შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრენის ილუზია ( 7 )


26-12-2021, 13:33
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 587

ვეცადე ამჯერად შედარებით გრძელი თავი შემომეთავაზებინა
იმედია მოგეწონებათ



ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯით და ირონიული ღიმილით შემოვიდა ბიბლიოთეკაში, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, კლასიკურად გამოწყობილი, მაღალი, განიერი მხარბეჭით, სახის დახვეწილი მკვეთრი ნაკვთებით, საფეთქლებთან ოდნავ შეჭაღარავებული მოკლედ შეჭრილი თმით და უცნაურად მოელვარე ნაცრისფერი თვალებით, ჰმ, ღმერთი არა? მართლაც რომ სწორედ ასეთი წარმომედგინა ძველბერძნულ მითებში მოხსენიებული ღმერთები, წარმოუდგენლად შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა და ძალიან ჰგავდა ჯეისონს, ერთადერთი თვალები ჰქონდა სხვა ფერის, მოდიოდა და რაც უფრო გვიახლოვდებოდა მით უფრო მეკვროდა სუნთქვა, მოდიოდა და თან გარს შემოხვეული, დამთრგუნველი, დამანგრეველი ენერგია მოჰქონდა, ინსტიქტურად მოვუჭირე ხელი ხელზე ჩემს გვერდით მდგარ ჯეისონს და მხარზე მივეხუტე, შუა ოთახში მაგიდასთან გაჩერდა, ორივე ხელით დაეყრდნო და შემფასებლური მზერით თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თითები გამეყინა და გავშეშდი, მისი მზერა თითქოს მწვავდა და სულიერად მაშიშვლებდა, თითქოს ცდილობდა ჩემი გონება შუაზე გადაეხსნა და მთლიანად შეესრუტა ყველაფერი, ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა მაგრამ თავი საშინლად ვიგრძენი, ჩემი ბიჭი და მისი ჩემს წელზე შემოხვეული ხელი რომ არა ალბათ მუხლი მომეკვეთებოდა და დავეცემოდი, როგორც იქნა მორჩა ჩემს შესწავლას და მერე ჯეისონს გაუყარა თვალი-თვალში.
- როგორ ხარ ჩემო საყვარელო შვილო? დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, -შემიძლია დავიფიცო რომ მის ხმაში გულწრფელი მონატრება და სიყვარული ჟღერდა, ჯეისონს არაფერი უთქვამს, არანაირი რეაქცია არ ჰქონია, თუმცა მე ხომ ვგრძნობდი როგორ იყო დაძაბული, მანაც თითქოს წინასწარ იცოდა რომ პასუხს ვერ მიიღებდა, ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა,
- თქვენ როგორ ხართ ბავშვებო? მიმართა ტყუპებს რომლებიც ღია ფანჯარასთან ერთმანეთის გვერდით იდგნენ და როგორც ყოველთვის მოუსვენრად ცქმუტავდნენ ერთ ადგილზე , მერე უემოციოდ მომზირალ ლოგანს და მიას შეავლო თვალი და მზერა მაგიდის თავში მჯდარ ჰანტერზე გადაიტანა,
- შენ ძმაო? როგორც ჩანს ჯერ არ მოგბეზრებია ძიძის როლი, როგორ ფიქრობ კიდევ რამდენი ასეული წელი უნდა გავიდეს რომ მე და შენ სერიოზულად ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის სწორი და რა არასწორი.
მშვიდად წამოდგა ჰანტერი, ზუსტად ისე დაეყრდნო მაგიდას როგორც მისი ძმა და ისეთი ცივი და მრისხანე ხმით მიმართა რომ მის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი ჩემი გული ნამდვილად ვერ გაუძლებდა,
- ქეინ, რაკი შეხვედრაზე დაგთანხმდით და სახლის კარი გაგიღეთ ეს იმას არ ნიშნავს რომ უფლებას მოგცემ ისე მოიქცე როგორც გაგიხარდება, გეყოფა რაც დაგვიშავე და რაც შენს გამო გადავიტანეთ, ასე ნუ მიყურებ, ჩემი დანაშაული კარგად მომეხსენება და სასჯელიც მივიღე, ვაღიარებ მეკუთვნოდა, თუმცა შენს შვილებს და ჩემს შვილებს არაფერი დაუშავებიათ, შენ კი ეს არ გესმის, ახლა დაჯექი და თქვი რისი თქმაც გინდა თორემ ასეთი შანსი ალბათ მომავალი ათასი წლის განმავლობაში აღარ გექნება.
ქეინი ერთხანს წარბაზიდული უყურებდა ძმას, ისიც თვალს არ აშორებდა, ვერ მივხვდი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს უსიტყვო ომი, საათისთვის არ შემიხედავს, ალბათ რამდენიმე წამი ან წუთი მაგრამ მე მთელ საუკუნედ მეჩვენა, როცა ამ ორ უძლიერეს მამაკაცს ვუყურებდი, მათ გარშემო დაგუბებულ თითქოსდა უხილავ ენერგიას ნათლად ვხედავდი და ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სადაცაა აფეთქდებოდნენ და ყველაფერს წალეკავდნენ, ქეინმა უეცრად მუშტი მაგიდას დასცხო და თვალი მოგვავლო.
- როგორ ბედავთ რომ მემუქრებით, ამდენი ხანია ვირთხებივით იმალებით, როგორ ფიქრობთ არ შემეძლო აქაურობის მიწასთან გასწორება და თქვენი განადგურება?
- ამას სერიოზულად ამბობ მამიკო? -ვერც კი ვიფიქრებდი ლოგანს თუ შეეძლო ასეთი ირონიული ყოფილიყო, ფეხზე წამოდგა და ჰანტერს გვერდით ამოუდგა, ხელები გულზე დაიკრიფა, ფეხები განზე გადგა და თავი გვერდზე გადააგდო,
- სულ იმუქრები და იმუქრები, გაკეთებით კი რაფერს აკეთებ, არ გინდა რომ ერთხელ სცადო და ვნახოთ რა მოხდება, არ გაინტერესებს? აი მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს, სცადე ჩვენთან ომის წამოწყება და ვნახოთ ვინ დარჩება წაგებული.
- რამ შეგმატათ სიმამაცე ამის გამოჩენამ არა? -ქეინმა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და ირონიულად ჩაიცინა, -გგონიათ სამშობლოში დასაბრუნებელი გზა იპოვეთ? გგონიათ ამას დავუშვებ? იშვიათი შეცდომა დავუშვი რომ თქვენამდე მოღწევის საშუალება მივეცი, მაგრამ ისიც მისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს, ცოტა ხანში აღარც კი გემახსოვრებათ რომ არსებობდა, მე მას...
სიტყვა ვერ დაასრულა, აქამდე ჩემს გვერდით თითქოსდა მშვიდად მდგარი ჯეისონი ელვისსისწრაფით მიიჭრა მასთან, გულისპირში ხელი ჩაავლო და მაღლა ასწია, ასეთი ძალა და მრისხანება არასოდეს მენახა, ეს ყველა აქამდე ნანახი ჯეისონისგან განსხვავდებოდა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა მის გარშემო ნისლი და ლანდები იმატებდა, თითქოს არსაიდან ჩნდებოდა და ნელ-ნელა ფარავდა, ის ხელი რომლითაც მამამისი ეკავა შავ თითქოსდა უფორმო კვამლისმაგვარ კიდურად ქცეულიყო რომელიც ნელ-ნელა ეხვეოდა ყელზე ქეინს და მისი გაწითლებული სახით, გაფართოებული თვალებით და უმწეოდ დაღებული პირით აშკარა იყო რომ სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,
- არ გაბედო და მას არ შეეხო, -ეს ის ჯეისონი არ იყო მე რომ ვიცნობდი, უცხო ხმა ჰქონდა თავზარდამცემად ცივი, გარშემო მიმოვიხედე, მათ თვალებში შეშფოთებას ვხედავდი თუმცა რატომღაც არავინ არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად.
- მისთვის თითის დაკარებაც კი არ გაბედო ქეინ თორემ ნახავ რისი გაკეთებაც შემიძლია, დავივიწყებ რომ მამაჩემი ხარ და...
- კარგი გეყოფა ჯეისონ, -ჰანტერის ჩარევა სწორედ რომ დროული იყო.
- ჩემს ძმას კარგად ვიცნობ, ჰანასთვის რამის დაშავება რომ შეძლებოდა ამას აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ახლა ინტერესით კვდება ეს რატომ არ გამოუვიდა, აქაც მხოლოდ ამიტომ მოვიდა რომ ამ ყველაფერში გარკვეულიყო, ან შეიძლება სულაც ჩვენი გადაბირება სურდა ვინ იცის, გეყოფა გაუშვი, საკმარისია ჯეისონ.
ჯეისონმა ქეინს თვალი მოაშორა და ჰანტერს შეხედა, ერთხანს უყურებდა როგორ ძლივს შესამჩნევად იღიმოდა ბიძამისი, ბოლოს მამამისს ხელი გაუშვა და ისიც უღონოდ დაენარცხა ძირს, მერე წამოდგა, პიჯაკი შეისწორა, გაწითლებული ყელი მოისრისა, თავი გადააქნია და ისე გაიღიმა, რომ მივხვდი შეეძლო ჯეისონისთვის წინააღმდეგობა გაეწია მაგრამ არ გააკეთა, ვინ უფრო ძლიერი იყო ამას ვერ ვიტყოდი მაგრამ ახლა მას უბრალოდ არ სურდა მასთან ბრძოლა.
- სიურპრიზებით ხარ სავსე ჩემო ბიჭო, ვამაყობ შენით, შენ ყოველთვის ჩემი საყვარელი შვილი იყავი და ასე დარჩება სამუდამოდ, -თითქოს მხოლოდ თავისთვის თქვა, ჯეისონის გარდა სხვა არავისთვის არ მიუქცევია ყურადღება, შებრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, კარი გაიხურა თუ არა მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ სიცოცხლისთვის სუნთქვა მჭირდებოდა და მაშინვე ფართოდ გამოღებულ ფანჯარას მივვარდი რომ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, ფანჯრიდან კარგად ვხედავდი სახლის წინ მდგომ ორ ძვირადღირებულ, დაბურულ მინებიან ავტომობილს, ერთ-ერთთან ორი შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი იდგა, როგორც კი ქეინი ავტომობილს მიუახლოვდა ერთ-ერთმა კარი გაუღო რომ დამჯდარიყო, მერე მიხურა და სანამ მეორე ავტომობილში ჩაჯდებოდა პირდაპირ ფანჯრისკენ შემოტრიალდა, მეც და ისიც ერთდროულად გავშეშდით პირდაღებულები, ის ქერიმი იყო, ქერიმი რომელიც ახლა ნეგერიაში თავის ოჯახთან ერთად უნდა ყოფილიყო, შრომისმოყვარე, ბეჯითი სტუდენტი ქერიმი, ერთერთი იმ იშვიათ ადამიანთაგან რომელთაც ჩემი მეგობარი ვუწოდე, გულში რაღაც ჩამწყდა და უცნაური ტკივილისგან უნებურად დავიმანჭე, მის სახეზე გამკრთალი სინანულის შემჩნევა არ გამჭირვებია ის რათქმაუნდა ჩემზე მალე მოვიდა გონს, სანამ ავტომობილში ჩაჯდებოდა მოვასწარი და მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვკითხე,
- ''ბათო''?
ძლივსშესამჩნევად გადააქნია თავი უარის ნიშნად, გასაგები იყო, ანუ ბათო ამ ყველაფერთან არაფერ შუაში იყო და მისთვის მაინც შემეძლო მეგობარი მეწოდებინა, ჯერ კიდევ უკვე დაცარიელებულ ეზოს გავყურებდი და იმაზე ვფიქრობდი ქერიმი რამ აიძულა ქეინთან ემუშავა, როცა წელზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი და შიშისგან შევხტი, შემოვბრუნდი, ჩემს ზუგსუკან უკვე დაცარიელებულ ბიბლიოთეკაში ჯეისონი იდგა და პატარა დამნაშავე ბავშვის თვალებით მიყურებდა.
- შეგაშინე? მაპატიე, მითხარი რომ ჩემი არ გეშინია, მითხარი გთხოვ, ვიცი რომ ცოტა ხნის წინ ზედმეტი მომივიდა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, თავდახრილი ხელებს იმტვრევდა და იმ სიტუაციის ახსნას ცდილობდა რომელსაც ახსნა არ სჭირდებოდა.
- მაინც როგორ ახერხებ რომ ასეთი ცვალებადი ხასიათი გქონდეს? -ვკითხე და უნებურად გამეღიმა.
- რაა? -ვერ მიმიხვდა და დაიბნა, ალბათ ვერ წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა რომ იმის შედეგ რაც ვნახე მისი არ შემშინებოდა, ხელები მოვხვიე, ჩემსკენ მოვიზიდე და საყვარელ წითელ ბაგეებს დავეწაფე ასე რომ მიზიდავდნენ.
* * *
ვერანდაზე ვიჯექი და საღამოს ბინდბუნდში ჩაძირულ გარემოს გავყურებდი, ყველანი უკვე დიდი ხანია ბიბლიოთეკაში შეკეტილები თათბირობდნენ, ჩემთვის არ უთქვამთ რომ მათთან ერთად ყოფნა არ შემეძლო მაგრამ მივხვდი ჯეისონს აშკარად არ უნდოდა ჩემი დასწრება და მეც ახლა უბრალოდ ვზივარ და ველოდები, მერე მაინც ყველაფერს მომიყვება, ალბათ... ალბათ...
- ოჰჰჰ, ასე შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს, -აღმომხდა და თავი ხელებში ჩავრგე.
- ჰო, ვიცით რომ ადამიანები ხანდახან გიჟდებიან ხოლმე და ამის თავიდან ასაცილებლად მე და ოლივერს სპეციალური რეცეპტი გვაქვს,
მოულოდნელობისგან შევხტი, ჩემს წინ მდგარი იანი, მხიარულად იკრიჭებოდა და საყვარლად მოჭუტული თვალებით მიყურებდა,
- როდის მოხვედი? არაფერი გამიგია,
- ჰო გვეხერხება მე და ოლის შეუმჩნევლად სიარული, -თვალი ჩამიკრა და კარისკენ მიმითითა,
- და და და დაააამ -ოლივერმა სამი კოქტეილის ჭიქა შემოიტანა, რომლებიც უცნაური ფერადი სითხით იყო სავსე, მსუბუქად, გრაციოზულად მოძრაობდა, ჭიქები მაგიდაზე დაალაგა და მოუთმენლობით სავსე ლამაზი ცისფერი თვალები მომანათა,
- სპეციალურად შენთვის მოვამზადეთ, ახალი ინგრედიენტები დავამატეთ, აუცილებლად მოგეწონება, მიდი რა გასინჯე,
ჭიქა ავიღე, და დავყნოსე, სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ალკოჰოლის, რამდენიმე სხვადასხვა ხილის და კიდევ რაღაც უცხო, გაურკვეველი,
- იმედია არ მოვკვდები, -გამეღიმა და ფრთხილად მივიტანე ტუჩებთან,
- მოიცა, -შემაჩერა ოლივერმა და გათამაშებული ნაწყენი სახით შემომხედა, -შენ რა არ გვენდობი? მოდი მაშინ ერთად დავლიოთ, მოდი სამ თვლაზე, -ჭიქები აიღეს, და ერთად დავცალეთ ბოლომდე, ნამდვილი საოცრება იყო, ასეთი გემრიელი რამ არასოდეს გამისინჯავს,
- აბა, როგორი იყო? -გაფართოებული თვალებით შემომცქეროდნენ, ორივე ისეთი საყვარელი იყო ვერაფრით იფიქრებდი რომ ეს ლოყებაწითლებული აჩეჩილთმიანი ფერად მაისურებში შემოსილი ბიჭები, რამდენიმე ათასი წლის უცხოპლანეტელი არსებები იყვნენ,
- ძალიან მაგარი იყო, დიდი სიამოვნებით დავლევდი კიდევ ერთს, -გამოვაცხადე ომახიანად, გაღიმებულები ჩაეშვნენ ჩემს წინ მდგარ სავარძლებში,
- მე და იანი ერთ ძალიან პოპულარულ ბარში ვმუშაობთ ბარმენებად და ახალ კოქტეილებს ხშირად ვქმნით ხოლმე, ხალხს ძალიან მოწონს, -ოლივერი ისეთი გატაცებით ყვებოდა ამ სამუშაოზე რომ მივხვდი ბიჭებს აშკარად მოსწონდათ რასაც აკეთებდნენ,
- ესე იგი ბარში მუშაობთ?
- ჰო უკვე რამდენიმე თვეა, გიკვირს არა? უბრალოდ არ შეგვიძლია გამუდმებით ინტრიგების ხლართვა და იმაზე ფიქრი საყვარელი ბიძა რას გეგმავს, ასეთ რაღაცეებზე ფიქრი მათ უფრო ეხერხებათ, -თავი ბიბლიოთეკისკენ გადააქნია, -მე და იანი კი ყველანაირად ვცდილობთ აქაურობას მოვერგოთ და ისე ვიცხოვროთ როგორც ადამიანები ცხოვრობენ,
- მოგწონთ ისე ცხოვრება როგორც ადამიანები ცხოვრობენ?
ორივემ ერთდროულად შემომხედეს და მერე ისევ ერთდროულად გაიხედეს გვერდზე, ერთდროულად მოიკვნიტეს ქვედა ტუჩი და ამოიხვნეშეს,
- ხანდახან ვფიქრობ რომ ისე ასკეტივით ცხოვრება სჯობდა როგორც ჯეისონი ცხოვრობდა აქამდე,
-იანმა აჩეჩილ თმაში შეიცურა გრძელი თითები და რაღაცნაირად უხერხულად გამიღიმა, ჯეისონი და ასკეტი? სულაც არ ჰგავდა ასკეტს როცა მე გავიცანი,
- მივხვდი რასაც ფიქრობ, მადრიდში შენს ბინაში რომ ცხოვრობდა ის გაგახსენდა არა? ამდენი ათასი წლის შემდეგ ჯეისონმა პირველად გადაწყვიტა რომ ადამიანურად ეცხოვრა, მეგობრები ყოლოდა და უბრალოდ ხვალინდელ დღეზე არ ეფიქრა, ის ბიჭები ფაქტიურად მისი პირველი მეგობრები იყვნენ, სკოტი ბრაზილიაში გაიცნო და შემდეგ სკოტმა გააცნო ისინი, ამბობდა რომ არც თუ ისე ცუდი ყოფილა როცა მეგობრები გყავს, თუმცა... -ოლივერმა რატომღაც შეწყვიტა საუბარი,
- მოიცა რა გინდა რომ თქვა, აქამდე მეგობრები არ ყოლია? -სიმართლე რომ ვთქვა ცოტა ცუდად ვგრძნობდი თავს რომ ჯეისონის ზურგს უკან მასზე ვსაუბრობდი მაგრამ ტყუპებს აშკარად ლაპარაკის საღერღელი ჰქონდათ აშლილი მე კი თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მასზე ყველაფრის გაგება მინდოდა,
- ეს ყველაფერი არც ისეთი ადვილია ჰანა როგორც შენ გგონია, მით უმეტეს ჯეისონის ნაირი მგრძნობიარე არსებისთვის, ადრე როცა დედამიწაზე ახალი ჩამოსულები ვიყავით, ხშირად უმეგობრდებოდა ადამიანებს, მათთან ახლოს ყოფნა, მათი ცხოვრების გაზიარება მოსწონდა, ურთიერთობებში მთელ სულსა და გულს დებდა, მაგრამ იმდენად სტკიოდა მათი დაკარგვა, იმდენად ცუდად მოქმედებდა მასზე მათი სიკვდილი, დიდხანს ვერ მოდიოდა ხოლმე გონს, ჩვენთვის ორმოცდაათი ან თუნდაც ასი წელი არაფერია, ადამიანები კი ხშირად ამდენ ხანსაც ვერ ცოცხლობენ, დროთა განმავლობაში გადაწყვიტა რომ უკეთესი იქნებოდა თუკი მოვლენებს მხოლოდ შორიდან დააკვირდებოდა და ახლო ურთიერთობაში არავისთან შევიდოდა,
- ჰო ასეა, მისი ბოლო ახლო მეგობარი ლეო იყო, ძალიან უყვარდა, კარგად უგებდნენ ერთმანეთს, მან ყველაფერი იცოდა ჩვენზე, კარგი დრო იყო, -იანმა თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა და ისე გაიღიმა მივხვდი ძველ დროს იხსენებდა,
- ლეო ვინ იყო? ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა,
- ლეონარდო და ვინჩი, ლეოს ვეძახდით, კარგი კაცი იყო, -ისე უბრალოდ თქვა ოლივერმა ვითომ აქაც არაფერი და ჩემი სახის დანახვაზე გულიანად გადაიხარხარა, -ძალიან სასაცილო ხარ ჰანა, ახლა ისე მიყურებ თითქოს მოჩვენებას ხედავდე,
- მოჩვენება? არა, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ... რომ...
- ასეთი მოხუცები ვართ? -დაასრულა იანმა ჩემს მაგივრად და მის თვალებში მხიარული ღიმილის მიღმა პირველად დავინახე ათასწლოვანი სევდა, პირველად გავიაზრე რომ მართლაც ძალიან დიდი ხანია დედამიწაზე ცხოვრობენ და უამრავ საინტერესო კითხვაზე შეეძლოთ პასუხის გაცემა, მაგალითად იმაზე თუ როგორ აშენდა პირამიდები ან არსებობდა თუ არა ატლანტიდა, ის იყო მათთვის შეკითხვების დასმა უნდა დამეწყო რომ ვერანდაზე ჯეისონის შემოსვლამ შეგვაწყვეტინა,
- კარგია რომ ერთობით მაგრამ ცოტა ხნით ჰანა უნდა მოგტაცოთ, -ხელი გამომიწოდა რომ ადგომაში დამხმარებოდა, ავდექი თუ არა თავბრუ დამეხვა და შევბარბაცდი,
- რა გჭირს ცუდად ხარ? -სახეზე შეშფოთება გამოესახა,
- ალბათ ჩვენმა ახალმა კოქტეილმა იმოქმედა, -ჩაილაპარაკა ოლივერმა, ჯეისონს უცბად შეეცვალა სახე,
- თქვენ რა საქმე არაფერი გაქვთ და ახლა ჰანაზე ატარებთ ცდებს?
- კარგი რა ნუ აზვიადებ, კარგი კოქტეილი იყო და საერთოდაც ძალიან მაგარი ბიძაშვილები გყავს,
-ბიჭებს რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ თვალი ჩავუკარი და ჯეისონი ძალით წავათრიე შესასვლელისკენ, ხელი ჩამკიდა და მეორე სართულზე ამიყვანა, ის იყო ერთ-ერთი ოთახის კარი უნდა შეეღო რომ შევაჩერე,
- ქერიმზე იცოდი? იცოდი რომ მამაშენთან მუშაობდა?
- არ ვიცოდი, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მომინდა რომ არაფერზე მეფიქრა, ცოტა ხნით მაინც უბრალო ადამიანივით მეცხოვრა და მეგობრები გამეჩინა, მინდოდა ჩვეულებრივ, ბანალურ ადამიანურ თავდავიწყებაში მეპოვნა შვება და ასე გამოვიდა, ისიც ვიცი რომ ბათო არაფერ შუაშია უბრალოდ ძნელია, ყოველთვის ძნელია ასეთი რამის შემდეგ კიდევ ენდო ვინმეს.
- გაღიმება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, მივხვდი მასაც ძალიან ეტკინა ქერიმის საქციელი, მისი ღალატი, გულში რაღაც ჩამწყდა, ფრთხილად შევეხე ხელზე,
- ამაზე ნუღარ ვიფიქრებთ კარგი? ახლა შენს საძინებელს გაჩვენებ, როგორც გინდა ისე შეგიძლია მოაწყო, თუ გინდა ავეჯიც შეცვალე ან გადაადგილე, მთავარია აქ ამ სახლში თავი კომფორტულად იგრძნო.
- ის ვისი საძინებელი იყო სადაც მეძინა?
- ჩემი საძინებელი იყო და თუ მოგეწონა შეგიძლია იქ დარჩე და მე სხვაგან დავიძინებ.
რატომღაც გული დამწყდა, თავი ცუდად ვიგრძენი, რა სულელი ვარ, რატომ მეგონა რომ შემომთავაზებდა მის საძინებელში მასთან ერთად დამეძინა, რას ვფიქრობდი.
- არ მოდიხარ? -მომესმა და ახლაღა მივხვდი რომ შუა დერეფანში გაშეშებული ვიდექი, შემობრუნდა და ჩემი სახის დანახვაზე გაეღიმა, ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, მკერდზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადამიწია უკან, მერე ნიკაპზე მომკიდა გრძელი, გრილი თითები, თავი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა,
- ვიფიქრე რომ ჩემთან ერთად ერთ ოთახში ძილი გარკვეულ დისკომფორტს შეგიქმნიდა და ამიტომ არ შემოგთავაზე და სანამ კიდევ ერთხელ მკითხავდე აზრებს ვკითხულობ თუ არა გიპასუხებ რომ ვერ ვკითხულობ, უბრალოდ ძალიან დიდხანს ვიცხოვრე დედამიწაზე ადამიანთა შორის და ასე თუ ისე შემიძლია მათი საქციელისა და გამომეტყველების მიხედვით ვივარაუდო რას გრძნობენ და ფიქრობენ.
სირცხვილისგან სახე გამიხურდა, ჯანდაბა მისთვის მართლაც რომ გადაშლილი წიგნივით ვიყავი, ალბათ იმასაც მიხვდა ახლა რა დღეში ვიყავი, აღარაფერი უთქვამს, ხელი ჩამჭიდა და თავის საძინებელში შემიყვანა,
- ესეც ასე, გადაწყდა, ესე იგი ეს საძინებელი დღეიდან ჩვენი საძინებელია, კარადაში რამდენიმე რამ არის შენთვის, დღეს ემამ დაგიტოვა, სანამ შენთვის რაღაცეებს ვიყიდით მანამდე გამოგადგება, მე აბაზანაში შევდივარ, - მითხრა, კარადიდან ტანსაცმელი და პირსახოცი გამოიღო და მაისური გადაიძრო, კიდევ ერთხელ მომჭრა თვალი მისმა უზადო სხეულმა, აბაზანაში შევიდა თუ არა საწოლზე გულაღმა გავიშხლართე და შევეცადე აჩქარებული გულისცემა დამემშვიდებინა, მერე ემას დატოვებულ ტანსაცმელს და საღამურებს გადავხედე, ჰმ, სხვას რას ველოდი არ ვიცი, წითელი და ვარდისფერი ატლასის პენუარები, შედარებით გრძელი პენუარი ამოვარჩიე ჩავიცვი და საწოლში ჩავძვერი, თხელი საბანი ნიკაპამდე გადავიფარე, აბაზანიდან გამოვიდა თუ რა გულისცემა უფრო ამიჩქარდა, თხელი ნაცრისფერი მაისური და ამავე ფერის სპორტული შარვალი ეცვა, სველი წაბლისფერი თმა გრძელი თითებით შეისწორა, შუქი ჩააქრო, საბანი აწია და ჩემს გვერდით გულაღმა დაწვა, არაფერი უთქვამს, მკლავები თავქვეშ ამოიდო და ერთხანს გარინდებული შესცქეროდა ჭერს,
- თავისუფლად ისუნთქე და ცოტა მოდუნდი თორემ ასე ნამდვილად ვერ შეძლებ დაძინებას, -მომესმა შემდეგ უცნაურად მხიარული ხმა, იდიოტი დამცინის კიდეც, ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
- ჰო შეიძლება იფიქრო რომ იდიოტი ვარ მაგრამ შემიძლია მშვიდად დაძინებაში დაგეხმარო, -მითხრა, მკლავი გაშალა და მანიშნა მოიწიეო, კიდევ ერთხელ ამიწითლდა ლოყები სირცხვილისგან.
- შენ რა, გაიგონე რაც თქვი? -ძლივს ამოვილუღლუღე, გაეცინა.
- ჰო შენ წარმოიდგინე ძალიან კარგი სმენა მაქვს, ახლა კი მოდი ჩემთან,
მასთან მივცოცდი, თავი მის ძლიერ მკლავზე დავდე, ხელი წელზე მომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა,
- თვალები დახუჭე, ღრმად ისუნთქე და დამშვიდდი, -მიჩურჩულა თბილი ხმით და მეც ასე მოვიქეცი, გარს მისი სითბო და სურნელი მეხვეოდა და ჯერ არგანცდილ სიმშვიდეს განვიცდიდი,
- ალბათ მასაც ემასმაგვარი ნიჭი აქვს რომ ადამიანები დაამშვიდოს და გააბედნიეროს, -გავიფიქრე და ასე ბედნიერი ღიმილით შევცურე სიზმრების სამყაროში.
* * *
დილით საოცრად დასვენებულმა და კარგ ხასიათზე მყოფმა გავიღვიძე, თვალი გავახილე თუ არა ემა დავინახე, ჩემს გვერდით იწვა, თავი ჯეისონის ბალიშზე ედო და საყვარლად აფახუნებდა გრძელ წამწამებს, ჩემი გაკვირვებული სახის დანახვაზე გულიანად გადაიკისკისა.
- ვიცი რომ გერჩივნა ჯეისონის გვერდით გაგეღვიძა მაგრამ სამწუხაროდ დღეს ასე არ გამოვიდა, საქმეები ჰქონდა, სახლში სრულიად მარტო ვართ, ასე რომ ადექი ქალაქში საყიდლებზე წავიდეთ, ბევრი რამ გვაქვს საყიდელი დღეს კარგად გავერთობით,
- საყიდლები სიარული გიყვრს?
- ვგიჟდები, მაგრამ არც თუ ისე სასიამოვნოა თითქმის ყოველთვის მარტოდმარტო სიარული, ახლა კი შენ მყავხარ, ერთად ვივლით ხოლმე,
ალბათ უკვე იცით რომ ადამიანების იმ იშვიათ კატეგორიას განვეკუთვნები, საყიდლებისგან სიამოვნებას რომ ვერ იღებს მაგრამ ემა ისეთი აღფრთოვანებული იყო ვეღარაფერი ვთქვი, სწრაფად წამოვხტი, აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი, სახლიდან რომ გავედი ემა უკვე ავტომობილთან მელოდებოდა,
- მაგარია, -მუქ ლურჯ აშკარად ძალიან ძვირადღირებულ სპორტულ ავტომობილს აღფრთოვანებულმა შევავლე თვალი, ემამ ცოტა არ იყოს ეჭვით შემომხედა,
- მეგონა ასეთი რამეები არ გიკვირდა, შენ ხომ ძალიან მდიდარი მამიკოს გოგო ხარ, ალბათ ათობით ასეთი ავტომობილი გყავს,
- ათობით კი არა ერთიც კი არ მყავს, მართვის მოწმობაც არ მაქვს ასე რომ ცოტათი მშურს შენი, -გავუღიმე კარი გამოვაღე და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოვთავსდი, ემაც მაშინვე მომიჯდა გვერდით და დაძრა,
- ესე იგი ძუნწი მამიკო გყავს?
- არა, მამაჩემს ძალიან ვუყვარვარ და საერთოდ არ არის ძუნწი, უბრალოდ მიმაჩნია რომ რაკი ფული გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ ავტოსადგომზე ათობით გამოუსადეგარი მანქანა უნდა მეყენოს, და მხოლოდ სულელურ წვეულებზე და გართობაზე ვიფიქრო, ალბათ მოსაწყენი ვარ მაგრამ რა ვქნა, რაც ვარ ეს ვარ, აწი ნამდვილად ვეღარ შევიცვლები.
- ჰოო, -ემას ჩაეცინა, -არც უნდა შეიცვალო, დარწმუნებული ვარ შენ და ჯეისონი კარგად გაუგებთ ერთმანეთს, არაჩვეულებრივი წყვილი იქნებით.
ქალაქამდე ხმა აღარ ამოგვიღია, ემა ხმამაღლა ჩართულ მუსიკას უსმენდა და გზას გაჰყურებდა, მე კი მამაჩემზე ვფიქრობდი, ჩემს დებზე რომლებიც უკვე ძალიან მენატრებოდნენ, ჩემს ცხოვრებაზე რომელიც ახლა ისე შორეულად მეჩვენებოდა, თუმცა არ ვნანობდი რაც გავაკეთე, არაფერს ვნანობდი...
- მოვედით, -ფიქრებიდან ემას ხმამ გამომარკვია, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრის წინ ვიყავით გაჩერებულები, ის იყო შენობაში უნდა შევსულიყავით რომ მისმა ტელეფონმა დარეკა, ეკრანზე გამოსახული ნომრის დანახვისას სახე გაუბრწყინდა, რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა რომ განცალკევებით ესაუბრა, მერე კი დარცხვენილი სახით მომიახლოვდა.
- ცოტა ხნით წასვლა მომიწევს ჰანა, სულ რაღაც ორი საათით, თუ არ მიწყენ იქნებ უჩემოდ მოახერხო გართობა, მე მალე დავბრუნდები,
- კარგი პრობლემა არ არის, მაშინ მე ჩემს ბინაში შევივლი რაღაც ნივთები მაქვს წამოსაღები,
- ჰო მაგრამ ჯეისონს არ უნდოდა რომ იქ მისულიყავი,
- კარგი რა, რა უნდა მოხდეს, მხოლოდ რამდენიმე წუთით შევირბენ,
- ფრთხილად იყავი, შენ რომ რამე დაგემართოს ჩემი ძმა მომკლავს,
- ნუ გეშინია არაფერი მომივა, შენ მშვიდად გაერთე შენს ბიჭთან ერთად, -მისი გაკვირვებული სახის დანახვაზე გამეღიმა.
- შეიძლება თქვენნაირი უნარები არ მაქვს მაგრამ მისი ნომრის დანახვაზე ისე იღიმოდი ყველაფერი აშკარა იყო, -თვალი ჩავუკარი და ტაქსს ხელი დავუქნიე.
* * *
ლიფტი ისევ არ მუშაობდა, ნელი ნაბიჯით ავუყევი კიბეს, მესამე სართულზე ასვლისას გამახსენდა როგორ შევხვდი პირველად ქერიმს, ზუსტად აქ დამეჯახა, ამ ბაქანზე, ალბათ თავიდანვე ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ, ნუთუ ყველაფერი ტყუილი იყო, მისი მეგობრული დამოკიდებულება, მისი ისტორია ნიგერიაში მყოფ ოჯახზე... ჩაფიქრებული ისე აღმოვჩნდი ჩემი ბინის კართან ვერც გავიგე და ახლაღა გამახსენდა რომ გასაღები თან არ მქონდა, ჯანდაბა ტყუილად გამოვიარე ამხელა გზა? ინსტიქტურად ჩამოვწიე სახელური და ჩემდა გასაკვირად კარი მსუბუქი ჭრიალით გაიღო, არადა კარგად მახსოვს რომ წასვლამდე ჩავკეტე, მე რომ ნორმალურად მეაზროვნა ახლა წესით აქედან უკანმოუხედავად უნდა მივდიოდე, მაგრამ არა, ოჰ ეს წყეული ცნობისმოყვარეობა, მაინცდამაინც თავით უნდა გადავეშვე ხიფათში.
ნელა შევაღე კარი და ფეხაკრეფით შევედი, მისაღებში ნახევრად ბნელოდა, ოდნავ გადაწეული ფარდებიდან შემომავალი მზის სხივები მსუბუქად ანათებდა ოთახს, იქაურობა მოვათვალიერე და როცა ჩემს საყვარელ სავარძელში უდარდელად მჯდარ სილუეტს მოვკარი თვალი ადგილზე გავშეშდი, ერთხანს ასე გაუნძრევლად იჯდა, თითქოს ცდილობდა გამოეცნო რას გავაკეთებდი, მერე წამოდგა, მაღალი იყო, გამხდარი, მოკლედ შეჭრილი მუქი ფერის თმით, უბრალო შავი შარვალი და მაისური ეცვა, ჩემსკენ ნელი შემპარავი ნაბიჯებით მოიწევდა და კატისებური თვალები უცნაურად უელავდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად დავიხიე უკან გასასვლელისკენ, მაგრამ ის ჩემზე სწრაფი აღმოჩნდა, ვერც კი მივხვდი როგორ მოახერხა და ასე ელვისსისწრაფით აღმოჩნდა ჩემს უკან, ზურგიდან ამეკრო, წელზე მისი ხელი ვიგრძენი, სახესთან კი ცხელი სუნთქვა,
- გელოდი, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, -ჩაილაპარაკა დაბალი, უცნაურად თბილი ხმით, -ახლა კი თვალები დახუჭე და მოდუნდი თუ გინდა რომ ჩვენმა გადაადგილებამ სასიამოვნოდ ჩაიაროს...



იმედგაცრუებული ვარ pensive ისე მომწონდნენ ბიჭები, ვერ წარმოვიდგენდი რომელიმე მოღალატე თუ აღმოჩნდებოდა. არ ველოდი ქერემისგან ასეთ საქციელს pensive
ქერემის საქციელმა ეჭვები გამიჩინა და ახლა არც ემას ვენდობი და ამის საფუძვლიანი მიზეზიც მაქვს. იცის, რომ მამამისი ჰანაზე "ნადირობს" და მარტო როგორ დატოვა?
ბინაში ქეინი დახვდა, ხო? ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო სად წაიყვანა და რას უპირებს pensive
"ჩემი საყვარელი შვილი ხარო" კი უთხრა მაგრამ ჯეისონის დაბადება, რაღაც დიდი გეგმის ნაწილი იყო და მაინტერესებს მაინც რა გეგმა ქონდა ასეთი.
ტყუპები მიყვარს kissing_heart ყველაფრის მიუხედავად პოზიტივს ასხივებენ :heart_eye
ჰანა და ჯეისონი ძალიან ტკბილები არიან heart_eyes
დაველოდები შემდეგ თავს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent