შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება ( თავი 4 )


14-12-2021, 04:55
ავტორი ესტრეია
ნანახია 10 509

მთელი ღამე ფილმების ყურებაში გაათენეს, 6 ისკენ კი ორივეს გათიშულებს ეძინათ. დილით 10 საათზე გიორგის მაღვიძარამ დარეკა რამაც მათი გაღვიძება და ანას გაბრაზება გამოიწვია.
- აუ მეძინებაა - ამოიზმუილა ანამ.
- მეც მაგრამ თბილისში პირველ საათზე უნდა ვიყოთ, გამოცდა გაქვს. - ძილისგან უფრო დაბოხებული ხმით თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. - მიდი ანა ადექი, გამოცდის დაწერის შემდეგ სახლში მივალთ გამოსაძინებლად. - გიორგიმ გუშინ დატოვებული თეფშები აალაგა ამორეცხა და ისევ მძინარე ანას დაადგა თავზე. ისე მშვიდათ ეძინა რომ გაღვიძებისთვის შეეცოდა. გიორგიმ ხელში აიყვანა და მანქანის უკანა სავარძელზე ფრთხილად დააწვინა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა ანას შემხედვარემ და მოშიშვლებულ ფეხებზე თბილი გადასაფარებელი გადააფარა. უკვე საათი თორმეტს უჩვენებდა, გიორგიმ მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა და ანას გახედა რომელსაც არც კი უგვრძნია საათნახევრიანი მგზავრობა.
- ანაა! გაიღვიძე მოვედით!
- მმმ
- ანაა! - ხმას აუწია გიორგიმ.
- კაი ხო ვდგებიი... - ამოიზმუილა ანამ.
- თბილისში ვართ უკვე.
- მართლა? - თავი წამოყო ანამ
- კი, აი ლილეც მოდის, წესიერი ტანსაცმელი მოგიტანა. - თქვა გიორგიმ და ანამაც გაღიმებული ლილესკენ გაიხედა.
- აი აიღე, მერე ყველაფერს მომიყვები. - თქვა ლილემ მანქანაში ჩაჯდობისთანავე. - აქვე კაფეში შევიდეთ, იქ გამოიცვლი. - დაამატა და მანქნიდან გადავიდა. უკან მიყვნენ ლილეს ანაც და გიორგიც. კაფეში შევიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ.
- კარგი, წავედი მე ჩავიცმევ. - ფეხზე წამოდგა ანა და ლილეს მიცემული ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა.
- ანა, რას შეჭამ - მენიუდან თავის აუწევლად ჰკითხა გიორგიმ.
- არ მშია.
- გუშინ ცოტა მაკარონი შეჭამე, დილითაც არ გისაუზმია, 40 წუთში გამოცდა გაქვს, რამე მაინც ჭამე. - გიორგის მზრუნველობაზე ანაც და ლილეც გაკვირვებულნი დარჩნენ.
- ორივეს ყავა და შოკოლადის ნამცხვარი გვინდა. - უცებ თქვა ლილემ, ანას ხელი ჩაავლო და საჭირო ოთახში გაიყვანა.
- ამას რა ეტაკა? გისმენ აბაა რა მოხდა გუშინ. - მომლოდინე სახით მიაჩერდა ლილე ანას.
- რას მისმენ, მოსაყოლი არც არაფერი არაა. - თვალი აარიდა ლილეს და მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო.
- რაც კლუბში მოხდა ეგ ვიცი, ვინც გადაარჩინე ის გოგო ჩემი მეგობარია. შენით გაოცებულია. მთელი ღამე მიყვებოდა ტელეფონით თუ როგორ გადაარჩინე და მერე გიორგიმ როგორ გადაგარჩინა. აი მაგის მერე რა მოხდა ეგ მაინტერესებს ზუსტად. - აფორიაქებული ჩანდა ლილე. - მიდი რა მომიყევი. სხვათაშორის გუშინ მანანას კლანჭებიდან მე გიხსენი. - კნუტის თვალებით შეხედა ლილემ.
- რომ გავიღვიძე კახეთში ვიყავით. იცი შენი ძმა ხანდახან არც ისე ვირია. - კახეთის გახსენებაზე თავისთვის ჩაეღიმა ანას.
- ხოო, ვერ იტანს მოძალადე კაცებს, აგრესიულიც არის, ზოგჯერ უბრალოდ თავს ვერ აკონტროლებს. ბავშობაშიც სულ ჩხუბობდა, დედა რომ დაიჭირეს ბრაზს სხვებზე ანთხევდა. - წარსულის გახსენების თანავე სახე დაუსევდიანდა ლილეს.
- მაინტერესებს ადრე რა ხდებოდა, სახლში რო მივალთ გავაგრძელოთ. აბაა როგორია? - ლილეს მოტანილ ტანსაცმელში გამოწყბილი სარკეში იყურებოდა და თან ლილეს რეაქციას უყურებდა. კაბა პირველად ეცვა ამდენი წლის მანძილზე და თავს ცოტა არაკომფორტულად გრძნობდა მაგრამ მაინც მოსწონდ.
- ძაან გიხდება მართლა აი ულამაზესი ხარ. ეს ტანსაცმელი მანანამ გიყიდა თქვა რომ ღია ფერები არ გიყვარს არც კაბას იცმევ მაგრამ მაინც გიყიდა, ასე თქვა ეგ გრძელი და ლამაზი ფეხები ცოდოა დამალვისთვისო. - ლილე მოწონებას არ მალავდა. - ძაან მომწონს, რა ლამაზი ტანი გაქვს რამე დიეტაზე ხარ?
- არა უბრალოდ ვერ ვსუქდები რაც არ უნდა გავაკეთო.
- ეჰ, გაგიმართლა, მე წონის შესანარჩუნებლად კვირაში საათობით მიწევს ვარჯიში.
- კარგი ტანი გაქვს, სავსე და სპორტული, მე ადრე ფიცარს მეძახდნენ ასეთი სიგამხდრის გამო - ანას არ ესიამოვნა წარსულის გახსენება. - კაი დაიკიდე, წავიდეთ თორემ შენი ძმა აქ შემოგვივარდება. - ანამ თავისი ნივთები მოკრიფა და საჭირო ოთახიდან გავიდნენ. გიორგის მაგიდასთან სამ გოგოს დაეკავებინათ ადგილი და ისე იტყლარწებოდნენ რომ შორიდანაც გააღიზიანებდა ადამიანს. გიორგი კი ტელეფონში იყო ჩაფლული და მგონი არც კი უსმენდა.
- როგორც ჩანს სტუმრები გვყავს. - ანამ გადასჩურჩულა ლილეს და მაგიდისკენ დაიძრნენ.
- ვაიმე ამათი ატანა თუ მოგვიწეს 20 წუთზე მეტი დამიჯერე საგიჟეთში ვიქნებით წასაყვანი. მოკლედ ის ქერა გიორგის გვერდით რომ დასკუპდა ნატაა. გიორგის ლამის ხელს სთხოვს ისეა გადარეული. ეგ ორი გოგო მაგის "კუდები" არიან, ყოველთვის ერთად არიან და ყველაზე მთავარი, ჩანთიდან თუ საღეჭ რეზინას ამოიღებს ამის გაწელვა მერე ნახე. ადრე სულ დამცინოდნენ ყველას თანდასწრებით, ცდილობდნენ ყოველი დღე გაემწარებინათ და არა მარტო მე, არამედ ყვერა უმცროს კურსელებს, მაგრამ რომ გაიგეს რომ გიორგის და ვარ მე და ჩემს მეგობრებს ლამის ფეხები დაგვიკოცნეს, ამათ გამო ვიღაცეებს ლეზბიანები ვეგონეთ. თითქმის სულ უნივერსიტეტის კაფეში არიან, ამიტომ მოვედით აქ რომ ესენი არ გვენახა მაგრამ... ეტყობა გიორგის სუნი იგრძნო და ყნოსვით მოაგნო. - ლილეს ლაპარაკზე ანა სიცილს ვერ იკავებდა მაგრამ მაინც ნერვები ეშლებოდა ამ გოგოზე გიორგისთან ასე ახლოს რომ იჯდა. ლილე ისეთი საყვარელი იყო როცა თვალებს ატრიალებდა რომ ანასაც კი ამხიარულებდა. მაგიდასთან მივიდნენ თუ არა ნატას სახე სრულიად შეიცვალა, ანა თავიდან ფეხებამდე აათვალიერ ჩაათვალიერა და ისეთი როჟა დაკერა თითქოს ანას გარეგნობაზე იჭყანებოდა, გოგოებს რაღაც ანიშნა და სამივეს სწერვა სიცილიც მოჰყვა.
- რა გჭირს ბოტოქსი გაგიფუჭდაა? სახეს ეგრე რატო კერავ ცხენს გავხარ. - სახე დაჭყანა ანამ. მის ნათქვამზე გოგო გაწითლდა და გალურჯდა ლამის ანას თმაში ჩაევლო ხელი და ეთრია მაგრამ როგორც თვითონ ამბობს "ხელებს ნაგავში არ ისვრის". "ბოდიშით ცხენებო ეს არსება თქვენ რომ შეგადარეთ " გაიფიქრა ანამ გულში. ანას ხმის გაგონებაზე თავი ამოყო გიორგიმ და მის დანახვასე თავისდაუნებურად ჩაეღიმა.
- არა უბრალოდ რაღაც არასასიამოვნო მომხვდა თვალში. - ერთი ყალბად გაუღიმა ქერამ და თვალი აარიდა.
- კაბა გიხდება. - გიორგის ბოხმა ხმამ გაიჟღერა ოთახში, ანას უცნაურად ესიამოვნა მისი კომპლიმენტი . გიორგის ნათქვამმა ნატა ნამდვილად გააბრაზა. მიმტანი მალევე მივიდა შეკვეთილი 2 ნამცხვარი ,ორი ყავა და გიორგისთვის 1 ცივი ლუდი მოიტანა. ლილე უკვე იჯდა მაგრამ ანა ნატას ედგა თავზე რადგან მისი ადგილზე იჯდა ნატა და მისი ყავა და ნამცხვარიც მანდ დაუდეს.
- ეს ჩემი ადგილია - მშვიდათ უთხრა ანამ და დაელოდა როდის ადგებოდა გოგო მაგრამ გიორგის გვერდით ჯდომის ნეტარებას ვერ თმობდა. აიღო ანას ყავა და ნამცხვარი და თავისი დაქალების გვერდით ცარიელ ადგილზე დადო.
- შეგიძლია მანდ დაჯდე? არ ვარ სხვა ადგილს მიჩვეული. - გაინაზა გოგო.
- ნუ ეხა შენ თუ არ ხარ მიჩვეული როგორ შეგაწუხებ. - ნატას მოგებული ღიმილი დააიგნორა და გიორგის დაადგა თავზე.
- გიორგი მიდი დამსვი და ის ადგილი რაც ამ ქერამ გამომიყო შეგიძლია შენ დაიკავო. - გიორგი წამოდგა და ანა დასვა, მოგებული ღიმილით მიუჯდა გვერდზე ნატას და ლილეს რომელიც ფხუკუნებდა თვალი ჩაუკრა. ანამ თავისი ყავა და ნამცხვარი წინ დაიდო და წინ მჯდარ გოგონებს ზედმეტად ყალბი ღიმილი მიუგდო.
- აბაა გოგოებო რა მოხდა მეტი ადგილი ვერ იპოვეთ გიორგის რომ არ დაჯდომოდით თავზე? - 3 ივე გოგო გაწითლდა სიბრაზისგან, ლილემ ფხუკუნი ვეღარ შეიკავა, ანას ისეთი სახე ქონდა თითქოს ისეთი არაფერი არ უთქვამს, მშვიდათ წრუპავდა ყავას. გიორგი კი არ ელოდა და გაკვირვებულმა ამოყო თავი.
- ვაიმე რა ხუმარა ხარ. -თავის უხერხული სიტუაციიდან დახსნა სცადა ერთერთმა მათგანმა. ვითომ ხუმრობაზე გაიცინა და მეორეც აიყოლა.
- საერთოდ არ მიხუმრია. - ამის თქმაზე უხეხული სიჩუმე ჩამოწვა სიცილი სახეზე შეახმათ გოგოებს და ანას თვალებით ჭამა დაუწყეს. ანა კი მათ უღიმოდა და არაფერს არ ამბობდა.
- ლილე საყვარელო, შენ როგორ ხარ? - უხერხული ღიმილით ჰკითხა ნატამ.
- მშვენივრად, მითუმეტეს იმის მერე რაც ანა ჩვენთან გადმოვიდა, უფრო ვერთობით. - ოო ლილე ეძახეთ და ნატა ამის გაგონებაზე კინაღამ აფეთქდა სიბრაზისგან .
- თქვენთან რატომ ცხოვრობს? თავისი სახლი არ აქვს? - კბილებში გამოცრა ნატამ.
- მანანამ თქვა რომ მათი სახლი ჩემი სახლიცაა ამიტომ , კი მაქვს, ახლა სადაც ვცხოვრობ ეგაა ჩემი სახლი. - ანამ აუღელვებლად, მშვიდი ღიმილით მიუგო.
- ხო მანანა დეიდა ყველას ასე კეთილად ექცევა. - თავი დაიმშვიდა ნატამ.
- მე ყველა არ ვარ. - ისევ ირონიული ღიმილით მიუგო ანამ.
- ეს ტატუები ნამდვილია? - ერთერთმა გოგომ კითხა რედესაც მაისურის მკლავი აიწია ზედმეტი სიგრძის გამო.
- რათქმაუნდა ნამდვილი იქნება, აბა ნაკლეიკებს ხო არ დაიწებებდა. მე დედაჩემი ოცამდე არ მაკეთებინებდა ტატუს. - უპასუხა მეორემ.
- 15 ის ვიყავი პირველი ტატუ რომ გავიკეთე. - სერიოზული სახით უთხრა ანამ.
- ვაა რა მაგარია შენი მშობლები ყველაფრის უფლებას რომ გაძლევენ. - ამ სიტყვებზე ანას სახე დაუსერიოზულდა. ნატამ ცალი წარბი აუწია რა დაქალობანა გამიმართეთო და გოგოებს სახეც მაშინვე გაუუჟმურდათ.
- ისე რა წვრილი ხარ სახლში საჭმელი არ გაქვს? - დამცინავი სახით გახედა გოგომ ანას.
- როგორც ვატყობ შენ გაქვს ბევრი საჭმელი. - ანამ გაუღიმა და ფეხზე წამოდგა, გოგოს სახე აელეწა ანას სიტყვებზე. ლილე და გიორგიც უკან მიყვნენ ანას.
- გიო შენ დარჩი ვილაპარაკოთ. - სანამ წავიდოდა გიორგი მანამდე დააწია სიტყვები ნატამ. ანა გაჩერდა და გიორგის ანიშნა გვაგვიანდებაო.
- მერე იყოს, ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. - უცებ თქვა და გოგოებს დაეწია.
- ღმერთო ჩემო, კინაღამ დავიხრჩვი, ასეთი პირდაპირობა ჯერ არ მინახავს. - კისკისით თქვა ლილემ. - ვგიჟდები შენზე ანა.
- რომ არ ვიცოდე როგორი ქაჯიც ხარ ვიფიქრებდი რომ ეჭვიანობ. - უკან ჩამორჩენილმა გიორგიმ უჩურჩულა ყურში,ყელზე ცხვირის წვერი გაუხახუნა გაიღიმა და თავის დას დაეწია. გაჩუმდა და სიარულიც კი დაავიწყდა. ისეთი შეგრძნება დაუტოვა რაც არასდროს არ უგრძნია აქამდე, ეკლებმა დააყარა და ამ დეკემბრის თვეს ისე დაცხა ანასთვის რომ სახეზე ცეცხლი წაეკიდა.
- ანა არ მოდიხარ? - შუა ქუჩაში გათიშულს ელეს ხმამ გამოაფხიზლა, მაშინვე დაიჭირა გიორგის ღიმილი და ისეთი მზერა ესროლა რომ ადამიანს ჩვეულებრივად მოკლავდა. უნივერსიტეტში შევიდნენ თუ არა გიორგი თავის საძმაკაცოს შეუერთდა და თავის ლექციაზე წავიდნენ.
- ეს ანა იყო? აქ ისწავლის? - იკითხა ერთერთმა და გიორგის პასუხს დაელოდა.
- კი, ეგ ნაბი*ვარი ნახეთ? - სერიოზული სახით იკითხა გიორგიმ.
- რომელი, ნიკა?
- ხო
- ვერა ბიჭო სახლიდან არ გამოსულა ეგ პრო*ი და სახლში ქალები და ბავები არიან ხო არ შევუვარდებოდით.
- ფუ რა *ლეა ტიპი. - კბილებს შორის გაცრა გიორგიმ.
- ოხ ახალი ამბავი, პირველად რომ არ გეპატიებინა და მიგვეხედა სათანადოდ ეგრე პრო*ულად აღარ მოიქცეოდა. - თქვა ერთერთმა ძმაკაცმა.
- კაი დაიკიდე, მაგი მაინც აირტყამს. - მშვიდად თქვა გიორგიმ.


- მიდი ანა შენ ეს შეგიძლია. - ტესტამდე 5 წუთით ადრე ამხნევებდა ლილე ანას.



ისტორიის თავები 22 ის შემდეგ უფრო ხშირად დაიდება.



№1 სტუმარი ანისია

ღმერთოო ჩემო რა როჟა? რა როჟა? თქვენ რომ წერთ მოგწონთ მსგავსი სიტყვები? "როჟა დაკერა" რაუბედურებაა?? ან "მაგი მაინც ააირტყამს"?? მე გირჩევთ, რომ ან კარგად დააქორექტირო ნაწერი, ან შეეშვათ ამეტაპზე წერას და კარგად ისწავლოთ მართლწერის საკითხები

 


№2 სტუმარი Nnn

Shecdomznis miuxedavad wera ar shewyvito , amit uket daxvewav . Momwons sheni istoria❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Elena

აღარ იდება მომდევნო თავი?

 


№4  offline წევრი ესტრეია

სტუმარი Elena
აღარ იდება მომდევნო თავი?

ვცადე მაგრამ არ იდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent