შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრაგიკული ტრაგედია (3 თავი)


24-12-2021, 23:52
ავტორი analiza505
ნანახია 1 443

თვალები რომ გავახილე, ვერ გავარკვიე სად ვიყავი, ირგვლივს მოვიხედე, რამიშვილი იყო, ირაკლის მანქანაში ვიჯექი, სადღაც ჰქონდა მანქანა გაჩერებული და ეწეოდა.
- შენ რა სულ გაუბერე გოგო? - ყვირილი რომ დაიწყო, წარბები შევჭმუხნე
- ნუ ყვირი, თავი მისკდება
- ეს დალიე - ბორჯომი მომაწოდა. მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე
- აქ რატომ ვარ?
- გონება დაკარგე - მითხრა დაბალი, ბოხი ხმით.
- არ ვიცოდი - ირონიული ვიყავი- აქ რატომ ვარ შენთან ერთად - სახეზე რომ შევხედე წარბი ჰქონდა გახეთქილი - ან შენ რა გჭირს
- ძალიან ბევრი კითხვა გქონია
- მეც ვიფიქრე რომ დაგელაპარაკეოდი - მანქანიდან გადავედი , ისიც გადმოვიდა, გზას ვუყურებდი იმედი მქონდა ვინმე გამოივლიდა
- მანქანაში ჩაჯექი
- არა იყოს დიდი მადლობა
- მელანო - პირველად მომმართა სახელით - დაახლოებით 3-4 საათია გგონია რომ ვინმე გამოივლის? , ჩქარა მანქანაში - მე არც გავნძრეულვარ - მელანო!
მანქანაში ჩავჯექი. ორი საათის მერე ვიკითხე:
- სად მივდივართ
- ორი საათის შემდეგ კითხულობ?
- რა მნიშვნელობა აქვს როდის ვიკითხე - მომაბეზრებლად ვუთხარი
- ჩემთან სახლში
მე ხმა არ ამომიღია, რატომ არ ამოვიღე ხმა არც ვიცი.
- დღეს იქ, ვინები იყვნენ - იკითხა, მე გავხედე
- მამაჩემი, მისი მეორე ცოლი და მათი შვილი - ვუთხარი ირონიული ღიმილით - სიგარეტი გაქვს? - ისევ მას შევხედე
მომაწოდა სიგარეტის ყუთი, ფანჯარა ჩავწიე, ცივმა სიომ დამიბერა, სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
მანქანა გააჩერა, კორპუსის წინ. ჩვეულებრივი კორპუსი იყო. მას ვეყრდნბოდი, და ისე მივედით ლიფტამდე, ღილაკზე ბევრი მიჭერის შემდეგ, მაინც რომ არ ჩამოვიდა ლიფტი თქვა:
- ფეხით მოგვიწევს ასვლა, მე-7 სართულზე, შეძლებ? - თითქოს მცდის ისე შემომხედა
- კი
ბოლოს, ზურგზე ვყავდი მოსმული 5 წლის ბავშვივით, და ავყავდი ზემოთ. მივედით, კარები გააღო. ჩვეულებრივი სახლი იყო, ორ ოთახიანი
- აი ეს ჩაიცვი, სასმლის სუნით ყარხარ - მითხრა და მაიკა მომაწოდა
- მადლობა - ვუტხარი და გამოვართვი
- იქ ოთახია შეგიძლია გამოიცვალო
ოთახისკენ წავედი, საძინებელი ოთახი დიდი იყო, ორ საწოლიანი საწოლი ედგა, ალბათ აქ ჟიმაობს - გავიფიქრე. კაბა გავიხადე, მაიკა ჩემზე ორი ზომით დიდი იყო, ფეხშიშველა გავტანტალდი სამზარეულოში.
- ეს დალიე - ლიმნიანი ჩაი დამიდგა
- მადლობა
- ვერ უნდა მოტვინო ვის ეცეკვები? - მკაცრი ტონით მითხრა
- რამიშვილო შენი ს საქმე არ არის მე ვის ვეცეკვები - გავბრაზდი
- გოგო, წესიერად, იმ ნაბიჭვარს ერთი ღამისთვის უნდოდი გაიგე? ერთხელ და და მორჩა - ყვირილზე იყო გადასაული
გავჩუმდი.
- ახლა ეგ დალიე - წინ სკამზე დამიჯდა, და სიგარეტის მოწევა დაწიყო.
ჩაის ვსვამდი, მაგრამ სიგარეტი მინდოდა, ყუთზე დავაშტერე თვალები
რამიშვილმა ყუთი გამომიცურა.
- მადლობა - ჩავიჩურჩულე, სიგარეტს მოვუკიდე და გავაბოლე
- ბევრს ეწევი - მითხრა
- შენც
- სასაფლაოზე ღამით რა გინდოდა?
- ირასთან მივედი
- ირა ვინ იყო?
- ირა ყველაფერი იყო, მაგრამ ეხლა არაფერია. - გავჩუმდი,მიხვდა რომ არაფერს ვიტყოდი გაჩუმდა.
- შენ წადი დაისვენე მე ავალაგებ და მოვალ.
არაფერი მითქვამს, საძინებელში შესვლას არ ვაპირებდი, ამიტომ იმ ოთახში შევედი სადაც დივანი, ტელევიზორი და პატარა მაგიდა იდგა.
15 წუთში ირაკლიც შემოვიდა, პატარა მაგიდაზე სიგარეტი კოლოფი დადო, და კიდევ ერთი ჭიქა ლიმნიანი ჩაი.მოულოდნელად თავი ჩემს ბარკლებზე დადო და ლაპარაკი დაიწყო.



№1 სტუმარი სტუმარი ლენა

ვაიმეე იცოდე ყოველდღე ველოდები ახალ თავს. საშინლად მომწონს და ჩამითრია ამ მოთხრობამ.????წარმატებები შენ!

 


№2  offline წევრი analiza505

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent