მე და ცხოვრება
ოჰ ღმერთო ჩემო მე დავიღალე მძიმე ცხოვრების ბარიერებით. მნათობ სინათლის ქვეშ დავიმალე და მე ვიცხოვრებ დაიმედებით. ბევრჯერ მითქვამს, რომ სიკვდილი მინდა, მაგრამ ვხვდები ეს არს უაზრობა. მე ეს ცხოვრება არაფრად მთვლიდა, ეს ცხოვრება არს უსამართლობა. მე თვითმკვლელობის ზღვართან ვიყავი, ჩემგან მოსჩქეფდა სისხლის მდინარე. ზოგი ფიქრობდა მკვდრად გავიყავი და დასრულდა ის დრო მიმდინარე. არც მოვმკვდარვარ და არც გარდავცვლილვარ, სულ მარტო ყოფნა მე მინებია. ამ ლექსებისგან კვლავ არ დავცლილვარ, ცხოვრება მხოლოდ ტერმინებია. მე სიყვარული არ მიძებნია, ის თავის ფეხით მოსულა ჩემთან. გრძნობის ავდართან მე მიცეკვია, გეტყვით ეს იყო ცეკვა ჩემს მტერთან. მე სიყვარულს აქ არ ვუპოვნივარ და მარტოობის ერთგულად დავრჩი. შენს გულს არასდროს დავუხსომივარ და ამბობდი, რომ: "ისევ მე დამჭრი!" არ ვუპოვნივარ მე გრძნობებს ტყეთა და სიკვდილისთვის მე მივუგდივარ. მე იქ ვიყავი შორის იმ ტყვეთა, ვისაც უთქვამთ რომ:"ღმერთს მისული ვარ." ვკვდებოდი, მაგრამ ეს სულ არ მსურდა, რადგან მიხმეს მე ლექსთა სიტყვებმა. გალაკტიონის მე ძლიერ მშურდა, რადგან დამიპყრეს მისმა რითმებმა. ოჰ ღმერთო ჩემო მე დავიღალე მძიმე ცხოვრების ბარიერებით. მნათობ სინათლის ქვეშ დავიმალე და მე ვიცხოვრებ დაიმედებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.