შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი. I თავი


2-12-2021, 23:51
ავტორი n-strovet
ნანახია 2 746

“ვერაფერს იზამ.კაცია” მზრუნველად გადაუსვა მომტირალ მეზობლის გოგონას ბებომ ხელი და მისი დამშვიდება სცადა. სიმართლე გითხრათ, იმ დროისთვის ვერაფერს მივხვდი. ხუთი წლის მემ არც “რასიზამ,კაციას” და არც “ღალატის” მნიშვნელობა არ ვიცოდი რას ნიშნავდა. იმ მომენტში, რაც გავიაზრე, ის იყო, რომ გიომ ქეითის აწყენინა. ისე, როგორც მე მატირებს, ხოლმე დაჩი, ჩემი უფროსი ძმა. ეს სიტუაცია არ იყო უცხო, არც ხუთიწლის ასაკში და არც წლების შემდეგ. თითქოს ერთსა და იმავე სპექტაკლს ვუყურებდი, მხოლოდ სცენარი იცვლებბოდა. ღალატის ნაცვლად, ზოგჯერ ცემა იყო, თუმცა წინადადებები, მაინც, ისევ ისეთი იყო: “უნდა მოითმინო”,”მაგის გამო იჯახს ხომ არ დაანგრევ?!” . ბებო არა მარტო მეზობელ ქეთის, არამედ დედაჩემსაც იგივე სიტყვებს ეუბნებოდა. წლების შემდეგ, კი, დედამ დაიწყო მსგავსი სიტყვებისთ მომტირალე ცოლების დაწყნარება. თუმცა გიოსგან განსხვავებით, მამაჩემი მხოლოდ ყვირილითა და გინებით შემოიფარგლებოდა. დრო გადიოდა, ის, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა და მესმოდა, სულაც არ იყო ჩემთვის ბუნებრივი და ნორმანული მოვლენა, როგორც ჩემს ირგვლივ მყოფები თვლიდნენ. ვერ ვხდებოდი, რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ამდენ სიძულვილსა და ტკივილში. ან რა საჭიროა გარეთ მსახიობობა და იდეალური ურთიერთობის თამაში, როდესაც სახლში შესულებს, მეზობლებს მკაფიოთ ესმით ოჯახიდან გამოსული არასასიამოვნო ხმები.
დიახ, მე ვცხოვრობ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ყველაფერი ესმით,მაგრამ ვერაფერს ხედავენ.
ასაკთან ერთად ჩემი შეხეედულებები უფრო მკაფიო ხდებოდა და მეტად ვხვდებოდი, რომ მე ამ ყველაფრის ნაწილი არ ვიყავი და რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერასდროს ვერ გავუგებდი, მათ შორის, მშობელ დედასაც კი. სახლში დედა ყოველთვის მეჩხუბებოდა და მიკრძალავდა საჯაროდ, იმის თქმას, რომ ქეთი სულელი იყო ამდენი წელი ერთისა და იმავე ნაწარმოების პერსონაჟი იყო. არა მარტო ქეთი, ზოგადად, ქალები ყველანი ჩუმად არიან ოჯახის დანგრევას ვერ ბედავენ და ამიტომ ყველა, ის დამცირება და ტკივილი უნდა აიტანონ, რაც თითქმის დღის რუტინად იქცა. ყველას ერთი მიზეზი აქვს “ბავშვს რა ვუყო? როგორ გადაიტანს ასეთ სტრეს”, თურმე ბავშვი ვერ გადაიტან იმას, რომ მშბლები ცალ-ცალკე მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ და ის ყოველივე, რასაც ყოველ დღე თუ არა კვირაში ორჯერ ისმენს, კარგია. არანაირად, არ უნგრევს ფსიქიკას და მოძალლადე არ ილექება მის გონებაში. სინამდვილეში, ბავშვი “ნივთია”, რომლითაც სიმარლეს ფარავენ სიმართლე კი ის არის მათზე ჭორაობას დაიწყებენ, ქმარს განაცილები ქალი უვარგისია და ყველანაირი უფლება ერთმევა, არსებობის გარდა ბავშვის აღზრდისთვის. არ გეგონოთ, რომ ოჯახების დანგრევის პროპაგანდას ვეწევი და ყველა ოჯახი, სადაც ოდნავ რაიმე საკითხზე იკამათებენ დასანგრევია. არა! მე მინდა ჩემი შეხედულებები და მათ შორის ისტორია გაგიზიაროთ და დაგიმტკიცოთ, რომ საკუთარ თავზე მეტად, არავის არ სურს იყო ბედნიერი. თუ საჭიროა სტერეოტიპებიც უნდა დაამსხვრიო და გახდე ის, ვინც გინდა ,რომ იყო.
საკმაოდ დიდი გზა გავიარე, რომ იქ ვყოფილიყავი, სადაც ახლა ვარ და არ გეგონოთ პატარა გამოუცდელი გოგონა, რომელმაც გუშინ დაიყო ცხოვრება.
გამარჯობა,ჩემო მეგობარო, მე მელისა ჯიქია ვარ, 45 წლის, ფსიქოლოგი,ქალთა უფლებების დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მოძრაობა “მეტი ქალი პოლიტიკაში” პრეზიდენტი და “ Eastern hell,more power to women-ის” ელჩი. მე მოგიყვები, თუ ,როგორ გახდა უბრალო გარეუბნელი გოგონა, რომელიც ტრადიციულ წრესა და ბნელ 90-ში ცხოვრობდა ძლიერ, დამოუკიდებელ და მილიარდერ ქალად”
....
გამარჯობა, მადლობა, რომ დაინტერესდი და წაიკითხე ჩემი ექსპრონტად დაწერილი ისტორია. ყოველგავარი დაგეგმისა და ფიქრის გარეშე გადავწყვიტე,რაღაც დამეწერა. არ ვიცი,როგორია.
ისიც არ ვიცი, მოგეწონება თუ არა,დიდი ხნის შემდეგ, ისევ დავწერე. შეიძლება კარგად ან ბევრად ცუდად,ვიდრე ადრე. დამიწერე, რას ფიქრობ ამ ისტორიაზე, როგორ ფიქრობ როგორი გამოვა, ის რაც მოგაფიქრდება, დაწერე, აუცილებლად, გავითვალიწინებ.
გემშვიდრობები, დროებით და გიტოვებ პატარა,მაგრამ (იმედია) საინტერესო თავს.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ველი შემდეგ თავს ❤

 


№2  offline წევრი n-strovet

სტუმარი ანა
ველი შემდეგ თავს ❤

ვრცდები მალე დავდო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent