შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (თავი3)


11-12-2021, 09:54
ავტორი ესტრეია
ნანახია 10 137

ძლივს ახელს თვალებს ანა და მაშინვე წვას გრძნობს, ისევ ხუჭავს და ხელის გულებს იჭერს თალებზე რომ ოდნავ მანც ჩაუცხრეს წვა. შემდეგ რამოდენიმეჯერ ახამხამებს და იმ ადგილს ათვალიერებს სადაც გაეღვიძა. საავადმყოფოს ნამდვილათ არ გავდა, ვიღაცის ხის ლამაზ სახლში იყო ლიფის და სპორტულის ამარა. ჭრილობა დამუშავებული ქონდა, საძინებელ ოთახში არავინ რომ არ შეაკითხა თვითონ სცადა წამოდგომა, ხან რას ჩაეჭიდა ხან რას, სახეს მანჭავდა ტკივილისგან მაგრამ მისაღებ ოთახამდე მაინც მივიდა. გიორგი მდივანზე იჯდა და ტელეფონში თავით იყო ჩამძვრალი, ანა რომ დაინახა როგორ მოლასლასებდა და ტკივილისგან სახეს მანჭავდა ფეხზე წამოხტა.

- რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? -ხელში აიტაცა და ფრთხილათ დააწვინდა მდივანზე სიფრიფანა სხეული.
- რომელი საათია? მანანა ინერვიულებს რომ არ გვნახავს. - ჩაიბლუყუნა ჩუმად.
- 5 საათია და მანანას ახლა იმდენი კომპანიის საქმე აქვს ჩვენს იქ არ ყოფნას ვერც კი შეამჩნევს თუ შეამჩნევს ლილე მოიფიქრებს რამეს. - გაბრაზებული ტონით თქვა გიიორგიმ.
- ის გოგო როგორ არის?
- კარგათაა, ახლა თავის სახლშია.
- ეს ვი გამიკეთა - დამუშავებულ ჭრილობაზე ანიშნა ანამ.
- ერთმა მეგობარმა, სამედიცინოზე სწავლობს. - ისევ სერიოზული სახით ჩარგო ტელეფონში თავი გიორგიმ.
- მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ? - ეჭვნარევი ხმით იკითხა ანამ.
- მეკითხები კიდევაც? - გაკვირვება არ დამალა გიორგიმ და სიბრაზისგან ყბა დაეჭიმა.
- რამე დავაშავე? -ჩაიბურტყუნა ანამ, გიორგი ისეთი გაბრაზებული ჩანდა რომ მალე ამოხეთქავდა.
- ვაიმეე ეს გამაგიჟებს. -თავზე ხელი გადაისვა და დაწყნარება სცადა. - შენ რა სუპერმენი ხარ? თუ სპაიდერმენი ობობა, რა გმირობა მომინდომე, მაგ სამ კაცს რომ შეუვარდი, მე რომ არ მოვსულიყავი იცი საერთოდ რა მოხდებოდა? ან ამდენი გამბედაობა საიდან გაქვს. - ხმას აუწია გიორგიმ.
- ვიცი რაც მოხდებოდა. -ანა მშვიდად ლაპარაკობდა რადგა ყვირილის ენერგია არ ჰქონდა. - და კი სხვათაშორის გამბედაობა ნამდვილად მაქვს. - ღიმილით თქვა ანამ.
- ეს კომპლიმენტი არ ყოფილა. - გაბრაზებუილი სახით თქვა მაგრამ ანას სიცილზე მაინც ჩაეღიმა, ეგონა რომ შეუმჩნეველი იყო მაგრამ ის 2 წამიანი ღიმილი მაინც დაიჭირა ანამ.
- და რას ითხოვ ვერ გავიგე, ის გოგო იქ მიმეტოვებინა?
- ისე უნდა მოქცეულიყავი როგორც ის გოგო მოიქცა, ჩვენთან უნდა მოსულიყავი და დახმარება გეთხოვა.
- ეგ არ გამხსენებია. თან შენნაირი ვირისთვის რამის თხოვნას სიკვდილი მირჩევნია. მშვენივრად მახსოვს გუშინ რაც მითხარი. - ხელები გადაიჯვარედინა ანამ მკერდთან და თავი ზემოთ ასწია.
- ვიცი, ბოდიშს გიხდი, უბრალოდ გავბრაზდი შენი დაუფიქრებელი საქციელის გამო. - ანა გააკვირვა მისმა ბოდიშმა მაგრამ ესიამოვნა კიდეც.
- და შენ ჩემზე რატომ დარდობ? - ანას ამ კითხვამ დააბნია მიჭი, თვითონაც არ იცოდა პასუხი. - ვაიმე კარგი, რამდენს ფიქრობ, ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდე. -ბიჭის დაბნეული სახის დანახვაზე გახალისდა ანა.
- ვაიმე რეებს იძახი ღმერთმა დამიფაროს.
- ვაი შე საცოდავო - სახე დაჭყანა ანამ. - სიფათს იმიტომ არ განგრევ რომ მანანას შვილი ხარ, მადლობა უთხარი დედაშენს. - ცხვირი აიბზუა ანამ.
- ხო სულ დედაჩემის გამო, ის კი არა რომ კისრამდე ძლივს მწვდები და 2 კილო ხარ. ისე ამ ციცქნა ბავშვმა ან ის ორი ამხელა კაცი როგორ გათიშე ან ის კაცი რატომ იყო ასეთი ნაცემი. -მართლა გაკვირვებული იყო გიორგი.
- ციხის 18 წლიანი გამოცდილებაა. დავინახე რომ ურტყამდი და ძლივს გაგაჩერეს, მერე კი გავითიშე.
- საავადმყოფოში არიან, საჩივარიც კი დაწერეს მაგ ნაბი*ვრებმა - მათ გახსენებაზ სიბრაზე მოაწვა ისევ.
- ეგენი ვის უჩივიან, მოიცადე რა ვუყო. - ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავითა, მაგრამ უცებ ჰაერში აღმოჩნდა მერე გიორგის მხარზე და საბოლოოდ ისევ მდივანს დაუბრუნდა. - რატომ მაჩერებ, კბილები უნდა ჩამოვუღო მაგ ლაჩრებს. - ხელი მომუჭა ანამ და წარბები შეჭმუხნა. მის დანახვაზე გაეცინა გიორგის, პატარა გაბრაზებულ ბავშვს გავდა. - შენ რა მე დამცინი? - მდივანზე დადგა, ბალიში სახეში ესროლა და ზემოდან დაახტა გიორგის.
- ოხ ანაა, ახლა რას გიზამმ - ამოიხვნეშა, ხელში აიყვანა, მდივანზე დააგდო ზემოდან მოექცა და ღიტინი დაუწყო.
- ეს წესების დარღვევააა. - გაუჩერებლად იცინოდა ანა რითიც გიორგისაც ამხიარულებდა. ბოლოს ხელებით დაეყრდნო მდივანს და უფრო ახლოს მიიწია. ანას თვალები გაუფართოვდა მაგრამ გიორგის მახეში არ გაება და ახლა თვითო დაუწყო ღიტინი. დიდ ხანს ვერ იხალისა რადგან გიორგიმ სწრაფად იმოქმედა და ხელები თავს ზემოდ დაუჭირა.
- აუ აუ ჭრილობა მტკივა. -უცებ დამანაჭა სახე.
- რატომ რადაგებართა. - უცებ დაფრთხა გიორგი. ანამ სიცილი რომ დაიწყო მიხვდა რომ მაიმუნობდა.
- ნუ მეთამაშები პატარა გოგო, თორემ დაისჯები. - ანას გაწითლებულ სახეზე ჩაიცინა და მოგებული სახით გაეცალა იქაურობას.
- პატარას რატომ მეძახის, საერთოდ არ ვარ პატარა. - ჩაიბლუყუნა ანამ და გაწითლებულ ლოყებზე ხელის გულები შემოიხვია. ანას მდივანზე მიეძინა, გიორგი აქამდე მარკეტში იყო წასული პროდუქტების საყიდლად. ვინაიდან ახლოს არსად არ იყო მარკეტი მოუწია მანქანით წასულიყო ამიტომ 2 საათით დააგვიანდა. კარის ხმაზე ანას გაეღვიძა და მაშინვე ფეხზე წამოდგა მუცლის ტკივილი დააიგნორა და გიორგისთან მივიდა.
- საჭმელიიი! აუ როგორ მშიააა. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ანამ.
- ოთახში შედი და ჩაიცვი, სპორტულიც სისხლითაა დასვრილი.
- კარგი მაგრამ მალე გაამზადე რა მშია მგელივით. -წაიბუზღუნა ანამ.
- მე??
- ხო აბა აქ მეტი ვინმეს ხედავ?
- მე მეგონა შენ გეცოდინებოდა საჭმლის გაკეთება.
- მგონი შენ დედიკოს და მამიკოს საყვარელი შვილი გგონივარ რომელიც დედამისს საახალწლოდ კართოფილს უჭრიდა ვინიგრედისთვის. შვილო ციხის გარდა ადგილი არ მინახავს არ გესმის? - მიაყარა ანამ.
- კარგი მიდი ჩაიცვი, რამეს მოვიფიქრებ. - შევიდა ანა ოთახში და გიორგის მაიკა ჩაიცვა, თავისი სპორტული გაიხადა და გავიდა. შარვალი არც სჭირდებოდა გიორგის მაისური კაბად ჰქონდა.
- ალბათ აქ მოგყავს ხოლმე გოგოები ხო? ვინ იცის რამდენ გოგოს ეცვა ჩემამდე ეს მაისური. - სამზარეულოში შეაკითხა გიორგის. - რას აკეთებ?
- ჩემს საყვარელ მაკარონს ყველით და შეცდი აქ არავი არ მომყავს, ჩემი საიდუმლო ადგილია, იცოდე არავის არ უთხრა აქაურობის შესახებ. და ეგ ჩემი საყვარელი მაისურია არ დასვარო შენთვის აჯობებს.
- მიხდება ხო? ამას მე დავიტოვებ, რათქმაუნდა თუ არ გინდა რომ შენი უსაყვარლესი სახლის შესახებ არაფერი არ ვთქვა. - ეშმაკურად ჩაიცინა ანამ.
- ხვთის სასჯელი ხარ რაა.
- ეჰ არადა საჩუქარი ვარ მაგრამ ვერ ხვდები. - თავი დანანებით გააქნია ანამ და სამზარეულოს დახლზე ასკუპდა. - ეე სტაფილოო, მომაწოდე რაა. - სტაფილოს დანახვაზე თვალები გაუნათდა. გიორგის ჩაეცინა მის ბავშვურ საქციელზე და სტაფილოთი სავსე პარკი მიაწოდა. ისე გემრიელად ჭამდა სტაფილოს რომც არ გიყვარდეს მოგანდომებდა.
- თუ სტაფილოთი აპირებ დანაყრებას მაშინ მაკარონს სულ მე შევჭამ.
- არა აი ვდებ ვდებ. - სტაფილო დადო და ხელები მაღლა ასწია. - აუ ერთსაც შევჭამ რაა. - ისე საყვარლად თქვა გიორგის ჩაეღიმა.
- კარგი ოღონდ მარტო ერთი. -სერიოზული სახით გააფრთხილა გიორგიმ.
- ისე გიხდება სამზარეულოს წინსაფარი, უფრო გასექსუალურებს.
- ხო?
- ხო, მარა თავში არ აგივარდეს.
- ღმერთო ჩემო - თავი სიცილით გააქნია და საჭმელი თემფშებზე გადმოიღო .
- ისე რა მყუდრო ადგილია, სად ვართ?. - დაუსახლებელ ადგილას აშენებული ხის სახლი იყო მაგრამ კომფორტული და გემოვნებიანი.
- კახეთში ვართ.
- ვაა მაგარიაა. თბილისში როდი წავალთ?
- ასე ძალიან გინდა თბილისში წასვლა?
- არა, და სანამ წავალთ ხო დავათვალიერებთ აქაურობას? -კნუტის თვალებით ახედა. - გთხოვ რააა.
- კარგი ოღონდ ხვალ ახლა უკვე სიბნელეა.
- იეს. - შემოსძახა ანამ. საჭმელი მაგიდასთან მიიტანეს და მაგიდას მიუსხდნენ.
- მმმ რა გემრიელიაა. - გაოცება ვერ დამალა ანამ. - ანუ სექსუალურობის გარდა გემრიელი ხელიც გქონია.
- ჭამე ბევრს ნუ ლაპარაკობ ისე.
- ეჰ, ახლა ჩემი ფსიქოლოგი რო გისმენდეს კარგად გცემდა, იმდენი წელი მეხვეწებოდა ლაპარაკს და შენ მაჩუმებ აქ, არც კი იცი როგორ გაგიმართლა.
- ანასტასია ჭამეე.
- ანასტასიას ნუ მეძახი. - უცებ დაუსერიოზულდა სახეც და ხმაც. მიუხედავათ იმისა რომ გიორგის ნათქვამი ანასტასია ესიამოვნა.
- მომწონს ეს სახელი ამიტომ ანასტასიას დაგიძახებ. - როგორც ჩანს მოსწონა ანას ნერვებზე თამაში გიორგის.
- სახელი გიუნია მოგწონს?
- ...
- დარწმუნებული ვარ არ მოგწონს ამიტომ დღეიდან ოფიციალურად გიუნია ხარ.
- გიჟი ხარ რა.
- შენც არ ხარ მთლად დაწყობილი. - ღიმილით უპასუხა ანამ.
- ლოყები მართლა რა საყვარლად გეკეცება.
- კომპლიმენტად მივიღებ და აუუუუ... - წაიწუწუნა ანამ.
- რა მოხდა.
- ხვალ პირველზე ინსტიტუტში უნდა ვიყო გამოცდა მაქვს დასაწერიი, კახეთს ვერ დავათვალიერებ. - მოწყენილი სახე მიიღო ანამ.
- არაუშავს საახალწლო არდადეგებზე ჩამოგიყვან. - დაამშვიდა გიორგიმ.
- მართლაა? - უცემ გაუნათდა სახე. - მპირდები?.
- აწი რო ვამბობ არ გჯერა?
- კი მაგრამ მაინცც. - ნეკა თითი გამოწია ანამ.
- რა უნდა გავაკეთო. - დაიბნა გიორგი.
- რა და ნეკა თითები უნდა გადავაჯვარედინოთ და უნდა თქვა რასაც მპირდები. - უცებ აუხსნა ანამ და ნეკა თითები გადააჯვარედინეს.
- ანასტასია გპირდები რომ კახეთს დაგათვალიერებინებ ახალი წლის არდადეგებზე. კარგი რა ანა რა სისულელეებს მაკეთებინეფ რა. - თითი გამოსტაცა გიორგიმ.
- ვსო პირობა პირობაა. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად ანამ.
- ისე ასეთი აჟიტირებული რატომ ხარ. სულ უემოციო სახე გქონდა.
- გუშინ რომ დამჭრეს იცი რას მივხვდი?
- იმას რომ ტვინის კიბო ხარ?
- არა, მივხვდი რომ 18 წელი იმისთვის ვიხდიდი ციხეს რომ დავიბადე, ეს იყო ჩემი დანაშაული და მოვიხადე. ახლა მინდა რომ ის გავაკეთო რაც მომინდება და საკუთარ თავს უარი არასდროს არ ვუთხრა. - ლაპარაკი დაასრულა და გიორგის შეხედა, ისე გაფაციცებით უსმენდა რომ გაეცინა ანას.
- ანა ალბათ იცი რომ ალაგება და თებშების გარეცხვა შენი გასაკეთებელია ხო? - უცებ წამოდგა გიორგი და მდივანზე ჩამოჯდა.
- აუ, აუ , მგონი ჭრილობა გამეხსნა. - საახის მანჭვით მივიდა მდივანამდე და გვერდზე მიუჯდა გიორგის. - ეჰ კი მინდოდა მაგრამ... რას ვიზამთ ეგეც შენ მოგიწევს.
- კაი დაანებე - მოგებული სახით გაეღიმა ანას- ხვალ გააკეთებ - ამის გაგონებაზე ეგ ღიმილი სახეზე შეახმა.
- რამე ფილმს ვუყუროთ, რა ჟანრი გიყვარს?
- სერიოზულა?
- მანდ ტელევიზორიც არ გქონდათ ხო?
- ისე შენ არ გეძინება? - გაუკვირდა ასე გვიან ფილმის ყურება რომ უნდოდა გიორგის.
- კი მარა შენ ხო ღამე ვერ იძინებ, ხო და კომპანიორობას გაგიწევ.



№1 სტუმარი სტუმარი კატო

ოღონდ "მდივანი" აღარ დაწერო და თუ გინდა შეგვაგინე :( ყველაფრის ხალისს მიკარგავს :(

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

მდივანი არა, ვსო არა, კარგათააა არა, კაი რაა, შინაარსს ვეღარ ვიგებ, შეცდომების გასწორებას ვუნდები.

მე მეგონი, ჯობდა, მართლწერით დაგეწყო , ჩვენ არსად გავრბივართ, დაგელოდებოდით. გულს რად გვიხეთქავ, ჯერ თეფშის სწორად დაწერა გესწავლა და მერე აგერვირთა დალოცვილო❤️

 


№3 სტუმარი Lucien Vanserra

ცუდი ის არის რომ შენიშვნებს არ ითვალისწინებ, წინა თავზეც მიგითითე რომ ''მდივანი'' არასწორი იყო და ასე ჯიუტად რატომ იყენებ არ მესმის, ისე სახალისო სიტუაცია კი იქნებოდა ანა რომ ''მდივანზე'' იწვა და გიორგი ანაზე laughing

 


№4 სტუმარი სტუმარი კეკე

მდივანი,მაკეთებინეფ და კიდევ უამრავი შეცდომა...თვალები მეტკინა:((
ისტორია კარგია,მაგრამ მართლწერას მიხედე კითხვის გაგრძელების სურვილი რომ გვქონდეს

 


№5 სტუმარი ანისია

ხვთის არა ღვთის
კომპანიორი არა კომპანიონი

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

აი იმდენჯერ გეწერა მდივანი ნერვები არ მეყო ბოლომდე წამეკითხა, საშინელებაა როცა კითხვისას შეცდომები გვხვდება და ეს შეცდომა ელემენტარულია, როცა წერ არ გეპატიება

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

სანამ წერას დაიწყებთ ჯერ უნდა ბევრი წაიკითხო, თან კარგი მწერლები და როგორც ყურში გესმის ისე არ უნდა დაწერო, ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent