შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაკანათი (1)


8-12-2021, 13:24
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 928

მძიმედ ჩამოშვებულ ლურჯ, ხავერდის ფარდებს ვერაფრის დიდებით მოერია გამთენიის ნათება და ახლადგამოღვიძებულ ქალაქს ავტომობილების მსუბუქი ხმაურითღა ამცნო ახალი დღის დადგომა.საწოლის გვერდით მოდგმულ პაწაწინა ტუმბოზე, საცოდავად აწკრიალდა ტელეფონი და ჩამი-ჩუმ გამქრალ სახლში ჩაქუჩის დარტყმის ეფექტი ჰქონდა ატეხილ ხმაურს.ღია ყავისფერ, ტილოს ნაჭრისგან შეკერილ თეთრეულში გახვეულმა ფიგურამ ზანტად იცვალა მხარე და უკმაყოფილოდ გადმოხედა ძილის ანგელოზების დამფრთხობ მოკაშკაშეს.თვალებისფშვნეტით აიწება ყურზე და ნამძინარევი ხმით აღმოხდა საყვედური ყურმილის მეორე მხარეს მყოფის მიერ მოყრილი ახსნა-განმარტების პასუხად.დავით სონღულაშვილს უკვე ჰქონდა თანხმობა ზედამხედველი პროკურორისგან, გადაუდებელი აუცილებლობით ჩაეტარებინა პირადი ჩხრეკა.ფიქრობდა ძილს შევიბრუნებო, მაგრამ ახლახან გამორკვეულმა, აზრმოკრებილმა გონებმა გაანალიზა დაქვემდებარებაში მყოფი გამომძიებლის აღტკინების მიზეზი და გველნაკბენივით დასწვდა ბალიშისგან სწარად თავწამოწეული, ტელეფონის ფართე ეკრანს.
-ელისაბედ გავდივართ უკვე...-განყოფილებაში ქაოსი უნდა ყოფილიყო, ისე მოუთმენლად და ნაჩქარევად წამოიძახეს სიტყვები...-დადგენილებაც მიმაქვს. გამოვიჭირეთ!
-დავით სამხრე კამერა ჩართე და თუ ქუჩაში ვინმეს დაინახავ აუცილებლად დაასწარი ჩხრეკას გესმის?...-საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა, სანამ კაცმაც არ გაუმეორა ის ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ბოლო ორი თვის მანძილზე ნატვრის თვალივით დაეძებდა ყველა კუთხე-კუნჭულ შემოვლილი...-მხოლოდ პატაკი ვერ გვიშველის დასადასტურებლად.
-უკვე ათი წელია ამ საქმეში ვარ პროკურორო, როგორმე გავერკვევი...-ისევ ის დამცინავი ტონი აჯახა სონღულაშვილმა, აქამდეც რომ არაერთხელ მიუნიშნებია ზედმეტად ახალგაზრდა ხარ მითითებების გასაცემადო.
-მოვწესრიგდები და წამოვალ, განყოფილებაში დაგხვდებით...-კამათს თავი აარიდა, მაგრამ სისხლის დუღილმა თავისი ქნა, ყურმილის მეორე ბოლოდან რომ დასრულებაც არ აცადეს ისე გაუთიშეს.
ხელისგულებით ეცადა ძილისგან შესიებული სახის გამოფხიზლებას, თითქოს აფუებულ თვალის უპეებს საკმარისად არ ჰყოფნიდათ უძილობა, ისე უჯავრდებოდა ერთადერთი მშვიდი ღამისთვის. ტორშერის მბჟუტავმა სინათლემ მანამ იმამაცა, სანამ ცივ იატაკზე ფეხშიშველა მორბენალმა ფარდის კიდეები გადააძრო მთელ სიგრძეზე ამოჭრილი დარაბების სიფართოვეს. დილის შვიდი საათი თამამად მოცოცავდა კედელზე აკრული დროის მანქანიდან და სანამ ელექტრო ჩაიდანი ლურჯ ნათებაში ახვევდა წყლის სიმძიმეს, მანამ იხელთა დრო ტელევიზორის ჩასართავად. ბოლო თვეებია დასჩემდა ჩვევა, დილაადრიან უნდა მოესმინა გუშინდელი საინფორმაციოების შემოთავაზებული ახალი ამბები, გადაღეჭილი და ხელიდან ხელში გადაცვლილი, იმდენად რომ ხანდახან უკვრიდა კიდეც, ეს ნამდვილად მოხდა თუ რეიტინგისთვის დამშეული ჟურნალისტური ფანტაზიააო. ნაცნობი სახეები თანდათან ცვლიდნენ ადგილებს და ფონად არჩეულ მრავალფეროვნებაში იკარგებოდა პარლამენტის ვრცელი ჰოლები, სასამართლოს წინ შეჯგუფებული მშვიდობიანი პროტესტანტები, ოპოზიციური პარტიის მთავარი ოფისის სათათბიროები და ქუჩის კუთხეებში გამოჭერილი მოქალაქეების გამოკითხვები.აბურდულ წაბლისფერ თმას ეხამუშა ცხელი უთოს პირი და აფუებულმა ღერებმა ნაძალადევად დაიწყეს სწორად ჩამოშლა. ცხენის კუდად შეკრულმა მბზინვარებამ თავმომწონედ მოიკალათა ზურგის შუაში და სიფრიფანა, აბრეშუმის ხალათიდან მოიმზირებოდა ჯერ კიდევ რუჯ შერჩენილი, ხორბლისფერი კანი. დუღილის ტემპერატურამდე მისულმა წყალმა ელექტროჩაიდანი გამორთო და ფართე ჭიქაში ჩაყრილმა ორმა კოვზმა ყავის ფხვნილმა ახალი დღის სტრესთან გაიზიარა მოლოდინების მთელი სიცხადე. ტუჩის კუთხეებმა იგემეს ცხელი სითხის მწველი ეფექტი და ნაუცბადევად გამოღებული კარადიდან გამოიღო წინასწარ გაუთოებული ტანსაცმლის სიმძიმე. ღია ლაჟვარდისფერ, პოლიესტერის მატერიისგან შეკერილ გრძელ პიჯაკს მხოლოდ თეთრი პერანგი თუ მოუხდებოდა. ჟილეტსა და შარვალს შორის ისედაც ჩამალული სითეთრე საბოლოოდ მოსპო პიჯაკის ღილების შეკვრამ და თეთრ, საშუალო სიმაღლის ქუსლებზე შემომდგარმა ქალბატონმა წამიერად შეათვალიერა დღევანდელი ჩაცმულობა, კედლის სიგრძეზე აღმართულ, მასიურ სარკეში. შეგრილებული ყავისგან დაუცლელი ფინჯანი მარტოსულად შერჩა მაგიდის ზედაპირს და როცა მსუბუქმა მაკიაჟმა დაფარა ჩამცხრალი სახის, გამოკვეთილად ჩაცვენილი ყვრიმალები, მისაღების ჟურნალის მაგიდაზე გაშლილი ბაინდერები შეაკოწიწა ქალბატონმა. მას შემდეგ რაც მარცხენა ხელში მოთავსებულ საქაღალდეების წყობას, ჩანთა და მანქანის გასაღები მიემატა, მოუსვენრად დასწვდა კარის სახელურს.
სანამ საკეტი საიმედოდ ჩაირაზებოდა, მანამ შეათვალიერა ლიფტთან ჩამომდგარი მამაკაცის სიმაღლე და ერთიანად ასვეტილის შავი მანტოთი დაფარულ ზურგს წამიერად გაუშტერა მზერა. უხერხულ ჩახველება გამოვლილი დააკვირდა მანათობელ წერტილს და მიხვდა რომ პირველ სართულზე გამოძახებულ ლიფტს კიდევ რამდენიმე წუთით ააგვიანდებოდა. ახლადგადმოსული მეზობელი დუმდა, ისევე როგორც მთელი კვირის განმავლობაში, ზუსტად ამ დროს მიდიოდა სამსახურში და ბედის ირონიით მუდმივად ეჩეხებოდა სამსახურისკენ თავქუდმოგლეჯით მიმავალ ქალს. სანამ გვერდულად ასვეტილი, ქვეშ-ქვეშად ათვალიერებდა შავგრემანის სანახევროდ შალის კაშნეთი დაფარულ სახეს, მანამ მოესმა მშვიდი ბაროტონით ამოთქმული სიტყვები.
-უბრალოდ სახელი მკითხეთ, არც ისე რთულია...-პირზე აკრული კაშნე საშუალებას არ იძლეოდა გაწელილი ტუჩის კუთხეები დაენახა, თუმცა აცეკვებული თვალებითაც მარტივად მიხვდა რომ კაცმა გამოიჭირა ფარულად მოთვალთვალე და მსუბუქად დასცინოდა.
-მეც ახალი გადმოსული ვარ და უბრალოდ დამაინტერესა აქ ჩემამდე გადმოხვედით თუ ჩემს შემდეგ...-სცადა თავის გამართლება და როგორც კი სიტყვა დაასრულა, სიმწრისგან მოხუჭა გაფართოებული თვალები, სირცხვილის დასაფარად...-ჯობია, უბრალოდ სახელი გკითხოთ...-რჩევას დაყვა და თავი გააქნია ღიმილით.
-კონსტანტინე...-მანტოს ჯიბიდან გამოჩნდა შავი, ტყავის ხელთათმანით დაფარული ხელისგული და ერთიანად შემობრუნებულის დაკვირვებით გართულმა გოგომ, წამიერად ვერც გაიაზრა რომ მისგანაც ელოდნენ იმავეს...-ეს გაცნობაზე უარია?...-გულწრფელმა ჩაცინებამ კაშნეს სიმძიმე კისრამდე ჩაიტანა და ახლადწამოკორილი წვერით დაფარულ სახეზე გამოიკვეთა სითბოსგან აღაჟღაჟებული ლოყების ჩაჩხვლეტა.
-სესილი...-გონზე მოსულმა ნაჩქარევად გადაიტანა ჩანთა ბაინდერებით დატვირთულ ხელში და ღიმილით გაუწოდა ხელისგული.
ლიფტის კარის გაღებამ იხსნა, გაშლილი მხრით ამცნეს მხოლოდ თქვენს შემდეგო და ნაბიჯ წინ წაწეულმა მიაჭირა ღილაკს თითის გული. ჩანთაში აწრიალებულმა ტელეფონმა წარბები შეუკრა და სანამ საცოდავად ცდილობდა ელვის გახსნას, მანამ მხრებიდან ჩამოცოცებული პალტო შეუსწორეს, მხარში ამოდებული ბაინდერები უსიტყვოდ ჩამოართვეს და თითქოს აქაც არაფერიო, ისე უდარდელად დააშტერდა ბიჭი ლიფტის ციფრულ ეკრანს.ყურმილის მეორე მხრიდან მოისმა რატი ფიცხელავას მხიარული შეძახილი.
-სესილი დღეს პირველი პროცესი თერთმეტ საათზე დაგეწყება...-ხმაურიდან გამომდინარე მიხვდა რომ თავდაუზოგავად მომუშავე სტაჟიორი უკვე პროკურატურის კაბინეტში ელოდა...-ვიცი, რომ ყოველთვის გახსოვს, მაგრამ მაინც.
-რატი, კარგია რომ დარეკე...-ლიფტის კარი გაიღო და შიშნარევად გადახედა გვერდით მდგომს, რომელმაც უსიტყვოდ დატოვა სივრცე და არ შეუმჩნევია ხელში აკოკოლავებული ბაინდერების სიმძიმე. სადარბაზოს კარიდან გამავალი უგრძელებდა საუბარს მომავალ კოლეგას...-დილით დავით სონღულაშვილმა რამზან კადიროვს მიაგნო და დააკავა, პროკურატურაში მოსვლას ვერ მოვასწრებ, შენც წამოდი და განყოფილებაში შევხვდეთ.
-ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო?!...-რიტორიკულმა შეკითხვამ გაიჟღერა და ქალბატონი მიხვდა რომ უკვე დაფაცურდა ყურმილს მიღმა მოლაპარაკე...-თხუთმეტ წუთში მანდ ვარ!
ავტომობილთან მისულს ღიმილით აკვირდებოდნენ და მადლიერებით აღვსილმა ჩამოართვა საქაღალდეები. შეღებული კარიდან გამოჩენილ ტყავის სავარძელზე მიალაგა და პალტოც ზედ მიაყოლა.
-გამომძიებელი და მაღალი ქუსლები?...-უცხოობის დასაფარად წამოიწყო კაცმა საუბარი, სანამ წარბაწევით აკვირდებოდა თეთრ კაკუნებს.
-პროკურორი...-გაეცინა სესილის და უშუალოდ დაუბრუნა პასუხი...-ზოგადად, ასე არ ვეცნობი ადამიანებს...-გაანალიზა რომ რამდენიმე წუთის წინ გაცნობილ ადამიანს აიძულა თავისი პალტოს შესწორება, ტვირთის ჩამოხსნა ხელებიდან და მანქანამდე მიყოლა.
-რას ამბობ?...-კოპები შეკრა მოჩვენებითი განცვიფრების გამოსახატად...-ნუთუ ის განსაკუთრებული შემთხვევა ვარ, რომელსაც პირველივე შესაძლებლობაზე საქაღალდეები მიაჩეჩე და გაცნობის მიზნით მანქანამდე მოიტყუე?
-თითქოს საკმარისად არ შევრცხვი...-წარბაწეულმა დასცინა საკუთარ თავს და სრული სერიოზულობით წარმოთქვა...-ამ სიტყვების მერე ალბათ ბარგის ჩალაგებას დავიწყებ და გადავალ, მეორე შეხვედრას ვეღარ გადავიტან.
-ხვალ წიგნის თაროებს დავაცარიელებ და ლიფტთან დაგელოდები...-დამარწმუნებლად წამოიძახა სანახევროდ შებრუნებულმა და სესილი მიხვდა, კაცსაც აგვიანდებაო...-სამაგიეროს გადაიხდი და სირცხვილიც აღარ შეგაწუხებს.
-მაშინ ხვალამდე...-დაეთანხმა და მანამ მიაყოლა თვალი, სანამ მანქანამდე მისული არ დაიგულა.მერე თავადაც გამოაღო კარი და საჭესთან კომფორტულად მოთავსდა.
საცობში გაჭედილი მოუსვენრად ათამაშებდა თითებს საჭეზე და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეკლებზე იჯდა.ტექსტური შეტყობინების ხმამ აიძულა ყურადღების გადატანა და გამოვიდა კიდეც, დედამისი ახსენებდა კვირას რესტორან "ბრამასოლეში" გელოდებით, იცოდე არ დაგავიწყდესო. მამამისის იუბილეზე მისვლა გადაუდებელი იყო, თუმცა იცოდა რამზან კადიროვის დაკავებით ამ კვირის ისედაც გადატვირთული გრაფიკი ფაქტიურად თავისუფალი დღის გარეშე ტოვებდა და გაღიზიანებულმა დაწყევლა ნარკოტიკებით მოვაჭრე კაცი.
განყოფილებამდე მიღწეულს, სადგომზე დაუხვდა რატი ფიცხელავას გაღიმებული ფიგურა. შავ ტოიოტას მიყრდნობილმა შემბრალებლურად აუცეკვა ცისფერი სფეროები და ხელისგულში მოქცეული მუყაოს ჭიქის გაწოდებისთანავე, უსიტყვოდ ჩამოართვა პალტო და ჩანთა.
-იცი რომ ჩემი უფრთო ანგელოზი ხარ?...-ცხელმა სითხემ ისევ აავსო ენერგიით და შენობისკენ წასულმა მადლიერება გამოხატა სასიამოვნო გაბადვრით.
-ეგ თავისთავად...-რატი არ იმჩნევდა გამოუძინებლობას და ძალდაუტანებლად ახალისებდა უფროსის დილას...-შუამდგომლობის წარდგენა დღესვე უნდა მოასწრო, თორემ ხვალ შაბათია და კანცელარია არ იმუშავებს, ვადას გაუშვებ.
-დავით სონღულაშვილს თვალი ადევნე, წინა გამოძიების დროს ჩხრეკის ოქმი განყოფილებაში შეადგინა და დაწყების დრო არასწორად მიუთითა, ამის გამო მთავარი მტკიცებულება დაუშვებლად ცნეს და ქურდი გამანთავისუფლებინეს.
-კითხე ერთი, კადიროვს როგორ წაავლო ქეჩოში ხელი...-თხოვნამ გაიჟღერა და თავის დაკვირით მიახვედრა ქალმა, ყავის სანაცვლოდ ავასრულებ შენ ოცნებასო.
განყოფილებაში ცვლებს შორის გადაბარება მიდიოდა და თანამშრომლები ერთმანეთში ირეოდნენ. გამათბობლები მაღალ ტემპერატურაზე უნდა ჰქონოდათ დაყენებული, ისეთი ჩახუთულობა იგრძნობოდა.თვალებით მოიძია სესილიმ ინტერესის ობიექტი და სახე ამრეზილს წააწყდა.არჩილ კასრაძის მაგიდასთან დახრილმა დამცინავი მზერა გაუცვალა კოლეგას და სესილი მიხვდა ჩემ მოსვლაზე ისევ ეცინებათო, თითქოს ვერ გასცდნენ იმ ეტაპს სადაც ახალგაზრდა პროკურორს ზემოდან დაჰყურებენ. კოპებშეკრულმა, ყელში ამოსული შეგრძნებებით შეუბღვირა და ამჯერად სანაგვეზე მოისროლა პატივისცემიც მცირე ნატამალიც, ისე მომთხოვნად ააჟღერა ტონი.
-პატაკი, ჩხრეკის და ამოღების, შენი და რამზან კადიროვის გამოკითხვის ოქმები მჭირდება...-ხელისგული გაიშვირა და სულ არ მიუქცევია ყურადღება კაცის დაბნეულობისთვის.მაგიდასთან ჩამომჯდარმა ფურცლები მოიქცია თითებში და მთლიანად ჩაიძირა დეტალებში.დაწყების და დასრულების დროებს დააკვირდა, დილაადრიან განხორციელებული ზარი გაიხსენა და დაასკვნა ამჯერად ადგილზე აქვს შევსებული, ან უფრო მეტად მიაქცია ყურადღება დეტალებსო.
-დილის ექვსის ოცდაერთ წუთზე შემოვიდა ზარი, სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია რომ რამზან კადიროვი ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა, კარფურთან ახლოს.მაშინვე მორიგე ჯგუფი გაიგზავნა და მეც ათ წუთში ადგილზე ვიყავი...-ახსნას ჰგავდა სონღულაშვილის არსაიდან წამოწეული თემა და სესილი მიხვდა რაღაც აუცილებლად გეგმის მიხედვით ვერ წავიდაო.
-დაკავების ოქმი და ამოღებული ნივთების დალუქვის აღწერა სადაა დავით?...-ეჭვნარევად ჩაეკითხა და კიდევ მეტად დაიბნა, როგორც კი კაცმა ნაუცბადევად მიუწია ახალი ფურცლები.
-ადგილზევე განემარტა უფლებები, სამხრე კამერით გადავიღეთ და ჩანაწერი ფლეშკაზე გადავიტანეთ, ქუჩა ცარიელი დაგხვდა ამიტომ მხოლოდ რამზანი და პოლიციის თანამშრომლები აწერენ ოქმებს ხელს.ვერავინ დავისწარით...-თავის ქალა გაღრღნა ეჭვმა, თუმცა გამოცანების დრო არ იყო, თავად უნდა ამოეთქვა გამომძიებელს რა მიქარა.
-ახლა ის მითხარი გეგმის მიხედვით რა არ წავიდა დავით?...-საქაღალდეები რატის გადააბარა და მკლავები გადაიჭდო უნდობლობის ნიშნად, სკამის საზურგეს მიწოლილმა.
-კადიროვმა ქართული არ იცის და გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უკვე დაწყებული იყო, ვერ მოვასწარით თარჯიმნის გამოძახება...-დავითმა აქამდე მოქირქილე კოლეგას გადახედა და სესილიმ ორი ზრდასრული მამაკაცი მხრებაწურული გამოიჭირა.
-ხუმრობ?...-თვალებში მოაწვა ბრაზის სიმძლავრე და მზად იყო აქვე დაეწყო ყვირილი.ეს ზუსტად ის დეტალი იყო, რითაც უნდა დაეწყო გამომძიებელს დილაადრიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების აღწერა...-არაქართულ ენოვანი პირის ჩხრეკაზე ისე წახვედი რომ თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობა ვერ გაიაზრე? უფლებები როგორ განუმარტე? ოქმებზე ხელი როგორ მოაწერინე? გაგიჟდი დავით?
-დრო არ იყო მეთქი პროკურორო? უნივერსიტეტში არ გასწავლეს გადაუდებელი აუცილებლობის სპეციფიკა? ...- ისევ იმ ტაქტიკას მიმართავდა, მის ახალგაზრდობას უსვამდა ხაზს და ცდილობდა დაცინვით მარტივად გასულიყო ფონს...-მე რომ თარჯიმნის ძებნა დამეწყო და მას დავლოდებოდი, ის შენი კადიროვი გაიქანებდა ჰეროინის პაკეტს ხახაში და კარგად მეყოლე მართლმსაჯულებავ!
-დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანე, თარჯიმანი მოუყვანე და ამჯერად ის მაინც კითხე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას თუ მოისურვებს...-წაისისინა და თვალები მოატარა ათობით მაგიდებს შორის ნაცნობი სახის დასანახად მონდომებულმა.
-ასეთი პრაქტიკა სააპელაციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს,სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკისას თარჯიმანი ვერ მიუყვანეს და მოსამართლემ შუამდგომლობა მაინც დასაშვებად ცნო...-რატის ჩურჩულს დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ სესილი ბოლომდე ვერ ენდობოდა სონღულაშვილის აღიარებას, აქ რაღაც ისევ ვერ იყო რიგზე...-მოვძებნი და მეილზე ჩაგიგდებ.
-სადაა ეს ბიჭი? ...-ვერ იპოვა ინტერესის ობიექტი და ბრაზიანად ამოიჩურჩულა...-ცვატა რომელ საათზე იწყებს მუშაობას?
-ცვატა ჯერ არ მოვა, შენ კი სასამართლოში გაგვიანდება...-მაჯაზე აკრულ ციფერბლატს დააკვირდა და გონებაში გათვალა ბიჭმა, ისნიდან დიდ დიღმამდე მიმავალ ქალბატონს რა დრო დასჭირდებოდა საცობის გასაკვლევად...-მე დავურეკავ, სანამ პროცესზე იქნები.
-კარგი რატი...-უძლურად დანებდა შეთავაზებას და გასასვლელისკენ მიმავალმა წაავლო გაწოდებულ ჩანთას და პალტოს ხელი...-მისმინე, თითოეული ოქმის ასლი წაიღე, შუამდგომლობის შავ ვერსიაზე იმუშავე და ცვატას უთხარი დამირეკოს...-ნაბიჯ წინ წადგმული კიდევ ერთხელ მოუბრუნდა...-ყურადღებით წაიკითხე და სანამ მოვალ იქნებ იპოვო პასუხი კითხვაზე, რას მალავს დავითი.
-ნუ ნერვიულობ სესილი...-ფანჯიკიძემ თვალი ჩაუკრა და ომახიანად შემოუძახა...-იცოდე ქელბაქიანს არ დაუთმო აღკვეთის ღონისძიება, ბოლომდე მიაწექი მაგ ეშმაკის ადვოკატს!
რატი ფიცხელავას შემოძახება არც სჭირდებოდა ქალბატონ პროკურორს, სასამართლოს მარმარილოზე რომ კაკუნი გაჰქონდა მის ნაბიჯებს.სხდომის დარბაზთან მისულმა ალმაცერად გადახედა თაღლითი დამნაშავის ადვოკატს და უსიტყვოდ მოთავსდა განკუთვნილ ადგილას. დღეს მოსამართლე ქელბაქიანს საქმეს ჩაუგდებდა და პირში ჩალა გამოვლებულს დატოვებდა დაცვის მხარის უსუსურ არგუმენტებს.სანახევროდ ჯერ კიდევ სონღულაშვილისკენ დაფრინავდა გონება და შუშის მიღმა გამომწყვდეული ბრალდებულის სანახევროდ ჩამომხმარ სხეულს ყურადღებას ვერ აქცევდა.ბრალდების მხარისთვის მნიშვნელობა არ აქვს ციხეში როგორ მოთავსდი, მთავარია რომ კანონი დაარღვიე, საზოგადოებრივი უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენე და სხვისი კერძო უფლება შელახე, მაშასადამე დაისაჯე ქვეყნის წინაშე მავნებელო! მოსამართლემ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდგომ სათათბირო ოთახს მიაშურა და რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოაცხადა. ჰოლში გამოსულმა ტელეფონის ეკრანს ააწება თვალთახედვა და კიდევ ერთხელ სინჯა ბედი.
-სესილი გამარჯობა, როგორ ხარ?...-ცვატა იობიძის ხმა მოისმა ყურმილს მიღმა და მოკითხვისთანავე გადავიდა საქმეზე...-რატიმ მითხრა, მაგრამ ვიცოდი პროცესზე იქნებოდი და ერთ საათში ვაპირებდი დარეკვას.
-ცვატა რა მიქარა სონღულაშვილმა?...-პირდაპირ საქმეზე გადავიდა პროკურორი და მოუთმენლად აათამაშა თითები, ნერვიულობის გამოსახატად.
-ოქმები არ ნახე?...-ეჭვნარევად ჩაეკითხა გამომძიებელი და წამიერი დუმილით გაეცა მის კითხვას პასუხი...-სანამ გავიდოდა ჯერ კიდევ მანამ ედო მაგიდაზე ინფორმაცია, წინა ნასამართლეობაზე და რამზან კადიროვზე,თარჯიმანთან ერთხელაც არ დაურეკავს.
-ეგ არაფერი...-ამოიჩურჩულა უდარდელად და გული დაუმშვიდდა...-გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში დაშვებულია ბრალდებულის უფლებების შეზღუდვა. ცუდია, მაგრამ მოსამართლე მაინც დასაშვებად ცნობს შუამდგომლობას და მტკიცებულებებს...-უდარდელად ამოთქვა მხრებიდან ლოდ ჩამოხსნილმა.
-ეგ ყველაფერი არაა...-შემპარავად დაიწყო იობიძემ და ნაგანიდან გასროლილი ტყვიის ეფექტი ჰქონდა მის მოჩურჩულე აღიარებას...-ისეთი აჭრილი იყო, რომ ჯერ დააკავა და მერე გაჩხრიკა.
სადღაც, სხდომის დარბაზში დაბრუნებული მოსამართლის თანაშემწის შეძახილსა და წესრიგის დაცვის ოფიცრის მოწოდებას შორის ჩაიკარგა ცვატა იობიძის სიტყვები. გამოსახულება სანახევროდ აიზილა მოსალოდნელი განაჩენის გამოცხადებაში და მნიშვნელობა დაკარგა გამარჯვების სურვილის ახდენამ.ქელბაქიანმა წააგო, მის დაცვის ქვეშ მყოფს სტატუსი შეეცვალა და ბრალდებულიდან წამის შემდგომ იქცა გამოაშკარავებულ დამნაშავედ.პროკურორის თეთრ ფეხსაცმელებს კაკუნი გაჰქონდათ და ეზოში სწრაფი ნაბიჯით მიმავალს წყვილ-წყვილი თვალი ეკრობოდა აჩქარებულ ნაბიჯებზე. მანქანაში მოთავსებულმა მხოლოდ ის მოიფიქრა, რასაც ყველა გოგო უნდა ფიქრობდეს, გამოსავალი სანახევროდ ნაპოვნი გახლდათ.
უზენაესი სასამართლოს შესასვლელში დაცვის თანამშრომელი სასიამოვნოდ უღიმოდა სახეწაშლილს და ამცნობდა რევაზ ანჯაფარიძე თავის კაბინეტშია, თუმცა ნახევარ საათში პროცესი აქვს და იჩქარეო.მეორე სართულზე მიმავალმა თვალი აარიდა სხდომის დარბაზთან ჩამომწკრივებულ სახეწაშლილ ადამიანებს და მთელი ძალით მიაწვა ნაცნობ კარს.კაკლის ხისგან გამოთლილ, ერთიანად ლაკში ამოვლებულ მაგიდასთან, ყავისფერ ტყავ გადაკრულ სავარძელში იჯდა თმაშევერცხლილი კაცი. სახეზვიადს და ტანმაგარი აგებულების მქონეს, ცხვირის შუა წერტილზე ჩამოეკოსებინა სათვალის გამყოფი ზოლი და გაკვირვებით ამოხედა შუშებიდან, თავზე წამომდგარ გულამოვარდნილს.ნაცნობი სახის დანახვისთანავე გამოსახულმა ღიმილმა იცვალა ამინდი და მოიქუფრა შავ მანტია მოფარებული კაცის სახე.
-უნდა დამეხმარო მამა...-აღმოხდა ჩურჩულით და მორჩილად დაყვა კაცის ჟესტს, გაშლილი ხელისგულით რომ უთითებდა სავარძლისკენ,ჩამოსაჯდომად.
-კიდევ ერთი გამარჯვება სესო, გილოცავ...-ტუჩის კუთხე ჩატეხა სითბომ და ქალბატონი მიხვდა რომ უკვე გააგებინეს ახალი ამბავი უზენაესი სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეს...-ქელბაქიანი ალბათ ცოფებს ყრის, მაგრამ არაუშავს,ჩემ გოგოსთან საქმეს რომ ვერ მოიგებდა, უნდა სცოდნოდა!
-იმედია შენს დაბადების დღეზე არ ეპატიჟები, ცოტა უხერხული იქნება...-რაც უფრო გაუგრძელებდა კაცი საუბარს, მით ნაკლებ შეძლებდა მთავარ თემაზე გადასვლას.
-მე და ის წლებია კოლეგები ვართ, ნუ ღელავ...-შვილის გულუბრყვილო შიშებზე მოცინარმა, უდარდელად გაუბა დიალოგი...-იურისტი ხარ და უნდა იცოდე, ის რაც სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეებს შორის ხდება, სასამართლო სხდომის დარბაზშივე რჩება.
-თუ ქელბაქიანსაც კი ეპატიჟები, წარმომიდგენია რა მასშტაბების იუბილეზეა საუბარი...-ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და შიდა წრეებში სახელგანთქმული გამომძიებლები.რევაზ ანჯაფარიძეს ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა.
-ახლა მითხარი რაში უნდა დაგეხმარო...-სათვალე მოიშორა ცხვირის წვერიდან და საგრძნობლად მიიწია შვილის ჩაფიქრებული ფიგურისკენ, მაგიდის ზედაპირს ნიდაყვებით დაყრდნობილმა.
-გამთენიისას საკმაოდ მნიშვნელოვანი პირი დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის ფარგლებში...-შემპარავად დაიწყო, თუმცა მოთმინება ღალატობდა ადგილზე აცქმუტუნებულს...-მამა, გამომძიებელმა ჯერ დააკავა და მერე გაჩხრიკა...-ბომბის აფეთქების ხმას კაბინეტს მიღმაც გაიგონებდნენ.
-ეს სისულელე ვინ იკადრა და როგორ ბედავს აქამდე რომ რჩება თანამდებობაზე?...-აღშფოთებული იყო კაცის ტონი და თვალებგაფართოებულმა აფრქვია ბრაზი.სესილი ანჯაფარიძეს პირველად ეტყოდნენ უარს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერების შემოწმებაზე და მტკიცებულებების დაშვებაზე...-რის საფუძველზე დააკავა?...-ისედაც გაწვრილებულ გულს, კიდევ მეტად უწვრილებდა ამ რიტორიკული შეკითხვებით...-პირის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ჩხრეკისას უკანონო ნივთიერების ან ნივთის ამოღება ხდება, ეს ხომ იმ პირველკურსელმაც იცის ვისაც ჯერ ახლოს არ ჩაუვლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან.
-ვერ გავუშვებ, ამ დამნაშავეს კიდევ ერთხელ ვერ გავუშვებ!...-მამის წინაშე აღიარა თავისი სისუსტე და ნერვები მოეშალა დავით სონღულაშვილს თვიკმაყოფილი გამომეტყველების გახსენებაზე.
-მოგიწევს!...-მკაცრად დაისისინა ანჯაფარიძემ და მერე, ლოყაზე აკრული ხელისგული მოიშორა შეფიქრიანებულმა...-სახაზინო ადვოკატი შესთავაზე, ისე ვითომ აქაც არაფერი. მერე მის თვალწინ გადახედოს ადვოკატმა ოქმებს, იმედოვნე რომ ვერც ვერაფერს შეამჩნევს და მაშინვე აჯახე საპროცესო შეთანხმება.
-რომ არ მოტყუვდეს?...-იკითხა შიშნარევად.
-ყოველთვის ტყუვდებიან სესილი, ყოველთვის!...-თვალები აუკვესა რევაზმა და გუგებში შემოცოცებული სხივებით მიახვედრა შვილი, შენც მშვენივრად იცი როგორ უნდა მოიქცეო...-პროცესი მეწყება, უნდა წავიდე.იცოდე კვირას გელოდები, წელიწადში ერთხელ მაინც მოახერხე და არ დააგვიანო...-გაბადვრით გააჟღერა საყვედური და ფეხზე წამომდგარი შვილის სითბო ჩაიკრა გულში.მამის გულმა იცოდა, რომ შვილი ამ სიტუაციიდანაც ადვილად გამოძვრებოდა.
რატი ფიცხელავა უკან მისდევდა წარბებშეკრულ ქალბატონს და გამოცდილება ნაგროვები მშვენივრად ხვდებოდა ახლა ბგერაც რომ წასცდეთ ჩემ ბაგეებს, შეიძლება ადგილზე მიმაკლას მზერითო. საქაღალდეების შეკვრა დაეხეთქა მაგიდის ზედაპირს და მორკალული წარბებიდან სარკასტულად ამოხედა თავზე წამომდგარს, ბრალდებულმა.ჰერმეტული ოთახის კარი ფრთხილად შემოაღო შუახნის კაცმა და ხელი ჩამოართვა ერთ ადგილზე გაჯგიმულ პროკურორს, თავისი სტაჟიორი რომ ამოდგომოდა გვერდით და აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს.სახაზინო ადვოკატი ნებიერად ჩასცქეროდა ოქმებს და შორიდანვე ეტყობოდა, ზერელედ რომ ატრიალებდა ფურცლებს ხელში.
-ესეიგი, თარჯიმანი საგამოძიებო მოქმედებას არ დასწრებია, რომ მისთვის უფლებები განემარტა, ისე მოაწერინეთ ხელი. მოიყვანეთ განყოფილებაში და მხოლოდ სამი საათის შემდეგ მოიფიქრეთ რომ მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული უფლება დაგეცვათ?...-კითხვის ნიშნებით სავსე იყო ლაჟვარდისფერი თვალები, ნაოჭებშეპარულს რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ იერს აძლევდა.
-გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია და თქვენც იცით, რომ მოსამართლე აუცილებლად დამიკმაყოფილებს შუამდგომლობას. მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობს და ბატონი რამზანი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება, თავისი სასჯელის მისაღებად...-მშვიდად ახსნა სიტუაციის სიცხადე და უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-თარჯიმანი ახლაც არ ესწრება შეხვედრას და კიდევ ერთხელ ლახავთ მის უფლებებს!..-მკაცრად გააჟღერა კაცმა და საყვედურნარევი გამომეტყველებით ახედა გოგოს.
-შენი ჯიბიდან თხუთმეტ გრამამდე ჰეროინი ამოიღეს...-წინ წაიწია გაგულისებულმა და ღვარძლით სავსე თვალებით მიაშტერდა სარკასტულ გამომეტყველება აკრულს...-სასამართლოში სახეს გაგაძრობ და ციხეში მაქსიმალური სასჯელით ამოგალპობ გასაღებისთვის.იცი ციხეში რა ემართებათ ნარკომანებს?...-დამოკიდებულება საშიში თამაშია და მშვენივრად იცოდა რამზან კადიროვმა, რაზეც მიანიშნებდა ქალბატონი პროკურორი.
-რას მთავაზობ?...-პირდაპირ საქმეზე გადავიდა და თითები ახლართა ერთმანეთში მოლოდინით...-პირდაპირ მითხარი პირობები!
-გგონია რამეს შემოგთავაზებ?...-ცინიზმი არ დაიშურა ანჯაფარიძემ,როგორც კი თარჯიმნის აუცილებლობას ჩაფრენილი რამზან კადიროვი, ქართულად გამართულად მოსაუბრე გამოიჭირა და დასცინა ენთუზიაზმისთვის. არადა თამაში იმ მიმართულებით წავიდა, რომელსაც თავიდანვე იმედიანად უმიზნებდა...-არაფერში მჭირდება შენთვის რამის შემოთავაზება რამზან, ისედაც კარგა ხანს მოგიწევს ციხის კედლების ხეხვა.
-გუბურაში უფრო დიდი თევზი თუა?...-მოუთმენლად წამოიძახა სახეწაშლილმა, როცა მიხვდა რომ სახაზინო ადვოკატი მოწყენილობისგან მთქნარებას მოჰყვა და კარისკენ წასულ პროკურორს უკან მიჰყვა თავისი სტაჟიორი, უკანასკნელი იმედის ჩამქვრალი სხივივით...-ბევრად დიდი თევზი...-ყურადღება მიიქცია და დამარწმუნებლად, თავმომწონედ ამოიჩურჩულა, მობრუნებულის სახის დანახვა სამშვიდობო ნაპირზე გასვლას რომ მიამსაგვსა.
-მე შენ არ გაგიშვებ რამზან! ამას ხომ აანალიზებ?...-მოუბრუნდა და სცადა აღტკინება დაემალა, სხეულს შიგნით ახტუნავებული გამარჯვებული რომ ვერ იკავებდა...-რატი,სამინისტროში დარეკე და ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი, თავისი ზედამხედველი პროკრურორიანად აქ დაიბარე, სწარაფად!...-მიაყარა სათქმელი და სკამის საზურგეს მიყრდნობილ, ამჯერად ნერვიულად ფეხმოთამაშე კადიროვს მზერა გაუსწორა.
რამზან კადიროვი ნაცრისფერ, შელესილი კედლების სიცივეში იჯდა და გაყინული სახით ყვებოდა მომმარაგებელზე.ის რასაც ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილება წლებია იკვლევდა, წუთების განმავლობაში გადმოალაგა მოხერხებულმა გამსაღებელმა და ტრანზიტის გამოაშკარავებით დაადო თემას სტატუსი "გახსნილია".ახლა ის პროკურორი, რომელიც სტაჟის ათწლეულს ითვლიდა, ხან კადიროვს აწებებდა გაფართოებულ გუგებს, ხან ხელებგადაჯვარედინებულ სესილის, რომელიც წარბშეკვრით აკვირდებდა გალიაში გამომწყვდეული ჩიტის ფართხალს.ბრალდებული ბარტერულად ცვლიდა ინფორმაციას და როგორც კი დაასრულა თავის მხრივ აღებული ვალდებულების შესრულება, მომთხოვნად მოუბრუნდა ანჯაფარიძეს.
-პირობითზე გამიშვი, რამდენი ხნითაც გინდა!...-თითქოს ასე მარტივად წარმოუდგენიაო თავის დაძრომა.
-ორი წელი ნახევრად ღია დაწესებულებაში და ოთხი წელი პირობითი!...-მშვიდად წაუსისინა ქალმა და მისკენ მთელი სხეულით გადაიხარა, აქამდე უნდობლად გაჯგიმული...-მეტზე ნურც იოცნებებ!
-საპროცესო შეთანხმება მოიტანე პროკურორო!...-ბრაზმა წამოაყვირა და გაგულისებული მიაწვა სკამის საზურგეს.რამზან კადიროვმა იცოდა, რომ გაბრძოლებას აზრი აღარ ჰქონდა, პროკურორი დათმობაზე აღარ წავიდოდა.საქმე გაიხსნა, ოღონდ კაკანათში ერთის მაგივრად, რამდენიმე ჩიტი გაება.
ჰოლში მომავალ ანჯაფარიძეს უკან მოჰყვებოდა ნოე სახელაშვილი და მადლობას უხდიდა გაწეული დახმარებისთვის.წამიერად, როგორც კი რატი და დეპარტამენტის მთავარი გამომძიებელი წინ წასული დალადა, სესილი შემოუბრუნდა და ჩუმად წაუჩურჩულა."როდესმე მეც გავიჭედები და თქვენ დამეხმარებით ნოე!". ვალს ყოველთვის აბრუნებენ, ეს ახლადგამოჩეკილმა პროკურორებმაც კი მშვენივრად იციან.სესილი ანჯაფარიძემ კი იცოდა, როგორც იურისტი თავადაც ვალში იყო რევაზ ანჯაფარიძესთან, სიტუაციაში გამოძრომის ნათელი გზა რომ უჩვენა.
სააპელაციო სასამართლოსთან დაყენებულ ავტომობილებთან ჩამოდგნენ პროკურორი და სტაჟიორი, აქ მათი გზები იყოფოდა.უქმე დღეების მადლით არ მოუწევდათ პროკურატურაში მისვლა.რატის ხელმარჯვეობის და სხარტი გონების წყალობით შუამდგომლობა უკვე სასამართლოს კანცელარიაში ეგულებოდა და თან წამოღებულ დოკუმენტებს მოხვია ხელი, ფიცხელავამ რომ მიაწოდა.სახლში საპროცესო შეთანხმების წერა მოუწევდა და იმისდა მიუხედავად რომ იცოდა დღესვე დავასრულებო, რამზან კადიროვს მოუწევდა ეს ორი დღე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გაეტარებინა, ცოტა ჭკუაზე მოვიდოდა და კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა კანონთან შეჯახება რის ფასად უჯდებოდა.
-ტელეფონი სულ ჩართულია, დამირეკე თუ რამე დაგჭირდება...-აქედანვე აგულიანებდა ბიჭი, სახეწაშლილ და მოღვენთილ ქალს...-მე სულ აქა ვააარ...-მოუხმო თავის მასხარაობას, რომლის მოწმობის აღებითაც ემუქრებოდა უფროსი და სასაცილოდ გაეკრიჭა.
-სახლში წადი რატი და ამ შაბათ-კვირას მაინც დაისვენე ჩემგან...-ტუჩის კუთხე ჩაეტეხა სესილის, გუნების გამოკეთების მცდელობის დანახვისას და მხარზე მიელამუნა ხელისგულით...-რამზან კადიროვს როგორმე თავადაც მოვერევი.
-ისე, ჩვენში დარჩეს და დავით სონღულაშვილს არ აწყენდა შეჯანჯღარება...-ფრთხილად, მაგრამ მაინც ბრაზით ამოთქვა ბიჭმა.ფიცხელავამ იცოდა რომ მას შემდეგ, რაც წინა ჯერზე დაუსხლტდა ხელიდან ეს ნარკოტიკებით მოვაჭრე იდიოტი ქალს ხელიდან, მას შემდეგ იფიცებოდა პროკურორი ციხეში იმდენ ხანს გამოვკეტავ, დაავიწყდეს სხვა ცხოვრება თუ არსებობსო.
-დავით სონღულაშვილი ისე შეჯანჯღარდება, რომ კარგა ხანს ვერ მოვა გონს, გპირდები!...-წაისისინა და გონებაში გარბენილმა აზრმა ასრულების ყველაზე მტკივნეული გზა დასახა...-ლია დეიდა მომომიკითხე...-მიაძახა თავის მანქანასთან მისულას და ამით მიახვედრა ფეხს ნუღარ ითრევ, წადიო.
კიდევ ერთი საქმე გაიხსნა და დაიხურა, თანაც ისე რომ სასამართლომდე არ მისულა.სესილი ანჯაფარიძე სახლის კედლებს უბრუნდებოდა და ბაინდერებში მოქცეული ფურცლების გროვის მაგიერ, რომელზეც მთელი ღამე უნდა ემუშავა, კვირა დღეზე ფიქრობდა.მამამისის იუბილე კიდევ ერთხელ გახსნიდა დახურულ ჭრილობებს და უნებურად მოუწევდა არც თუ შორ წარსულთან შეჯახება. ეს კი მაინდამაინც სასიამოვნო შეგრძნება არ უნდა ყოფილიყო.
კისერთან შემოკეცილი პალტოს კიდეები თითქოს ოქტომბრის სუსხს ემუქრებოდა, მაგრამ თავის ქალამდე მიღწეული სიცივე უყინავდა ძვალ-რბილს.ლიფტიდან გამოსულმა საჩქაროდ მოიჩხრიკა ჯიბეები და გასაღებების აცმა ამოაძვრინა სიღრმიდან.სანამ თავად დასწვდებოდა საკეტს, მანამ გაიგონა ურდულის ხმა და შიშნარევად გახედა ჰოლის კუთხეში, განაპირა კართან ასვეტილ შავ ფიგურას, რომელიც მისკენ შემოტრიალებულიყო და ინტერესით ათვალიერებდა.
-დღეს ადრიანად დაბრუნდი...-ნაცნობმა ხმამ გადმოსძახა მეორე კუთხიდან და წამიერად ეჭვმა გაჰკრა ანჯაფარიძის დახშულ გონებას.
-შენ აკვირდები როდის ვბრუნდები?...-გამომწვევად ჩაეკითხა და უჩუმრად შეაცოცა გასაღები საკეტში...-ცნობარსაც ხომ არ აწარმოებ?...-კიდევ დაუსხა ცეცხლს ნავთი, მხოლოდ საკუთარ გონებაში.
-საინტერესო ხარ, მაგრამ იმდენადაც არა რომ ჭუჭრუტანასთან გავათენო შენი დაბრუნების დროის ჩასანიშნად...-მშვიდად, მაგრამ მაინც დამცინავად გადმოუქირქილა კაცმა.მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი ქალბატონს და ჩანასახობის სტადიაშივე ჩაუხშო თავმომწონეობის გაბრძოლება.
-ცუდად გამომივიდა...-თავი იმართლა შერცხვენილმა, მაგრამ მშვენივრად იცოდა სიტყვებს რომ ვერ წაიღებდა უკან.
-რთული დღე იყო?...-მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაეკითხა კაცი, არადა ტონს დაეტყო, რომ ერთი სული ჰქონდა სახლის ზღურბლისთვის გადაებიჯებინა.
-როგორც ყოველთვის...-ტონს რომ მიუხვდა მიმართულებას, თავადაც ნაძალადევად ამოთქვა და სანამ კონსტანტინე გაკადნიერდებოდა იმდენად, რომ ინტერესის არ ქონას კიდევ ერთხელ აუფრიალებდა ცხვირწინ, მანამ იხელთა დრო...-უნდა შევიდე, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ...-ესეც ასე, ოფიციალურობა დაბრუნდა და გაანალიზა, რომ ისე მიმართავდა შენობით ახლადგამოსულ მეზობელს, თითქოს ვიღაცამ დაუთქვა გაშინაურდიო.
მიხურულმა კარმა თან მოიტანა მბჟუტავი სინათლე და სახლის კედლებმა იგრძნეს მეპატრონის დაბრუნება.ჩანთის სიმძიმე აეკრო იატაკს და ერთდერთი რაც სესილი ანჯაფარიძეს პირველივე შესაძლებლობისთანავე გაუკრთა გონებაში, გათბობის ჩართვა იყო.
სანამ ტანსაცმლის მძიმე მატერია სათითაოდ ეწებებოდა აბაზანის კერამო-გრანიტს და ელექტრონულ ჩაიდანში წყალი იზიარებდა ცისფერი ნათების სითბოს, მანამ ტელევიზორიდან მოდიოდა ახალი ამბების ხმა.
ვერც კი იაზრებდა ანჯაფარიძის ქალბატონი რომ ცხოვრება დიდ გამოცდას უმზადებდა და ამჯერად ხელცარიელი, ზურგ გაუმაგრებელი ხვდებოდა შემოუთავაზებელი ომის ველს.



ოჰო, საინტერესოა!❤
მიყვარს ქალის ძლიერი პერსონაჟები, თან თუ პროკურორია❤
პირველი თავი საკმაოდ საინტერესოა. უკვე გამივნდე სიმოათია და ანტიოათიითაც გქნვეწყვე რამდენიმე გმირის მიმართ, მაგრამ ეს შემდეგ❤
ჯერ ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში და ვინ გაებმება კაკანათში❤
ბავშვობაში, ზამთარში, ბევრი ბეღურა და შაშვი მყავს ეგრე დაჭერილი და მერე გაშვებული❤

 


№2 სტუმარი ნეს

დაბრუნდა დილით დახვედრებული ახალი თავის კითხვის სიამოვნება.... სესა და კოსტა ❤️ ვნახოთ, ვნახოოთ როგორ ჩაუხლართავს ბედის ხლართებს ამ ორს ჩვენი ინტრიგანი მწერალი))) ცვატა იობიძე უკვე მიყვარს, შვილივით)))) დანარჩენს მოგახსენებ ნელნელა და თანდათან... მიხარიაააა შენი დაბრუნება, ველქამ ძეტკა ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

გამარჯობა,ისტორიასთან დაკავშირებით შენიშვნები არ მაქვს,მაგრამ ცოტათი არასასიამოვნო ფაქტობრივი უზუსტობაა დასაწყისშივე.
გადაუდებელი აუცილებლობით ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის ნებართვას ზედამხედვლეი პროკურორი არ გასცემს.
გადაუდებელი აუცილებლობისას საერთოდ არაა საჭირო თავდაპირველი ნებართვა,ადგილზე,გადაუდებელი აუცილებლობისას იღებს გადაწყვეტილებას თვითონ გამომძიებელი და შემდეგ აწვდის მტკიცებულებებს პროკურორს ,რომლემაც უნდა წარუდგინოს სასამართლოს / ან საერთოდ,თავიდანვე უნდა მიმართოს გამომძიებელმა პროკურორს და პროკურორმა სასამართლოს ნებართვის მისაღებად.აქ ზედამხედველი პროკურორი და დადგენილება არაფერ შუაშია.

 


№4  offline წევრი Qetatoo

სტუმარი მარი
გამარჯობა,ისტორიასთან დაკავშირებით შენიშვნები არ მაქვს,მაგრამ ცოტათი არასასიამოვნო ფაქტობრივი უზუსტობაა დასაწყისშივე.
გადაუდებელი აუცილებლობით ჩასატარებელი პირადი ჩხრეკის ნებართვას ზედამხედვლეი პროკურორი არ გასცემს.
გადაუდებელი აუცილებლობისას საერთოდ არაა საჭირო თავდაპირველი ნებართვა,ადგილზე,გადაუდებელი აუცილებლობისას იღებს გადაწყვეტილებას თვითონ გამომძიებელი და შემდეგ აწვდის მტკიცებულებებს პროკურორს ,რომლემაც უნდა წარუდგინოს სასამართლოს / ან საერთოდ,თავიდანვე უნდა მიმართოს გამომძიებელმა პროკურორს და პროკურორმა სასამართლოს ნებართვის მისაღებად.აქ ზედამხედველი პროკურორი და დადგენილება არაფერ შუაშია.


ვიცი ჩემო საყვარელო, ნებართვა არც გაუცია, უბრალოდ გამომძიებელმა რომლის საქმეებსაც ძირითადად სწორედ ეს პროკურორი იღებს, წინასწარ შეატყობინა სადაც მიდიოდა.თავადაც მიხვდებოდი რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა რამზან კადიროვზე ნადირობდნენ და კოლეგიალური ურთიერთპატივისცემის ფარგლებში გაცვალეს ინფორმაცია(ასე ხდება ფორმალურად, თორემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს, ისევე როგორც ბევრ რამეს :)

 


№5 სტუმარი one

chemi gogona mosula❤️
ra kargia qeto, rogorc yoveltvis sheneburad sasiamovnoa)
vfiqrob saintereso ambebi gvelodeba)
aq var, mogyvebi))

 


№6  offline წევრი OKI ME

ოო, როგორ განიხარდა ახალი ისტორიის დანახვა ❤️❤️ შენი ყველა ისტორია წაჯითხული მაქვს. შესაძლოა არ მაქვს კომენტარი გაკეთებული თუმცა ყველა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულად მაინც წინა ისტორია ❤️ ალუბლის სიტკბო ❤️❤️

ახლა წავედი, წავიკითხო ❤️ ვერ მოვითმინე მანამდე რომ არ დამეწერა :დდ თუმცა წაკითხვის შემდეგაც დავბრუნდები კომენტარით აუცილებლად :დდდ

 


№7  offline წევრი Qetatoo

Megioki
ოო, როგორ განიხარდა ახალი ისტორიის დანახვა ❤️❤️ შენი ყველა ისტორია წაჯითხული მაქვს. შესაძლოა არ მაქვს კომენტარი გაკეთებული თუმცა ყველა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულად მაინც წინა ისტორია ❤️ ალუბლის სიტკბო ❤️❤️

ახლა წავედი, წავიკითხო ❤️ ვერ მოვითმინე მანამდე რომ არ დამეწერა :დდ თუმცა წაკითხვის შემდეგაც დავბრუნდები კომენტარით აუცილებლად :დდდ


აუუ როგორ გამეხარდა ^_^ ველი იცოდე შენს შთაბეჭდილებებს და მოლოდინებს მოუთმენლად...აღარ დამეკარგო <3

 


№8 სტუმარი სტუმარი sofi

ძალიან გადაიკარგე, არადა როგორ გელოდები, ხშირად ვამოწმებ შენს გვერდს იქნებ რაიმე სიახლე იყოსთქო, მაგრამ არ ჩანხარ სამწუხაროდ, გამეხარდება თუ კიდევ ვიხიავ რაიმე ისტორიას შენგან

 


№9 სტუმარი სტუმარი კატო

შენს წინა ისტორიასაც ვკითხულობდი და ველოდებოდი ძალიან, მომწონხარ, და თუ არ მიწყენ, ჩემს აზრს გეტყვი. ისეთ ყოფით საკითხებს, როგორც ჩაიდნით წყლის ადუღება, ტორშერის ანთება და მაკიაჟის გაკეთებაა, არ უხდება ასეთი რთული ენა. ლამაზი და კარგია, როცა ადამიანის ემოციის გამოხატვას ეხება და განსაკუთრებულადაც გამოგდის მაგრამ, აქ მგონი მეტისმეტი მოგივიდა.

 


№10  offline წევრი Qetatoo

სტუმარი კატო
შენს წინა ისტორიასაც ვკითხულობდი და ველოდებოდი ძალიან, მომწონხარ, და თუ არ მიწყენ, ჩემს აზრს გეტყვი. ისეთ ყოფით საკითხებს, როგორც ჩაიდნით წყლის ადუღება, ტორშერის ანთება და მაკიაჟის გაკეთებაა, არ უხდება ასეთი რთული ენა. ლამაზი და კარგია, როცა ადამიანის ემოციის გამოხატვას ეხება და განსაკუთრებულადაც გამოგდის მაგრამ, აქ მგონი მეტისმეტი მოგივიდა.


არა, მკითხველისგან ნებისმიერი აზრის მოსმენა დიდი სიამოვნებაა ჩემთვის და არასდროს მეწყინება.
უბრალოდ იქნებ რჩევა მომცე როგორ მოვიტანო მკითხველამდე ჩვეულებრივი პროკურორის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც ზუსტად იგივენაირად იწყება, როგორც მთავრდება და მხოლოდ სამსახურეობრივ მოვალეობას მოიცავს.პირველი თავით როგორ მიმეხვედრებინეთ სხვანაირად, რომ სესილი ანჯაფარიძის ცხოვრებაში ყველაფერი დუნედ მიედინება და ერთადერთი რაც გააჩნია წვრილმანებით ტკბობაა სამსახურში წასვლამდე და მოსვლის შემდეგ, სანამ გარდამტეხი წამი არ დაუდგება.^_^

 


№11  offline წევრი Life is beautiful

ძალიან კარგია. ენაწყლიანობაც ძალიან მომწონს, არც გადაზედმეტებულია. ზოგადად დამღლელია "ჰიპერბოლა" ჩემთვის, მაგრამ აქ მსგავსი არაფერი მიგრძვნია. პირიქით უფრო აღვიძება შეგრძნებებს.
წარმატებები.

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენა

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
როდის დადებ, სულმოუთქმელად ველოდები

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

პიირველად წავიკითხე და მომეწონა ძალიან ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ელენა

ხომ ყველაფერი რიგზე ახლა თავებს რომ აღარ დებ? ❤️

 


№15 სტუმარი one

sad aris chveni gogona?))
motminebit rom velodi akhals, ahha morcha motmineba)))
modi ukve, khom ici gelodebi❤️

 


№16 სტუმარი one

sad vedzebo chemi gogona))))
imedi maqvs kargad khar qeto))

 


№17  offline წევრი Qetatoo

one
sad vedzebo chemi gogona))))
imedi maqvs kargad khar qeto))

დიდი შემართებით დავიწყე წერა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერანაირად ვერ ვახერხებ გაგრძელებას.ძალიან მინდოდა,თუმცა ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერ შევძლებ.(ძალიან მიყვარხარ ჩემო განსაკუთრებულო)

 


№18 სტუმარი one

chemtvis mtavaria rom kargad khar, danarchens moevleba)))
bednieri weli qetato❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent