შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი V თავი


13-01-2022, 01:18
ავტორი n-strovet
ნანახია 1 708

-როგორ ხარ?-გადაკოცნა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა.
-მადლობა,კარგად შენ?-უხერხულად ავიწურე და თავი ჩავხარე. შემრცხვა, როდესაც გამახსენდა მასთან პაემნები და ჩვენი საუბრები.
-შენი ამბავი გავიგე,გილოცავ-აშკარა იყო ეს მოლოცვა მხოლოდ სიტყვები იყო. არ მინდოდა დათას ასე ვენახეთ ან ვინმე ჩემს “კეთილიმსურველს” ენა მიეტანა,არარსებული სიტუაციის აღწერის ამიტომ მეც უბნის ახალგაზრდობაში გავერიე. ტრადიციულად ხუმრობები და ისტორიების კორიანტელი წამოვიდა. ისე გავერთა, ვერც კი გავიაზრე დრო როგორ გავიდა, მხოლოდ დათას ხმამ მომიყვანა აზრზე და რატომღაც ჩემი გული შიშით აძგერდა. არ გამომპარვია, როგორო დაძაბული და ამავდროულად გაბრაზებული იყო ამ სცენის ნახვით, ის უფრო მიკვირს,როგორ შეიკავა თავი და მოთოკა ნერვები. მოვალეობის მიზნით ორიწუთი გაჩერდა, რამოდენიმე წინადადება გამოიყენა და მზრუნველად მომიბრუნდა.
-დღეს ზამთრისთვის უჩვეულო სითბოა.გინდა,გავისერნოთ?-ეს უბრალოდ ოფიციალური ფორმა იყო, რომ მკითხა თორე გადაწყვეტილი იყო, რომ მე ჩემს მეუღლესთან უნდა მესეირნა. მხოლოდ, თავი დავუქნიე,მათ დავემშვიდობე. ვსეინობდით და ველოდებოდი დათა, როდის დაიწყებდა საუბარს. აშკარაა იყო, რომ იცოდა მერების შესახებ. ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ჩხუბის დაწყებისთვის,ამბოლო დროს ზედმეტად ხშირად ხდებოდა ეს და სიმართლე გითხრათ მოსაბეზრებელიც კი გახდა . რაც დრო გადიოდა უფრო ნერვები მიტევდა დათას სიჩუმის გამო და ვერც ვბედავდი საუბარი დამეწყო,თანაც საკუთარი თავის მიკვირდა, რატომ ვგრძნობდი სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას ერთდროულად. აშკარა იყო, რომ მსგავსი საქციელი არ ჩამიდენია,ამის გაცნობიერებაზე, კიდევ უფრო მიღიზიანდებოდა ნერვი.
-დავიღალე,წავიდეთ სახლში-გაუთავებელი სიარულით გაჟიზიანებულმა პროტესტი გამოვთქვი.
-რომელ სახლში?-ორაზროვნად გამომხედა.
-რა გჭირს, კარგად ხარ?-მისი კითხვა მოულოდნელი და დამაფიქრებელი იყო. ამიტომ ვერც მოვედი აზრზე. რა უნდა მეპასუხა.-შენს სახლში,დათა, სად უნდა წავიდეთ სხვაგან?-თავი გადავაქნიე-აშკარაა, რაღაც მოხდა და არ მეუბნები.
-”ჩვენი” სიტყვა, როდესაც იარსებებს მერე მიხვდები,წამოდი შეგცივდება.-მოკლდედ მომიჭრა და უკან გამაბრუნდა. გაუთავებელი სიარულის, შემდეგ ჩემს კორპუს მივადექით მანქანა იქვე ჰყავდა დაყენებული.
-არ მეგონა, აქ თუ დაგვხვდებოდა.
-რატომ?-გაუკვირდა.
-არ მოიპარეს და არც გატეხვა არ უცდიათ,არადა,აშკარაა, კარგი მანქანაა.
-როგორც ჩანს მეზობლები გყავს კარგი-მხრები აიჩეჩა, მანქანა დაქოქა და ასე უხმოდ წავედით.
სახლში მოსულს დედამთილი დამხვდა,რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა და როგორც ჩანს, რაღაც ძალიან გემრიელს ამზადებდა.
-მოხვედით? ცოტახანიც და ყველაფერი მზად იქნება, ერთად ვივაშხმოთ,პატარა საქმები დამრჩა.
-ეს მოგეხმარება,გაგიმარტივდება-თავით მიანიშნა ჩემზე-მაინც არაფერს არ აკეთბებ, დაეხმარე-ხელი მკრა და სამზარეულოში შემაგდო. თავიდა გადაირია მელანო შენ, როგორ შეგაწუხებო, მაგრამ რომ გადავხედე, მართლაც ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და შემეცოდა. ჭურჭელს მივადექი გასარეცხად,მაგრამ ცივი წყალი იყო და მელანომ სწრაფად გამომიყვანა ნიჟარიდან “არ შეიძლება შენი ცივ წყალში ხელების გაციება,გათხოვილი გოგოხარ, რა იცი რა ხდება” აშკარაა იყო, რომ ფეეხმძიმობას გულისხმობდა. ცივ წყალს გაციება და შემდეგ ცვლილებები, შესაძლოა, უშვილოი გამოოეწვია. ბეევრჯერ გამიგია უფროსი თაობიდან და თავის ერთადერთ შვილს უშთამომავლოდ ხომ არ დატოვებდა?!.მოკლედ, ასე თუ ისე მივეხმარე და დათასაც დავუძახეთ. ამასობაში კოტეც დაბრუნდა სამსახურიდხან და სურაც გაიწყო. დათა მთელი ამდროის განმავლობაში ხმას არ იღებდა, რა თქმა უნდა,დედამის არ გამოპარვია, მაგრამ კოტემ შემოეშველა და უთხრა.
-დღეს ცოტა დავტვირთეთ და მაგიტომ არის ჩუმად,დაიღალე მამა ხო?
-ცოტა-მხოლოდ ეს თქვა და საჭმელზე ჩანგლით თამაში განაგრძო.
-კოტე-გაუბრაზდა-ცოდოა,მამაშენთან გაგზავნე, ხო?-თავი დაუქნია კოტემ-ხომ იცი, ეგ დამჯდარს ვერ იტანს ადამიანს და მოკლავდა ბავშვს.
-უგემრიელესია მელისა,ოქროს ხელები გქონია-შემაქო პირგამოტენილმა-კიდევ მინდა,თუმცა გვიანი არის და ვეღარ მოვისვენებ-საათს გახედა და თვალი ჩამიკრა.
რამდენიმე სიტყვა კოტეზეც მინდა, რომ ვისაუბრო. ჩემი ცხოვრების აღმოჩენებში ერთ–ერთ ადგილს იკავებს. ძალიან მშრომისმოყყვარე,თბილი,გამგები და რაც მთავარია პიროვნება იყო,რომელთანაც ურთიერთობა გსიამოვნებდა. ძალიან ბევრი, რამ მასწავლა მან და თუ დღეს ის ვარ რაც ვარ მისი წვლილიც არის მასში. ყოველთვის ჩემს გვერდთ იდგა და მამხნევებდა,არასდროს არ გავურჩევივარ დათასგან, მეტიც, მე უფრო დიდ სითბოსა და ყურადღებას მაძლევდა. მეც ერთადერთი ვისაც არ ვუღრენდი კოტე იყო, რადგან ამ კაცს მამაზე მეტად ვაფასებდი.
-მელისა,ამ დღეებში ქორწილის კაბაზე წავიდეთ,ევროპიიდან ვერომ იმდენი ნაჭრები,კაბები და მისი ნიმუშები ჩამოიტანა რომ,როგორცკი ამოალაგებს სრულად წავიდეთ და ავარჩიოთ-მე მხოლოდ თავი დავაქნიე-უჰ,ეს ქორწილი ჩავამთავროთ და მერე, რაღა გვიჭირს. დათა შენ, როდის წახვალ სმოკინგზე?
მხრები აიჩეჩა დათამ-არ ვიცი,ალბათ,ქორწილის წინა დღეს.
-ეს ბავშვი არ არის კარგად.
-რა გიქნა ეგეთი ბაბუაშენმა,სანამ მელისას მოიყვანდი, სმოკინგი კი არა ქორწილის სუფრის დიზაინსაც ეძებდი და ეხლა ტანისამოსზეც გეზარება თავის გაქნევა?-წარბებშეკრულმა გადახედა შვილს.
-კარგი,თქვენის ნებართვით წავალ, დავიძინებ,ზემოთ ვიმეცადინე და უარესად დავიღალე-ტკბილი ძილი ყველას. შენ კი წარმაატებული მორიგეობა-მელანოს გადახედა.
-ხო,მელისა მე დღეს სახლში არ ვიქნები. შენ და ბიჭები მხოლოდ. აბა შენ იცი!.
შემდეგ ცოტა, კიდევ, ვისაუბრეთ,მელანომ ალაგებაში მომეხმარა, ჭურჭელი დარეცხა და სამსახურის გზას გაუდგა.
მელანო ექიმი არის, ამიტომ ხშირად მარტო გვიწევდა ყოფნა, კოტეც ექიმი იყო, მაგრამ ამავდროულად პატარა, წვრილი, ასე რომ ვთქვათ ბიზნესიც ჰქონდა.
-დღეს ხასითზე არ არის,ვინმესთან კამათი, ხომ არ მოუვიდა?-შანდლები მაგიდაზე დადგა და წინ დამიჯდა.
-როგორც ვიცი, არა-მხრები ავიჩეჩე-რაღაცნაირად თავისი ხიბლი არქვს უშუქობას,სიმყუდროვეა.
-კი,აქვს, მაგრამ უშუქოდ სულ, როგორ უნდა იყო კაცი?-დანანებით გააქნია თავი.
-ჰოო….ცოდო არის, ხალხიც
-არა,შვილო არ თქვა ეგ. პირიქით, ღირსიცაა ასეთ სიყრუეში, რომ ცხოვრობენ და ხმას არ იღებენ. ესენი, რომ ჩავაქრო უფრო სინათლე იქნება ვიდრე მაგათ ტვინში.
-რატომ ამბობ ეგრე?-გამიკვირდა, თუმცა მესიამოვნა კიდეც მისი ეს შეხედულება.
-ჩვენ ასე თუ ისე არ გვიჭირს, ვშრომობთ და ფულიც გვაქვს. მოსკოვიდან ჩამოვიტანე დენის დვიჟოკი, მეთქი სახლში, როცა მოვალთ ბნელში არ ვიქნები-თქო, რამდენჯერაც ჩავრთავ ეს ყრუ ხალხი მთავრობას კი არ თხოვს დენს, ჩვენზე იძახიან- ჩვენ რო არ გვაქვს დენი ამას რატოაქვს ჩართული ესო. მითხარი ახლა ეს ნორმანულია? უდენობას არ აპროტესტებენ და ჩემს დვიჟოკზე გიჟდებიან. კარგად უშვება მთავრობა “ურააა” არააქვთ დამთავრებბული, რომ ჩააქრობს ისევ. ვაი,მაგათ პატრონს-ხელი ჩაიქნია.
-ვერაფერს გააგებინებ-კვერი დავუკარი. მოულოდნელად გაურკვეველი ორიენტაციით კაკუნის ხმა მომესმა.-ეს რისი ხმაა.
-კარლო მეძახის-გაიცინა-ჩვენი მეზობელი მოხუცი კაცი, ხომ გაიცანი? შენ და დათა, რომ დაგლოცათ და ქორწილის შემდექ ბაკურიანში გიშვებთ-თავი დავუქნიე-აი ეგ არის, ჭადრაკის სათამაშოდ მიხმობს. როდესაც ორივეს გვცალია ვერთობით. თუ გეშინია არ წავალ.
-არა, წადი არ მეშინია,მართლა. დარწმუნებული ვარ დათას არც ძინავს-თბილად გავუღიმე.
-კარგი მაშინ,ჩემო გოგო,მე წავალ და კარლოს ავაყუყუნებ, რომ წააგებს-მანაც გამიცინა თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი და გავიდა.
ცოტა ხანით სიწყნარეში ვიჯექი, სითბომ და სანთლის შუქებმა, ისე მომთენთა ძილი მომერია. დასაძინებლად ავდექი, მაგრამ გამახსენდა, რომ დათას უნდა გავსაუბრებოდი,შეეიძლება მშობლებმა ვერა, მაგრამ მე ნამდდვილად მივხვდი რაშიც იყო საქმე. საძინებელში შევედი, დათა ოთახში მიმოდიოდა, როდესაც დამინახა გაჩერდა.
-დიდხანს უნდა იყო გაბუტული პატარა ბავშვივით?-ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე და მომლოდინე მზერით შევხედე-მიპასუხე!-ხმას ავუმაღლე, როდესაც პასუხი ვერ მივიღე.
-ჩუმად,გოგო-თვალები მიბრიალა-გაიგონებს მამაჩემი.
-არ არის სახლში,კარლოსთან წავიდა ჭადრაკის სათამაშოდ.
-მართლა?-არ დამიჯერა კარები გააღო მოაჯირზე გადაეკიდე და რამოდენიმეჯერ კოტეს დაუძახა, პასუხად კი სიჩუმე მიიღო, ამიტომ უკან შემობრუნდა და დაიწყო.-რა უნდოდა მერაბის?
-მომილოცა გაბენიერება-მოკლედ მოვუჭერი.
-კარგი,მაშინ ესე გკითხავ, იქ რა უნდოდა?
-მე რა ვიცი?-გულიანად გავიკვირვე-მე რა აჩოტები უნდა მაბაროს?
-ხო შეეძლო, გაგცილებოდა, რომ გაიგო გათხოვდი მაგი დედა შე@ეცი-ბრაზიანად დაკრა კამოდს ხელი.
-ღმერთო ყველა უბედურებასთან ერთად ეჭვიანიც რატომ არის?-ამოვიგმინე.
-შენ მაძლევ საბაბს-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი
-როგორ-გავიკვირვე-შენ გგონია, რომ მასთან გიღალატებ, ჩუმად პააემნებზე ვივლი თუ რა?-ხუმრობით ვთქვი, თუმცა აშკარაა იყო, რომ ასიაშინ გავარტყი, რახდგან პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღე.-შენ ხომარგადაირია-ავწიკვინდი და ხელი ვკარი-რა გგონია, რომ ეგეთი ქალივარ, ავდგე და საყვარელი გავიჩინო, შენ არ გეკარები ქმარი ხარ და მას მივიკარებ,ეგ როგორ გაიფიქრე?
-ის გიყვარს-მოკლედ მომიჭრა და მზერა მომარიდა.
-მიყვარდა!.-მეც მოკლედ მოვუჭერი-არ ვაპირებ კაცზე ვიოცნებო, მასზე უარესი სადარდებელი მაქვს. ასე რომ რამეზე თუ გაიბუსები, მოდი და მითხარი. აღრენილი, რომ დადიხარ და ჩუმადხარ.-აშკარა იყო შვება იგრძნო, თუმცა გაბუტვის პოზიციას მაინც ართმობდა. მისი გული უნდა მომელბო, ალბათ, ფირობთ, შენ ხო ვერ იტან რაში გჭირდებაო, მაგრამ თვენახევარი ერთ კააცთან ცხოვრება, მაინც თავისას შვებოდა. არ მინდოდა ესეთი ცოლ-ქმრობა გვქონოდა. სულელია და მომიტაცა, ვერც გაიაზრა რა ტკივილი მომაყენა,მაგრამ მისგან განსხვავებით მე ვიაზრებდი ყველაფერს და ასევე, ვხედავდი.არასდროს არ ვყოფილვარ დაუნახავი და თუ ვინმე რაიმეს აკეთებდა ჩემს გულისათვის ორმაგად ვუბრუნებდი, იმის მიუხედავად, რაც ჩემი მოტაცების დღეებში ხდებოდა. დათას ბრალი იყო,მაგრამ ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემს მხარეს გადმოვიდა და ზურგი არ მაქცია, მშობლებისგან განხვავებით. ასევე ჩემს ყველა წუწუნსა და გაგიჟებას ითმენდა და ამასაც ვაფასებდი. ვიაზრებდი,რომ დათა ჩემი ქმარი იყო და ასე იქნებოდა ან მანამ სანამ დამოუკიდებელი არ ვიქნებოდი, ან სიცოცხლის ბოლომდე, თუ შემიყვარდებოდა. ამის გაპროტესტებას არც ვაპირებდი, სწსორედ დათა იყო ჩემი ნათელი გზა, რომელიც ჩემს მიზნებისაკენ წამიყვანდა და არ ვაპირებდი ამ გზის დანგრევას. თან გამოგიტყდებით ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გვერდით ადამიანი გყავს, რომელიც შენზე გიჟდება და სულ სითბოს გაძლევს.-დათა,კარგი რა-სახეზე ხელები დავადე და ჩემსკენ შემოვაბრუნე-როდის მერე გავცვალეთ ადგილები?-ჩაეცინა.
-მართლა აღარ გიყვარს?-იმედიანი თვალებით შემომხედა.
-მართლა აღარ მიყვარს-დავემოწმე.
-ანუ შანსი მაქვს,რომ შეგიყვარდები და მე და შენ ერთად ვიცხოვრებთ, როგორც ცოლ- ქმარნი
-ეჰ, დათა ყოველ დღე ოცდაოთხი საათი შენ უნდა გიყურო და ოდესმე შემიყვარდები, აბა რა იქნება-გავიცინე.
-შენ ხარ,ჩემი ყველაფეერი-გახარებით წარმოთქვა და მთელი სახე დამიკოცნა-ნეტა იცოდე, როგორ გამაბენიერე.
-კარგი უნდა ვიმეცადინო გამიშვი.-მისგან თავი უნდა დამეღწია, მაგრამ ტუჩებში დამამაცხრა. წინა კოცნისსგან განსხვავებით ამჯერად ავყევი, ამან კი უფრო გადარია და მოთხოვნადი გახდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა და წამშიც კი გავიფიქრე “ამას რატომ ვკარგავდი”. სამეცადინო, რომ არა, ალბათ, შორსაც შევატოპინებდი იმდენად ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი.
მალევე მოვრჩი მეცადინეობას და საწოლში შევწექი. შემდეგი დღეები არც არაფერი მომხარა. უბრალოდ , სკლაში დავდიოდი ჩემი მეგობრები და მეჯვარე ვნახე და კაბის მომზაება დავიწყეთ. გადიოდა დღეები ,ჩემი ქორწილიც და ახალი წელიც მოდიოდა,გადავწყვიტეთ ოცდათერთმეტ დეკებერს გაგვეკეთებინა ქორწილი და ახალწელს ერთად შევხვედროდით. ქორწილის წინა დღეც დადგა, იმდენად დამღალა წინასამზადისმა შვიდ საათზე უკვე საწოლში ვიწექი. თვალები დავხუჭე და მომლოდინე დაელოდე ხვალინდელ დღეს. სიჩუმეში კარგად ვიგრძენი ჩემი გულის ხმა, რომელიც შიშნარევად ძგერდა.
...
მორიგი თავი...იმედია ისიამოვნებთ.



№1 სტუმარი სტუმარი nea

მალ მალე დადე რა ძაან საინტერესოა❤️❤️იმედიაა შეიყვარებს დათას

 


№2  offline წევრი n-strovet

სტუმარი nea
მალ მალე დადე რა ძაან საინტერესოა❤️❤️იმედიაა შეიყვარებს დათას

ვცდილობ,როგორც შემიძლია. მადლობა შეფასებისთვის. heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მაგრამ არ მეყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმტებები????????????????

 


№4  offline წევრი n-strovet

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მაგრამ არ მეყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმტებები????????????????

შევეცდები მალე დავდო. მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent