ტრაგიკული ტრაგედია
კიდევ ერთი ჩაჭ....ტილი ღერი, და კიდევ ერთი მოკიდება. საფერფლე ავსებული იყო ჩაჭ....ტილი სიგარეტებით. კედელთან ვიჯექი ვაბოლებდი და ვფიქრობდი. ყველაფერზე ვფიქრობდი, ჩემს ბინძურ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, მეზიზღებოდა, საკუთარი თვი მთელი არსებითმ მეზიზღებოდა. ცხოვრებაც, ბედის ვარსკვლავიც მსოფლიო, ხალხი, საზოგადოება, მძულდა ეს სამყარო.იატაკზე სიგარეტის დაცარიელებული ყუთი შევნიშნე, ამიტომ ავდექი, სარკეში ჩემს თავს შევავლე თვალი,თვალები დასიებული მქონდა, მოკლედ შეჭრილი თმები ამბურდოდა,მეზიზღებოდა არსება სარკეში. გამოვედი იმ ოთახიდან, ოთახიდან რომელიც მძულდა, ეს სახლიც მძულდა.სამზარეულოში შევედი, ჩაიდანი ავიღე, ავავსე წყლით და გაზზე დავდგი. ფანჯარაში გავიხედე, თენდებოდა, მაგრამ მზე არ ჩანდა.ისევ ეს დაწყევლილი ფიქრები. ეზოც მასმ ახსენებდა, მის წარმოდგენაზე გამეღიმა, ეს ღიმილი ისევ იმ სახემ შეცვალა, ძვლივს ვიხედებოდი თვალებიდან, წარმოვიდგინე დაკრძალვა, და მისი სხეულის ბოლოჯერ ნახვა.ფიქრებიდან ჩაიდანის ხმამ გამომაფხიზლა, გამოვრთე გაზი,ფერი მივეცი გამჭირვალე წყალს, მაგიდაზე დავდგი, ჩამოვჯექი, ისევ ფანჯარა და ისევ ფიქრები. ზარმა დარეკა, არ მანაღვლებდა ვინ იყო. კარისკენ წავედი, კარი გავაღე, ზღურბლის იქით მომღიმარი ქალი დავინახე, ხელში ნამცხვით, რომელიც ჩემი დანახვისას შეკრთა, და ნაღვლიანი გაუხდა სახე - შენ ალბათ, მელანო უნდა იყო - დიახ - ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე - მე მაგდა ვარ, მეზობელი, ირას გამო ვწუხვარ, ის ჩემთვის არა მარტო მეზობელი არამედ მეგობარი იყო - არ მჭირდება წუხილი, გასაგებია? არ მჭირდება - უცბად ყვირილი დავიწყე - შეიძლება შემოვიდე? - ქალს, არც კი შეუმჩნევია ჩემი ყვირილი, ისე მკითხა. ნაღვლიანი ჩანდა ქალბატონი, დაახლოებით 60-65 წლის იქნებოდა. გავიწიე და ქალი სახლში შევიდა, ქალმა სხვებივით არ დაუწყო სახლს თვალიერება, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა, მე დავჯექი, ქალი ისე დადიოდა სამზარეულოში როგორც ირა, ჭიქა გადმოიღო წყალი დაისხა და დაჯდა, მის თითებს დავაკვირდი ზუსტად ისეთი იყო როგორიც ირას ჰქონდა, ისევ გამეღიმა.სიგარეტის ახალი კოლოფი გავხსენი, სიგარეტის ღერი თითებს შორის მოვიქციე და მოვუკიდე, ნაპასი დავარტყი - ზუსტად ისე უკიდებ როგორც ირა, შეიძლება? - კოლოფზემ მანიშნა, ჯერ გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე კოლოფი მას გავუცურე. - ეჰ, მენატრება, მისი გადაკისკისება მენატრება, მასთან კამათი მენატრება - ეღიმებოდა, მის სახეზე ერთმა ცრემლმაც გაიკვლია გზა. - მას დააგვიანდა, თქმა დააგვიანდა, რომ ეთქვა ერთი წინადადება ახლა ის აქ იქნებოდა - ისევ ჩახლეჩილი ხმით ვლაპარაკობდი და ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი. - მან იცოდა, იცოდა რომ ესე დასრულდებოდა - მაგდაც ფანჯარაში იყურებოდა - დასრულდებოდა მაგრამ სხვა დროს - იტანჯებოდა, მას ტკიოდა, გაუსაძლისად ტკიოდა, მან კი ეს ვერ აიტანა - მიმატოვა, წავიდა და ახლა სად არის არც ვიცი მაგდა დადუმდა, ეს სიჩუმე ისეთი ხმაურიანი იყო. ხვდებოდა ქალი რომ მე ფიზიკურად კარგად ვიყავი მაგრამ ჩემი მთელი არსება დანგრეულიყო, დამწვარიყო, ნაფლეთებად ქცეულიყო. მიყურებდა ქალი მე. - მოკლე თმებით უფრო გავხარ ირას მე ვდუმდი. მაგდა წავიდა დაიბარა ხვალაც მოვალო. მე ისევ ისე ვიყავი. ტელეფონი ჩავრთე სამი დღის მანძილზე პირველად, გამოტოვებული ზარები იყო ზურასგან, არც ვაპირებდი გადარეკვას, მითუმეტეს ზურასთან, მესიჯები იყო, რათქმაუნდა მოკითხვა, წუხილის გაზიარება, მეზიზღებოდა ეს ხალხი მთელი არსებით. აბაზანაში შევედი, და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, ერთიანად დამიარა ტალღამ, ვიდექი უბრალოდ და ისევ ფიქრები მჭამდა. თავზე პირსახოც შემოხვეული, ვიჯექი ისევ ფანჯარასთან და ვეწეოდი.ეზოს ვუყურებდი ისევ, გამახსენდა როგორ მაქანავებდა ირა, და ორივე როგორ ვკისკისებდით, მისი ხმა ჩამესმა, და გავიღიმე. - რატო, დამტოვე ირა, მჭირდები ისე როგორც არასდროს - ჩემთვის ჩავილაპარაკე, მოწევა დავასრულე, ღერი საფაერფლეში ჩავაჭყლიტე და ავდექი. ოთახში შევედი, ისევ სარკის წინ დავდექი ვუყურებდი, ისევ ჩემს ანარეკლს, ისევ ზიზღი. სარკიდან მოკლეთმიანი შავთვალება გოგო მიმზერდა, შევსებული, მაღალი კისერით.სარკეს გავეცალე, პირსახოცი მოვიხსენი, შემდეგ ისევ ირას ტანსაცმელს მოვკარი თვალი წარმოვიდგინე ირა ამ ტანსაცმელში როგორ უყვარდა ეს კოპლებიანი კაბა, როგორ იკეთებდა სათვალეს, თავის შავ თმებზე და ისევ მისი ბუნებრივი ღიმილი.მახსენდებოდა, ისევ მეღიმებოდა, აგონიაში ვიყავი ვერ ვიჯერებდი რომ დილას ირა აღარ დამიძახებდა, ვერ ვიჯერებდი რომ ვეღარ ვნახავდი, ვეღარ ჩავეხუტებოდი, ვეღარ დავინახავდი მის კისკისს, მონატრება მძიმე რამეა, თანდათანობით გჭამს და გსპობს. დავიძინე, მინდოდა ირა დამსიზმრებოდა მაგრამ არა, სიზმრებშიც არ მოსულა ირა. მეორე დღეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა ზურა იყო,ვ უპასუხე, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა - მელანო, როგორ ხარ - მკითხა კაცმა - რა გინდა - დავაიგნორე, კაცის შეკითხვა, ძალიან მინდოდა ზურა რომ გვერდით მყოლოდა მაგრამ არა არ ვაპატებდი მიტოვებას, ჩემი თავისაც გამიკვირდა, რომ ზურას ვუპასუხე. - მელანო მე... - ზურა რა გინდა - დაღლილი ტონით ვუთხარი - ხომ კარგად ხარ - არ ვარ - და დვაუკიდე, ისევ წარსული გამახსენდა, და ისევ ფიქრები ავდექი, სამზარეულოში გავედი სიგარეტს მოვუკიდე გავაბოლე, ისევ ფანჯარა, ეზო და ირა. ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომარკვია.მაგდა იყო, შემოვიდა მაგდა და ისევ გაბოლება დაიწყო. - მელანო - ჰო - უნივერსიტეტში არ დადიხარ? - მკითხა - არა - მაგრამ... - მაგდა ეხლა არ მაქვს უნივერსიტეტის და ლექტორების თავი - ირას ეს არ მოეწონებოდა - ირა რომ იყო ვიღაცას ჩემი სჯეროდა, ახლა აღარავინ არის - მე ვარ - ხარ - ნამდვილად ვარ, და მჯერა შენი, ირას უნდოდა რომ ცხოვრებაში წარმატებებს მიგეღწია - ის აღარ არის გაიგე? აღარ არის, ღმერთმა დასწყევლოს მე მან მიმატოვა აღარავინ აღარ მყავს, ირა მინდა, ძალიან მინდა - ვყვიროდი, და ცრემლები მდიოდა თვალებიდან, ძალა აღარ მქონდა, ჩავიკეცე და ხელები თავზე შემოვიწყე - ირა მინდა, ირა მინდა - ვიმეორებდი ჩურჩულით - ჩემო გოგო - მაგდაც ჩაიმუხლა, და ჩამეხუტა - რატომ მაგდა? რატომ წავიდა, რატომ წამართვა ღმერთმა, მე ხომ ის მჭირდებოდა, მჭირდება. მაგდა დუმდა დაქანცული ვიყავი, ლოგინზე მივწექი, ბალიშზე დავდე თავი და ირას სურნელი ვიგრძენი, ბალიშს ჩავეხუტე და დავიძინე. მეორე დღეს თავი მტკიოდა, დილით, ისევ მოწევა დავიწყე, მერე ისევ ფანჯარა ეზო და ფიქრები. შემდეგ მაგდა გამახსენდა, რატომ არ ვიცნოდი ამდენი ხნის განმავლობაში,ამ ფიქრებში მაგდაც მოვიდა.პირველად გამეღიმა ქალზე, ლამაზი ქალი იყო მაგდა, წლოვანების შესაბამისად რამდენიე ნაოჭი ჰქონდა, სახეზე, ყავისფერ თმებში ჭაღარა ეტყობოდა, თაფლისფერი თვალები კი ნაღვლიანი.მაგდას ხმა არ ამოუღია, ჩაის სვამდა.მე საუბარი დავიწყე - მაგდა - მაგდამ მზერა მომაპყრო - ვივლი უნივერსიტეტში - კარგია, ძალიან გამიხარდა, ვიცი რომ მიაღწევ ბევრ რამეს. - პირი გაეპო, და კბილები გამოაჩინა ქალმა. გამეღიმა. დაღამდა, ისევ ფიქრებით, სიგარეტით,ფანჯრით და ეზოთი. უცბად გამომეღვიძა, ჩავიცვი, ჩვეულებრივად, ჯინსი ბრეტელებიანი მაიკა, ჟაკეტი და კედები. ჩანთა ავიღე, და გავედი.ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი. ტაბლოზე, ავტობუსს 15 წუთი ეწერა. 15 წუთის შემდეგ ავტობუსი მოვიდა, გადატენილი იყო ტრანსპორტი, შემდეგ ვინანე რომ ავტობუსით წამოვედი,და აი უნივერსიტეტიც, შვებით ჩავისუნთქე დილის თბილისის ჰაერი. უნივერსიტეტში შევედი. ბავშვები ერთმანეთში ირეოდნენ, რომლებმაც მზერა მომაპყრეს , ვერ ვიტანდი, ამ ბავშვებს, უდარდელად ავიარე კიბეები, და აუდიტორიაში შევედი.რამდენიმე ბიჭი იჯდა, მივედი და სულ ბოლოში დავჯექი. ნელნელა აუდიტორიაც ივსებოდა, ბოლოს ორი გოგო შემოვიდა, მოკლე კაბებით, ესენი კაპანაძის მეგობრები იყვნენ,თვითონ კაპანაძე რომელ კაბინაში ჟ**აობდა, ღმერთმა იცის. ბოლოს ლექტორიც შემოვიდა, ქალბატონ ზაირას ახალი დაწყებული ჰქონდა ლექცია, ირაკლი რამიშვილი, რომ შემოვიდა დაუკაკუნებლად, ზაირამ ყურადრება არ მიაქცია იცოდა, ვერ შეცვლიდა თავის თქმით თავხედ ბიჭს, რამიშვილის შემდეგ მელინა შემოვიდა, კაპანაძეს, სახე ახურებული ჰქონდა,ზაირამ მასაც არ მიაქცია ყურადღება მას ყველაფერი ეპატიებოდა. ლექცია დასრულდა. აუდიტორიიდან გავედი. ჩაფიქრებული დავდიოდი. მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა, რომ მელინა, რამიშვილთან ჟიმაობდა. რთული მისახვედრიც არ იყო რომ უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილი ბიჭი უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილ გოგოსთან ჟიმაობდა. რამიშვილი, ის ბიჭი იყო რომლის დანახვაზაც გოგოები სველდებოდნენ, თუმცა რამიშვილს გოგოები მხოლოდ ერთხელ უნდოდა, აჰ, მელინას გარდა, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რა თავმოყვარეობა უნდა გქონდეს რომ, იცოდე შენი შეყვარებული სხვას ჟიმავს, და მასთან ტყნაური გქონდეს გაბმული.ამ ფირებით გართული ვიღაცას შევეჯახე - ბოდიში - დავიჩურჩულე - ხანდახან წინ უნდა იყურო - ნაცნობი ხმა იყო , ზემოთ ავიხედე, თვით რამიშვილს შევეჯახე. - ბოდიში მოვიხადე, მაგისთის - ხოდა არ არის მიღებული შენი ბოდიში - სულ ფეხებზე მიღებულია თუ არა - მხარი გავკარი და წავედი. გარეთ გავედი, სიგარეტი მოვწიე. და დანარცენ ორ ლექციას დავესწარი რამიშვილი ხმას არ იღებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.