გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი16)
-რა თქვი თამუნა? -რადა მელანო ლაშას შეხვდა იკა ლაშას. -კი მაგრამ საიდან გაიგო რომ ჩამოვიდა ან საერთოდ სად შეხვდა და რა ელაპარაკა მითხარი რა. -იმ დღეს გვიანობამდე რომ იყო მაშინ მიუწერია როგორ ხარ... არ დამვიწყებიხარო და დღეს უნდა შეხვედროდა და ალბათ შეხვდა. -თამუნა ვერ უთხარი რომ მოატყუებდა და არ ენახა? -შენი აზრით რაზე მეჩხუბა იკა? სწორედ ეგ ვურჩიე მეც და დავიღალე ყველას მოსმენით და ჭკუის სწავლებითო. ლაშას ამართლებდა და სიმართლე უნდა გავიგოო. -მაგ ბავშვმა მგონი საერთოდ გააფრინა რა. კი მაგრამ რა ელაპარაკა ლაშამ თამუ? -იკა ეგ მე საიდან უნდა ვიცოდე? შენ გგონია მის მერე შემეხმიანა ან რაიმე მითხრა? მეტი არაფერი ვიცი, რომ ვიცოდე გეტყოდი. -მადლობა თამუ, რომ ასე ზრუნავ მელანოზე თქვენი ჩხუბის შემდეგაც კი. -ეს ყველაფერი მელანოს გამო არ მითქვამს. -რააა? აბა რა იყო მიზეზი? -seen -თამუნა მითარი რა იყო მიზეზი? - seen...... მიყვარხარ -მოიცა რათქვი? -ვერ გაიგე იკა? -თამუნა მაგას სერიოზულად ამბობ? -კი სრული სერიოზულობით ვამბობ იკა. -ვაიმე შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე. იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. ვაიმე ჩემო გოგო. თამუ ლაშას ნომ ხომ არ გაგიგია? -კი გავიგე 555...... ეს ნომერია. დაურეკე და გამაგებინეთ რა მოხდება. -აუცილებლად. მადლობა საყვარელო და აბა დროებით. მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -გამარჯობა თამუნა როგორ ხარ? -არამიშავს მელანო შენ როგორ ხარ? -მე ძალია კარგად ვარ. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სიმართლე გავარკვიე. -ანუ შეხვდი ლაშას? -ხო რაიყო რა გაგიკვირდა? -არა არ გამკვირვებია. ისედაც ვიცოდი რომ შეხვდებოდი, მაგრამ უბრალოდ გადავამოწმე. -გასაგებია. ხომ გეუბნებოდი ლაშას რაიმე სერიოზული მიზეზი ექნებოდა ჩემგან წასვლისთქო? -მაინც რაო რა გითხრა? -ხომ გითხარი მამამისის გამო მოხდებოდა ასეთქო. მოკლედ... სულ შენ მელანდები და მესიზმრებიო. მე ვუთხარი რომ დაგიბრუნდე მარიამს რას უშვებითქო? ხელი არ გვაქვს მოწერილი, ვიტყვი რომ ჩემი კანონიერი ცოლი არაა და მარტივად დავშორდებითო. ესეც შენი სიმართლე. -და შენც დაიჯერე ეგ ყველაფერი ხო? -სიმართლეს ყოველთვის ვიჯერებ. -მელანო შენ კარგად ხარ? -კი რა მოხდა? -რადა მაგ ისტორიის ნახევარზე მეტი ტყუილია. -მაინც რა? -ძალიან გაინტერესებს? მაშინ გეტყვი. ჯერესერთი თუ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი და კანონიერი ცოლ-ქმარი არ იყვნენ სამი წელი მასთან რატომ იცხოვრა? რატომ არ წამოვიდა შენთან მოყვანიდან მალევე? მერეც მეორე, რომ გითხრა მარიამის ოჯახმა ყველაფერი გაიგო და მამამისი მაშანტაჟებდა, რომ მამაჩემს დაიჭერდნენო ეგ ტყუილია. მარიამი 5 წლისაც არ იყო მამამისი რომ გარდაიცვალა და დავიჯერო მკვდარი აშანტაჟებდა? მელანო გაახილე თვალები გთხოვ. -რაა? შენ საიდან იცი რომ მარიამის მამა გარდაცვლილია? -მაგის გაგება შენც შეგიძლია. გახსენი მისის ფეისბუქი და ყველაფერი კარგად დაათვალიერე. მამამისის შესახებ რამდენი რაიმე უწერია. -შენ რატომ ნახე მაგის გვედი? ან მათ შესახებ ამდენი საიდან გაიგე? -მელანო რაც შენ თქვი რომ ლაშას უნდა შეხვედროდი, მის შემდეგ ყოველთვის ვფიქრობდი მომეძია ისეთი მასალა რითიც დაგიმტკიცებდი რომ ლაშა გატყუებდა და მიზანსაც მივაღწიე. იმედი მაქვს ეხლა მაინც მიხვდები სიმართლეს. მე შენთვის ყოველთვის კარგი მინდოდა. -თამუნა ბოდიში რომ ასე გესაუბრებოდი, არ ვიცოდი ვისთვის უნდა დამეჯერებინა. ძალიან დაბნეული ვარ. აღარ ვიცი რა ვქნა. ალბათ თავიდანვე შენთვის უნდა დამეჯერებინა. მაგრამ სიმართლის გაგება მაინც მინდა. ღმერთო აღარ ვიცი რავქნა. -მელანო გთხოვ შეეშვი ლაშას. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ უყვარხარ. ეხლა მაინც ხომ დარწმუნდი რომ ლაშას ყველა და ყველაფერი ფეხებზე რომ ჰკიდია. -არვიცი თამუნა არაფერი. უნდა ვიფიქრო. კარგად. -ირაკლი გთხოვ მელანოს დაეხმარეთ. -რა ხდება თამუნა? შოთიკო ვარ. -შოთა გთხოვ თუ მელანო მართლა გიყვარს მოაშორე მას ლაშა. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ ატყუებს მან კი არ ციის რა ქნას. დაელაპარაკეთ საერთოდ ლაშას. -ირაკლი ესლაპარაკება ეხლა.... მოიცა ერთი წამით რაღაც ხმაურია..... ირაკლი ეს შენც გაიგონე? -კი რისი ხმააა?.... მელანო აქ ხარ? მელანო?.... მელანო არაააა. შოთიკო დროზე სასწრაფოში დარეკე. ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს მოგეწონათ. გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.