ყველას გადაწვდნენ, ყველა შეაწუხეს მის კვალს კი ვერ პოულობდნენ. - რამე რომ დაუშავოს, თითიც , რომ დააკაროს, მოვკლავ , ყველაფერს გეფიცები მოვკლავ.- საჭეზე ხელს უტყამდა სანდრო. - არაფერი მოუვა, ვიპოვით , ხომ იცნობ აქეთ დახოცავს ყველას ეგ ალქაჯი- ამშვიდებდა კოსტა. მანქანაში ვიჯექი და უმისამართოდ მივექანებოდი სადღაც, მაგრამ არ ვიცი სად, გაბრუებული ვიყავი, ცნობიერება ნელნელა მიბრუნდებოდა და ყვირილი დავიწყე. - რა საცოდავი ხარ, ცოლის მოყვანაც არ შეგიძლია ისე როგორც საჭიროა, ახლავე უკან დამაბრუნე თორე ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. - ამბიციურობა არ გტოვებს, შენ რა გგონია ახლა უკან წავალ? - ამაზრზენი იყო მისი გამოხედვა. - რა გგონია შენთან ვინმე დამტოვებს? ყველგან მოგაგნებენ შე იდიოტო. - კი, როგორ არა, შენი საძმაკაცო მიპოვის ან ის ნაციხარი დადიანი და გამომასალმებენ სიცოცხლეს. - ეჭვიც არ შეგეპაროს. - რამდენიმე დღე რომ იქნები ჩემთან, მერე აღარავის დასჭირდები, შენი გრუზინი სატრფო ჩემგან წასულს მიგიღებს? - რომელი საუკუნის ხარ? რა გგონია ეგ ვის ადარდებს შე საცოდავი, რომ შემეხო უკანაკნელი იქნება შენი სიამოვნება - მუქარას მოეშვი. - სულაც რომ არსად წავიდე ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ, გაგამწარებ, შენ გგონია ჩემნაირი ქალის გვერდით ცხოვრებას შეძლებ? - შენ თავი ვინ გგონია. - მაგასაც ვნახავთ ვინ ვარ. აგარაკზე ვიყავით, ჩვენს გარდა არავინ იყო, თითქმის დაბნელდა , მაგრამ არავინ ჩანდა, ვიცოდი მიპოვიდნენ , მაგრამ ჩემი დრო იწურებოდა, გიორგი ჩვენს შორის მანძილს ფარავდა და მის მოგერიებას დიდი ძალისხმევა უნდოდა, ძალიან იყო გამწარებული და მე მთელი დღის გადაღლილობით ძალა არ მყოფნიდა შევწინააღმდეგებოდი. ოთახში გამომკეტა და საჭმელი შემომიტანა, შემდეგ პენური და ხალათი მომაწოდა და მითხრა მისთვის უნდა გავმზადებულიყავი, არ ვიცი, როგორ მაგრამ მოვახერხე და რამდენიმე ადგილზე ჩანგალი ჩავარტყი, მლავში, ფეხსა და სახეზე დასისხლიანებული იყო, არაადამიანური ხმით ღრიალებდა და იფიცებდა , რომ სამუდამოდ მისი გავხდებოდი, იმ ღამეს სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რომ ნაკერები დაედო, მე კი ოთახში გამოკეტილი ვიყავი დილამდე, ისევ არავინ ჩანდა. შუა დღე იყო სოფია ადგილს ვერ პოულობდა , შემდეგ კატოსთან ერთად მანქანით წავიდა და გიორგის მშობლებს მიაკითხა, იქამდე სანამ ბიჭები კამერების ჩამაწერების გადასამოწმებლად იყვნენ. - მთელ საგვარეულოს გადაგდგავთ, დამპალო ნაბიჭვრებო- ყვირილით შევიდა გიორგის მშობლების სახლში. - ეს რა სიქაჯეა- გამოვიდა გიორგის დედა. - სიქაჯე? თქვენი დასირებული შვილი ჩემს დაქალს, რომ იტაცებს ის არ არის სიქაჯე?- მიუახლოვდა სოფია . - ის მისი საკუთრებაა, მამამისმა გაყიდა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ- გამოვიდა გიორგის მამაც. - ნორმალურები ხართ? ადამიანს ყიდულობთ? ის დამოუკიდებელი ქალია, არავის აქვს მასზე უფლება- მდგონარეობიდან გამოვიდა კატოც. - წადით თქვენი, ამის მერე შეეგუეთ, რომ გათხობდა და ვსო- იყვირა გიორგის მამამ. - მე შენ გამახებ გათხოვებას- გაექანა და ყელში წვდა სოფია. - ახლავე თქვით სად არის თორემ ჯოჯოხეთად გექცევათ ცხოვრება- ყვირდა ისევ. - მიბრძანდით იქ საიდანაც მოხვედი ხელი აუქნია გიორგის მამამ. - შენ ვის მოუქნიე ხელი მე შენი დედამოვ**ან- მოულოდნელად შემოვარდა კოსტა და ამჯერად თვითონ მოუქნია ხელი. - იტყვით თუ სიკვდილამდე მივიყვანოთ- სიმშვიდეს ინარჩუნებდა დათა. ადგილსამყოფელი არ იციდნენ, გიორგიმ მხოლოდ ის უთხრა მივდივარ და მიმყავსო , იმის მერე კონტაქტზე არ გამოსულა, ამასობაში ისევ საღამოვდებოდა, სანდრო და ლექსო კი კახეთის მიმართულებით მთელი სისწრაფით მიდოდნენ, მათ მიყვენდნენ დანარჩენებიც. ოთახში შემოვიდა და მომიახლობდა, ვიგრძენი როგორ დამარტყა და მომენტალურად დავკარგე აზროვნების უნარი, შემდეგ ცდილობდა მომახლოვებოდა და ეკოცნა, ჩემს კაბას დასწვდა და თითქმის სრულიად შემომახია, ნასვამი იყო, მოძრაობის საშუალებას არ მაძლებვფს, მისი ხელები ჩემს ფეხებზე მოძმრაობდა და ტუჩებს ვგრძნობდი მხრებსა თუ კისერზე, უმისამართოდ ვყვიროდი და შველას ვითხოვდი, ვეჩხუბებოდი, მის მოშორებას ვცდილობდი, მან კი ზედა გაიხადა და უფრო მომიახლოვდა, არა ოღონდ ეს არა, ჩემი გონება ითიშებოდა. სახეზე ფრჩხილები ჩამოვუსვი , რასაც უფრო მეტი ბრაზი და უხეშებოდა მოყვა. - შემეშვი ცხოველო- გავკიოდი. - ამიერიდან ჩემი იქნები, იცოდე ჩემი იქნები- ეშმაკები უციმციმებდა თვალებში. - შენი დედაც - უკონტროლო იყო ჩემი სიტყვები. მერე თავის ქამარს მიწვდა და გულისცემაც შემისუსტდა. - ეს არ გააკეთო, ჩემი ხელით მოგკლავ. - ეგ რქები უნდა მოგამტვრიო ასე , რომ მებრძვის-ტუჩებზე ენა გადაისვა. - შეგიძლია წარმოიდგინო როგორ დაატარებს თავის ხელებს შენს სხეულზე შენი დადიანი და როგორ ეუფლება შენს ტუჩებს, რომელიც ჯერ ჩემი არ არის , მაგრამ შენს სხეულთან ერთად მალე მივისაკუთრებ. წარმოდგინე, როგორ გხდის კაბას, რომელიც შემოგახიე და როგორ ტკბება დენი სავსე მკერდითა და ფორმებით, როგორ გისვვამს თითებს ჯუპრიბით შავ თმებსა თუ სქელ ტუჩებზე, როგორ გიყურებს უძირო მწვანე თვალებში , წარმოდგინე და დატკბი ჩემგან მონიჭებული სიამოვნებით- მანიაკი იყო, მანიაკალურად ლაპარაკობდა , რამდენიმე წამი შორიდან მიყურებდა და მერე ისევ მომიახლოვდა. - ასეთი სუსტი იყავი და მაინც მაგარ ქალად ასაღებდი თავს თქვა და ისევ ჩემი სახისკენ დაიხარა , თუმცა მალევე ავარიდე. მოულოდნელად ვიღაცამ კარი შემოამტვრია, სუნამოს სუნი მაშინვე ვიგრძენი და საშველად მოსული სანდროს დანახვისას ადგილზევე მოვკვდი. სწრაფად მოკიდეს ბიჭებმა ხელი გიორგის და გაიყვანეს, სანდრო იდგა კარში გაყინულივით, არც მოძრაობდა თითქოს არც სუნთქავდა და ვინ იცის ახლა რამდენ რამეს ფოქრობდა, რა ეგონა, რომ მოხდა ან რა დამმართა გიორგიმ. - გადი- მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ხმა საბოლოოდ წამერთვა, ისიც გავიდა. - ჩემო ფერია- შეშლილი სახით შემოვარდა ოთახში სოფია და ხელები ფრთხილად შემახო სახეზე, სისხლიანი ვიყავი , ტუჩიდან და წარბიდან სისხლი მდიოდა, მაგრამ ურეაქციოდ ვიყავი, არ ვმოძრაობდი. - რამე გვითხარი გთხოვ- გვერდით მომიჯდა კატოც. - მიშველეთ- დასცდა ჩემს ბაგეებს. გიორგი ბიჭებს წრეში ჰყავდათ მოქცეული და სანდროს ელოდებოდნენ. - შენი დედამოვტყან- იღიალა სანდრომ და გამეტებით დაარტყა რამდენჯერმე და მერე განუწყვეტლივ ურტყამდა. - ის უკვე ჩემი გახდა- იღიმოდა გიორგი. სანდრო არ ჩერდებოდა მთელ სიმწარეა მასზე ანთხებდა და ბიჭებიც არ აჩერებდნენ. რაგააკეთე შე ნაბოზარო- გამუდმებით იმეორებდა და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა. სანამ გიორგი სიკვდილამდე არ მიიყვანა და გათიშა იქმდე არ გაჩერებულა. არ შემეძლო ამ მდგომარეობაში მათი ნახვა, ვერცერთს შევხედავდი თვალებში, ზედმეტად უმწეოდ გამოვიყურებდი და კანკალს ვერ ვწყვეტდი. არავინ შემოსულა ოთახში, მხოლოდ ლექსო მოვიდა, თავისი ჟაკეტი გაიხადა, მომაწოდა არაფერი უთქვამს, წამოდგომაში დამეხმარა სოფია , მაგრამ ვერ შევძელი ფეხზე მყარად დგომა, ლექსომ ისევ უსიტყვოდ ამიყვანა ხელში- ყველა წავიდა, აქ მხოლოდ მე შენ და სოფია ვართ- თითქო დანარჩენების ნახვის უხერხულობა ამარიდა და მანქანაშიც თავისი ხელით ჩამსვა. სოფიას მუხლებზე მედო თავი და სიტყვას არ ვამბობდი. არაფერი მადარდებდა და ვერ ვაზროვნებდი. თავისთან წამიყვანეს სახლში, საკუთარი ხელებითვე შემიყვანა ლექსომ სააბაზანოში და ჯაკუზის თბილ წყალში ჩამსვა, მერე კარი გაიხურა და გავიდა. სოფია უკვე მერამდენეც ცდილობდა ჩამოერეცხა ეს ტკიბილი ჩემთვის. როდის გავითიშე ვერ გავიგე. ბიჭები სანდროსთან იყვნენ, აივანზე იჯდა სანი და ხელებიდან სისხლები სდიოდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და ატომუ ბომბს ჰგავდა, როდის აფეთქდებოდა არავინ იცოდა. - რამე თქვაა? დაიძინა? რა ქნა- გახდდა ლექსოს - არაფერი უთქვამს, სოფიამ შხაპი მიღებინა და დაწვნენ , ციტახნისწინ მომწერა დაიძინაო. - ეს რა დამემართა, ეს როგორ დამემართა - ყველაფრის დალეწვა დაიწყო სახლში. - აზრზე მოდი ახლა, არ არის მაგის დრო - უყვირა კოსტამ. - კოსტა, ხელი ვერ შევუშალე, ვერ დავიცავი- პირველად ჩამოუვარდა რამდენიმე ცრემლი სანდროს. სამი დღე გავიდა ამ ჯოჯოხეთიდან, გიორგი კომაში იყო, ნინა კი შოკური მდგონარეობიდან ვერ გამოდიოდა, არ ჭამდა, არ სვამდა, იწვა სოფიას სახლში ოთახში, სოფია კი მის სუნთქვას დარაჯობდა. ბიჭები სანდროს არ შორდებოდნენ გვერდიდან და უსუსური დღეები სულ ცარიელი გადიოდა. - შეიძლება- საძინებლის კარი შემომიღო სანდრომ, ვერაფერი ვუთხარი ის კი მოვიდა და ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა. - მაპატიე, რომ საკმარისად ძლიერი ვერ აღმოვჩნდი, ვერ დაგისხენი ამ სატანჯველიდან- სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული და ვხედავდი როგორ იშლებოდა ისიც ჩემსავით.სიტყვა ვერ ვუთხარი, ჩემდაუნებურად გადმოჰკვეთეს ჯებირები ცრემლებმა. - შემიძლია შეგეხო- ისე მკითხა თითქოს ეგონა ნამსხვრევებად ვიქცეოდი მისი შეხებით. მერე ორი თითით მომწმინდა ცრემლები და შუბლზე მაკოცა- უფლება მომეცი შენს გვერდით ვიყო და შენი ტკივილი გავიზიარო. საბანი თავზე გადავიფარე, კანი მეწვოდა, როცა სანდრო მეხებოდა რადგან გამუდმებით გიორგის სიტყვები და მოქმედებები მედგა თვალწინ. - არაფერს ამბობს, გავაფრენ ასე- ოთახიდან გამოვიდა სანდრო. - მესამე დღეა არ ჭამს- ტიროდა სოფია. - ძლიერი გოგოა, ცოტა ადრივეთ- თქვა კოსტამ. რამდენიმე დღემ ისევ უშედეგოდ ჩაიარა, სახლში მხოლოდ ლექსო , სოფია და ნინა იყვნენ. ამჯერად ლექსომ შეაღო საძინებლის კარი. - მე ასეთი ნინა არ გამიცნია, არც ასეთი ნინა არსებობს, დროა ფეხზე ადგე და თვითგვემას მორჩე ნი, ასე თავს ინადგურებ. - ძალა ვერ ვიპოვე - პირველად ვთქვი წინადადება ამ დღეების განმავლობაში. - როგორ არა, იპოვე უბრალოდ არ აცდი , რომ შენში გაიმარჯვოს, რთული იყო რაც გადაიტანე და გადაგაქვს, მაგრამ ჩემი ნინა ქალი არის დედოფალი, რომელიც ყველაფერს დედას უტირებს. - შენი ფაიფური თოჯინა დაიმსხვრა ლექსუ. - შენ მართლა დაიჯერე, რომ ფაიფური თოჯინა ხარ? მე კი მჯეროდა რკინის ლედი იყავი. საღამოდ სოფია შემოვიდა, ხილი შემომიტანა, იქვე კარადაზე დამიდო გვერდით დამიჯდა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მუცელზე დაიდო. - იცი მალე ნათლული გეყოლება - ამღვრეული თვალებით მითხრა და შუბლზე მაკოცა. ბედნიერების ტალღამ დამიარა მთელ სხეულში და პირველად გავიღიმე ამ დროის გნმავლობაში- ჯერ ლექსოსთვის არ მითქვამს, შენ მინდოდა გაგეგო. - მართლა მეყოლება-წამოვჯექი მოგინზე და ხელები მაგრად მოვხვიე- ჩემი ნანატრი ნათლული მეყოლება, როგორ გამახარე- ძალიან ბევრი ვაკოცე. - ახლა ეს ხილი შეჭამე და დაისვენე, არ მინდა გადაგღალო - მითხრა და გავიდა. ლექსო მისაღებში იყო. - რაო გითხრა რამე? - კითხრა ანთებული თვალებით, როცა სოფიას ღიმილი დაინახა. - მითხრა, კიდევ მაკოცა და კიდეც ჩამეხუტა - რააა- გაოცებას ვერ მალავდა ლექსო- რა უთხარი ასეთი. - ვუთხარი , რომ ნათლული ეყოლებოდა. - ვაიმე რა მაგარია- ვერ მიხვდა, რას ამბობდა სოფია- მოიცა რაა? მამა გავხდები? -ალბათ მთელ კორპუსს ესმოდა ლექსოს ხმა , ღრიალებდა, ყვიროდა სიხარულისგან მერე ბიჭებს სათითაოდ დაურეკა მამა ვხდებიო და ჩემთანაც შემოირბინა, თავზე მაკოცა გავგიჟდები ნინაო და უკან გავიდა. მივხვდი ჩემი დრამების დრო აღარ იყო, სოფიასთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა ამიტომ ოთახიდან გავედი რასაც მათი უფრო კეტად გაოცებული გამომეტყველება მოყვა. - ჩემს ნათლულ არ მოუყვეთ რა დრამა დავდგი და როგორ გამოვიკეტე ოთახში ამდენიხანი თორემ დაგჭრით- გავიღიმე და ორივეს მოვეხვიე- გილოცავთ გადარეულებო, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდით- ვთქვი და გავიცინე. - დაბრუნებას გილოცავ ლამასო- მაგრად ჩამეხუტა ლექსო. - ახლა მე შენთვის გავაკეთებ ჩემს საფირმო სალათს - ვუთხარი სოფიას, - შენთვის კი პიცას გამოვაცხობ-მივუნრუნდი ლექსოს.- სახლში ყველაფერია? ცოტახანს გაოგნებულები მიყურებდნენ, ჩემი ჩავარდნილი თვალები, დამსკდარი ტუჩები? დასუსტებული სხეული არც ისე კარგად განოიყურებოდა, ამიტომ ეგონათ, ეს ყველაფერი ხელოვნურად შევქმენი და გულწრფელი არ ვიყავი. - ასე ნუ მიყურებთ, ძალებს აღვიდგენ და ადამიანს დავემსგავსები, უკეთესად ვარ და ეჭვისთვალით ყურება არ არის საჭირო- გამეცინა- ჩემს ნათლულ უნდა მივუძღვნა ახლა ჩემი ძვირფასი დრო. - ოქეი, ოქეი, ბიჭები მოდიან და რაც არ არის ისინი წამოიღებენ- გაეღიმა ლექსოს. - სოფ, რამე ხომ არ გინდა კიდევ რომ გაგიკეთო? - კი, შენი გაკეთებული ყავა მენატრება- მე მისთვის ყავას ვაკეთებდი, ის კი ზურგიდან მეხვეოდა და არ მშორდებოდა. - მე ლექსოს ადგილზე ძალიან ვიეჭვიანებდი- თვალი ჩავუკარი ლექსოს. - სხვათაშორის ვეჭვიანობ კიდეც. მალე კარზე ზარის ხმა გაისმა, ბიჭები ამოვიდნენ და მთელი მარკეტი ამოიტანეს , საძმაკაცოში პირველი ძმისშვილის არსებობა ისე ახარებდათ, სოფიას უანრავი რამე წამოუღეს, ჩემს დანახვაზე, ყველას ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები, მაგრამ არაფერი შეუმჩნევიათ, ისე თითქოს არაფერი მომხდარაო ძველებურად მნახეს, არ უნდოდათ რამე დაძაბულობა მეგრძნო.მხოლოდ სანდროს ქონდა სახე არეული როცა შემომხედა, შორიდან მომესალმა და შემდეგ ყურადღება ისევ სოფიაზე გადაიტანა. მათი ნახვით ჩემს სხეულში რაღაც ჩაწყდა, ცოტა გამიჭირდა ემოციები კონტროლი , მაგრამ მოვახერხე. - ყავას დალევთ?- ვკითხე ბიჭებს. - ჩემი აფროდიტე შენი ხელით გაკეთებულ შხამსაც დავლევ- გაიცინა კოსტამ. - ცანცარა ხარ ბატონო კონსტანტინე ცანცარა.- ვუთხარი და დანარჩენების პასუხს დაველედო. ყველას უნდოდა და მეც სამზარეულოში გავუჩინარდი. - ზოგჯერ მგონია , რომ თამაშობს- თქვა ლექსომ. - არ თამაშობს, ძალიან ცუდად არის , მაგრამ გადაწყვიტა , რომ ახლა მაგისი დრამების დრო არაა, ვინაიდან მე ორსულად ვარ და აღარ უნდა მანერვიულოს, ამიტომ ცდილობს ძალა იპოვოს, ზუსტად ვიცი, მას ჩემზე უკეთ არავინ იცნობს-ახსნა სოფიამ. - ყველაზე მაგარი ამბავია , თან ძმის შვილი გვეყოლება, თან ჩვენი გოგო დაგვიბრუნდება- სიხარულით თვალები უნათებდა დათას. - ბიჭო როგორ მისწორდება, ლამის გავგიჟდე- ემოციებს ვერ ფარავდა დიტოც. - ჯერ ვერც ვაანალიზებ, ისევ აგონიაში ვარ- თავზე ხელი გადაისვა ლექსომ. სანდრომ ჩაფიქრებული იყო და ღიმილნარევი სახით უყურებდა მეგობრებს, მაგრამ მაინც სხვაგან იყო ფიქრებით.მერე აივანზე გავიდა მოსაწევად და სოფიაც მალევე მიყვა. - სანდრიკ, დაგვაბნია სიყვარულმა-თავი მხარზე დაადო. - გავიჭედე, როცა ყველაზე ახლოს მინდოდა მივსულიყავი მაშინ გაჩნდა უფსკრული. - სანი, ხომ იცი ეგ უფსკრული როდისაც გაჩნდა. - ვიცი სოფ, ვიცი , მაგრამ დამიჯერე მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. - მე ვიცი რომ მაშინაც, მანამდეც და ახლაც გიყვარს, ისიც ვიცი მაშინ მიზეზი გექნებოდა შენი საქციელის გასართლებლად, მაგრამ ცუდი გზა აირჩიე გამშორებისთვის. - არც კი მკითხა ასე რატომ იქცევიო. - არც გკითხავდა, ზედმეტად ამაყია საიმისოდ, რომ ეკითხა. შენ უშვებდი და ისიც წავიდოდა, თუ რამე სათქმელი გექნებოდა ისედაც ეტყოდი. - შენი აზრით ისევ ვუყვარვარ? - მე მაგაზე არაფერს გეტყვი, მის გრძნობებზე ასე ვერ ვილაპარაკებ. - როგორ უნდა მოვიქცე ისიც არ ვიცი, იმ დღის შემდეგ ახლოს , რომ მივდივარ მეშინია არაფერი ეტკინოს ან არ დაიბნეს , შეეშინდეს, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. - არაფერი უთქვამს , იმ დღესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს ისეთი , რომელზე შენ დაგელაპარაკები, თუ გადაწყვეტს თვითონ ალაპარაკდება. პიცა და სალათი მომზადებული მქონდა , მაგიდა გავაწყვე და ყველას დავუძახე. ვისადილეთ, ვისაუბრეთ, აქაიქ ვიცინეთ კიდეც და შემდეგ სახლში წამოსვლა გადავწყვიტე. - დღეს სახლში მივდივარ- ვთქვი და მომენტალურად ყველა გაჩუმდა- ასე ნუ მიყურებთ, საუკეთესო მასპინძლები ხართ, მაგრამ დროა დავუბრუნდე ჩემს ბუდეს - დარწმუნებული ხარ? - გამომხედა კოსტამ. - კი- ვთქვი , მაგიდა ავალაგე და გასასვლელად გავემზადე. - ვიცი, რომ შეგიძლია ყველაფერს მოერიო, მაგრამ თუ ოდნავ მაინც იგრძნობ შიშს მაშინვე დაგვირეკე- მითხრა სოფიაამ. - მე გაგიყვან- მთხოვა ლექსომ. ბიჭებმაც შემომთავაზეს, სანდროს გარდა ყველამ და მე მაინც უარზე ვიყავი. პირველად გავდიოდი გარეთ ამდენი ხნის შემდეგ, ხალხი , ქუჩები, არეული მზერა , ვიგრძენი სადარბაზოდან გამოსვლისთანავე როგორ ამიკანკალდა ხელები და გული სწრაფად მიცემდა, შემეშინდა, ნინას შეეშინდა, მგონი ფრთები მოტყდა. არ ვიცი როდის გამოვიდა სანდრო სადარბაზოდან, მაგრამ გვერდით დამიდგა. ახლა თითქოს გულზე მომეშვა, თავიც შედარებით დაცულად ვიგრძენი. მერე დაქსი გააჩერა, ჩემს გვერდით დაჯდა და ხმა არ ამოუღია, არც მე მითქვამს არაფერი, ბინასთან მიმაცილა, დარწმუნდა, რომ მშვიდად შევედი და შემდეგ გზას გაუყვა თავისი ბინისკენ. ლექსო და სოფია მარტო დარჩნენ დიდიხანია მარტო არ ყოფილან და თითქოს დანაკლისსაც გრძნობდნენ . - ახლა ეგ კაბა , რომ შემიგახიო ვუთომ ჩვენი პატარა გაბრაზდება? - ცოტა სინაზესაც თუ დაუმატებ ნამდვილად არა- ტუჩებზე ენა გადაისვა სოფიამ. - მთელი ცხოვრება ასე უნდა გამაგიჟო- ხელის ერთი მოძრაობით შემოსვა მაგიდაზე და ხელს გააყოლა მისი კაბაც. - გეგმაში მთელ ცხოვრებაზე უფრო მეტიც მაქვს- ქმრის ტუჩებს მისწვდა სოფია. სამსახურში სიარული დავიწყე, ვცდილობდი ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი ყოფილიყო , როგორც აქამდე, მაგრამ ღამეები კოშმარები არ მასვენებდა. გაუაზრებლად ვაკეთებდი ყველფერს და ვიცოდი საქმეს გამიფუჭებდა ჩემი მდგონარეობა, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი გამომდიოდა. - ნატაშკა- ეს პერიოდია ვერ გცნობ- ვუთხარი ჩემს ასისტენტს, რომელოც ჩემზე დაბნეულად გამოიყურებოდა. - მე- დაიწყო მან- ძალიან გადავიღალე , წასვლა მინდა სამსახურიდან. - სამსახურიდან? - გამიკვირდა- შეგიძლია შვებულებაში გახვიდე, რამდენიც გინდა დაისვენო და მერე დაბრუნდე. - არა, მირჩევნია წავიდე.- ხელებს მერვიუად ამოძრავებდა. - რამე მოხდა, ვინმემ ხოარ გაწყენინა? შეგიძლია მენდო, გპირდები შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, არავის მივცემ უფლებას ჩემს კომპანიაში ვინმე შეავოწროვონ.- ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, ვცდილობდი გამერკვია. - მე- მოულოდნელად ტირილი დაიწყო- მე , ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე. - ყველას მოგვდის შეცდომა- მივუახლოვდი, სკამზე დავსვი, წყალი გავუწოდე და მის წინ ჩავიკუზე- მომიყევი, მოვაგვაროთ. - არ შემიძლია, ვერ გამოვასწორებთ- ისევ ტიროდა. - ვცადოთ ნატაშკა, რამდენიხანია ერთად მოვდივართ, მე დაგეხმარები. - მოვიდა და დამემუქრა, თუ იმას არ გავაკეთებდი რასაცეტყოდა ჩემს შვილს მოკლავდა, მე არ დავთანხმნდი, მან კი ლილე წაიყვანა, იძულებული ვიყავი, ახლა რომ გეუბმები ისიც არ ვიცი რა მოყვება, უბრალოდ ვერაფერს შევცვლი. - რა ? ვინ? რა მოხდა- ვგრძნობდი საქმე მე მეხებოდა და კონპანიას. - გიორგიმ, ქორწინების კონტრაქტი მომიტანა, საბუთებთან ერთად უნდა მომეტანა თქვენთან, თქვენ კი ხელი მოაწერეთ.- ტიროდა, მეც ვტიროდი. - ეს როგორ გააკეთე ნატაშკა, რატო დროულად არ მითხარი, რამეს ვიზამდი - ლილე მას ყავდა, ავადმყოფია - ღმერთო ჩემო, კონტრაქტი მომიტანე. - თქვენს მაგიდაზეა, მაპატიეთ, სხვა ვერაფერს გავაკეთებდი. - შენი საქმე გააგრძელე, მე დედა არ ვარ , მაგრამ ადამიანური გრძნობების მესმის, თუ ისევ გინდა აქ ყოფნა იყავი. ახლა კი მარტო დამტოვე. ჩემი საქმე წასულია, ხელის კანკალით გავხსენი კონტრაქტი და პირობების კითხვა დავიწყე, ამ უკანასკნელის მიხედვით კი თუ ცოლად არ გავყვებოდი ჩემი კომპანია , რომელშიც უველაფერი ჩავდე მის სახელზე იქნებოდა გაფორმებული, მე კი ამ ყველაფერზე ხელი უკვე მოწერილი მქონდა , რა სულელი ვარ , ამის დედაც ახლა რა ვქნა, კომპანიის დათმობით ვთმობ ყველაფერს, ან ქორწინებაში ვიქნები ორი წელი ამ კომპანიის გარეშე და ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა, ახლა როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო, მილიონ კითხვას ვსვამდი და ჩემს ცხოვრებას მივტიროდი ამ დროს კი სოფიამ დამირეკა - გისმენ სოფაჩკა- უდარდელი ხმით ვუპასუხე. - კოსტასთან მივდივართ ყველა, მთხოვა გამოუარეთ აფროდიტესო, წამოხვალ? - ვერა სოფ ბევრი საქმე დამიგროვდა, უჩემოდ წადით. - ხო კარგად ხარ? - კი უბრალოდ ბევრი რამე დაგროვდა და უნდა მივხედო, არ გეწყინოს კარგი? - კარგი ჩემო ლამაზო. ყველა კოსტასთან იყვნენ უკვე როცა სოფია და ლექსო შეუერთდათ. - ყავა მინდააა- წუწუნიატ შევიდა სოფია. - იქნება- მაშინვე ადგა დიტო. - ნინა არ მოვა?- იკითხა დათამ. - ვერაო- უპასუხა ლექსომ. - როგორ არის? - სანდრომ გახედა სოფიას. - არ ვიცი თითქოს უკეთ, მაგრამ დრო უნდა - თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხელი მოკიდა სანდროს. - ისე ვამაყობ თქვენით- თავზე აკოცა სოფიას კოსტამ. - ვითომ რატომ- გაიცინა სოფიამ. - ისე იცავ და ზრუნავ მასზე, ყველას არ შეუძლია. - კოსტა, შენ იცი ნინას ჩემსგამო რაები აქვს გაკეთებული? მე თუ დღეს ძლიერი ვარ მხოლოდ მისგამო, ამიტომ რომელსაც მოვლა გვჭირდება იმას ვუვლით რა- გაიღიმა სოფიამ. - მოგვიყევი რა რამე- საუბარში კატო ჩაერთო. - ერთხელ ერთი ბიჭი გადამეკიდა- დაიწყო სოფიამ- 17 წლისები ვიყავით, მოსვენებას არ მაძლევდა, სადაც ვიყავი ისიც იქ იყო და ვერაფრით გავაგებინე , რომ არ მინდოდა მასთან, ზედმეტად მიახლოვდებოდა და მავიწროვებდა- ლექსოს გახედა, მან ეს ისტორია უკვე იცოდა , მაგრამ მშვიდად მაინც ვერ უსმენდა- მამაჩემს ვუთხარი, მაგრამ ეკიდა, მიზეზი მიეცი და იმიტომ იქცევა ეგრეო, ერთხელაც სადარბაზოსთან დამხვდა და მორიგი უარისგამო ხელო გამარტყა, ზედმეტად მთვრალი იყო . ნინამ გაიგო, მაშინ ეს ბიჭი ბეისბოლის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მივიდა მასთან ვარჯიშზე ისე რომ არ ვიცოდი და ბეისბოლის ჯოხით ცემა- გაეცინა და გააგრძელა- მერე გამოუცხადა , ამომავალ ვარსკვლავს ცუდი ისტორია არ სჭირდება, ჩალურჯებებს კარგად მოუარე და თვალში არ მოგვხვდე მე და ჩემ დაქალს თორე საქმე ცუდად წაგივა, კამერის ჩანაწერები მაქვს სადაც ყველაფერი ჩანსო, რა თქმა ინდა არ ქონდა ეს ჩამაწერი. - მოიცა ის ასე დანებდა- გაეცინა კოსტას. - კი, გოგომ გუნდის წინ შეგარცხვინოს და ცხვირი გაგიტეხოს, ანუ რაღაცის თავი აქვს ან ვიღაც ყავს, ასე ეგონა იმას. - გადამრევს ეგ გოგო, თქვენ მთელი ცხოვრებაა დრამები გაქვთ- იღიმოდა დათა. - ერთად ცხოვრობდით ხო? - იკითხა კატომ - კი. - ისე სულ მაინტერესებდა , ბინა ხო გაქვს, მასთან რატომ ცხოვრობდი? - სოფიას შეხედა დიტომ. - ისევ იმ ასაკში ვიყავით, 17 წლისები, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემმა მანიაკალური გამოვლინებები, რომ დაიწყო , ფიზიკურად მეხებოდა და მისი ერთადერთი თავის ტკიბილი ვიყავი, ერთხელ ნინა ჩემთან დარჩა , სახლში გვიან მივედით რადგან მასწავლებელმა ტესტი გვაწერინა და ამაზე მამა გაბრაზდა, ნინასთან ერთად არაფერი მითხრა, წყლის დასალევად , რომ ჩამოვედი არ ეძინა და გამარტყა, მერე მიყვიროდა და ისევ ცდილობდა დაერტყა, ამ დროს ნინა ჩამოვიდა ლარნაკი ჩაარტყა ხელი მომკიდა და წამომიყვანა, მარტო ცხოვრობდა და მასთამ ვცხოვრობდი მეც, მამაჩემს არ გაუპროტესტებია , ვეკიდე, ნინამ ჩემი ოჯახი ფულ გართობაში ფლანგავს და ჩვენ რას დავაკლებთო მუშაობის უფლებასაც არ მაძლებდა, ერთმანეთი გაგვქონდა და მაგიტომ ვართ ასე დამოკიდებილები ერთმანეთზე-მოყვა სოფიამ და თვალები აუცრემლიქმდა- უფფ, სულ ამ ორსულობის ბრალია რა ემოციური ვარ- გაიღიმა ბოლოს. - მაპატიე პრინცესა, არ ვიცოდი ასეთი რამის გახსენება თუ მოგიწევდა- დანაშაული იგრძნო დიტომ. - კარგი რა, მე ეგენი წარსულში დავტოვე , არ ვღელავ, ნინა რომ მყავს სხვა არც არაფერი მადარდებს. სანდრო ისმენდა და გულში სიამაყეს გრძნობდა, წარმოიდგინეთ გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია საყვარელი ადამიანებისგამო სამყარო თავდაყირა დააყენოს, ნამდვილად პრივილეგიაა, მაგრამ ძალიან ღელავდა , რომ თავისი სისულელისგამო დაკარგა. *** გადაწყვეტილება მივიღე და ლექსოს დავურეკე, ვიცოდი ახლა ვინმესთვის უნდა მეთქვა დრო ცოტა იყო ამიტომ სოფიას ვერ ვანერვიულებდი. - ლექსო სად ხარ? - რა ხდენა ნი, რა ხმა გაქვს , მშვიდობაა? - სალაპარაკო მაქვს. - კონპანიაში მივდივარ, მოხვალ თუ მოვიდე? - მოვალ. მისი კაბინეტისკარი შევაღე, ჩემთბის ყავა უკვე გაემზადებინა და ოთახში ბოლთას სცემდა. - რა ხდება? - შესვლისთანავე ჩემთან გაჩნდა და ჩამეხუტა. - მე- ვთქვი და ვიგრძენი ცრემლები მგუდავდა. - თქვი ნინა, ისეთი რა არის სოფიამ , რომ არ იცის და მე მეუბმები. - სოფიამ არ უნდა ინერვიულოს, ამიტომ შენთან მოვედი, რომ მოვიფიქროთ და ერთად ვუთხრათ ადამიანურად. - რა უნდა ვუთხრათ? - ვთხოვდები.- ვთქვი და მოწყვეყით დავეშვი სავარძელში. - რას შვები? მოიცა ახლა რა თქვი? - არეული სახთ მიყურებდა ლექსო. - მე გიორგის მივყვები. - გაგიჟდი? ამას რატომ აკეთებ? - სხვა გზა არ მაქვს. - რა მოხდა , ნუ შემშალე მომიყევი, ვიზამთ რამეს. დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, ხმას არ იღებდა, ოთახში დადიოდა და თავზე ხელს ისვამდა, აშკარად გამოსავალზე ფიქრობდა. - მოვკვდები და მაგას არ დავუშვებ- მითხრა ბოლოს. - სხვა გზა არ მაქვს ლექსო, უამრავი სესხი, ბინა ყველაფერი მაგ კომპანიით მაქვს? უფულობას არ ვჩივი, ვიცი რომ ისევ მივაღწევ რაღაცას , მაგრამ მამაჩემი კომპანიაც ჩემზეა და მათაც ყველაფერი ჩამოერთმევათ. - რაა? რატო დარდობ? ეგ არ არის შენი პრობლემა გესმის? მათ გაგყიდეს და ახლა ვალდებული არ ხარ შენი ბედნიერება დათმო. - მე გამოსავალი არ მაქბს - გაქვს, სანდროს უნდა ვუთხრა. - არ გაბედო, ლექსო ეგ არ გამიკეთო. - უნდა იცოდეს, რამეს მივიფიქრებთ ყველა ერთად . - ვერა, ვერა. ორო წელი და ვსო. - ცოტა დრო გგონია? - გამოსავალი არ არის. - ამოიჩემე ეს გამოსავალი არ არის არ არისო, ვიპოვით ყველა ერთად, მენდე. - სანდრო მირეკავ ეს დღეებია, მწერს, ვაიგნორებ არ მინდა მასთან რაიმე შეხება მქონდეს, გთხობ მხოლოდ ის უთხარი, რომ შემეშვას. - უნდა იცოდეს სანდრომ ნინა- მითხრა ლექსომ და ამ დროს ნაცნობი ხმა გაისმა. - რა უნდა ვიცოდე? - ადგილზე გავიყინე. - არაფერი- ვთქვი და წასასვლელაფ გავემზადე. - რასქვია არაფერი? - მომიახლოვდა. - მე დაგტოვებთ- გავიდა კაბინეტიდან ლექსო. - რა უნდა ვიცოდე თქო- გამიმეოტა სანდრომ , ხმაში ბრრაზი ეპარებოდა. - შემეშვი, ის უნდა იცოდე , რომ შემეშვა არ მინდა შენთან არანაირი დონის კომუნიკაცია. - რა უნდა ვიცოდე- გამიმეორა ისევ. - ვთხოვდები. - კაი რას იძახი- აშკარად ხუმრობას მიიღო და გაეცინა. - გიორგის ცოლად მივყვები.- ახლა კი ხმაში ბზარი ნამდვილად მეტყობოდა. - რატომ - უბრალოდ ასე გამოვიდა - რა გამოვიდა - ჩემი გათხოვების ამბავი - რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა? - გაინტერესებს ჩემი ორსულობა გამოგრჩა თუ არა ? - მაინტერესებს რამე მიზეზი გამომრჩა თუ არა რისგამოც მიყვები - ვალდებული არ ვარ აგიხსნა - ხარ ნინა - რატომ ვარ? - იმიტომ რომ მომავალი ჩვენი მომავალი ერთად უნდა ყოფილიყო - ეს ვინ გადაწყვიტა ? -აქამდე ამ სიტყვებისგამო ცხოვრებას დავთმობდი ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცხოვრებამ აქეთ დამთმო. - მე გადავწყვიტე - ჩემგან დამოუკიდებლად- ცინიზმი შემეპარა ხმაში. - გავიგებ გიორგის რისგამო მიყვები და პირობას გაძლევ ერთადერთი ადამიანი ვისაც ცოლად გაყვები მე ვარ- უკან არ მოიხედავს ისე გავიდა. ცარიელი და დაბნეული ვიყავი, ჩემი საყვარელი მამაკაცი ჩემი საოცნებო სიტყვებით მელაპარაკებოდა და ჩემი ცხოვრება ჩემს გარეშე მიდიოდა. სოფიასთან მისვლა გადავწყვიტე , მაგრამ ჯერ არ ვიცოდი ვეტყოდი თუ არა რამეს.... - ჩემი ნათლულის დედას ვესაუბრები?- დავურეკე სოფიას. - ნურას უკაცრავად, თქვენს დაქალს ესაუბრებით- გაისმა ტელეფონში. - შენთან მოვფრინავ, რამე გინდა? - ალუჩა მინდა , მაგრამ არსად არ არის , შენ მოდი- წუწუნებდა ის. - მოვალ.... ნახევარი თბილისის მოვლა მომიწია , მაგრამ ალუჩითა და უამრავი ტკბილეულით ხელში მივედი ჩემი სულის ადამიანთან და მასთან ვინც გადაარჩინა ჩემი ცხოვრება. - მართლა იშოვე? ამ ზამთარში სად იყო- გაოცებას ვერ მალავდა და თან ალუჩას ჭამდა . - ჯერ სად ხარ, უნდა გაგათამამო- მეცინებოდა, ბავშვის არსებობა ყველაზე გრანდიოზული მოვლენა იყო ჩემთვის. - ღმერთო, ყოველდღე უფრო მიხარია შენი არსებობა. - შენი აზრით გოგოა თუ ბიჭი? - ჩემი აზრით გოგოა. - მეც ეგრე მგონია, ერთ თვეში გვეცოდინება ხო? - კიიი, აუ რა უნდა დავარქვა? - მოვიფიქრებთ რამეს... - ლექსო სად ხარ? - ბარში მივდივარ, ყველა იქაა, შენთან უნდა დამერეკა ახლა , იქ მოდი. - ყველაფერი იციან?- შესვლისთანავე იკითხა სანდრომ. - კი , რა გითხრა ნინამ შენ? - მიზეზი არ მითხრა , შენ მოყევი.- ლექსომაც დაიწყო და ყველაფერი მოუყვა. - მაგ საქმეს მე მივხედავ- სულმოუთქმელად დალია ვისკი სანდრომ. - მოვიფიქრებთ ყველაფერს და უფლებას არ მივცემთ ასე მოექცეს თავის თავს.- არ ცხრებოდა კოსტაც. - მე გავდივარ, ყველაფერ მივხედავ თუ რამეში დამჭირდება დახმარება დაგირეკავთ, ზედმეტი არაფერია საჭირო, საბუთებს ვნახავ და მოვგვარდები- თქვა სანდრომ, შემდეგი ჭიქაც დალია და უკან მოუხედავად წავიდა. - რა დააშავეს ამათმა კიდე სულ შარში , რომ არიან - ამოილაპარაკა დათამ. - ბიჭო იმენა სულ უკან ტრიალებს ამათი ბორბალი - დაამატა კოსტამ. - მოაგვარებს სანდრო, უბრალოდ გადაიღალა ნინაც რა , ცოდოა მაგარი- ღელავდა დიტოც. - ,,ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება მორტი და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ჯერ სასასრულიც არ არის"- თქვა ლექსომ , თავისივე ნათქვამზე გაეცინა და ჭიქა მოიყუდა. ლექსომ ყველაფერი მოუყვა სოფიას, მშვიდად და აუღელვებლად შეხვდა ისიც ამ ალბავს, რადგან სანდროს იმედი ჰქონდა , მაგრამ შინაგანად აფორიაქებული იყო, გამიცდიდა, რო დაქალი უკვე ასეთ რაღაცებს აღარ ყვებოდა და მთლიანი სტრესის გადატანას მარტო ცდილობდა. *** დილით სანდრო მოვიდა, ოფისის კარი დაუკაკუნებლად დემოაღო და ფურცლები დამიდო მაგიდასთან. - ცოლად მომყვები- გამომიცხადა.გამეცინა. - მე რა სათამაშო ვარ? ხან ერთი მოხვალთ აქ პირობა-ვალდებულებებით, ხან მეორე. სათამაშო ვარ? თითქოს იმისთვის მიცხოვრია თქვემს ჭკუაზე , რომ ვიარო. - ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ დიდი არჩევამი გქონდეს. ან არცერთს არ გამოგვყვები და დაკარგავ რისთვისაც გიშრომია, ასევე მშრალზე დატოვებ შენს ოჯახს, ერთი თეთრიც არ ექნებათ, რუსეთში ცხოვრების უფლებასაც კი ჩამოარევენ, მამაშენის შავ საქმეებს სააშკარაოზე გამოიტანენ და ციხეში წავა . ან გიორგის გაყვები და მთელ შენს ცხოვრებას დაკარგავ, მაგრამ ფინანსურად უველაფერი იგივე იქმება, ან მე გამომყვები.- ის ხსნიდა მე კი ისევ მეღიმებოდა ცინიკურად. - და შენ რა იცი რას ვკარგავ თუ შენ გამოგყვები? - რას კარგავ, იქნებ შენ მითხრა? - გაღიზიანებული იყო. - რაც ჩამოთვალე იქი ისეთი ღირებული არაფერი გითქვამს, შენთან ყოფნით კი ყველაზე ღირებულს დავკარგავ. - ღირსებას?- იმდენი ცინიზმი და სარკაზმი იყო მის ხმაში. - ბინგო- ძალიან ჭკვიანი ხარ დადიანო. - ჯერ ეგრე ნუ მომმართავ მე შენი დადიანი არ ვარ, მერე კიდევ ამ ყველაფერს შენს გადასარჩენად ვაკეთებ და სულ მინიმუმ მადლობელი უნდა იყო ჩემი. - ჩემი სიკეთისთვის კი არა შენი ეგოს დასაკმაყოფილებლად აკეთებ ამ ყველაფერს და ძალიან გთხოვ აქ ბანალური დიალოგების დრო ნამდვილად არ არის, ჩემს ცხოვრებას , როგორმე მეთვითონ მივხედავ ახლა კი აიღე ეს ფურცლები და გაქრი აქედან. - შენი კატეგორიული ტონი შენი მშობლებისწინაშე რომ ყოფილიყო ასეთი მკაცრი იქნებ ამ მდგონარეობაში მაინც აღარ აღმოვჩენილიყავით? - და შენ რა მდგომარეობაში აღმოჩნდი? მოიცა , უკაცრავად რამე გთხოვე? დახმარება არავისთვის მითხოვია , როგორც მახსოვს. - ხოდა მაგ გაუტეხელი სიამაყისგამო გენგრევა თავზე ცხოვრება, იქნებ დროულად რომ ამოიღო ხოლმე ხმა მშვიდი ცხოვრებაც შეძლო. - შენ მოეშვი მაგ ,,იქნებზე" ლაპარაკს, თორემ მეც რომ დავიწყო შორს წავალთ, უკანასკნელი ადამიანი ხარ ვისაც პასუხი შეუძლია მომთხოვოს რამეზე აცნობიერებ? - წარსულში ქექვა არაფერს მოგიტანს, მე სიტყვები დავხარჯე და პასუხი მხოლოდ ერთია. - მე შენს შედგენილ პასუხებზე არ ვცხოვრობ, აქამდე როგორღაც ხო მოვედი, ახლაც შენს გარეშე მოვაგვარებ. - ვხედავ საქმის სირთულე არ იცი, თორემ ასე არ იჭიკჭიკებდი, ან იქნებ ძალიან მოგეწონა ბატონი გიორგი და ტყუილად ვწვალობ ამდენს?- ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, ჩემი ნერვები ჰაერში დაფრინავდა, მივუახლოვდი, თვალებში ჩავხედე , შემდეგ მხარი გავკარი და ჩემი ოფისი მე თვითონვე დავტოვე, არ ვიცი მას შემდეგ რა მოხდა, როგორ ან როდის წავიდა მაგრამ მე სახლში ვიყავი და ჩაბნელებულ ოთახში საკუთარ ფიქრებს ვებრძოდი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოახერხა , რომ ახლა მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი თუ რაღაც მსგავსი, მაგრამ ეს უკიდურესი შემთხვევა იყო. თითქოს თავს დავალებულად გრძნობს ჩემს მიმართ და მოვალეობის მოხდის მოზნით აკეთებს ყველაფერს, სადღაც ღირსების საკითხია მის გვერდით ყოფნა ჩემთვის და საშინელ ლაბორინთში აღმოვჩნდი. ვიცოდი გიორგიზე უკეთ მასთან ,რომ ვიქნებოდი , ბუნებრივია თავისუფლებაც მეტი მექნებოდა და ჩემი ცხოვრებაც ნაკლებად ამოყირავდებოდა, მაგრამ ვინ იცის როგორ გავეტეხე ვერსად დამალულ გრძნობებს. სანდრომ ბიჭებს და სოფიას ყველაფერი გაანდო. - კონტრაქტის გაუქმება შეუძლებელია, უკვე ხელმოწერილია და ვერაფერს მოვუხერხებთ, ამაზე გიორგიც არ იქნება თანახმა, მაგრამ ჩემი ადვოკატოს დახმარებით , შევძელი ქვე პუნქტიდ დამატება, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გაბათილდება თუ გოგო გათხოვილი იქნება , ამიტომ ცოლად უნდა გამომყვეს. - გაგიჟდება-ჩაილაპარაკა სოფიამ. - გაგიჟდა უკვე, მაგრამ სხვა გზა არ არის სოფია, მე იმ მონსტრთან ვერ გავუშვებ. - დრო როდემდე გვაქვს?- იკითხა კოსტამ. - ხვალ უნდა მოგვარდეს. - როგორ უნდა დავითანხმოთ, სოფია შენ შეხლებ? - გახედა ლექსომ. - არ ვიცი ახლა ის თვლის , რომ სანი ვალდებულების მოხდის მიზნით აკეთებს ამ ყველაფერს, თან დარწმუნებული ვარ დიალოგიც საშინლად მძიმე გექმებოდათ- ვერ ისვენებდა სოფია. - მართლა ძალიან ცუდი რაღაცები ვუთხარით ერთმანეთს- გიჟს გავდა სანდროც.-მაგრამ ეგეც მივაგვარე, სხვა გზა არ მაქვს, ძალით თუ არ მოვიყვან ცოლად, მაშინ იმ სირს გაყვება. - რატო აკეთებ ამას- პასუხის ცოდნის მიუხედავად იკითხა სოფიამ. - შენ იცი რატოც ვაკეთებ, შენმა დაქალმა არ იცის- უპასუხა სანიმ. რთული დღე გათენდა და რთული დიალოგებითაც დაიწყო, სოფია ცდილობდა , როგორმე დაეთანხმებინა დაქალი , მაგრამ ამაოდ, თუმცა სანდრომ ყველაფერი მოაგვარა. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება არ უნდოდა იძულებული გახდა გიორგი მოეტაცებინა და ნინას მისი მოკვლით დამუქრებოდა. - ამაზე წამსვლელი, რომ არ ხარ ორივემ ვიცით-ვუთხარი სანდროს. - შენ რა იცი მე რაზე ვარ წამსვლელი- ეშმაკები უთამაშებდა თვალებში. - ვიცი, რომ არ ხხარ. - კი არ იცი გინდა , რომ ეგრე გჯეროდეს. შენი აზრით არ შეიძლება ცემაშე შემომაკვდეს არაკაცი, რომელმაც ჯერ მოგიტაცა და რომ ვერ დაგისაკუთრა ახლა უნდა ოფიციალური სტატუსი ძალით გქონდეთ? - შენც ძალით გინდა . - ჩვენ ორს შორის განსხვავებას ვერ ხედავ? - პასუხი ისედაც იცი , უბრალოდ არ მინდა, რომ შენი ცოლი ვიყო. - მაგაზე მეტად არასდროს არაფერი გდომებია , ორივ ვიცით- გულწრფელად გაეღიმა. - სისულელეებს ლაპარაკობ, კარგად იცი , რომ ახლა ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა სანდრო. - გასაგებია, მესმის, მაგრამ მის მკლავებში ვერ დაგტოვებ, ელენეს სიცოცხლეს გეფიცები, შენს სიცოცხლეს გეფიცები ნინა, თუ ცოლად მას გაყვები ერთი წუთი არ ვაცოცხლებ- როცა სანდრო თავის დას იფიცებდა იქ ყველაფერი რთულად იყო, ვიცოდი გააკეთებდა, არა იმისგამო რომ ვუყვარდი(შეიძლება ვუყვარდი კიდეც), არამედ იმისგამო, რომ სიტყვას არ გადავიდოდა. მე სანდრო დადიანის ცოლი ვიყავი, ერთ დროს , რომ ღამეებს ამაზე ოცნებაში ვატარებდი, ახლა თითქოს კოშმარში ამოვყე თავი. ხელი მოვაწერე, კაცი რომელიც მიყვარდა ორი წელი ჩემი ქმრის სტატუსით მეყოლებოდა და ეს მხოლოდ დასაწვავი კონტრაქტის გამო იყო ასე. ხელი მოვაწერეთ, მერე მე სოფიასთან ცოტახანს ვილაპარაკე, მან ბიჭებთან და განადგურებული უკვე მის გვერდით, მისივე მანქანაში ვიჯექი. - ნი- სიჩუმე მან დაარღვია, თან ისე ნაზად დამიძადა თითქოს მართლა სიყვარულით მომიყვანა ცოლად. - გისმენ. - შენ ისევ ისე იცხოვრებ, როგორც ცხოვრობდი. - ვიცი სანდრო. - ახლა ყაზბეგში მივდივართ, იქ რამდენიმე დღე გავჩერდეთ და მერე მოვიფიქროთ დამარჩენი. - გასაგებია. - ასე ნუ მელაპარაკები. - როგორ ასე? - მოვალეობის მოხდის მიზნით. - მოვალეობის მოხდაზე ხმას ნუ იღებ- ცინიკურმა ღიმილმა ისევ მომიცვა. - მე შენ ცოლად მოვალეობის მოხდის მიზნით არ მომიყვანიხარ- ხმა მშვიდი და აუღელვებელი ქონდა. - მაშინ რა ვუწოდოთ, ქველმოქმედება? - როცა დამშვიდდები, დაწყნარდები და აზრზე მოხვალ მერე დავიკაპარაკოთ ცივილურად. - რამდენი ნომერი აიღე? - ერთი- მითხრა და გამომცდელას შემომხედა. - ჩვენ მხოლოდ კონტრაქტი გვაკავშორებს- სიტყვა დავასრულე თუ არა მივხვდი რამდელა შეცდომა დავუშვი ამ თემას , რომ შევეხე. - კოტეჯია, რამდენიმე საძინებლით, არ ინერვიულო ნინა. აღარაფერი მითქვამს, ანდა რა უნდა მეთქვა, ძალიან ვაწყენინე. ჩემს მშობლებს დიდი პრობლემა არ შეუქმნიათ ჩემი გათხოვებიზ ამბებზე, სულ არ კიდიათ თავისი შვილი?! სანდროს მშობლებს კი ეგონათ სიყვარულით შევქმენით ოჯახი და სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. კოტეჯში მივედით, სასურველი საძინებელი ავირჩიე, ტანსაცმელი არც გამიხდია ისე გავეხვიე საბანში და მალევე ჩამეძინა. სანდრო გარეთ გავიდა , აქამდეც ხშირად იყო აქ ნამყოფი და სეირნობა ძალიან უყვარდა. თავში მილიონი აზრი უტრიალებდა, განიცდიდა , რომ საყვარელ ქალზე ასეთი გზით მოუხდა დაქორწინება, თან ისე რომ ცოლმა არ იცოდა გრძნობების შესახებ, მისთვის ერთხელაც არ უთქვამს , რომ უყვარდა. - ხო ლექსო- უპასუხა ტელეფონს. - მშვიდობით ხარ? - ვციდლობ , რავიცი. - ნინა როგორ არის, ურეკავდა სოფია და არ იღებს. - დაიძინა, მე ცოტახანს გამოვედი. - სანი, ყველაფერი გამოგივა, სიმშვიდე შეინარჩუნე ბიჭო. - მთავარია მოთმინებამ არ მიღალატოს- გაეცინა. - ჩემ დაქალს მიხედე თორე მოგიკითხავ სანათესაოს- ტელეფონში ჩაყვიროდა სოფია. - ნათლულს მიმიხედე ნუ იჭიმები თორე მოკითხვა მერე ნახე- გაეცინა სანდროსაც. უკვე გვიანდებოდა, საათის ისრები სამს გადასცდა, სანდრო კი არსად არ ჩანდა. უკვე ბოლთას ვცემდი, მოსვენება დავკარგე, არ მოდიოდა. ვმერვიულობდი, ვღელავდი, მადლობა ღმერთო, ჩემთვის მოიცალე? ესღა მაკლდა არა, ანუ პრობლემები ცოტა მქონდა? სადაც უნდოდა იქ ყოფილიყო , როგორც ინდოდა ისე მე ხო არ ვიცოდი ახლა ესეც ჩემი თავის ტკივილია. მისაღებში დივანზე მოვკალათდი, პლედი მოვიხვია და კარგისკენ ვიყურებოდი, კარის ხმაზე შევკრთი. - მე ვარ , ნუ გეშინია, რატომ არ გძინავს?- არც შემოუხედავს ისე გაიხადა ქურთუკი. - ვერ მოვისვენე.- უჩვეულოდ მშვიდას ვუთხარი. - ხოარ გეშინოდა? - არა, უბრალოდ , მოკლედ რა აზრი აქვს წავალ და დავიძინებ ახლა. - უბრალოდ მელოდებოდი , რომ მშვიდად დაგეძინა- ჩაიცინა. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. - მშვიდად საუბარს როდის შევძლებთ? - შევძლებთ რო? - შენზეა დამოკიდებული ეგ. - აა, ანუ მე ვქმნი პრობლემებს? - კარგი წადი დაიძინე. ნერვებისგან ლამის ჭკუიდან გადავედი, მინდოდა მივსულიყავი და თმები სათითაოდ დამეწიწკნა ამ სითავხედისთვის. შუადღით გამეღვიძა, აშკარად ძალიან გადაღლილი ვიყავი და თავი ვერ ავწიე ბალიშიდან. საღამურებზე პლედი მოვიხვიე და მისაღებში გავედი, არაფერი უთქვამს, ჩუმად დამისხა ყავა და სიგარეტზეც მომიკიდა. - მადლობა- ვუთხარი და მის მზერას წავაწყდი, უცნაური თვალებით მიყურებდა, ასეთი მზერა არასდროს მინახავს მისგან. - არაფერს, საუზმეც გავამზადე, უბრალოდ შენ გაღვიძებას არ აპირებდი და ავალაგე. - ჭამე შენ? - არა არ მიჭამია. - ოთხი საათია, რატომ არ ჭამე? - ზოგჯერ ისეთი სასაცილო ხარ- გაეცინა- გავამზადო შეჭამ? - არა არ მინდა, ჯერ ახლა გავიღვიძე, შენ ჭამე. - არ მინდა - კარგი შენი ნებაა- უდარდელად წამოვდექი და გრძელი პლედით დავდიოდი ოთაახიდან ოთახში, რომ ყველაფერი კარგად შემესწავლა. ნინას სიარულს თვალს აყოლებდა სანდრო, ზედმეტად ლამაზი იყო, ახალგაღვიძებულზე აჩეჩილი თმით, დასიებული ტუჩებით, ოდნავ ჩაშავებული უპეებითა და შეკრული კოპებით საშინლად მიმზიდველი იყო, დიდი ნებისყოფა სჭირდებოდა ადამიანს, რომ არ შეხებოდა. - სოფ, როგორ ხარ? - კარგად ნი, შენ? - კარგად ვარ მეც, დღეს ეხოსკოპიაზე მიდიოდი, რაო რა გითხრეს? - ამ ქაოსშიც ყველაფერი გახსოვს- გაეცინა- აღიცხვაზე ამიყვანეს, ყველაფერი კარგად არის, ერთ თვეში უნდა მივიდე კიდევ. - ერთი სული მაქვს , როდის ვნახავ. - მეც ერთი სული მაქვს, ლექსო ისეთი აჟიტირებულია. - ვაიმე, წარმომიდგენია, ჯერ ისედაც გიჟები ხართ და ბავშვი სულ გაგაგიჟებთ. - ვაიმე ეს არის გიჟი მე ძალიანაც ჭკვიანი ვარ - იცინოდა სოფია- კარგი შემეშვი ლექსოოო , ვლაპარაკობ- მესმოდა ყურმილს მიღმა. - უკაცრავად, ჯერ არ გამითიშია, ყველაფერი მესმის - მეცინებოდა. - მაშინ დროა გათიშო , თორე უარესებსაც გაიგებ- ჩამესმა ლექსოს ხმა. - კარგი ხო, ყველაფერი მაშინ მოგინდებათ მე რომ გელაპატაკებით- გავუთიშე ტელეფონი და რომ შემოვტრიალდი სანდროს დავეჯახე. ასე ახლოს მასთან ხელის მოწერის დროსაც კი არ ვყოფილვარ, რამდენიმე ურთიერთობის საწყის ჩახუტებას თუ არ ჩავთვლით. - გული გამისკდა სანდრო - არადა მშიშარა არ ჩანხარ. - არც ვარ. - წამოდი გავისეირნოთ. - ზედმეტად ცივა- ვწუწუნებდი. - მე უნდა გავიდე მაშინ. - ზრდილობისგამო მეორედაც უნდა გეთქვა. - ღმერთო გაძლება მომეცი. ყველასთან ურთიერთობაში იდეალური ხარ და ჩემთან რატომ ირთულებ ხასიათს? - მე ყველასთან ისეთი ვარ როგორსაც მიმსახურებენ. - წამოხვალ ჩემთან ერთად გარეთ? - ზედმეტად ცივაა. - არაუშავს ნი, თბილად ჩაიცვი და წამოდი. - არ მინდა, შენ წადი- გავბრაზდი. ვიცოდი ჭირვეული გოგოსავით ვიქცეოდი, თინეიჯერობისას თავში, რომ უქრით მაგრამ გეფიცებით ბრაზი და სიყვარული მმართავდა და ზოგჯერ ჩემი თავიც მეზიზღებოდა ამისგამო. ადგა და წავიდა, აბა რა უნდა ექნა, სახლში ნერვებს ვუშლიდი, წესიერი დიალოგი ჩვენ არ გვქონდა და სამეგობროც არსაც არ ყავდა. წიგნი ამოვიღე ჩანთიდან და კითხვა დავიწყე, მაგრამ ვერ ვკონცენტრირდი, როგორ მეზიზღებოდა ზოგჯერ მისი სიმშვიდე და სითავხედე, მერჩივნა სახლში ყოფილიყო და ბევრი გვეკამათა ვიდრე ამ სჩუმეში ვყოფილიყავი. კომპანიის საქმეებს გადავხედე, ონლაინ ვცდილობდი ყველაფრის მოგვარებას და დროც მალე გავიდა, ერთი , ორი , სამი , ოთხი.. უსასრულოდ ვსვამდი ყავას და საჭმელი საერთოდ არ გამხსენებია. პირველ საათზე კარში გამოჩნდება დადიანი, ხელში პარკები ეჭირა, მაგიდაზე დამიდო და ოთახისკენ წავიდა... - დუმილის ფიცი დადე? - გავბრაზდი მის ამ საქციელზე. - როცა გელაპარაკები რამე აზრი აქვს? მაქსიმალურად ცდილობ მდგომარეობიდან გამომიყვანო. - ხოდა გამოდი მერე შენც. - მერე კარგი არაფერი მოხდება, გთხოვ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ტკბილეული მოგიტანე, ჭამე იქნებ დატკბე. ვიცი რომ ეკლერი გიყვარს, ჟელიბონებიც არის მანდ. - მადლობა- მხოლოდ ეს ვუთხარი და მეც ოთახისკენ წავედი. მომდევნო ორი დღე კატათაგვობანაში გავლიეთ, ის ყოველთვის მითმობდა და მეც ვეშვებოდი, სიმართლე უნდა ითქვას, ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი კარგად მეგრძნო , მაგრამ ეს ყველაფერი უფსკრულისკენ მიმაქნებდა. ჩემი ხასიათი ჩემი ფარი იყო, რომელიც სიყვარულის იარებისგან მიცავდა, თუ გავტყდებოდი, ძალიან ძალიან მწარე ჭრილობას მივიღებდი და ჩემს ხასიათსაც ეს მდგომარეობა ამართლებდა. თბილისისკენ მომავალ გზას მოვუყვებოდით, სიმღერების ხმა ფანტავდა გამეფებულ სიჩუმეს და ბუნების სილამაზე ათასგვარი ემოციით მავსებდა. ვუყურებდი ჩემს გვერდით მჯდომ დადიანს და საკუთარი ფიქრების დამორჩილება მიჭირდა, საშინლად ვნებიანი ტუჩენი ქონდა და პერიოდულად ენით ისველებდა. ჯანდაბა... - ცოტახანს ჩემებთან მოგვიწევს ყოფნა.- ჩემი მზერა შენიშნა და ცინიკურად გაიღიმა მე კი მის ტუჩებზე ფიქრებში გართულმა ვერ გავიგე რა თქვა. - რაა თქვი ვერ გავიგე, ჩავიფქრებული ვიყავი. - საქმე ფიქრის ნაცვლადო არ გსმენია? - თვალი ჩამიკრა. - საქმე ლაპარაკის ნაცვლად არის ეგ ჯერ ეს ერთი - ისე ვუთხარი თითქოს მან არ იცოდა ანდაზის სწორი ვერსია- და მერე მეორე გამიმეორე რაც თქვი. - ჩემს ბინაში გათბობის პრობლემაა და რაღაც ხარვეზების, რომელსაც აგვარებენ. ჩემებთან გადავიდეთ სახლში თუ ვიქირაო ბინა დროებით? - გამიმეორა. - ჩემი აზრით შენებთან უკეთესი იქნება. - მეც ეგრე ვიფიქრე, შენთვის უფრო კარგი იქნება სახლში ვინმეს თუ დაელაპარაკები და მე არ შეგრჩები ხელში მარტო კონფლიქტისთვის. - ფიქტიური რომ არის არ იციან ხო? - თუ გენდომება გაიგებენ კიდეც, შენზეა ეგ დამოკიდებული არ ვერევი. - არ მინდა, არ ვთქვათ. - მაშინ საძინებელს ნუ გამაყოფინებ შუაზე. საკმაოდ დიდი საწოლი მაქვს და მოვთავსდებით. - სხვა გზა არ არის? - კი როგორ არა, შეგიძლია იატაკზე დაიძინო ან ჩემებს უთხრა სინართლე. - კარგი, უკვე ნერვებს მიშლი აუწიე სიმღერებს. ამის დედაც, შორიდან ვუყურებ და ლამის ცეცხლი წამეკიდოს ერთ ლოგინში, რომ დავწვებით თავმოყვარეობა , როგორ დავიმორჩილო. ,,ოჯახთან" შეხვედრა მშვიდონიანად და კარგად შედგა. ჩვენ საყვარელი წყვილოს ამპლუაში ვიყავით ისინი კი ანთებული თვალებით გვიყურებდნენ. სანდროს მშობლებს და დას აქამდეც ვიცნობდი, შემთხვევით შეგვხვდნენ მე და სანდროს კაფეში და მაშინ გამაცმო, სოფიას ქორწილიდან და საერთო სამეგობროს სხვადასხვა შეკრებებიდანაც მქონია მათთან შეხება, საკმაოდ კარგი ოჯახია. - ჩემს ძმას ცოლად როგორ გაყევი ეს ანგელოზივით გოგო- იცინოდა ელენე. - ვითომ მე რას მიწუნებ ?- თავზე აკოცა სანდრომ დას. - ხასიათს, ფსიქოპათია, გიჟი- აჟიტირებული ლაპარალობდა გოგო. - შეიძლება სწორედ მაგიტოც, ვაბალანსებთ ერთმანეთს- ვუთხარი ელენეს და სანდროს თვალი ჩავუკარი. - ჩვენ ვისადილეთ უკვე, არ ვიცოდით დილიდან თუ წამოხვიდოდით , ვუთხრა ლანას გაგიმზადოთ რამე? - გვკითხა სანდროს დედამ. - შეჭამ რამეს? - მკითხა სანდრომ. - არა, ჯერ არაფერი მინდა-მშვიდად ვუპასუხე. - ვაა რძალიც მოსულაა- ოთახში შემოვიდა ჩვეული ენერგიით კახა.- როგორ არის ჩვენი ლამაზმანი? - მოიცადე, აქამდე ეგრე ჩემს დანახვაზე შემოდიოდი, მეწყინა- გაბუტული სახე მიიღო ელემ. - ჩემო დედოფალო, ახლა უნდა გაინაწილოთ ყველაფერი- იცინოდა ის და ჩვენთან მხიარულად საუბრობდა, რაღაც ეტაპზე თავი მართლა სახლში ვიგრძენი. ჩემს ოჯახში სითბო არასდროს იყო, არც სიყვარული არც პატივისცემა, არაფერი მსგავსი და ვიგრძენი როგორც მტკიოდა ვერ განცდილი გრძნობები. ასე მემართებოდა ყოველთვის მოსიყვარულე ოჯახების დავახვისას. მე , ნატამ და ელემ ყავა დავლიეთ, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, თქვენ წარმოიდგინეთ ბევრი ვიცინე კიდეც, რაღაც ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ, ელენე აბიტურიენტი იყო და ძირითად დროს სწავლაში ატარებდა , ამიტომ მალევე დაგვტოვა, ჩემსა და ნატას შორის კი უფრო მეტად დედაშვილური ანდა დაქალური საუბრები წავიდა. მერე ყველამ ერთად ვივახშმეთ, კვლავ ვსაუბრებდი და ვგრძნობდი ძილი როგორ მერეოდა. სანდრო დასაძინებლად წავიდა, მე სატელეფონო საუბარი მოვიმიზეზე და ვცდილობდი ჩვენი ერთ ოთახში ყოფნის ამბავი რაც შეიძლება მეტად გამეწელა ანდა მას როცა ჩაეძინებოდა, მაშინ ავსულიყავი. - აუ სოოოფ, ხოარ გეძინა? - არა, რა ხდება პატარავ? - ახლა მიწევს ავიდე და მის გვერდით დავიძინო, გული ლამის გამისკდეს. - მაგაზე ხო ვილაპარაკეთ უკვე , დამშვიდდი, დაწყნარდი, თითქოს არც არავინაა შენს გარშემო და კომფორტულად მოეწყე ანდა მიეცი მაგის დედაც ვატირე- ბოროტულად გაიცინა სოფიამ. - ახლა ილოცე ეგ რომ ლექსოს არ ესმოდეს თორე თმებს გაგაცლი. - არ ესმის , მაგრამ მე წინააღმდეგი არ ვარ, ბოლოსდაბოლოს მონასტერში წასვლას ხოარ აპირებ ? - კვლავ გიჟივით იცინოდა. - ჩემს ნათლულს არ ატარებდე მუცლით, განახებდი წასვლა წამოსვლას. წავედი რამეს მოვიფიქრებ. - წარმატებები, დეტალები არ გამომიტოვო ხვალ მომიყები. - გიჟი ხარ, ალქაჯი.- გავუთიშე ტელეფონი. ,,ჩემს გვერდით დაწოლის შიშით მანდ გათენებას აპირებ? "- მომივიდა შენტყობინება სანდროსგამ. მეხი რატომ არ დაგეცემააა- ვბურტყუნებდი ჩემთბის და საძინებლისკენ მომავალი გზას ნელა მივუყვებოდი. - ამ მხარეს არ დავიძინებ- შევედი თუ არა ვუთხარი. - მეც არ მიყვარს ეგ მხარე- ნიშნისმოგებით მითხრა. - სანდრო, მე ამ მხარეს არ დავიძინებ. - არც მე. ხო მართლა საღამურები შეგიძლია სააბაზანოში გამოიცვალო , მე ვიძინებ. ჩემს თბილ საღამურებში გამოვეწყვე და რომ გამოვედი მეორე მხარეს იწვა, ჯანდაბა, რა საყვარელია, ადგილი დამითმო. - მადლობა- თითქმის ჩურჩულით ვუთხარი და უკვე ჩამთბარ ლოგინში მოვკალათდი. ყველგან მისი სუნი იყო, ჭკუიდან გადავდიოდი. მთელი ღამე ვერ მოვისვენე, მეგონა ზედმეტად შევეხებოდი ან რამე მსგავსი , საკუთარ სუნთქვასაც კი ვაკონტროლებდი. მარტო წოლას ვარ მიჩვეული და ისეთი ძილის მანერა მაქვს ჩემი ლოგინი მთლიანად ოკუპირებულია ხოლმე, ამიტომ ვღელავდი და ძილი არაფეით მეკარებოდა. - სუნთქვას თუ ასეთი სიხშირით შეიკავებ შეიძლებ რამე დაგემართო- ჯანდა შენს ცინიზმნს დეგრადიულო- შეგიძლია მოდუნდე და თამამად მოკალათდე. - უბრალოდ დრო მჭირდება ახალ გარემოს, რომ შევეგუო, სხვანაირად ვერ ვიძინებ. - ყაზბეგში მშვენივრად გეძინა. - შემეშვი რა. - ხვალ რა გეგმები გაქვს? - მოიცა ჩემი დღის განრიგები უნდა ჩაგაბარო? - ვალდებული არ ხარ ანგარიში ჩამაბარო უბრალოდ ადამიანურად გკითხე ნინა და ნუ ცდილობ ყველაფერში პრობლემა დაინახო. - არ ვიცი , ოფისში საქმე არ მაქვს, ონლაინ მოვაგვარე ყველაფერი, უბრალოდ ატელიეში შევივლი, რომ ვნახო როგორ მიდის საქმეები, მოკლედ რამეს მოვიფიქრებ. - სახლიდან როცა გინდა მაშინ გადი, უხერხულად არ იყო, უბრალოდ თუ პრობლემა არ გექნება მითხარი ხოლმე, რომ გადიხარ. - ჯერ ახლა ჩამოვედით და მიტყდება ეგრევე გასვლა, უხერხულო არ არის? - მართლა ცოლქმარივით ვლაპარაკობდით. - შენს საქმეში არავინ ჩაერევა, ახლა დაიძინე ძალიან გვიანია და დილით სოფიასთან მე თვითონ წავიყვან. - კარგი- ვუთხარი და გვერდი მის მხარეს ვიცვალე, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა , ისე მიყვარდა, ამდენი ხნის ნათმენი სიყვარული ერთიანად აფეთქდა ჩემში, გამიღიმა- ამ ღიმილით ეშმაკსაც კი გააკეთილშობილებდა. მივხვდი ასე სულ ვერ დავიძინებდი ამიტომ ისევ ზურგი გაქციე. ჩამეძინა. დილით სანდროს წასვლა ვერ გავიგე, ჩემზე ადრე ადგა, მესიჯი დამხვდა ,, ადექი, ისაუზმე და მანამდე მეც მოვალ" - არაფერი მიმიწერია, ავდექი, მოვწესრიგდი და კიბეები სირბილით ჩავიარე. - დილამშვიდობის - გავუღიმე მისაღებში მყოფ ნატას და ელენეს. - დილამშვიდობის - მითხრეს ერთდროულად. - ჩამეძინა, მგონი თქვენთან ერთად ყავის დალევა ვერ მოვასწარი- მეღიმებოდა ამ ოჯახურ სიტუაციაზე. - ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ- ფეხზე წამოდგა ნატა. - დედას ვეთანხმები- გვერდით დამიდგა ელენე. - მაშინ ყავას თქვენთვის მე გავაკეთებ- ისეთი აურა იყო მათ გვერდით, რომ მაქსიმალურ თავისუფლებას ვგრძნობდი. - არ მინდა შეწუხდე , ლანას ვეტყვი- მითხრა დამხმარე ქალზე ნატამ. - როგორ უნდა შევწუხდე, თქვენ დასხედით, მე ლანასთან გავალ და ყავით დავბრუნდები, თქვენ უბრალოდ როგორს სვამთ ის მითხარით. - ნატა უშაქროს და მე ორი კოვზი შაქრით- მიპასუხა ელენემ. სამზარეულოში ლანა ფუსფუსებდა, საკმაოდ სანდომიანი შეხედულების ქალი იყო . - დილამშვიდობის ქალბატონო- მითხრა შესვლისთანავე და ძალიან შემრცხვა ასეთი მომართვისგამო. - გთხოვთ , ძალიან გთხოვთ მეორედ ქალბატონო არ დამიძახოთ, ნინა მქვია, მირჩევნია სახელით მომმართავდე. - მაშინ თქვენც ლანათი უნდა მომმართოთ- გამიღიმა. - კარგი ლანაჩკა, ეგრე იყო, ყავა უნდა გავაკეთო, ხომარ დალევ? - მე გავაკეთებ, რატომ წუხდები? - არ ვწუხდები, უბრალოდ ასე მინდა, გაგიკეთო შენც? - არა მადლობა. ყავით ხელში დავბრუნდი მისაღებში, ნატა რაღაც ჟურნალს კითხულობდა, ელენეს კი ინგლისურის ტესტები ეჭირა ხელში და მთლიანად მასზე იყო კონცენტრირებული. ჩემი დანახვისას ორივემ გადადო თავიანთი ნივთები. - ღმერთო რა გემრიელია-შემომხედა ნატამ- მგონი ამის შემდეგ გავთამამდები და მარტო შენს მოდიღებულ ყავას დავლევ. - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს- ვიღიმოდი. - მაშინ მეც ეგრე მინდა- აუბა მხარი დედას ელენემ. - ნი, შენთვის რაღაცები ვიყიდე , ყავას, რომ დავლევთ ავიდეთ ზემოთ და მოგცემ- მითხრა ნატამ. - რატომ შეწუხდით- ისევ ამდენი მზრუნველობა, ღმერთო რა რთულია ფიქტიურად იყო ამხელა სითბოში. - აუ მეც მაქვს რაღაც - ჩაეცინა ელეს- ოღონდ საღამოს გახსენი, ცოტახანში მოგიტან. - ორივეს ძალიან დიდი მადლობა. ყავის დალევას მოვრჩით და ნატამ დამაპირების ასასრულებლად წამოყვანა. როგორც იციან ტრადიციულად ოქროს სამკაულები გადმომაბარა, საგვარეულო ბეჭედიც მისახსოვრა და მითხრა, რომ ეს ჩვენ შვილს უნდა ეტარებინა, ყველაზე მეტად ახლა მომიცვა სევდამ. ძალიან ბევრი რაღაცები იყო, რაც დამჭირდებოდა ან არ დამჭირდებოდა, მაგრამ ტრადიციებს ქართული ოჯახები გვერდს ვერ უვლიან და ჩვენც ვერ გავექეცით. ორივეს ნასაუზმები იყვნენ, ამიტომ გადავწყვიტე სამზარეულოში მეჭამა. ნატა ოფიში წავიდა , ელენე ინგლისურზე , მე კი ამხელა მისაღებში მარტო ყოფნა არ მინდოდა, ზედმეტად მძიმედ მაბრუნებდა წარსულში. - ლანაჩკა, ძალიან მშია, შეგიძლია რამე მაჭამო?- საწყალი თვალებით შევხედე ქალს- ოღონდ აქვე ვისაუზმებ რა, არ მინდა იქ მარტო ყოფნა, შენ უკვე ისაუზმე? - ვისაუზმე , ვისაუზმე ახლა შენ გაგიმზადებ, ჩამოჯექი , ყველაფერს წამებში გავაკეთებ. - დიდიხანია აქ მუშაობ? - 20 წელია ამ ოჯახში ვარ. - ანუ სანდროს და ელეს ბავშვობასაც უყურებდით. - კი, სანდრო ძალიან განსაკუთრებული იყო, ყოველთვის ყურადღებიანი და მზრუნველი, ასე სიტყვიერად არასდროს გამოხატავდა , მაგრამ ისე იქცეოდა , რომ გრძნობდი. - კი, სანდრო ნამდვილად ეგეთია. - სანდროს ძალიან უყვარხარ, ძალიან გაგიმართლა და მასაც ძალიან გაუმართლა ასეთი გოგო, რომ ყავს.- სანდროს ძალიან ვუყვარვარ? ამან საიდან იცის? ვსაუზმობდი, შიგადაშიგ ვლაპარაკობდით , მაგრამ მე კვლავ ის სიტყვები ჩამესმოდა ,, სანდროს ძალიან უყვარხარ" ვიცი , რომ ბოლომდე გულგრილი არ არის ჩემს მინართ, მაგრამ ძალიამ სიყვარული დიდი ამბავი და ამ ამბავში სანდრო არ არის. მასზე ფიქრებში ვიყავი გართული , კარი რომ შემოაღო. - დილამშვიდობის გოგონებო- მოგვმართა თავისი ჯადოსნული ღიმილით ორივეს. - დილამშვიდობის - ვუთხარი მეც და ჭამა განვაგრძე. - დილამშვიდობის შვილო, რამეს ხოარ შეჭამ?-კითხა მზრუნველად - მხოლოდ ყავა მინდა, თუ არ შეწუხდები ლანაჩკა.- ისიც ჩემსავით მიმართავდა. - აქ რატომ საუზმობ? - შემომხედა. - იმიტომ რომ იმხელა მისაღებში მარტო ყოფნა არ მინდოდა. - სახლში არავინაა? - არა , მხოლოდ ჩვენ ვართ.- საუზმობას მოვრჩი და ლანას ალაგებაში ვეხმარებოდი. - მადლობა ლან- ვუთხარი და სანდროსთან ერთად მისაღებში გავედი. - სად იყავი? - მართლა ცოლივით ვიკითხე. - საქმეები მქონდა, დიდიხანია გღვიძავს? - საკმაოდ, ყავა დავლიე და ვისაუზმე. - ანუ ზუსტ დროს მოვედი, გინდა წავიდეთ სოფიასთან თუ გინდა თვითონ მოვიდნენ აქ. - ჩემით შემიძლია წასვლა, დაიღლებოდი. - იმ სახლში მარტო შენი დაქალი კი არა ჩემი ძმაკაციც არის სხვათაშორის- გაეცინა. - გავემზადები და ჩამოვალ , მანამდე ყავა დალიე. - სულელი- ჩაილაპარაკა სანდრომ მიუხედავად მათი ამ ფორმით დაქორწინებისა სანდრო თავს ბედნიერად გრძნობდა რადგან საყვარელი ქალი მის სიახლოვეს იყო და თავისი სახლის ოთახებში დადიოდა, ღიმილით გახედა კიბეებზე ჩამომავალ ნინას, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, კოჭამდე შავი პალტო და შავი ფერის წელში გამოყვანილი მუხლამდე კაბა ეცვა , გრძელი ფეხები და ყოველთვის თვალში საცემი ფორმები ქონდა და ამჯერადაც გულგრილი არ დატოვა სანდრო, შავი თმები მაღლა არწია და კუდი ჩამოეშალა, მსუბუქი მაკიაჟი ქონდა და საოცარი სიარულის მანერა. - წავედით- ვკითხე, ისე მიყურებდა ვიწვოდი. - ისეთი ლამაზი ხარ - მითხრა და მოულოდნელად შუბლზე მაკოცა, ისე დავიბენი დარწმუნებული ვარ მთელ სახეზე ცეცხლი მეკიდა. არაფერი მითქვამს მის გვერდით მოვკალათდი და სიმღერები ჩავრთე. - ატელიეში სოფიასგან წახვალ? - არ ვიცი, ალბათ. - წაგიყვან მე , დამირეკე. - აუცილებელი არ არის შენ მატარო ყველგან. - გასაგებია, მაგრამ ცოტა დათმობებზე , რომ წახვიდე ხომ შეიძლება? თავიდან რაღაც პერიოდი ასე იქნება, ან მძღოლი გატარებს თუ ჩემს სიახლოვეს ყოფნა არ გინდა, ან რავიცი შენ თვითონ იარე მანქანით. - ტაქსებთან პრობლემა გაქვს? - ახლა ქმარი გყავს, მინდა თავს დავუკად გრძნობდე ჩემს გვერდით , ყოველგვარი სპრეის და დანის ტარების გარეშე, უნდა იცოდე, რომ ჩემს გვერდით არაფერი გემუქრება და გასაქანი უნდა მომცე მშვიდად ვიყო შენი უსაფრთხოებით. - კარგი როგორც გინდა. - სოფიასთვის რაღაცები ვიყიდოთ, გადმოხვალ? - კი, წამოვალ. სანდროს ჩვევად ქონდა საყვარელი ადამიანების გაბედნიერება, არ არსებობდა დღე, როდესაც სოფიასთან ხელცარიელი მისულიყო, ციხიდანაც კი დაბადებისდღეებსა და მნიშვნელოვან დღეებზე უგზავნიდა საჩუქრებს , როგოეც ელეს და ნატას ისე სოფიასაც. საშინლად ყურადღებიანია და ამისგამო მინდა ზოგჯერ მოვკლა, რადგან ჩემს გულში დიდ ადგილს იკავებს. - შენ არაფერი გინდა? - მკითხა მეც. - არ მინდა, თუ რამე მომინდება სოფიასას შევჭამ- გამეღიმა. - ხელზე ხელი მომკიდა და მაღაზიიდან გამოვედით, ყველაფერი ჩავალაგეთ მანქანაში და შემდეგი გაჩერება სოფიას ბინა იყო. - ახლა შემიძლია რძალლთი მოგმართო? - ლექსომ გაგვიღო კარი და ჩამეხუტა. - ტრავმატოლოგიური გაქვს ახლოს და ბედს ცდი? - სიცილით ვუთხარი. - შარში ხარ ძმაო- გახედა ლექსომ სანდროს. - გმირულად ვუძლებ- შეიფერა სანდრომ. - ახლა ძალიან არ მინდა ნერვები მომეშალოს ამიტომ გაგეცლებით, ჩემი დაქალი ალბათ სააბაზანოშია , რომ არ გამოვიდა ხო? - კი იქ არის- მითხრა ლექსომ- რად გინდოდა ამდენი რამე - სანდეოს გახედა , მე კი ამ დროს მათი საძინებელის გავლით სააბაზანოში შევედი. - ნი , შენ ხარ?- მკითხა დუშკაბინის მიღმა. - როგორ მცნობ ხოლმე? - ნაბიჯებით- გაეცინა. - დამენ**ა სოფია. - სააბაზანო ისედაც სულ სველია და სანდროზე ლაპარაკს თუ აპირებ წყალდიდობასაც ველოდო? - სოფია და დირთი ხუმრობები ერთი განზომილება იყო. - კარგი რა, ჩემი გამჭირვებია. - კარგი, ხო მოყევი. - ამდენი ხნის ნათმენი სიყვარული ერთიანად შემომეხვა და ასე მგონია ვიგუდები. მეშინია, რომ ვაპატიებ იმ ერთ ტანჯულ წელს და ეს ბოლოს მიღებს, მითუმეტეს არ ვიცი თვითონ რა დამოკიდებულება აქვს. - ხო იცი რომ უყვარხარ. - არა სოფია, არ ვიცი, გამომისტუმრა ციხიდან და მითხრა , რომ აღარ უნდოდა ჩემი ნახვა, ციხიდან გამოვიდა და ზედაც არ მიყურებდა, თუ რამეს გრძნობდა ამ მომენტამდე სად იყო, სანამ ჩემი გათხოვენის ამბავმა მაგისი ნამუსი არ ააფორიაქა ვერაფერი გააკეთა, თითქოს ვალდებული იყო რადგან მე მიყვარდა ამ ყველაფრიდან გამოვეყვანე. - შენ აზვიადებ ყველაფერს ძალიან, ახლა გგონია სანდრო მოვალეობას იხდის ამ ყველაფრით , მაგრამ დაფიქრდი , რა ვალდებულება ქონდა შენს წინაშე? არანაირი, ძალიან გთხოვ ბავშვობას მოეშვი, ორივემ ვიცით, რომ გულგრილი არ არის. - ვიცი , გავიგე, მაგრამ თვითონ არაფერს ამბობს. - იმიტომ , რომ ქვადარკინასავით ხარ არაფერზე ელაპარაკები, არ გიაპტოებია , ვერ მიიღე და რას სთხოვ? ისედაც ბევრს გითმენს. - შენ იცი რას ნიშნავს საყვარელი მამაკაცის გვერდით იწვე და თან უბრალოდ იწვე? არ იცი გენაცვალე ფეხებგაშლილი ჩაუხტი ეგრევე ლოგინში, რა გეცოდინება- ისტერიკულად ვიცინოდი უკვე. - გველო, შურიანო.- იცინოდა ისიც. - ბიჭო ცოტახანში ჭკუიდან შემშლის- მისაღებში ლაპარაკობდნენ სანდრო და ლექსო. - არ მოლბა ხო? - იცინოდა ლექსო. - არა, პირიქით, სულ კამათობს, სულ მეჩხუბენა, ვცდილობ რამენაირად მშვიდად ვიყო. - მთავარია მალე მოახერხო და ეგ ყინული გაადნო რაც თქვენს შორის არის. - რომ ვუყურებ ლამის შევიშალო სულ ასეთი ლამაზი იყო თუ ეს დღეებია ჩემს გაგიჟებას ცდილობს? - სულ ასეთი ლამაზი და გამოპრანჭული იყო , უბრალოდ ახლა შენს სიახლოვეს არის და მეტი ეიფორია, ფართო შარვლები ჩაიცვი- ხმამაღლა იცინოდა ლექსო. - ყ*ე ხარ ლექსო.- გაეცინა სანდროსაც. - ბიჭები სად არიან არ ვნახოთ- ტელეფონი აიღო დასარეკად ლექსომ. - ველაპარაკე წამოსვლის წინ , ბარში მოვლენ, ჩვენც იქ მივიდეთ და დავტოვოთ ესენი აქ მარტო- წამოდგა სანდრო და ამ დროს გამოსული ნინას და აოფოას გახედა. - სოფაჩკა, ჩვენო მშვენება, როფორ ხარ? - დიდი სიყვარულით ჩაიკრა გულში. - მგონი, რომ კარგად სანიკო, შენ? ვაიმე რამდენი რამე მომიტანეე- ახლაღა შენიშნა- რატომ შეწუხდი, ჩემი გასუქება გინდათ? - ძირითადად ხილია არ გასუქდები - გაუღიმა ისევ იმ წყეული ღიმილით. - ნახეთ რა მზრუნველია- თვალი ჩამიკრა ლექსომ - თქვემ არ მიდიოდით- ნიშნის მოგებით გავხედე ლექსოს. - რაიყო, სანდრო ანგარიშს გაბარებს ხოლმე- შანსს არ ტოვებდა, რომ არ წაეკბინა. - ძალიან გაგიბლატავებია, დროა სადავეები დაიბრუნო- ხელი გადავხვიე სოფიას. - სანდრო გესმის რას ამბობს? პირდაპირ გითხრა ჩვენს ოჯახში ტრ**ს მე ვათამაშებო- აგრძელებდა ლექსო. - მართალია მერე - ჩაიცინა - მოიცა, შენ რა მაგას სერიოზულად ამბობ? - გაოცებას ვერ მალავდა ლექსო. - არა ლექსო, ს თამაშსაც ხო გააჩნია- აი დეგრადიული, დეგენერატი როგორ თქვა. ყველამ ხმამათლა დაიწყო სიცილი მე კი გაბრაზებული სახით ვიდექი. მოვიდა სოფიას აკოცა, მოულოდნელად შუბლზე მაკოცა და წავიდნენ. - ხედავ რა საყვარელია?- იცინოდა სოფია. - საყვარელი რომ არ იყო ამდენიხანი კიარ მეყვარებოდა- თვალები ავატრიალე.- მოიცა ახლა მე კატოს უნდა დავურეკო, მოვიდეს აქ. - მიდი, მე ყავას გავაკეთებ ხო გინდა? - კი მინდა - ვუთხარი და ტელეფონიც მოვიმარჯვე- კატუს, როგორ ხარ? - ვკითხე მისი ხმის გაგებისთანავე. - ჩემო პატარა, შენ როგორ ხარ? - რავუცი ნორმალურად, შენი ხმა არ მომწონს, გუშინ გირეკავდი არ აიღე, დათამაც არაფერი მითხრა, რა ხდება? - გრძელი ამბავია, მოგიყვებით... - სოფიასთან გაჩნდი ახლავე- ვუთხარი და გავუთიშე. მართალია კატო შეძენილი მეგიბარი იყო დათას მხრიდან, მაგრამ ნათელი წერტილივით არსებობდა ჩვენს შორის და გამუდმებით ისეთი ატმოსფერო გვქონდა, რომ გვინდოდა მასზე გვეზრუნა. - ყავაააა მინდაა- შემოვიდა თუ არა დაიყვირა და მერე სათითაოდ ჩაგვეხუტა. - ყავას მე გავაკეთებ, შენ მანამდე ქურთუკი გაიხადე და მოკალათდი- სწრაფად წამოვხტი და ყავით ხელში დავბრუნდი მათთან. - აბა მოყევი- ინტერესით უყურებდა სოფია. - მე და დათამ ვიჩხუბეთ ძალიან, სამი დღეა არც მირეკავს , არც მნახულობს , სოციალურ ქსელშიც კი არ შემოსულა. ბიჭებმა იცოდნენ , მეგონა გეტყოდნენ. - იცოდნენ?- ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და სოფიამ. - კი, ორივემ- დღეს დილით იყო სანდრო ჩემთან, ვილაპატაკოთო. - არადა ვკითხე სად იყავი თქო და არ მითხრა- გამიკვირდა. - ალბათ დათამ გააფრთხილა ან არ ვიცი, ხოიცი ეგეთ რაღაცებზე არ ლაპარაკობენ გოგოებთან ეგენი- ჩაილაპარაკა კატომ. - მოყევი ახლა რისგამო მოხდა თორე დამელია სული ამ ორსულ ქალს- აწუწუნდა სოფია. - ადრე, რომ მოგიყევით გაგაზე, ტვინს მიჭამდა და მერე დაელაპარაკა დათა თქო - დაიწყო მოყოლა- ეს ბოლო პერიოდია ისევ დაიწყო მთელი ამბები, ყვავილებს მიგზავნიდა, საჩუქრებს, ათას რამეს და მაშინ ისე რთულად გაარკვიეს , რომ ვიფიქრე ახლა უარესი მოხდებოდა და დათას ვერ ვუთხარი, ვერც ბიჭებთან ვიტყოდი რამეს, წინაზე უთხრეს შემდეგში სიტყვებს არ დავჯერდებით მარტოო და გავჩუმდი. მერე მითხრა ერთხელ თუ შემხვდები ვილაპარაკოთ და გპირდები უკანასკნელი იქნებაო, მეც დებილივით დავიკერე და წავედი სანახავად, საკოცნელად, რომ გამოიწია მაშინ მოვიდა დათა, მგონი ამ იდიოტმა შეგნებულად გააჩალიჩა , იქვე არაფერი შეიმჩნია, ,,ჩემს გარეშე მნიშველოვან შეხვედრებზე არ დადის ჩემი გოგო და შენი აზრით აქ მოვიდოდაო? " მარტო ეს თქვა თავისი სიამაყისგამო და წამოვედით, დამამხო თავზე ყველაფერი არც მომისმინა და აორთქლდა.- დაასრულა მოყოლა და ცრემლებს იმშრალებსა ხელისგულებით. - ჩვენთვის მაინც გეთქვა , რამეს მოვიფიქრებდით, უნდა მოგვიყვე ეგეთი ამბები - თანაგრძნობით გავხედე. - როგორ მომეყოლა თქვენ ამხელა რაღაცის წინაშე იყავით, მთელი გაუგებრობების რიგი გქონდათ, ჩემი დრო არ იყო. - მისმინე კატუს, ჩვენ მეგობრები ვართ და ერთის პრობლემები მეორესას არ გამორიცხავს , ამიტომ ახლა მოიწმინდე ეგ ცრემლები და დამშვიდდი, ყველაფერს მოვაგვარებთ- თავზე აკოცა სოფიამ. - შენ რა გგონია ამ ერთი ინციდენტისგამო დაგთმობს? დათა ეგეთი არ არის, მოვაგვარებთ, დარწმუნებული ვარ ბიჭებიც მაგაზე შეიკრიბნენ- ვამშვიდებდი მეც. - მოგვარდება დრო უნდა , არ ვიცი ამ ეტაპზე ვერაფერს გავაკეთებ, ახლა მარტო ჩემზე ნუ ვილაპარალებთ მომიყევი სანდროს ოჯახს როგორ შეეგუე. - რავიცი, ხო იცნობ როგორებიც არიან, ძალიან საყვარელი ოჯახია, თავს მათ გვერდზე მართლა სახლში ვგრძნობ, მაგრამ შინაგანად ისე მაწუხებს ფიქტიური ქორწინების ამბავი... - კარგი რა ეს რაღა ფიქტიურია, შენც გიყვარს , იმასაც უყვარხარ და უბრალოდ ამ ფაქტმა დაგაჩქარათ.- ეღიმებიდა კატოს. - სიყვარულზე ხმას ვერ ვიღებ, არ ვიცი რა ხდება ჩვენში რა- არეული ვიყავი მართლაც. - ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ , თქვენს შორის ეს გაუგებრობა სიყვარულით დალაგდება - ხელზე ხელი მომკიდა კატომ.- ახლა შენ მითხარი ჩვენი პატარა ხოარ გაბრაზებს- ამჯერად სოფიას გახედა. - არ ვიცი, მგონი ჯერ არა, მაგრამ ზოგჯერ გულის რევის შეგრძნებები და მოთენთილობა მაწუხებს. - ოოო, როგორ გინდა აბა, მარტივი გაკეთებაა - გაიცინა კატომ. ბევრი ვილაპარაკეთ , საღამოხანი იყო , სანდრო კი არსად არ ჩანდა, არადა ატელიეში უნდა მივეყვანე, იცოდა დრო და არ მომაკითხა, არც კი დამირეკა, ცოტა მეწყინა კიდეც მისი ამგვარი საქციელი და წყენაზე მეტად გამიკვირდა. კატოც იმ გზაზე მიდიოდა , ამიტომ მას გავყევი. - როგორ ხართ?- მოვიკითხე თანამშრომლები. მათი მხრიდან უამრავი სითბო, მოკითხვა და მოლოცვა მივიღე. მერე კი სამქეში გადავეშვი. ყველა ნაჭერი და კერვის სტილი შევამოწმე, ჩემი ესკიზები გადავათვალიერე, გარკვეული შენიშვნები შევიტანე და ამასობაში საკმაოდ დაგვიანდა. სანდრო ისევ არ ჩანდა. ტელეფონზე ზარის ხმა , რომ გავიგე ის მეგონა , მაგრამ შევცდი. - ხო ელე - ნი რას შვები, სად ხარ? - ატელიეში ვარ, რა ხდება? - სანდროს ვურეკავდი არ აიღო და ამიტომ გირეკავ, ხელს ხოარ გიშლი? - არა, მოვრჩი ჩემს საქმეს, ვიცვამ და მოვდივარ სახლში. სანდროს საქმეები ქონდა და ვერ მოიცალა. - არ წახვიდე უჩემოდ, მისამართი ჩამიგდე, მეც სახლში მივდივარ და ერთად წავიდეთ, უცბად მოვალ, ჩვენს მძღოლსაც გაგაცნიბ. - გელოდები- მისამართი ჩავუგდე, ახლა ჩემთვის შვება იყო მისი გამოჩენა, მაგრამ სანდროზე ძალიან ვნერვიულობდი ,, ჯანდაბა ჩემს სიამაყეს, მაინც ვერ ვურეკავ" ... სახლში მივედით, ძალიან გადაღლილი ვიყავი, ამიტომ ვახშამზე უარი ვთქვი, ბოდიში მოვიხადე და ლოგინში მოვკალათდი, ვერაფრით ვისვენებდი, სოფიასაც ვერ ვურეკავდი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. სამი საათი ხდებოდა , სანდრომ რომ კარი შემოაღო. სამი საათი ხდებოდა , სანდრომ რომ კარი შემოაღო. - მაპატიე დღევანდელისთვის-ჩუმად ლაპარაკობდა, მერე დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. სახეზე სისველე ვიგრძენი, თვალები გავახილე და მის სისხლიან სახეს წავაწყდი. ძალიან სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ხელები ფრთხილად შევახე სახეზე. - რა მოგივიდა, იჩხუბე? - არაფერია, წავალ დავიბან და დავწვები, დაიძინე შენ. - დაჯექი აქ , დაგიმუშავებ- ავდექი და პირველად დახმარების ნივთები მოვიტანე. - გაგასგამოა ხო? - მაგაზე არ ვილაპარაკოთ- მითხრა და ამ დროს სპირტიანი ბამბა დავადე ტუჩზე- ჯანდაბა, მეტკინა - წამოიყვირა, მე კი მოულოდნელად სულის შებერვა დავიწყე. მის ტუჩებთან ისე ახლოს ვიყავი მივხვდი სუნთქვა , როგორ აერია. - წარბიც რა დღეში გაქვს. - გამივლის ნინა გამივლის. - დაწექი და დაიძინე, დამამშვიდებლებს მოგიტან ხო? - ასეთი მზრუნველი თუ იქნები ყოველდღე ვიჩხუბებ. - დაგიმატებ ახლა და მერე ილაპარაკე ბევრი.- გამეცინა , ისიც იცინოდა. ძილის დროს ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მეც სუნთქვა შეკრული ვისმენდი მის ყოველ ამოსუნთქვას. *** კარზე გაბმული კაკუნი ისმოდა, კატოს შეშინებული ადგა ლოგინიდან და კარს მიღმა დათა , რომ დაინახა შიშმა გადაუარა, თუმცა მალევე წააწყდა მის დასისხლიანებულ ხელებსა და სახეს. - ასე რატო მომექეცი, ასეთი რამე როგორ დამიმალე, მე შენი შეყვარებული ვარ თუ ყ*ლე- უახლოვდებოდა კატოს , რომელიც უკან იხევდა . - იცი შენ რატოც მოვიქეცი ასე , უბრალოდ ახსნის უფლება უნდა მოგეცა-ხმა უკანკალებდა გოგოს. - ყვავილებს გიგზავნიდა, საჩუქრებს, გაწუხებსა და ამ დროს მე , ადამიანი , რომელიც ყველაზე მეტად შენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არაფერი ვიცი ხო? - ვიცოდი რა მდგომარეობაშიც ხარ ახლა, იმ მდგომარეობაში იქნებოდი, ამიტომ არ ვთქვი . - როგორ მინდა ახლა გატკინო, როგორ მინდა ზიანი მოგაყენო იმ გრძნობებისგამო რაც განვიცადე. - მიდი , მიდი მომაყენე ზიანი და მე ? მე არაფერი განვიცადე? ჩემი ოჯახი , მეგობრები ყველა დავიკიდე, ყველას აზრი დავიკიდე, როცა მეუბნებოდნენ მაგ თავქარიანთან არ იყოო, არავისი აზრი მაინტერესებდა, ვინც ვერ მიგებდა სათითაოდ გავისტუმრე ჩემი ცხოვრებიდან, სახლიდან წამოვედი, მარტო ცხოვრება და საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე , რომ ვინმეს ჩვენზე პრობლემა არ ქონოდა. ერთი წლის მერე მოვახერხე მარტო ჩემს ოჯახთან ურთიერთობის მოგვარება, ყველაფერი თავზე მენგრეოდა და შენსგამო ბედნიერი ვიყავი . შენ მოდიხარ და შენზე მზრუნველობისგამო მადანაშაულებ? ამის ღირსი ვარ? შემეშინდა, განვიცადე, საკმარისი ძალა არ მეყო. გასაგებია , გასაგებია, რომ შენთან უნდა მოვსულიყავი ვერ მოვედი , ვერც ისეთი მაგარი ტიპი ვერ გამოვდექი , როგორც ნინა და სოფია არიან , მაგისგამო უნდა დამიდგა ამხელა ამბავი? - სიტყვა დასრულებული ჯერ კიდევ არ ქონდა დათა მის ტუჩებს რომ მისწვდა და გოგოს სხეული ხელში ააფრიალა, მისი ხელები სათითაოდ იკვლევდნენ გზას კატოს სხეულზე . - ცოლად ხო გამომყვები? - მოულოდნელად თქვა დათამ და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო.- საპასუხოდ კატოს თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და ამჯერად ის მიაწყდა საყვარელი მამაკაცის ტუჩებს. *** დილით პირველი მე გამეღვიძა, შემშურდა მისი მშვიდი ძიილის და დიდხანს ვუყურებდი, არ ვიცი საიდან შემომრჩა იმდენი ნებისყოფა, რომ თავი შორს დამეჭირა. - ეგრე ცოტახანს კიდევ თუ მიყურებ, უეჭველი ნებისყოფა ჩამომემსხვრევა და გაკოცებ ნინა- ისე მითხრა თვალები არ გაუხელია და ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში. - საიდან მოიტანე , რომ გიყურებ, უბრალოდ ვწევარ- ვთქვი და წამოსადგომად გავიწიე, მანდ კი მკლავზე ხელი მომკიდა და ისევ ლოგინში დამაბრუნა, ხელი შემომხვია წელზე და მიმიხუტა. - რა ჯანდაბას აკეთებ? - ვუთხარი გაბრაზებულმა. - ცოტახანს, სულ ცოტახანს გაჩუმდი გთხოვ- მე კი რა თქმა უნდა მისი თხოვნა დავაიგნორე და ლოგინიდან ავდექი. მალე ყველას მოედო დათას და კატოს ამბავი , ქორწილი იგეგმებოდა, ერთ კვირაში ყველაფერი მზად იქნებოდა და ყველა გავიზიარებდით მათ ბედნიერებას. - ჩემო აფროდიტე, როგორ მოგვანატრე თავი- მითხრა კოსტამ კიბეებზე ჩასული დამინახა თუ არა. - მეც ყველა ძალიან მომენატრეთ, ხომ იცით ეს გათხოვილი ქალის ამბავი- გამეცინა და სათოთაოდ ვნახე ბიჭები. - ჩვენი ბიჭი ხოარ გაბრაზებს? - იცინოდა დიტო. - შენ გამაბრაზებ ახლა თუ ტრადიციულ ღადაობას დამიწყებ, გოგონები სად არიან? - გამოგივლიან, ინტერიერის დიზაინი უნდა ავარჩიოთო კატომ და ჯერ სოფიას გაუარა, ახლა წესით შენთან მოვლენ- მითხრა დათამ. *** საღამოს მისაღებში ვიყავი და ყავას ვსვამდი კახა , რომ მოვიდა. - მარტო რატო ხარ?- მკითხა მზრუნველად. - ნატა და ელე ჯერ არ მოსულან, სანდროც დათას ქორწილის ამბებზეა, ლანასაც ვუთხარი , რომ შეეძლო წასულიყო, მგონი არ იყო კარგად და იმედია პრობლემა არ არის- ვუხსნიდი კახას. - კარგად მოქცეულხარ, ანუ დიდი სახლის პატარა დიასახლისი აღმოჩნდი დღეს- მიღიმოდა. - ეგრე გამოვიდა. - მერე და ამ დიასახლისს ასეთი ნაღვლიანი თვალები რატომ აქვს?- ისიც დივანზე დაჯდა. - მგონი მოიწყინა და იმიტომ - მეც გავუღიმე. - მოდი მეც გავიკეთებ ჩაის და ერთად მოვიწყინოთ. - მე გაგიკეთებთ - წამოვდექი. - არა , რატომ უნდა შეწუხდე , მე თვითონ. - მართლა არ შევწუხდები, ორ წამში აქ ვარ- წამოვდექი და უკან ჩაის ჭიქით ხელში დავბრუნდი, ვიცოდი მასაც უშაქრო უყვარდა. - შენსა და სანდროს შორის რაღაც ვერ არის ხო? - გამომცდელად მკითხა. - ყველაფერი რიგზეა- ვუთხარი და ძალიან შემრცხვა რომ ვატყუებდი. - ნინა, მე სანდროს მამა ვარ და ამ ცხოვრებისაც გამეგება ბევრი, ვხედავ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ, ეგ თქვენი საქმეა, მაგრამ სიყვარულს რას უშვებით? - ვერ ვხვდები რას გულისხმობთ. - სანდროს სანამ დაიჭერდნენ, მანამდე მოვიდა და მითხრა ,, მამა ერთი გოგო მიყვარს, ლამის შევიშალო მისი სიახლოვითო" მარტივად მივხვდი საუბარი შენზე, რომ იყო, ამბობდა მალე მოვიყვან ცოლად, მის გარეშე ვერ ვძლებო, ყველაზე ცივი ადამიანი იყო სანდრო ყოველთვის და შენი სიყვარულით სულ სხვანაირი გახდა. მერე რომ დაიჭირეს და მივედი რაღაცები ჩაუქვრა თვალებში, ოღონდ ეს იმ ოთხი კედლის ბრალი არ იყო და შენზე ვკითხე, არაფერი მომიყვა მაგრამ მივხვდი, რაღაც სისულელე გააკეთა - ხელზე ხელი დამადო და გააგრძელა- ჩემო შვილო, არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება , მაგრამ სანდროს თვალებში დარდი და სიყვარული იბრძვის, ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ შენს თვალებში ეჭვი და სიყვარულის ორთაბრძოლა დავინახე, ერთმანეთს უნდა უსმინოთ. - ყველაფერი არც ისე მარტივია, არც მხოლოდ სიყვარულია საკმარისი და არც მოსმენა, იქ სადღაც რაღაც რომ გეტკინა , მაგასაც ხო დავიწყება უნდა? - ვხედავ, მაგრამ შეეცადე რაღაცები სწორად გადააფასო. - მადლობა ამ საუბრისთვის. - მე ვიცი ახლა ჰაერივით გჭირდება იმის მოსმენა, რომ სანდროს უყვარხარ, მაგიტო გეუბნები ამ ყველაფერს , თორემ სანდრო ნამდვილად მომკლავდა. ორივეს გაგვეცინა და ამ დროს სამდროც გამოჩნდა. - აქ რა ამბებია? - გვკითხა და გვერდზე მომიჯდა, ხელიდან ჩაი ამაცალა და მოსვა- ღმერთო ჩაიც მასსავით მწარე უყვარს- გაიცინა. - სიტკბო სადაც უნდა ეძებო გასწვლო- მეც არ დავაკელი. - მე წავალ დავიძინებ - წამოდგა კახა და წავიდა. - ძილინებისა და მადლობა დღევანდელისთვის- დავემშვიდობე. - რისთვის ?- ჩამეძია სანდრო. - უბრალოდ ვილაპარაკეთ. - მიხარი, რომ ჩემს ოჯახისწევრებთან ასე კარგად ხარ. - მეც მიხარია, ძალიან კარგები არიან, ბევრი სითბო და სიყვარულია შენს ოჯახში სანდრო.- ისე მოწყენილი ხმით ვუთხარი ლამის ამეტირა, ჯანდაბა ამ ბოლო დროს ისეთი ემოციური ვარ. - კახა საუკეთესო მამაა, ერთხელ ძალიან მაგრად ვიჩხუბე თინეიჯერობისას, უსამართლობის წინააღმდეგ ვიყავი და არავინ არაფერი იცოდა, ბიჭებისთვისაც არ მითქვამს, კახამ ყური მოკრა, რომ შეხვედრაზე მივდიოდი, მიხვრა რაღაც რიგზე ვერ იყო და გამომყვა, რამდენიმე ბიჭის წინააღმდეგ ვიყავი და ჩხუბი რომ ატყდა კახაც გამოჩნდა, მაგ საღამოს მაგარი ნაცემები მოვედით სახლში, ისინი უარეს დღეში იყვნენ- სიცილით იხსენებდა. - ოჯახი ძალიან დიდი ბედნიერებაა არა? - გაუაზრებლად დავსვი კითხვა და სიტიაციის გასანეოტრალებლად დავანატე- ნატა როგორია როგორც დედა? - მე რომ დამიჭირეს ინ პერიოდში ელეს ვიღაც აწუხებდა, მე არაფერი ვიცოდი, ჩემმა ბიჭებმაც ვერაფერი გაიგეს ჩემს საქმეზე იყვნენ ორიენტირებული, დედაჩემმა გაიგო, მივიდა ტიპთან ოფისში და მაგიდაზე სახე ისე გამეტებით დაარტყმევინა ცხვირი გაუტეხა, ნაკერები და ამბები იყო, ნატაშკაც საკაიფო დედაა , უკეთესს არც ვინატრებდი- გამეცინა მის მოყოლილ ამბებზე და მერე ჩემი უკიდურებოსა ამოტივტივდა, თვალზე ცრემლიც მალევე შემატყო სანდრომ. - შენ ოღონდ უფლება მომეცი და ყველაფერს მოგცემ რაც კი შენს გულში სიცარიელეს ტოვებს- ფიქრებს მიმიხვდა, თავზე მაკოდა და ცრემლიც თვითონვე შემიმშრალა. ფეხებმოკეცილი ვიყავი, თავი მხარზე დავადე და როდის ჩამეძინა ვერც გავიგე. დილით ლოგინში გამეღვიძა, სანდრო ჩვეულებრისამებრ არსად ჩანდა, მეც ავდექი და ჩაცმა დავიწყე, საღამურების გახდის პროცესში ვიყავი სააბაზანოს კარიდან , რომ გამოვიდა და იმხელა ვიკივლე, ალბათ მთელმა სახლმა გაიგო. - შეედი ისეეევ უკან- ვყვიროდი და საბანს ვიფარებდი, გეფიცებით სრულიად შიშველი ვიყავი და ამაზე დიდი უხერხულობა ჯერ არ მიგვრძვნია , მის გვერდზე წოლის დროსაც კი. - კარგი რაა, გული გამისკდა, თითქოს რამე ისეთი გაქვს სხვა ქალთან, რომ არ მინახავს- იცინოდა და აბაზანიდან მელაპატაკებოდა. - აი მაგ სიტყვებისგამო მეზიზღები. - ვიცი, რომ არ გეზიზღები, თუ ჩაიცვი გამოვალ. - გამოდი. - გაემზადე, ხო გინდოდა ფეხსაცმლის არჩევა და წავიდეთ. - მე და ელე ვაპირებდით ერთად წასვლას, შენი წამოსვლა რა საჭიროა. - ხოდა ორივე ჩემთან ერთად წამოხვალთ. - მარტო არ შეიძლება? - ნინა. - ვერ გიტან სანდრო დადიანო, ჩემთვის ხო წავიდოდი ახლა , მშვენივრად ვიყიდიდი რასაც მინდა, ვიქნებოდი თავისუფალი ქალი, თითქზე კალიცოს და ვალდებულებების გარეშე.- ვთქვი წუწუნით . - ახლა ყველაზე უბედური ქალი იქნებოდი, რომელსაც არავინ მისცემდა უფლებას ამ ქორწილში წამოსვლის და ამიტომ უმადურობას შეეშვი და შენი უკეთესი მდგომარეობა შეირგე- აშკარად გაბრაზდა ჩემს სიტყვენზე , მაგრამ მე უფრო მეწყინა მისი. - არსად არ მოვდივარ, ელე წაიყვანე და წადი. მეორედ არ გამამეორებინო, თორემ გეფიცები სახლს თავზე დავიმხობ- ძალიან არ მესიამოვნა მისი სიტყვები, მე უბრალოდ ვწუწუნებდი და მან ძალიან სერიოზული ტონით მითხრა.- ჩანთას ხელი მოვკიდე და კიბეებზე ჩავირბინე , გასასვლელში ელე შემხვდა. - ელ, ძალიან დიდი ბოდიში ახლა შენთან ერთად ვერ მოვდივარ, მგონი სანდრო წამოვა, თუ არ გინდა მასთან ერთად წასვლა დამელოდე და მერე მე და შენ წავიდეთ კარგი? - რატო გაქვს ეგეთი ფერი , კარგად ხარ? - ანერვიულდა ელენე. - კი , კი უბრალოდ შენ არ მინდა გეწყინოს. - არ მეწყინება, ჩემს მეგობრებს ვეტყვი თუ რამეა, მიხედე შენ შენს საქმეა- მომეხვია და მაკოცა. სოფია და კატო ვნახე ცოტახანს, არაფერი მითქვამს, უბრალოდ ვილაპარაკეთ , ყავა დავლიეთ , ქორწილის ბოლო დეტალები გავარკვიეთ, ხვალ წინასაქორწილო წვეულება იყო, ყველაფერი მალევე მოვაგვარეთ და შემდეგ ჩემს ატელიეში ვიყავით, ჩემი , სოფიას და კატოს კაბა იქ იკერებოდა. მართალია ბევრი ვიწვალეთ დიზაინის შექმნაზე, მაგრამ ნამდვილას ღირდა. ატელიიდან პირდაპირ ჩემს ბინაში წავედი. გზაში სანდროს ზარი მილიონჯერ დავაიგნორე, მესიჯებზეც არ ვპასუხობდი, არც ბიჭებისთვის მიპასუხია- ვიცოდი სანდროს ოინები იყო. ორი ღვინო ვიყოდე და ჩემს სახლში წავედი, ჩემს სახლში? რომელშიც უკვე საკმაოდ დიდიხანია არ ვყოფილვარ. ნივთები აქეთ იქით მივყარე, გათბობა ჩავრთე, მშვიდი სიმღერაც გავაჟღერე, როგორც მიყვარდა ფარდებიც გადავწიე, საფერფლე და ჭიქა მოვიდგი, ვფიქრობდი უსასრულოდ ბევრს, აქეთ იქით ლანდივით დავდიოდი ოთახიდან ოთახში, მონატრებულ სურნელს შევიგრძნობდი და თან ვსვამდი, ერთი ბოთლი უკვე ჯანდაბაში გავუშვი და მეორეზე გადავედი. ნაბიჯებიც ამერია, ცრემლებსაც გასაქანი მივეცი, თან ვტიროდი და ძველებურ სიმღერებს ვმღეროდი. ეს სახლი ჩემი თავისუფლების ერთადერთი ბუდე იყო და ისიც თითქმის აღარ არსებობდა, ჩიხში ვიყავი ცხოვრების. საათის ისრები ერთმანეთს ენაცვლებიდნენ, სანდროს მესიჯები და ზარებიც მოდიოდნენ უსასრულოდ. უკვე გვიანი იყო სოფიამაც, რომ დამირეკა. - სოფ თუ სანდრო შენთან ახლოს არის არ თქვა, რომ ავიღე, ჩათვალე არ გპასუხობ.- ვუთხარი სანამ რამეს მეტიდა- დანარჩენს მერე აგიხსნი. გავუთიშე, უკვე გვიანი იყო, პირველი საათი? მეორე ბოთლიც დავლიე და ახლა ნამდვილად ძალიან მთვრალი ვიყავი. კარზე ხმა. რა თქმა უნდა სანდრო და მისი გაბრაზებული მზერა. - ნორმალური ხარრრ? - მიყვიროდა. - ვაარ? - ჩუმად ვკითხე. - რა მდგომარეობაში ხარ, ამდენი როგორ დალიე შე არანორმალურო- ჩემს ცრემლებს ამშრალებდა. - შემეშვი რა, რა გეკითხება. - ასე ნუ მელაპარაკები ნინა - როგორა იმსახურებ ისე გელაოარაკები. - მე ამას არ ვიმსახურებ, ვცდილობ გაგიგო, მაგრამ ძალიან რთულია, იმიტორო შენ არ ცდილობ ადამიანურად მელაპარაკო. - რატო? - რა რატომ? - ყველაფერი ასე რთულად რატომ არის? - ყველაფერი კარგად იქნება თუ უბრალოდ მენდობი. - შენ მენდობოდი? - კი ყოველთვის- დამაჯერებლად მიპასუხა - კი ყოველთვის- გავიმეორე მისი სიტყვები და გავიცინე. - ძალიან მთვრალი ხარ, წამოდი სახლში წავიდეთ. - არ მინდა მე შენს სახლში, ჩემი სახლი მინდა. - მაშინ აქ დავრჩეთ - შენთან ერთად ყოფნა არ მინდა - მარტო ვერ დაგტივებ - გთხოვ- ვთქვი და მაშინვე სააბაზანოსკენ გავიქეცი- ჩემი შუბლი და თმები ეჭირა, სახეს ცივი წყლით მბანდა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიზა, ჩემს გვერდით იწვა სანდრო, აშკარაფ მთელი ღამე არ ეძინა და დილითაც ვერ გაიღვიძა. კარადიდან ნაცრისფერი სპორტულები გამოვიღე, თეთრი ბოტასები და დუტიც გავამზადე , წასასვლელად. მანამდე წყალი გადავივლე, საშინლად ვგრძნობდი თავს. ამასობაში სანდრომაც გაიღვიძა. - კარგად ხარ? - მკითხა როცა დივანზე მოკალათებული დამინახა. - არ ვარ-ვუთხარი ისე, რომ არ შემიხედავს. - მოიცვი დუტი და გავიდეთ-თვითონაც იგივე გააკეთა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ის კი რაღაც რესტორნის წინ გაჩერდა, გადმოდიო მოთხრა და კარი გამიღო, რომ პირველი შევსულიყავი. - დაჯექი, ორ წამში მოვალ. - კარგი- ვუთხარი და დაველოდე. მართლა ორ წამში მოვიდა და მას მალე მოყვა, მინტანი ცხელი წვნიანით ხელში და არაყის ერთი ჭიქით. - ეს რა არის? - გამეცინა , რომ დავინახე. - ჯერ ეგ წვნიანი ჭამე, 100 გრამიც ჩაკარი და გამოხვალ- ისიც გიჟივით იცინოდა ჩემს მდგომარეობაზე. - ოღონდ ახლა მიშველოს და ყველაფერს ვიზამ.- ვწუწუნებდი და თან წვნიანს გემრიელად ვჭამდი. - უკეთ ხარ?- მკითხა როცა ისევ მანქანაში ჩავსხედით. - გეფიცები ელექა, მადლობა ძალიან დიდი. - შემდეგისთვის მარტო ასე აღარ დათვრე. - სად მივდივართ? - სახლში, არ გინდა? - კი უნდა გადავივლო კიდევ ერთხელ, გამოვიცვალო ვერ ხედავ ბომჟის ვიდზე გამოვედი- გამეცინა. - ყველაფერში იდეალურად გამოიყურები- თვალი ჩამიკრა. - შემდეგ უნდა გავიდე საქმეები მაქვს-დავაიგნორე კომპლიმენტი. - სად უნდა გახვიდე? - ატელიეში უნდა მივიდე კაბების შეკერვის პროცესი როგორ მიდის ვნახო, ფეხსაცმელიც უნდა ვიყიდო, მერე წინასაქორწილო წვეულებისთბის კაბა შევუკვეთე და ის უნდა გამოვიტანო, მერე სახლში მოვალ მოვწესროგდები, მერე რაღაც დეტალებს მოვაგვარებ და წვეულებაზე წავალ- ისე მოვუყევი ყველაფერი , რომ კითხვა არ გასჩენოდა. ამაზე გაეცინა. - ფეხსაცმელს შენი კოლექციიდან რატომ არ იცვამ?- ინტერესით შემომხედა. - არ მინდა ყველაფერი ჩემი დიზაინით მეცვას, თან უკვე ვიცი რაც მინდა , ამიტომ... - კარგი , როგორც გონდა. - ახლა მე ელეს დავურეკავ, მასწავლებელთან ხომ არ არის? - ვკითხე სანდროს. - არამგონია. - ელ , როგორ ხარ? -ვკითხე მიპასუხა თუ არა. - კარგად , შენ? - მეც? გუშინ რა ქენი კაბაზე და ფეხსაცმელზე? - ვიყავი, არაფერი არ მომეწონა- წუწუნებდა ელენე. - კარგი მომისმინე, ახლა ჩემს ჯერ არ გამოშვებულ კოლექციის რამდენიმე კაბას გამოგიგზავნი, რომელიმე თუ მოგეწონება ჩათვალე შენია , კარგი? - ელე ტანსაცმელში ყოველთვის პრობლემური იყო, შეკერვაც მოიფიქრა , მაგრამ დიზაინზე ვერ თანხმდებოდა და ამიტომ არაფერი მითქვამს, გვინდოდა მაღაზიებში აგვერჩი, თუმცა აშკარად ესეც ვერ მოახერხა. - არა , ეგრე არ მინდა, ეს შენი კოლექციაა, ჯერ ჩვენებაც არ გქონია- იუარა ელემ. - დიდი ამბავი, ერთით მეტი ან ნაკლები თუ იქმება, კარგი არაფერი მითხრა ვსო, გიგზავნი. - ჩემ ძმას ძალიან გაუმართლა- იმხელა ხმაზე იყვირა სანდრომდეც მიაღწია. - ძალიან გაუმართლა? - მკითხა სანდრომ ნიშნისმოგებით, როცა ტელეფონი გავთიშე. - შენი აზრით? - ჯერ ვერაფერს ვიტყვი. რაც გეგმაში მქონდა ყველაფერი მოვაგვარე, ელესაც სასურველი კაბა გამოვუტანე ატელიიდან, ფეხსაცმელებიც ავარჩიეთ, ისეთი ქაოსი იყო, მთელი დღე გადავიწვი, მაგრამ საღამოს დიდი გეგმები გვქონდა და შემართებას არ ვკარგავდი. - სად ხარ ნი? - დამირეკა სანდრომ. - ყველაფერს მოვრჩი , ახლა ჩემი კაბის ასაღებად მივდივარ და სახლში წავალ, შენ? - ბიჭების წვეულების ამბებს ვაგვარებ და მეც სახლში ვაპირებ გავლას გამოსაცვლელად, გამოგივლი და თან ბეჭდები მინდოდა მეჩვენებინა, რომელიც ავარჩიე , შენ რომელიც მოგეწონება ის დავიტოვოთ. - გამომიარე და გადავწყვიტოთ. დღეს სანდროსაც ბევრი საქმე ქონდა, ამიტომ მაქსიმალურად კომფორტულად ჩაეცვა, სპორტული ფორმა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უხდებოდა, ზოგჯერ მეგონა მისი დანახვისას დავდნებოდი.... - დაღლილობა შენზე არ მოქმედებს თუ რა ენერგიულად ხარ ? - გამიცინა სანდრომ. - მოქმედებს, მაგრამ ვიმარჯვებ. - დღეს ბევრის დალევას აპირებ?- გამომცდელად მკითხა. - შენ არაა? - იგივე მზერით შევხედე. - კი, აუცილებლად, მოკლედ დალიე გაერთე, მერე გვიან მისამართი მომწერე მძღოლი გამოგვივლის ორივეს და წავიდეთ. - ოქეი, თუ იქ არ დავრჩით ეგრე ვქნათ. - არ დარჩეთ რა - ისე საყვარლად მთხოვა. - რატო? - გამეღიმა. - რავი, სოფია ვერ დარჩება, კატოს მეგობრებზე ვიცი რომ არცერთი გიჟდებით და იქ რა გინდა? - არ ვაპირებდით ისედაც. წყალი გადავივლე და ხალათით ჩამოვჯექი სარკის წინ, აუჩქარებლად ვიშრობდი თმებს და ნელნელა ვემზადებოდი საღამოსთვის. სანდრო შემოვიდა საძინებელში ორი ჭიქით ხელში. - ვფიქრობ ახლა ყავა ყველაზე მეტად გჭირდება. - მადლობა, ზოგჯერ შეგიძლია საყვარელიც იყო. - ვხედავ ხასიათზე ხარ და არ ცდილობ ჩემს გამწარებას. - ვცდილობ დღევანდელი დღე არ გავიფუჭო შენთან კამათით. - კარგი აღარ გავაგრძელოთ ამაზე, შევალ მე გადავივლებ. სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული, გამოვიდა და ვიგრძენი , როგორ ამემღვრა ვნებისგან თვალები. წარმოიდგინეთ, მამაკაცი , რომელიც საშინლად გიზიდავთ თქვენს წინ ნახევრადშიშველი დგას და თან ტანის ფიგურასაც არ უჩივის. ვხედავდი მზერას როგორ აპარებდა ჩემსკენ და ეს ნარცისული ღიმილი შეგნებულად იყო ჩემკენ მომართული. უკვე ტუჩების კვნეტა, რომ დავიწყე და მაკიაჟს ვეღატ ვიკეთებდი, მივხვდი, მოქმედების დრო იყო. - სახლში ჩვენს გარდა არის ვინმე- ვკითხე და თვალები ავარიდე. - მხოლოდ ელე. - ეგ ვიცი, წვეულებისთვის ემზადება, უნდა დავეხმარო, იმისგამო გკითხე, რომ ხალათით უნდა გავსულიყავი. - შეგიძლია თავისუფლად გახვიდე-ჩემს დაბნეულობაზე ეღიმებოდა. - ელე შეიძლება შემოვიდე?- ვაკაკუნებდი მის კარზე. - შეიძლება კი არა, ახლა შენთან მოვდიოდი მიშველე თქო, ლაინერს ვერ ვისვამ, ვიზაჟისტი უნდა მოგვეყვანა რა- წუწუნებდა. - კარგი რა, უბრალო წვეულებაა, რად გვინდოდა ზედმეტი გადაპრანჭვა, ამიტომ ახლა მომეცი ეგ ლაინერი და მე წაგისვამ, ზოგადად ხელოვან ადამიანებს მაკიაჟიც იდეალურად გამოგვდის- გავუცინე ფა ლაინერი წავუსვი. - მართლა ყველაფერში იდეალური ხარ, ვგიჟდები შენზე- სიხარულით მომეხვია. ელეს მაკიაჟი შევუსწორე, თმების გაკეთებაშიც დავეხმარე და ჩემი საძინებლისკენ გადავინაცვლე. სანდრო უკვე მზად იყო, სუნამოს ისხამდა , რომ შევედი. ახლა რომ ვთქვა მის სუნზეც ვგიჟდები თქო, მეტყვით ბარემ ფსიქიატრიულში წადი მაგ ბიჭმა გაგაგიჟაო, მართლებიც იქნებით , მაგრამ მე ჩემი თავი მასთან მაინც მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი. - შენ არ მიდიხარ? - ვკითხე მას. - თქვენ გელოდებით, კატოსთან მე დაგტოვებთ და იქიდან ყველა ერთად წახვალთ. - მოიცა, ეს ინფორმაცია შენ საიდან? - დათამ დამირეკა, ნინა არ იღებს ტელეფონსო. - ვაიმე, სულ დამავიწყდა ტელეფონი. კარგი გადი ჩავუცვამ და 10 წუთში მზად ვარ. ელეც თითქმის მორჩა. სანდრო ბიჭებს ელაპარაკებოდა ვიდეოქოლით , როცა კიბეებზე ნინა გამოჩნდა. დღეს თეთრი კაბების დრესკოდი ქონდათ გოგონებს, ამიტომ მოკლე, თეთრი , ატლასის კაბა ეცვა , წინ ბოლომდე დახურული და ზურგზე ღრმა ჭრილით, ისეთი ლამაზი იყო ( თქვენთვითონვე წარმოიდგინეს სილამაზის საუკეთესო ვერსია და დაუკავშორეთ) , ამჯერათ თმა შუაზე ქონდა გაყოფილი, დასწორებული და დაბლა შეკრული, მსუბუქი მაკიაჟი ესვა. დემონსტრაციულად მოაბიჯებდა კიბეებზე და ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. სანდროს თავში ქაოსი იყო, როგორც მისი დანახვისას ყოველ ჯერზე. საკუთარ თავს პირობას უდებდა, რომ ეს ქალი ერთხელ თავიდან ბოლომდე მისი საკუთრება იქნებოდა. - სანდრო, არ გესმის? - ეცინებოდა ლექსოს- ხო გითხარი მაგ გოგომ სულ დაგა**ევა თქო. - ვაიმე, შეიძლება გავგიჟდე, როგორ უყურებს- ხმამაღლა იცინოდა კოსტა. - მოკეტეთ-წარბი აწია სანდრომ. - ისედაც დან**ეული მაქვს.- თავზე ხელი გადაისვა და გათიშა. - ელე ჯერ არ ჩამოსულა? - კითხა სანდროს ნინამ. - მალე ჩამოვა- უპასუხა სანდრომ და მზერას არ აშორებდა საყვარელ ქალს. - ასე ნუ მიყურებ სანდრო- თვალი აარიდა ნინამ. - ასე , როგორ, სიყვარულის თვალებით?- ზედმეტად პირდაპირი იყო დადიანი. - გთხოვ, დღეს არ გვინდა- შეეცადა ამ საუბრისგან თავის არიდებას. - ძალიან კარგად გამოიყურები, როგორც ყოველთვის- ღიმილიანი მწერით უთხრა. ასეც ხდებოდა, ხან ნინა რჩებოდა სანდროს შარმით წაგებული, ხან კი თვითონ სანდრო ნინას სილამაზით. უფრო კი ორივეს სიყვარულის ცეცხლი ეკიდათ და მათ შორის ეს დისტანცია უფრო ამძაფრებდა აალების პროცესს. მალე ელაც გამოჩნდა კიბეებზე, მასაც თეთრი , მოკლე კაბა ამშვენებდა, საკმაოდ ღრმა დეკოლტეთი , ქერა, კარე თმა დასწორებული ჰქონდა, თვალები კი მწვანედ უნათებსა, ელა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა წასულიყო ყურადღების ცენტრში ექცეოდა და ამიტომაც მუდამ ხელებმომარჯვებული იდგა სანდროც და სანდროს სამეგობროც. - ჩემი პრინცესა, ჩემი ყველაზე ლამაზი- შუბლზე ნაზად აკოცა სანდრომ. - მართლა ულამაზესი ხარ- თვალი ჩავუკარი მულს. - ანალოგიურის თქმა შემიძლია შენზეც- მანაც თვალი ჩამიკრა. - წავედით? - ჩვენ შორის ჩაგდა სანდრო და ორივეს ხელკავი გაგვიკეთა. *** უამრავი ალკოჰოლი, სიგარეტი, გასართობი თამაშები, სე*ს სათამაშოები, ,, დირთი" ვიზუალის მაფინები, ტორტები, ყველაფერი იყო რაც ამ საღამოს სჭირდებოდა. ხმამაღალი მუსიკა, ბევრი ცეკვა, მხოლოდ სოფია იყო თავშეკავებულად და მხოლოდ ჭამას ან გულიანსიცილს ახერხებდა შიგადაშიგ ცეკვის ფონზე. - სცენა გამინთავისუფლეთ ქალებო- გამოვაცხადე მიკროფონში და უკვე საკმაოდ მთვრალი სიცილს ვერ ვიკავებდი- ელე- გავხედე მას-შენს ძმასთან არაფერი წამოგცდეს- მანაც ღიმილით ჩამიკრა თვალი- ამ დღეს ასე ვერ ჩავატარებდი. - გთხოვთ ....- ესღა ვთქვი და რამდენიმე სტრიპტიზიორი გაჩნდა. აჟიოტაჟი და სრული სიგიჟე მოყვა ამ ყველაფერს, სასმელს ვსვამდით, ერთმანეთს ვასხამდით, თავზე ვიმხობდით ყველფერს, ძალიან მთვრალები ვიყავით. ეს ღამე მართლა სუფთა წყლის წინა საქორწინო წვეულება იყო, რადგან იქ ისეთები მოხდაააა... გამთენიის ხუთი საათი იყო სამდრომ , რომ დამირეკა. - ცოცხლები ხართ?- იცინოდა, ისიც საკმაოდ მთვრალი იყო. - ვცდილობთ, თქვენ ? - ჩვენც, როდის წავიდეთ სახლში? - აუცილებელია შენ მომაკითხო? - კი, აუცილებელია, მთვრალები ხართ, ჩვენ მძღოლებით მოვალთ და ყველა თავი გზაზე წავა. - მისამართს ჩაგიგდებ და მოდი. ბიჭებმაც ძალიან კარგი დრო გაატარეს, ძველი სახალისო ამბები გაიხსენეს, ბევრი დალიეს, იცეკვეს და სიგიჟის ღამედ აქციეს ყველაფერი. - მოვედით, შემოვიდეთ- დამირეკა ისევ სანდრომ. - არააა, არც კი იფიქროთ, გამოვალთ- კატეგორიულად ვუთხარი.- ყველა გადანაწილდა მანქნებში, ზოგს შეყვარებულმა, მოაკითხა ზოგს ქმარმა, ჩვენს სანდროს და მძღოლს ჩავუხტით მანქანაში და სახლისკენ გავეშურეთ. სანდრო ძალიან მთვრალი იყო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა მე კი ოთახამდე ძლივ მივედი, საძინებლის აივანზე სავარძელში მოვკალათდი და ამ ზამთრის სიცივეს სიგარეტის კვამლი შევახვედრე. - ნი- მომესმა ზურა უკან ჩემი საყვარელი მამაკაცის ხმა. - გისმენ სანდრო. - არა ნინა, არასდროს არ მისმენ. - მე როგორც შემიძლია ისე გისმენ. - ვიცი , რომ უკეთაც შეგიძლია. - გთხოვ სანი, ახლა არა. - ყოველთვის ეგ პასუხი გაქვს, ისე მექცევი თითქოს შენს ცხოვრებაში ყველა ბზარის ავტორი მე ვარ, თითქოს მე გავაფუჭე ყველაფერი და ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციე- აუღელვებლად, სრული სიმშვიდით საუბრობდა. - მიქციე კიდეც-ჩემში სიბრაზე იმარჯვებდა- არ მიქციე? იმედი მომეცი, სადღაც სიყვარულის საწყისში აღმოვჩნდით, მომავალზე მელაპარაკებოდი და პირველივე წინააღმდეგობის დროს ხელი მკარი. - და ერთხელ არ მკითხე , რატომ გავკეთე ეს? - მომეცი უფლება? - ნინა, შენ თანხმობას არაფერზე არასდროს არ ელოდი, რატომ მაინცდამაინც მაშინ. - იმიტომ , რომ იდიოტივით მოიქეცი. - სიმართე არ იცი - ვიცი, ის სიმართლე ვიცი რაც იყო.- ცინიკურად გამეცინა. - რა? - გაუკვირდა. - დეას თუ გულისმობ ვიცი- მე მასზე ერთი ნაბიჯით წიმ ვიყავი, მაგრამ გამარჯვების ეს გზა არ მომწონდა , სიამაყისგამო დავკარგე მასთან ყოფნის ერთი წელი, ამიტომაც არ მითქვამს აქამდე სიმართლე. - ანუ რას მეუბმები? - ვიცი , რომ დეა მოვიდა და ციხეში გამოგიცხადა ორსულად ვარ შენგანო. შენც იფიქრე ვერ გამიგებს ნინაო და თავიდან მომიშორე. - ეგ ყველაფერი საიდან იცი? - დეამ მითხრა , რომ ურსულად იყო, სანამ შენთან მოვიდოდა ჩემთან მოვიდა. - მერე რაც მოხდა ეგეც იცი? - კი, სანამ შენ გაიგებდი, რომ ბავშვი შენი არ იყო მე გავიგე, მაგრამ ღირსი არ იყავი შენთვის მეთქვა. - იმისგამო არ დამისრულებია შენთან ურთოერთობა, რომ ვერ გამიგებდი. - აბა რისგამო- ისტერიულად მეცინებოდა. - გამიგებდი, რადგან მასთან ურთოერთობა ჩვენი ურთოერთობის დასაწყისამდე მქონდა, უბრალოდ ძალიან დაიტანჯებოდი, ჯერ ჩემი ციხეში ყოფნით, მერე იმაზე დარდით, რომ ვიღაც სხვა ქალი ბავშვს მიჩენდა და ამ დროს შენს ცხოვრებას ვინ მიხედავდა? - გულწრფელად მელაპატაკებოდა. - აა, ანუ ალტერნატიული გზები მოძებნე, რომ ტკივილი აგერიდებინა ჩემთვის და ცხოვრება გამეგრძელებინა არა? - შენ ჩემი არყოფნიდან ერთი წლის განმავლობაში საკუთარი იმპერია შექმენი, შენი კუთხე მოიწყე, შენი ოცნება აიხდინე, თუ ციხისკენ გექნებოდა გულისყური ვერ შეძლებდი ამდენს. - დებილი ხარ, კრეტინი, დეგენერატი , ჩემთვის არ უნდა გეკითხა? მე რა მინდოდა არ უნდა გეკითხა? ეს შექმნილი იმპერია, როგორც შენ ამბობ ლამის წამებში ჩამომენგრა , ეს ყველაფერი წამიერია გესმის დღეს გაქვს ხვალ აღარ მე შენ მჭირდებოდი, არფერი მინდოდა , შენ მჭირდებოდი, თუ შენ იქნებოდი ჩემი მოტივაციაც მეტი იქნებოდა, მე მენდომებოდა , რომ სამყაროს დავპირისპირებოდი შენსგამო, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია მენდომებოდა ვყოფილიყავი და ბედნიერი ვიქნებოდი, თუნდაც შენგან შორს- უკვე საკმაოდ ხმამაღლა ვლაპარაკობდი, მერამდენე ღერს ვეწეოდი და ეს ცრემლებიც ჯანდაბა, როგორ დაუნდობლად ჩამოდიოდა ჩემს სახეზე, ალკოჰოლის ბრალია. - ეგ ყველაფერი თუ იცოდი, ამდენი თუ გაგეგებოდა , რატომ არაფერი არ მითხარი, რატომ არ შემაჩერე? - შენ არ აგიხსნია, სიმართლე არ გითქვამს, არჩევნის წინაშე არ დაგიყენებივარ, ამიტომაც შენი სიყვარულის დიდად არ მჯეროდა. - ჯანდაბა, ეს ყველაფერი მხოლოს სიამაყისგამო გადავიტანეთ- უკვე გაცეცხლებული იყო. - არა, შენს გამო.-მეც ვნრაზობდი მასზე. - შენ უნდა მოსულიყავი, უნდა გეთქვა, მე შენი დამოკიდეულება უნდა მცოდნოდა. - და ახლა რააა? სანდრო რა შეიცვლება? - შენი გრძნობები შეიცვალა? უჩებოდ ყოფნამ შეცვალა? - თვალებში მიყურებდა და უარყოფით პასუხს მეხვეწებოდა მზერით. - აღარ მინდა ლაპარაკი- წამოვდექი და ოთახში შესასვლელად მოვემზადე. - მე მინდა- თავისკენ მიმატრიალა ცალი ხელი წელე შემომხვია, მეორე ხელი თმებში შემიცურა და ვერაფრის გაანალოზება ვერ მოვასწარი ის მისწვდა ჩემს ტუჩებს, მთელ სხეულში ცეცხლი მეკიდა, ვიგრძენი , როგორ დავკარგე კონტროლი, მაგრამ მალევე მოვიშორე ხელია კვრით. - გაგიჟდი? - ტუჩებზე ხელი ავიფარე. - რატომ არ შეიძლება , რომ ყველაფერი იქ დავტოვოთ სადაც იყო და ახალი ცხოვრება დავიწყოთ? - სუნთქვაგახშირებული ლაპატაკობდა. - იმიტომ, რომ ვერ გაპატიე, ის უშენობის დღეები ვერ დავივიწყე, ვერ ამოვისუნთქე, მარტივია ჯოჯოხეთური წელი წარსულში დატოვო? ამდენიხანი როსთვისაც მიბრძოლია ასე ერთი ხელის მოსმით მოვიტოვო? - მიყვარხარ! - რა? - მიყვარხარ! - გაჩერდი, გთხოვ , გაჩერდი. - იმ დღეს, როცა ოგიტაცეს შენთან ამ ყველაფერზე ლაპარაკს ვაპირებდი. - შენ ახლა სასმელი გალაპარაკებს. - სისულელეებს ნუ მეუბნები. - დავიძინოთ კარგი?- მეტის მოსმენა აღარ შემეშლო , შეიძლება გავტეხილიყავი კიდეც, ამიტომ მაკიაჟიც კი არ მომიშორებია, უკვე დილა იყო, ფარდები ჩამოვაფარეთ და ჩავწექით. ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული, თავი კი ჩემს თმებში, ერთმანეთს ძალიან ახლოს ვგრძნობდით და თითქო ჩვენი სხეულები მეტყველებდნენ ჩვენს ნაცვლად. საღამომდე თვალი არცერთს გაგვიხელია, არც არავინ შეგვხმნიანებია, კარგად გამოვიძინეთ. მე პირველს გამეღვიძა, მასთან შეხვედრა ძალიან არ მინდოდა, ამიტომ სწრაფად მივიღე შხაპი, ჩავიცვი კომფორტული ტანსაცმელი და ატელიეში მივედი სადაც გოგონები მელოდებოდნენ. - დიდხანს მელოდეთ? - ჩავეხუტე კატოს და სოფიას, მორიგი ტრადიციული კოცნა კი ჩემი ნათლულისთვის გავიმეტე. - არა, ჩვენც ახლა მოვედით- მითხრა სოფიამ. კაბები მზად იყო, ორივე ძალიან კმაყოფილი იყო, მე კი ჩვეულებისამებრ მოლოდინი გამიმართლდა , კაბები წამოვიღეთ და სოფიასთან მივედით. ქორწილისთვის ყველაფერი მოგვარებული იყო, ამიტომ საჭორაო დროც გვქონდა. - სოფ, შენ გუშინ ხოარ გადაიღალე? თავს როგორ გრძნობ- ვკითხე მეგობარს და თან მის მუცელზე დავატარებდი ხელებს. - უმნიშვნელოდ , მაგრამ კარგად გამოვიძინე, პრობლემა არ არის, მგონი ძალიან მარტივი ორსულობა მაქვს- ბედნიერებისგან თვალები უციმციმენდა. - ჩემი პატარა, შემდეგში ეხოზე წამიყვანე რაა - შევეხვეწე სპფიას. - წამოდი, რა პრობლემაა... - რომ წარმოვიდგენ, მე და დათასაც გვეყოლება პატარა ჭკუიდან გადავდივარ, მგონი ეს ქორწინების საწყისი ეიფორიაა- ემოციებს ვერ მალავდა კატო. - მერეც გექნება ეგ ეიფორია- არწმუნებსა სოფია. - სანდრომ მითხრა, რომ ვუყვარვარ- ვთქვი მოულოდნელად. - რაააა? - წამოიყვირა ორივემ ერთდროულად. - ხო მითხრა, რომ ვუყვარვარ და უნდა რაც იყო აქამდე წარსულში დარჩეს- დაწვრილებით ვუყვებოდი გოგონებს ყველაფერს, ისინი კი ინტერესით მისმენდნენ. - მე მგონია, რომ დროა რაღაცები გვერდზე გადადო, შეიძლება მარტივი არ იყო რაც გამოიარე, მაგრამ იმისგამო რაც მოხდა მომავალსაც ვერ გაინადგურებ- მიხსნიდა სოფია. - სოფიას ვეთანხმები - დაიწყო კატომ- შენ გამუდმებით ამბობ, რომ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს შენმა ტანჯვამ , მაგრამ რას გულისხმობ შედეგიანად ჩავლაში? გგონია არ აპატიებ და ამით შენს ეგოს დაიკმაყოფილებ? - შეხედე, მთელი დღეა ტუჩებზე იკიდებ ხელებს და თვალებში ვარსკვლავები გიციმციმებს-აგრძელებდა სოფია- მერე გამოდიხარ და ამტკიცებ, რომ არ გინდა აპატიო, ცოტახანს ეგ შენი დამპალო თავმოყვარეობა გადადე და გულს მოუსმინე, გიყვარს , უყვარხარ და რისგამო იტანჯები? - გგონიათ არ ვიცი მართლები , რომ ხართ? მესმის, ჩემი ქვეცნობიერის რაღაც ნაწილი იზიარებს მაგ აზრს, რაღაც ნაწილი კი გასაქანს არ მაძლევს. - ხოდა მაგ ნაწილს უთხარი ჩემი სისველე უკვე მახრჩობს მომეშვიო- ისევ სოფია და მისი დირთი ხუმრობები. - ცუდად ვარ- იცინოდა კატო. - მაგ საქმესაც მივხედავ- თვალი ჩავუკარი ორივეს. - ვაიმე სანდრო მირეკავს- ისე წამოვვარდი ფეხზე თითქოს პირველად მირეკავდა. - ვერ არის ეს - გაეცინა სოფიას. - ხო სანდრო- ისე ვუპასუხე ვითომც არაფერი. - სად ხარ? რატომ არ გამაფრთხილე რომ გადიოდი? - საქმეები მქონდა და გამოვედი, გეძინა. - ხო შევთანხმნდით , რომ ან მე გატარებდი ან მძღოლი? - გეძინა სანდრო და სრული უფლება მაქვს დამოუკიდებლად ვიარო.- ვბრაზობდი მასზე. - შენზე ვღელავ ნინა და უნდა გესმოდეს. ელე გკითხულობდა , დაურეკე როცა მოიცლი. - დავურეკავ, შენ მიდიხარ სადმე? - შენი საქმე არ არის - როგორ მელაპარაკები? - როგორც დაიმსახურე. - ცეცხლს ეთამაშები- ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ცოტახანში ელეს გადავურეკე და შეხვედრა მთხოვა, დათქმულ კაფეში მივედი. - რა გჭირს?- ძალიან შემეშინსა მისი აცრემლიანებული თვალები, რომ დავინახე. - ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, დავიღუპე- ძალიან ღელავდა. - დაიწყე და მომიყევი- ჩაი შევუკვეთე და მის წინ დავჯექი - რამდენიმე თვეა ჩემს ცხოვრებაში ერთი ბიჭი გამოჩნდა, ჩემი მეგობრის დაბადებისდღის წვეულებაზე იყო, ძალიან სიმპათიური იყო და თან საკმაოდ კარგად მექცეოდა. მასწავლებლებთან მაცილებდა და ყურადღებით თავბრუსმახვევდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიღაც მომეწონა. არავისთვის მითქვამს მასზე, ახლა პირველი ხარ ვისაც ვუყვები. მერე ჩემი მეორე მეგობრის დაბადებისდღის წვეულებაზე იყო, იქ მხოლოდ ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე , რაღაც გაურიეს არ ვიცი რა იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი , რაღაც იყო , მაშინვე არ მესიამოვნა. საძინებელში ავედი დასაძინებლად, რადგან ისედაც ყველა იქ ვრჩებოდით. ვიცი , რომ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩემი ნახევრადშვიშველი ფოტოები აქვს , არც კი მიკოცნია, სანდროს გეფიცები ყოველთვის თავშეკავებული ვარ, მაგრამ ახლა მაშანტაჟებს, მეუბნება თუ მასთან ერთად ერთი კვირით არ წავალ ბაკურიანში ამ ფოტოებს გამოაქვეყნებს. თან მითხრა თუ იტყვი ვინმესთან უარესი მოხდებაო-ტირილს ვერ წყვეტდა. - მომისმინე, ახლა ტირილის და ნერვიულობის დრო არ არის, ყველაფერს მოვაგვარებთ- მის გვერდით გადავჯექო და ჩავეხუტე.- სანდროს რატომ არ ეუბნევი? - იმიტომ, რომ ამ ისტორიის მეორე მხარე უფრო რთულია ნი, ის ბიჭი სანდრომ , რომ დაჭრა იმის ძმა არის- ეს კი ნამდვილად შოკი იყო. - ეგ ყველაფერი თავიდან არ იცოდი ხო? - არა , არ ვიცოდი, სასამართლოებზე არ დადიოდა, როგორც ჩანს არ იყო აქ და რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა ჩემთან ურთიერთობაც შეგნებულად დაიწყო. - შემიძლია სანდროს დაველაპარაკო, თუ გენდომება - არა ნი, სანდრომდე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივალ, ისედაც სულ მეკითხება რამე ხოარ ხდება, ვინმე ხომ არ არისო და მეც ვუმალავდი ახლა , რომ ვუთხრა , ომი დაიწყება. თუ სანდრო მაგ ოჯახის სიახლოვეს იქნება ისევ დაიჭერენ. - მაგ ბიჭის მონაცემები მინდა , მე მოვაგვერებ, ნუ გეშინია- დავამშვიდე ელენე, მაგრამ საშინლად ვღელვდი. - არ ვიცი რა უნდა ვქნა, შენთან იმიტო მოვედი, რომ ყველაზე დიდი იმედი ხარ , ბიჭებსაც ვერ ვუთხარი ეგენიც გიჟები არიან, რამეს მოახდენენ. - სრულწლოვანი როდის ხდები? - ვკითხე და თავში უკვე გეგმას ვაწყობდი. - ერთ თვეში. - დროულად უნდა ვიმოქმედო. ახლა შენ წადი სახლში დაისვენე , დამშვიდდი და სწავლას მიხედე, გპირდები რამდენიმე დღეში მაგ ამბავს მობაგვარებ. - რა კარგია, რომ არსებობ. ელენე სახლში გავუშვი, ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ ხვალინდელი ქორწილის ამბავი უნდა დასრულებილიყო. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული სოფიამ , რომ დამირეკა. - ხო სოფ. - გოგო , ყველა დათასთან მივდივართ , წამოდი შენც, სად ხარ? - საქმეზე ვარ გამოსული, ოფისში მივალ რაღაცებზე მაქვს ხელი მოსაწერი და წამოვალ. - კარგი გელოდებით. ოფისში ყოფნა გამიგრძელდა, უამრავი საქმე დაგროვებულიყო, ყველაფერი მოგვაგვარე, ახალი ესკიზები, რომელიც ბოლო პერიოდში შევქმნები გაზაფხულის კოლექციისთბის კაბინეტში დავტოვე და დათასთან წვედი. - აფროდიტე მოსულა- კარი კოსტამ გააღო, სანდროც იქ იყო, ჩემზე გაბრაზებული ჩანდა , დილის მერე არც დაურეკავს და არც მოუწერია. - როგორ ხართ ? - ვიკითხე ყველას მიმართულებით. - შენ როგორ ხარ? მოგვემატრე- ჩამეხუტა დიტო. - საქმეებს შევყევი, მომიტევეთ. - ყავას ხო დალევ? - მკითხა კატომ. - შენ უკვე დიასახლისობ?- გამეცინა მის შემოთავაზებაზე. - დრო არ არის?- თვალი ჩამიკრა დათამ. - არის, აბა არ არის? - დივანზე კომფორტულად მოვკალათდი სოფიას გვერდით და ფანჯარასთან სიგარეტით ხელში მდგარ სანდროს გავხედე, რაც მოვედი ყურადღებაც არ მოუქცევია. - შენი ქმარი დღეს უხასიათოდაა, რა დამართე? - მკითხა ლექსომ. - ჩემი ქმარი უხასიათოდ კი არ არის ეგეთი ხასიათი აქვს-ცინიკურად გავხედე სანდროს. - აქ ოჯახური კონფლიქტის სუნი მცემს- ჩაილაპარაკა სოფიამ. - ამიტომ, მე ავდგები და ჩემთვის ყავას გავაკეთებ, შენც აღარ შეგაწუხებ- გავხედე კატოს- ვინმეს ხოარ გინდათ კიდევ? - არა არა, წადი შენ შენთვის გაიკეთე.- ყველას მაგივრად მიპასუხა კოსტამ.- მეც ყავის გასაკეთებლად სამზარეულოსკენ გავეშურე. მალე სანდროც გამოჩნდა. - დღევანდელ შენს საქციელს რა დავარქვათ- მითხრა უხეში ტონით. - საქციელებსაც სახელებს ურჩევ?- ისეთი გადაღლილი ვიყავი და განერვიულებულიც ელენეს ამბებზე ჩემი ცინიზმი სადღაც ჰაილეველზე იყო და ვერ ვიმორჩილებდი. - ნინა მე სერიოზულად გელაპარაკები- არ ცხრებოდა. - სანდრო შენ სულ სერიოზულად მელაპარაკები, მე კიდევ ნერვები ჰაერში მაქვს უკვე და ცინიზმით თუარ გავნეიტრალდი მესამე მსოფლიო ომს დავიწყებ. - ჩვენი ურთიერთობა უკვე დაამსგავსე მესამე მსოფლიო ომს ხვდები? - დავზავდეთ გინდა? ოღონდ პირობები ორმხრივ სარგებელზე იყოს- ზოგჯერ საკუთარ თავს მე თვითონაც ვერ ვიტანდი. - შენთან ლაპარაკს ოდესმე აზრი ექნება? - შენ ფიქრობ , რომ არა? - სიტყვებით ნუ მეთამაშები, ძალიან ვცდილობ მოთმინება შევინარჩუნო და არ გაწყენინო. - ეგ შენი მოთმინება, გამუდმებით მიმეორებ ვითმენ, ვითმენ, ვითმენ, ხოდა თუ არ გინდა ნუ მოითმენ, ჩვემს კონტაქტში მოთმინების პუნქტი არ შემხვედრია- ცოტა ზედმეტიც კი მომივიდა. - სახლში გავაგრძელოთ დანარჩენი. - როგორც ინებებთ. საღამო მშვიდად გავაგრძელეთ, ჩვენ ჩვენი დაძაბულობა არავისთან შევიმჩნიეთ და მათთან ერთად ვმხიარულობდით. - ის ისტორია იცით, კოსტას სოფელში ერთი გოგო, რომ მოსწონდა და იმ გოგოსთვის ყვავილების დასაკრეფად , რომ წავიდა?- ისტორიის გახსენება დაიწყო დიტომ. - ვინც მოყვეს იმას არ ეღირსოს ქალის ალერსი- ფეხზე წამოვარსა კოსტა. - მოიცა რა, მიდი მოყევი- ვერ ისვენებდა სოფია. - სოფელში ვიყავით, ასე 15 წლისები კოსტასთან, ხოდა ამ კოსტამ ვიღაც გოგო ამოიჩემა, იმანაც რაღაც ყვავილი მომწონსო ლაპარაკში ახსენა, დიდი საფიქრალი მიეცა ჩვენს კონსტანტინეს სად ეშკვა ეს ყვავილები და ერთ ადგილს მიაგნო. რაღაც ხიდი იყო ის უნდა გადაევლო და ყვავილებიც იქ ამოდიოდა მარტო. წაიყვანა ეს გოგო, აი მე შენსგამო როგორ ხიდზე გადავალ და თუ დამჭირდა მთებს გადავდგამო. ხიდზე ფიცარი ჩატყდა და კონსტანტინეც პირდაპირ ფუნების ჭაობში აღმოჩნდა სახით. ოთხი კაცი ითრევდა- ხმამაღლა იცინოდა დიტო- ვერაფრით ამოყავდათ, სახლამდე შორი გზა იყო და ამ მზიან ამინდში სულ ფუნიანმა იარა, ეს გოგო იმის მერე აღარ გინახავს ხო? - გაჩვენებ მე შენ ფუნას- ემუქრებოდა კოსტა. - გეფიცებით , ეს ისეთი სანახაობა იყო, მთელი ბავშვობა დავცინოდით.- აყვა დათაც - ის ამბავი, როგორ იყო 19 წლის დიტო ნახევარი წელი სალოს, რომ კერავდა ...- ინტრიგა ჩააგდო სანდრომ. - როგორ იყო და- მომენტი ხელიდან არ გაუშვა კოსტამ- ტვინი წაიღო სალო სალოს ძახილით, ყვავილებს ჩუქნიდა, უამრავ საჩუქარს უგზავნიდა , ის კიდევ ეუბმებოდა ჩემთვის ზედმეტად გრუზინი ხარო, მილიონ ნამიოკს ურტყამდა და ამასაც ეგონა რამდენიმე შეყვარებული, რომ ყავდა და თავისუფალი ჩაცმულობა , რომ აქვს მაგაზე ამბობსო და გამოუცხადა მე შენზე ყველაფერი ვიცი და საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. სალოსაც გაუსწორდა , ერთხელაც ბაკურიანში წავიდნენ , მთელ ამბებში არიან და ლოგინში , რომ ამოყეს თავი ჩვენი სალო აღმოჩნდა ყოფილი გია- ხმამაღლა ვიცინოდით ყველა, გამწარებული სახით მარტო დიტო იჯდა. - ამ სირს ტრანსგენდერი ევასებოდა- იცინოდა სანდროც. - მაგის მერე ერთითვე მკურნალობდა- აყვა ლექსოც. - ახლა გაჩერდით- სიცილს ძლივს იკავებდა დიტოც. - ახლა რა გამახსენდა - მორიგი ისტორია დაიწყო ამჯერად ლექსომ-დათა სულ სუსტი ტიპი იყო და ჩხუბშიც იჩაგრებიდა ხოლმე, ასე 19 წლისები ვიყავით მაგარი ტვინი გვი**ნა , რაღაც ჯინსი მოწონდა და ერთი თვე იჩალიჩა ამერიკიდან , რომ გამოეწერა, საკაიფო მაყუთი აქვს გადახდილი და კაროჩე პირველად ჩაიცვა და ვტაოსაობთ, ვიღაც გოგოებს ელაპარაკებოდა , თურმე შეყვარებულთან ერთად იყო ერთ-ერთი და ატყდა მაგარი ჩხუბი, ეს დათა ხელსაც ვერ იქნევს ისე, რომ ვინმეს რამე დაუშავოს, მაგარი ფაქიზო ვიღაც გახლდათ, ახლა, როა ცხოველი ეგეთი კიარ იყო სულ და უცებ ვიღაცამ დანით ეს ჯინსის შარვალი გაუხია, ეს რომ დაინახა მე თქვენი დედებიო და გამწარებილმა ოთხი კაცი ისეთი ცემა ხელი არ გაგვინძრევია, ვიდექით და ვიცინოდით- ყველა ისტორია თავისებურად სასაცილო და საინტერესო იყო, განა საქმე იუმორისტულ ჭრილში იყო? არა , საქმე მაგ მათ მეგობრობაში გახლდათ, ისინი სულ ერთად მოდიოდნენ, ყველაფერი ერთად გადალახეს. მათთან ერთად გზის გარკვეულ ნაწილებზე ვეკოც იყო, ხოლმე ის ძირითადად საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ როცა ჩამოდიოდა სულ ერთად იყვნენ, თუმცა იმ ინციდენტის მერე არცერთი ისტორია ვეკოზე არ გაჟღერებულა. ბევრი ისტორიები ვისმენე მათი წარსულიდან, მთვრალმა ლექომ , როგორ გადააფსა მეზობელს თავზე, დიტომ, როგორ გათიშა დედამისი, რომელიც ქურდი ეგონა და თავში ვაზა უთავაზა, როგორ გადადო სანდრომ ვენერიული დაავადება მთელ კურს ანდა როგორ შემოარტყა სემინარისტს შუა ჩხუბის დროს, როცა კურსელს ურტყამდა, როგორ შეუგზავნა დიტომ ციხეში პეზერვატივები სანდროს, მოკლედ , უამრავი იყო ასეთი. ეს ჩემი შეძენილი ოჯახი იყო, საამაყო, ღირსეული და ბედნიერებით სავსე. მე და სანდეო საძინებელში პირისპირ აღმოვჩნდით, მივხვდი ამჯეტად საუბრის დაწყებას აღარ აპირებდა, ამიტომ კვლავ მე წამოვიწყე. - ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, მაგრამ ვაღიარებ, ზოგჯერ ზედმერი მომდის.- ვთქვი და თვალი გავუსწორე. - დანაშაულსაც ისეთი იერით აღიარებ თითქოს მეუბმები ვაშავებ , მაგრამ ჩემი დანაშაულიც შენიაო- გაიღიმა. - უბრალოდ მიიღე ის რაც გითხარი. - იცი რა? ახლა ხასიათს შენსგამო ნამდვილად აღარ გავიფუჭებ, ხვალ ჩემი ძამაკაცის ქორწილია და შენ არ ხარ იმხელა მნიშვნელობის, რომ ეს დღე გაგაფუჭებინო- აი ასე იცოდა, ჯერ სიყვარულს აგიხსნიდა, გაგაღმერთებდა , შემდეგ კი ახლადგაშლილ ფრთებს მოგამტვრევდა და ისეთი სისწრაფოთ დაგანარცხებსა ძირს საკუთარი სულის მსხვრევის ხმას გაიგებდი... აღარაფერი მითქვამს, მაკიაჟი მოვიშორე, წყალი გადავივლე, კომფორტულად ჩავიცვი ჩემი საღამურები და ლოგინში მოვკალათდი. დილით ყველაფერი დავივიწყე და მთელიანი უარყოფითი ენერგია ჯანდაბაში გავისტუმრე. შესანიშნავი დღე იყო. სააბაზანო, ცხელი ყავა და დილის რუტინა უკან მოვიტოვე. სანდრო საძინებელში არ იყო, სად იყო ისიც არ ვიცოდი, არც ვდარდობდი. მე , ნატა და ელე ვიზაჟისტს ველოდებოდით, თმისა და მაკიაჟის მოწესრიგების დრო იყო. სასურველი მაკიაჟი გამიკეთეს , თმაც იდელურად მქონდა, საათის ისრები შორს მიფრინავდა, მზადების პროცესიც დასასრულს მიუახლოვდა, სანდროც მალე გამოჩნდა, საკმაოდ დიდხანს ემზადებოდა, მე ელეს ოთახით ვსარგებლობდი , ის კი _ჩვენით. ღია ვარდისფერი კაბა მოვირგე , ამჯერად გრძელი, ნაზი, მსუბუქი ნაჭრის იყო, თითქმის ბოლომდე შეხსილი, წელსა და ფორმებზე გამოყვანილი, ღრმა დეკოლტის თანხლებით, მსუბუქი ვიზუალის, დახვეწილი კაბა იყო, ზუსტად ვიცოდი ჩემს ტანზე ისე იდგა, როგორც უნდა მდგარიყო. აქსესუარებსაც თავისი ადგილი მივუჩინე და ფეხსაცმლის ჩაცმის ცერემოანიალი დავასრულე თუ არა მისაღების კიბეებისკენ გავეშურე, სადაც ყველა უკვე გამზადებული მელოდა. სანდრო სერიოზული სახით იდგა, ისეთ დახვეწილ სტილზე ეცვა კალაძეს შეშურდებოდა(როგორც დიზაინერია ქმარი) , მისი პულსაციას ვგრძნობდი, მაგრამ ვხედავდი არ ტყდებოდა. ელეც ულამაზესი იყო, თითქოს ეს კაბა მისთვის შემიქმნია თქო. - კარგად გამოიყურები- მოჩვენებით გამიღიმა სანდრომ, ხელკავი გამომდო და მანქნის კარიც თვითონ გამიღო. ელე და ნატა კახასთან ერთად წავიდნენ. კატო ისეთი ლამაზი იყო ემოციებისგან მეტირებოდა, საოცრად უხდებოდა კაბა და ანათებსა ბედნიერებისგან. ჩემს დაქალზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლამაპარაკის, ისე ყოველთვის შეუდარებელი იყო, ორსული ხო მითუმეტეს , ქორწილში უამრავი ადამიანი იყო, მე როგორც სანდროს ცოლი ასეთ მასშტაბურ სივრცეში პირველად ვიყავი, ამიტომ სანდრო უამრავ ადამიანს მაცნობდა. შეიძლება გაბრაზებული იყო, მაგრამ გვერდიდან არ მომშორებია. - სანდრო ამოსუნთქვის საშუალება მომეცი, მინდა დამოუკიდებლადაც გამოველაპარაკო ადამიანებს. - ისე გიყურებენ, თითქოს ყველას ერთი სურვილი ამოძრავებდეს და ეს კაბაც , ჯანდაბა ისეთი გამომწვევია- ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. - შენც ეგ სურვილი გაქვს?- ვუთხარი და ტუჩები სახესთან ძალიამ ახლოს მივუტანე. გუშინდელის მერე შურისძიების წყურვილი მკლავდა და მისი გაგიჟებისთვის საუკეთესო დრო იყო. - ჩემი სურვილები ბევრად მეტია- ვალში არც ის დამრჩა. - განვიხილოთ? - ვცდილობდი მთლიანი შინაგანი ვნება გადმომეტანა სიტყვებში, რომ საწადელს მიმეღწია. - კი, გინდა მთავარი სურვილი გაგანდო? - ცალი ხელი წელზე მომხვია და გულის ცემაც ამიჩქარდა. - შეიძლება მინდა კიდეც- არ ვნებდებოდი. - რადგან არ იშლი გეტყვი- ტუჩებს ოდნავ აარიდა თავი და ყურთან ძალიან ვნებიანი ხმით მითხრა- ჩემი მთავარი სურვილი ახლა ჭამაა, მთელი დღეა არაფერი მიჭამია- ჩემმა შინაგანმა სამყარომ კივილი დაიწყო, ახლა ნამდვილად გაგამწარებ, გეფიცები ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას ვლაპარაკობდი გულში. - დღესაც უნდა დალიო? ჩემს შვილს ლოთი ნათლია ეყოლება- მომიახლოვდა ლექსო. - შენს ძმაკაცს ფხიზელმა ჩემმა მტერმა უყუროს- გამეცინა. - ნეტა როდის დატკბებით?- საუბარში ჩაერია სოფია. - ნამდვილი გველია და მერე მე მეუბნება ეშმაკზე უარესი ხარო- გაბრაზებული ინტონაციით ვთქვი. - მომწონს თქვენი წყვილი, ვგიჟდები ასე , რომ კინკლაობთ- შემოგვიერთდა კოსტა. - ისე, მეჯვარეობის ამბავი როგორ გადაინაწილეთ?- მართლა დამაინტერესა და ვიკითხე. - ლექსოს მეჯვარე სანდრო იყო, სამდროსი- მე, ჩემი - დათა, დათასი- დიტო და დიტოსი ლექსო. - ჩამოაყალიბა კოსტანტინემ. - ვერ ხართ, მართლა წინასწარ ქონიათ დაგეგმილი.- გამეცინა. - მოიცა შენ და სოფია არ ამბობდით, პირველი ვინც გათხოვდება იმის მეჯვარე იქნებოდა მეორე?- ჩაგვეძია ლექსო. - კი, რა თქმა უნდა - გაეცინა სოფიას. - ის გოგო ვინ არის?- ვკითხე ბიჭებს, სანდროსთან ზედმეტად ახლოს მდგარ გოგოზე, რომელიც ღიმილით შესციცინებდა გვალებში. - ოპააა- ჩაიცინა ლექსომ- ბავშვობიდან უყვარს მგონი სანდრო ამას, ნუ რაც თავი მახსოვს უყვარს. - რამე ურთიერთობა ქონდათ?- ჩემს მაგივრად დასვა კითხვა სოფიამ. - მგონი რაღაც პერიოდი სანდრო ხვდებოდა- იცინოდ ჩემი შემხედვარე კოსტა. - მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა ბეჭდიანი ხელით სხვა ქალებთან ,,კურკური". დემონსტრაციულად ნელა მივაბიჯებდი, სახეზე ეშმაკური ღიმილი დამთაშებდა და ჭიქა ღვინოც ელეგანტურად მეჭირა ხელში, დავინახე , როგორი ნიშნისმოგებით გამომხედა სამდრომ, მეც ჩემი მზერით ვკლავდი. - გამარჯობა- ზრდილობიანად გავუღიმე ჩემს ქმართან მოსაუბრეს და შემდეგ სანისკენ შევტრიალდი- ძვირფასო, მეგობრები გველოდებიან, არ ვალოდინოთ. - კარგი წავიდეთ- გაეცინა სანდროს- დროებით ლილე. - დროებით სანდრო- ის ჩაილაპარაკა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, რომ შეძლებოსა აუცილებლად მომკლავდა. - ეს რა იყო?- მიყურებდა და გაოცებას ვერ მალავდა სანი. - რა ? - შენი ეს ეჭვიანობის გამოსვლა. - მოიცა შენ იფიქრე, რომ ეს ეჭვიანობისგამო გავაკეთე? - ძალიან ცინიკური მზერა მივიღე. - აბა რისგამო გააკეთე? - მართლა გელოდებოდნენ.- ვუთხარი და იქვე მდგარ ელეს მივუახლოვდი. - რამე ახალი, ხომ არ არის? - ვკითხე და ხელიდან ღვინო ავაცალე.- ამდენის დალევა შენთვის არ შეიძლება. - არაფერი, ისევ იგივე ტექსტები რაც იყო- მოწყენით თქვა. - დღევანდელი დღე, რომ ჩაივლის მერე კარგად დავგეგმავ და მივხედავ ყველაფერს. - ჯერ საქართველოში მაინც არ არის, ერთ კვირაში ჩამოვა და მერე შეიძლება რამის გაკეთება. - ყველაფერს ვიზამთ, ხო გჯერა ჩემი? - ყველაზე მეტად შენი მჯერა, უბრალოდ ვღელავ რამე შარში არ გაეხვე. - აქამდე არაფერს შევუჩერებივარ, ახლაც ვერაფერი შემაჩერებს, თან როცა იცი გვერდით სანდროსნაირი ადამიანი გყავს , სათადარიგო ბადე ყოველთვის არსებობს- თვალი ჩავუკარი და რესტორანში ახლად შემოსულ წყვილს შევეგებეთ. ქორწილი დიდი ჟრიამულით გაგრძელდა, გართობა, სიმღერა ცეკვა, უამრავი სისულელე და სიგიჟე, ბევრი ადამიანი და ადამიანზე ბევრი ბედნიერება, იყო. შემდეგ დათა და კატო რამდენიმედღიან საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ, ჩვენ კი - სახლებში. მე ტრადიციულად საკმაოდ ნასვამი, სანდრო კი შეუმჩნევლად. - ჯანდაბა, ამ კაბას ვერაფერი მოვუხერხე , ძალიან გთხოვ დამეხმარე, რომ გავხსნა ელვა შესაკრავი.- ვთხოვე სანდროს. - შებრუნდი- მითხრა და მაშინვე ვიგრძენი მისი ძლიერი ხელების შეხება, თავზე კონტროლს ვკარგავდი, ,, არა ნინა, არ შებრუნდე, ეს არ გააკეთო" მეუბნებოდა ჩემი გონება. ,, დებილო, ერთხელ ცხოვრობ, მიდი და გააკეთე რაც გინდა" მეუბნებოდა ისევ ჩემი გონება, მაგრამ მთვრალი. თქვენი აზრით, რომელს დავუჯერე? რა თქმა უნდა მთვრალს. შევბრუნდი და ისე მოულოდნელად მივწვდი მის ტუჩებს თვითონაც საშინლად დაიბნა. ორივე ხელი მის სახეზე მეკიდა და მისგან წამოსულ ვნებას საკუთარს ვახვედრებდი. მის პერანგში შევაცურე თითები და ვიცოდი , როგორ გადამყავდა ჭკუიდან, ან მე უფრო ვიშლებოდი. ლოგინს ნელნელა ვუახლოვდებოდით, ჩემი გულისცემა და მოთმინება სადღაც ქრებოდა. თითქოს ამ ღამით მას ყველაფერს ვაპატიებდი. მოულოდნელად ჩემს ტუჩებს მოსწყდა და ადგა. - ახლა ზედმეტად მთვრალი ხარ ნინა- მხოლოდ ეს მითხრა და ოთახი დატოვა. სასოწარკვეთილი ვიყავი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა, სადღაც თავს შერცხვენილადაც კი ვგრძნობდი. ეს რაღაც საშინელი სიცარიელისა და იმედგაცრუების მუხტი იყო. დილით სახლიდან გავედი, სანდრო სად იყო წარმოდგენა არ მქონდა, ვფოქრობ სახლში, რომელიმე ოთახში , მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. კომპანიაში მივედი, რამდენიმე ესიკიზი კიდევ გავაკეთე, იქიდან ატელიეში გავიარე და კერვის პროცესებს ვადევნებდი თვალს. მალე ჩემი კოლექციის ჩვენება იქნებოდა და საქმე ძალიან ბევრი იყო, ატელიიდან ისევ ოფისში მივედი, თავი ძალიან უნდა დამეტვირთა , რომ გუშინდელი აღარ გამხსენებოდა, სანდროზე თითქოს ნაწყენი ვიყავი, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მაბრაზებდა. კომპანიაში სრული ქაოსი მოვაწყე, ყველას სწრაფად მუშაობა და ყველა დეტალის გარკვება ვაიძულე. აქტიურად მუშაობდნენ, მეც კაბინეტიდან კაბინეტში დავდიოდი, შეკერილ ფეხსაცმელესა თუ კაბებს თითო ღილსა და ქუსლს ვუმოწმებდი, საკმაოდ ნელა მიდიოდა ყველაფერი ჩემი არეული ცხოვრებისგამო, მაგრამ ახლა მაგის დრო აღარ იყო. სანდრომ რამდენჯერმე დამირეკა, შეტყობინებაც მომწერა, მაგრამ მისთვის არ მეცალა. საღამოს, როგორც იქნა ვუპასუხე. - სად ხარ ნინა, მთელი დღეა გირეკავ?- ძალიან იყო გაბრაზებული. - არ მცალია სანდრო, მალე მითხარი თუ რამე გინდა და გაგითიშავ.- სწრაფად ვუთხარი. - მოკითხვა მინდოდა შენი და იმის გაგება თუ სად ხარ? არ უნდა ვიცოდე? - ვმუშაობ, ბევრი საქმე მაქვს. - მუშაობ თუ თავს მარიდებ. - ორივე და გასაქანს მომცემ? - ღმერთო, რა ჯიუტი ხარ! - შეხვედრამდე- გავუთიშე ტელეფონი. - სოფ, როგორ ხარ? - დავურეკე დაქლს. - კარგად ნინაჩკა შენ? - რავი ვმუშაობ გადავიღალე, ჩემს ნათლულს ჩვენი საფირმო ნამცხვარი, რომ გავასინჯოთ რა აზრის ხარ? - მშვენიერი აზრის, სულ სირბილით გამოვალ. - ნელა იარე, არ გადამრიო- მეცინებოდა მის სიგიჟეზე. - კარგი, გამითიშე, ჩავიცვამ და მოვალ კაფეში, არ მალოდინო. ჩემი ნივთები ავიღე და კაფისკენ გავემართე, ნამცხვრისა და ყავის შეკვეთა მივეცი და ამასობაში სოფიაც გამოჩნდა. - მოყევი აბა გუშინ რა მოხდა- ვანგაა თუ რა ჯანდაბაა ეს გოგო, გამეცინა მის კითხვაზე. - სასმელი გზაში მომეკიდა, მერე კაბის გახსნაში დამეხმარა, მერე მის შეხებაზე ჰორმონებმა შემომიტია და ვაკოცე, ხოდა საქმესაქმეზე , რომ მივიდა მთვრალი ხარო და წავიდა.- ხელები თავში ჩავრგე , მან კი ისტერიკული სიცილი ატეხა. - ღადაობ? არ შემიძლია? ეგ რა გააკეთა - გიჟივით იცინოდა- ძალიან ვაფასებ, ყოჩაღ სიძე, ნამდვილი მამაკაცი ხარ. - ნუ იცინი მაგრად მრცხვენია. - მოიცადე როარ შეეჩერებინე და ახლა გაგეღვიძა არ ინანებდი?- გამომცდელად მკითხა. - არა- საკუთარ თავში დარწმუნებულმა ვუპასუხე. - მოგტყდა ფრთები ჩიტო?- გამიცინა. - არ ვიცი უბრალოდ დროა ბედნიერებისკენ ნაბიჯი გადავდგა. - ჩემი სიყვარულო, მე ყველაზე მეტად ეგ გამიხარდება- გვერდით გადმომიჯდა და ბევრი მაკოცა. - რამდენი რამე გამოვიარეთ არა?- ვკითხე სევდიანი ხმით. - ყველაფერი გამოვიარეთ, რასაც წარმოვიდგენდით ან ვერა, მაგრამ მთავარია გამოვიარეთ, ახლა მგონია, რომ ძალიან ახლოს ვართ საბოლოო ბედნიერებასთან. - მეც მგონია, რომ რაღაც კარგი უნდა დაიწყოს, ოღონდ ჯერ ელენეს საქმე მაქვს მოსაგვარებელი და სანდროსთან ძალიან ვრისკავ. - მოიცადე რა ხდება? - მეც ავდექი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. - ნინა, ძალიან არ შეტოპო იცოდე. - არა დაველაპარაკები, უფლებება გავაცნობ და ეგ არის. - ვიცი , რომ მოაგვარებ , მაგრამ სანდრიკამ, რომ არ იცის ეგ ძალიან ცუდი ამბავია. - ხო , მაგრამ ძალიან მთხოვა ელემ და ვერ ვაწყენინებ, თან შეიძლება, მართლა რაღაც სერიოზული მოხდეს. - ლექსოს ვუთხრათ თუ გინდა. - არა , არა, ასე დავტოვოთ ყველაფერი. სახლში , რომ მივედი სანდრო არ დამხვდა, ამიტომ დრო ვიხელთე და დავიძინე, დილით კი ძალიან ადრე ავდექი, რომ არ მენახა, მაგრამ მოულოდნელად მაჯაში მწვდა და ისევ ლოგინში დამაბრუნა. - როდემდე უნდა გამექცე- თვალები არც გაუხელია ისე მითხრა და მთელი სხეულით მიმიკრო. - გთხოვ გამიშვი რა- ვთხოვდი საწყალი ხმით. - რატომ, ფხიზელზე სხვა აზრზე ხარ?- კისერში მაკოცა რამდენჯერმე. - სანდრო ახლა არა , გაჩერდი.- ხმა მიტყდებოდა. - აბა როდის, მორიგი დალევის დროს? - იცინოდა - კარგი დასაცინი თემა მოგეცი.- სახეზე ფერები გადამდიოდა. - ზედმეტად თამამი ხარ საიმისოდ, რომ ახლა დაიმორცხვო. - ხელი გამიშვი, უნდა ავდგე, მოვემზადო და ატელიეში მივიდე. - ხან მე გავრბივარ, ხან შენ, კატათაგვობანა , როდემდე გაგრძელდება? - ორ წელში ყველაფერი მორჩება. - ნეტა შენ თუ გჯერა მაგ სიტყვები- გაეცინა ისევ. - კი მჯერა, მე და შენ ერთმანეთს ვერასდროს ავიტანთ. - მე შენ უკვე გიტან და დარწმუნებული ვარ ჩემი ატანა საჭიროც კი არაა, ძალიან კარგი ცხოვრებისმეგზური ვარ. - მგონი ზედმეტად გათამამდი, არ გეგონოს იმ ღამის შემდეგ რამე შეიცვალა და შენი ადგილი იცოდე- წამოვდექი ლოგინიდან - როდის გამოტყდები? - რაში უნდა გამოვტყდე? - ჩემს სიყვარულში. არაფერი მითქვამს, ტანსაცმელი ავარჩიე, ყველაზე უკეთ, რომელიც წარმოაჩენდა ჩემს ღირსებებს ის მოკლე კაბა ჩავიცვი, ფეხზე მაღალყელიანი ჩექმა მოვირგე და ძალიან დიდხანს ვიტრიალე ჯერ კიდევ მწოლიარე სანდროს წინ. ჩვენ მუდამ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ორივე ვიწვით, მაგრამ დანებება ნაკლებად არის ჩვენი სტილი. ალბათ ამიტომ ვიყავით ერთმანეთისთვის განსაკუთრებულები. მე ისევ ჩემს საქმეებს მივხედე, სანდრო და ბიჭები კომპანიის საქმეებს არკვევდნენ, კატო და დათა მშვენიერ დროს ატარებდნენ თაფლობის თვეში, სოფიამ კი მოწყენილობისგან ჩემთან შემოიარა და მეხმარებოდა. - გეფიცებით გადამრევს მალე სოფია- წუწუნებდა ლექსო. - ხოარ დაგავიწყდა საერთო რომ არის ეგ ბავშვი- დასცინოსა სანდრო. - ღამე მილიონჯერ მაღვიძებს, ხან რა უნდა ხან რა , ვერ ისვენებს, ხასიათი ისე ხშირად ეცვლება ლამის შემშალოს. - ეეე , ეეე ვიზე წუწუნებ შენ? თავი ხოარაფერზე მიგირტყამს , ტრა*ი დააყენე, ცოდოა თვითონ კი არ უნდა ეგრე, რომ იყოს- მხარზე დაარტყა კოსტამ. - რა ყავას წრუპავთ თქვეჩემა, წამო რამე ჩავკრათ- კაბინეტში შევარდა დიტო. - გალოთდები შე სი*ო ამდენი დალევით- გახედა სანდრომ ძმაკაცს. - ცოლი მე არ მყავს და შეყვარებული , ბავშვი კიდე არსად მიჭყავის და თუ გავლოთდები მაგის დედაცმოვ*ყან- იცინოდა ისევ. - ნეტა შენ ჭკუა მოგცა რაა- გაეცინა ლექსოს. - კოსტა, შენც არ გინდა ბიჭო დალევა?- ისე გახედა თითქოს დამარჩენებმა მიღალატეს და შენ მაინც წამოდიო. - წამო მაგის დედაც ვატირე- წამოდგა კოსტანტიკე. - შ*გ გაქვთ- გახედა კარში გამავალ ბიჭებს სანდრომ. - შენ და ნინა რას შვებით?- კითხა ლექსომ. - არ მკითხო, ლამის გავგიჟდე, ცოტახანში იმპოტენტი გავხდები.- ეცინებოდა სანდროს. - როდის გამიტყდება რომ უყვარხარ ვინ იცის და დან**ეული გაქვს. - არც ეგრეა საქმე, მალე მოგვარდება- ბოროტულა ჩაიცინა. - რამე გამომაპარე? - რაგინდა ახლა გოგოებივით ვიჭორაოთ პირადზე? - იღიმოდა. - შენ რა ნაბო*არი ხარ სანდრო დადიააანო, ვინც არ გიცნობს. - ეს ამბები სხვა დროს განვიხილოთ, ახლა ის მითხარი ბავშვის სქესს , როდის გავიგებთ? - ახლა ამ ვიზიტზე , რომ მივალთ უკვე გვეტყვიან. - სასტავში პირველი ბავშვია, აზრზე ხარ? ყველაზე განებივრებული და გათამამებული იქნება. - სოფიამ გამომიცხადა, შემს გიჟ ძმაკაცებს უთხარით ადამიანის გაზრდა მინდა და არა თქვენნაირი არანორმალურების, ამიტომ აქედანვე სისულელეები არ დაგეგმოთო. - ნეტა მაგას თუ ვინმეს სიგიჟე უკვირს.- ორივე იცინიდნენ. საღამოს სანდრომ გამომიარა და წამიყვანა სახლში, ეს ორი დღეა მხოლოდ საღამოს ან მხოლოდ დილით ვხედავ. - ხვალიდან შეგვიძლია ჩემს ბინაში გადავიდეთ- მითხრა სახლში შესვლისთანავე. - ანუ გადავდივართ?- არც კი ვიცოდი მინდოდა თუ არა ამ სახლიდან წასვლა და სანდროსთან პირისპირ დარჩენა, მაგრამ თან ვაანალიზებდი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა ყველაფერი, მაშინ ვერასდროს დავალაგებდით ურთიერთობას. - არ გინდა?- მკითხა. - რავი, კი, გადავიდეთ, შენიანებს თუ არ ეწყინებათ. - მიეჩვევიან, თან ისედაც ყველა სულ გასულია სახლიდან, შენც მშვიდად იქნები შენთვის. - კარგი, ავალ მე წყალს გადავივლებ.- ვუთხარი , მისაღებში მყოფ ოჯახისწევრებს გამოველაპარაკე ცოტახანს და კიბეებზე ავდიოდი, როცა მოულოდნელად თავბრუსხვევა ვიგრძენი. საფეხურები ირეოდა ერთმანეთში, საშინელი თავის ტკივილი მქონდა და ძალა მეცლებოდა მუხლებში. მოულოდნელად წონასწორობა დავკარგე და გული წამივიდა. სანდრო ელვის სისწრაფით მომვარდა ნინასთან , ჩემი თავი მუხლებში ედო და ჩემს სახელს იმეორებდა, საავადმყოფოსკენ საშინელი სისწრაფით მიყავდა მანქანა. - სანდრო- პირველი რაც მის ბაგეებს მოსწყდა საყვარელი მამაკაცის სახელი იყო. - აქ ვარ, აქ ვარ ჩემო სილამაზე- თმებზე ეფერებოდა სანდრო და მის გამოდხიზლებას ელოდა. - თავი მტკივა ძალიან- შემდეგი ეს წინადადება იყო და ამასობაში ექიმიც შემოვიდა. - გადაღლილობის და უჭმელობის ბრალია, ძალიან ბევრს ხომ არ მუშაობთ? ორგამიზმი ძალიან არის დასუსტებული, სტრესული ფონიც შეეცადეთ არ გქონდეთ. - ჩამოაყალიბა ექიმმა. გადასხმა გამიკეთეს და მალევე წამომიყვამეს სახლში, გზაში კი სანდროს საყვედურებს ვუსმენდი. - ჭამა როგორ დაგავიწყდა, საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობ? ბოლოს როდის ჭამე? ანუ სახლში თუ არ ხარ და ერთად არ ვჭამთ მაგის იქით არაფერს ჭამ? ყავა გგონია საქმე? - ძალიან ღელავდა. - ამის შემდეგ მივხედავ სანდრო, აღარ არის ამდენი კამათი საჭირო. - ცუდად, რომ დაცემულიყავი? თავი, რომ დაგერტყა? ან ისეთ ადგილზე, რომ ყოფილიყავი სადაც მე არ ვიქნებოდი? გული გინდა გამოხეთქო? - ბოლოს გამეცინა მის ამ ემიციურობაზე , მივწვდი და ლოყაზე ვაკოცე, გაოცება ვერ დამალა.- ჭკუიდან მშლი . სახლში მივედით თუ არა დავწექი, სანდროც გვერდით მომიწვა და ჩემი ხელი ეჭირა, თითქოს რამე სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. დილით საუზმე ლოგინში მომიტანა. - რატომ შეწუხდი? ავდგებოდი. - არა, აქ შეჭამ, წამლებიც მოვიტანე და დღეს იწვები. სოფიას დავურეკე, რომ არ მოიწყინო ისიც აქ მოვა. - მადლობა სანდრო, მაგრამ სერიოზული არაფერია , ავდგებოდი , ნუ წუხდები. - არ ვწუხდები, უბრალოდ ვზრუნავ, თავზე მაკოცა და კარისკენ წავიდა.- საზიზღარი, ამ ნაცრისფერ სპორტულში, რომ მხედავ ჩემს ჰორმონებში მეორედ მოსვლა იწყება. სოფია მოვიდა , ოთახში ვიყავით და ვლაპარაკობდით, ჩემი ტანსაცმლის ჩალაგებაში დამეხმარა და სამდრომ ბინაში გადასავლელად ყველაფერი მოაგვარა. საღამოს ჯერ სანდროს ბინაში მივედით, ყველაფერი ისეთი გემოვნებით იყო მოწყობილი დიზაინერი ,,ქალიც" კი გაკვირვებული დავრჩი, ხელი არაფერზე მომაკიდინა ყველაფერი თვითონ დაალაგა, წარმოიდგინეთ ჩემი ტანსაცმელიც კი, ვხედავდი დროდადრო ყინული , როგორ დნებოდა ჩვენს შორის. - ლექსო ისევ კომპანიაში ხარ?- დაურეკა სანდრომ. - კი, რა იყო? - ჩემთან გამოიარე ბინაში , გადავედით უკვე და თან სოფიაც აქ არის, რამე მოვწრუპოთ- გაეცინა ბოლო სიტყვაზე სანდროს. - ოქეი, გამოვდივარ. სანამ ლექსო მოვიდა, სოფიამ ყველასთვის ჩაი გააკეთა და კომფორტულად მოვკალათდით დინავზე. - მოვედი- კარი შემოაღო ლექსომ- პაციენიენტისთვის და ორსული ცოლისთვის რაღაცები მოვიტანე- პარკი მიაწოდა სანდროს. - მადლობა- ვუთხარი და ჩავეხუტე. - როგორ ხარ შენ სულელო ქალო- მიცინოდა ლექსო. - ნაჭამ-ნასვამი, გეფიცები ყველაფერს მტენის შენი არანორმალური ძმაკაცი- მეცინებოდა მეც. საღამო მშვიდად გავატარეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, გვიან წავიდნენ ლექსო და სოფიაც, ჩვენ კი სათითაო ოთახებში გადავნაწილდით. სანდროსგარეშე დაძინება ჩემთვის უკვე კოშმარი იყო, მითუმეტეს ისეთ კატასტრიფულად წვიმდა შიშმა ამიტანა. ადამიანს ამ ასაკში ისევ ეშინოდეს ჭექა-ქუხილის სასაცილო არ არის? ვერაფრით მოვისვენე, ხან ყურსასმენები გავიკეთე, ხან სანდროს ინსტაგრამგვერდს ვსერჩავდი, როგორ აღარ ვცადე , მაგრამ ძილი ვერადა ვერ მოვიდა, ვერც შიში წავიდა. ამიტომ მისაღებში გამოვედი და დივანზე დავჯექი. უკვე ცრემლებს ვერ ვიმორჩილებდი, ასეთ ამინდში გამსაკუთრებით ემოცირი ვხდებოდი. რამდენიმე წუთში სანდროც გამოვიდა და ისე შემეშინდა მოულოდნელი ნაბიჯების ხმამაღლა ვიყვირე. - დამშვიდდი, ჩემს გარდა ვინ იქნებოდა- გვერსით მომიჯდა სანდრო და წყალი მომაწოდა. - ჩაფიქრებული ვიყავი- ვიმართლე თავი. - ასეთ ამინდებში ისევ ბავშვივით იმალები- გამიღიმა. - ჩემი ბრალი არ არის- მუხლებზე ჩამოვდე თავი. - ვერ დაიძინე?- ისეთი მზრუნველი ხმით მკითხა. - ვერა. - ახლა შენთვის ძილი აუცილებელია. - რა გავაკეთო, მე არ მინდა დამეძინოს? - წამოდი ჩემს ოთახში დაიძინე- შემომთავაზა, ვიცოდი მის გვერდით მეორეთმოსვლისაც არ შემეშინდებოდა, მაგრამ იხტიბარის გატეხვა არ მინდოდა. - არა , წადი შენ დაიძინე. - რატომ არა ჯერ არ გვძინებია ერთად? - ხო , მაგრამ ახლა იმ სიტუაციაში აღარ ვართ. - მოიშორე ეგ პრინციპები, გეშინია და ვერ დაიძინებ მარტო. - აღარ მეშინია, წადი დაიძინე , მეც მივდივარ- წამოვდექი და ოთახში შევედი. ეს ძლიერი გოგოს იმიჯი ზოგჯერ მეც ძალიან მღლიდა, გამუდმებით რაღაცასთან ან ვიღაცასთან ბრძოლა უკვე აღარ შემეძლო, მაგრამ არ ვნებდებოდი. სანდროც თავის ოთახში შევიდა, ვიცოდი არ გადამაკვდებოდა, ისიც საკმაოდ პრინციპული იყო და ჩემთვის რასაც აკეთებდა მისი ხასიათიდან გამომდინარე უკვე ზედმეტი იყო. ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა, მე კი მოვიხვიე ჩემი პლედი და სანდროს ოთახისკენ გავეშურე. მისი ლოგინის ბოლოში ვიდექი, არ ეძინა და გამარჯვებულის ღიმილით მიყურებდა, ჩემი საყვარელი მხარე ისევ დამითმო, ოდნავ მიიწია და საბანიც აწია, მანიშნა დაწექიო. მეც ნელა მივედი თითქოს ფეხები უკან მრჩებოდა და მის გვერდთით, მისსავე მკლავებში მოვკალათდი. - ეს არაფერს ნიშნავს- მხოლოდ ესღა ჩავილაპარაკე და მალევე გადავეშვი სიზმრების საუფლოში. დილით სამზარეულოში, რომ გავედი სანდრო მაისურსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი საუზმეს აკეთებდა. ზოგჯერ საკუთარი თავისაც კი მშურდა , რომ ამ კაცის გული მე მეკუთვნოდა. ნეტა ეს ლამაზი წამწამები სათითაოდ დამაპუტინა, რა თავხედურად სიმპათიურია. - მძინარა მზეთუნახავმაც გაიღვიძა- გამომხედა ჯადოსნური ღიმილით. - დიდიხანია ადექი?- იქნებ ადექით უნდა მეკითხა თუ ამ დასაწვავი ნაცრიფერი შარვლის ბრალია ასე გამომწვევად, რომ გამოიყურება. ჯანდაბა შენს ფიქრებს შე გათახსირებულო , თან ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს და ზოგჯერ ამ პირად დიალოგებში გართულს გიჟივით მეცინებოდა - საკმაოდ , საიმისოდ რომ კარგად მოვზადო საუზმე და უკეთ შევამჩნიო მზერა- ნამიოკი დამირტყდა, თან ისეთი ადგილზე გამახმო. - შარვლის ფერი უნდა შეცვალო , თორემ დილა მხოლოდ მამრობითი სქესისთბის არ არის მარტივად გადასატანი- ნაკლები არც მე ვიყავი. - შეგვიძლია კარგად გადავიტანოთ ორივე სქესმა- როგორ მიწვევს ეს დამპალი , არადა მზად ვარ ახლა შემოვაწიწკნო ეს შარვალი, გაჩუმდი ნინა , რატო არ მოკვდები ახლავე , კვლავ საკუთარ თავთან კონფლიქტი. - ტრავმატოლოგიურში დარეკე სანდრო- ძალიან სერიოზული სახით ვუთხარი. - რაა? რამე იტკინე?- ისეთი დამაჯერებელი ვიყავი, ისიც კი დაეჭვდა. - მე არა, შენ- ვუთხარი და მისი მიმართულებით ვისროლე პულტი. - დაგერხა- გაეცინა, პულტი აიცილა და ჩემი მინართულებით ბალიში ისროლა. მე ვაზა, მან საყვავილე, მე წიგნი, მან საპურე, მე სასალფეთქე , მან კვლავ ბალიში და ისეთი ომი გავაჩაღეთ, ბოლოს დაღლილები უსულოდ დავეცით ლოგინზე და ბევრს ვიცინოდით. - საუზმე მზადაა მიირთვი და კიდევ , რომ მოვალ ყველაფერი დალაგებული დამახვედრე- გრძელი დუტი მოიცვა, ტუჩის კუთხეში მაკოცა, თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა. მოიცა ახლა ამ კრეტინმა რა გააკეთა, ჯერ ასეთი არეულობა გამოიწვია სახლში, მერე ჩემს გონებასა თუ ჰორმონებში და ყველაფრი დასალაგებლად მე დამიტოვაა. ჯანდაბა სანდრო დადიანო, ცხოვრება უნდა გაგიმწარო. მე კი არა სამი ჩემნაირი უნდა გაგივინო- ვყვიროდი გაუაზრებლად და ბოლო წინადადებაზე ისევ გიჟივით დავიწყე სიცილი. ,, დღეს სახლიდან არ გახვიდე, ექიმმა გამაფრთხილა ხვალ სახლში იყოსო" -მომწერა ცოტახანში სანდრომ. ყავა დავლიე, ვისაუზმე, შხაპი მივიღე, სოფიას ველაპარაკე გუშინდელი და დილის ამბებიც მოვუყევი, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე სახლის ლაგება. გადავწყვიტე, რომ მთლიანი სახლი უნდა დამელაგებინა. ყველა კუთხე-კუნჭული სათითაოდ დავალაგე და დავწმინდე, ოდელურად გავაკეთე ყველფერი და სიმღერის ფონზე ისე ვცეკვავდი თითქოს სამყარო ამდენ დედისტ**ნას მე კი არა ვიღაც სხვას უგზავნიდა. შუადღე იყო უკვე სანდრო, რომ მოვიდა ახალი დამთავრებული მქონდა ლაგება , ამიტომ მთელი მოგროვებული ნაგავი ხელში მივაჩეჩე. - გადაყრი და შემოხვალ, არ გადაყრი და ვერ- თვალი ჩავუკარი და კარი ცხვირწინ მივუკეტე. - თავისტკივილი ხარ - მომაძახა კარს მიღმა. გარეთ ისევ წვიმდა, სანამ სანდრო მეთექვსმეტე სართულიდან ჩავიდოდა და მერე ისევ ამოვიდოდა , მე კომფორტულად მოვკალათდი და ფილმი ჩავრთე. წარმოდგენა არ მაქვს ასე უცებ , როგორ ჩამეძინა, აშკარად ძალიან დაღლილი ვიყავი. სანდროს შემოსვლა ვეღარ გავიგე, დივანზე ისიც ჩემს გვერდით მოკალათდა და ტკბილად ჩაეძინა. ღმერთო ამდენი განსაცდელი რისთვუს გამომატარე, თუ მის გვერდით ბედნიერება შემეძლო? გვიანი იყო , რომ გამეღვიძა, საათის ისერები ღამის ორს აჩვებენდა, ჩემი თვალებში კი კუბიდონს. ოდნავ გამოძრავებაზე სანდროს გაეღვიძა. - მითხარი, რომ მარტო მე არ მშია- შემომხედა - ღმერთო მგონი ყველაზე ლამაზი მაშინ ხარ როცა იღვიძებ- იდნავ შეეხო ტუჩებით ჩემს ხელს. - მეც მშია- დავიწუწუნე. - პიცა გამოვიძახოთ- შემომთავაზა. - აუ კიიი რაა- ვუთხარი და პატარა ბავშვივით გავმზიარულდი. მანაც უცებ დარეკა და პიცაც ადგილზე გაჩნდა. ფილმის ყურება განვაგრძეთ, თან ვჭმდით. - დვალ სახლიდან უნდა გავიდე სანდრო, საქმეები მაქვს. - ვერ მოიცდის? - ვერ, ძალიან მნიშვნელოვანია. - კარგი გადი, მაგრამ ძალიან არ გადაიღალო. - არ გადავიღლები- მინდოდა ისევ მეკამათა , მეჩხუბა ან რამე მსგავსი, რომ მარტივი ყოფილიყო მისთვის წინააღმდეგობი გაწევა, არა ალბათ ჩემი ქვეცნიბიერი ბოლომდე ვერ მიხვდა, რომ პატიების დრო იყო და ეს დამიკიდებულებაც მაგიტო იყო ან იმისგამო, რომ ელეს ამბავს ვუმალავდი. იმ ღამეს ისევ წვიმსა, ჩვენ კი ისევ გვერდიგვერდ ვიწექით. ამინდი აღარ მადარდებდა და შინაგანი არეულობაც სადღაც გამქრალიყო. მეორე დღეს სანდროზე პირველი გამოვედი სახლიდან, მართლა ისე გამოვეწყვე თითქოს ჯაშუში ვიყავი. შავი შარვალი ჩავიცვი, ჩავი ფერისვე როლინგი და ტყავის ქურთუკი მოვირგე, წელამდე თმა ჩამოვიშალე და ზედ კეპი დავიფარე. ქურთუკის შიდა ჯიბეში დანა და სპრეი ჩავაცურე, შარვლის უკანა მხარეს კი იარაღი ჩავდე, რომლის გამოყენება ჩემმა მებაღემ მასწავლა ბავშვობაში, საკუთარ მდგომარეობაზე ძალიან მეცინებდა და თან ვღელავდი, რადგან სანდრომ არაფერი იცოდა. მზად ვიყავი მომეგვარებინა ყველაფერი. ელესთან ერთად წასვლა არ მინდოდა, ამიტომ შევუთანხმნდი, რომ ადგილზე მისვლიდან თხუთმეტ წუთში თუ არ გამოვიდოდი, პოლიციაში დაერეკა, რომელსაც მთლიან მასალას გადასცემდა. ირაკლისთან დარეკა ელემ და შეხვედრაზე შეუთანხმდა, თავის ბინაში დაიბარა, მეც იქ ავიღე გეზი. კარი ისე გამიღო ეგონა უეჭველად ელენე იქნებოდა. - თქვენ ვინ ხართ? - შემომხედა ეჭვით. ნებართვას არ დავლოდებივარ , ხელის მსუბუქი ბიძგით უკან გავწიე , კარი მივხურე , სავარძელში ჩავჯექი, ფეხიფეხზე გადავიდე და ისე ვუპასუხე. - შენი სიკვდილის ანგელოზი ვარ ირა- ვაიმე რა სექსუალური ვიყავი ღმერთო. - შენ რა მაგარი ვინმე ხარ- დაიბნა , მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და ჩემს პირისპირ სავარძელში ჩაჯდა. - ჯერ კიდევ არ იცი რამდენად მაგარი- ისევ ვუღიმოდი. - რა გინდა? - ელენეს შეეშვები თუ შენი ძმის ბედი გინდა გაიზიარო? - რაიყო, სანდროს აღარ აქვს მოაგვაროს და ქალებს უშვებს? - სანდროს ისეთი აქვს, - ვთქვი და ტუჩი მივიკვნიტე- თან ყველაფრის- ალბათ გიჟიც ვეგონებოდი. - ეტყობა კი- ცინიზმი. - ხატების კუთხე არ გაქვს? - ვკითხე და მის დაბნეულ სახეს წავაწყდი- ასეც ვიცოდი- ვთქვი და ჯიბიდან ხატი ამოვიდე. მისი მხარეს დავდე და დავამატე- ახლა მუხლებზე უნდა დადგე და ამ ხატის წინ ილოცო, რომ ჩემმა ქმარმა შენზე არაფერი არ იცის.- შეშლილი სახე ქონდა, რადგან მეც შეშლილივით ვმოქმედებდი. - თქვენ რა ყველა შეშლილების ოჯახი ხართ? - კი, ვართ, ოჰ თან არ იცი რამდენად, ცეცხლს, რომ ეთამშებოდი ჯერ გენიოლოგია უნდა შეგესწავლა. - ცეცხლთან თამაში შენმა ოჯახმა დაიწყო და თქვენ მაიძულეთ აქამდე მოსვლაც- რა სუსტი ტიპია, მხოლოდ ჩვიდმეტი წლის გოგოსთან თუ გაუვა რამე. - მერე შენ დედიკომ არ გასწავლა ცეცხლთან თამაშმა თუ კარგი მოთამაშე არ ხარ ღამით ფისები იცის- პატარა ბავშვივით ველაპარაკებოდი. გამწარდა და ფეხზე წამოვარდა, მე არ გავძრეულვარ. - რა გგონია, რადგან ქალი ხარ მოგითმენ? ერთი ხელის მოკიდება ხარ- ფსიქოპათივით იცინოდა და თან სახეზე ნერვული დაბოლოებები მოძრაობდნენ. - არა არ მგონია, ეტყობა გენეტიკურად გაქვთ ძალადობისკენ მიდრეკილება. ახლა დაჯექი და მომისმინე , სულ რაღაც ათი წუთი დარჩა , რომ ეკიპაჟმა შენი სახლი შტურმით არ აიღოს. - ტელეფონში ჩართული ტაიმერი ვაჩვენე. - რააა? - ახლა ნამდვილას გაოცდა. ზუსტად იცოდა ელე, რომ მოვიდოდა ამ გამოაირებულმა და ამიტომ მზად არ იყო სხვა არავისთვის. - მომისმინე ლაწირაკო, ახლა ჩემი თანდასწრებით წაშლი ფოტოებს, წარმოდგენა მაინც გაქვს არასრწულწლოვანს, რომ ემუქრები ფოტოების გავრცელებით ეგ ძალადობა , როა და შემიძლია ციხეში ამოგაყოფინი თავი? არ იცოდიიიი? - ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს თქვენს თავზე. - ზუსტად იმდენი რამდენიც უნდა მქონდეს, ახლა ფოტოებს წაშლი , ააორთქლებ ან მე აგაორთქლებ, ან არ ვიცი იქნებ მირჩევნია ციხეში საპონზე დაკუზვის გეშინოდეს? - რაებს ბოდავ? - მოულოდნელდ ამოიღო ჯიბიდან დანა, ერთი მოქნევა და კისრის არეში სისხლი ვიგრძენი. მაშინვე იარაღი მოვიმარჯვე და ვაიძულე დანა ჩემი მიმართულებით გამოეცურებინა, მივუახლობდი, ჭრილობა ვერ ვაპატიე და მკლავზე საკმაოდ ღრმა კვალი დავუტოვე. მიხვდა , რომ აღარ ვხუმრობდი, იარაღი მის შუბლზე მედო, ის კი ფოტოებს შლიდა. - დამპალი ხარ, თუ რამეზე პრეტენზია გქონდა სანდროს გასწორებოდი და არა ამ ბინძური ხერხებით, ტელეფონი ხელიდან ავაცალე. შიგნიდან გაკეთებული ბინის გასაღები გამოვაძრე და ისევ დასარტყმელად წამოსულა თავში საყვავილე ჩავარტყი. გაითიშა , კარი გარედან ჩავკეტე და ლიფტში შევედი. ერთი წუთი იყო გადაცილებული ელეს რომ დავურეკე. - კარი გარედან ჩავკეტე, შიგნითაა, გათიშულია, ცოტახანდი განყოფილებაში მივალთ და საჩივარს დავწერთ, ხოარსად დაგირეკავს შენ?- არ ამომისუნთქავს ისე ვუთხარი. - სანდროა დავირეკე, შემეშინდა, ვუთხარი მიდი თქო, არაფერი მითქვამს, სამ წუთში იქ ვარო, მაპატიე , ძალიან შემეშინდა. - ესე რატომ მოიქეცი ელე- მეწყინა- თუ თქმას აპირებდი თავიდანვე გვეთქვა მაშინ, დასრულებულ საქმეზე უნდა მოვიდეს? - მეგონა რამეს დაგიშავებდა. სადარბაზოდან ახალი გასული ვიყავი სანდრო, რომ მოვარდა, მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოვიდა და ჩემამდე ყვირილით მოდიოდა. - რა გააკეთე, ნინა რა გააკეთე- მის წინ ვიდექი, წარბი არ შემიხრია. - მოვაგვარე- ვთქვი და თვალი გავუსწორე. - ირაკლითან შენ რა გქონდა მოსაგვარებელი?- ღრიალებდა და ბინისკენ მიდიოდა. - აღარაა საჭირო შენი მოსვლა, საჩივარს დავწერ და წაიყვანენ სადაც საჭიროა. - ნორმალური ხარ? შენ თავში ჭკუა გააქვს? არ მოეშვები ამ მაგარ ტიპობას? - მაგარი ტიპობა არ მინდოდა და რაც გავაკეთე საჭირო იყო იმიტომ გავაკეთე. - სისხლი მოგდის, ამის დედაც სისხლი მოგდის- ღრიალებდა ხმამაღლა და კისერზე ხელს მკიდებდა. - არაფერია. - ახლა აქ ლექსო მოვა, მანქანაში ჩაუჯდები და წახვალ, მე კი მასთან ავალ და გავარკვევ ყველაფერს. - ვერ შეხვალ . - რასქვია ვერ შევალ. - ჩაკეტილია. - რა? - გარედან ჩავკეტე და გასაღები მე მაქვს, გათიშულ მდგომარეობაში დავტოვე. - გასაღები მომეცი ნინა. - არაფერსაც არ მოგცემ- ვუთხარი და მაშინვე ჩემი ქურთულის ჯიბეებს დასვდა. - იარაღი, დანა, სპრეი , შენ მართლა თავი ჯაშუში ხოარ გგქონია, ღმერთო რა დაგმართო- ყვიროდა და უკვე წართმეულ გასაღებს ხელს ისე უჭერდა ლამის სისხლები იდინა. ამ დროს ლექსო და კოსტაც გამოჩნდნენ. - კოსტა ნინა წაიყვანე სახლში, მე და ლექსო ბინაში ავალთ. სახლში ძალით გამიშვეს და შემდეგ კოსტა უკან მობრუნდა. დროულად მივიდა , სანამ ირაკლი აზრზე მოვიდოდა. ირაკლის არაფერი უთქვამს მხოლოდ ვიდეო ჩამაწერი გამოატანა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ნინას და მის საუბარს იღებდა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ დაუმატეს და რამდენიმე მათგანაც მოხვდა. სანდრო და ბიჭები კოსტასთან წავიდნენ, ის კი ისევ ჩაკეტილ კარს მიღმა დატოვეს. დათაც უკვე ჩამოსული იყო და ამ ამბების მოსმენისგამო ბიჭებთან გაჩნდა, ყველა იჯდა და ნინას დებიუტს უყირებდა. - მაპატიეთ, მაგრამ თუ არ გავიცინებ შეიძლება გავგიჟდე- ეცინებოდა დიტოს- ეს რა შეშლილია ღმერთო ჩემო, სანდრიკ ფრთხილად უნდა იყო. - ქალი კი არა პანტერაა- აყვა დათაც. - მართლა რა ჩაუტარა ღმერთო, მე ამდენს ვერ შევძლებდი მგონი- მათ აზრს იზიარებდნენ ლექსო და კოსტაც. - გასაგებია, რომ ყველაფრის მოგვარება შეუძლია, გასაგებია, რომ შეუძლია დამოუკიდებელი ქალი იყოს , მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში მე ვარ და მითუმეტეს საქმე ჩემს დას ეხება, ჭკუიდან ვიშლები ამას არ ვაპატიებ: სანდრო ძალიან იყო გაბრაზებული, ჯერ ისევ ირაკლისთან მივიდა და ორმაგად სცემა, შემდეგ ელენესთან მივიდა, რომლისგანაც მთლიანი ისტორია მოისმინა, ხვალ დილით რუსეთში მიდის და შენს სიახლოვეს არასდროს გამოჩნდება, ჩემი აზრი ისედაც გკიდია და თუ გინდა შეიტანე საჩივარი თუ გინდა არაო გამოუცხადა და შემდეგ გაუჩინარდა. არსად აღარ იყო სანდრო და თითქმის აღარ იყო ნინაც. წარსულში ელვის სისწრაფით დავბრუნდი, ისევ დღეები მის გარეშე. ტირილში გათენებული ღამეები, ძალით ღიმილი და ჩემს ადამიანებში გარევა. თითქმის ორი კვირა გასულიყო, მე ჩემი პრინციპულობა არ მაძლევდა გასაქანს, მესმოდა, რომ შემეშალა, მაგრამ ეს არ დამიმსახურებია. ვცხოვრობდი, ამას თუ ცხოვრება ერქვა, დიდი დროს ვატარებდი სოფიასთან და მომავალ ჯერ არ დაბადებულ ნათლულთან, ხშირად ვსტუმრობდი დათასა და კატოს, ვიკრიბებოდით ძველებურად, მართლა ძველებურად, მაშინაც ლანდი დავდიოდი და ახლაც. თავს ვაკლავდი სამუშაოს და სანდროს ოჯახთანაც მივდიოდი მათივე დაჟინებული თხოვნით. ვერ ვუძლებდი ელეს, რომელიც ყველაფერში თავს იდანაშაულებდა, ვერც სანდროს მშობლების დარდიან თვალებს ... სანდროს არ ყოფნამ მიმახვედრა, რომ მის გარეშე სუნთქვაც აღარ შემეძლო. არ შემეძლო ჭამა, აღარ შემეძლო მყარი ნაბიჯებით სიარული და საერთოდ რატომ ვცხოვრობდი ვეღარ ვხვდებოდი. ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურად გვქონდა, თითქმის ფინალში გავდიოდით და ყველაფერი გავაფუჭე, შეიძლება ბოლომდე ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ ნინას შეუძლია ყველაფერი მოაგვაროს თუ ენდომება მე კი არ მოვინდომე. საახალწლო სამზადისი იწყებოდა, ყველა ფუსფუსებდა, ზეიმით აღვნიშნავდიგ პირველი ბავშვის სქესს სამეგობროში და გვიხაროდა , რომ ჩვენი პრინცესა მალე გაჩნდებოდა, მაგრამ ყველაფერი ბედნიერი ჩემს სულს ამძიმებდა. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა ფიქრებიდან. - ხო ლექსო. - გავარკვიე რაც მთხოვე. - სად არის? - სვანეთშია, ბებიამისთან და ბაბუამისთან. - მისამართი ჩამიგდე რა. - წახვალ. - სულ ფრენით- საშინელი მუხტი ვიგრძენი. გათენებას არ დაველოდე, სანდროს მანქნებიდან ერთერთზე მოვკალათდი და სვანეთის უზარმაზარი გზა დილით უკვე უკან მოვიტოვე. სანდეოს ბებია ბაბუის კართან ვიდექი და მორიდებით შევდიოდი. - მოდი შვილო , მოდი, დიდხანს გელოდით- მოხუცი ქალის ტკბილი ხმა მომესმა. - გამარჯობა, მიცანით?- აღელვებული ხმით ვკითხე. - როგორ არ გინაცი? ჩვენი ბიჭის ცოლი როგორ ვერ უნდა ვიცნო?- ძალიან მაგრად მომხვია მკლავები და მეც ამალოგიური სითბოთი ვუპასუხე. - თქვენი სახელი, რომ მითხრათ- მორიდებით ვკითხე. - თამარი მქვია და გამიხარდება სახელითვე თუ მომმართავ, სანდრო ყოველთვის თამროს მეძახის. - კარგი თამრო ეგრე იყოს- ხელი მოვხვიე. - გაგვიგრძელდა ლოდინი, მართლა ისეთი ამაყი და პრინციპული ყოფლხარ როგორც სანდრო ამბობდა- სახლიდან გამოვიდა მოხუცი კაცი, ის ბაბუა უნდა ყოფილიყო. - ჩემზე მოგიყვათ?- გავოცდი. - მოდი შვილო, მოდი, ჩვენ სანდრომ ყველაფერი მოგვიყვა და შენს მოლოდინში სული გაგველია მე და ჩემს ცოლს - იცინოდა კაცი. - ჩემს ქმარს დავითი ჰქვია, შეგიძლია მასაც სახელით მიმართო- მზრუნველაფ შემომხედა თამრომ. - შემოდი , რამდენხანს უნდა იყოთ ამ სიცივეში გარეთ- გვითხრა დავითმა. - სანდრო სად არის? - ვიკითხე და თბილი ბუხრის წინ მოვკალათდი. - გვიან საღამოს დაბრუნდება, ბიძაშვილებთან არის გვერდზე სოფელში- მიპასუხა თამრომ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, თავიანთი სიყვარულის ისტორიებს მიყვებოდნენ. - აი ჩემი ცოლიც შენსავით ამაყი იყო, სანამ მისგან შორს არ წავედი და არ იგრძნო, რომ უჩემოდ ვერ ძლებდა, იქამდე ვერ მოვიყვანე ცოლად- ყვებოდა დავითი. - მე კი სულ ვიცოდი, რომ მიყვარდა , მაგრამ სანდროც ძალიან რთულია და მის გამო მეც მიწევდა დათმობებზე წასვლა- ვუხნიდი მათ. - აპ, აპ, დათმობები არ უნდა ვითვალოთ, თორემ ურთოერთობა ასე არ გამოდის- მარიგებდა დავითი. მოსაღამოვდა, დავითმა გამომიცხადა, ახლა ჩვენ წავალთ ჩემს ძმასთან , მარტოა და სანამ კარგ ამბავს არ შეგვატყობინებთ იქიდან ჩამომსვლელები არ ვართო. იცოდნენ სანდრო მალე მოვიდოდა და საუბრისთბის დრო მოგვცეს. ცხენის ფლოქვები ხმა ისმოდა, მაგრამ ჩემს გულის ჩემას ვერაფრით ფარავდა, მეგონა ადგილზე მივივდებოდი. - ახალგაზრდებო , მოვედი- მომესმა მისი ხმა. როგორ მენატრებოდა. არაფერი მითქვამს, შემოვიდა და ბუხართან მე, რომ დამინახა შეკრთა, რამდენიმე წამი არ მოძრაობდა. - აქ რას აკეთებ?- მკითხა გაოგნებულმა. - დავუსვათ წერტილი ამ დედამიტყნულ ფიქტიურ ქორწინებას. - ვერ გავიგე ნინა. - მიყვარხარ და მინდა ისეთი რეალური იყოს ჩვემი ურთიერთობა როგორიც გრძნობებია. დავიღალე უშენობით, ასე ვეღარც კი ვსუნთქავ. - გამიმეორეეეე, გამიმეორე- მიახლოვდებოდა სანი. - წავიდეთ ჩვენს სახლში რა- უკვე ცრემლები მდიოდა, ამდენ ემოციას ადამიანები, როგორ ვიტევთ? - ნუთუ ამას შენ მეუბნები,მგონი ისევ მეჩვენები- თვალებს და ყურება , რომ არ ენდობა ადამიანი შენს გამო , ხო წარმოგიდენია რა უნდა გქონდეს გაკეთებული. - დამღალა ძლიერი ქალის როლმა, მინდა შენს მკლავებში მოვკალათდე და ვიცოდე ვიღაც ფარად გადამეგარება, ცოტახანს მინდა მოვეშვა- მეც მისკენ მივიწევდი. ჩემს ტუჩებს მისწვდა, ორივე ვნებააშლილი ვუნაწილებდით სიყვარულს ერთმანეთს, ღმერთო ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი. - წავიდეთ სახლში?- ჩემი შუბლი მისაზე მერო და ვეჩურჩულებოდი. - ახლავე? - ახლავე... არ მახსოვს გზა რომელიც თბილისამდე გავიარეთ, არც ის მახსოვს, როგორ ავედით ბინამდე , მაგრამ დამეფიცება, მას შემდეგ რაც მოხდა დეტალურად მახსოვს. სახლში შესვლითანავე მივწვდი მის ტუჩებს, ჰაერში ბულბულივით ამიტაცა და მალევე აღმოვჩნდით საძინებელში. ტანსაცმელი სწრაფად შემოვაძარცვეთ ერთმანეთს და მისი თითები ჩემს სხეულზე თავხედურად დასრიალებდა, ტუჩებით შეისწავლიდა ჩემს ყველა ნაწილს და მოთმინება დაკარგული ველოდი გადამწყვეტ მომენტს. მკერდისან ქვემოთ მიუყვებოდა სხველი კოცნები და მის თითებს იმდენად ღრმად ვგრძნობდი ყველა ნოტი სათითაოდ სწყდებოსა ჩემს ბაგეს... - ჯანდაბა, გთხოვ სანდროოო- ხმა აკანკალებული მქომდა... ის კი უფრო მეტად მტანჯავდა თავისი მოთმინებით.... - რას მთხოვ- ირონია ერეოდა მის ხმაში.... - ამას ნუ აკეთებ- ისევ ახალი ნოტები , საწოლს თითებით ვეჭიდებოდი და მოთმინება დაკარგულმა მისი ტუჩები ჩემამდე თმის ძლიერი მოქაჩვით ამოვიტანე. - აქამდე სად იყავი, აქამდეე სად იყავი- ღრმად მაგებებდა სიტყვებსა და სუნთქვას და კვლავ მისი თითები ქვემოთ და ქვემოთ. - სამაგიეროს მიხდი? რატომ მტანჯავ... - მთხოვე , კიდევ მთხოვე- ხო შეიძლება შუა პრელუდიის დროსაც არ გვქონდეს დიალოგები მაგრამ აქაც ვერ ვახერხებდით. მოთმინება დაკარგული მის ზემოდან მოვექეცი და ამჯერად მე მივუყვებოდი მის სხეულს , ხელებსაც თავხედურად მე დავათამაშებდი და ისე აღმაგზნებდა მისი სუნთქვა ჭკუიდან ვიშლებოდი. დომინანტობა ისევ თვითონ იკისრა, ჩემს ფეხებს შორის მოექცა და ნელი ბიძგებით იჭერდა ჩემს ბგერებს... ჯანდაბა ვის ახსოვს ტკბილი, ლამის სიამოვნებისგან მეკივლა... ბინგო, კულმინაციას მივაღწიეთ , დარწმუნებული ვარ კამასუტრას შემქმნელი თავს დაჩაგრულად იგრძნობდა ჩვენი შემხედვარე. - ყველაფერში ველური ხარ- გამიღიმა სანდრომ და სიგარეტზე მომიკიდა, ახლა ეს ღიმილი ბოლომდე ჩემი იყო, ეს კაციც. - ხოდა შენთვის უკეთესი- კიდევ ერთხელ ვნებიანად ვაკოცე და საბანმოხვეული დავდექი აივნის ღია კარის წინ. სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, საკუთარ სხეულს ისე ვუყურებდი თითქოს ამ ღამის შემდეგ სულ სხვა ტყავში აღმოვჩნდი, მაგრამ ეს ტყავი ჩემი კომფორტის ზონა გახდა. პირსახოცშემოხვეული გავედი სააბაზამოდან და ისევ შიშველი აღმოვჩნდი, ვნებაარეულ სანდროს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და ისევ მისი მკლავების ქვეშ აღმოვჩნდი, მაგრამ ამჯერად დომინანტობის უფლება მომცა და მასზე მოკალათებული ვუყურებსი სიამოვნებისგან როგორ ეცვლებოდა მიმიკები... ეს მართლა სხვა სამყარო იყო, ჩვენი ფერებით, ჩვენი საერთო ბედნიერებითა და ახალი დასაწყისის სურნელით. დილით ლოგინში მოძრაობა მიჭირდა, ყველაფერი მტკიოდა, ადგომა მინდოდა, მაგრამ ჩემს კუნთებს მაგდენი აღარ შეეძლო. - ძალიან ჩქარი ხარ ნინა, ძალიან ჩქარი და ამბიციური- ჩემს მდგომარეობაზე ეცინებოდა სანის. - ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვმოძრაობ, ველურო- მეც გიჟივით ვიცინოდი. - ღმერთო ნეტა გული არ გამისკდეს ბედნიერებისგან, როგორ უღმერთოთ მიყვარხარ- მთელ სახეს მიკოცნიდა სანდრო. - ყველა სიყვარულით მიყვარხარ რაც არსებობს ... შუადღემდე ლოგინიდან არ ავმდგარვართ, კიარადა ვერ... ფიქტიური ქორწინნებას სტატუსს ვუცვლიდით. - სოოფ- მისი სახელი ვთქვი ყურმილი აიღო თუ არა. - გტკივე ყველაფერი და ლოგინიდან ადგომის თავი არ გაქვს- თან კიოდა და თან იცინოდა სოფია. - დეგენერატი ხარ, შენც უნდა დამცინო? - ღმერთო ვაფრენ სიხარულით, მეშინია მშობიარობა არ დამეწყოს. - ჩვენ პრინცესას გაუფრთხილდი.- გამეცინა- მადლობა , რომ არსებობ და მიტან. - აი ეს მესმის, როგორ დატკბი, კაცის ალერსი გაკლია თქო მთელი ცხოვრებ გეუბნებოდი. - სოოფ... - ჰოუ - ფეხსაცმელს მტვერი დაედო, დროა გამოიყენო. - უკვე მაგ ფეხსაცმელებზე ვდგავარ და ისე გელაპარაკები, შენს სიცოცხლეს გეფიცები. - შენ ხარ ყველაფერი კარგის დასაწყისი. - და შენ ყველაფერი კარგის გავრძელებაა... სამყაროსგან ყველაზე დიდი საჩუქარი სწორი ადამიანების შემოთავაზებაა.. ესეც სრული ვერსია, ძალიან ვიწვალე , რომ ბოლომდე დამედო. ცალცალკე თავებში ბევრი შეცდომა და ხარვეზი იყო, ამიტომ ვიფიქრე უკეათესი იქნებოდა სუფთად ნაწერი მომეტანა თქვენამდე. სიყვარულით მე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.