შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავღანელი ტალუ თავი 5


10-12-2021, 21:53
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 1 027

- მოკლედ ასეა თუ შენ ცოლად გამომყვები მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ჭაობიდან ამოგიყვანო. საუბარი უკვე ნომერში ასულებმა გავაგრძელეთ. ვცადეთ ნომერში ისე ავსულიყავით, რომ მე არავის დავენახე ეს ბევრ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა.
- კარგი, მაგრამ რაში გჭირდება ჩემი ცოლად მოყვანა? ვკითხე გაკვირვებულმა.
- მოდი ასე ვთქვათ მეც შენსავით ძალადობის მსხვერპლი ვარ, თუმცა არაა ფიზიკურის.
- ეგ, როგორ?
- მე ბაბუა მყავს, რომელიც გავლენიანი ბიზნესმენია ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან აიღო ჩემზე პასუხისმგებლობა და მან გამზარდა. საუკეთესო სკოლასა და უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ვერ გამოვდექი ისეთი შვილიშვილი, როგორიც მას უნდოდა და სჭირდებოდა ახლა კი ცდილობს მომაყვანინოს ცოლად გოგო, რომელიც ჩემში არანაირ გრძნობას არ აღძრავს.
- დანიშნული ხარ? ვიკითხე გაოცებულმა.
- იძულებით ის გოგო ბაბუას მეგობრის შვილიშვილია და ის ფიქრობს, რომ ჩემთვის შესაფერისია.
- შენ თქვი, რომ ის გოგო შენში არანაირ გრძნობას არ იწვევს და ამიტომ არ გინდა მისი ცოლად მოყვანა, მაგრამ მეც ხომ ასე ვარ მე საერთოდ არ მიცნობ და მე რატომ უნდა მომიყვანო ცოლად?
- იმიტომ, რომ მინდა ბაბუას დავანახო ეს სამყარო მის ირგვლივ არ ბრუნავს და მეც შემიძლია მის წინააღმდეგ წასვლა და, რომ მეც ვიღებ გადაწყვეტილებებს მის გარეშე, თანაც ასეთ სერიოზულს ის ვერ მაიძულებს იმ ადამიანზე ქორწინებას ვიზეც არ მინდა.
- არადა ახლა ის ზუსტად ამას აკეთებს. ქორწინებას სთავაზობ გოგოს, რომელიც 30 წუთის წინ ნახე.
- თუმცა ეს ჩემი არჩევანია და არა მისი.
- მე დაგთანხმდები ამ წინადადებაზე ოღონდ არა იმიტომ, რომ ერთი თვე გარეთ მეძინა და ძალიან მშია არამედ იმიტომ, რომ ჩემი ღირსება უკვე შელახულია და ქორწინებით ამ ლაქას ჩამოვირეცხავ.
- ეს არ იქნება ჩვაულებრივი ქორწინება. მითხრა ბიჭმა მორიდებით.
- აბაა?
- მხოლოდ ფორმალური.
- ეს, როგორ?
- ანუ მხოლოდ ხალხს ეცოდინება, რომ ცოლ-ქმარი ვართ სხვა არაფერი იქნება ჩვენს შორის მსგავსი.
- ჩვენ ერთად არ დავიძინებთ?
- არა, რა თქმა უნდა.
- მაშინ ეს რანაირი ქორწინებაა? გაკვირვებული ვიყავი და ვერაფერს ვიგებდით.
- ჩვენ უბრალოდ უნდა ვითამაშოთ, რომ ცოლ-ქმარი ვართ. ხალხს დავანახოთ, მაგრამ, როგორც კი მარტო დავრჩებით გვექნება დისტანციური ურთიერთობა.
- ერთად არ ვიცხოვრებთ?
- კი, ერთად უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სხვადასხვა ოთახებში. ახლა გაიგე?
- გავიგე.
- პირველი რაც უნდა გააკეთო ეს ბანაობაა, სანამ შენ დაიბან და შეჭამ მე წავალ ქორწინების ბეჭდებს ვიყიდი.
- ეს, როდის უნდა მოხდეს?
- არ ვიცი ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ 1 თვეში მანამდე მინდა ერთმანეთი კარგად გავიცნოთ, რომ ვინმემ რამეში ეჭვი არ შეიტანოს მანამდე კი ბაბუას ვეტყვი დასასვენებლად ვიყავით.

1 თვის შემდეგ

ორი დღის წინ მე და ჰარიმ ხელი მოვაწერეთ ეს იყო ყველაზე არეული დღე ჩემს ცხოვრებაში თან თითქოს სიხარულით სავსე და თანაც რაღაც ნაღვლიანი მეგონა, რომ ამ დღის გატარება აუცილებლად ალექსთან მომიწევდა, მაგრამ ჰარი კარგი ადამიანია ის მეგობარია, რომელიც არასდროს მყოლია. ის არის პიროვნება ვისაც შემიძლია ყველაფერი მოვუყვე და ვენდო ვიცი, რომ ის ამისთვის არ დამსჯის და პირიქით გვერდში დამიდგება.
- აბაა? მზად ხარ? მეკითხება ჰარი.
- არ ვიცი ცოტა მეშინია. ვეუბნები სიცილით.
- ცოტა მეც მეშინია. მეუბნება და თავით მანიშნებს, რომ წასვლის დროა.
მანქანა ლამაზი სახლის წინ ჩერდება სახლს წინ დიდი და ლამაზი კიბეები აქვს სწორედ ამ კიბეებზე მივაბიჯებთ, რამოდენიმე წამში და მალევე დიდ სახლის შიგნით ვხვდებით. აქაურობას ეტყობა, რომ აქ ნამდვილად მდიდარი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ჭერზე ბრჭყვიალა ჭაღი კიდია ალბათ ძალიან ძვირიანი ჩემმა ისტორიამ საშინელებათა ჟანრიდან ზღაპრულში გადაინაცვლა. ჰარი ხელს ხელზე მკიდებს და მისაღები ოთახისკენ მივყავარ საიდანაც საუბრის ხმა მოდის. იქ შესულებს, რამოდენიმე ადამიანის გაკვირვებული მზერა გვხვდება.
- აი, ჰარიც მოსულა. ამბობს ასაკიანი კაცი და ფეხზე დგება.
- როგორ ხარ ბაბუა? ჰარი და კაცი ერთმანეთს ეხვევიან.
- ახლა როცა ჩემი შვილიშვილი დავინახე ბევრად უკეთ.
- მისტერ ედვარდს თქვენ, როგორ ხართ? ჰარი ახლა ტყავის დივანზე მჯდომ კაცს ეკითხება.
- კარგად, ჰარი თავად? ისე წახვედი სამოგზაუროდ არც ბაბუა და არც ლენი არ გაგიფრთხილებია. ახლაღა ვხვდები, რომ გოგონა, რომელიც კაცის გვერდით ზის ჰარის საცოლეა ხოლო შუახნის ქალი მისი დედა.
- დიახ, მაპატიეთ.
- არ გაგვაცნობ გოგონას, რომელიც თან გახლავს თან ჰარის ბაბუა ჩემს ბეჭედს უყურებს.
- დავჯდეთ, სწორედ ამაზე მინდოდა თქვენთან ლაპარაკი. ამბობს ჰარი და ხელით მაგიდისკენ ანიშნებს.
- შენი სახელი გოგონა? მეკითხება ჰარის ბაბუა.
- ტალუ. ვცდილობ შიში არ შევიმჩნიო.
- უცნაური სახელია არ მსმენია ამბობს ლენი.
- დიახ.
- ინგლისელი ხარ?
- არაა, ის ავღანელია. ჰარი ჩემს მაგივრად სცემს პასუხს და ხელს ისევ ხელზე მკიდებს.
- აბაა, მოგვიყევი როგორ ჩაიარა დასვენებამ და თან შენი მეგობარი გაგვაცანი. სუფრაზე მსხდომი ყველა ადამიანი ხვდება, რომ ჰარის იქ მეგობრის სტატუსით არ მიუყვანივარ, მაგრამ ალბათ არც იმ სტატუს ელოდებიან რითაც აქ მოვედი. დაბალი გოგონა ირონიული სახით მიყურებს თითქოს მეუბნება არ მაინტერესებს ვინ ხარ ჰარი ბოლოს მაინც ჩემი იქნებაო.
- ბაბუა, მოგზაურობამ კარგად ჩაიარაა იმდენად კარგად, რომ ცოლის მოყვანა გადავწყვიტე.
- რას ამბობ? ბაბუა სიმშვიდეს ინარჩუნებს.
- ჰო, ასეა მე და ტალუმ ვიქორწინეთ. ამბობს ჰარი და თან სახეზე ღიმილი დასთამაშებს.
- ეს რას ნიშნავს ჰარი? ახლა ლაპარაკში ლენის დედა ერთვება.
- დიახ, ასეა. ძალებს ვიკრებ და ვპასუხობ ქალს თან ხელს მაღლა ვწევ, რომ ბეჭედი დაინახონ.
- ეს ხომ ბებიას ბეჭედია ჰარი. ამბობს ჰარის ბაბუა.
- ასეა, შენ ხომ მითხარი ის შენმა ცოლმა უნდა ატაროსო და ტალუ ამ ბეჭედს ატარებს.
- შენი ცოლი არა ეს ტყიდან ჩამოსული გოგონა არამედ ლენი უნდა გამხდარიყო. პასუხობს ლენის მამა.
- მის ედვარდს არ მინდა თქვენთან ურთიერთობის გაფუჭება და გთხოვთ დაფიქრდით რას ამბობთ.
- ტყუილია რამე? ახლა ქალი აგრძელებს. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ და ხმას არ ვიღებ.
- შენ რას ფიქრობდი? საერთოდ არ დაგაინტერესა ვის მიყვებოდი ცოლად? ის მაინც გაგერკვია, რომ საცოლე ჰყავდა. მე მკითხა ლენმა და ამ ყველაფერში მთელი თავისი აგრესია ჩადო.
- მე… ჰარიმ გამაწყვეტინა.
- მისი ბრალი არაფერი არ არის ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვიქორწინეთ.
- ედი, მარია გთხოვთ ლინა წაიყვანეთ და ყველაფერს გავარკვევ. ჰარის ბაბუა სტუმრებს ეუბნება.
- ბატონო ჯეიმს თქვენ იცით ჩვენი პატივისცემა თქვენს მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი გაუგებრობა მოხდა.
- დიახ, მესმის. თითქოს კაცს სიტყვები აღარ აქვს. სტუმრები, მალევე ტოვებენ ოთახს და მოხუცი კაცი ჰარისთან ლაპარაკს მშვიდად იწყებს.
- რაც ახლა შენ გააკეთე ეს უპასუხისმგებლობაა.
- მე, მისთვის არასდროს მითქვამს ცოლად მოვიყვანთქო.
- მე, ამაზე არ გელაპარაკები.
- აბაა?
- ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემს გასაბრაზებად მიიღე, მაგრამ ეს უდანაშაულო გოგონა რატომ გარიე ამ საქმეში?
- ეს ასე არ არის. ჰარი თითქოს დაიბნა.
- გინდოდა, რომ ჩემთვის დაგემტკიცებინა სათამაში არ ხარ და თავადაც შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება. ჰარიმ პასუხი არ გასცა ამიტომ ლაპარაკში მე ჩავერთე.
- მე და ჰარი დიდი ხანი არ არის რაც ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა ამ მცირე ხანმაც დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვესმის და ერთმანეთთან თავს კარგად ვგრძნობთ, დიახ, მან მითხრა რომ ის დანიშნული იყო და, რომ მის ცხოვრებაში სხვა გოგო იყო მე კი მას დრო მივეცი დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად მან კი თქვენც ხედავთ მე ამირჩია. კაცი, რამოდენიმე წამი გაჩუმდა შემდეგ კი მითხრა.
- და შენ იცოდი ვის ბეჭედს იკეთებდი თითზე და ვისი გვარის ტარება მოგიწევდა?
- დიახ, და მგონია ამას ღირსეულად შევძლებ.
- მაშინ მზად იყავი, როგორ მოგაპყრობს მსოფლიო მზერას არაფერი დაგრჩება პირადული და ინტიმური რასაც არ ამოქექავენ და სახეზე არ აგაფარებენ პირდაპირ.
- შენ თავად აირჩიე ჩემი შვილიშვილის მსხვერპლი გამხდარიყავი. მითხრა და ოთახიდან გავიდა მისმა სიტყვებმა ჩემში ნაცნობი შიშის გრძნობა გამოაღვიძა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

თანდათან საინტერესო ხდება.მომწონს ძალიან,.კარგად ავითრებ მოვლენებს.

 


№2 სტუმარი tiko

ყოველდღე ვნახულობ.როდის დადებთ შემდეგ თავს????

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

საინტერესოა ძალიან მაგრამ ძალიან ზალიან გვიან დენ (((

 


№4  offline წევრი nini :)

შემდეგ თავს იმედია მალე დადებთ, მართლაც ძალიან საინტერესოა. განა ამ ბიჭს რა აქვს ასეთი რომ ბაბუამისი ასე საუბრობს

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

მოკვდი ლოდინით აღარ დებბ ??? ხომშვიდობა გაქვს?

 


№6  offline წევრი Tamanaziechi

tiko
ყოველდღე ვნახულობ.როდის დადებთ შემდეგ თავს????

Gavagrdzelo?

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

კარგიი რაა ამდენი ხანი ველოდები :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent