შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკის ეფექტი - პირველი თავი


7-01-2022, 01:57
ავტორი Plantgirl
ნანახია 919

სარკის ეფექტი

თავი 1

დიდ ოთახში ვართ, ბნელა და ოთახს მხოლოდ ბუხრიდან გამომავალი სინათლე ანათებს. სკამზე ვარ მიბმული ფეხებით და ხელებით, ისე მეძინება თვალებს ძლივს ვახელ, დროდადრო თავი სასაცილოდ მივარდება და მოულოდნელობისგან ვფხიზლდები. გვერდით სკამზე მერაბის ხვრინვა ისმის, თუმცა ისეთი მიჩვეული ვარ ჩემზე არ მოქმედებს და ისევ სასაცილოდ მივარდება თავი.
მაგრამ მაქვს კი სასაცილოდ საქმე?
თვალებს რომ ვახელ უკვე ფანჯრიდან მზის სხივები ანათებენ, ბუხარი ჩამქვრალია და კისერი ისე მტკივა თავს ძლივს ვასწორებ.
-მერაბ-ბოხი ხმით ვიძახი და ვცდილობ გვერდით მჯდომი გავაღვიძო
-მერაბ-უფრო ხმამაღლა ვეძახი და კისერს ვავარჯიშებ
-მაცადე რა-ბურტყუნებს და ხვრინვას აგრძელებს
-კარგი, მაინც არსად გვეჩქარება-პირს ვაწკლაპუნებ და ერთადერთი მაგრამ უზარმაზარი ფანჯრისკენ ვიხედები. თხელი ფარდების მიღმაც კი ჩანს რომ სახლი პირდაპირ ტყეს ესაზღვრება ტყის უკან კი უზარმაზარი მთა მოჩანს. ულამაზესი ხედიდან მზერა ისევ დორბლგადმოსულ მერაბზე გადამაქვს, შემდეგ კი კარს ვუყურებ და მოუთმენლად ველი მის გაღებას.
სადღაც ნახევარ საათში მართლაც იღება დიდი ხის კარი და საშუალო სიმაღლის შავ სპორტულში ჩაცმული კაცი გვიახლოვდება.
-გაიღვიძე-სახეზე მადიანად უტყლაშუნებს ხელს ჩემს მეწყვილეს და წამში აფხიზლებს.
-დილამშვიდობის-ღიმილით ეუბნება მერაბი გამტაცებელს და ამთქნარებს
-როგორ კარგ ხასიათზე ხარ-ეცინება ახლადშემოსულს
-გამოვიძინე-მშვიდად პასუხობს მერაბი
-მანქანა სადაა?-წინ უდგება ღუდუშაურს შავებიანი კაცი და მშვიდად ეკითხება
-რომელი?-ვითომ გაკვირვებული პასუხობს მერაბი, რაზეც უნებურად მეცინება, ამჯერად მკაცრი სახით მე მიყურებს გამტაცებელი და ჩემკენ ინაცვლებს.
-დარწმუნებული ვარ შენ იცი, რომელ მანქანას ვგულისხმობ არა?-მიღიმის შავებში ჩაცმული და საჩვენებელ თითს ნიკაპზე მადებს, ნიკაპიდან ყელისკენ მიუყვება და მკერდამდე ჩადის.
-სამწუხაროდ ბიძები არ მომწონს-მის ხელს დავყურებ შეწუხებული სახით და ირონიულად ვეუბნები.
-კიდევ ერთ შანსს გაძლევთ, რომ მშვიდად მიპასუხოთ-იღიმის შავოსანი
-შენი აზრით დებილებს ვგავართ? მოვიდეს შენგელია და ავუხსნი სიტუაციას-სერიოზული ტონი აქვს ღუდუშაურს
-შენგელიას არ ცალია თქვენნაირი ცინგლიანებისთვის-ეღიმება გამტაცებელს
-კარგი დაველოდოთ სანამ გვამი მთლიანად გაიხრწნება მაშინ-მხრებს ვიჩეჩავ და სკამზე ძილისგან გაშეშებულ და ატკიებულ კისერს კიდევ ერთხელ ვავარჯიშებ.
უთქმელად გადის ოთახიდან შავებში ჩაცმული. მე კი ღუდუშაურს ვუღიმი
-არ გინდა დონატები ვჭამოთ??-ვთავაზობ და ნერწყვი მადგება
-ჩაისთან ერთად გაასწორებს-მპასუხობს პარტნიორი და ისიც ტუჩებს ილოკავს
რამდენიმე წუთში კარები ისევ იღება და შენგელია შემოდის. ნაცრისფერი პიჟამოს შარვალი და თეთრი უბრალო მაისური აცვია, ლურჯი ხალათით დამშვენებული, ფეხზე კი სახლის თბილი ჩუსტები. ერთი შეხედვით სამსახურიდან დაბრუნებულ 30 წლის კაცს გავს, დასვენების და ტელევიზორის მეტი რომ არაფერი აინტერესებს. შენგელიას თმები როგორც ყოველთვის დაბალზე აქვს გადახოტრილი, მუქი თაფლისფერი თვალები იმ სითბოს ასხივებენ მასში რომ არასდროს დაისადგურებს და მუქი ვარდისფერი ტუჩები ისე აქვს მოკუმული, აშკარად არაა გახარებული დილაადრიან ჩვენ ორის მოჟამული სახის ხილვით.
-დაიწყეთ-სკამს ჩვენ წინ დებს და შავებში ჩაცმულს რაღაცას ანიშნებს ხელით.
-მოკლედ მანქანა ჩვენ გვყავს, გვამიც მანქანაშია, ჩვენ ხელი არ გვიხლია, უბრალოდ არ ვიცოდით რომ მანქანა შენი იყო თორემ ხელს არ მოვკიდებდით-სერიოზული ტონით საუბრობდა ჩემი ბიძაშვილი.
-შენი აზრით მანქანებს რომლითაც გვამები გადამაქვს „კაპოტზე“ ვაწერ რომ მე მეკუთვნის?-გაეცინა შენგელიას
-მითუმეტეს, ჩვენ პრობლემები არ მინდა, დარწმუნებული ვარ შენც არ გინდა 2 გვამით მეტი, შევთანხმდეთ, ვალში არ დაგრჩებით, პირველად ხომ არ ვმუშაობთ შენთან.
-3 საათში მანქანა იქ დამხვდეს საიდანაც ამწაპნეთ-მშვიდად ჩაილაპარაკა კაცმა და ფეხზე წამოდგა
-ესეთ სისულელეებზე ნუ მაღვიძებთ-გასვლისას შავსამოსიან ტიპს შეუღრინა და ხის კარი გაიჯახუნა.
------
-ბე, რამდენჯერ გითხრა რომ ხანდახან სამსახურში ღამის გათენება გვიწევს-მშვიდად ეუბნება წინ მჯდომ ქალს მერაბი და ხელზე კოცნის
-და მე რამდენჯერ გითხრათ რომ წინასწარ უნდა გამაფრთხილოთ ან/და ტელეფონს უპასუხოთ?-უკმაყოფილო მზერა აქვს ქალბატონ მზეოს
-როცა საქმეზე ვართ ტელეფონს ვერ ვპასუხობთ ხომ იცი-უმეორებს იგივე ფრაზას მერაბი მეოთხეჯერ ამ საღამოს.
-მე ეზოში ვიქნები-მშვიდად ვეუბნები სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ ბებია-შვილიშვილს და ყავის ჭიქას ხელში ვიღებ
-ამ სიცივეში? გაცივდები-გამოსვლისას მზეოს სიტყვები მეწევა მაგრამ არ ვჩერდები. პლედთან და ყავასთან ერთად კიბეებზე ჩავდივარ და სახლის წინ, ორ ხეს შორის ჩამოკიდებულ ჰამაკში ვჯდები.
უზარმაზარ 3 სართულიან სახლს ვუყურებ, ოდესღაც რომ სასახლეს გავდა, ახლა კი სახლის წინა ფასადის ნახევარზე მეტი გაცრეცილი და ამძვრალი საღებავის ნარჩენებით იყო მორთული.
ამ გაცრეცილის სახლის ეზოც უზარმაზარი იყო, სახლისკენ მიმავალი ქვაფენილის ნახევარი დამტვრეული, ნახევარი კი მიწით დაფარული იყო.
ბაღში დეკორატიული მცენარეებიც უფორმოდ იყო გაზრდილი, მათთან მისასვლელ გზას კი სარეველები ფარავდნენ.
სევდიანად მოვავლე თვალი სახლკარს.
ოდესღაც, როდესაც მე და მერაბი ბავშვები ვიყავით ამ სახლში სიცოცხლე ჩქეფდა.
ბაბუაჩემი - ბესო დილაადრიან დგებოდა, პირველი რასაც აკეთებდა ეზოში გამოსვლა იყო და ჩვენს საყვარელ ძაღლებს ჯესის და ჯორჯს აჭმევდა და ამის შემდეგ მიიწევდა სამზარეულოსკენ.
სანამ ბებია გაიღვიძებდა მას ჩვენთვის საუზმე უკვე გამზადებული ჰქონდა, მშვიდად გაგვაღვიძებდა მე, მერაბს, ბებოს და დედაჩემს და ხუთივე ერთად ვსაუზმობდით.
შემდეგ ჩვენ სკოლისთვის ვემზადებოდით, ბაბუა სამსახურისთვის.
მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ბაბუა ცოცხალი იყო, დედაჩემი უცხო ქვეყანაში არ იყო გახიზნული სამუშაოდ, მერაბის მშობლები კი ისევე როგორც ახლა კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ.
უკვე 6 წელი იყო გასული ბესოს გარდაცვალებიდან და ყველაფერი იმაზე უარესად იყო, ვიდრე ოდესმე.

არ მახსოვს პირველად ამ საქმეში მერაბი როდის ჩაერთო, მაგრამ ჩემი პირველი საქმე დღევანდელი დღესავით მახსოვს.
მერაბი ჯერ კიდევ 19 წლის იყო, მასზე იყო მთელი ოჯახის ტვირთი, 70 წლის ბებია, რომელსაც მდიდარი ქმრის ხელში 1 დღეც არ უმუშავია, 50 წლის მამიდა, რომელსაც ასევე მდიდარი მამის და შემდეგ ქმრის ხელში არასდროს ემუშავა და ყველაფერს ბონუსად მეც მოვყვებოდი, 17 წლის, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე.
თავდაპირველად ყველა გვეხმარებოდა, ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით რომ შეიძლებოდა საქმე ესე ცუდად ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს ბაბუა იმის მეასედ პრობლემებსაც არ გვაგრძნობინებდა რაც ჰქონდა.
ბაბუას გარდაცვალებიდან ზუსტად 6 თვის თავზე წავიდა დედა სამუშაოდ, ძალიან გაუჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერც მერაბმა გადაათქმევინა და ვერც ბებიამ, მტკიცედ იდგა თავის აზრზე.
არა მოგატყუეთ, ზუსტად ვიცი როდის ჩაერთო ამ საქმეში პირველად მერაბი.
ერთ დღესაც სახლში რომ მოვიდა, მე და ბებია ბუხართან ვიჯექით ჩაის ჭიქებით ხელში და ვთბებოდით, მაშინაც ზამთარი იყო. ღუდუშაურს სახეზე აღუწერელი სიმშვიდე ეწერა, ისეთი მშვიდი და აუღელვებელი თვალები ჰქონდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში არასდროს ჰქონია. ღიმილით აკოცა ჯერ ბებიას შუბლზე, შემდეგ მე და დივანზე ჩემს გვერდით წამოწვა, თავი კალთაში ჩამიდო და ასე ჩაეძინა, უშფოთველად, აუღელვებლად.
მაშინ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ მისი სიმშვიდით ბედნიერმა უარი ვუთხარი ბებიას მის გაღვიძებაზე და მთელი ღამე გაუნძრევლად ვიწექი რომ არ გამეღვიძებინა.
ჩემი პირველი საქმე ამ ამბიდან 5 თვის შემდეგ იყო, მაშინ 18 წლის ვიყავი, მართალია დედაც გვიგზავნიდა ფულს, მერაბიც ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის და ბებიასთვის, მაგრამ მე უქმად მაინც ვერ ვიჯექი.
მახსოვს რამდენი ვეხვეწე მერაბს, რამდენი უარი მივიღე მისგან და ბოლოს მაინც დამოუკიდებლად მოხდა ჩემი საქმეში ჩართვა.
აი ესე უბრალოდ, მივიდოდით რომელიმე ავტოსადგომზე, მანქანას ავარჩევდით და ერთ საათში უკვე ჩვენს ავტოფარეხში იდგა და გასაყიდად მზადდებოდა.
--
-წელს უნივერსიტეტს ამთავრებ-ბედნიერმა ჩაიჩურჩულა ბებიამ და გადმომხედა
-ხო არ გავათხოვოთ მერე ჰა?-თვალი ჩაუკრა მერაბმა მზეოს და გამიცინა
-ისე, კი არის დრო, ნეტა შვილთაშვილს მომასწრო და შემდეგ სიკვდილიც ბედნიერება იქნება, ბებო, შენ შეყვარებული არ გყავს?-მიუბრუნდა ამჯერად მერაბს
-ბებო, მე არა, მაგრამ ერთი კარგი ბიჭი შევარჩიე ჩვენი მირანდასთვის, ხო არ გავურიგოთ?-ხუმრობის ხასიათზე იყო ღუდუშაური
-მირასაც თუ მოსწონს, რატო არა ბებია?
-ხუმრობს მზეო, რა ბიჭი, მაგისთვის მცალია?-გამეცინა მეც
- იქნებ მერაბისთვის ავარჩიოთ ვინმე კარგი გოგო? - თვალებმოჭუტულს გავხედე ღუდუშაურს
- მე კიდე ვფიქრობ, რაღა მირა გავათხოვოთ, ვინმე მოვუყვანოთ ქმრად აქვე და სახლის შეივსება ნელ-ნელა, ვინმე კარგი მშრომელი ბიჭი, სახლის დალაგებაშიც რო მოგეხმაროს და ეზოს მოვლაშიც - ხუმრობას არ წყვეტდა მერაბი
-მორჩი ბოდიალს და საქმეს მიხედე - უკვე ხმამაღლა ვიცინოდი მის სიტყვებზე, თან ვანიშნებდი კარტოფილის შეწვა გაეგრძელებინა.
---
როგორც წესი დღის საათებში ნორმალური გოგოსავით ვიქცეოდი. დილით უნივერსიტეტისკენ მივდიოდი, სადაც რამდენიმე „მეგობართან“ ერთად ლექციებს ვესწრებოდი, ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკაში ან სადმე კაფეში ვმეცადინეობდით, საღამოს კი სახლში ვბრუნდებოდი ოჯახთან.
ჩემი მეორე ცხოვრება როგორც წესი ღამით მიმდინარეობდა, ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ დიდ დროს არ მართმევდა.
მართალია საკმაოდ ღრმად მქონდა შეტოპილი შავ სამყაროში, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მერაბი ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა და ჩემი ერთი სიტყვაც საკმარისი იყო რომ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და ნორმალურად მეცხოვრა.
--
-ვერ გადავწყვიტე, თმა შინდისფრად შევიღებო თუ ჩალისფრად-მეუბნებოდა ელენე და თან ტელეფონში ვარცხნილობის ფოტოებს მაჩვენებდა
-მგონი შინდისფერი აჯობებს-ჯერ ვარცხნილობებს დავხედე, მერე კი ელენეს ყავისფერ თვალებს და მუქი ფერის წარბებს,
და კი, გიპასუხებს, ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობამდე ყველანაირ ადამიანს ვიყავი მოდებული.
-შენ რა გენაღვლება, ბუნებრივად გაქვს ჩალისფერი-ფრუტუნებს ის
-შენც ბუნებრივად გაქვს შავი თმა რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან გიხდება, ნუ წუწუნებ უაზრობებზე-თვალები ავატრიალე და შეკვრიდან სიგარეტი ამოვიღე
-ახალი წელი მოდის, მინდა რომ განსხვავებულად შევხვდე-კიდევ ერთხელ ამოიწუწუნა მან
-ახალ წელს მაშოს თავისთან წვეულება აქვს, აპირებ წასვლას? მე არ მიშვებენ-სანამ სიგარეტს მოვუკიდე კიდევ ერთხელ მოასწრო მან ჩივილი
-არა, ვმუშაობ ახალ წელს, რომ არ ვმუშაობდე მაინც ოჯახთან ერთად ვიქნებოდი-ვუცინი მას და სიგარეტს ვაფერფლებ
-არადა გავიგე რომ კოსტა წასვლას აპირებს-ეშმაკურად მიღიმის ის
-კოსტას კისერზე ხომ ვერ ჩამოვეკიდები მერე? თუ ახალ წელს რომ დამინახავს შორიდან გრძნობები გაუჩნდება?-უკვე ხმით მეცინება მის ბავშვურობაზე
-პირველ იანვარს მაინც არ მოხვალ ჩემთან? ეგრე გამწირავ რომ მარტო დამტოვებ ჩემს ოჯახთან??-უცებ გადააქვს ჩემი ტრფობის ობიექტიდან ისევ ახალ წელზე საუბარი
-მოვალ, ნუ ღელავ.
--
-კარგად გადაამოწმე, მანქანა ვის სახელზეა, წინაზე შენგელიამ ლამის თავი წაგვაცალა-სიცილით ეუბნება მერაბი ლეპტოპთან მჯდომ ზურას, ჩვენს საერთო მეგობარს.
-ძაღლი ახსენეო-გაკვირვებული სახით დაყურებს ტელეფონს ზურა და ნომერს გვაჩვენებს.
-უპასუხე-მშვიდად ვეუბნები და ტელეფონზე თამაშს განვაგრძობ
-მოდელს აქვს მნიშვნელობა?-ტელეფონი ყურსა და მხარს შორის აქვს მოქცეული ზურას და ლეპტოპში რაღაცას წერს.
-მირა?-ძალზე გაკვირვებული სახე აქვს ნიჟარაძეს
-არ ვიცი, ეგ თვითონ უნდა მოელაპარაკო, მე რა შუაში ვარ-ეცინება მას
-დღესვე მოგიყვანს-ბოლოსდაბოლოს ემშვიდობება შენგელიას ზურა და ჩვენს ცნობისმოყვარე სახეებს რომ აწყდება ეცინება
-სუფთა, ნაკლებად თვალშისაცემი სედანი სჭირდება, როგორც ყოველთვის-მხრები აიჩეჩა მან
-მირა?-დამასწრო კითხვა ღუდუშაურმა
-რაღაც საქმეზე ჭირდება, კარგად გადავუხდიო, დღეს მანქანას შენ მიუყვან და დაელაპარაკე-გამომხედა მე და ლეპტოპი გვერდით გადადო, მაგიდაზე დადებულ უზარმაზარ ყუთში გასაღებები ამოქექა და ერთ-ერთი აიღო.
-მირა-გამომხედა მოუთმენლად მერაბმა და ჩემს მაგივრად გასაღები გამოართვა
-იქნებ რას გვთავაზობს?-გამეცინა მის ნერვიულობაზე
-რაც არ უნდა იყოს, ხომ იცი რომ ფული საკმარისზე ბევრი გვაქვს?
-ვიცი, მაგრამ მინდა დედა დავაბრუნო-გავუღიმე
-არ ინერვიულო-დავამშვიდე და გასაღები გამოვართვი
--
მანქანა ნაცნობ ჭიშკართან მივაყენე და ორჯერ გაბმულად მივუსიგნალე, რამდენიმე წუთში ჭიშკარიც გაიღო და მანქანა ეზოში შევაყენე
-შენგელია მისაღებში გელოდება-მითხრა ნაცნობმა დაცვის წევრმა, არაფერი მითქვამს ისე მივხურე მანქანის კარი და სახლის შესასვლელისკენ წავედი.
ამჯერად შენგელია სოლიდურად ჩაცმული დამხვდა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა ტელეფონში იხედებოდა.
-გამარჯობა-მივესალმე როგორც კი ოთახში შევაბიჯე, თავი ისე დამიკრა ტელფონისთვის მზერა არ მოუშორებია. მხრები ავიჩეჩე და იმის გამო რომ ოთახში საკმაოდ ცხელოდა პალტო გავიხადე და ხელზე გადავიკიდე.
მუქი ლურჯი შარვალი ეცვა, შავ როლინგთან და ამავე ფერის პიჯაკთან ერთად. ამჯერად მის მამაკაცურ სახეს სათვალეები ამშვენებდა. რაღაცას გაცხარებით უყურებდა ტელეფონსი და შუბლიც დაძაბულს შეეკრა
-მირანდა ხო?-ამომხედა ბოლოს და ბოლოს მან
-მირა-შევუსწორე და თვალი თვალში გავუყარე. რაღაცნაირი ტიპი იყო, ვიცოდი რომ საშიში, მე თვითონ მოვიპარე მისი მანქანა, რომელშიც ვიღაც ქალის გვამი იყო საყვარლად, მაგრამ მის თვალებს რომ შეხედავდით, გეგონებოდათ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხსო, რაღაცნაირი თბილი თვალები ჰქონდა მკვლელის და კრიმინალური ავტორიტეტის კვალობაზე
-სხვანაირი მახსოვდი-თვალები მოჭუტა მან
-ამიტომ არ უნდა უყუროთ ქალებს მხოლოდ მკერდზე-წარბი ავწიე და გავუღიმე, როცა პირველად და უკანასკნელად მას შევხვდი, აშკარად ზედმეტად ჩახსნილი პერანგი მეცვა, რომელშიც კარგად ჩანდა მკერდი, მას კი თვალი ვერავინ აარიდა.
-ხუთი წუთი დაჯექი და დამელოდე-არ შემიმჩნია და დივნისკენ მიმანიშნა. თვითონ ადგილიდან არ დაძრულა, ისევ ტელეფონს ჩააშტერდა, მე კი მშვიდად მოვკალათდი დივანზე და ფეხი ფეხზე გადავიდე
-მოკლედ, საქმე მარტივადაა-მოულოდნელად წამოიყწყო საუბარი შენგელიამ, ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და ჩემს წინ სავარძელში მოთავსდა
-საზღვარზე მჭირდება ტვირთის გადატანა, კარგ თანხას ვიხდი, სანდო ადამიანი მჭირდება და 100%იანი შედეგით
-დააკონკრეტე-მუხლზე დადებული თითები ავათამაშე, რითაც მისი მზერა წამით თვალებიდან ფეხებზე გადავიდა
-ნუ დაწყნარდი, გვამს არ გატან, რამდენიმე სამკაულია-გაეცინა მას და უფრო კონკრეტულად დაიწყო გეგმის ახსნა
-12 საათამდე პასუხს ველოდები-როდესაც საუბარი დაასრულა ჯერ საათს დახედა მაჯაზე, შემდეგ კი მითხრა.
ფეხზე წამოდგა და გულის ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაცურა, თეთრ ბარათზე უბრალო შავი ასოებით ეწერა მხოლოდ ნომერი.
---
შენგელიას სახლიდან გამოსულმა გეზი პირდაპირ სახლისკენ ავირე, ვიცოდი მერაბი ოფისში იქნებოდა, მაგრამ დასვენება, ძილი და ფიქრი მჭირდებოდა.
მისაღებში მყოფ მზეოს მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვუთხარი და ეგრევე ოთახში ავედი.
შუქიც კი არ ავანთე, სიბნელეში გავიხადე ტანზე ყველაფერი და ლოგინში შევწექი.
რამდენიმე საათიანი უაზროდ ბორგვის შემდეგ ტელეფონზე შენგელიას ნომერი ავკრიბე, ტექსტური მესიჯით უბრალოდ მივწერე რომ თანახმა ვიყავი და უკვე დამშვიდებული გადავეშვი ძილის მორევში.

თუ ამას კითხულობთ, ანუ ისტორიამ ოდნავ მაინც დაგაინტერესათ, დიდი მადლობა ყველას, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან საინტერესოაა არააა. იმედია არ დააგვიანებს ძალიან
შობას გილოცავთ

 


№2  offline წევრი Plantgirl

Qeti qimucadze
ძალიან საინტერესოაა არააა. იმედია არ დააგვიანებს ძალიან
შობას გილოცავთ

მადლობა თქვენც გილოცავთ

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Plantgirl
Qeti qimucadze
ძალიან საინტერესოაა არააა. იმედია არ დააგვიანებს ძალიან
შობას გილოცავთ

მადლობა თქვენც გილოცავთ

მადლობაა. წინაბკომენტარსი შეცდომა მაქვსს. მომეწონაააააა

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

კარგი დასაწყისია, მომეწონა. ნაწერიც გამართულია და თავისუფლად იკითხება.

 


№5 სტუმარი ანუ

როდის დადებ შემდეგს?

 


№6  offline წევრი Plantgirl

სტუმარი ქეთა
კარგი დასაწყისია, მომეწონა. ნაწერიც გამართულია და თავისუფლად იკითხება.

მადლობა დიდი

ანუ
როდის დადებ შემდეგს?

ამ დღეებში აუცილებლად❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent