შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრაგიკული ტრაგედია (7 თავი)


3-01-2022, 01:39
ავტორი analiza505
ნანახია 1 232

ირასთან მივედი, ყვავილების გარეშე
- შენს გარეშე უკვე მესამე კვირაა რაც ვცხოვრობ, და ასე მგონია ცხოვრების არსი დავკარგე. ისევ მენატრები, რა შეცვლიდა ამ გრძნობას რო? - გავიცინე - მუშაობა დავიწყე, მიმტანად, ასევე ზურასთან მივდივარ ხვალ, და ელისაბედი გავიცანი, შენ გგავს, ქცევებითა და ღიმილით. ძალიან მინდა შენც იცნობდე, აუცილებლად გაუხარდებოდა შენი ნახვა - გამეღიმა - ისევ მენატრები ჩემო ირა - წამოვდექი ცივი ქვიდან - გპირდები შემდეგ მოსვლაზე იასამნებს მოგიტან - ქვას ვაკოცე და წამოვედი.
დაღლილი, სახლში მივედი ყველანაირად დაღლილივიყავი, გამოვიცვალე, ჩაის ადუღება დავიწყე, როცა ჩემი ტელეფონი აინთო.
ელისაბედისგან იყო „მესიჯი“
„ხვალ 4-ზე, მოხვალ ჩვენთან?“
„კარგი“
„გელოდებით“ და ღიმილის „სმაილი“
უნებურად გამეღიმა, ხვალ კვირა იყო, საღამოს ისევ რესტორანში უნდა წავსულიყავი. რესტორანზე ირაკლიზე დავიწყე ფიქრი, თითქოს მენატრებოდა. ფიქრებიდან ჩაიდანის ხმამ გამომარკვია.
ისევ ფანჯარასთან ვიჯექი, ჩაით და სიგარეტით ხელში, და ეზოს გავყურებ.
ჩაის დალევას მოვრჩი, და საწოლში შევწექი, მესიამოვნა დაწოლა, ბალიშში ჩავდე თავი და თვალებდახუჭული გავირინდე.
დილით კარის ხმამ გამაღვიძა, ტელეფონს დავხედე 7:30 იყო, გავიფიქრე ამ დროს ვინ უნდა იყოს მეთქი, ფეხშიშველი გავტანტალდი
კარი გავაღე, როცა ზღურბლს იქით ირაკლი დავლანდე, შემრცხვა, მის წინ ბრეტელებიანი მაიკით და ტრუსით ვდექი. გავშეშდი უბრალოდ, ირაკლიმ მაცდურად ჩაიცინა და მუქი ყავისფერი თვალები, ამაყოლა
- შენ... შენ აქ რა გინდა
- მანქანისთვის მოვედი, არ შემომიშვებ? - ჩვეულებრივი სახით მკითხა
სიტყვის უთქმელად გავიწიე და სახლში შევუშვი. რამიშვილმა ერთი მზერა მოაპყრო სახლს, და ირდაპირ სამზარეულოში შევიდა
- ტრუსით გძინავს? - თვალი თვალში გამიყარა და ისე მკითხა
- რა მნიშვნელობა აქვს - თვალები გადავატრიალე და ის ევთქვი
- არც არაფერი - უდარდელად მითხრა
საძინებელ ოთახში ვაპირებდი გასვლას რომ მომაძახა
- ყოველ ღამე სასაფლაოზე დადიხარ?
- შენ საიდან იცი - ეჭვის თვალით შევხედე
- ვიცი - მკაცრად მითხრა
- რომც დავდიოდე შენ რა?
- გოგო, ნუ „მეიაზვები“ - უცბად წამოდგა სკამიდან
- შენ ხომ არ აფრენ რამიშვილი? დილის რვის ნახევარზე სახლის კარზე მიკაკუნებ, მითვალთვალებ, რესტორანში „როჟებს მიკერავ“ და თან მიცავ, რა გინდა? - ერთიანად ამომასხა
- მაგ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ ეგრე ვთვლი საჭიროდ - მკაცრად მითხრა
- ხოდა ნუ თვლი, არავის არ სჭირდება შენგან ეგ ყველაფერი, შენს წაკლა შეყვარებულს მიხედე ჯობია - ვუყვირე
- მელანო - დაიყვირა - უბრალოდ მანქანის გასახები მომეცი - მშვიდადგააგრძელა
თაროზე შემოდებული გასაღები მივჩეჩე
- ეხლა წადი - კარისკენ ვანიშნე
უთქმელად წავიდა. ვერ ვიტანდი ღმერთო მძულდა.



№1 სტუმარი სტუმარი ლენა

ჩემი აზრით,მელანო ბოლოს იმსახურებს ბედნიერებას ნამდვილად მითუმეტეს ირას დაკარგვის შემდეგ.ირაკლი თავისი უეცარი გამოჩენებით მიყვარს.ამ წყვილს აქვს ქიმია და ბოლოს ნამდვილად კარგი იქნება თუ ერთად და ბედნიერად ვიხილავთ.მითუმეტეს ორივეს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი აერთიანებს.

რატომღაც მინდა ბედნიერი დასასრული ქონდეს ამ მოთხრობას.და იმედი მაქვს სათაურიდან გამომდინარე სევდიანი დასასრული არ ექნება,თორემ გადავყვები მელანოს და ირაკლის ჯავრს.????????????????

 


№2  offline წევრი analiza505

სტუმარი ლენა
ჩემი აზრით,მელანო ბოლოს იმსახურებს ბედნიერებას ნამდვილად მითუმეტეს ირას დაკარგვის შემდეგ.ირაკლი თავისი უეცარი გამოჩენებით მიყვარს.ამ წყვილს აქვს ქიმია და ბოლოს ნამდვილად კარგი იქნება თუ ერთად და ბედნიერად ვიხილავთ.მითუმეტეს ორივეს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი აერთიანებს.

რატომღაც მინდა ბედნიერი დასასრული ქონდეს ამ მოთხრობას.და იმედი მაქვს სათაურიდან გამომდინარე სევდიანი დასასრული არ ექნებhttps://4love.ge/istoria/151607-tragikuli-tragedia-7-tavi.html#ა,თორემ გადავყვები მელანოს და ირაკლის ჯავრს.????????????????

შევეცდები, დიდი მადლობა რომ კითხულობთ, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია

 


№3 სტუმარი სტუმარი კეკე

ისტორია საინტერესოა,მაგრამ იმდნად პატარა თავებია, რომ წაკითხვის სურვილი მეკარგება, ცოტა გაზარდე მოცულობა რომ საინტერესო იყოს და სამ აბზაცში ნუ დაამთავრებ.

 


№4  offline წევრი analiza505

სტუმარი კეკე
ისტორია საინტერესოა,მაგრამ იმდნად პატარა თავებია, რომ წაკითხვის სურვილი მეკარგება, ცოტა გაზარდე მოცულობა რომ საინტერესო იყოს და სამ აბზაცში ნუ დაამთავრებ.

მაგის გამო ჩემს თავსაც ვუბრაზდები, უბრალოდ როცა ჩქარა ცდებ ცოდა გამოდის, შევეცდები უფრო გავზარდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent