ჩემი სვანი ქალბატონი ხარ (სრულად)
გინახავთ სიყვარულზე შეყვარებული ადამიანი? ალბათ არა მაგრამ მინდა გითხრათ რომ არსებობს მასეთი ადამიანი, ადამიანი რომელსაც სიყვარული სიგიჟემდე უყვარს, უყვარს როდესაც სიყვარულზე ლაპარაკობენ, უყვარს მოსმენა სიყვარულის ისტორიების და ასევე მასზე სხვადასხვა სტატიების წაკითხვა, ფიქრობს რომ ყველა მათგანს თავისებური ისტორია აქვს და თავისებური სიყვარული. მას ეს ყველაფერი განსაკუთრებულ განცდას უტოვებს... მაგრამ ამ ყველა გრძნობის და განცდების შემდეგ მაინც ებადება კითხვა მართლა არსებობს თუ არა მსგავსი სიყვარული ოცდამეერთე საუკუნეში?! ისიც აინტერესებს არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი ვინც მას დააჯერებს იმ ყველაფერს რასაც კითხულობს და ისმენს?! მაგრამ მაინც ის სიყვარულზეა სიგიჟემდე შეყვარებული იმის მიუხედავად რომ არ სჯერავს მსგავსი სიყვარულის! ხო ალბათ გაინტერესებთ ვინაა ასეთი არანორმალური ადამიანი ვისაც სიყვარული უყვარს მაგრამ არ სჯერა სიყვარულის... აღარა შეგაწყენთ თავს და გეტყვით რომ ეს ადამიანი არის ათანასია ფილფანი, გოგონა რომელიც ისეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა რომ იქ ნამდვილ სიყვარულს აგრძნობინებდნენ ყოველ წუთას და წამს. მის გარშემო ისეთი ადამიანები იყვნენ ყველა მათგანს ეტყობოდა თვალებში თუ როგორი სუფთები და გულწრფელები იყვნენ მის მიმართ. მათ გარშემო ყოველთვის გრძნობდა ათანასია რომ ყველა მათგანს ძალიან უყვარდა, რასაც ყოველთვის უფასებდა მათ და თვითონაც იგივე გრძნობით პასუხობდა ცდილობდა გრძნობები ქცევებით გამოეხატა რადგან არ მოსწონდა როდესაც სიყვარულს არაფრისმთქმელი სიტყვებით უხსნიდნენ და ეპირფერებოდნენ. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო მოგიყვებით მის ისტორიას და ნელნელა გაიგებთ მის შესახებ ყველაფერს. *** შუა ზაფხული იყო, დილის 8 საათი, მზე ნელნელა ამოდიოდა და უფრო მეტად აცხუნებდა არემარეს, სიცხისგან მოუსვენრად მყოფი გოგო საწოლიდან ძლივს ადგა და ბუზღუნით შევიდა აბაზანაში, სახეზე წყალი შეისხა რომ ცოტა აზრზე მოსულიყო, შემდეგ კი შხაპის მისაღებად შევიდა. ერთი საათი დაჰყო საშხაპეში და როგორც კი მოიწესრიგა თავი მაშინვე გამოვიდა და მომზადება დაიწყო რომ გასაუბრებაზე არ დაეგვიანა. სარკესთან იჯდა და სახეს იწესრიგებდა როცა ვიღაცამ კარები შეუნგრია ~ -ადე მზეო გაგვი.... უიი შენ უკვე გღვიძავს? მალე ქენი და მე გაგიყვან მანქანით. (დემნა ათანასიას ძმაა) -ბატონო დემნა რამდენჯერ უნდა გაგაბრთხილოთ რომ კარები მასე აღარ შემოგლიჯოთ? -კარგი ახლა ჩემო მზისსხივო კარგ ხასიათზე ვარ და ნერვებს ნუ მომიშლი ამ დილაუთენია -ეგ მაშინ გეფიქრა კარები რომ შემომინგრიე ვაჟბატონო. ხმა აღარ გასცა ბიჭმა უბრალოდ ხელი ჩაიქნია და კარები გაიხურა ათანასიამ კი თავის საქმე გააგრძელა. როგორც იქნა მორჩა სახის დამუშავებას და ტანსაცმელზე გადავიდა. ხო მართლა მოდი მოკლედ აგიღწერთ თანასიას გარეგნულად და შემდეგ გავაგრძელებ მოყოლას, მოკლედ მაღალი იყო ფილფანების ქალბატონი ასე 1.75. სიმართლე გითხრათ გამხდარი არ იყო მაგრამ არც მსუქანი იყო გამოყვანილი წელი ქონდა და გრძელი სწორი ფეხები რათქმაუნდა ეს ყველაფერი ცეკვის და ვარჯიშის დამსახურებით ქონდა არა გატყუებთ გენების დამსახურებაც იყო ასეთი იდეალური ტანი რომ ქონდა. ჟღალი გრძელი და ხვეული თმა ქონდა ამის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრის ქვეშ იყო და რაღაცპონტში არ მოსწონდა მოკლედ ეს ჩვენი ათანასია ძალიან თავმდაბალი იყო. პატარა ცხვირი სწორი და ძააან შეუმჩნევლად აპრეხილი ცხვირი ქონდა ასევე სქელი ტუჩები, ცისფერი თვალები და გრძელი წამწამები. წარმოიდგინეთ რა ლამაზი იყოო. პირველ პირში როგორც იქნა ავარჩიე ტანსაცმელი, ჩემი საყვარელი გვირილებიანი კაბა ჩავიცვი, ფეხზე ოდნავ მაღალ ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი, თმა ზევით ავიწიე და წინ ცოტათი მოკლე თმა ჩამოვუშვი შემდეგ კი სამზარეულოში გავედი. -დემნა მითხარი რომ გუშინ ფორთოხლის კაპი მიყიდე -მოდი ხო კრუასანებიც ამოვიტანე წეღან შენ რომ გიყვარს შოკოლადის -აუუუუ გეფიცები სუპერ ძმა ხარ შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა მივედი და უკნიდან მოვეხვიე. დემნას გაეცინა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა -აბა რაო ახლიდან მითხარი რის გასაუბრებაზე მიდიხარ ვერ გავიგე წესივრად გუშინ -რაოო და შენი საყვარელი და ერთადერთი განუმეორებელი დაიკო თავის პროფესიით იწყებს მუშაობააას. ანუუ თუ მოვეწონეე დღეს და ამიყვანეეს ხვალიდან შენი და ინტერიერის დიზაინერი იქნებაა -ვაააუუ მაგარიაა ეე. მე მჯერა შენი და ვიცი რომ დიდ წარმატებას მიაღწევ. მომეხვია და მაკოცა თან გამიღიმა და ის ბრჭყვიალები გამოუშვა თავისი ლამაზი შავი თვალებიდან მე რომ ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს. სანამ ვჭამე ჩემი გემრიელობები მანამდე რაღაც თემებზეც ვისაუბრეთ და როგორც კი მოვრჩი უცებ ამოვრეცხე ჭურჭელი ჩემი ნივთები ავიღე და დემნასთან ერთად სახლიდან გავედი. ხო მართლა მშობლებზე გეტყვით დედა და მამა ამერიკაში წავიდნენ მე რომ ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი რადგან მამას სამსახურის გამო მოუწიათ რაღაც პერიოდი იქ გადაცხოვრება ხო და ეს რაღაც პერიოდი უკვე 18 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ იქ გადაცხოვრდნენ და მამამაც იქ გახსნა სამშენებლო კომპანია მართალია ჩამოდიან ხოლმე დასვენების პერიოდში ხან ჩვენ ჩავდივართ მაგრამ მაინც ძალიან გვაკლია მეც და ჩემ ძმასაც ორივე. მათი წასვლის გამო მე და ჩემი ძმა სვანეთში გაგვიშვეს ბებოსთან და პაპასთან ასე ვთქვათ მათ გაგვზარდეს და ნამდვილ სვანებად ჩამოგვაყალიბეს. სწავლის გამო მოგვიწია ორივეს წამოსვლა ბოლოს კი ისე მოხდა რომ თბილისში შემოვრჩით მაგრამ სოფელშიც ხშირად ჩავდივართ ხოლმე. მოკლედ როგორც იქნა მივაღწიეთ ადგილამდე ჩემ ძმამ წარმატებები მისურვა და თვითონ წავიდა. ერთი ამოვისუნთქე კომპანია შევათვარიელე გარედან და კარებში შევედი -გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? მომღიმარი სახით შემეკითხა ადმინისტრატორი -გამარჯობა. გასაუბრებაზე მოვედი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე დაბარებული ვარ 10 საათზე -სახელი და გვარი თქვენი? ვუთხარი შემდეგ კი კომპიუტერში რაღაცეები ჩაწერა - აი აიღეთ საშვი და მიბრძანდით მესამე სართული კაბინეტი 628 -მადლობა წარმატებული დღე გავუღმე -მადლობა თქვენც ასევე მანაც მეგობრულად გამიღიმა და მოვტრიალდი. ლიფტისკენ წავედი და როგორც კი ლიფტის კარი გაიღო ისე რომ თავი აარ ამიწევია შევაბიჯე მაგრამ უცებ ჩემი ლამაზი თავი რაღაცა მაგარს შეასკდა და ინერციი\თ უკან გადავარდი თვალ დახუჭული ველოდი როდის დავებერტყებოდი ძირს მაგრამ რატომღაც ჩემი ტკივილები აგვიანებდა ხო და მეც თვალ მოჭუტულმა ნელა გავახილე თვალი და რას ვხედაავ ვიღაცა ღმერთკაცას ვყავარ ხელით დაჭერილი და ირონიული ღიმილით მიღიმის, არა იმის მიუხედავად რომ ასეთი ღმერთკაცაა ამ ირონიულ სიფათს როგორ შევარჩენ -თუ შეიძლება ხელი გამიშვით ავფართხალდი უცებ მის მკლავებში მაგრამ რად გინდა ისე ძლიერ ვყავარ მომწყვდეული თავის კუნთიან მკლავებში არ მგონია ამას მე მოვერიო -იქნებ არ იფართხალო რა რომანტიული მომენტი ჩამაშხამე ისევ ეს ირონიული სიფათი -ხელი გამიშვით და წესივრად მელაპარაკეთ თორემ განახებთ უფრო რომანტიულ მომენტს მეც ირონიულად გავეცი პასუხი და თან დაბლა მივანიშნე ჯერ ჩემ ფეხზე და მერე მიხვდებით ალბათ რაზეც.. სახე მიეყინა უცებ გამიშვა ხელი და ისე წავიდა პასუხი არ გამცა. ჰაჰ ასე მოგიხდება იდიოტი, არა პროსტა ვის გაუბედა მაგრამ ეგ რომ არა კი აღმოჩნდებოდი ათანასია ძირს გართხმული და მერე ვინ იქნებოდა იდიოტი და დებილი მაგასაც ნახავდი საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და ისე ავედი მესამე სართულზე და კაბინეტსაც მივაკითხე ჯერ საათს დავხედე და რომ დავრწმუნდი რომ უკვე 10 ხდებოდა დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი -გამარჯობა. მე ათანასია ფილფანი ვარ. -გამარჯობა გასაუბრებაზე ხართ ხო? თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნაად. მოდი დაჯექი მიმითითა სკამზე მანამდე კი თვითონ წამოდგა ფეხზე და ხელი გამომიწოდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო ასე 27-28 წლის იქნებოდა ძაან საყვარელი იყო სხვათაშორის და ვგრძნობდი რომ რაღაც კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვექნებოდა აქ თუ დავიწყებდი მუშაობას. - მოკლედ მე ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ სანდრო ბურდული. მეგობრულად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა შემდეგ კი ორივე დავჯექით. -სასიამოვნოა ბატონო სანდრო -ჩემთვისაც მაგრამ ერთი თხოვნა მექნება ბატონო აღარ დამიძახო თორე თავი ძაან ბებერი მგონია. მოკლედ მომიყევი მიდი აბა შენს შესახებ ყველაფერი. -ათანასია ფილფანი 23 წლის. დავამთავრე არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი. გავლილი მაქვს სხვადასხვა ტრენინგები და კურსები ჩემი პროფესიის კვალიფიკაციის ასამაღებლად.... მოკლედ მოვუყევი ყველაფერი ჩემს შესახებ და გავჩუმდი -ძალიან კარგია რომ ასეთი მონდომებული ხარ მაგრამ ერთი კითხვა მაქვს რატომ უნდა აგიყვანოთ შენ ადამიანი რომელსაც არასდროს უმუშავია ამ სფეროში და გამოცდილება არ აქვ ს და არა ის ადამიანი ვისაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს? -იმიტომ რომ საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული და მჯერა რომ თქვენს კომპანიას და ჩემს თავსაც დიდ წარმატებას მოვუტან, თან თუ არ მომცემთ არცერთი კომპანია შანსს იმის გამო რომ გამოუცდელი ვარ ეგრე ხომ ვერც ვერასდროს გავხდები ამ სფეროში გამოცდილი ამიტომ დამიჯერეთ თუ ამიყვანთ არ ინანებთ. -კარგი. მოკლედ დღის ბოლომდე დაგიკავშირდები ან მე ან ჩემი მდივანი და შეგატყობინებთ პასუხს მადლობა რომ მოხვედი. კმაყოფილი სახით წამოდგა ფეხზე და ხელი ჩამომართვა მეც გავუღიმე და მადლობა გადავუხადე. როგორც კი შენობიდან გამოვედი ამოვისუნთქე თან მიხაროდა რადგან თვალებზე ეტყობოდა რომ ჩემი პასუხები მოეწონა და ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა იმის რომ ხვალიდან სამსახური მექნებოდა. ტაქსი გავაჩერე და თან ტელეფონი მოვიმარჯვე -ალო ქალბატონო ნენე კაფეში ხარ? (ნენე ჩემი საუკეთესო მეგობარია და თავის კაფე აქვს) -ხო რა იყო? -არაფერი კოკორო გამოგივლი და ახალ ამბებს მოგიყვები -უი რა კაი გოგო ხარ უნდა დამერეკა მეც შენთან დღეს ლიზა არაა და მომეხმარებითან -კაი 10 წუთში მანდ ვარ გავუთიშე ტელეფონი და მძღოლს მისმართი ვუკარნახე. მალე მივედით დანიშნულების ადგილას ფული გადავუხადე და კაფეში შევკუსკუსდი -კოკორო მოვედი -რამდენჯერ უნდა გითხრა ეგრე ნუ მეძახითქოო იცოდე ერთხელაციქნება და მიგახრჩობ -ოო კაი რა რას მებუზღუნები ხომ იცი მაგის გამკეთებელი შენ არ ხარ. აბა რაში დაგეხმარო. ვაკოცე ჩავეხუტე და გავაჩუმე -რაში და მიმტანობა უნდა შეითავსო ცოტახნით -ნოუ პრობლემ გამოვართვი კალამი და ბლოკნოტი და ახალი შემოსული წყვილისკენ გავეშურე თან ნენესკენ მივტრიალდი სახით- შეკვეთებს ჩავიწერ და მოგიყვები რაღაცეებს მერე. თავი დამიქნია და ხელით მიმანიშნა წადიო მეც ბედნიერი სახით თან ისე რომ არ შემიხედია ვინები იყვნენ წყვილთან მივედი -გამარჯობა რას ინებებთ. კალამი და ბლოკნოტი მოვამზადე რომ ჩამეწერა და შემდეგ შევხედეე კლიენტებს და ნეტა არ შემეხედა ჩემს წინ აი ის ღმერთკაცა იჯდა დილით რომ დამეჯახა ისევ ირონიული ღიმილი რომ ქონდა სახეზე აკერებული ნერვები მომეშალა -ერთი ლატე და ერთი კაპუჩინო მოგვიტანე და ხო კიდე ერთი შოკოლადის ნამცხვარი თუ შეიძლება გოგომ გამიღიმა თბილად ეჰ მინდოდა მეთქვა შენს ბიჭსაც ასწავლე მასეთი თბილი ღიმილითქო მაგრამ თავი შევიკავე არ მინდა ნენეს რამე პრობლემა შევუქმნა ჩავიწერე შეკვეთა და ნენესკენ წავედი შეკვეთა დავუტოვე და სხვა მაგიდისკენ წავედი მთელი ის პერიოდი სანამ მე სხვა შეკვეთებს ვიღებდი ვგრძნობდი რომ მისტერ ირონია მე მიყურებდა და ცოტა დაძაბული ვიყავი. ნეტა რა ჯანდაბა უნდა რას მომშტერებია მეც გავხედე და თავი უცებ მიატრიალა გოგოსკენ შემდეგ კი ისევ გავაგრძელე ჩემი საქმე. -ნენე გოგო აი შეკვეთები მივაჩეჩე ხელებში შეკვეთების რვეული -გოგოოო აი იქ გოგოსთან ერთად რომ ზის და რაც მოსულია შენ რომ გიყურებს სულ იციიი ვინაააა??? თავით მანიშნა და თან გაბრწყინებული მიაშტერდა წყვილს. მეც გავტრიალდი და ხელში ისევ მისტერ ირონია შემრჩა ამჯერად აღარ მოუშორებია თვალი და ჯიუტად გააგრძელა თვალებში ყურება მე კი ნენესკენ შევტრიალდი -ეს იდიოტი დილით გასაუბრებაზე რომ ვიყავი ლიფტთან შემასკდა და ეგაა, აიი საიდან უნდა ვიცოდე ეს დეგენერატი ვინ ჯანდაბააა. -ვაიმე ათანასიაა მეღადავები გოგო? ეგ არის ლაშა ბექაური გოგო ძიუდოს ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი. -რას ლაპარაკობ ეს ის ლაშაა? ჰმ არ მეგონა ასეთი ირონია ტიპი თუ გახდებოდა -მიდი აბა მოყევი რა მოხდაა ერთი დღეს გამიცინაა და ბარში შემათრია ძალით და სკამზე დამსვა. ყველაფერი მოვუყევი მაგ ინციდენტიდან დაწყებული გასაუბრებით დამთავრებული და აღრფთოვანებულმა წამოიყვირა -ეეე რა მაგარი გოგო ხააარ მიხარია რომ ნაბიჯი გადადგი როგორც იქნა და გადაწყვიტე მუშაობა -ხო გოგო მეც ძაან მიხარია როგორც იქნა მეღირსება საკუთარი ხელფასი -ხოო. ისე ბიჭები სად არიან? -რავი დემნამ მიმიყვანა გასაუბრებაზე და მერე თქვა მე და მიშო მივდივართ კახეთშიო მამას გაგზავნა რაღაც საქმეზე არ ვიცი. ვაიმე ნამცხრის მიტანა დამავიწყდაა შენსგამო უცებ წაამოვხტი და ნამცხვარი გავიტანე მისტერ ირონიის მაგიდასთან -ოჰ როგორ მოხდა მოიფიქრეთ და მოიტანეთ ისევ ეს ირონიული საუბრები. თავი ძლივს შევიკავე რომ ეს ნამცხვარი თავზე არ დამემხო -ლაშა!!! თვალები დაუბრიალა გოგომ იმანაც თავი უკმაყოფილოდ გააქნია -მადლობა საყვარელო -თქვენთან დიდი ბოდიში ქალბატონო გოგოს საწყლად შევხედე და მიხვდა რომ ძაან ვწუხდი -მართლა არაუშავს ვიცი რასაც ნიშნავს ბევრი კლიენტი როცა გყავს და გადაღლილი ხარ მეგობრულად გამიღიმა და ხელზე ხელი დამადო მეც გავუღიმე -ათანასია მოდი გირეკავენ ნენეს ხმა გავიგე ბოდიში მოვუხადე წყვილს და ბარისკენ წავედი. -ვინაა? -არ ვიცი ვიღაცა სანდროა. უცებ გამოვგლიჯე ხელიდან ტელეფონი -გამარჯობა გისმენთ -გამარჯობა ათანასია სანდრო ვარ დღეს რომ იყავი გასაუბრებაზე დარჩენილმა დღემ მშვიდად დაა სწრაფად ჩაიარაა ვაჟბატონიც მალე წავიდა თავის გოგოსთანერთად კაფიდან და მეც ამოვისუნთქე. კაფე რომ დავკეტეთ ნენე ჩემთან წავიყვანე, მაღაზიაში შევიარეთ სასუსნავები ვიყიდეთ და სახლში ავედით. ნენემ ფილმი აარჩია მე კი მაგიდა გავშალე და ლუდები დავალაგე კარგად მოვეწყეთ და ფილმის ყურებაც დავიწყეთ თან ნელ-ნელა ვსვავდით. საბოლოოდ ისე მოხდა რომ ერთმანეთზე გადაფსკვნილებს ჩაგვეძინა. ძილბურანში ვიყავი კარის ხმა რომ გავიგე და მივხვდი რომ დემნა მოვიდა მაგრამ არ გამიხელია თვალები და ძილი გავაგრძელე. დილით წელის ტკივილმა გამაღვიძა მე და ნენე ძაან ავხლართულვართ და ძირს ვიწექქით ორივე ძლივს გავთავისუფლდი და ნენეც გავაღვიძე -ნენე ადექიი შედი ოთახში და იქ დაიძინე ცოდო ხარ წელი არ გტკივაა -მმმ ამოიზმუვლა და ჩემსკენ გადმოტრიალდა - საშინლად მტკივა და აღარც მეძინებაა მიდი რა ყავა გამიკეთე მე მანამდე ვანაში შევალ და ხო მართლა შენს ტანსაცმელს მათხოვებ იცოდე დღეს -არა რაა ერთი დიდი ბოჭკა უნდა გიყიდოთ სამივეს და შიგნით ყავა ჩაგისხათ და დაგიდგათ სხვანაირად არ მომშორდებით მგონი. ბუზღუნით შევედი სამზარეულოში და ყავის გაკეთება დავიწყე ჩემთვის ჩაი გავიკეთე ნენეს და დემნას კი ყავა ვიცი ისიც გამოვა უკვე მალე და მაინც ჩემი გასაკეთებელი იქნება. მაგიდაზე დავაწყე კრუასანები და ჭიქები შემდეგ კი დემნას ოთახისკენ წავედი გზაში ნენესაც ვუთხარი რომ მზად იყო ყველაფერი და გამოსულიყო მალე. დემნას კარებზე დავაკაკუნე და ისე შევედი მაგრამ ვაჟბატონს ეძინა ამიტომ მივუახლოვდი და ზედ დავახტი -დემნააააა ადექიი ბიჭო მიწისძვრაა და სახლი ინგრევაა ყურებში ჩავყვირე ის კიდე უცებ წამოხტა მეც ხელში ამიყვანა და კარებისკენ გაიქცა ჩემიანად მე კიდე თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა აბაზანის წინ გაჩერდა და სახეზე შემომხედა ამ დროს ნენეც გამოვიდა აბაზანიდან და გაშტერებული გვიყურებდა -ახლა რაღა მოხდააა? -რა მოხდა და შენმა არანორმალურმა დაქალმა ისევ გამიჩალიჩა. გაბრაზებულმა ჯერ ნენეს შეხედა და მერე მე შემომხედა და ნეტა არ შემოეხედა უცებ გაბრაზებული სახე შეეცვალა და ეშმაკური ღიმილი აიკრა -ფილფანების ქალბატონო ნეტა იცოდე სად გაყავი თავი უცებ დამსვა და შეტრიალდა რომ ოთახში დაბრუნებულიყო ნეტა რაა გაიფიქრაა ღმერთოჩემო უეჭველი დამერხაა -ჩემო საყვარელო ძმაო ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ყავა და კრუასანები გელოდება სამზარეულოს მაგიდაზე და იმედიაა მაგის გამო ცოტა მაინც შემიბრალებ საწყალი სახე მივიღე და უკან ავედევნე -მაგას მე გადავწყვეთ ახლა თუ შეიძლება მარტო დამტოვე ქალბატონო კარები ცხვირწინ მომიხურა. -ღმერთო ნეტა გამაგებინა ახლა ამას რა უდევს თავში და რას მიპირებს მაღლა ავიხედე და ლოცვის იმიტაცია გავაკეთე უცებ ფხუკუნის ხმა რომ გავიგე უკან გავტრიალდი და ნენე დავინახე უკვე ჩემს ტანსაცმელებში გამოწყობილი როგორ ფხუკუნებდა და ვეღარ იკავებდა თავს რომ გაცინებოდა მეც მისი შემხედვარე ამიტყდა სიცილი და იმასაც მეტი რა უნდოდა ორივემ ავიკელით მთელი სახლი. უკვე ჩემს საკუთარ კაბინეტში ვიჯექი და ვტკბებოდი მისი თვალიერებით უცებ კარი რომ გაიღო და სანდრომ შემოყო თავი -გამარჯობა. როგორ მოგწონს აბა შენი კაბინეტი? თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია შეცვალო ისე საყვარლად გამიცინაა ჩახუტება მომინდა მაგრამ თავი შევიკავე მაინც რამე არ იფიქროს ცუდად -გაგიმარჯოს. არა ყველაფერი ძალიან მომწონს და მადლობა რომ შანსი მომეცით მეც გავუღიმე -მოდი „თ“ ებით ნუ ვილაპარაკებთ რაა ხომ გთხოვე -ხო კარგი კარგი გავუღიმე ისევ -მოკლედ რატო შემოვედი მართალია შენი პირველი დღეა მაგრამ მგონია რომ თავს გაართმევ ამ საქმეს და ამიტომ მინდა რომ ეს პროექტი შენ მოგცე თან ვნახავთ რა შესაძლებლობები გაქვს მე სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა -რას ამბობ მე მზად ვარ უკვე კმაყოფილმა შემოვკარი ტაში და მხიარულად გავუღიმე -ასე ძაან ნუ გიხარია ისეთ ადამიანს უნდა გაუკეთო დიზაინი ცოტა ძაან წუნიაა და ძნელია მასთან მუშაობა. მე ამაზე ცოტა ირონიულად ჩამეცინა -შანსი არაა ჩემი დიზაინით მოწყობილი სახლი ვინმეს არ მოეწონოს. თავდაჯერებული ღიმილი ავიკარი უცებ სახეზე -ვნახოთ ვნახოთ, ხო მართლა ისიც იცოდე რომ ეს ადამიანი შენი მეორე უფროსია ანუ ამ კომპანიის მეწილეა ლაშა ბექაური შეიძლება იციკიდეც -კაიიი რაა ღმერთოო რა შევცოდე ამნაირიი მაღლა ავიხედე და ღმერთს დავუწყე ლაპარაკი მაგრამ მერე გავაცნობიერე რომ ხმამაღლა წამომცდა ეს სიტყვები და ცოტა შემრცხვაა -შენ რა მას იცნობ? -სამწუხაროდ ნუ ვიცნობ რა ერთი ორჯერ ცუდ სიტვაციაში აღმოვჩნდით ერთად და ვიცი ვინცაა -ძალიან კარგი. კაი წავალ ახლა მე და ჩემი მდივანი შემოგიტანს ყველაფერს და გადახედე -კარგი გავუღიმე და თავი საწყლად დავუქნიე ღმერთოჩემო ყოველთვის მე რატო მიკეთებ ასეთ სურპრიზებს? კაი კაი ათანასია არაფერიაა შენ ამას შესძლებ ყველანაირ ძალებს მოვიკრებ და ვანახებ თუ ვინაა აქ უფროსი ეშმაკურად ჩავიღიმე, ამასობაში სანდროს მდივანმა სესილიმ შემომიტანა ყველაფერი რაც დამჭირდებოდა და წარმატებები და გამძლეობა მისურვაა რაც ნამდვილად მჭირდებოდა. ამ დღემ ცოტა ნაყოფიერად ჩაიარა მთელი დღე ლაშას აგარაკის პროექტს ვაკეთებდი და განვიხილავდი ყველანაირად ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო მაგრამ ხვალ მომიწევდა ადგილზე მისვლა და უფრო კარგად შეთვარიელება ამიტომ სანდროს ვთხოვე ლაშას ნომერი მოეცა და მეც დავუკავშირდი -გისმენთ გადაღლილი ხმა გაისმა ტელეფონის უკან -გამარჯობა ბატონო ლაშა მე თქვენი სახლის დიზაინერი ვარ ათანასია -... ხმა აღარ გაუცია ამიტომ ისევ მე გადავწყვიტე ხმის ამოება -ბატონო ლაშა თუ შეგიძლიათ ხვალ რომ შეგხვდეთ და თქვენს აგარაკზე ვისაუბროთ თან შევათვარიელებდი ისეც რომ არაფერი გამომეპაროს -ბოდიში სახელი შემახსენე -ათანასია -ხო ქალბატონო ათანასია თუ ბატონმა სანდრომ არ გითხრათ მე გეტყვით ცოტა ძაან დაკავებული ვარ ჩემპიონატისთვის ვემზადები ამიტომ არ ვიცი ხვალ რომელზე მოვრჩები ვარჯიშს ამიტომ ასე ვქნათ ხვალ ჩემს ზარს ელოდეთ და რომ დაგირეკავთ გეტყვიტ ზუსტად სად უნდა შემხვდეთ და რომელზე. აშკარად ვერ მიცნო ისე კარგად მელაპარაკა რამის დამავიწყდა რომ თვით ირონიის მამას ვესაუბრებოდი -კარგი არაა პრობლემა თქვენს ზარს დაველოდები ნახვამდის -დროებით. მეც აღარ დაველოდე როდის გათიშავდა და მე გავუთიშე ღმერთო გევედრები ასეთ ლაშად დარჩეს ხვალეც მე რომ დამინახავს ხელები მაღლა აღვაპყრე და ღმერთს შევთხოვე. ეჰ ვინმე რომ მიყურებდეს გიჟი ვეგონებოდი. მეორე დღეს დამირეკა ვაჟბატონმა და მითხრა რომ ვერ ახერხებდა მოსვლას ამიტომ სანდრო გამყვებოდა აგარაკზე. ავედით აგარაკზე ყველაფერი შევათვარიელე და უცებ ისეთი მაგარი იდეები მომადგაა მაშინვე ყველაფერი ჩავინიშნე შემდეგ კი ეზოს მოვავლე თვალი და იქაც საოცარი იდეები გამიჩნდა მალე წამოვედით აგარაკიდან და პროექტის გაკეთება დავიწყე. მთელი კვირა ვცდილობდი ლაშასთან შეხვედრას მაგრამ ვერადა ვერ მოიცალა საბოლოოდ ისე მოხდა რომ რამოდენიმე პროექტი გავაკეთე ორ კვირაში და საბოლოოდ ძლივს დაინიშნა პრეზენტაციის შეხვედრა. სამსახურში თანამშრომლებსაც ძაან კარგად შევეწყე და დავუმეგობრდი კიდეც ხო სანდროზე როგორც ვივარაუდე ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დილით ადრე ავდექი ცხელი შოკოლადი დავლიე და გავემზადე ტანზე კესანებიანი ქვედაბოლო ჩავიცვი მუხლზე ცოტა ზევით შეხსნილი ზედაც კესანებიანი ტოპი გადავიცვი ჩანთა და სხვა ნივთები ავიღე და სამსახურისკენ გავეშურე ჩემი მანქანით რომელიც ძლივს მეღირსა და გამიკეთეს -ჩემო სანშაინ მიხარია რომ დამიბრუნდი საჭეს ჩავეხუტე და ვაკოცე ღმერთო როგორ მიყვარს ეს მანქანა მართალია ძაან ბებერია მაგრამ მაინც ყველას მირჩევნია. ერთ საათიანი საცობში დგომის შემდეგ როგორც იქნა მივაღწიე სამსახურამდე სწრაფად ვიპოვე ადგილი მანქანის გასაჩერებლად და შევაყენე ჩემი მზის სხივი. ყველამ მე გამომაყოლა თვალი რაიყოთ რა არის პირველად ხედავთ მანქანას შევუბღვირე ყველას ისე თითქოს გაიგებდნენ -ეს რა მაგარი რაღაც გყოლია გოგო ამას მიმალავდიი?? არსაიდან სანდრო გამომიხტა -ხო ეს ჩემი დახატული გოგოაა გამეღიმა როცა ჩემს მანქანას შევხედე -ღმერთოჩემო ნეტა ვინმემ მასეთი თვალებით შემომხედოს როგორც შენ უყურებ ამ შენს ბებერ მანქანას -ეეე ცოტაა ნორმალურად ისაუბრე ბებერი თვითონ ხარ შევუბღვირე და კომპანიისკენ გავწიე უკან გამომყვა თვითონაც -კაი ხო რა იყო ვიხუმრე.აი ლაშაც აქ ყოფილა რავახარ ძმა რამდენიხანია არ გამოჩენილხარ ლიფტან შეგვეგება ბატონი ირონია რათქმაუნდა თავისი საფირმო ღიმილით აბა ისე როგორ შეიძლება შემომხედოს -ვაა ახლები გვყავს კომპანიაში? ჩემზე მოანიშნა -გამარჯობა ბატონო ლაშა მე თქვენი ახალი ინტერიერის და არქტიტექტურის დიზაინერი ვარ ათანასია ტელეფონზეც მე გელაპარაკებოდით სხვათაშორის არ შევიმჩნიე მისი ირონიული სახე და ვითომ ბედნიერმა გავუღიმე მას კი სახეზე შეაშრა ის ღიმილი -ვაუ უკვე აღარ ხუმრობ წითურო. რა იყო მიმტანობა მოგწყინდა და ახლა დიზაინერობა დაიწყე რომ ხალხი დაღუპო? -მოდი ამაზე პასუხს არ გაგცემთ მაინც ჩემი უფროსი ხართ და ტეხავს პირველივე შეხვედრისას ცუდი შეხედულება დაგიტოვოთ მაგრამ დამიჯერეთ ამას არ შეგარჩენთ ბოლოს ჩუმად ვთქვი რომ მარტო მას გაეგო და ირონიულად გაიღიმა ისევ -ვნახოთ ერთი რა ჩიტი ხარ მანაც ჩურჩულით მითხრა რაზეც მეც ჩამეცინა. ნეტა იცოდეს რა ელოდება წინ. როგორც იქნა ააღწია ლიფტმა საბოლოო წერტილამდე სამივე ჩვენს კაბინეტებში გადავნაწილდით და როგორც კი 12 შესრულდა მაშინვე სათათბირო ოთახისკენ გავწიე. *** მესამე პირი კაბინეტში იჯდა და ფიქრებს სადღაც შორს წაეყვანა ისე მოვიდა 12 საათი ვერც მიხვდა სესილის რომ არ დაეკაკუნა და ეთქვა რომ ელოდებოდნენ ვერც გამოფხიზლდებოდა. ფიქრობდა წითელ თმიან გოგოზე რომელმაც სამი ნახვით რაღაც უცნაური შეგრძნება დაუტოვა მოსწონდა მისი გაბრაზებისგან აწითლებული სახე მის ჟღალ თმას ისე აკვდებოდა თვითონ ვერც წარმოიდგენდა. ყოველთვის იცინოდა როცა ვინმე იტყოდა რომ ერთი ნახვით შეყვარების სჯეროდა მაგრამ მგონი ამ გოგომ სულ აურია თავგზა და ეს სიტყვები დააჯერა სიგიჟემდე მოსწონდა ათანასია ბატონ ლაშას როცა პრეზენტაციის დროს უყურებდა კიდევ უფრო მეტად მოეწონა და მოუნდა რომ დრო გაჩერებულიყო ბოლოს როგორც იქნა გამოფხიზლდა და საქმეზე გადაერთო ცდილობდა რომ გოგო ეწვალებინა და ბევრ რამეს უწუნებდა ვითომ არადა ძალიან მოეწონა ყველა პროექტი რაც კი წარადგინა წითურმა მაგრამ როგორ შეიძლება ეს შანსი ხელიდან გაეშვა და ცდილობდა უფო მეტად გაეღიზიანებინა გოგო. საბოლოოდ ძლივს შეჩერდნენ ერთ ერთ პროექტზე რომელიც მართლა ისეთი იყო ნამდვილად ვერაფერს დაუწუნებდა -ყოჩაღ წითურო თურმე გცოდნია რაღაცეები ისევ ეს ირონია გაურია ხმაში -საკუთარ ძალებში ეჭვი არასდროს შემპარვია გოგომაც ირონიულად დაუბრუნა პასუხი *** პირველიპირი ნერვებს მიშლიდა მისი მოღიმარი სახე მინდოდა იქვე მომეკლა და მერე მეც დავისვენებდი და ისიც ჯოჯოხეთის ალში დაიწვებოდა ამ ღიმილის გამო. როგორც იქნა დასრულდა შეხვედრა და ოთახიდან გამოვედით -ყოჩაღ ათანასია ამას მართლა არ მოველოდი შენგან ნუ არც ცუდს ველოდი მაგრამ ასეთ მაღალ დონესაც არა, მიხარია რომ შანსი მოგეცი და იმედები არ გამიცრუე ამისთვის მადლობას გიხდი -რას ამბობ სანდრო პირიქით მადლობა შენ რომ ასეთი სუპერ დირექტორი მყავხარ გავუღიმე და მეგობრულად გადავეხვიე -ხო და ჩემო დაო დღეს და ხვალ დასვენების დღეს გაძლევ მთელი ორიკვირაა შეუსვენებლად მუშაობ და იმსახურებ ამ დასვენებას -დღეს კი წავალ მაგრამ ხვალ მოვალ და ახალი პროექტები გამოუშვით ეშმაკურად გავუღიმე რაზეც მასაც გაეცინა დავემშვიდობე და კომპანიიდან გამოვედი მმანქანაში ვჯდებოდი როცა ტაშის ხმა გავიგე -მართლა ყოჩაღ ამას მართლა არ მოველოდი შენგან საოცარი პროექტები იყო ლაშას ხმა გავიგე ოღონდ ამჯერად ბირონიის გარეშე -რატომღაც შიგნით ვერ შევამჩნიე თქვენი აღრფთოვანება -ვერც შეამჩნევდი რადგან არ იყო საჭირო. მოკლედ თუ თანახმა ხარ შეგვიძლია კაფეში დავსხდეთ და ცოტა ცივილურად ვისაუბროთ როგორც ორ ზრდასრულ ადამიანს შეეფერება თან ყავას დავლევდით აღარ მინდა ესეთი ურთიერთობა ქალბატონო სვანო -როგორი ურთიერთობა? როგორც მახსოვს თქვენ თავად დაიწყეთ ეს ყველაფერი და მე ნუ დამაბრალებთ. რაც შეეხება კაფეში წასვლას არ მსურს თქვენთანერთად სადმე დავჯდე და მშვიდად ვწრუპო ყავა თან ყავაც არ მიყვარს დავიჭყანე გემოს გახსენების შემდეგ რაზეც რატომღაც ვაჟბატონმა რაღაცნაირი საყვარელი სახე მიიღ და პირველად ვნახე მის სახეზე ნამდვილი ღიმილი -ჩაი ხო მაინც გეყვარება? კაი რა წამოდი მართლა არ მინდა ასეთი დაძაბული ურთიერთობა მქონდეს ჩემს თანამშრომელთან ისევ ისე თბილად გამიღიმა ღმერთო შენ მიშველე რა სჭირს ამ ბიჭს? -კაი ხო იმდღეს რომ იყავით ჩემს კაფეში იქ წავიდეთ ბოლოს მაინც დავიჭყანე და ისე დავთანხმდი თითქოს მე არ მინდოდა მასთან საუბარი თავი დამიქნია და თავის მანქანაში ჩაჯდა მეც ჩემს მანქანაში მოვსკუპდი და ნენეს კაფისკენ ავიღე გეზი კაია რომ დღეს ნენე არ იქნება კაფეში ზედმეტი კითხვებიდგან თავსაც ავირიდებ. -გამარჯობა ლიზა გასაღები მინდაა იმის თვალით ზევით ვანიშნე -ახლავე გამიღიმა და მომაწოდა ვერანდის გასაღები სადაც მარტო მე და ნენე ავდიოდით რადგან ისე გვქონდა იქ ყველაფერი მოწყობილი არ გვსურდა სხვებისთვის გაგვეზიარა მაგრამ რატომღაც ახლა მომინდა რომ ლაშა იქ ამეყვანა -ხო მართლა ერთი ყავა და ცხელი შოკოლადი მოამზადე რაა სანამ ჩამოვალ ვთხოვე ლიზას და თანხმობის მერე გაკვირვებულ ლაშას წინ გავუძეხი -სად მიგყავარ ქალბატონო წითურო? მოკვლას ხომ არ მიპირებთ? -მორჩი ახლა ლაზღანდარობას და გამომყევი -ოჰო ასე უცებ გადავედით შენობით ფორმაზე? -როცა ჩემს ტერიტოორიაზე ხარ არ მოელოდო იმას რომ თებით დაგელაპარაკები -მოდი არც ისე მელაპარაკო და არც მასე კარებთან შევჩერდი გადავატრიალე გასაღები და კარის გაღებისთანავე შუქიც თავისით აინთო რათქმაუნდა ეს ხომ სპეციალურად გავაკეთეთ მე და ნენემ სენსორული მანათობელი -ვაუუ ეს რა მოვკვდი და სამოთხეში ვარ თუ რა ხდება რამდენი მცენარეაა -ხო დატკბი სანამ დრო გაქვს აქ ყველას კი არ ვუშვებთ მოდი დაჯექი შენ და მე მოვალ მალე ვანიშნე პუფებზე მოკლედ აგიღწერთ გარემოს მე და ნენემ დახურული ვერანდა გავაკეთეთ კაფის სახურავზე თავიდან გვინდოდა იქაც შეგვეშვა ხალხი მაგრამ ბოლოს ისე მოხდა რომ ვერ დავთმეთ ეს ადგილი და ჩვენს საიდუმლო ოთახად ვაქციეთ სადაც ბევრი მცენარე იყო ჭერზე ნათურები პუფები ეყარა და ორიცალი საქანელა სკამი გვედგა ერთი პატარა მაგიდაც. კედლებზე ჩვენი სურათები იყო მიკრული მოკლედ ძააან ლამაზ ატმოსფეროს ქმნიდა ეს ყველაფერი და რაც მთავარია სიმყუდროვეს. კედლებზეც წარწერები გვქონდა ამოწერილი ჩვენი საყვარელი ციტატები და გამონათქვამები მოკლედ ნებისმიერ ადამიანს რომ ძააააან მოეწონებოდა ისეთი ოთახი იყო. მე დაბლა ჩავედი ყავის და შოკოლადის ამოსატანად როცა ვერანდაზე ავედი დავინახე ლაშა როგორ ათვარიელებდა ჩვენს სურათებს უმეტესი ნაწილი სვანეთში გვქონდა გადაღებული. როგორც ნამდვილ სვან გოგოებს შეშვენით ყველა ფოტოში თითქმის ცხენებთან და ცხოველებთან გვქონდა ფოტოები გადაღებული. -ეს სურათი ძალიან მომწონს მანიშნა ერთერთ სურათზე სადაც მე და პატარა წითელი კვიცი ვართ გამოსახული მე კი ძალიან ბედნიერი სახე მაქვს -ხოო მეც ძაან მიყვარს ეგ ფოტო და ეგ მომენტიც ეგ არის ჩემი პირველი საკუთარი ცხენი ახლა კი ძალიან ბევრი გვყავს გამეღიმა მათ გახსენებაზე -ესეიგი ცხენები გიყვარს -თანაც ძალიან ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მათთან მაქვს გატარებული და ჩემს ბომბორიკებთან ხელით ვანიშნე ერთ-ერთ ფოტოზე სადაც ჩემი ოთხი ქართული ნაგაზი და მე და ნენე ვართ გამოსახული -ამდროს ჯერ კიდევ პატარები იყვნენ ახლა ძაააან გაიზარდნენ და ვეღარც ვერევი. ისევ უფრო მეტად გამეღიმა -კაია რომ ცხოველებთან ასეთი კაი დამოკიდებულება გაქვს ლაპარაკში ისე გავერთეთ სულ დამავიწყდა ვის ველაპარაკებოდი ასე მეგონა სულ სხვა ადამიანი იყო საბოლოოდ დავიშალეთ და სხვათაშორის ძალიან სასიამოვნო შეფრძნება დამიტოვა ამ დღის დასასრულმა -ესეიგი შევრიგდით და დავმეგობრდით. წასვლის წინ ისევ ისე თბილად გამიღიმა და მკითხა თავი ვერც მე შევიკავე და მეც გამეღმა -ხო მოვგვარდით. -მიხარია. დროებით სვანების ქალბატონო -დროებით საქართველოს სიამაყევ თვალი ჩავუკარი და მანაც გაიცინა -ვიცოდი რომ იცოდი ვინც ვიყავი კმაყოფილი სახით დამიქნია საჩვენებელი თითი *** უკვე 5 თვე იყო გასული რაც სამსახურში ამიყვანეს და უკვე ძალიან ბევრი კარგი დიზაინი შევქმენი რამაც როგორც ვვარაუდობდი მეც წარმატებები მომიტანა და კომპანიასაც ძალიან მიხაროდა რომ სანდროს იმედებს ვამართლებდი. ამასობაში ლაშასაც დავუახლოვდი თითქმის ყოველ საღამოს მწერდა ხან მირეკავდა. სასეირნოდაც გავდიოდით და იმ დღის მერე რამოდენიმეჯერ ისევ მყავდა აყვანილი ვერანდაზე სანდროც მყავდა ერთი ორჯერ და ნენეც გავაცანი ორივეს ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს ძალიან მიხაროდა. საახალწლოდ გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით სვანეთში და ბებო და პაპა გაგვეხარებინა -უი მზისსხივო არ გინდა შენი უფროსობაც დაპატიჟო ჩვენთან? თან ხომ მაინც ძაან ჩაძმაკაცდით და გაასწორებს თავისი აზრებით კმაყოფილი დემნა გამოვიდა სიტყვით თან მეც გავიცნობ და მერე მასე ძაან აღარ ვინერვიულებ სახლში მოსვლას რომ აგვიანებ დამეკრიჭა არადა ვიცოდი რომ საბაბი უნდოდა ლოთაობის და ამიტომ შემომთავაზა ბიჭების წაყვანა -კარგი შე ლოთო ვეტყვი გავუცინე და სანდროსთან გადავრეკე -ალო სანდრექს მოკლედ პირდაპირ გეტყვი ახალიწლისთვის მივდივართ სვანეთში ერთი კვირა ხო და არ წამოხვალთ შენ და ლაშა? -აუუუ კიი წამოვალთ თან სულ მაინტერესებდა სვანეთი და ვნახავ აღფრთოვანებულმა წამოიძახა -ძალიან კარგი გნახავ ხვალ და ვილაპარაკოთ მაგაზე. -კარგი ლამაზო წავედი ახლაა საქმეები მაქვს დროებით. -დროებით სანდრიკ გავუთიშე და კმაყოფილმა დავდე ტელეფონი მაგიდაზე -მოდიან -ძალიან კაიი ვნახოთ ერთი შენი ლაშიკო რა ბიჭია ეშმაკურად გაიღიმა რაზეც გავბრაზდი -კაი რაა დემნა რამდენჯერ უნდა გითხრა არაფერი ხდება ჩვენსშორის -კაი რაა ათანასიაა რამდენჯერ უნდა გითხრა თვალდახუჭული შემიძლია ამოვიცნო რას გრძნობ და განიცდი ადამიანის მიმართ გეუბნები შენ ეგ ბიჭი გიყვარს!!! ისევ დაიწყოოო ხოო სულ დამავიწყდა მეთქვა დემნას გონია რომ ლაშა სემიყვარდა ნუ მართალია რაღაც სხვანაირი გრძნობა მაქვს მაგრამ სიყვარულია რო ეს ? არ ვიც ვერ გეტყვით მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ყოველი მისი დანახვისას და ხმის გაგებისას ჩემი მთლიანი სხეული ძალიან ფორიაქობს და ასე მგონია პეპელა ვარ და დავფრინავ. *** მესამე პირი ვერც ათანასია და ვერც ლაშა მიხვდა იმას რომ მათი გრძნობა უბრალო მოწონება კი არა სიყვარული იყო ჯერ არცერთი აღიარებდა საკუთარ თავში ამ სიყვარულს და ცდილობდნენ ყველა კითხვისთვის რაც კი თავში მოსდიოდათ თავი აერიდებინათ და ყურადღება ყოველთვის სხვა რამეზე გადაეტანათ მაგრამ ამას ყველა ხვდებოდა, სხვები ხვდებოდნენ თუ რას გრძნობდა წყვილი ერთმანეთის მიმართ მაგრამ მაინც არაფერს ამბობდნენ. გათენდა 30 დეკემბერი. დღე როდესაც ყველა ერთად უნდა წასულიყვნენ სვანეთში ყველა მათგანი სიხარულით წამოფრინდა დილის 6 საათზე ლოგინიდან და გამზადება დაიწყეს როგორც შეთანხმდნენ ყველა დემნასთან და ათანასიასთან შეიკრიბნენ ბიჭებმა გაიცნეს ერთმანეთი და დემნაამ როგორც კი დაინახა ლაშას სახე თავისი საყვარელი დაიკოს ყურებისდროს კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში რომ არ ცდებოდა და იმასაც ხვდებოდა რომ ძალიან მალე მოუწევდა საკუთარი დის გაშვება და ვიღაცისთვის გაყოფა რამაც ცოტა გული დასწყვიტა მაგრამ ყველაფერს იზავდაა რომ თავის და ბედნიერი ყოფილიყო. რაც მთავარია მოეწონა მომავალი სასიძო გზაში იმდენი ილაპარაკეს ვერც მიხვდნენ ისე გავიდა დრო და სოფელშიც ჩააღწიეს ათანასიამ როგორც კი ჩაისუნთქა ჰაერი თითქოს უფრო სხვანაირი გახდა და უფრო გალამაზდა სვანთის მთების და კოშკების ფონზე ნუ ლაშას ასე მოეჩვენა ყოველშემთხვევაში. -ხოშა დედე ყვირილით შეაღო ჭიშკარი ათანასიამ. უეცრად ძალიან დიდი დათვის ხელა არსება შეახტა ზედ და უკან გადაყირავდა ვაიმეე ბომბორააა როგორ მომენატრეეე ჩემო დრუნჩააა ეფერებოდა და ძაღლიც ცდილობდა ლოკვით და ჩახუტებით ის მონატრება/სიყვარული გადმოეცა რასაც გოგოს მიმართ გრძნობდა ამასობაში კიდევ სამი ვებერთელა გამოიქქცა მათკენ ლაშა ამ სანახაობას უყურებდა დაა ისე მოსწონდაა ასეთი ათანასია მოუნდა რომ დრო გაეჩერებინა და სულ ასეთი ლაღი და ბედნიერი გოგოსთვის ეყურებინა. ამასობაში მანქანაც შეაყენეს ეზოში და ფილფანების უფროსი ქალბატონი გამოვიდა -ვაიიჰ შემოგევლოს შენი დედე ჩემო ტკბილო ჩემო ლამაზო დინს ჩემო მზისსხივო გადაეხვია მაშინვე როგორც კი ათანასია შეამჩნია -დედე მომენატრეეეე ისე ძალიან ჩაეხუტა რამის ძვლები მოსტეხა საწყალ ქალს თან თვალები აუცრემლიანდა ისე მონატრებოდა თავის დედე -ბეე მე არ მოგენატრე არ ჩამეხუტები? ახლა დემნა გამოვიდა სიტყვით რომელლიც ვითომ განაწყენებული იდგა -ვაიჰ შენ მოგიკვდეს დედე რას იძახი ბიჭო ჰა მოდი ჩემთან შე მაიმუნო ორივე ძალიან მოენატრეთ თქვენს ხოშა დედეს -დედე გაიცანი ჩვენი მეგობრები სანდრო და ლაშა დემნამ ითავა საკუტარ თავზე ბიჭების გაცნობა -მოდით დედე რა უცხოებივით ჩამამდგარხართ ჩემი მერცხლების მეგობრები ჩემი შვილიშვილები არიან იგივე მათაც გადაეხვია ისე თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ქონდათ გატარებული რაც ბიჭებს ძალიან ესიამოვნათ -დედე ჩვენ არ ჩაგვეხუტები? უცებ მანქანიდან ნენე გადმოხტა რომელიც სულ ბოლოში იყო ჩაჭედილი და სანამ არ დაცალეს მანქანა ვერც ნენე და ვერც მიშო ჩამოვიდნენ მანქანიდან ცქნაფო შენც აქ ხარ მოდით ჩემთან ნეტა იცოდეთ როგორ მიხარიხართ ბედნიერი ქალი აღარ იცოდა ვის ჩახუტებოდა ბოლოს თავის ადამიანს დაუძახა -ეე ბედოვლათო აღარ აპირებ გამოსვლას ბავშვები ჩამოვიდნენ -ბაბაა ყვირილით შევარდა ათანასია სახლში და როგორც კი ფხიზლად მყოფი პაპა დაინახა მაშინვე მისკენ წავიდა და გადაეხვიაა შემოგევლოს შენი ბაბა აღარ იცოდა კაცმა რა ექნა სიხარულისგან და თავის საყვარელი შვილიშილის თმებს ეფერებოდა ხან გაწევდა და შუბლზე კოცნიდა ხან ისევ იხუტებდა და თმაზე ფერებას განაგრძობდა ამასობაში ყველა შემოლაგდა სახლში ბაბუაც გააცნეს სანდროს და ლაშას შემდეგ კი ამოლაგება დაიწყეს -ბებე გენაცვალოთ მიდით დალაგდით და მე მანამდე კუბდარებს დაგიცხობთ მოშიებულები იქნებით -აუუ დადი ბებე სუპერ ბებე ხარ ბებეებს შორის მიშოე მოეხვია და თავზე აკოცა -აუუ ხოო ბე ძაან გვშია და შენ რომ იცი ისეთები გაუშვი ბიჭებს არ ვათქმევინოთ სვანები არასტუმართმოყვარეები არიანო თვალი ჩაუკრა თავის ტკბილ ბებოს დემნამ როგორც იქნა დალაგდნენ და სუფრასაც მიუსხდნენ გემრიელად ისადილეს შემდეგ კი დღის გეგმები დააწყეს და გადაწყვიტეს რომ სახლი უნდა მოერთოთ რადგან უკვე ახალიწელი ახლოვდებოდა სწრაფად ჩამოიტანეს სხვენიდან საახალწლო ნივთები და გამზადება დაიწყეს ის დღე ძალიან მხიარულად ჩაამთავრეს და ბოლოს კარგადაც მოილხინეს. 31 დეკემბერი გათენდა ათანასიამ დილაადრიან გაახილა თვალები და თავის საყვარელ ხედს გახედა სადაც ყველაზე დიდი საოცრება აღმოაჩინა თურმე მთელი რამე უთოვია და მთელი სვანეთის მთები თოვლით იყო გადაფენილი გოგოსაც მეტი რა უნდოდა უცებ წამოხტა დაა ყველას ჩამოუარა კარებზე ბრახუნით თან მღეროდა გარეთ თოვდა თოვდათოვდა მაგრამ სულ არციოდაა.... გარეთ პიჟამოების ამარა გავარდა არ აინტერესებდა ის რომ გარეთ -2 გრადუსი იყო და ყინავდაა ისეთი ბედნიერი იყო და ისეთი ლამაზი სანახავი ლაშა თვალს ვერ აშორებდა ამ სანახაობას თავის ფანჯრიდან და სწორედ მაშინ აღიარა საკუთარ თავთან თუ როგორ ძალიან უყვარდა ეს გოგოო და მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ გაძლებდა -გოგოო რას აკეთებ სულ გაგიჟდი გაცივდები ყინავს შემოეთრიე კარებიდან ნენეს ყვირილის ხმა მოესმა ქალბატონს მაგრამ ვვითომც არაფერი ისე განაგრძო ცეკვა -კარგი რაა ათანასიაა გეყოფააა იცოდე სიცხე აგიწევს და არავინ მოგხედავთ ახლა დემნა გამოექომაგა -უიმეე რა უჟმური სასტავი ხართ რა არის უცებ შეწყვიტა ტრიალი ათანასიამ და თოვლი აიღო ხელში დააგორგოლავა და პირდაპირ თავში გაარტყა დემნას რაზეც იქ მყოფმა ყველა ადამიანმა სიცილი ატეხა დემნას გარდა მოულოდნელად სახე შეეცვალა და გოგოსკენ დაიძრა რაზეც ათანასია მიხვდა რომ კაი დღე არ ელოდა და გაქცევა დაააპირა მაგრამ ძალიან დიდი გუნდა მოხვდა თავში და ძირს გაადინა ზღართანი ჯერ მოულოდნელობისგან დადუმდა შემდეგ კი სიცილი აუტყდაა და ისევ განაგრძო გუნდების სროლა ოღონდ ამჯერად დანარჩენებს ესროდა -კარგით ბავშვებო გეყოთ თორე მართლა გაცივდებით მოდით ფეჩიც ანთია და ბუხარსაც დავანთებ გათბით და გამოიცვალეთ მალეე სიტყვით გამოვიდა დადი ბებო რომელიც ახალი გამოსული იყო საძინებლიდან ყველამ ცხვირი ჩამოუშვა მაგრამ ბებოს მაინც დაუჯერეს და სახლში შელაგდნენ მარტო ლაშა იდგა ისევ ოთახში და ფანჯრიდან ადევნებდა ამ ყველაფერს თვალყურს. ძალიან მოსწონდა ესეთი ათანასია ძალიან მოსწონდა ის ადამიანებიც ვინც მის გარშემო იყო და ხვდებოდა რომ ასეთი კარგი სწორედ მათი დამსახურებით იყო სვანების ქალბატონი. დაბლა რომ ჩავიდა უკვე ყველანი ჩაცმულები ისხდნენ ბუხრის წინ პლედებით და ჩაით -დილამშვიდობისა ღიმილით მიესალმა ყველას -ხოჩა ლადეღ ლაშიკო გამოეპასუხა ათანასია და გაბრწყინებული ცისფერი თვალები შეანათა ნახშირივით შავ თვალებს რომელიც ათანასიას დანახვისას ისე ბრწყინავდა ვერ აგიღწერთ. საღამომდე ასე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ სხვადასხვა თემაზე ბავშვობაც გაიხსენეს და სხვადასხვა სასაცილო ისტორიებიც მოყვეს ერთმანეთზე. ამასობაში მოსაღამოვდა და ბებომ გოგოები წამოყარა წამოდით მომეხმარეთ სუფრის გაშლაშიო მხიარულად გაშალეს სუფრა და ამასობაში კი მოვიდა 11 საათი აღარ დალოდებიან 12 საათს და მიუსხდნენ მაგიდას ბატონმა შეთემ თავის გაკეთებული და დაძველებული ღვინო შემოიტანა. უკვე თორმეტს ეკლდა წუთები ათანასიას გარეთ რომ მოუნდა გასვლა და გავიდა კიდეც ოღონდ ისე რომ არავის შეუმჩნევია გარდა იმ ერთისა რომელიც მთელი დღეა თვალს ვერ სწყვეტდა ამიტომ ისიც 5 წუთში უკან გაყვა და მალე იპოვა ხის ტოტზე ჩამოკიდებული ჰამაკში მიუახლოვდა -შეიძლება? -კი მოდი ცოტა ჩაიჩოჩ და ადგილი დაუთმო ბექაურს. ორივე დუმდა და ეს დუმილი თითქოს ყველაფერს ამბობდა მაგრამ თან არაფერს ორივეს უნდოდა ეთქვა ერთმანეთის მიმართ რას გრძნობდნენ მაგრამ რატომღაც ვერცერთი ვერ აბავდა თავს მაგრამ საბოლოოდ ლაშას გულმა ვერ გაძლო და ისე მოულოდნელად მიახალა ყველაფერი რასაც ფიქრობდა ვერც თვითონ მოვიდა აზრზე -იცი ყოველთვის სასაციოდ არ მყოფნიდა როცა მეუბნებოდნენ რომ აი ის რომ დავინახე მივხვდი რომ ის იყო და ჩემი მეორე ნახევარი იყოვო არც იმ სიტყვების მჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულიო თუ რაღაც მაგრამ ისე მოხდა რომ ორივე დავიჯერე ზუსტად ერთ წამში მაშინ როცა შენ დაგინახე მივხვდი რომ დრო არ უნდა დამეკარგად და არ უნდა გამეშვი მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა და უაზროდ მოგექეცი. არ მინდა უაზრო სიტყვებისთქმა არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები შენც იცი ამიტომ არ გეტყვი იმას რომ ძალიან მიყვარხარ და ნებისმიერს მოვკლავ შენს გამო მარტო ერთს გეტყვი და დაიმახსოვრეე რომ დღეიდან შენ მხოლოდ ჩემი სვანი ქალბატონი ხარ რომელიც ანგელოზად გამომეცხადა ჩემს ცხოვრებაში და მსურს რომ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყოს არ ვიცი შენ რას გრძნობ მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ იგივეს განიცდი რასაც მე შენს მიმართ. -იცი მეც არ მჯეროდა მსგავსი რაღაცეების მაგრამ ყოველთვის ვიყავი სიყვარულზე შეყვარებული სიყვარულზე რომელზეც წიგნებში წერდნენ და ფილმებში გვაჩვენებდნენ მიყვარდა მხოლოდ ჩემი ბებეს და ბაბას სიყვარული ასევე დედას და მამას სიყვარული მათი ისტორია ისეთია სულ მინდოდა მეც მქონოდა მასეთი ისტორია. ვერც იმას წარმოვიდგენდი რომ სადღაც რომელიღაცა ქვეყნის ქალაქის კუნჭულში არსებობდა ისეთი ადამიანი ვისაც ჩემს ოცნებებში წარმოვიდგენდი მაგრამ თურმე ვცდებოდი ის არსებობს და ახლა ძალიან ახლოსაა. ამ ყველაფერს ისე ყვებოდა ზედ არ უყურებდა ლაშას და მხოლოდ ცას უყურებდა მაგრამ ბოლო სიტყვა როგორც კი დაასრულა მაშინვე ბედნიერი ღიმილით სეხედა ბექაურს და ბექაურმაც არ დააყოვნაა. მათი ბაგეები შეერთდნენ ორივეს სურვილი ასრულდა და ზუსტად ამ დროს ფეიერვერკების ხმაც გაისმა ძლივს დაუბრუნდა ორივე რეალობას და ბედნიერები ერთმანეთის შემყურე აღარ იცოდნენ რა უნდა ექნათ. ცოტახანი ჩუმად ჩახუტებულები ისხდნენ შემდეგ კი ლაშამ მოულოდნელი წინადადება დააბრეხვა -არ გინდა ცოლად გამომყვე და ყველა გამოვა****თ? ამას ნამდვილად არ მოელოდა ათანასია ჯერ გაოგნებული უყურებდა მაგრამ როცა გაიაზრა რა კითხვა დაუსვა ლაშამ ჯერ სიცილი აუტყდა შემდეგ კი თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ეზოდან გაიპარნენ ისე რომ არავის შეუმჩნევია. ლამარიას ტაძარს მიაკითხეს მართალია ეგონათ რომ დაკეტილი დახვდებოდათ მაგრამ მათდა ბედად მამაო იყო შიგნით ძლივს დაითანხმეს და ჯვარი დაწერა მათი შემყურე ბერიც გაბედნიერდა ორივე დალოცა და ისე გამოუშვა ეკლესიიდან ჯვრისწერის მოწმობით ხელში ალბათ იკითხვთ ბეჭდებზე რა ქნესო გაგეცინებათ და თავისი ხელით გააკეთეს კალიცოს მსგავსი მართულებით და ის გაიკეთეს. -ესეც ასე დღეიდან ღმერთის წინაშეც მხოლოდ ჩემი სვანი ქალბატონი ხარ !!! -შენს სვან ქალბატონს სიგიჟემდე უყვარხარ პ.ს პირველ რიგში გამრჯობა ჩემო სიყვარულიკებო და სიტკბოებო. მოკლედ მინდოდა თავებად დადება და უფრო სხვანაირი სიუჟეტის გაკეთება მაგრამ მომიწია მთლიანად დაწერა და სრული ვერსიის დადება რადგან მიწევს ქალაქიდან გასვლა და ინტერნეტთან წვდომა ცოტახნით არ მექნება ამიტომ ვერ ავტვირთავდი სხვანაირად ამის დაწერაში გავათენე და იმედია ცოტათი მაინც მოგეწონებათ ვიცი ბევრი შეცდომები მექნება მაგრამ მაპატიეთ. ისიც მაპატიეთ თუ თქვენი იმედები ვერ გავამართლე უბრალოდ ახლა ისე მეძინება ვერ წარმოიდგენთ ხო და კიდე მადლობა წინასწარ ყველანაირი კომენტარისთვის და წინა კომენტარებისთვის რაც საცდელ თავზე დამიწერეთ გაკოცეთ და დროებით. პ.ს როგორც კი შევძლებ იქნებ ამის მეორე ნაწილიც დავდო ოღონდ შემდეგზე ვეცდები რომ უფრო კარგად გადმოვცე ყველაფერი რაც მინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.