შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კავშირი სიბნელისა და სინათლის


14-12-2021, 19:32
ავტორი Mellien
ნანახია 891

ომი, ბრძოლა, სისხლისღვრა, სიკვდილი, გამხმარი სისხლის და ოფლის სუნი... ეს იყო ის, რასაც თორეიდინი გრძნობდა და ხედავდა ბავშვობიდან მოყოლებული. ბევრჯერ გამოუღვიძებია ღრმა ძილიდან კოშმარებს, ბევრჯერ უნახავავს ის გულის გამტეხი სანახაობა, როცა ბრძოლიდან დაბრუნებული მეომრები დასახიჩრებული სახით, ზოგჯერ კი, ცალი ხელით ან ფეხით ბრუნდებოდნენ. უნახავს მეომრების სახე, როცა ისინი ბრძოლისკენ მიდიოდნენ, ზოგს შიში ეწერა სახეზე, ზოგი კი შიშის გარეშე, მისი სრული იმედით და მამაცი ბუნებით მიდიოდა ბრძოლის ველისკენ. უნახავს მეომრების ოჯახის წევრების შეშინებული სახეები, ის თუ როგორ ევედრებოდნენ ღმერთებს მათი შვილების, ქმრების, მამების, უკან უსაფრთხოდ დაბრუნებას. მოუსმენია მამამისის, კერეინდის, სიტყვები, როცა ის თავის მეომრებს მიამრთავდა ხოლმე, მეფე... მეფე იყო მეომრებისთვის იმედი, ის იყო მეომრებისთვის სინათლე, რომელსაც ისინი თუნდაც სიკვდილისკენ უყოყმანოდ გაყვებოდნენ. ერთ-ერთი ბრძოლაც ასეთივე იყო, მეომრები მეფეს უყოყმანოდ გაყვნენ, ბევრი არ დაბრუნებულა... მათ შორის არც კერეინდი.

ეს ყველაფერი მრავალი წლის წინ დაიწყო, მანამ სანამ თორეიდინი დაიბადებოდა. თავდაპირველად ელფთა სამეფო, ერთი მთლიანი იყო, უდიდესი სამეფო იყო ადამაინებს, ჯადოქრებს, ჯუჯებსა და ფერიებს შორის, მთელს ენდეინში მშვიდობა სუფევდა, არ იყო სისხლისღვრა, არ იყო მტრობა, არც ომები, არავის არ უწევდა ტანჯვა, მაგრამ ეს მშვიდობა დასამარდა, როცა გამოჩნდა ერსენდი. ერსენდის გული სიბოროტით, სიავით, სიძულვილით და ამპარტავნებით იყო სავსე. ის წინ აღუდგა ელფთა სამეფოს მეფეს, სეინდენორს. მას სურდა მთელი სამეფო ხელში ჩაეგდო, არა მხოლოდ ელფთა სამეფო, ადამიანთა, ჯუჯათა, ფერიათა და ჯადოქართა სამეფოებიც მისი მსხვერპლი უნდა ყოფილიყვნენ... მას სამყაროს ბატონობა ეწადა. ერსენდმა ისწავლა შავი მაგია, რომელიც მთელს ენდეინში აკრძალული ქონდათ და დაიწყო მისი სურვილებისკენ სიარული. ერსენდიმ უამრავი ელფი გადაიბირა, ზოგი ძალით, ზოგი ნებით, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას შიშის გამო ემსახურებოდნენ.

დაიწყო ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. ელფთა მეფემ სეინდენორმა, ერთ-ერთი ბრძოლისას, პირისპირ გამოიწვია ერსენდი. და ისიც დათანხმდა. გაიმართა ბრძოლა..მთელს ბრძოლის ველზე სამარისებული სიჩუმე იდგა, მხოლოდ მეომართა გახშირებული სუნთქვა, და გულისცემა ისმოდა. აი გაისმა ჭექა-ქუხილივით შემზარავი ხმა ხმლების შეჯახების. ბრძოლა სეინდორსა და ერსენდს შორის თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, მაგრამ ისე ჩანდა თითქოს უამრავი საუკუნე გასულიყო, სანამ სეინდორმა არ მოახერხა და ერსენდს მისი ხმალი მიცელში არ გაუყარა, თუმცა ერსენდი მაინც არ დანებებულა და სანამ მოკვდებოდა სეინდორი პირდაპირ გულში დაჭრა. მოკვდა ერსენდი. და სეინდორმაც მის გვერდით დალია სული.

ერსენდერს არ ყოლია მემკვიდრე, მაგრამ ყავდა ბევრი მიმდევარი, ბევრი ერთგული მსახური, ისინი რომელთა გულიც ერსენდის შხამიანმა სიტყვებმა მოწამლეს. მათ შორის იყო ოსმეირინი. სეინდენორმა გმირობა ჩაიდინა. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა, იმისთვის, რომ ენდეინში ისევ მშვიდობა დამყარებულიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მშვიდობა ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო.

ნუთუ მშვიდობა არასოდეს დამყარდებოდა, ნუთუ შეუძლებელი იყო ელფთა სამეფოს ისევ გაერთიანება, ნუთუ ისევ ყოველდღე ასე უნდა გაგრძელებულიყო ყოველივე, ისევ სისხლი, სიკვდილი, დასახიჩრებული მეომრები, ცრემლები, კივილი, ტკივილი... როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე. თორეიდინს ეს ფიქრები თითქმის ყოველდღე აწუხებდა, ყოველდღე უმეორებდა თავის თავს „სადამდე?“. ახლა როდესაც ტახტზე იჯდა, როდესაც მამამისის სიკვდილის მერე, მის ხელში იყო მისი სამეფოს დაცვა, რას გააკეთებდა ის?

ამ ფიქრებში იყო თორეიდინი დააკრგული, როდესაც ოთახში უცნაურმა ხმამ გამოაფხიზლა, მან თვალი მოავლო ოთახს და დაინახა ჩიტი, რომელიც ღია ფანჯრიდან შემოფრინდა, ჩიტს მუქი ლურჯი ბუმბული ქონდა, ისეთი პატარა და ლამაზი იყო. თორეიდინი ფეხზე წამოდგა და ჩიტისკენ წავიდა, ის ხელში აიყვანა და მაშინ შეამჩნია, რომ ჩიტს ფრთა დაზიანებული ქონდა, თავზე ხელი გადაუსვა და ჩაიჩურჩულა:
-ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ მოგივლი.- ჩიტის ფრთასთან მეორე ხელი მიიტანა, და მისი სამედიცინო მაგიით, რომელიც მამისგან ისწავლა ფრთა მოუშუშა. თორეიდინმა ჩიტი გამოკვება და შემდეგ ფანჯრიდან გაუშვა.

ფანჯრიდან როცა გადაიხედა, დაინახა როგორ ჩქარობდა ყველა სადღაც, ყველას რაღაც ეკავა ხელში, და ყველა თავისი საქმით იყო გართული. სასახლეში დღეს, დიდი წვეულება იმართებოდა. ბრძოლიდან რომელიც წინა დღეს გაიმართა, მშვიდობით დაბრუნდნენ, დანაკარგის გარეშე, ამის აღნიშვნა სურდა ხალხს, მაგრამ თორეიდინი მაინც ვერ ხვდებოდა, რა იყო აქ ასაღნიშნი... მათ ხომ მხოლოდ ბრძოლა მოიგეს და არა ომი. მშვიდობა ხომ ჯერ ისევ არ დამყარებულა, ჯერ ისევ ხომ უამრავი ადამიანი მოკვდებოდა და დაიტანჯებოდა ამ ომის გამო. რა უხაროდათ მათ?

არ იცოდა რამდენი ხანი იდგა ასე ფანჯარასთან, რამდენი ხანი გაყურებდა მოფუსფუსე ხალხს. უკვე შუადღე გასულიყო, სავსე მთვარე დაყურებდა ქალაქს თავზე, მალე წვეულებაც დაიწყებოდა, მაგრამ თორეიდინი ნამდვილად არ ყოფილა წვეულების ხასიათზე, თუ არ მივიდოდა ხალხი ჩათვლიდა, რომ მათ გამარჯვებას არ იზიარებდა? მაგრამ ეს ხომ ასეც იყო, ის არ იზიარებდა მათ სიხარულს, რადგან მისთვის ეს გამარჯვება არ იყო. ეს ზეიმი გაივლიდა, ეს გამარჯვება წარსულს ჩაბარდებოდა და მერე ისევ იმავე განმეორდებოდა, ისევ ომი, ისევ უამრავი ჯარისკაცის სიკვდილი, ეს არ იყო გამარჯვება.

თორეიდინმა გადაწყვიტა დღეს წვეულებაზე არ მისულიყო. გრძელი, სწორი და ყავისფერი თმა შეიკრა. გვირგვინი, რომელიც ოქროსფერი ხის ტოტებით იყო გაკეთებული და მარგალიტებივით ამშვენებდა თეთრი ენდერის ყვავილები მოიხსნა. მუხლამდე გრძელი, ყავისფერი ტყავის ჩექმები ჩაიცვა, შავი მოსასხამი მოიცვა, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა თორეიდინის ვერცხლის ხმალს, რომელიც ეინსერის მთებში იყო გამოჭედილი, მოსასხამის ქუდი თავზე წამოიფარა, იმისთვის რომ არავის არ ეცნო, მხოლოდ, ნათელი ოქროსფერი თვალები მოუჩანდა, ის ფანჯრიდან გადაძვრა. ისე დატოვა სასახლე რომ არავის შეუმჩნევია.

ელფთა სამეფოს დედაქალაქის სილამაზე ბავშვობიდან აღტაცებას იწვევდა თორეიდინში. ელეინდერი შუაგულ ტყეში იყო ჩამალული. სასახლე სადაც თორეიდინი იზრდებოდა, ქალაქს გადაყურებდა, ის მდინარის ორივე მხარეს იკავებდა, ამ ორი მხარის შუაში ხიდი იყო გაგებული მდინარის გადასალახად. ქალაქს ორ ნაწილად მდინარე ელეი ყოფდა. სასახლის ძირში ელეიდინი იშლებოდა. სახლები ძირითადად დიდი ხეების ძირში, ან ხეების ტოტებზე იყო განლაგებული, მდინარის ორივე მხარეს ბილიკი იყო გაყვანილი, მდინარეზე გადასასვლელად ორი ხიდი იყო, ციცინათელების შუქი კი მთელს ქალაქს ანათებდა.

თორეიდინმა სახლის სახურავებით გაიკვალა გზა ქალაქის ბოლოსკენ. ტყეში შევიდა და დიდხანს, თავის ფიქრებში გართული ხეებს შორის ჩუმად დადიოდა, ერთადერთი მეგზური მისი ხმალი და მთვარე ყავდა. ენდერის ყვავილებით იყო განათებული ტყის გზები, ისინი ღამით კაშკაშა სინათლეს გამოსცემდნენ, ხოლო დილაობით მათი სინათლე მკრთალდებოდა. თორეიდინი ხის ტოტზე ერთი მკვეთრი მოძრაობით ახტა და კომფორტულად მოიკალათა. მთვარეს გაჰყურებდა. ბავშვობიდან უყვარდა მთვარის ყურება, მამამისი ხშირად უყვებოდა ისტორიებს მთვარეზე, ერთი მათგანი განსაკუთრებით უყვარდა პატარა როცა იყო.

ისტორიის მიხედვით თავდაპირველად მთვარე ლამაზი გოგონა იყო, რომელსაც ვერცხლისფერი გრძელი თმა ამშვენებდა, გოგონა ხშირად ცეკვავდა ხოლმე ბაღში, რომელიც მის სახლს ამშვენებდა. უყვარდა სიმღერა და ჩიტებთან საუბარი. ერთ დღეს მან თვალი მოკრა სინათლეს, რომელიც ტყის შუაგულიდან მოდიოდა. გოგონას თვალი მოჭრა ამ სინათლემ და მისკენ სვლა დაიწყო, დიდხანს მიყვებოდა ტყის ბილიკებს, რაც უფრო უახლოვდებოდა სიანთლეს, მით უფრო და უფრო კაშკაშა ხდებოდა ის, სითბო კი უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა. როცა სინათლეს მიუახლოვდა, ბიჭი შენიშნა, რომელიც მთლიანად გაბრწყინებული იყო, ნუთუ ამ ბიჭისგან მოდიოდა ასეთი ძლიერი და თვალისმომჭრელი სინათლე? ბიჭი შემოტრიალდა, როცა მან მთვარე დაინახა, მას შეეშინდა. ის გაიქცა. მთვარე მას უკან გაყვა, თუმცა რიგორც აღმოჩნდა, ბიჭი ძალიან სწრაფი იყო და მან ის დაკარგა. მთვარე უკან დაბრუნდა, მაგრამ ბიჭიდან მომავალ სიანთლეს, მის ლამაზ სახეს და მის სითბოს ვერასოდეს ივიწყებდა. მას აღარ ქონდა ცეკვის ხალისი, აღარც სიმღერის, აღარც ჩიტებს და მცენარეებს ესაუბრებოდა ხოლმე.

თუ ისტორიას დავუჯერებთ, ღმერთებს მთვარე შეეცოდათ და ის თავისთან იხმეს. მთვარე ღმერთების წინაშე წარსდგა. ღმერთებმა კი უთხრეს მას მზის შესახებ, თურმე ის ბიჭი, ვინც ასეთ სინათლეს და სითბოს ასხივებდა მათი შექმნილი ყოფილა, იმისთვის, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს, სინათლეს და სითბოს დაესადგურებინა. მთვარეს შესთავაზეს ცაზე მზესთან ერთად ყოფილიყო, მზისი სინათლე და სითბო მთვარის უკვე მკვდარ და დანაღვლიანებულ გულს გაათბობდა, ამ სინათლით კი მთვარე გაანათებდა დედამიწას, როცა დედამიწაზე, წყვდიადი დაისადგურებდა ხოლმე, მაგრამ მზესთან ახლოს მისვლა აეკრძალა. მთვარე ამაზე დათანხმდა. ამის მერე მთვარე ცაზე ყოველთვის მზის მერე ჩნდებოდა ხოლმე, სამწუხაროდ ისინი ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ მთვარისთვის, მზის სინათლე და სითბიც საკმარისი იყო, ეს მის გულს სიყვარულით ავსებდა, ამ სიყვარულს კი ის დედამიწას უნაწილენდა ხოლმე.

თორეიდინი უეცარმა ხმაურმა გამოაფხიზლა, ინსტიქტურად ხმლისკენ გასწია ხელი, ხმა არც ისე შორიდან ისმოდა, აშკარად ნაბიჯების ხმა იყო. თორეიდინი ხიდან ჩუმად ჩამოხტა, ისე რომ არანაირი ხმა არ გამოცა, ის გაწვრთნილი მეომარი იყო, თოვლზე და ხმელ ფოთლებზე, ყველგან უჩუმრად დადიოდა, ისე რომ მტერი ვერც კი ხვდებოდა მის მიახლოებას. თორეიდინი წინ წავიდა, როცა ხმას უფრო მიუახლოვდა უჩუმრად მახლობელ ხეზე ახტა, ფოთლებში დაიმალა და დაბლა ჩაიხედა. ვიღაც იყო. ელფი. ის მძიმედ მიდიოდა, გრძელი შავი მოსასხამი ეცვა, რომელიც დაფლეთილი იყო. მოსასხამიდან ხმალი მოუჩანდა, ისე ჩანდა თითქოს ბრძოლიდან ახლახან დაბრუნდა, იქნებ მისი მეომარი იყო? მაგრამ ყველა მეომარი წამოიყვანეს, მის არმიას დანაკარგი არ ქონია. ვინ იყო ის? ან საიდან მოდიოდა?

თორეიდინი ხიდან ცოტახანს კიდევ დაყურებდა ელფს, გონებაში უამრავი კითხვა უტრიალებდა, ელფი აშკარად არ იყო დედაქალაქიდან. უეცრად ელფი მახლობელი ხის პირას ჩაიკეცა და გმინვა აღმოხდა. აშკარად მძიმედ იყო დაჭრილი. თორეიდინი ხიდან ჩამოხტა, ისე რომ ელფს შეემჩნია. ელფმა მაშინვე ხმალზე იტაცა ხელი და ფეხზე წამოდგომა ცადა. „მიუხედავად მისი ასეთი მძიმე მდგომარეობისა ის მაინც მზადაა იბრძოლოს?“ უეცრად გაიფიქრა თორეიდინმა. ცალი ხელი მაღლა აწია, ცალით კი თავისი ხმალი ამოიღო და ძირს, უცნობი ელფის წინ დააგდო, უნდოდა უცნობისთვის მიენიშნებინა, რომ არაფერს დაუშავებდა. ელფის სხეული მოდუნდა, ხმალი ოდნავ დაწია, მაგრამ მაინც თორეიდინისკენ ქონდა მიმართული:
-დაწყნარდი. მე მხოლოდ შენი დახმარება მინდა. -მშვიდი ტონით უთხრა თორეიდინმა, თან რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ელფისკენ- დაჭრილი ხარ. მე კი სამედიცინო მაგია ვიცი.
-სამედიცინო მაგია? -იკითხა ელფმა სუსტი ხმით- ვინ ხარ?
-მე ერთი ჩვეულებრივი ელფი ვარ, რომელმაც სამედიცინო მაგია მამისგან ისწავლა. -ღიმილით უპასუხა თორეიდინმა- ნება მომეცი დაგეხმარო.

ელფმა ხმალი დაბლა დაწია. თორეიდინმა კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. როცა ელფს მიუახლოვდა, თორეიდინის ოქროსფერი თვალები მთვარის შუქზე, უცხო ელფის სიკვდილივით შავ თვალებს შეხვდა. თორეიდინს ასეთი თვალები არასოდეს უნახავს, ისინი არცერთ ემოციას ინახვდნენ, მათში შეუძლებელი იყო რამის ამოკითხვა. ელფს მისი გრძელი, შავი, ტალღოვანი თმა მხრებზე სცემდა. ასეთ მდგომარეობაშიც კი ლამაზი გარეგნობა შეენარჩუნებინა.

-რა გქვია? -კითხა თორეიდინმა, როცა ელფის პირდაპირ დადგა მხოლოდ ორი ნაბიჯის მოშორებით.
-ონთანდორი. -უპასუხა ელფმა და კითხვის ნიშნით შეხედა თორეიდინს. მიხვდა თორეიდინი, რომ ონთანდორს მისი სახელი აინტერესებდა, მაგრამ სახელს ვერ ეტყოდა, არ უნდოდა გაეგო რომ მეფე იყო.
-ელეთეირი. -ღიმილით უპასუხა თორეიდინმა- ჩვენ სადმე უნდა წავიდეთ, ისეთ ადგილას სადაც შევძლებ შენს მკურნალობას. წვიმას აპირებს და ღია ცის ქვეშ ვერ შევძლებ ამას. აქვე მთაში მეგულება გამოქვაბული, შეგვიძლია თავი შევაფაროთ. -თორეიდინმა ონთანდორის ჭრილობებს შეავლო თვალი და აღელვებულმა კითხა- სიარული შეგიძლია?

თანხნობის ნიშნად ონთანდორმა მხოლოდ თავი დაუქნი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent