შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი შევხდებით...ისევ გიხილავ...


14-04-2018, 21:48
ავტორი L.Q
ნანახია 1 887

ისევ მივყვები ცხოვრების დინებას,
ვგრძნობ აქ მომისწრებს წვიმა შხაპუნა,
ტალღებს ავყვები აჩქარებული
მე ამ გრძნობებმა არ მიმატოვა.

ნიავს ნაცნობი ახლავს სურნელი,
ჩრდილში ლანდსაც კი მოვკარი თვალი,
იქნებ არახარ გამოგიგონე,
მაგრამ საიდან ამხელა კვალი?

სულში რწმენაა, გულში იმედი,
ხელს თუ არ მკიდებ რატომ მპირდები?
ნუ შემპირდები უხვად მრჩენია
შენი წარსული დანაპირები.

დღესაც მივყვები ისევ დინებას,
ალბათ მორევი ბობოქრობს სადღაც,
შენთან ყოფნა თუ ბედმა ინება
შევებრძოლები გონების კარნახს.

ეჰ...ვიძირები ჟამი დამდგარა...
და ეს ფიქრები მიმყვება მარად,
ვიცი შევხდებით,ისევ გიხილავ,
ისევ მომაგნებ უკვალოდ გამქრალს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent