ფრენის ილუზია ( 6 )
- მე და ჩემი ოჯახი უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ დედამიწაზე, ჩვენი სამშობლო პლანეტა ამ მზის სისტემიდან საკმაოდ დაშორებულ მზის სისტემაში მდებარეობს და ანუტუ ჰქვია, საოცარი ადგილია, ულამაზესი, ასწლოვანი ხეებით სავსე უზარმაზარი მწვანე ტყეებით და თვალუწვდენელი ცისფერი ოკეანეებით, მზის სითბოთი სავსე დღეებით და ბრწყინვალე ვარსკვლავთა შუქით განათებული ღამეებით, უამრავი ცხოველით, ფრინველით და სხვადასხვა არსებითაა სავსე ჩემი სამშობლო... ბალახებზე ვიწექით, თავი მის მკლავზე მედო და ვუსმენდი როგორი მთრთოლვარე, მონატრებით და სიყვარულით სავსე ხმით საუბრობდა სამშობლოზე, აქამდე დახუჭული თვალები გაახილა და ღიმილით ახედა იშვიათ, მოკრიალებულ, ხასხასა ცისფერ ცას. - იქ ცა ყოველთვის ცისფერი იყო და ჰაერი ყოველთვის სუფთა, დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია ვისწავლეთ ბუნებასთან და სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან ერთად სწორი და მშვიდობიანი თანაცხოვრება, უაღრესად განვითარებული ტექნოლოგიების მიუხედავად ბუნებას არავითარი ზარალი არ ადგებოდა, რადგან ჩვენი შობადება კონტროლდებოდა, ერთ ოჯახში მხოლოდ ორი შვილი, მხოლოდ და მხოლოდ ორი, ეს ერთადერთი წესი იყო რომლის დარღვევის შემთხვევაში პატიება გამორიცხული იყო, ჩვენს პლანეტაზე შობადობა ძალიან დაბალია მაგრამ ეს აკრძალვა არსებობდა იმიტომ რომ ისედაც ძალიან დიდხანს ვცოცხლობთ, ათასობით წელი შეგვიძლია არსებობა, ამიტომაც უხსოვარი დროიდან დაწერილი კანონებით ვცხოვრობდით, ბუნებას ვუფრთხილდებოდით, ცხოველებს ყოველთვის ჰქონდათ მწვანე ბალახი და ანკარა წყალი ხოლო ჩვენი მსგავსი არსებები არასდროს იბრძოდნენ საჭმლისთვის, სიმდიდრისთვის ან ძალაუფლებისთვის, თუმცა არა... ეს მაინც მოხდა, ერთდადერთხელ, ამბოხება ძალაუფლებისთვის, უფრო მეტისთვის, იმდენისთვის რაც არავის ეკუთვნოდა არათუ ერთ არსებას... - მაპატიე რომ გაწყვეტინებ, მაგრამ თქვენ ხომ სამნი ხართ, შენ, ემა და ლოგანი, ეს როგორ მოხდა? - სწორედ ეს იყო ყველაფრის დასაწყისი, ჩემი დაბადება, -მწარედ გაეღიმა და თვალები უცნაურად აუწყლიანდა, კბილი კბილს მაგრად დააჭირა და თავი გვერდზე შეაბრუნა რომ მისი სახე არ დამენახა, აშკარად უჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი და მიუხედავად იმისა რომ ინტერესით ვკვდებოდი, მაინც არ მინდოდა მხოლოდ ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად თავი ცუდად ეგრძნო, უფრო ახლოს მივიწიე, თავი მკერდზე დავადე და აჩქარებული გულისცემის გაგონებისას, თვალები თავისთავად მიმენაბა, სუნთქვა გაუხშირდა, ხელი ჩემს თმაში შეაცურა, წამოიწია, ერთხანს ამღვრეული მზერით მიყურებდა და მერე ტუჩებზე დამეწაფა, ეს კოცნაც ისეთი ამაღელვებელი იყო როგორც პირველი, მთელი გრძნობით მკოცნიდა, - თუ ახლა არ გინდა შემდეგ გავაგრძელოთ, -ვუთხარი როცა ჩემს ტუჩებს მოწყდა და მის მკერდზე ღონემიხდილი და ათრთოლებული მივესვენე, უარის ნიშნად ოდნავ გააქნია თავი და გრძელი თლილი თითებით ჩემს თმებში თამაში დაიწყო, მერე კი გააგრძელა. - ჩემი დაბადება დაუგეგმავი იყო, ყოველ შემთხვევაში თავიდან ასე მეგონა, ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით გავიზარდე, მხოლოდ ჩემმა მშობლებმა, და ძმამ, ბიძამ და ბიძაშვილებმა იცოდნენ ჩემს შესახებ, მმალავდნენ რადგან ჩემი არსებობის შესახებ რომ ხმა გავრცელებულიყო არამარტო ჩემი და ძმა და მშობლები დაისჯებოდნენ არამედ ყველა ვინც ჩემს შესახებ იცოდა და არ განაცხადა, შეიძლებოდა შედარებით მსუბუქი სასჯელითაც გადავრჩენილიყავით რომ არა ჩემი მშობლების მაღალი წოდებები და ამბოხებაში მონაწილეობა. - ამბოხება? როგორ? რის წინააღმდეგ? შენ ხომ თქვი რომ მშვიდობიანად და ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრობდით, რის გამო აჯანყდნენ? - ასეც იყო, ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა ათასწლეულების განმავლობაში და მისი სულისჩამდგმელი მამაჩემი იყო ბიძაჩემთან ერთად, მას მიაჩნდა რომ არავის ჰქონდა ჩვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ უნდა დაგვეგეგმა და სხვას არავის, სად ვიცხოვრებდით, როგორ, რა ქონება გვექნებოდა, რამდენი შვილი გვეყოლებოდა და რას ვცემდით თაყვანს, ეს მხოლოდ ჩვენი თითოეულის გადასაწყვეტი უნდა ყოფილიყო... - როგორ ფიქრობ ეს სწორი არ არის? თავისუფალი ნება არ უნდა არსებობდეს? -ვერ ვხვდებოდი რაში იყო პრობლემა, ნუთუ არ იყო სწორი ისე გვეცხოვრა როგორც ჩვენ მიგვაჩნდა სწორად. - თავისუფალი ნება? კარგი რა ჰანა, -სცადა გაეღიმა მაგრამ არ გამოუვიდა, -რომელი თავისუფალი ნება? ის რომელმაც დედამიწა განაგურებამდე მიიყვანა? თანაც არაერთხელ, კაცობრიობამ არ იცის რას ნიშნავს თავისუფალი ნება, არ იცის მისი ფასი, თავისუფალი ნება არ ნიშნავს იმას რომ არ გაინტერესებდეს შენს თითოეულ ნაბიჯს რა მოყვება და თუკი შენი გადადგმული ნაბიჯი დღეს ან ხვალ სხვაზეც მოახდენს გავლენას გამოდის რომ ეს მხოლოდ შენ არ გეხება და პასუხისმგებლობაც უნდა აიღო იმაზე რაც ჩაიდინე, საქმე კი ისაა რომ ადამიანები თავიანთი უგუნური საქციელით და ყალბი თავისუფალი ნების სახელით, ყოველთვის იმდენად შეუქცევად პროცესებს უდებენ სათავეს რომ ხშირად გამოსწორება უბრალოდ წარმოუდგენელია და უბრალოდ დასასრულის მომსწრეები ვხდებით, გაჩუმდა და თვალები მაგრად დახუჭა, სხეული დაეძაბა და კბილი კბილს მაგრად დააჭირა, წარბშეჭმუხნული დუმდა ერთხანს, თითქოს ცდილობდა მოგონებებს გამკლავებოდა, ვეღარ მოვითმინე - ეს გინახავს არა? - დასასრული? არაერთხელ მინახავს, ყოველთვის მძიმეა და მტკივნეული, ამ დროს მინდა რომ უბრალოდ არ ვარსებობდე და ამ ყველაფერს არ ვხედავდე, უბრალოდ გავქრე და... აღარ დავასრულებინე, წამოვიწიე, ზემოდან მოვექეცი და ფრთხილად შევეხე ტუჩებზე, შეკრთა, თითქოს არ ელოდა, მერე თვითონაც მიპასუხა კოცნაზე, გატაცებით, ჟინიანად, გზნებით მკოცნიდა, თითებს ჩემს თმაში დააცურებდა და მაგრად დახუჭული თვალებიდან უცნაურად ბზინვარე, ვერცხლისფერი ცრემლები ჩამოსდიოდა, წვეთები ძლიერ გამოკვეთილ ყბებზე იღვრებოდა და მწვანე მოლზე დაფენილ წაბლისფერ თმებში იკარგებოდა, - გააგრძელებ? -ვუთხარი როცა როგორც იქნა მოვწყდი და თავი ისევ მის მკლავზე მივდე, ფრთხილად მოვწმინდე ცრემლები, თითებით ჩამოვუყევი ტატუტი დაფარულ ყელს და მხარს და როცა ვიგრძენი ისევ როგორ დაიძაბა შევჩერდი, ღრმად ამოისუნთქა და მოემზადა რომ გაეგრძელებინა. - ეს აჯანყება თავიდანვე განწირული იყო, ყველა მონაწილე სასტიკად დაისაჯა, მამაჩემს, ბიძაჩემს, დედაჩემს და სამოც მათ თანამზრახველს კი როგორც მოთავეებს და მე როგორც არასასურველს და დაუგეგმავს, ყველაზე საშინელი სასჯელი, გადასახლება მოგვისაჯეს, დედაჩემმა სასამართლო დარბაზშივე მოიკლა თავი, მას უბრალოდ ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ეცხოვრა სხვა, სრულიად უცხო პლანეტაზე, - ვწუხვარ დედაშენის გამო, ძალიან ვწუხვარ, -ჩავიჩურჩულე და მანაც მადლობის ნიშნად მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი, - სასჯელი შემდეგში მდგომარეობდა, სამასი წლით მოგვესაჯა უცხო პლანეტაზე გადასახლება, მხოლოდ ჩვენ, რადგან ვამტკიცებდით რომ ტყუპებმა და ჩემმა და ძმამ არაფერი იცოდნენ, თუმცა შუაგულ სასამართლო დარბაზში განაცხადეს რომ არ მიგვატოვებდნენ და ჩვენთან ერთად უნდოდათ წამოსვლა, ასე მოვხვდით პლანეტაზე რომელიც სხვადასხვა გონიერი არსებებით იყო დასახლებული, მოგვესაჯა ადამიანის ფორმაში სასჯელის მოხდა, - ადამიანის ფორმაში? ანუ საერთოდ არ გავხართ ადამიანებს? - არა ჰანა, არ გგავართ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ნამდვილი გარეგნობის სრულად მიღება და ჩვენი ძალების სრულად გამოყენება სანამ დედამიწაზე ვართ, ზუსტად ეს არის ჩვენი სასჯელი, მაგრამ გვაქვს შანსიც, ყოველ სამასს წელიწადში ერთხელ დედამიწაზე იბადება ადამიანი რომელსაც შეუძლია იმ ტატუების წაკითხვა რომელიც სასამართლოს ბრძანებით მე, ჩემს და ძმებს, ბიძაჩემს და ბიძაშვილებს გაგვიკეთეს და რომელსაც ჩვენც კი ვერ ვხედავთ, თუკი ის ადამიანი ყველა ტატუს წაიკითხავს, აუცილებლად ვიპოვით უკან დაბრუნების გზას, ეს ერთგვარი ინსტრუქციაა, დავბრუნდებით და სასჯელიც დასრულდება, ‘’დავბრუნდებით და სასჯელიც დასრულდება’’ ‘’დავბრუნდებით და სასჯელიც დასრულდება’’ მესმოდა განუწყვეტლივ, ჰმ, ჯანდაბა, ანუ ისინი უბრალოდ წავლენ, უკან თავიანთ პლანეტაზე დაბრუნდებიან, ჯეისონი წასვლას აპირებს? გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ვეცადე ჩემი მღელვარება არ შეემჩნია და უბრალოდ ვანიშნე რომ გაეგრძელებინა. - საქმე იმაშია რომ მამაჩემს ძალიან მოეწონა აქაურობა, წარმოგიდგენია? ის ადამიანებზე უფრო მეტად ადამიანურია, ყველა ადამიანური გრძნობა ძალიან მაღალი დოზითაა მასში თავმოყრილი, ჩვენ რომ ამ პლანეტაზე ჩამოვედით მაშინდელი ცივილიზაცია ის ის იყო ფეხს იდგავდა, ღმერთებად, მბრძანებლებად მიგვიღეს, მანაც შეიფერა ეს ყველაფერი და მართლაც ღმერთი გახდა მათთვის, ჩვენ ყველას ძალიან გვიჭირდა ახალ პლანეტასთან, ახალ სხეულებთან, ახალ ცხოვრებასთან შეგუება, მან კი უცებ აუღო ალღო ყველაფერს, საოცარ სიამოვნებას იღებდა მართვით ადამიანების ბედ იღბლით თამაშით და იმ ყველაფრის გაკეთებით რასაც ჩვენს სამშობლოში ვერ აკეთებდა, - როცა პირველად დაიბადა ის ადამიანი ვისაც ჩვენი დახმარება შეეძლო, ჩვენ ის ვიგრძენით და მისი ძებნა დავიწყეთ, მამაჩემს მაინცდამაინც არ გახარებია ეს, მე ვიპოვე, პატარა ბიჭი იყო, თხუთმეტიოდე წლის, მთაში მივაგენი, სოფელში, ადგილობრივი მჭედლის შვილი იყო, დავიგვიანე, სულ რაღაც რამდენიმე წუთით დავიგვიანე, სისხლისგან იცლებოდა რომ მივედი, ყელი გამოჭრეს... - ძალიან დიდი ხანი და უამრავი სამასი წელი დაგვჭირდა იმის გასააზრებლად რომ ამ ადამიანების სიკვდილი უბედური შემთხვევა ან უბრალოდ დამთხვევა არ იყო, ზოგიერთის პოვნას ვახერხებდით მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიგვყავდა, ზოგჯერ კი მანამდე ქრებოდნენ სანამ მივაგნებდით, არც კი გვიფიქრია რომ ამ ყველაფერში მამაჩემის ხელი ერია, ძალიან დიდი დრო გავიდა სანამ ყველაფერს მივხვდებოდით, მერე როცა ყველაფერს მივხვდით, მამაჩვენის და ჩვენი გზები გაიყარა და მანაც ღიად დაიწყო ჩვენთან ბრძოლა, ორგანიზაცია ჩამოაყალიბა რომელიც მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენნაირებს ეძებდა და ანადგურებდა, ანადგურებდა რადგან შიშმა შეიპყრო რომ ვიღაც მმართველობაში შეეცილებოდა, ამ საქმეში საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია, საბოლოოდ მხოლოდ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები დავრჩით, ადამიანებთან ერთად ცხოვრებამ ყველა ძალიან შეგვცვალა, სულ სხვანაირები ვიყავით ადრე, სხვანაირად ვფიქრობდით და ვაზროვნებდით, სხვა სახელები გვერქვა, - ესე იგი ყოველთვის ჯეისონი არ ყოფილხარ? ადრე რა გერქვა? - ამას მნიშვნელობა არ აქვს, უამრავი სახელი გამოვიცვალეთ, რაც აქ ვართ მას შემდეგ დედამიწაზე სიცოცხლე რამდენჯერმე დაიბადა თავიდან, ასე თუ ისე აქაურობას შევეჩვიეთ, უამრავი სხვადასხვა ცხოვრებით გვიცხოვრია, ვყოფილვართ ღმერთები და მეფეები, ანგელოზები და წინასწარმეტყველები, მეომრები და მთავარსარდლები, მმართველები და უბრალო პოლიტიკოსები, ვერ უარვყოფ, ყოველთვის მომწონდა და ახლაც მომწონს ისეთ პროცესებში ჩარევა რომელიც თუნდაც ცოტათი მაინც შეცვლის ამ პლანეტის საქმეს უკეთესობისკენ, თუმცა მამაჩემს ქაოსი მოსწონს, არეულობა, შიში, შფოთი და ტკივილი, თითქოს აქაურობაზე იყრის ჯავრს იმის გამო რაც შეგვემთხვა, რაც დედაჩემს შეემთხვა, არადა სინამდვილეში ისეთი სუსტია არ აღიარებს რომ ყველაფერი მისი ბრალია, ახლა ჩვენს წინააღმდეგაა, რამდენიმე ქვეყნის და ორგანიზაციის ფარული მმართველია და ყოველთვის ჩვენზე რამდენიმე ნაბიჯით წინაა, უფრო სწორედ იყო სანამ შენ არ გამოჩნდი, არ ვიცი რა შეეშალა და როგორ გამოეპარა შენი არსებობა, ჩვენც არაფერი გვიგრძვნია, არც მე ვიცოდი შენს შესახებ არაფერი სანამ იქ ჩვენს, უფრო სწორად შენს ბინაში არ მოხვედი, გაეღიმა, წამოიწია, იდაყვზე დაეყრდნო და უცნაურად გახალისებულმა, აციმციმებული თვალებით დამხედა ზემოდან - იცი რა უცნაური გრძნობა მქონდა როცა პირველად დაგინახე? ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, მიზიდულობა, სურვილი და უზომო ინტერესი, თანაც ამას დამატებული შენ ჩემი ფიქრები გესმის, ეს აქამდე არასდროს მომხდარა, ჩვენს შორის ორმხრივი კავშირია, წარმოუდგენელია მაგრამ ასეა, შენ განსხვავებული ხარ ჰანა, შეიძლება ამიტომაც დააგვიანა მამაჩემმა, სანამ ერთმანეთს არ შევხვდით და ჩვენი კავშირი არ გაძლიერდა მანამდე ისიც ვერ გგრძნობდა, - ესე იგი ის კაცები მისთვის მუშაობენ? - ჰო ასეა - და შენ ასე ადვილად მეუბნები რომ საფრთხეში ვარ და ყოველ წუთს შეიძლება რომ მომკლან? - ასე არაა ჰანა, ახლა ჩემთან ერთად ხარ და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, თანაც ვფიქრობ რომ მამაჩემს ამჯერად სხვა გეგმა აქვს და სულაც არ ფიქრობს შენს მოკვლას - იცი რა ჯეისონ, ვფიქრობ და რამდენიმე რამ ვერ გავიგე, შეიძლება გკითხო? - რაც გინდა მკითხე, ყველაფერზე გიპასუხებ, -მომხიბვლელად გამიღიმა და თლილი თითები ტუჩებზე გადამისვა, მერე ნელ-ნელა ჩამოჰყვა ყელს და მოღეღილი მაისურიდან მომზირალ მკერდზე ჩააცურა, თვალები მიმელულა, პირი გამიშრა და სადღაც გულის სიღრმიდან ვერშეკავებული ოხვრა აღმომხდა, - გეყოფა ჯეისონ ნუ მაბნევ, -შეცვლილი ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოვთქვი, გულიანად გაეცინა და ისევ თავისუფლად გადაწვა ბალახებზე. - გისმენ, მკითხე რაც გინდა, - მამაშენი ხელს რატომ გიშლით დაბრუნებაში? ხომ შეუძლია თვითონ დარჩეს თქვენ კი დაბრუნდებით, ვერ ვხვდები პრობლემა რაში მდგომარეობს? - საქმე იმაშია რომ ან მასთან ერთად დავბრუნდებით ან საერთოდ ვერ დავბრუნდებით, ახლა როცა კიდევ გვაქვს შანსი სამშობლოში დავბრუნდეთ, მასაც უნდა თუ არა იძულებით მოუწევს ჩვენთან ერთად წამოსვლა, ეს ტატუ არა მხოლოდ უკან დაბრუნების გზაა, არამედ იმის გარანტიაა რომ ერთად დავბრუნდებით, რომ მასაც დავაბრუნებთ, ცალ-ცალკე ეს ნახატი არაფერს ნიშნავს, ერთად კი მთლიან სურათს ქმნის. - ანუ მინდა თუ არა მაინც მომიწევს მამაშენის გაცნობა. - ასე გამოდის, მაგრამ გპირდები ყველაფერს ისე გავაკეთებთ რომ შენ არანაირი საფრთხე არ შეგექმნება, ჩემი ხომ გჯერა ჰანა? - მჯერა, -უბრალოდ, მოკლედ ვუთხარი და მართლაც ასე იყო, ყველაფრის მიუხედავად მისი მჯეროდა, - ახლა რას აპირებთ ჯეისონ? - არ ვიცი, ახლა ყველა ძალიან დაბნეულია, იმას რომ თავი დავანებოთ რაც მამაჩემის გამო ხდებოდა, ბოლო ათასი წელია საერთოდ არ დაბადებულა ადამიანი ვინც ამ ტატუს წაიკითხავდა, ახლა კი ასე უცებ გამოჩნდი, თანაც ჩემს ფიქრებს კითხულობ, ჩემთან კავშირი გაქვს, ეს აქამდე არავის გაუკეთებია, არცერთ ადამიანს არ ჰქონია რომელიმე ჩვენთაგანთან ასეთი კავშირი, კიდევ რა შეგიძლია ჯერ არ ვიცით, უბრალოდ კარგად უნდა მოვიფიქროთ რას გავაკეთებთ და როგორ მოვიქცევით, ისიც საინტერესოა მამაჩემი რას გეგმავს, რატომ არ უნდა რომ რამე დაგიშავოს, - შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს მაგრამ რომ არ გკითხო არ შემიძლია, თქვენგან რომელიმეს რამე რომ მოსვლოდა, უკან დაბრუნების შანსიც აღარ იარსებებდა... - მივხვდი რასაც გულისხმობ, -შემაწყვეტინა, -მამაჩემი ვერაფერს დაგვიშავებს, არა იმიტომ რომ მისი ოჯახის წევრები ვართ, არამედ იმიტომ რომ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები, ჩვენი ძალები და უნარები მხოლოდ მაშინ იმოქმედებს ჩვეულებრივად თუკი ყველა ცოცხლები ვიქნებით, ერთ-ერთი ჩვენგანიც რომ დაიღუპოს ყველანაირ ძალას დავკარგავთ, ასე რომ მის ინტერესებში შედის ჩვენი კარგად ყოფნა, - მაინც რა ძალებს გულისხმობ? - ყველას სხვადასხვა რაღაც შეგვიძლია, გვაქვს უნარები კარგიც და ცუდიც, გააჩნია როგორ შეხედავ, -სახე უცნაურად შეეცვალა, მოიღუშა შოკოლადისფერი თვალები დაენისლა, მივხვდი რაღაც ცუდი გაახსენდა, ალბათ საშინელებაა ამდენი მოგონებები, ათასობით წელი, წარმოდგენაც კი არ მინდა, - როგორც მივხვდი ფრენაც შეგიძლია არა? -ვკითხე რომ მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, უცბად შეეცვალა სახე, გაიღიმა და გახალისდა, აშკარად სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი - მთლად ფრენას ვერ დავარქმევ, ფრთები არ მაქვს, მაგრამ ჰაერში თავისუფლად მოძრაობა... არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, ნამდვილი საოცრებაა, ჩემს სამშობლოში ამის გაკეთება არ შემეძლო, არავის არ შეეძლო, რატომღაც აქ ეს უნარი განმივითარდა, ეს ერთადერთი რამ იყო რის გამოც დედამიწაზე ცხოვრება მომწონდა მანამდე სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში, წამოდგა, ხელი გამომიწოდა, წამომაყენა და მაგრად ჩამიკრა გულში, - შენ ჩემი უაზრო და უმიზნო ცხოვრება შეცვალე ჰანა, შენზე ვგიჟდები, ჩემი საოცრება ხარ, ჩემი პირადი სასწაული, ჩემი ბედნიერება, იცი როგორ მეშინოდა რომ ამ ყველაფერს ვერ გაიგებდი და მიმატოვებდი, რომ შეგეშინდებოდა, იმის გაფიქრებაც კი არ მინდა რომ უშენოდ ყოფნა მომიწევს, დღეიდან ერთი წუთიც კი არ მინდა უშენოდ ცხოვრება, ისედაც დიდხანს გელოდე, ძალიან დიდხანს, -ჩამჩურჩულებდა და ნაზად მკოცნიდა შუბლზე, მერე ღაწვებზე, მერე ტუჩებზე, თავბრუს მახვევდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა, ახლა საერთოდ არ მაინტერესებდა რომ ადამიანი არ იყო, მე ის მიყვარდა, მინდოდა და მასთან საოცრად კარგად ვგრძნობდი თავს, - წამოდი ალბათ უკვე ყველა ჩვენ გვეძებს, -მითხრა ეშმაკური ღიმილით, ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა, ბედნიერი და თან ამ უცნაური ამბებით გაბრუებული მივყვებოდი, როგორი იქნებოდა დღეიდან ჩემი ცხოვრება? ამაზე პასუხი არ მქონდა, ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცოდი იყო რომ, რაც არ უნდა ყოფილიყო, რამდენი ხანიც არ უნდა მქონოდა მასთან ერთად ყოფნისთვის, მაქსიმალურად გამოვიყენებდი, ამაში დარწმუნებული ვიყავი. * * * - აქ რას აკეთებ? -ემა ვერანდაზე მდგარ სავარძელში ჩემს გვედით ჩამოჯდა და სურნელოვანი სითხით სავსე ჭიქა გამომიწოდა, ჟასმინის სურნელმა სასიამოვნოდ შემომიღიტინა ცხვირში და გამაღიმა, - მადლობა ჩაისთვის, - მინდა რომ ჩვენთან თავი კარგად იგრძნო ჰანა, მართალია ჯერ მხოლოდ ერთი დღეა აქ ხარ მაგრამ მინდა ყველაფერს შეეჩვიო და თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ სახლში, შენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, ჯეისონისთვის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. აშკარად შეამჩნია როგორ შემეცვალა ჯეისონის ხსენებისას სახე, ვეცადე რომ გამეღიმა მაგრამ არ გამომივიდა, თავი ჩავღუნე და ღრმად ჩავისუნთქე, ვერაფრით ვივიწყებდი რომ ცოტა ხანში წავიდოდა და სამუდამოდ დამტოვებდა. - ის არასოდეს მიგატოვებს ჰანა, -მითხრა და ჩემი გაოცებული სახის დანახვისას გაეღიმა, -გულთმისანი ნამდვილად არ ვარ თუმცა შენ მთელი შენი განცდები და ფიქრები სახეზე გაწერია, თანაც უნდა გაგიმხილო რომ ჩემი ერთერთი უნარი ადამიანთა გრძნობების, ფიქრების და სურვილების ამოცნობა და ამის მიხედვით მათზე ზემოქმედებაა, შენს შემთხვევაში ცოტა მიჭირს მაგრამ, იმდენად გეშინია მისი დაკარგვის რომ ეს აშკარაა, თუმცა ამის არ უნდა გეშინოდეს, ჯეისონი შენზე გიჟდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ არ დაგკარგოს, აუცილებლად მოიფიქრებს რამეს უბრალოდ ენდე კარგი? -უხმოდ დავუქნიე თავი, ახლოს მოიწია და მომეხუტა. - მე ის ძალიან მიყვარს ჰანა, ჩემი პატარა საყვარელი ძმაა, ყოველთვის განსხვავებულად და განსაკუთრებულად მიყვარდა, დედას ძალიან გავს, ზუსტად მისნაირი თვალები აქვს, ის ყველაფერია ჩემთვის, აღარც კი მახსოვს როდის იყო ბოლოს ბედნიერი ან საერთოდ თუ იყო, ბოლო დროს ჩვენთან აღარ ურთიერთობდა, თითქოს საკუთარი თავიც კი დაკარგა, შენ კი ისევ დააბრუნე მის სახეზე ღიმილი, ჯეისონი შენ დაგვიბრუნე, ოჯახს დაუბრუნე, ამისთვის შენი მადლობელი ვარ. - რაზე საუბრობთ? -იანი და ოლივერი ერთდროულად შემოიჭრნენ ვერანდაზე, მათ დანახვაზე სიცილი ვერ შევიკავე, პატარა ცელქი ბავშვებივით იყვნენ აწითლებულები და თმააჩეჩილები, მართლაც საოცრად გავდნენ ერთმანეთს. - რას გავხართ, ახლა რაღას აფუჭებდით, -შეუტია ემამ და ფეხზე წამოდგა, - კარგი ნუ ეჩხუბები, მე მეხმარებოდნენ, პატარა საქმე გვქონდა, -ლოგანი დაღლილი სახით შემოვიდა და ჩემს წინ ჩაეშვა სავარძელში, - რა საქმე გქონდათ? -ემამ თვალები მოჭუტა და ეჭვით სავსე მზერით გადახედა ეშმაკურად მომღიმარ ტყუპებს. - ისეთი არაფერი, პატარა ცდა ჩავატარეთ, -ლოგანს გაეღიმა, საოცრად უხდებოდა ღიმილი, არც ემას და არც ჯეისონს არ ჰგავდა, განსხვავებულად სიმპათიური იყო და სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, უეცრად თვალი მისმა მედალიონმა მომტაცა რომელიც მოღეღილი პერანგიდან უჩანდა, ოვალური ფორმა ჰქონდა და ძველეგვიპტური იეროგლიფებით იყო მოჭედილი, - ძალიან ლამაზია, -ვანიშნე მედალიონზე, უბრალოდ გამიღიმა და ღილები შეიკრა. - რათქმაუნდა ლამაზი იქნება, თვით კლეოპატრას საჩუქარია, -წამოიძახა იანმა და მაშინვე გაჩუმდა როცა ლოგანის დაბღვერილ სახეს გადააწყდა, მე კი ვეღარ მოვითმინე, - სერიოზულად? ხუმრობ თუ მართლა კლეოპატრამ აჩუქა? ნამდვილმა კლეოპატრამ? - ჰო ნამდვილმა კლეოპატრამ, -დამიდასტურა ოლივერმა, -ლოგანზე გიჟდებოდა, რომ იცოდე რას აღარ აკეთებდა მისი ყურადღების მისაქცევად, - ჰო მაგრამ არც ლოგანს დაუკლია მისი გულისთვის სისულელეების კეთება, -ემამ გულიანად გადაიკისკისა და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ძმისთვის რომელიც უკვე აშკარად გვარიანად იყო გაცოფებული. - იცოდე ლოგან არ დაიწყო ახლა შენებურად წუწუნი თორემ ჰანას მოვუყვები რა გააკეთე როცა კეისარზე იეჭვიანე, -ყველა ერთად მივბრუნდით კარისკენ, ყურებამდე გაღიმებული ჯეისონი კარის ჩარჩოს მიყრდნობილი იდგა და თვალს არ მაშორებდა, მისი დანახვისას ერთბაშად შემომეძარცვა ყველა შიში და ეჭვი, შინაგანად გავთბი და მოვდუნდი, სასიამოვნო საუბარი ჰანტერის ბოხმა ხმამ შეგვაწყვეტინა. - მაპატიეთ რომ ხელს გიშლით მაგრამ სტუმარი გვყავს ბავშვებო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.