შავები არ გინდათ
შავები არ გინდათ თეთრები ჩაიცვით მე მოვკვდი, ხომ მაგრამ ცხოვრება გრძელდება, თვალებზე რაც გინდათ ის გრიმი წაისვით, ბოლომდე გჯეროდეთ ცხოვრება გრძელდება, სიყვარულს არ გინდათ მეტს ნუღარ ამიხსნით ისედაც ვიცი ვის როგორ გიყვარვართ, წავედი და ერთხელ სულ ერთხელ დამისხით რომ ჩემი ხელითვე შევსვა მე შენდობა. შავები არ გინდათ თეთრები ჩაიცვით მე მოვკვდი, ხომ მაგრამ ცხოვრება გრძელდება, თვალებზე რაც გინდათ ის გრიმი წაისვით ლამაზებს მეც ალბათ ბოლოჯერ შეგხედავთ, ცრემლები არ გინდათ ღიმილით გამიშვით ღიმილით რომელიც ჩემს სხეულს თან სდევდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.