შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სვანი ქალბატონი ხარ(საცდელი)


21-11-2021, 02:06
ავტორი მ.ათანასია
ნანახია 2 004

გამარჯობა ყველაზე თბილებო და ტკბილებო. ეს არის ჩემი პირველი ისტორია რომელსაც აქ ვტვირთავ ამჯერად საცდელს თავს ვდებ და იმედია მოგეწონებათ, წინასწარ ბოდიშს გიხდით გრამატიკულ შეცდომებისთვის. ველოდები თქვენს კომენტარებს

(საცდელი თავი)
გინახავთ სიყვარულზე შეყვარებული ადამიანი? ალბათ არა მაგრამ მინდა გითხრათ რომ არსებობს მასეთი ადამიანი, ადამიანი რომელსაც სიყვარული სიგიჟემდე უყვარს, უყვარს როდესაც სიყვარულზე ლაპარაკობენ, უყვარს მოსმენა სიყვარულის ისტორიების და ასევე მასზე სხვადასხვა სტატიების წაკითხვა, ფიქრობს რომ ყველა მათგანს თავისებური ისტორია აქვს და თავისებური სიყვარული. მას ეს ყველაფერი განსაკუთრებულ განცდას უტოვებს... მაგრამ ამ ყველა გრძნობის და განცდების შემდეგ მაინც ებადება კითხვა მართლა არსებობს თუ არა მსგავსი სიყვარული ოცდამეერთე საუკუნეში?! ისიც აინტერესებს არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი ვინც მას დააჯერებს იმ ყველაფერს რასაც კითხულობს და ისმენს?! მაგრამ მაინც ის სიყვარულზეა სიგიჟემდე შეყვარებული იმის მიუხედავად რომ არ სჯერავს მსგავსი სიყვარულის! ხო ალბათ გაინტერესებთ ვინაა ასეთი არანორმალური ადამიანი ვისაც სიყვარული უყვარს მაგრამ არ სჯერა სიყვარულის... აღარა შეგაწყენთ თავს და გეტყვით რომ ეს ადამიანი არის ათანასია ფილფანი, გოგონა რომელიც ისეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა რომ იქ ნამდვილ სიყვარულს აგრძნობინებდნენ ყოველ წუთას და წამს. მის გარშემო ისეთი ადამიანები იყვნენ ყველა მათგანს ეტყობოდა თვალებში თუ როგორი სუფთები და გულწრფელები იყვნენ მის მიმართ. მათ გარშემო ყოველთვის გრძნობდა ათანასია რომ ყველა მათგანს ძალიან უყვარდა, რასაც ყოველთვის უფასებდა მათ და თვითონაც იგივე გრძნობით პასუხობდა ცდილობდა გრძნობები ქცევებით გამოეხატა რადგან არ მოსწონდა როდესაც სიყვარულს არაფრისმთქმელი სიტყვებით უხსნიდნენ და ეპირფერებოდნენ. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო მოგიყვებით მის ისტორიას და ნელნელა გაიგებთ მის შესახებ ყველაფერს.

***

შუა ზაფხული იყო, დილის 8 საათი, მზე ნელნელა ამოდიოდა და უფრო მეტად აცხუნებდა არემარეს, სიცხისგან მოუსვენრად მყოფი გოგო საწოლიდან ძლივს ადგა და ბუზღუნით შევიდა აბაზანაში, სახეზე წყალი შეისხა რომ ცოტა აზრზე მოსულიყო, შემდეგ კი შხაპის მისაღებად შევიდა. ერთი საათი დაჰყო საშხაპეში და როგორც კი მოიწესრიგა თავი მაშინვე გამოვიდა და მომზადება დაიწყო რომ გასაუბრებაზე არ დაეგვიანა. სარკესთან იჯდა და სახეს იწესრიგებდა როცა ვიღაცამ კარები შეუნგრია ~
-ადე მზეო გაგვი.... უიი შენ უკვე გღვიძავს? მალე ქენი და მე გაგიყვან მანქანით. (დემნა ათანასიას ძმაა)
-ბატონო დემნა რამდენჯერ უნდა გაგაბრთხილოთ რომ კარები მასე აღარ შემოგლიჯოთ?
-კარგი ახლა ჩემო მზისსხივო კარგ ხასიათზე ვარ და ნერვებს ნუ მომიშლი ამ დილაუთენია
-ეგ მაშინ გეფიქრა კარები რომ შემომინგრიე ვაჟბატონო. ხმა აღარ გასცა ბიჭმა უბრალოდ ხელი ჩაიქნია და კარები გაიხურა ათანასიამ კი თავის საქმე გააგრძელა. როგორც იქნა მორჩა სახის დამუშავებას და ტანსაცმელზე გადავიდა. ხო მართლა მოდი მოკლედ აგიღწერთ თანასიას გარეგნულად და შემდეგ გავაგრძელებ მოყოლას, მოკლედ მაღალი იყო ფილფანების ქალბატონი ასე 1.75. სიმართლე გითხრათ გამხდარი არ იყო მაგრამ არც მსუქანი იყო გამოყვანილი წელი ქონდა და გრძელი სწორი ფეხები რათქმაუნდა ეს ყველაფერი ცეკვის და ვარჯიშის დამსახურებით ქონდა არა გატყუებთ გენების დამსახურებაც იყო ასეთი იდეალური ტანი რომ ქონდა. ჟღალი გრძელი და ხვეული თმა ქონდა ამის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრის ქვეშ იყო და რაღაცპონტში არ მოსწონდა მოკლედ ეს ჩვენი ათანასია ძალიან თავმდაბალი იყო. პატარა ცხვირი სწორი და ძააან შეუმჩნევლად აპრეხილი ცხვირი ქონდა ასევე სქელი ტუჩები, ცისფერი თვალები და გრძელი წამწამები. წარმოიდგინეთ რა ლამაზი იყოო.

პირველ პირში
როგორც იქნა ავარჩიე ტანსაცმელი, ჩემი საყვარელი გვირილებიანი კაბა ჩავიცვი, ფეხზე ოდნავ მაღალ ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი, თმა ზევით ავიწიე და წინ ცოტათი მოკლე თმა ჩამოვუშვი შემდეგ კი სამზარეულოში გავედი.
-დემნა მითხარი რომ გუშინ ფორთოხლის კაპი მიყიდე
-მოდი ხო კრუასანებიც ამოვიტანე წეღან შენ რომ გიყვარს შოკოლადის
-აუუუუ გეფიცები სუპერ ძმა ხარ შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა მივედი და უკნიდან მოვეხვიე. დემნას გაეცინა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა
-აბა რაო ახლიდან მითხარი რის გასაუბრებაზე მიდიხარ ვერ გავიგე წესივრად გუშინ
-რაოო და შენი საყვარელი და ერთადერთი განუმეორებელი დაიკო თავის პროფესიით იწყებს მუშაობააას. ანუუ თუ მოვეწონეე დღეს და ამიყვანეეს ხვალიდან შენი და ინტერიერის დიზაინერი იქნებაა
-ვაააუუ მაგარიაა ეე. მე მჯერა შენი და ვიცი რომ დიდ წარმატებას მიაღწევ. მომეხვია და მაკოცა თან გამიღიმა და ის ბრჭყვიალები გამოუშვა თავისი ლამაზი შავი თვალებიდან მე რომ ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს. სანამ ვჭამე ჩემი გემრიელობები მანამდე რაღაც თემებზეც ვისაუბრეთ და როგორც კი მოვრჩი უცებ ამოვრეცხე ჭურჭელი ჩემი ნივთები ავიღე და დემნასთან ერთად სახლიდან გავედი. ხო მართლა მშობლებზე გეტყვით დედა და მამა ამერიკაში წავიდნენ მე რომ ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი რადგან მამას სამსახურის გამო მოუწიათ რაღაც პერიოდი იქ გადაცხოვრება ხო და ეს რაღაც პერიოდი უკვე 18 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ იქ გადაცხოვრდნენ და მამამაც იქ გახსნა სამშენებლო კომპანია მართალია ჩამოდიან ხოლმე დასვენების პერიოდში ხან ჩვენ ჩავდივართ მაგრამ მაინც ძალიან გვაკლია მეც და ჩემ ძმასაც ორივე. მათი წასვლის გამო მე და ჩემი ძმა სვანეთში გაგვიშვეს ბებოსთან და პაპასთან ასე ვთქვათ მათ გაგვზარდეს და ნამდვილ სვანებად ჩამოგვაყალიბეს. სწავლის გამო მოგვიწია ორივეს წამოსვლა ბოლოს კი ისე მოხდა რომ თბილისში შემოვრჩით მაგრამ სოფელშიც ხშირად ჩავდივართ ხოლმე. მოკლედ როგორც იქნა მივაღწიეთ ადგილამდე ჩემ ძმამ წარმატებები მისურვა და თვითონ წავიდა. ერთი ამოვისუნთქე კომპანია შევათვარიელე გარედან და კარებში შევედი
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? მომღიმარი სახით შემეკითხა ადმინისტრატორი
-გამარჯობა. გასაუბრებაზე მოვედი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე დაბარებული ვარ 10 საათზე
-სახელი და გვარი თქვენი? ვუთხარი შემდეგ კი კომპიუტერში რაღაცეები ჩაწერა - აი აიღეთ საშვი და მიბრძანდით მესამე სართული კაბინეტი 628
-მადლობა წარმატებული დღე გავუღმე
-მადლობა თქვენც ასევე მანაც მეგობრულად გამიღიმა და მოვტრიალდი. ლიფტისკენ წავედი და როგორც კი ლიფტის კარი გაიღო ისე რომ თავი აარ ამიწევია შევაბიჯე მაგრამ უცებ ჩემი ლამაზი თავი რაღაცა მაგარს შეასკდა და ინერციი\თ უკან გადავარდი თვალ დახუჭული ველოდი როდის დავებერტყებოდი ძირს მაგრამ რატომღაც ჩემი ტკივილები აგვიანებდა ხო და მეც თვალ მოჭუტულმა ნელა გავახილე თვალი და რას ვხედაავ......



№1 სტუმარი ნი-კე

დასაწყისისთვის ცუდი არაა, მაგრამ შეფასებისავის პატარაა.აუცილებლად გააგრძელე,რომ უკეთ გავეცნოთ გმირებს და სიტუაციასაც...წარმატებები

 


№2  offline წევრი მ.ათანასია

ნი-კე
დასაწყისისთვის ცუდი არაა, მაგრამ შეფასებისავის პატარაა.აუცილებლად გააგრძელე,რომ უკეთ გავეცნოთ გმირებს და სიტუაციასაც...წარმატებები

მადლობა????

 


№3 სტუმარი Ana-maria

დასაწყისი კარგია .ველოდები გაგრძელებას. წარმატებები

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

კარგია,მაგრამ უფრო რომ გაშალო სიტუაცია უფრო ადვილი იქნება შეფასებაც .თუმცა საინტერესო ჩანს .ვფიქრობ ძალიან საყვარელი შინაარსის ისტორია გამოგივა ....წარმატებები და ველი გაგრძელებას.♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

მომეწონა დასაწყისი და აბა შენ იცი როგორ გააგრძელებ

 


№6  offline წევრი მ.ათანასია

მადლობა ყველას <3

 


№7 სტუმარი Елка

Момецона дасацхиси. Ту ковелдге дадеб гагвихардеба. Царматебеби

 


№8  offline წევრი მ.ათანასია

Елка
Момецона дасацхиси. Ту ковелдге дадеб гагвихардеба. Царматебеби

მადლობა. ყველანაირად ვეცდები რომ ყოველდღე დავდო და გაგახაროთ <3

 


№9 სტუმარი ალამარია

აუცილებლად გააგრძელე და ჩადე იმტრიგა????

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა საინტერესო ჩანს გაგრძელეთ მადლობა წარმატებები ????

 


№11 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

საინტერესო დასაწყისია, ვაგონები წინ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზია, ასე რომ გელოდებით

საინტერესო დასაწყისია, ვგონებ წინ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზია, ასე რომ გელოდებით

 


№12 სტუმარი Gvanca

დასაწყისი კარგია აბა წარმატებები ველოდებით შემდეგ თავებს

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

მ.ათანასია რატო? მართლა ათანასია გქვია?

 


№14  offline წევრი მ.ათანასია

სტუმარი ნინო
მ.ათანასია რატო? მართლა ათანასია გქვია?

სამწუხაროდ არაა მაგრამ დიდი სიამოვნებით დავირქმევდი უზომოდ მომწონს ეგ სახელი :დდ ???? სინამდვილეში მარიამი მქვია და მ მაგას ნიშნავს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent