ტრაგიკული ტრაგედია (2 თავი)
სახლში მივედი,პირადპირ დავწექი ღმერთო ისეთი დამღლელი იყო ინივერსიტეტი. ჩამეძინა, ისევ კარის ხმა, მაგდა მოვიდა,ისევ ერთად დავლიეთ ჩაი. - როგორი იყო უნივერსიტეტში - ჩვეულებრივი - მხრები ავიჩეჩე - იცი? ხვალ სასაფლაოზე უნდა ავიდე, თუ გინდა.. - არა მაგდა, ვერ შევძლებ - გავაწყვეტინე საუბარი - კარგი - თქვა, სევდიანი ხმით, ვიცოდი რომ მასაც ტკიოდა ირა. ბევრი არ გვილაპარაკია, მაგდაც წავიდა, მე აბაზანაში შევედი, თითქოს წყალი ტკივილს მომაშორებ, მაგრამ არა ვერ მაშორებს, არადა მტკივა, ძალიან მტკივა.წყლის ქვეშ დიდი ხანი ვიდექი გამოვედი აბაზანიდან, ისევ ფანჯარასთან ვიჯექი, ისევ მონატრების განცდა. მაისი იყო, მაისში წავიდა, არადა ეს თვე ძალიან უყვარდა. ირასთან გადავწყვიტე წასვლა, უკვე ღამე იყო თუმცა არაუშავს. ჩვეულებრივად ჩავიცვი, და წავედი. სასაფლაოზე ვიყავი, ქვებზე ადამიანების ფოტოსურათებდი და დაბადება-გარდაცვალების წლები იყო გამოსახული.აი ირასთანაც მივედი, ფოტოზეც იღიმის, გამეღიმა, - ირა მენატრები, აქ უნდა იყო, ირა, ჩემი ირა, რატომ წახვედი, ოჰ როგორ მიყვარხარ ჩემო ირა, არ უნდა წასულიყავი, გტკიოდა მაგრამ შენ ხომ ძლიერი იყავი, რატომ დამტოვე მაინც? მინდა რომ აქ იყო - ვერც შევამჩნიე როგორ მცვიოდა ცხელი სითხე თვალებიდან. - უშენობას ვერ ვუძლებ, ჩემო ირა - ვწყნარდებოდი - დანგრეული ვარ ირ, ნაფლეთებად ვარ ქცეული. უცბად ვიღაცა მომიჯდა გვერდით. - დაწყნარდი - ნაცნობი ხმა იყო - მენატრება - ყველას ვიღაც ან რაღაც ენატრება გვერდზე გავიხედე რამიშვილი იყო - შენ აქ რას აკეთებ? - მასთან მოვედი - თავით, ირას გვერდზე საფლავზე მანიშნა, საფლავზე დაახლოებით 14 წლის გოგონა იყო გამოსახული, ისიც იღიმოდა, გარდაცვალების თარიღი 2018 წელი. სახელი ნატალია რამიშვილი, გავვოცდი, გულში მეტკინა - დღეს მისი დაბადების დღეა - მე ვდუმდი - სხვები მეტყოდნენ რომ იზიარებენ - გეტყოდნენ თუმცა, არ იზიარებენ, ისე როგორც შენ გტკივა, ამიტომ არ გაბეზრებ თავს მაგ სისულელეთი - უცნაური ხარ.- მე ისევ ვდუმდი. არაფერი გვითქვამს. ვიჯექით უბრალოდ. წამოვედი, ის ისევ იქ დარჩა სახლში მივედი ფიქრები არ მასვენებდა ნუთუ, რამიშვილმა და დაკარგა. ვიცოდი რომ ძალიან ტკიოდა. დავიძინე, ირა ისევ არ მოსულა სიზმრებში. 7-ზე გამეღვიძა, ისევ მოწევით დავიწყე დილა, შემდეგ ტელეფონმა დარეკა, ისევ ზურა იყო - რა გინდა - მელანო, შემხვდი, ვიღაც უნდა გაგაცნო - ვიცი ვისაც გამაცნობ მე კი არ მინდა გაცნობა გასაგებია არ მინდა - ვყვირი - ძალიან გთხოვ, მას ძალიან უნდა შენი გაცნობა - კარგი, ოღონდ შენს გამო არა მის გამო. - დავუკიდე ზურა მამაჩემია, იყო, სანამ დედას არ უღალატებდა და არ მიგვატოვებდა, ირამ ზურას არ აპატია, დედა კი დედა, დედა... ის ავარიაში გარდაიცვალა, მას შემდეგ ირა და მე ვიყავით, ირათი იწყებოდა და მთავრდებოდა, ახლა ირა დასრულდა. ზურამ მომწერა ადგილი რაღაც კაფე იყო. ჩავიცვი ისევ ჩვეულებრივად და წავედი უნივერსიტეტში, ხალხს ვუყურებდი, ზოგი სამსახურში გარბოდა, ზოგი საყიდლებზე, ზოგი უსაქმური იყო ზოგი ლოთი. ყურადღება მეტროში ერთმა ქალმა მიიქცია მიყურებდა შემდეგ ფურცელზე იყურებოდა, ის მე მხატავდა, წინ ბატონი დამიდგა მან უსაყვეურა - ბატონო გაიწიეთ, მეფარებით მე კი მას ვხატავ - ბოდიში ქალბატონო - და გაიწია უცნაური ქალი გახლდათ. უცბად ადგა და გვერდით ჩამომიჯდა - ეს შენ - მითხრა და ფურცელი მომცა, მე ვიყავი, ფურცელზე, იმის მიუხედავად რომ მძულდა არსება ფურცელზე, გამოვართვი - მადლობა. - ვიღაც დაკარგე? - უეცრად მკითხა - დავკარგე - ქალს სახე ნაღვლიანი გაუხდა - მეც დავკარგე ადამიანი - ვინ დაკარგეთ? - დამაინტერესეა - საყვარელი მამაკაცი, ცხოვრების სიყვარული - თქვა, ციფერი თვალები ჰქონდა, ქალს - ახლაც ცამესმის მისი ხმა და მის ღიმილს ვხედავ - გაეღიმა - მონატრება რთული რამეა, უი მართლა მე ფეფო ვარ - ცრემლები მოიწმინდა და ხელი გამომიწოდა, გაკვირვეული ვიყავი ამ ქალით, ჩემი მარჯვენა შევაგებე. - მელანო - უცნაური სახელია მელანო, შენც უცნაური ხარ გეტყობა, სახეზე გეტყობა რომ დიდ ტკივილს დაატარებ.- უცნაურზე ირაკლი გამახსენდა და ჩამეღიმა. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ფეფო - ცემთვისაც მელანო, აბა წავედი, ჩემი გაჩერებაა - კარგად იყავით ფეფო უნივერსიტეტში შევედი ისევ ხმაური, არეულობა, ზაირას ლექცია ყოველდღე მქონდა, აუდიტორიაში შევედი, ჩემდა გასაოცრად მელინა და მისი ორი ძუკნა იჯდნენ,ისევ ბოლო სკამზე დავჯექი, უცბად მელინა ჩემთან მოდის - ხვალ ვერთობიტ თითქმის ყველა ვიქნებით თუ გინდა წამოდი, მისამართს გამოგიგზავნი - სერიოზულად გამკვირდა ხმა არ ამომიღია.მესიჯიც მომივიდა.რამიშვილი დაგვიანებით შემოვიდა - რამიშვილი - დაიყვირა უეცრად ზაირამ - დაკაკუნება არ გასწავლეს? - არა პატივცემულო - კიდევ მეპასუხები? - როგორ ბრძანებთ, უბრალოდ კითხვაზე გპასუხობთ - ირონიული ხმა ჰქონდა ზაირა გაჩუმდა და განაგრძო ლექცია. სახლში მივედი, სამსახური მჭირდებოდა, ვეძებე ბოლოს ერთი რესტორანი ვიპოვე, საკმაოდ კარგი.ჩქარა ავიღე ჩანთა და წავედი. გარედანაც ეტყობოდა რომ ძვირიანი რესტორანი იყო. შიგნით რომ შევედი ყველა ელეგანტურად გამოწყობილიყო, მიმტანი ვიპოვე - უკაცრავად, მე გასაუბრებაზე ვარ - ვუთხარი - მენეჯერის კაბინეტი იქ არის - წინ კარებზე მიმანიშნა - მადლობა კარზე დავაკაკუნე „შემოდი“ რომ გავგონე კარები გავაღე, დაახლოებით 30-35 წლის იქნებოდა - გამარჯობა - გაგიმარჯოს, ალბათ გასაუბრებაზე მოხვედი ხომ? - დიახ - დაჯექი დავჯექი - სტუდენტი ხარ? - დიახ სტუდენტი ვარ - როგორ აპირებ მუსაობას - შაბათ კვირას შემიძლია მუშაობა და ასევე საღამოობით - კარგი, აყვანილი ხარ - მითხრა ღიმილოთ, გამიკვირდა ასე მალე როგორ დამთანხმდა - მადლობა. რესტორნიდან გამოვედი, გამიხარდა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ირას გარეშე. სახლში წავედი,ფანჯარასთან ვზივარ და ფარეთ ვიყურები. კარზე კაკუნია მივედი გავაღე რათქმაუნდა მაგდა იყო, ერთად ვეწეოდით, რომ საუბარი დავიწყე - მაგდა - ჰო - სამსახური ვიშოვე - კარგია - გამიღიმა - კიდევ, ერთ საათში ზურას უნდა შევხვდე - რა? - ვიცოდი რომ გაუკვირდებოდა - უნდა გამაცნოს - უფლება შენია თუ გინდა გაიცანი თუ გინდა არა - მხრები აიცეცა - გუშინ ირასთან წავედი - კიდევ ვუთხარი ერთი ამბავი - მეც ვიყავი დღეს, იასამანი დავრგე, და დავუდე - ჰო, იასამნები უყვარდა - ირა გიჟდებოდა იასამნებზე ამიტომ სულ ყიდულობდა მაგიდაზეც იდო, ნახატიც ჰქონდა - ჰო. შემდეგ წავიდა.ერთი საატი რომ გავიდა და საათს ავხედე, ჩაცმა დავიწყე, ჩვეულებრივად ჩავიცვი, ჯინსი, თეთრი მაიკა ჟაკეტი კედები. და წავედი. თითქოს არ მადარდებდა მაგრამ ვნერვიულობდი, მე ხომ ზურას შვილი უნდა გამეცნო, რათქმაუნდა ზურას ცოლიც იქნებოდა. 15 წუთით ადრე მივედი, დაჯავშნილი ქონდა ადგილი, იმ მაგიდასთან დავჯექი რომლისკენაც მიმტანმა მიმითითა. სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარაში გავიხედე, ფანჯრიდან კი რამიშვილი დავინახე, მანქანას მიყრდნობილი სიგარეტს აბოლებდა, უცბად მზერა დარბაზზე გდავიტანე.კარში ზურა იდგა, მის გვერდით რუსო, მათ გვერდით კი დაახლოებით 15 წლის გოგო.ზურამ დამინახა და ჩემკენ წამოვიდა, რუსოს თავი ჩახრილი ჰქონდა დამნაშავე ბავშვივით, გოგო კი მაკვირდებოდა.ზურა გაშეშდა, ალბათ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ჩამხუტებოდა? ეკოცნა? დასხდნენ, გოგონამ ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, ზურა ჩემს პირისპირ დაჯდა, ვუყურებდი კაცს რომელიც 15 წელი არ მენახა. სიმპატიური იყო ზურა, რუსოსაც არაფერი ჰქონდა დასაწუნი, გოგონას, რუსოსნაირი ლურჯი თვალები ჰქონდა, და ყავისფერი თმები. უერხულობა ტრიალებდა - აბა? - მე ვთქვი - ვიზიზარებ შენს მწუხარებას მელანო - რუსომ დაიწყო - არ მჭირდება - ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე - მელანო! იმისთვის არ მომიყვანიხარ აქ რომ რუსო დაგემცირებინა - მკაცრი ხმა ჰქონდა - ბოდიში რომ, დიდი სიამაყითა და სიყვარულით ვერ დავხვდი ქალბატონს - ირონიული ვიყავი - მელანო! - ზურა რა გინდა? - მინდა რომ ბოლოს და ბოლოს მაპატიო, ამის დედაცმოვტყან მინდა რომ მაპატიო - რა უნდა გაპატიო, ის რომ დედა შენს გამო დაიღუპა? თუ ის რომ დედაშენის საფლავზე ერთხელაც რომ არ მისულხარ, რა გაპატიო ის რომ დამტოვე? - ყვირილზე ვიყავი გადასული - ამის დედასაც შევეცი - ეს თქვა და გავიდა, რუსო მას გაყვა. - მე ლიზა ვარ - გაიღიმა, ისეთი ღიმილი ჰქონდა როგორიც ირას - შენ მელანო ხარ ვიცი, რომ დიდად სასიამოვნო არ არის ჩემი გაცნობა, მაგრამ მამა შენზე ბევრს მიყვებოდა, დედა მართლა არ არის ცუდი, არც მე ვაპატიებდი მამაჩემს მიტოვებას, მითუმეტეს მის გამო რომ დედა გარდაცვლილიყო - ისე ლაპარაკობდა თიტქოს ძალიან ტკივა ჩემი ტკივილი - თუმცა ხანდახან ადამიანებს შეცდომები უნდა აპატიო - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ელისაბედ - სიგარეტი საფერფლეში ჩავაჭყლიტე.წამოვედი, ერთი წამიტაც არ ვფიქრობდი რომ ელისაბედი ცუდი იყო, არა მე უბრალოდ არ შემეძლო, ზურასთვის პატიება და ისე ცხოვრება თითქოს ყველაფერი კარგადაა.სახლში მივედი, სიგარეტს მოვუკიდე, ისევ ფანჯარასთან ვიჯექი, ვუყურებდი ეზოს, გამახსენდა როგორ აუცურდა ბებოს მოთოვლილ გზაზე ფეხი, იმის მაგივრად რომ შეწუხებულიყო, კისკისი დაიწყო, ისევ მეღიმება. ირა ადამიანი იყო როელიც სხვა ბებოებისავით, არ დამიწყებდა ჩხუბს ნიშნის გამო, არ მეჩხუბებოდა იმის გამო რომ ტალახში ვყავი ან იმის გამო რომ დავსველდი, ის იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის გაგიგებდა, მიყვარდა, ის ჩემთვის ბებოც იყო მეგობარიც და სხვა ყველაფერიც. ფიქრები ირაკლისკენ გამექცა, რა უნდოდა იქ ნეტავ. ღმერთო რაზე ვფიქრობ. დალევა მომინდა, ძალიან მომინდა, ხელფასი არ მქონდა, მაცივარში მხოლოდ მაგდას მოტანილი საჭმელები მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, იმქ წავსულიყავი სადაც მელინამ დამპატიჟა. შავი, მუხლს აცდენილი სიფრიფანა კაბა ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და წავედი. შევედი თუ არა, ხმაურმა შემაწუხა, საშინლად გამაღიზიანებელი მუსიკა უკრავდა, თავს მატკიებდა, იმდენი ხალხი იყო, ძვლივს გაივლიდი. დარბაზში ორი სართული იყო, თვალი მოვავლე მეორე სართულზე მდგარ რამიშვილს, რომელიც მეორე სართულის აივანს ეყრდნობოდა და ქვევით იყურებოდა. ბართან მივედი, ბარმენს ტეკილა შევუკვეთე, ვინაიდან მელინას დაჯავშნილი იყო ყველაფერი და მეც მისი „დაპატიჟებული სტუმარი ვიყავი“ ფულს არც გადავაიხდიდი. მეხუთე ჭიქაზე სახე ამიხურდა და დამცხა, დაახლოებით მერვე ჭიქა იქნებოდა როცა ბარმენმა გამაჩერა - მგონი ზედმეტია - დაგიკარგავს ადამიანი? - დავაიგნორე და ვკითხე - ყველას დაგვიკარგავს. - ცალყბად გავიცინე, ეს ის ღიმილი არ იყო, ეს იმ ტკივილის, სევდის მონატრების ტკივილი იყო რომელსაც დავატარებდი. შემდეგ ავდექი და ცეკვა დავიწყე, ვიგრძენი როგორ შემახო თეძოზე ვიღაცამ ხელები, მეც ავყევი იგი ჩემზე დაატარებდა თითებს,შემდეგ იყო ხმაური, ჩხუბი, და სიბნელე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.