შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითურო მიყვარხარ! (თავი 1)


7-01-2022, 01:16
ავტორი Nina Gabievi
ნანახია 2 426

არ მახსოვს ეს ყველაფერი საიდან დაიწყო,არც ჩვენი პირველი შეხვედრა მახსოვს მარტო ის მახსოვს როგორ ისხდნენ ჩემ სახლთან ის და მისი მეგობრები და როგორ მითთრთოდა გული მის ყოველ დანახვისას.მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი ალბათ შვიდი წლის და სწორედ პირველი სიყვარულიც ის იყო.სულ მაწვალებდა,ხან დამცინოდა კიდეც.მახსოვს ერთხელ ისე მაწყენინა სილაც კი გავარტყი, მეგონა ხელს შემომიბრუნებდა მაგრამ ჩაიცინა და წავიდა.მაშ შემდეგ წლები გავიდა უკვე ოცი წლის ვარ.წლებია არმინახავს.უფრო სწორად თავს ვარიდებდი ეს წლები მის ნახვას შემდეგ სტუდენტი გავხდი და ყველაფერი თავისთავად მოხდა.მახსოვს როგორ მითხარა პირველად მომწონხარო უკვე დიდები ვიყავით მე კი გამოვბრუნდი და წამოვედი ისე რომ პასუხიც არგავეცი.რადგან ზუსტად იმ დღეს დავინახე როგორ კოცნიდა სკოლის უკანა ეზოში სხვა გოგოს.მას შემდეგ აღარც მინახავს.ბევრ რამეს ვიგებდი მასზე უფრო სწორად ყველაფერს რადგან მაინტერესებდა როგორ იყო თუმცა რაღაც დროის შემდეგ დამავიწყდა ის და სწავლაზე გადავერთე ბოლომდე.ახლაც უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადები,არვიცი ახლა რამ გამახსენა მისი თავი ალბათ იმან რომ ზაფხული მოვიდა და არდადეგებზე სოფელში მივდივარ და გული მიგრძნობს შევხდები.ხო მართლა მე ანასტასია ნაკანი ვარ ჩემი სოფელი კი კახეთშია.მოკლედ ჩავამთავრე გამოცდები და აი დადგა დრო წავიდე სოფელში,მიხარია ზაფხული და დასვენება თან ვიცი ჩემი დაქალიც სოფელში იქნება ლიზი რომელიც ჩემ წინ ცხოვრობს.და აი ჩამოვაღწიე ძლივს სახლში, ეს ,,გომბორის" გზა საშინლად მღლის.რამდენიმე დღე ისე გავიდა არაფერი მომხდარა ძირითადად სახლში ვიყავი და ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა ლიზიც.
დილით კივილის ხმამ გამაღვიძა და უეცრად ზედ რაღაც დამეცა,უფრო სწორედ ვიღაც.
-ანასტასიააა,ანასტასიაა გაიღვიძე მოვიდა შენი დედოფალი-გაჰკიოდა ბოლო ხმაზე ლიზი.
-აუუუ ლიზი ჩამოეთრიე ჩემი თავიდან გოგო გავიგუდე
-უიი ბოდიში-გადაძვრა ლოგინიდან და ახლა ისე დამიდგა თავითან რომ აღარ დამეძინა.
-კარგი კარგი ვდგები ვდგები-სიცილით წამოვყავი თავი-მოდი ჩემო დედოფალო ჩაგეხუტო ახლა.
იმდენი ხანი ვეხუტებოდით ერთმანეთს სანამ არ დავიღალეთ.
-კარგი ახლა წინ მთელი სამი თვე გვაქ ჩავიცვავ და ვისადილოთ.
-რადროს საუზმეა გოგო დაჯექი ვიჭორავოთ ჭამას მერეც მოასწრებ ახალი ამბები მაქ შენთვის.ხო გახსოვს შარშან აქ რომ ბიჭი იყო ჩამოსული,მე რომ ვეპრაჭებოდი მთელი ზაფხული?
-ლიზი შენ მთელი ზაფხული ბიჭებს ეპრანჭები და კონკრეტულად ვიზე ამბობ?-სიცილით ვეუბნები და მის დაბღვერილ სახეზე უფრო მეცინება
-აი თინა ბებოს ძმიშვილზე გეუბნები გოგო.ამასწინათ კლუბში დავინახე მინდოდა მისვლა და მისლამება მაგრამ დავინახე რომ ვიღაც ბიჭს კოცნიდა.წარმოგიდგენია მეკიდე გულდაწყვეტილი ვიყავი ერთხელ არ შემომხედა თქო-სიცილით მიყვებოდა ლიზი და მის სახეზე მეც მეცინებოდა.
-არაუშავს დარწმუნებული ვარ წელს სხვა ბიჭს მოძებნი გასაპრაჭად-ვეუბნები რადროსაც დედა გვეძახის სასაუზმოდ.ვსაუზმობთ და შემდეგ გარეთ გავდივართ სასეირნოთ.
-ხო მართლა იცი დილით ის დავინახე ჩამოსულა,ახალი მანქანაც უყიდია შავი მერსედესი.
-ლიზა გთხოვ არმაინტერესებს და მასზე გთხოვ ნუ დამელაპარაკები
-კარგი ხო მაგრამ ხო ვიცი რო გაინტერესებს არა?
-ლიზა უბრალოდ გთხოვ
-კარგი კარგი ჩანდაბას შენი თავი,ხო მართლა გუშინ ნინიმ მომწერა ხო იცი 2 დღეში დაბადებისდღე აქ და დამპატიჟა.
-ხო ვიცი მეც მომწერა.
-ხოდა უეჭველი უნდა წავიდეთ,თან როგორც ვიცი დიდ დაბადებისდღეს იხდის რესტორანს მთლიანად ხურავენო და ძალიან მაგრადაც გავერთობით.
-არვიცი არმინდა წასვლა ყველა იქ იქნება და სიმართლე გითხრა მეზარება წამოსვლა-ლიზი გაჩერდა და თვალებ დაჭყეტილი შემობრუნდა ჩემკენ
-მივდივართ და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება,მაინც წაგიყვან სულ რომ ძალით მომიხდეს შენი მანქანაში ჩატენვა.
-კარგი ხო ჯანდაბას მაგრან სულ რამდენიმე საათით.
-ხო კარგი მაგრამ არვიცი რაჯანდაბა ჩავიცვა,მოდი ხვალ ქალაქში წავიდეთ და რამე ვიყიდოთ რა,მინდა რომ ბიჭები გავაგიჟო.
-ლიზი არ დაგავიწყდეს რომ ნინის დაბადებისდღეა და არა შენი-ვეუბნები სიცილით და თან სკვერში შევდივართ ცოტახანს.ის დღე სულ ლიზის წუწუნში გავიდა თუ როგორი კაბა უნდა ეყიდა ან თმა როგორ უნდა გაეკეთებინა.მეორე დღეს ქალაქში წავედით და როდესაც ოთხ საათიანი რჩევის შემდეგ როგორც იქნა აირჩია კაბა ცოტა დამშვიდდა.მან თავისთვის წითელი კაბა აირჩია ამბობდა ჩემ ქერა თმას უხდებაო,მე კი შავი მოკლე ზურგზე ამოღებული კაბა ავარჩიე ლიზის თქმით ჩემ წითურ თმას საოცრად უხდებოდა,ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა მე წითური თმა მაქ და ცხვირთან ცოტა ჭორფლიც.ბავშვობაში ვერ ვიტანდი ჩემ ჭორფლებს ახლა კი ძალიან მომწონს და ხო მწვანე თვალები მაქვს რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს.
-ანასტასია რაუნდა ვაჩუქოთ ნინას?ეგ სულ ამომივარდა თავიდან
-არვიცი ლიზი მეც ვფიქრობდი და იქნებ რაიმე სამკაული აგვერჩია?
-მეკი ვიფიქრე რომ რაიმეს დაუხატავდი,ადრე ხომ გთხოვა იქნე  დამხატოვო ან რამე შენი ნახატი მაჩუქოვო.
-არა ლიზი ხომ იცი უკვე დიდიხანია არდამიხატავს.
-ხოდა ეხლა დახატავ,მე ერთი ყელსაბამი ავარჩიე იმას ვაჩუქებ შენ კიდევ ნახატი აჩუქე.
-კარგი კარგი ვცდი რამეს თუ გამომივა.
საღამოს როდესაც მარტო დავრჩი ავიღე გასაღები რომელიც დიდი ხანია უჯრაში დევს და სხვენისკენ წავედი სადაც ერთ დროს საათებს ვატარებდი.იქ ჩემი ოთახი მქონდა მოწყობილი სადაც ვხატავდი.შევედი ოთახში და ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც დავტოვე.საღებავების სუნი მეცა ცხვირში და მივხვდი თუ როგორ მომნატრებია აქაურობა.დავჯექი წინ დაფა დავიდე და ხატვა დავიწყე ღმერთო როგორ მომნატრებია ეს შეგრძნება.საკუთარ თავზე ვბრაზობ რომ ამდენხანს მიგდებული მქონდა ეს ყველაფერი.ნინის ფოტო გავხსენი ტელეფონში და მისი ხატვა დავიწყე,თითქმის მთელი ღამე ვხატავდი და გამთენისას მოვრჩი როგორც იქნა.ავდექი და შევხედე ჩემ ნახატს არაჩვეულებრივი იყო,იმედი მქვს მოეწონება.ლიზის მივწერე და გავაფრთხილე რომ დილით არ გამაღვიძოს და ხუთი საათი იყო რომ ჩამეძინა.დილით კი პირველ საათზე გამაღვიძა დედამ რადგან ექვზე უკვე დაბადებისდღეში უნდა წავეყვანე მამას.
-ანასტასია ჩამოდი ისაუზმე-დამიძახა დედამ.დედას თინა ქვია მამას კი ლევანი.უსაყვარლესი მშობლები მყავს ბავშვობიდან ყველაფერს მისრულებენ.ჩავედი დაბლა და ორივეს ვაკოცე ლოყაზე.
-ანასტასია უკან რომელზე დაბრუნდები?მე წამოგიყვანო?
-არა მამა შენ დაიძინე უკან ჩვენით მოვალთ-ამდროს ლიზიც შემოვარდა სამზარეულოში,ჩემებს მიესალმა და მერე მე მომუბრუნდა
-როგორც იქნა იკადრე გაღვიძება.მიდი მალე მორჩი ჭამას და მერე ჩემთან წავიდეთ მაკიაჟს და თმას მე გაგიკეთებ.გავედით ლიზისთან და დაიწყო ჩემი გალამაზება ჯერ თმები მაღლა ამიწია შემდეგ თვითონ დიხვია, შემდეგ მაკიაჟი გამიკეთა და თავადაც გაიკეთა.ამასობაში ხუთი საათიც მოვიდა სახლში გადმოვედი კაბა ჩავიცვი მაღლებზე შევდექი საჩუქარი ავიღე და გარეთ გავვარდი რადგან მამა და ლიზი უკვე მანქნაში მელოდნენ.ლიზი ულამაზესი იყო და როგორც მან მითხრა მზესავით ვბრწყინავდი მეც.
მამამ მიგვიყვანა რესტორანთან.შევედით რესტორანში ჯერ არჩანდა ბევრი ხალხი და ნინის მოძებნა დავიწყეთ რომელიც როგორც აღმოჩნდა ახალი მოსული იყო.
-ნინი გილოცააავ-ერთად შევძახეთ მე და ლიზამ და გადავეხვიეთ თან საჩუქრები მივაწოდეთ.
-მადლობა გოგოებო,ანასტასია ეს რა არის?ეს თუ ისაა რასაც მე ვფიქრობ ეხლა სიხარულისგან ვიყვირებ.
-გახსენი და თავად ნახე იმედია მოგეწონება-მაშინვე შეუდგა გახსნას და მართლა შეჰკივლა ნახატი რომ დაინახა.იმდენი მკოცნა და მეხვია.იმდენი მადლობა მიხადა რომ აშკარად მოეწონა.ამდროს სხვა ბავშვებიც მოვიდნენ,ზოგს ვიცნობდი ზოგიც მაშინ გავიცანი.ხალხს ვათვალიერებდი ვიცოდი ისიც აქ იქნებოდა და ძალიან ვნერვიულობდი.
-დამშვიდდი ჯერ არმოსულა.
-რაა?ვინ?-გავიოცე ვითომ ვერ მივხვდი
-კარგი ანასტასია რა კარგად გიცნობ და ვიცი რომ მას ელოდები- არაფერი მითქვამს ბარისკენ წავედი და ერთი ჭიქა სასმელი დავლიე.ცოტახანში ლიზი დავინახე ჩემკენ მოდიოდა.
-მოვიდა-ჩამჩურჩულა და გვერდით გადგა.
დავიბენი უცბათ თვალებით ძებნა დავუწყე უნებურად.
-წითური-უეცრად გავიგე უკნიდან მისი ხმა,ღმერთო ჩემო ახლა რავქნა?შევტრიალდე?თუ კარისკენ გავიქცე?ანასტასია დამშვიდდი რა გემართება?შეტრიალდი და უბრალოდ მიესალმე-ჰეი წითურო-მეორედ დამიძახა ისევ.ღმერთო ისევ ისეთ ხმა აქვს როგორც წლების წინ.
მოვტრიალდი და აი აქ ვიგრძენი ზუსტად ჩემი გულის ხმა.
-ალექსანდრე
-წითურო როგორ ხარ?-ჩემკენ წამოვიდა და გადამკოცნა.
-კარგად ალექსანდრე შენ როგორ ხარ?
-კარგად,როგორ გაზრდილხარ წითურო-მითხრა და თან ცხვირზე ხელით წამეთამაშა როგორც ბავშვობაში.ახლა კი ნამდვილად ჩავიკეცები ღმერთო მიშველე,ანასტასია გონს მოდი არუნდა შეგატყოს რომ ღელავ.
-ხოო?აი შენ კი ისევ ისეთი ხარ-ირონიულად ჩაეცინა,დროებითო მომაძაღა და ნინისკენ წავიდა მისალოცათ.
-რაო რაგითხრა?მაშინვე ლიზი მომვარდა.
-დამშვიდდი ლიზი უბრალოდ მომიკითხა,გთხოვ მასზე აღარ დამელაპარაკო ისიც მეყოს რომ ამდენიხნის მერე შევხვდი-მოვტრიალდი და კიდევ ორი ჭიქა დავლიე.შემდეგ ცეკვა დავიწყეთ და კარგად გავერთე კიდეც.შემდეგ ისევ ბართან მივედი და 1 ჭიქა დავლიე.
-ბევრი არ დალიო წითურო თორე მამიკო გაგიბრაზდება-მოულოდნელად ყურთან ახლოს ვიგრძენი მისი ხმა.
-შენ არავინ გეკითხება მაგას ალექსანდრე.
-უბრალოდ არმინდა მერე შენი ხელით ტარება მომიწიოს.მამაშენმა მთხოვა სახლამდე მიგიყვანო და მირჩევნია საკუთარი ფეხით წამოხვიდე თორე ეჭვი მაქვს გამიჭირდება შენი ტარება-მითხრა და თან ირონიული ღიმილით ამათვალიერა.ოხ როგორ მინდა ეგ სახე მიგილეწო და ეგ ლამაზი შავი თვალები დაგთხარო.
-ნუ ღელავ შენი სათრევი არ გავხდები მამაჩემს დავურეკავ და მომაკითხავს.
-როგორც ვიცი შენები ქალაქში წავიდნენ და დღეს ღამე არ მოვლენ-რაა?აუუუ სულ დამავიწყდა დილით დედამ რომ გამაფრთხილა მაგრამ ამან საიდანღა იცის?
-არაუშავს რამეს მოვახერხებ შენ არშეგაწუხებ-გაბრაზებული სახით შევხედე
-შენ მე არმაწუხებ პატარა წითურო ქალბატონო.მასე ნუ მიყურებ თორემ ვეღარ მოვითმენ და მაგ ლამაზ სახეს დაგიკოცნი.
-რაა??-ენა ჩამივარდა მოულოდნელობისგან.
-რადაა - ნელნელა მომიახლოვდა და ხელი მხარზე ჩამომისვა მთელ ტანზე ტაომ დამაყარა.გავშეშდი მოულოდნელობისგან-ეს კაბა კი საშინლად გიხდება,ვერც კი წარმოიდგენ რამდენად სექსუალური ხარ-მოიწია ლოყაზე მაკოცა და წავიდა.მეკიდე დებილივით დამტოვა.ოხ ღმერთო როგორ მინდა რომ მოვკლა მაგრამ ღმერთო ლოყაზე მაკოცა. ანასტასია თავი მოთოკე.კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და მოცეკვავეებისკენ წავედი სადაც ლიზი ეცეკვებოდა ბიჭს.მეც დავიწყე ცეკვა რადროსაც თვალი მოვკარი როგორ ეფლირტავებოდა ალექსანდრე ვიღაც გოგოს და ისიც ისე უღიმოდა.საზიზღარი ღმერთო როგორ ვერ ვისწავლე ჭკუა.ამდროს გამოიხედა ჩემკენ და რომ დაინახა ვუყურებდი ირონიულად გაიღიმა და ისევ იმ გოგოს მიუბრუნდა.ღმერთო როგორ მეშლება ნერვები.
-ვიცეკვოთ?-ვიღაც ბიჭი მომიხალოვდა რომელიც შემდეგ ნიკას სახელით გამეცნო
-სიამოვნებით-გავუღიმე და ცეკვაში ავყევი,მორჩა საკმარისია არავითარი ალექსანდრე.კარგახანს ვცეკვავდი ნიკასთან და თან ვხედავდი ალექსანდრე როგორც მიყურებდა ამიტომ უფრო სექსუალურად დავიწყე ცეკვა.ნიკა კი უკნიდან ამეკრო და ხელები მუცელზე მოხვია.ვიცოდი რომ უნდა გამეწია მაგრამ არვწევდი,არვიცი რატომ.შენმდეგ შემატრიალა და ისე დავიწყეთ ცეკვა,ხელები წელიდან საჯდომზე ჩამისრიალა მეკი ამოვაწევინე.
-წამოდი არგინდა ცოტახანს ჰაერზე გავიდეთ აქ ძალიან დაცხა-მითხრა ნიკამ,მეც თავი დავუქნიე,ხელი ჩამჭიდა და კარისკენ წავიდა რადროსაც წინ ალექსანდრე გადაგვიდგა.
-გაუშვი ხელი და გაქრი აქედან-ღრენით უთხრა ბიჭს
-შენ ვინხარ რომ რამეს მიბრძანებ,გამატარე ძმაო ჩვენ ერთად მივდივართ.
-გეუბნები გაუშვი ხელი სანამ ცოცხალი ხარ-დაიღრინა და ბიჭისკენ გაიწია.
-ალექსანდრე დამშვიდდი გთხოვ-ესღა მოვასწარი და შუაში ჩავუხტი ორივეს.არმინდოდა ჩემ გამო ჩხუბი ატეხილიყო ამიტომ ხელი გავუშვი ნიკას და მარტო გამოვედი გარეთ.უკან კი ალექსანდრე გამომყვა.
-მითხარი რას აკეთებ?სად მიყვებოდი იმ ბიჭს?
-რა შენი საქმეა ვერ ვხდები,ვინ ხარ რომ მაგას მეკითხები?
-იცი მაინც რატომ გამოყავდი გარეთ?და რასგიზავდა?
-დიახაც ვიცი-გაბრაზებულმა ეს რატომ ვუთხარი არვიცი
-რაო?ისე ნუ იქცევი თითქოს იყო-მითხრა მე კიდე გავარტყი სახეში,ისეთი თვალებით შემომხედა მეგონა შუაზე გამგლეჯდა ჩემკენ წამოვიდა და მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა.ღმერთო ეს რა ხდება,დავიბენი არვიცოდი რამექნა და უნიბლიედ მეც ვაკოცე.რის შემდეგაც ფეხებში სისუსტე ვიგრძე და უბრალოდ გავითიშე.
თვალები ძლივს გავახილე,თავი საშინლად მტკიოდა ღმერთო არაფერი მახსოვს ბოლოს რამოხდა.ირგვლივ მიმოვიხედე,ჩემ ოთახში ვარ .ნეტავ ვინ მომიყვანა აქ?მოულოდნელად გვერდით რაღაც გამოძრავდა და შიშისგან ვიწივლე და ფეხზე წამოვხტი.
-რა გაყვირებს გოგო გასკდა თავი-ალექსანდრემ თავი წამოწია ბალიშებიდან.
-შენ აქ რასაკეთებ ალექსანდრე?სულ გაგიჟდი?ჩემ საწოლში რასაკეთებ?
-დამშვიდდი გთხოვ ნუწიკვინებ.
-რასქვია დავმშვიდდე,რამოხდა წუხელ მითხარი,ჩვენ რა ... ჩემკენ გამოიხედა ღიმილით ალექსანდრემ და უცბათ ღიმილი სახეზე შეაშრა
-დამშვიდდი არაფერი მომხდარა მარა სავარაუდოდ ეხლა მოხდება თუ კიდევ დიდხანს იდგები ჩემ წინ მასე
-რაა?რა სისულელეს ამბობ-და ზედ დავიხედე ღმერთო მხოლოდ ზედა მაცვია და დაბლა საცვლების ამარა ვდგავარ.ვიწივლე და ლოგინში შევხტი.
-შენ რა?წუხელ შენ გამხადე?ღმერთო მითხარი რამოხდა სანამ გავგიჟდი.
-ნუ ქაჯობ ძალიან გთხოვ რა,გონება დაკარგე და აქ წამოგიყვანე,შემდეგ ლიზიც მოვიდა მან გამოგიცვალა და დაგაწვინეთ.შემდეგ ის წავიდა მე დამეზარა სახლში წასვლა და ბარამ დავწექი რა.
-მართლა?მეკიდე გული გამისკდა.
-მაგრამ ახლაც არაა გვიან რამე მოხდეს-მითხრა და უეცრად თავის მკლავებში მომიქცია და ზემოდან მომექცა.
-რას აკეთებ სულ გაგიჟდი?-ფართხალი დავიწყე
-ჩუუუ-ტუჩებზე თითი მომადო შემდეგ კი დაიხარა და მაკოცა.წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და მეც ვაკოცე.ღმერთო რა ტკბილი ტუჩები აქვს.მარა არა უნდა გავაჩერო არ შეიძლება ეს ყველაფერი.მაგრამ იქნებ ცოტახანს კიდევ.ხელი ზედის ქვეშ შემიცურა და ნელნელა მაღლა ამისრიალა.მკერძე ხელი მომკიდა და ოდნავ მომიჭირა,ამდროს თავი ვერ შევიკავე და ამოვიკვნესე რამაც უფრო გაათამამა და უხლა დაბლა ჩაასრიალა ხელი.არა არა ეს უკვე ზედმეტია.
-ალექსანდრე გაჩერდი-ვუთხარი და ხელი დავუჭირე.
-კარგი კარგი გაიცინა და ფეხზე წამოდგა.ღმერთო ის ნახევრად შიშველი იყო,თვალი ავაყოლე მის სხეულს და ოხ ღმერთო დაბლაც გამექცა თვალი,ისე ისეთი სექსუალური იყო რამის უკან მოვაბურნე.საბედნიეროდ მალევე ჩაიცვა და გავიდა ოთახიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent