შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილების შემგროვებელი (სრულად)


7-12-2021, 18:17
ავტორი K. I.
ნანახია 5 227

ღიმილების შემგროვებელი
სახლი, რომელშიც მშობლებთან, დასთან და პაპა-ბებიასთან ერთად ვცხოვრობ, ბაკურიანში ტყესთან ახლოს მდებარეობს. დიდი არ არის, ქვით მოპირკეთებული ლამაზი ნაგებობაა. აქ ყოფნა ძალიან მომწონს, სხვაგან ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. განსაკუთრებით ზამთრის მოსვლა მიყვარს, როდესაც არემარეს თოვლის თეთრი საბანი გადაეფარება და სახურავებს ყინულის ლოლოები ეკიდება ხოლმე. უამრავი დამსვენებელი ჩამოდის და აჟრიამებული დღეებისა და ღამეების ფონზე აქაურობა ისე ცოცხლდება, ზამთრის მხიარულ სოფელს ემსგავსება. სწორედ ისეთს, როგორც ზღაპრებშია.
შობის დადგომამდე ოცდაოთხი საათი გვაშორებს. ცოტა ხნით ჩვენს ეზოსა და სახლში შეგახედებთ და ოჯახის წევრების განწყობას გაგიზიარებთ. ჭიშკართან რომ სტაფილოს ცხვირიანი და ნახშირისთვალება თოვლის კაცი იწონებს თავს, ეს ჩემი და პატარა დის დამსახურებაა, ხოლო სახლის აივნების ფერადი ნათურებით მორთვაზე მამაჩემმა იზრუნა. სამზარეულოში მოფუსფუსე დედა და ბებია გოზინაყისთვის თაფლს ადუღებენ, ნიგოზს ჭრიან და თაფლაკვერებს აცხობენ. მამა ბუხარში ნაკვერჩხალს ჩხრეკს და ცეცხლის ასაგიზგიზებლად ამზადებს. ნაძვის ხესთან სარწეველა სავარძელში მჯდომ პაპას ჩემი ანცი და თავს დასტრიალებს და როგორც ყოველთვის, ხელში ზღაპრების წიგნს აჩეჩებს -წამიკითხეო.
ახლა ჩემს ოთახშიც შევიჭყიტოთ. რამდენიმე დეკორაცია აქაც მოიძებნება. მაგალითად, კედლებზე დაკიდებული, სათამაშოებით გაწყობილი გირლიანდები და კომოდზე ჩამომჯდარი მწვანე სამოსსა და ჭრელ წინდებში გამოწყობილი ელფი, რომელიც მამიდამ შემიკერა და მაჩუქა. საყვარელია. ჟღალი თმა აქვს, ვარდისფერი ლოყები, ციმციმა თვალები, წვეტიანი ცხვირი, დიდი ყურები, დაჭორფლილი სახე და ეშმაკური ღიმილი.“
-ჰეი, მეგობარო, მანდ რას აკეთებ? - უცბად შეიფრთხიალა ელფმა და წვრილი ხმით დასჭყივლა დათას.
-საშობაოდ სკოლის ბლოგისთვის ჩანაწერს ვამზადებ, ხელს ნუ მიშლი,- შეუბღვირა ბიჭმა და წერა გააგრძელა:
„ჯოლი ჰქვია. დიდი მოუსვენარი ვინმეა. სულ ხალისობს და ცოტას ყალთაბანდობს კიდეც. მეტსახელად ზარმაცასაც ეძახიან.“
ელფმა წვეტიანი ცხვირი კომპიუტერის ეკრანთან მიიტანა, თვალები დაჭყიტა და უცბად ჩაიკითხა ტექსტი. შემდეგ ქვედა ტუჩი გვერდულად მობრიცა, მკლავები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და შეწუხებული სახით წარმოთქვა:
-რამდენი საქმე გვაქვს ლაპლანდიაში და შენ აქ ბლოგზე რაღაცების საჯღაბნად ცდები.
-უჩემოდ გაართვით თავი. შენს გამო ორი ღამე წესიერად ძილი არ მღირსებია.
-სულ რამდენიმე ბავშვის სათამაშო დარჩა შესაქმნელი. ოღონდ ახლა წამოდი, მისტერ კლაუსს ჩემს თავს ნუ დაასჯევინებ და მთელი წლის განმავლობაში კანფეტები და ორცხობილები ჩემზე იყოს.
- სახელოსნოში გამოკეტვას და შენს ნაცვლად მუშაობას იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ მისის და მისტერ კლაუსებს გამაცნობ. სხვა შემთხვევაში, არ წამოვალ!
-მისის და მისტერ კლაუსები ამაღამ დაკავებულები არიან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდებიან და ბავშვებთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საქმეებზე მსჯელობენ.
-რაო?
-ჰო, რატომ გაიკვირვე? სხვათაშორის, ქართველი თოვლის ბაბუაც მიწვეული ჰყავთ და რა ხანია სვანეთის მთებიდან შორეული ლაპლანდიისკენ გაემგზავრა.
-მართლა? -გაოგნებული შესცქეროდა დათა,- როგორ მინდა, ყველა მათგანი ახლოდან ვნახო. ჩუმად მაინც დამასწარი კრებას.
-რატომ?- ვერ მიუხვდა ელფი.
-მინდა, ვიცოდე რა საკითხებზე იმსჯელებენ შობა-ახალი წლის სიმბოლური წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
-ეგ იოლია. სარდაფიდან შეგაპარებ.
-მპირდები?- წარბები აათამაშა დათამ.
ჯოლიმ შეტყუპებულ თითებს თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე ხმაურიანად აკოცა, ჯარისკაცივით წელში გაიმართა და ორჯერ გაუმეორა - გპირდებიო.
დათამ კარადაში თბილი ქურთუკი, ქუდი და ფეხსაცმელი მოძებნა, სწრაფად ჩაიცვა და ჯოლისთან ერთად ფანჯრიდან ისკუპა.
ტყეში გამავალი საფეხმავლო ბილიკები დიდ თოვლს წაეშალა, თუმცა ჯოლის სავსებით არ ანაღვლებდა და დათასთან ერთად ღიღინით მიიწევდა წინ.
-ეს არის!- მაღალი სოჭის ხესთან შედგა და თეთრად გადაპენტილი ტოტები შეუთვალიერა. შემდეგ მეგობარს შესძახა, დრო აღარ დაგვრჩაო, ცალი ხელი ძლიერად ჩაჭიდა და ცალი ხის ფუღუროში ჩაჰყო. ყინვისგან მოქნეულმა კვერთხმა ტყეს ქარიშხალი დაატეხა და ორი მეგობარი უმალ ლაპლანდიაში გადაისროლა.

***
თოვლის ფანტელები ფარფატა პეპლებივით დასთამაშებდნენ ლაპლანდიას. სანტას სოფელი ათასფრად აჩახჩახებულიყო. ჰაერში საკვამურებიდან ამომავალი კვამლის სუნი ტრიალებდა. შემაღლებულ გორაზე ხის მორებით აგებული მისტერ და მისის კლაუსების სახლი ამაყად გადმოჰყურებდა ირმების ფერმასთან ახლოს მდებარე სათამაშოების სახელოსნოებს. ხეები ქვეყნების დროშებით, ტყის კენკრის ჩირით, კანფეტებითა და ათასგვარი სასუსნავებით მოერთოთ.
დათა ერთხანს შეჩერდა და სანტას სახლს გახედა, წარმოიდგინა, რომ მალე მის სახლში აღმოჩნდებოდა და სიხარულისგან სახე გაებადრა.
-წამოდი, რას დამდგარხარ? დაგვრჩნენ საშობაოდ ბავშვები საჩუქრების გარეშე! -იდაყვი გაჰკრა ჯოლიმ და ნაბიჯებს აუჩქარა.
-ზარმაცა და მისი მეგობარი მოვიდა!- ერთხმად შესძახეს მუშაობაში გახვითქულმა ელფებმა ჯოლის და დათას.
-გაგიმარჯოთ!- ქართველმა სტუმარმა ხელი ჩამოართვა ელფებს და სათამაშოების ასაწყობად მოემზადა.
ზარმაცამ ზლაზვნით ჩაიკითხა დღის გეგმა და გარჯას შეუდგა. დათა ძალ-ღონეს არ იშურებდა მეგობრის დასახმარებლად და ყველაფერს ისეთი სიზუსტით ასრულებდა, როგორც ჯოლი უხსნიდა. ბავშვების საჩუქრები ქვეყნების, ქალაქებისა და სოფლების მიხედვით ხარისხდებოდა. იყო ერთი გნიასი და აურზაური. მალე სამუშაო დღე დასასრულს მიუახლოვდა, დაზგების ხმაური ნელ-ნელა ჩაცხრა, სათამაშოებით სავსე ტომრები მარხილზე დაიტვირთა და ყველამ ერთად შვებით ამოისუნთქა. ელფებს ძილი მოერიათ და მოსასვენებლად მთქნარებით გაემართნენ სანტას მიწისქვეშა პარკისკენ.
ჯოლი თანაგუნდელებს ჩამორჩა, აქეთ-იქით მზვერავივით მიმოავლო თვალები და როცა დარწმუნდა, არავინ უყურებდა, მეგობარს თვალი ჩაუკრა და ფეხაკრეფით გააპარა კლაუსების სარდაფისკენ.
სარდაფი უამრავი საინტერესო ძველმანითა და ნივთით იყო გადაძეძგილი. დათას მათი დათვალიერების სურვილი სძლევდა, მაგრამ მთავარი ოთახიდან ჩამავალი ხმები რომ მოესმა, გადაიფიქრა და მისაყურადებლად ჯოლის კიბეებზე აჰყვა. სარდაფიდან ამავალი კიბის ბოლო საფეხურზე იდგნენ და შობა-ახალი წლის სიმბოლოებად ქცეულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სულგანაბულები უსმენდნენ. ზოგი იმაზე წუხდა, ყველა ბავშვის სურვილს რომ ვერ აკმაყოფილებდა, ზოგი ფოსტის გაუმართავ მუშაობასა და დაგვიანებული წერილების მიღებას აპროტესტებდა, ზოგიც უზარმაზარი ქვეყნების პერიმეტრებში დროულად მისვლას ვერ ასწრებდა და შექმნილი პრობლემების ფონზე, გამოსავლის პოვნას ცდილობდნენ. ქართველი თოვლის ბაბუის სიტყვის ჯერი რომ მოვიდა, დინჯად წარმოთქვა:
-საქართველო პატარა ქვეყანაა, თქვენგან დასახელებული პრობლემების უმეტესი ნაწილი მე ჯერ არ შემხებია. რთულად შესასრულებელ სურვილებს რაც შეეხება, ამ მხრივ მეც გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ბევრი რამ ჩემს შესაძლებლობებს სცილდება.
-საინტერესოა, ასეთს რას ითხოვენ ბავშვები,-წაიბუტბუტა დათამ.
ჯოლიმ კისერი მოიქექა, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და დაღონებული სახით მიუგო:
-მიტოვებული ბავშვები მშობლებთან შეხვედრას ითხოვენ, ზოგი მძიმე სენით დაავადებული ოჯახის წევრების გამოჯანმრთელებას გვევედრება, ასევე კოსმოსში გაფრენაზე და წყალქვეშ დაძირულ უძველეს ქალაქებში მოგზაურობაზეც უოცნებიათ... ჩვენ კი ყოვლისშემძლეები არ ვართ.
-მერე ასეთ ბავშვებს რას პასუხობთ?
-უსაჩუქროდ მაინც არ ვტოვებთ. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი თანხმდება იმაზე, რომ შობის ღამეს ყველა ბავშვის სახეზე ბედნიერებისგან მოგვრილი ღიმილი უნდა კრთებოდეს. ეს ხომ ჯადოსნური ღამეა?
-მართალია!- თავი დაუქნია დათამ და ფეხის წვერებზე აიწია, რომ სარდაფის ხის კარის ღრიჭოებიდან კლაუსების სახლი და სტუმრები დაენახა, მაგრამ უეცრად წაბარბაცდა, ფეხი აუსხლტა და ბუხრიდან გამოხვეტილ ნაცრითა და ნახშირით სავსე ტომარაში ზღართანი მოადინა.
ჯოლი მეგობარს ფეხზე წამოსაყენებლად მივარდა. დათამ ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და ჰაერში დატრიალებული ნაცრისგან ცემინება აუტყდა.
სარდაფის კარი ჭრიალით გაიღო და მისის კლაუსის ხმა გაისმა:
-აქ რა ხდება?
ორივე გაიყურსა. სიტყვა არ დაუძრავთ.
მოხუცი კიბეებზე ლამპრით დაეშვა და კედელთან ასვეტილი ჯოლი და უცხო ბიჭუნა რომ დაინახა, ცხვირზე დაკოსილი სათვალე შეისწორა, თვალები დაიწვრილა და საყვედურნარევი ტონით ჰკითხა ორივეს:
-აბა, აქეთ გამობრძანდით და კარგად დამენახეთ.
ჯოლი პირველი გავიდა და თვალები ძირს დამნაშავესავით დახარა. უკან მიჰყვა მხრებშიაწურული დათაც და მღელვარებისგან თითებს დაუწყო წვალება.
-ახლა მითხარით, რა საქმე გქონდათ სარდაფში?
-მისის კლაუს, მე საქართველოდან გახლავართ. დათა მქვია. ჯოლი შემპირდა, სანტა კლაუსის სახლში შემომიყვანდა.
-ასე ჩუმად აქ შემოსვლა რატომ გადაწყვიტე?
-ვიცოდი, კრებას არავინ დამასწრებდა. მე კი მინდოდა, გამეგო რაზე ბჭობდნენ შობის წინა დღეს ბავშვების გულის გამხარებლები. თანაც გულის სიღრმეში იმედი მქონდა, ყველა მათგანს პირადად გავიცნობდი.
-სხვების საუბრის მოსმენა ცუდი საქციელია,-თითი დაუქნია მისის კლაუსმა,- მაგრამ რადგან მათი გაცნობა ასე ძალიან გინდა, შემიძლია სურვილი შეგისრულო.
-რა კარგია!- აღტაცებით თქვა ბიჭმა.
მოხუცმა შუბლი გახსნა და კიბეებისკენ ანიშნა, ზევით ადიო. ჯოლიმ მეგობარი არ მიატოვა და კუნტრუშით გაჰყვა.
სანტა და მეგობრები მაგიდასთან ჩაფიქრებული სახეებით ისხდნენ, როდესაც მისის კლაუსმა ნახშირით გამურული პატარა ბიჭი ელფთან ერთად სარდაფიდან აიყვანა:
-შეხედეთ როგორი სტუმარი გვეწვია. ეს დათაა -ქართველი ბიჭუნა. აქ თითოეული თქვენთაგანის გასაცნობად ჩამოვიდა.
-ჰო, ჰო, ჰო,- ჩაიხითხითა სანტამ და ბიჭი კალთაში ჩაისვა.
დათამ თეთრ ჩოხა-ახალუხში შემოსილ თოვლის ბაბუას, მწვანე სამოსში გამოწყობილ იტალიელ ბაბო ნატალეს, გულზე გრძელწვერდაფენილ და ბეწვისქუდიან ფრანგ პერ ნოელს, წითელ ჯუბიან, ესტონელ იულუვანას, წითელ თავსაბურავიან ჰოლანდიელ სინტა კლაასსა და დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლებს გადახედა და სიხარულისგან გული აუძგერდა.
-აბა, გვითხარი, ასეთი შორი მანძილიდან აქ რამ ჩამოგიყვანა?- ტკბილად მიმართა მისტერ კლაუსმა.
-სულ მინდოდა ნამდვილი თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი და მათი მეგობრები გამეცნო. ასევე მაინტერესებდა, როგორ ემზადებოდნენ საშობაოდ ბავშვებთან შესახვედრად.
-მერე, რა დაადგინე?
-არც თუ ისე მარტივი ყოფილა. ჯოლიმ ლაპლანდიის სათამაშოების სახელოსნოები დამათვალიერებინა. რამდენიმე სათამაშო მეც ავაწყე. მიხარია, რომ წელს ბავშვები ჩემს აწყობილ სათამაშოებსაც მიიღებენ.
-ყოჩაღ, პატარავ!- შეაქო მისტერ კლაუსმა და მაგიდაზე მდგარი მარწყვის მურაბის ქილით დააჯილდოვა.
დათამ საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა, ირგვლივ მყოფ მოღიმარ კეთილ მოხუცებს გადახედა და ყველას ერთად უთხრა:
-შემთხვევით ყური მოვკარი, რამდენიმე თქვენგანი საშობაოდ ზოგიერთი ბავშვის მისამართზე დროულად მისვლას ვერ ახერხებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შემიძლია საჩუქრების დარიგებაში დაგეხმაროთ.
-ჰო, ჰო, ჰო! ეს რა კარგი ბიჭი გავიცანით,- კიდევ ერთხელ ჩაიხითხითა სანტამ, პატარა სტუმარი კალთიდან გადასვა, მინის ბურთთან მიიყვანა და უთხრა, სურვილი ჩაეფიქრებინა.
დათა სანტას მინის ბურთს ხელით შეეხო, თვალები დახუჭა და სურვილი ხმამაღლა გააჟღერა:
-მე მინდა, ყოველ შობას არცერთი ბავშვი არ იყოს მოწყენილი!
მოხუცებმა დათა გულში ჩაიკრეს და აღუთქვეს, რომ ამიერიდან მათი მარჯვენა ხელი იქნებოდა.

***
თუ ოდესმე საშობაოდ მორთულ მაღაზიების ვიტრინებში მარწყვის მურაბის ქილით ხელში პატარა, გამურული ბიჭის ფიგურას შენიშნავთ, იცოდეთ, რომ იგი მსოფლიოს ბავშვების ღიმილების შემგროვებელი, ქართველი დათაა.



№1  offline წევრი Life is beautiful

რა საყვარელი ისტორია იყო. ძალიან სასიამოვნო.
გილოცავთ, დამდეგ ახალ წელს!
♡♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

თბილი ისტორია საახალწლო ემკიციებით სავსე და რაც მთავარია იმედის მომცემი გრძნობა ..წარმატებები ქეთო ????

 


ძალიან თბილი ისტორიაა❤ ნეტა ეგეთი სათამაშო მართლა არსებობს? ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

ახლა უნდა დავაცეცო თვალები რომ ეგ ვიპოვნო ????????

 


№5 სტუმარი one

rogorc yoveltvis arachveulebrivia❤️
gavtbi❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

ახალი ისტორის რომ ბხედავ ,მიხარია,თანაც ქეთის ისტორიის.ნამდვილად ჯადოსნურ სამყაროში ვიმოგზაურე.კითხვის თროს საოცარი განცდა მქონდა,პატარა ვიყავი ,ბაკურიანზე ტელეზღაპარი,რომ გამოვიდა ეთერში,ის ბედნიერი ფრაგმენტი გამახსენე ქეთი.მადლობა შენს მუზებს და შენს კალამს,დიდხანს იღვაწე .

 


№7  offline მოდერი guroo

წავიკითხე. ამბავმა არ აღმაფრთოვანა, საჩემო არ არის.
პირველი ნაწილით ძალიან ვისიამოვნე. ვისურვებდი, რომ დათას თავისი ბლოგის წერა დაესრულებინა. მისი ენით მოყოლილი რაღაცნაირად კარგია.
❤️❤️❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

guroo
წავიკითხე. ამბავმა არ აღმაფრთოვანა, საჩემო არ არის.
პირველი ნაწილით ძალიან ვისიამოვნე. ვისურვებდი, რომ დათას თავისი ბლოგის წერა დაესრულებინა. მისი ენით მოყოლილი რაღაცნაირად კარგია.
❤️❤️❤️❤️

ბავშვებისთვის და შობა-ახალი წლის მოყვარული დიდებისთვის არის, გურამ:)))
მადლობა, რომ წაიკითხე და აზრი დააფიქსირე.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი Finlay

In this part, we'll present a complete overview
of an Anavar example cycle, which serves as a roadmap for people contemplating
the use of this popular anabolic steroid.

Anavar cycles are carefully deliberate durations of time during which the steroid is taken, with specific dosages and durations in mind.
Lastly, Anavar binds to androgen receptors in the physique, triggering specific mobile responses.

For more information about the connection between Hone
and the medical practices, click on right here.
Hone is an online clinic that helps men and women handle their well being.
As part of your subscription and as medically indicated, physicians prescribe medicines, and recommend supplements that are delivered to you from the
consolation of your house. Research-backed tools, tactics, and methods to maximize
your health, delivered to your inbox every Monday. We source research from peer-reviewed medical
journals, high government businesses, leading academic institutions,
and revered advocacy teams.
With the introduction of all these new merchandise, the query of the most effective authorized steroids has also surged.
There are so many discussions among health lovers, health coaches, and medical experts about which product
works higher. If you are additionally confused among so many choices and
need some help, you're in the right place. Austeroids is an Australian supplier of steroids and efficiency enhancing merchandise.

Austeroids only stocks the best quality merchandise sourced
domestically in Australia and overseas.
These supplements present a safer option than conventional anabolic steroids, which carry vital health risks and are illegal
in many countries. Not Like anabolic steroids, legal steroid alternatives are created
from pure components and are designed to help the physique's pure ability to construct muscle and enhance
performance. Created to supply a safer various to traditional anabolic steroids, legal steroids are formulated using potent natural elements like amino acids, vitamins, minerals, and
plant extracts.
It's important to choose top-rated legal steroids made by reputable firms.
These merchandise bear thorough research and testing
to make sure most outcomes whereas minimizing any potential unwanted effects.
When considering purchasing legal steroids, it's essential to
evaluate the brand reputation and person critiques. A respected brand often has a history
of delivering high-quality products and satisfied customers.
Look for brands with an established online presence,
in addition to a money-back assure to make sure confidence in your buy.
Nevertheless, you don't need to purchase dietary supplements which might be less than this minimal
price, as you'll doubtless begin to compromise on high quality.

Most of the time, you’ll discover lots of information about good legit web sites round.

Stay away from online retailers that obtained too many 1-Star evaluations,
instead. Shopping For your meds from highly respected and legit services is, due to this fact, extremely necessary.
There are many ways to find out whether or not the online
steroid shop is a legit one or not. Oral steroids come
in tablet or capsule type, making them handy and easy to make use of.
However, they are metabolized by the liver, which might
result in strain on this organ if not used responsibly. Gyms might offer in-house dietary supplements with expert
advice, while Walmart, Costco, and drug shops additionally present
a variety of choices.
Additionally, Anavar can aid in fats loss by growing metabolic rate and supporting
the preservation of lean muscle mass during cutting phases.

It is price noting that whereas Anavar is generally well-tolerated by girls, individual responses may range.
Consulting with a healthcare skilled or skilled fitness advisor
is essential to find out the appropriate dosage,
cycle size, and monitoring protocols primarily based on personal objectives and total
health.
Please note that individual results could differ, and it is essential to use Anavar responsibly and
underneath skilled steerage. Injectable steroids are substances or drugs that require
the use of needles and are administered to the person through injection. They have been used medically to deal
with an extensive number of medical conditions prior to now, but are
most commonly used illegally by athletes who wish to improve efficiency in a
short time period. Magnus Pharmaceuticals has earned its
status as a premium steroid producer, providing a broad range of performance-enhancing medication. They provide both oral and injectable steroids designed
for athletes who demand the Best steroid stack To gain muscle; http://volleypedia.org/index.php?qa=user&qa_1=bearsupply69, quality.
Magnus is well-known for creating merchandise that help achieve a lean, muscular physique while minimizing unwanted aspect effects.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent