ტრაგიკული ტრაგედი (4 თავი)
- გუშინ წინ ჩემი ნატა გახდა 17 წლის. - რა უნდა მეთქვა უბრალოდ გავჩერდი, და უნებურად ხელი მის ტალღოვან თმაში შევაცურე - სამი წლის წინ ნატამ ვიღაც ბიჭი გაიცნო, არ მომწონდა ის ბიჭი, თავიდანვე,რამდენიმე თვის შემდეგ ნატა მიუწვდომელი გახდა, არ გამოდიოდა ოთახიდან, არ ჭამდა, ხმას არც გვცემდა, უბრალოდ იყო ოთახში, არც მე მელაპარაკებოდა, იმ დროს მე სკოლის ბოლო წელი მქონდა - ვუსმენდი - მაისის 13 რიცხვში, ბარათაშვილის ხიდზე იდგა და - აქ გაჩუმდა - და გადახტა აი ასე უბრალოდ გადახტა, მტკვრიდან მე ამოვიყვანე მისი უსულო სხეული მეჭირა მკლავებში, და გულზე მყავდა მიხუტებული, სულ ცივი იყო, ტუჩები ლურჯი ჰქონდა, ვეფერებოდი, ბოლოჯერ მაშინ შევეხე ჩემს ნატალის. - თითქოს მისი მეც მეტკინა, ჩამწყდა გულში, გავშეშდი რა უნდა მეთქვა ის რომ ცხოვრება გრძელდება? ამ სიტყვებს ვერ ვიტან, ცხოვრება არ გრძელდება თითქოს დრო არის გაჩერებული, ადვილი სათქმელია გრძელდება. გრძელდება თუმცა არა ისე როგორც აქამდე გრძელდებოდა! წამოდგა, მე ისევ ჩუმად ვიყავი. სიგარეტს მოუკიდა ფანჯარასთან დადგა და ღრმა ნაპასი დაარტყა, იისფერი აირი გამოუშვა პირიდან. - ირა, ირინა, ჩემთვის ყველაფერი იყო,- უცბად დავიწყე ლაპარაკი- ის იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის გაგიგებდა, სულ ნაწნავებს მიკეთებდა, ის ჩემთვის არაფერში ყველაფერი იყო, ის იყო ადამიანი რომელსაც ღრმად ჯეროდა, წამდა იმის რომ ბევრ რამეს მივაღწევდი, მან მე ცხოვრების არსი მომცა, მაჩვენა რა არის ცხოვრება, მაჩვენა როგორი უნდა იყოს ადამიანი - არ ვიცი, პირველად მომინდა ადამიანისთვის რაღაცის გაზიარება, ირას შემდეგ. მეც ავიღე სიგარეტი და ნაპასი დავარტყი. ჩუმად ვიყავით, ორივენი, არცერთი არ ვირებით ხმას. ძალიან მეძინებოდა ამიტომ კითხვის გარეშე წავედი საძინებელში და ის იყო უნდა დავწოლილიყავი ირაკლი მიეყუდა კარს და მითხრა - შეგიძლია ტკბილად იძინო, მაგ საწოლზე არ ვჟიმაობ. - და წავიდა, დიდ საწოლში ალბათ წერტილად ვჩანდი, დაქანცული ვიყავი ყველანაირად. დილით გამეღვიძა, უკან მივიხედე გადაბრუნებული ირაკლი იწვა. ჩუმად ავდექი, ჩავიცვი და წამოვედი, აი ასე უბრალოდ ავირე ირაკლის გასაღები და წამოვედი. დილის 6 საათი იყო ავტობუსი და მარშუტი არ იქნებოდა, არც ტაქსის ფული მქონდა. მტკვართან მივედი ხიდიდან გადავიხედე, წარმომიდგა თვალწინ ნატალი, ირაკლის ნატალი როგორ ხტებოდა აქედან, ნაპირზე მჯდომი ირაკლი რომელიც ნატალის იხუტებს, ცრემლაც გაიკვლია გზა ჩემს სახეზე, მანქანაში ჩავჯექი და სახლში მივედი. გამოვიცვალე, სამზარეულოში გავედი ცაიდანი დავადგი, სიგარტს მოვუკიდე, ისევ ფანჯარასთან ვიჯექი, ისევ ეზოს ვუყურებდი, ისევ ბავშვობა წარომედგინა თვალწინ. ბავშვობა განძია ჩემს ცხოვრებაში. სააბაზანოში შევედი, წყლის ქვეშ დავდექი ცხელმა წყალმა ჩემზე დაიწყო დინება, ჟრუანტელმა დამიარა. სააბაზანოდან გამოვედი. დივანზე დავჯექი, ჩაის ჭიქიტ ხელში, წარმოვიდგინე ირა როგორ მიწნის ნაწნავებს, როგორ ვიღიმი და თან როგორ ველაპარაკები, წიგნზე „აღიარება ხელისგულზე“ როგორ მომეწონა, და როგორ გულისყურით მისმენს ირა. ფიქრებში რაკლი და ნატალი შემოიჭრა, წარმოვიდგინე მათი და-ძმობა რატომ წარმოვიდგინე არც ვიცი, რატომ ვფიქრობდი მათზე. ერთი ვიცოდი რომ ირაკლის საშინლად ტკიოდა. უცბად ტელეფონზე ზარია - გისმენთ? - გაპარვა შენი სტილია? - მესმის ახალგაღვიზებული, ჩახლეჩილი ბოხი ხმა - კი - და მოპარვაც? - კი და გათიშა.შემდეგ ტელეფონმა ისევ დარეკა ამჯერად ზურა იყო - რა გინდა - უინტერესოდ ვკითხე - მელანო მე ვარ ლიზა - ჩურჩული მესმის - რა მოხდა - უცბად ავნერვიულდი - შეგიძლია შემხვდე? - კი შემიძლია - „ჩაის სახლში“ შევხვდეთ კარგი? - კარგი ელისაბედი კარგი იყო, უბრალოდ ტავიდან ბოლომდე კარგი, ლამაზი სულის, ის ადამიანი იყო. საღამოთი იწყებოდა ჩემი სამუსაო საათები, ამიტომ დრო მქონდა შევხვედროდი ელისაბედს. ძალიან პატარებია, უბრალოდ რადგანაც მალე ვდებ ცოტ-ცოტაა.მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.