შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრენის ილუზია ( 8 )


27-12-2021, 22:52
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 686

რამდენიმე წამს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დიდი ხნის წინ ექსპლუატაციის ვადა გასულ, უამორტიზატორო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯექი, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა და ჩემს სახეზე მოალერსე თბილმა ნიავმა ახალი გამომცხვარი დარიჩინიანი ფუნთუშების სურნელი მომიტანა, ესღა მაკლდა მგონი მოჩვენებებიც დამეწყო,
- თვალები გაახილე უკვე მოვედით, -ჩამესმა უკვე ნაცნობი ხმა და დაფეთებულმა დავჭყიტე თვალები, პატარა მყუდრო, ქუჩაზე ვიდექით რომელსაც ორმხრივ დაბალი ფერადი სახლები მიუყვებოდა, გამეღიმა როცა მოპირდაპირე მხარეს, ერთი ციცქნა კაფე დავინახე, ვიტრინიდან ახალგამომცხვარი ფუნთუშები მოჩანდა, აი თურმე საიდან მოჰქონდა ნიავს ის სასიამოვნო სურნელი,
- მართლაც რომ საოცარი ვინმე ხარ, იმის მაგივრად რომ პანიკის შეტევა დაგემართოს, იკივლო, იწივლო და მკერდზე მუშტები მირტყა ასე მშვიდად დგახარ და იცინი?
ახლაღა გამახსენდა რომ აქ იძულებით მომიყვანეს, შევრუნდი, ჩემს გვერდით იდგა, მხრებაწურული, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ღიმილით შემომყურებდა, აშკარად ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის თავისი კეთილგანწყობა ეჩვენებინა თუმცა მის ღიმილში იყო რაღაც ისეთი რაც მეუბნებოდა რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა,
- პანიკა? არა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, სივრცეში გადაადგილებას თუ გულისხმობ ჩემთვის უცხო არ არის, თანაც ჩემთვის რამის დაშავება რომ გდომებოდა აქ არ მომიყვანდი, დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო საშინელ ადგილზეც შეგეძლო ჩემი წაყვანა, ყავას დალევ?
- რა? -აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ რეაქციას,
- ყავაზე და დარიჩინიან ფუნთუშებზე გეპატიჟები, წამოდი, -სწრაფად გადავჭერი ქუჩა და ლამაზი ოქროსფერი ორნამენტებით მოხატული კარი შევაღე, ნაბიჯების ხმა არ გამიგია მაგრამ ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა, მთელი ჩემი სიმამაცე და ნებისყოფა მოვიკრიბე რომ ეს თამაში გამეგრძელებინა, კუთხეში მდგარ მრგვალ მაგიდასთან ჩამოვჯექი და ცისფერ წინსაფრიან ახალგაზრდა ქერათმიან მიმტანს ორი ყავა და რამდენიმე ფუნთუშა შევუკვეთე, ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა მაგიდას, სკამი გამოწია, პირდაპირ ჩემს წინ ჩამოჯდა, ნიკაპი ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს ჩამოაყრდნო და ცალყბად გამიღიმა,
- არადა მე ვაპირებდი შენს დაპატიჟებას, სწორედ ამიტომ მოგიყვანე აქ, ვიფიქრე ეს ადგილი მოგეწონებოდა, ახლა კი ცოტათი დავიბენი, სიმართლე რომ გითხრა ყველანაირ რეაქციას ველოდი ასეთის გარდა, ასე მშვიდად როგორ ხარ, სულ არ გეშინია? -მის ხმაში გულწრფელი ინტერესი ჩანდა,
- მეშინია, მაგრამ ვერ გამოვხატავ, თანაც რა აზრი აქვს, ყველაფერი მაინც ისე მოხდება როგორც დაგეგმილი გაქვს, ხომ ასეა?
- ჰმ, ყველაფერთან ერთად ჭკვიანიც ხარ, ახლა აღარ მიკვირს რატომ გიჟდება შენზე ჯეისონი, ალბათ შენც ძალიან მოგწონს ის, ასეა? ყოველთვის ეხერხებოდა ქალების მოჯადოება, ვერ უარვყოფ შარმი ნამდვილად არ აკლია, თითქმის უნაკლოა, გინდა გითხრა რა არის მისი ყველაზე დიდი ნაკლი?
- აჰ ესე იგი აქ იმისთვის მომიყვანე რომ ჯეისონზე ვიჭორაოთ, იქნებ ჯერ ერთმანეთი გაგვეცნო, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა რომ მე მინდა შენი გაცნობა, შენ ხომ უკვე მიცნობ,
- კარგი, თუკი ასე გინდა რომ თავი მომაჩვენო თითქოს საერთოდ არ ხარ ცნობისმოყვარე ასე იყოს, გავიცნოთ ერთმანეთი, მე ნიკი ვარ, ჯეისონის ძველი მეგობარი, თუმცა უკვე რამდენიმე ასეული წელია არცთუ ისე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს,
- ანუ შენ ქეინთან მუშაობ?
- ჰო ასეა, შეიძლება ასეც ითქვას,
- ჩემთან მან გამოგაგზავნა? რა უნდა?
- უნდა რომ ჯეისონის ნამდვილი მიზნების შესახებ გაიგო, უნდა მიხვდე რომ უბრალოდ გატყუებს და გიყენებს, შენი გულუბრყვილობით სარგებლობს, მას არ უნდა ენდო ჰანა, ალბათ არ იცი რომ ჯეისონი აქ არ დარჩება, შენს თან წაყვანას კი ვერ მოახერხებს, იქ ვერ იცხოვრებ, ადამიანებისთვის იქაურობა სასიკვდილოა, ის უბრალოდ გამოგიყენებს და წავა...
დაბალი, თბილი, შემპარავი ხმით მელაპარაკებოდა, თვალს არ მაცილებდა თითქოს ცდილობდა ჩვენს შორის კავშირი არ გაეწყვიტა, ვგრძნობდი როგორ აღწევდა მისი თითოეული სიტყვა ჩემი ტვინის ისეთ სიღრმეებში რომლებზეც აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა და იქ იდებდა ბინას, ნელ-ნელა ილექებოდა ფსკერზე, დაჰიპნოზებულივით ვუყურებდი მის კატისებრ თვალებს და ძლივსშესამჩნევად მოძრავ ტუჩებს,
- რატომ გამოაგზავნა ის ქეინმა, რატომ ის და არაა სხვა, -გამიელვა გონებაში და მიუხედავად იმისა რომ გაბრუებული ვიყავი მაინც მივხვდი რომ რაღაც რიზე არ იყო, ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, მიყურებდა გულუბრყვილოდ, საყვარლად მიჟუჟუნებდა თვალებს და სისულელეებით ცდილობდა ჩემს გაბრუებას, მთელი ძალის მოკრება დამჭირდა რომ მისთვის საუბარი შემეწყვეტინებინა.
- ესე იგი შენც გაქვს რაღაც უნარი ნიკ ასეა? რისი გაკეთება შეგიძლია? ადამიანებს სულელური აზრებით უტენი თავს? ეს მართლა მოქმედებს? ამას როგორ აკეთებ? ვაღიარებ ძალიან საყვარელი ხარ მაგრამ არც იმდენად რომ ამ აბდაუბდის დაჯერება მაიძულო.
ამ ყველაფრის თქმა არც კი ვიცი რა ნებისყოფად და ნერვებად დამიჯდა მაგრამ მისი განცვიფრებულ-გაბრაზებული სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა.
სახე შეეცვალა, წარბები შეჭმუხნა, ყველანაირად ცდილობდა გაოცება დაემალა, მერე მთლიანად მოეშვა, საზურგეს თავისუფლად მიეყრდნო და გულიანად გადაიხარხარა,
- ვიცოდი რომ სხვებს არ ჰგავდი მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი, ქეინი მართალია, საშიში ვინმე ხარ ჰანა, მითხრა რომ შენთან არაფერი გამომივიდოდა მაგრამ არ დავუჯერე, მინდოდა პირადად გამეცანი, მინდოდა ჩემი ძალა შენზე გამომეცადა, მაგრამ როგორც ხედავ არ გამომივიდა, შენზე საერთოდ ვერ ვმოქმედებ, მგონი პირიქით, შენ ახდენ ჩემზე ზეგავლენას, საინტერესოა ამას როგორ ახერხებ? -ხელები გაშალა უმწეობის ნიშნად და გამიღიმა,
- კარგი რა, არ მეგონა ასე უბრალოდ თუ დაადასტურებდი ყველაფერს და საერთოდაც მხოლოდ ეს არის შენი ძალა? სულ ეს ხარ? სერიოზულად? უბრალოდ ჭორებს ავრცელებ რომ ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდო?
-ჭიქა ნერვიულად დავახეთქე მაგიდაზე და ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ჩვენს მაგიდას საშუალო სიმაღლის, ჩალისფერთმიანი, ახალგაზრდა, ტყავისქურთუკიანი ბიჭი მოუახლოვდა, სკამი გამოწია და ნებართვაც არ უთხოვია ისე დაჯდა, ნიკის არაფრისმთქმელი სახის და ირონიული ღიმილის შემხედვარე მაშინვე მივხვდი რომ იცნობდა და დიდი ალბათობით არც ის იყო ადამიანი.
- ძვირფასო ჰანა მინდა გითხრა რომ მისი ნიჭი სულაც არ არის ისეთი გამოუსადეგარი როგორც შენ აღწერე, პირიქით საკმაოდ საშიში და გამანადგურებელია, მას ასობით და ათასობით ადამიანზე ერთდროულად შეუძლია მოქმედება, შეუძლია ახლა ქალაქის მთავარ მოედანზე სულ რაღაც რამდენიმე წამიანი სიტყვით გამოვიდეს და ქალაქი ცეცხლის ალში გაეხვევა, ძმა ძმის სისხლს ისე დაღვრის რომ არც კი დაფიქრდება ამას რატომ აკეთებს, მაგრამ ახლა შეხედე, იმის მიუხედავად რომ არ იმჩნევს, შინაგანად გაცოფებულია, ასეთი გამანადგურებელი ნიჭის პატრონმა შენ, ერთ უბრალო სიფრიფანა გოგონას ვერაფერი მოგიხერხა.
სასიამოვნო ხმა ჰქონდა, მსუბუქად საუბრობდა, თითოეულ სიტყვას მკვეთრად გამოთქვამდა, თითქოსდა სიამოვნებას იღებდა ნიკის გაბრაზებით, შემომხედა, თვალი ჩამიკრა და ისევ ნიკს მიუბრუნდა,
- მგონი შენი წასვლის დროა, ალბათ ქეინი უკვე ნერვიულობას იწყებს, ხომ იცი როგორ არ უყვარს ხოლმე როცა მის ლეკვებს სახლში აგვიანდებათ.
ნიკმა ცალყბად გაიღიმა და სიბრაზისგან მუშტები ისე მაგრად შეკრა რომ სულ მთლად გაუთეთრდა, თუმცა არაფერი უთქვამს, წამოდგა თავი დამიკრა და უხმოდ გაემართა კარისკენ.
- ნამდვილი იდიოტია, ანგარიში მაინც გადაეხადა, -ჩაიბურტყუნა ჩალისფერთმიანმა, და მერეღა გაახსენდა ჩემი არსებობა, ხელი გამომიწოდა და ქათქათა კბილები გამოაჩინა.
- ნოა მქვია, არ ვაპირებ გიმტკიცო რომ ქეინთან არ ვმუშაობ და არაფერს დაგიშავებ, ვიცი მაინც არ დამიჯერებ, თუმცა მოხარული ვიქნები თუ უფლებას მომცემ უსაფრთხო ადგილამდე მიგაცილო, შენ რომ რამე დაგემართოს ჰანტერი და ჯეისონი მე და ემას ცუდ დღეში ჩაგვაგდებენ.
ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე, ნიკისგან განსხვავებით გულწრფელი ჩანდა.
- ანუ როგორ გავიგო? შენ რომელ მხარეზე ხარ კარგების თუ ცუდების? -ვკითხე და შევამჩნიე როგორ აცეკვდნენ მის თვალებში ნაპერწკლები, ალბათ ერთი გულიანად გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა, მერე თავს მოერია და ჩაფიქრებულმა შემომხედა, თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ სერიოზული საუბრისთვის არ იყო განწყობილი.
- გააჩნია როგორ შეხედავ ამ ყველაფერს, შენი აზრით რა არის კარგი ან ცუდი? ფიქრობ რომ ქეინი ჯოჯოხეთის მოციქულია და სხვა ყველა დანარჩენი ანგელოზი? არც ასე მარტივადაა საქმე, რატომ უნდა ავირჩიოთ ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთი? თუმცა თუ იმის გაგება დაგამშვიდებს რომ ქეინთან არაფერი მაკავშირებს, გეტყვი რომ ასეა, მის გვერდით არასდროს მიბრძოლია და მასთან ერთად ინტრიგები არასდროს მიხლართია, ახლა კი წამოდი ემა ალბათ უკვე გიჟს გავს.
ჯიბიდან დაჭმუჭნული კუპიურა ამოიღო, მაგიდაზე მიაგდო და წამოდგა, სხვა რა გზა მქონდა, მორჩილად მივყევი უკან, ქუჩაში გავიდა თუ არა ტაქსი გააჩერა, ჩემს გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა, თეატრალურად გაშალა ხელები და შეწუხებული სახე მიიღო.
- მაპატიეთ მილედი, დღეს საკუთარი ავტომობილით არ ვარ ტაქსით სარგებლობა მოგვიწევს,
ღიმილი ვერ შევიკავე, ნამდვილად არ შემეძლო დამალვა რომ ეს ბიჭი უკვე ძალიან მომწონდა, უცნაურად თბილი და პოზიტიური იყო და გარშემოც ასეთსავე ენერგიას ასხივებდა,
- რა პრობლემაა უბრალოდ მეგონა ნიკმა როგორც მომიყვანა ისე წავიდოდით,
- იმ იდიოტს უბრალოდ შენზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა, რაკი ყველას გვაქვს ასე გადაადგილების უნარი ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველ წუთას უნდა გამოვიყენოთ, ალბათ გაგიგია რომ დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს,
- ბენ პარკერი?
- რა? ვინ? -ვერ მიმიხვდა,
- ადამიანი ობობას ბიძა, ის ამბობს ამ სიტყვებს,
ერთხანს თვალებმოჭუტული მიყურებდა და ქვედა ტუჩს კბილს აჭერდა რომ სიცილი შეეკავებინა, მერე საყვარლად გამიღიმა და ტაქსის უკანა კარი გამიღო,
- რაც არ უნდა იყოს ეს სიტყვები ამ სიტუაციას უხდება, ახლა კი დაბრძანდი.
* * *
ემა სავაჭრო ცენტრის წინ გველოდებოდა, როგორც კი დაგვინახა ჩვენსკენ გამოიქცა, ჯერ მე გადამეხვია ხოლო შემდეგ ნოას ჩამოეკიდა ყელზე, მოვასწარი დამენახა როგორ ჩარგო ნოამ მის თმებში სახე, თვალები დახუჭა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, მერე კი ნაზად მოიშორა და სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა.
- ნუ ნერვიულობ, ჰანა კარგად არის, ის სულელი არაფერს დაუშავებდა ხომ იცი.
- ჰო მაგრამ მაინც ძალიან ვინერვიულე, ჯეისონმა მე ჩამაბარა და როცა უკან მოვბრუნდი და ვერსად ვიპოვე ძალიან შემეშინდა, მის ბინაში რომ მივედი კარი ღია დამხვდა, მივხვდი იქ ვინც იყო ნამყოფი და ამიტომაც დაგირეკე შენ.
- ჰოო? კარგია რომ ამიტომ მაინც დამირეკე, ისე ხომ საერთოდ არ გახსოვარ, -უგულოდ ნაძალადევად გაიღიმა და მხარზე ხელი მოხვია, ემას თვალებში ტკივილი გაუკრთა და თავი დახარა,
- ჩვენ ხომ შევთანხმდით ნოა,
- ჰო ასეა, შევთანხმდით და სალაპარაკოც არაფერია, -ისევ უცბად შეეცვალა ხასიათი, ემას ხელი გაუშვა და მე მომიახლოვდა,
- ალბათ უამრავი კითხვა გაქვს არა?
- ჰო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს, და მგონი დროა პასუხები მივიღო, სახლში დავბრუნდეთ? -მივმართე ემას, მინდა ჯეისონი რაც შეიძლება მალე ვნახო, სალაპარაკო გვაქვს.
- ესე იგი დღეს შეყვარებულების ჩხუბის მომსწრე გავხდებით? -ნოამ იდაყვი გამკრა და მხიარულად გაკრეჭილმა შემომხედა, -იცი ჩხუბის მერე ყველაზე კარგი რა არის?
- გეყოფა ნუ გააწითლე, -ემა გვერდით ამომიდგა, -ასეთ თემებზე ნუ ეხუმრები ის შენთან შედარებით პატარა ბავშვია.
- არა მარტო ჩვენთან შედარებით ზოგადად ბავშვია, რამდენი წლის ხარ ჰანა?
- ახლახანს გავხდი თვრამეტის და საერთოდაც არ ვთვლი რომ ბავშვი ვარ, -მართლაც რომ პატარა გაბუტული ბავშვივით ჩავიბურტყუნე, თვალები გაოცებისგან დავაჭყიტე როცა ნოამ სიცილით მიჩქმიტა ლოყაზე და ავტომობილისკენ მიბიძგა,
- წავიდეთ და გზაში უამრავ საინტერესო რაღაცას მოგიყვები.
- მართლა? -უცებ გამოვცოცხლდი, -იმასაც მომიყვები შენ რისი უნარი გაქვს?
- ჰო აბა რა, უმაგისოდ როგორ იქნებოდა, -ისევ გამიღო კარი დაჯდომაში დამეხმარა და მერე მეორე მხრიდან მომიჯდა გვერდზე, ემამ წარბი მაღლა აზიდა და მძღოლის სავარძელი დაიკავა, აშკარად არ მოეწონა რომ ნოა მის გვერდით არ დაჯდა,
- ესე იგი დღეს ჩვენთან რჩები? -მიმართა ნოას.
- არამარტო დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე დღეც დავრჩები,
- რამ გადაგაწყვეტინა? მარტოხელა ბიჭის ცხოვრება მოგბეზრდა?
- ჰო მარტოობა ყოველთვის კარგი არაა, თანაც ადამიანური საუბრები მომენატრა, ჰანაში კი კარგი მოსაუბრის პოტენციალს ვხედავ, -თვალი ჩამიკრა და თმა ისე ამიჩეჩა თითქოს ჩემი დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყოს, თანდათან უფრო და უფრო მომწონდა ნოა, უცნაურ ნდობას აღვიძებდა ჩემში.
- ძალიან მომწონხარ ნოა, კარგი აურა გაქვს და რატომღაც გენდობი, -არც კი ვიცი რატომ ვუთხარი ხმამაღლა ის რასაც ვფიქრობდი.
- მივხვდი, მთელი შენი ფიქრები და გრძნობები სახეზე გაწერია,
- ჯეისონიც ამას მეუბნება ხოლმე, -ვთქვი და გამეღიმა, მასზე ფიქრისას სხეულში დავლილ ჟრუანტელს ვერაფერს ვუხერხებდი,
- ასე რომ იღიმი იმედს მიკარგავ რომ თქვენი კამათის მომსწრე გავხდები,
- კარგი რა ნოა, იმდენს იზავ ჰანა მართლა დაიჯერებს რასაც ამბობს,
- არ დაიჯერებს, -გაეღიმა ნოას, -საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის რომ ასეთი სისულელეები დაიჯეროს,
- ესე იგი აღიარებ რომ სისულეელეებს ლაპარაკობ? მაგას ჯობია ის საქმე აკეთო რაც გეხერხება და ნაკლები ილაპარაკო, -ემა აშკარად გაღიზიანებული იყო და ვხედავდი მისი ასეთი მდგომარეობა როგორ ახალისებდა ნოას, გადავწყვიტე რომ ჯობდა ჩავრეულიყავი.
- მეტყვი შენ რა შეგიძლია? როგორც მივხვდი ყველას გაქვთ რაღაც საერთო და რაღაც ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები.
- როგორ აგიხსნა, -ნოა უხერხულად შეიშმუშნა, -მე შემიძლია ყველა და ყველაფერი მოვძებნო, ნებისმიერი რამ.
- არ გეგონოს ეს უმნიშვნელო რამ იყოს, -ჩაერია ემა, -ნოას ზედმეტი თავმდაბლობით მოსდის რომ საკუთარ უნარზე ასე ცოტას საუბრობს, თუ მოინდომებს ნებისმიერ სულიერ არსებას რამდენიმე წუთში იპოვნის, თუნდაც ჯოჯოხეთში დაემალოს, მაინც ვერსად გაექცევა, სწორედ ამიტომ არის ქეინისთვის სასურველი, მისი უნარი იმდენად მნიშვნელოვანია რომ მისთვის რამის დაშავებას არც კი ცდილობს, უნდა რომ გვერდში ჰყავდეს და მისი გამოყენება შეეძლოს, უამრავჯერ სცადა მისი გადაბირება თუმცა ჯერჯერობით ვერ დაითანხმა.
- ჯერჯერობით? -ნოას ჩაეცინა, -შენ რა გგონია ქეინი ჩემთვის რამე ისეთის შემოთავაზებას შეძლებს რაც მასთან მუშაობას მაიძულებს? ცდები ძვირფასო, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, მერე ემას ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ხმით მიმართა,
- ცოტა სწრაფად შეგიძლია? ერთი სული მაქვს ტყუპებს როდის ვნახავ.
* * *
- ბოლოს და ბოლოს მეტყვი თუ არა ყველაფერს, -ჩემი ბინიდან ემას მიერ წამოღებული ჩემოდნების ამოლაგებას თავი დავანებე და ჯეისონს მივუბრუნდი რომელიც ფეხმორთხმული იჯდა საწოლზე და გვერდზე თავგადაგდებული, ოდნავ ტუჩებგაპობილი ღიმილით მიყურებდა.
- მოდი ჩემთან, -თავის გვერდით საწოლზე მანიშნა, ფეხზე გავიხადე და მეც მასავით ფეხმორთხმით დავჯექი მის წინ, ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა,
- ვიცი რომ თავიდანვე ყველაფერი უნდა მეთქვა, უბრალოდ შემეშინდა, ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან, შემეშინდა რომ რაღაცას არასწორად გაიგებდი, ვერ გამიგებდი, ჩემს ნდობას დაკარგავდი, მე კი უშენობას ვერ გადავიტან, შენ ვერ წარმოიდგენ ჩემთვის რა ძვირფასი ხარ, როგორი მნიშვნელოვანი ხარ, შენ ჩემს უფერულ და უაზრო ცხოვრებას აზრი შესძინე, თანაც არ მინდოდა შენთვის რამე ისეთი მეთქვა რაშიც დარწმუნებული არ ვიქნებოდი, ახლა კი უკვე დარწმუნებული ვარ და ერთად შეგვიძლია სამომავლო ვარიანტები განვიხილოთ.
ფრთხილად, ნელა, დაკვირვებით საუბრობდა, თითოეულ სიტყვას არჩევდა, მზერას არ მაშორებდა, მე კი მის შოკოლადისფერ თვალებში ვიკარგებოდი, სამომავლო ვარიანტები? ჰმ, ნეტავ რა უნდა შემომთავაზოს ისეთი რომ არ დავთანხმდე?
- რას გულისხმობ სამომავლო ვარიანტებში? -ვკითხე და გამამხნევებლად მოვუჭირე ხელზე ხელი. მღელვარებისგან გამშრალი ტუჩები მოილოკა ად ღრმად ამოისუნთქა,
- ჩვენი ამ სამყაროში ყოფნა დასასრულს უახლოვდება ჰანა, ქეინმა რაც უნდა ეცადოს მაინც ვერაფერს მოახერხებს, ხელს ვერ შეგვიშლის დაბრუნებაში, ჩვენ რაც შეგვეხება ორი არჩევანი გვაქვს ან ჩვენთან ერთად წამოხვალ, ან მეც აქ დავრჩები.
მეგონა მომესმა, ჯეისონი ჩემი გულისთვის აქ, დედამიწაზე დარჩენას აპირებს? ამდენი მცდელობის და ასეთი მონატრების მიუხედავად ჩემი გულისთვის მზად არის სამშობლოში წასვლაზე უარი თქვას, ან მათთან ერთად წასვლას მთავაზობს...
- ჰო მაგრამ ნიკმა მითხრა რომ თქვენთან ერთად წამოსვლას ვერ შევძლებ, მითხრა რომ თქვენს პლანეტაზე ადამიანები ვერ იცოცხლებენ, -ძლივს ამოვილუღლუღე და მოჭარბებული ემოციებისგან აწყლიანებული თვალებით მივაჩერდი.
- რაც გამოჩნდი მას შემდეგ მე და ჰანტერი ვცდილობთ გავარკვიოთ რატომ ხარ სხვა ადამიანებისგან განსხვავებული, შენგან დამოუკიდებლად რამდენიმე ცდაც ჩავატარეთ, ჯერ არ ვიცით რატომ, როგორ ან საიდან გაქვს ეს უნარი მაგრამ ჰანტერი ფიქრობს რომ სხვისი შესაძლებლობების დაკოპირება და გამოყენება შეგიძლია, მაგალითად მე ჰაერში მოძრაობა შემიძლია, ჩემი სიახლოვისას ამას შენც თავისუფლად შეძლებ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ჩვენს პლანეტაზეც შეძლებ იცხოვრო.
ყურებს არ ვუჯერებდი, ანუ მეც მათსავით სხვადასხვა წამოუდგენელი რაღაცის გაკეთება შემეძლო,
- არც კი ვიცი რა ვთქვა ჯეისონ, არ ვიცი ეს უნდა გამიხარდეს თუ არა, დავიბენი
- შენი მესმის, ვიცი რომ ძალიან ძნელი იქნება შენთვის გადაწყვეტილების მიღება მაგრამ უნდა დაფიქრდე, ათი დღე გვაქვს სანამ ყველაფერს მოვაგვარებთ,
- ვფიქრობ და მაინც ვერ მივხვდი როგორ აპირებთ აქედან წასვლას, -გაეღიმა,
- შენთვის მთავარი არ მითქვამს, აქ კოსმოსური ხომალდით ჩამოვედით რომელიც ჩამოსვლისთანავე სამ ნაწილად გაიყო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიდო ბინა, მას შემდეგ ვეძებთ, მაგრამ ჯერ პოვნა და შემდეგ მისი შეერთება ამ რუკების გარეშე შეუძლებელია, -ხელი მხარზე გადაიტარა და ტატუზე მიმითითა,
- ნოა რატომ ვერ პოულობს? ემამ მითხრა რომ ნებისმიერი რამის პოვნა შეუძლია.
- ნებისმიერის მაგრამ არა ხომალდის, თუმცა ახლა რაკი ისიც დაბრუნდა და ჩვენთანაა, შენ და ის ერთად ძალიან ადვილად მიაგნებთ, მთავარია რომ ძალები გააერთიანოთ, ქვემოთ ჩავიდეთ, ჰანტერი დაგეხმარება რომ გაიგო როგორ უნდა წაიკითხო რუკა,
- მშვიდად საუბრობ, ძალიან მშვიდად თითქოს შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს სამშობლოში დაბრუნდები თუ აქ დარჩები ჩემთან ერთად,
- არც აქვს მნიშვნელობა, აღარ აქვს, იცი რატომ? თუკი დავბრუნდები მხოლოდ შენთან ერთად, თუ დავრჩები, შენც ჩემთან ერთად იქნები,
- იმაზე თუ გიფიქრია რომ მე უკვდავი არ ვარ, -ვუთხარი და გულში წამიერად გაელვებული ტკივილის გამო სახე შემეჭმუხნა, ის უკვდავია მე კი ალბათ სულ რაღაც ოცდაათ წელიწადში დანაოჭებული მოხუცი ვიქნები, თავი ჩავღუნე რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა,
- ამაზე ბევრი ვიფიქრე ჰანა, აქ თუ მარტო დავრჩები ჩემი ოჯახის გარეშე, ყველანაირ ძალას დავკარგავ და ადამიანებივით მოკვდავი გავხდები, მაგრამ თუკი შენ ჩემთან ერთად წამოხვალ სამუდამოდ ერთად ვიცხოვრებთ,
- შენ მზად ხარ ჩემი გულისთვის სამშობლოზე და უკვდავებაზე თქვა უარი?
- უშენოდ ათასი წლის გატარებას შენთან ერთად ოცი ან ოცდაათი წლის გატარება მირჩევნია, -თქვა ასე უბრალოდ და აციმციმებული, სითბოთი სავსე თვალები შემომანათა, ვეღარ მოვითმინე, მის მუხლებზე გადავცოცდი და მთელი ძალით ჩავეხუტე,
- ვგიჟდები შენზე ჯეისონ, შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი წამოვალ არათუ უცხო პლანეტაზე,
-ვუთხარი, თმაში თითები შევუცურე და ტუჩებზე დავეწაფე, თვითონაც მიპასუხა, კოცნაში ამყვა, მაისურის ქვეშ ხელები შემიცურა, ვნებისგან თვალები დაებინდა,
- საკმარისია ჰანა, -ძლივს ამოთქვა ჩახლეჩილი ხმით, თუ გავაგრძელებთ იცოდე ვეღარ გავჩერდები, ვერ შევძლებ თავი შევიკავო,
პასუხად მაისური საკუთარი ხელით გადავიძვრე და შემდეგ მის მაისურს მივწვდი, ხელში ამიყვანა და ფრთხილად დამაწვინა საწოლზე, მერე ჩემსკენ დაიხარა და მე საბოლოოდ ჩავიკარგე მის ელვარე თვალებში.
* * *
სრულიად შიშველს და მთლიანად ღონემიხდილს მის მკერდზე მედო თავი და გარს ჯერ კიდევ სიამოვნების საბურველი მეხვია, ჯეისონი გრძელი თლილი თითებით მეფერებოდა თმაზე და მართალია მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი როგორ იღიმოდა.
- კარგად ხარ? -ისეთი თბილი და ტკბილი ხმა ჰქონდა რომ სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
- კარგად ვარ, ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია, -ვუპასუხე და უფრო მაგრად მივეკარი მკერდზე.
- არ მინდა რომ ეს ყველაფერი ინანო ჰანა,
უნებურად ხმამაღლა გადავიკისკისე.
- მეტყობა რომ ვნანობ?
- უბრალოდ ვიფიქრე რომ... ჯერ კიდევ ეიფორიაში ხარ და...
- და იფიქრე რომ გამოფხიზლებული, ამ ნაბიჯს ვინანებდი, მართალი ხარ ნამდვილად ეიფორიაში ვარ და ალბათ მთელი ცხოვრება ასე ვიქნები, შეუძლებელია შენს გვერდით ვიყო და ასეთ უზღვავ ბედნიერებას არ ვგრძნობდე, უბრალოდ შეუძლებელია,
წამოვიწიე, და თვალებში ჩავხედე რომლებშიც ერთდროულად ვხედავდი ჯერ კიდევ ჩაუმცხრალ ვნებას, შიშს, სიყვარულს და გაურკვევლობას, ფრთხილად შევეხე ტუჩებზე, ქვედა ტუჩზე ენა გადავუსვი და კბილებით დავქაჩე, თვალები დახუჭა და ამოიკვნესა, ზემოდან მოვექეცი, დავიხარე და კოცნებით დავუყევი მკერდიდან ქვემოთ, სხეული მთლად დაეჭიმა, ვხედავდი რა ძალისხმევად უჯდებოდა, თავის შეკავება რათა ჩემთვის თავისუფლად მოქმედების საშუალება მოეცა, ის იყო ზემოდან მომექცა რომ კარზე კაკუნი მოგვესმა და გავშეშდით.
- ჯეისონ მაპატიე რომ გაწუხებთ მაგრამ სასწრაფო საქმეა, -ემას ხმა იყო,
- მაპატიე, უნდა გავაღო, სასწრაფო საქმე რომ არ იყოს ემა არ შეგვაწუხებდა, -მომიბოდიშა, წამოდგა და იქვე მიგდებული შარვალი ამოიცვა, -მითხარი რომ არ მიბრაზდები,
- რათქმაუნდა არ გიბრაზდები სულელო, -ჩემსკენ მოვიზიდე, კიდევ ერთხელ ვაკოცე და მეც ჩემს მაისურს და შორტს გადავწვდი, როგორც კი ჩავიცვი ჯეისონმა კარი გამოაღო, ემას შეწუხებყული სახის დანახვისას მივხვდი რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა,
- ქეინმა შეტყობინება გამოგზავნა ჯეისონ, რაღაც სერიოზული ხდება, სასწრაფოდ უნდა ჩვენი ნახვა,
- ალბათ ისევ რაღაცას იგონებს და რაღაც ახალ თამაშში უნდა ჩვენი ჩათრევა,
- სამწუხაროდ ასე არ არის, ხომ იცი ტყუპები ყველაფერს გრძნობენ, ისინი ამბობენ რომ არამარტო ჩვენ, ქეინიც კი საფრთხეშია, შეტყობინებაში ეწერა რომ ცოტა დრო გვაქვს უნდა ვიჩქაროთ.
ემამ კარი გაიხურა, ჩაფიქრებული ჯეისონი ჩემსკენ მობრუნდა.
- მეც თქვენთან ერთად მოვდივარ, არც კი იფიქრო რომ აქ მარტო დავრჩები და ერთგული ცოლივით დაველოდები სახლში როდის დაბრუნდები, -გამოვაცხადე და ჯიუტი ბავშვივით გადავაჯვარედინე ხელები,
- არც კი მიფიქრია შენი დატოვება, ასე რომ ჩაიცვი და გავიდეთ, ოღონდ ჯერ წყალი გადავივლოთ,
აბაზანის კარი გამოაღო და ეშმაკური ღიმილით შემომხედა,
- შემომიერთდები?
არ ვიცი რატომ მაინცდამაინც ახლა, მაგრამ უეცრად გონება გამინათდა,
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- რათქმაუნდა, მკითხე რაც გინდა,
- შენ თქვი რომ სხვისი უნარების გამოყენება შემიძლია, მე შენს ფიქრებს ვკითხულობდი,
- ოჰო მე კი მეგონა აღარასოდეს მკითხავდი ამის შესახებ, -მითხრა მხიარული ხმით და მივხვდი უკვე იცოდა რაც უნდა მეკითხა,
- ჩემს ბინაში ან თუნდაც კაფეში, გავიგე რას ფიქრობდი, შენ კი თქვი რომ ამას მხოლოდ მაშინ შევძლებდი თუკი ჩვენს შორიახლოს ვინმე იქნებოდა ვისაც ასეთი უნარი აქვს,
- ჰო ნამდვილად ასეა, -დამიდასტურა,
- შენი აზრით ვინ...
- შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ ჰანა, იფიქრე,
- ჯანდაბა ეს შეუძლებელია, -აღმომხდა და უღონოდ ჩამოვჯექი საწოლზე...



მოიცა, ანუ სხვისი ფიქრების წაკითხვა ჯეისონის ნიჭია? ყოველ ჯერზე ჯეისონი იყო ჰანას გვერდით და იმედია არ ვცდები :)
მიხარია, ემასთან დაკავშირებით რომ შევცდი და ახალი პერსონაჟიც ძალიან მომწონს❤ მგონი, ემას ეტრფოდა და ეტრფის❤
კიდევ ერთი ახალი საფრთხე? ვინმე ან რამე ისეთეი გამოჩნდა, რომ თვით დიდი ქეინიც კი შეაშინა?

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
მოიცა, ანუ სხვისი ფიქრების წაკითხვა ჯეისონის ნიჭია? ყოველ ჯერზე ჯეისონი იყო ჰანას გვერდით და იმედია არ ვცდები :)
მიხარია, ემასთან დაკავშირებით რომ შევცდი და ახალი პერსონაჟიც ძალიან მომწონს❤ მგონი, ემას ეტრფოდა და ეტრფის❤
კიდევ ერთი ახალი საფრთხე? ვინმე ან რამე ისეთეი გამოჩნდა, რომ თვით დიდი ქეინიც კი შეაშინა?


ერთი ის შემიძლია გითხრათ რომ ჯეისონს არ შეუძლია ფიქრების წაკითხვა
შემდეგი თავი ჯერ არ დამიწერია უბრალოდ იდეა მაქვს და მეც კი მაინტერესებს რა გამოვა, მოულოდნელობებით იქნება სავსე smiley

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
მოიცა, ანუ სხვისი ფიქრების წაკითხვა ჯეისონის ნიჭია? ყოველ ჯერზე ჯეისონი იყო ჰანას გვერდით და იმედია არ ვცდები :)
მიხარია, ემასთან დაკავშირებით რომ შევცდი და ახალი პერსონაჟიც ძალიან მომწონს❤ მგონი, ემას ეტრფოდა და ეტრფის❤
კიდევ ერთი ახალი საფრთხე? ვინმე ან რამე ისეთეი გამოჩნდა, რომ თვით დიდი ქეინიც კი შეაშინა?


ერთი ის შემიძლია გითხრათ რომ ჯეისონს არ შეუძლია ფიქრების წაკითხვა
შემდეგი თავი ჯერ არ დამიწერია უბრალოდ იდეა მაქვს და მეც კი მაინტერესებს რა გამოვა, მოულოდნელობებით იქნება სავსე smiley

ეგ როგორ?მოიცა ქერიმი? ქერიმს შეუძლია ფიქრების კითხვა. ყოველ ჯერზე ქერემი იყო მათ გვერდით. სხვა არ იქნება. თან აივნიდან ბათოზე, რომ კითხა ხმამაღლა არ უკითხავ, ქერემმა კი პასუხი თავის გაქნევით დაუბრუნა blush

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

აუ ქერიმი ჯაშუშია და ჯეისონის აწვდის ინფორმაციას?აუ მაინტერესებს ძალიან. ყოჩაღ. მოუთმენლად ველოდებოდი გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent