შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მატარებელი (თავი1) პირველი კოცნა


16-01-2022, 15:59
ავტორი Candywoman
ნანახია 1 187

“ ზამთრის ცივ და სუსხიან დილას,როდესაც ყველა თავის სახლშია დამალული,ხდება ის,რასაც ძალიან ცოტა ადამიანი აწყდება.
ბურუსში გახვეულ ქალაქს მთვარის შუქი წვალებით ადგება და ანათებს ვიწრო,მიუვალ ბილიკებს “
კალმისტარი პირში გაიქანა და კბილებით დაუწყვა დაღრღნა,არ იცოდა რა უნდა დაეწერა მეტი რადგან არც ახსოვდა და იფიქრა,თუ დაწერდა რამეს რაც მისი ფანტაზიის ნაწილი იყო საბოლოოდ შეკრავდა ისტორიას.
თუმცა გაიხსენა რომ მაშინ ისტორია არარელაური გამოვიდოდა,რა მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ამდენ წერას ამდენი წლის მანძილზე ? საკუთარი თავის მოტყუება არ სურდა და ისევ დანებდა,
კალამი მაგიდაზე ფრთხილად დადო და ამოიხვნეშა,კიდევ ერთხელ დახედა მის წინ გადაშლილ დიდ თაბახის ფურცელს და გულისწყვეტა იგრძნო.
არადა გაღვიძებამდე ფიქრობდა რომ როგორც კი შეძლებდა აბსოლიტურად ყველა დეტალს გადაიტანა ფურცელებზე და მერე სიზმრების აზრსაც ამოხსნიდა,თუმცა როგორც ყოველთვის ამ ღამითას გაწყდა მოგონება იქ სადაც საინტერესოზე საინტერესო რამ იკარგებოდა.
პირველად ათი წლის იყო როდესაც თავს უცნაური მოვლენა დაატყდა,დედამ დასაძინებლად გაგზავნა ოთახში ისევე როგორც ყოველდღე ხდებოდა ხოლმე და თავადაც თავის ოთახში ჩაიკეტა.
საბანში გახვეული სისი ცოტა ხანს ცქმუტავდა და მერე მიეცა ძილს,სიზმარში თავის ტოლა ბიჭი ნახა,რა ერქვა არ ახსოვდა მაგრამ კარგად დაინახა სახე,კუპრივით შავი თმა და თვალები ჰქონდა,ზურგზე ლურჯი ზურგჩანდა ჰქონდა მოკიდებული და წვიმაში უქოლგოდ კვეთდა გზას,სისი უკან გაედევნა და როცა ძალიან ახლოს მივიდა გადაწყვიტა რომ უკან გაჰყოლოდა ისე,თითქოს იმავე გზით მიდიოდა თვითონაც.
ასე დაჰყვებოდა ვიჭს სიზმრებში იქამდე,სანამ არ მიხვდა რომ ვერაფრის დიდებით ამჩნევდა მას,თითქოს უჩინარი იყო ბიჭისთვის თუმცა ძლიერი ჟინი ჰქონდა ერთხელ მაინც ეიძულებინა მისთვის შემოეხედა.
არცერთხელ გამოლაპარაკებია თანატოლს და არც რეალურ ცხოვრებაში უნახავს სადმე,მაგრამ ბავშვური ინტერესის გამო ყოველთვის მოსწონდა სიზმრებში მისი დევნა,მერე თვითონაც მიხვდა რომ ერღი სული ჰქონდა ხოლმე დაღამებულიყო რომ დაეძინა და ეს დედამისმაც შენიშნა.
მრავალი წლის გასვლის შემდეგ,როდესაც სისის შეუსრულდა ოცდა ორი წელიწადი სიზმრების ფურცლებზე გადმოტანა დაიწყო,არ უნდოდა დავიწყებოდა რამე მაგრამ ყოველთვის ივიწყებდა ყველაზე მნიშვნელოვანს,თუმცა უკვე გაზრდილი მამაკაცის ნახვა მაინც შეეძლო ისე
რომ არ დავიწყებოდა.
ფურცლებს საგულადულოდ მალავდა ხოლმე არავის რომ არ ენახა და წაეკითხა,უკვე ზრდასრული გოგონა იყო და იცოდა თუ მისი მშობლები წაააყდებოდნენ ყველაფერს მასში ეჭვს შეიტანდნენ კიდეც .
იმ ღამითაც ცდილობდა დაეწერა უკანასკნელი სიზმარი,მაგრამ რაღაც უცნაური მოხდა.
ბოლო რამდენიმე თვე გრძნობდა რომ მის აჩრდილად ქცეული უცნობი კაცი უყვარდებოდა,სასაცილოდ ეჩვენებოდა მაგრამ ეს ასე იყო,გული წყდებოდა რომ არ არსებობდა რეალურ სამყაროში მაგრამ ფიქრობდა რომ მალე გაუვლიდა მსგავსი შეგრძნებებიც,რცა მიხვდა რომ ეს ასე არ ხდებოდა ბედს შეეგუა მაგრამ გადაწყვიტა რომ რახან ესიზმრებოდა ესე იგი არსებობდა კიდეც სადმე,იმედი ჩაუსახა საკუთარ თავს რომ ოდესმე შეძლებდა მის პოვნას .
მაგრამ მას შემდეგ კიდევ რამდენიმე წელმა განვლო,და როდესაც უკვე ოცდა შვიდი წლის იყო მოლოდ სიზმრების წერას დაჯერდა.

-გაიღვიძე ძილისგუდა -ფრთხილი ნებიჯებით შევიდა სისის ოთახში დედამისი,რომელიც უკვე ორცდათხუთმეტი წლის იყო თითქმის,საუვცხოოდ გავდა დედამისის ახალგაზრდობას გოგონა,მასაც ფერფლის ფერი და გრძელი თმა ჰქონდა და მწვანე უზარმაზარი თვალები. ქალი კეთილი,დამთმობი და ნაზი იყო,შვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ასეთ ასაკშიც ისე უვლიდა თითოს ჯერ კიდევ პატარა ყოფილიყო
. გოგონა შეიშმუშნა და საბანი თავზე გადაიფარა,თუმცა გამოღვიძებულს ისევ დაძინება არასდროს შეეძლო და ცოტა ხანში თავი ისევ ამოაძვრინა საბნიდან.
დაინახა დედამისი რომელიც მისი საწოლის ბოლოში იჯდა და მომღიმარი სახით ელოდა მას,
საპასუხოდ გაუღიმა სისიმაც და და წამოიწია.
იმ დილას საშინელი ქარი და წვიმა იყო,წვეთების დაცემის ხმას კარგად ისმენდა და გიჟდებოდა ამ ყველაფერზე, ყოველთვის ამბობდა რომ წვიმიან დღეებში ძილი და მოწყენა საოცარი იყო ხოლმე .
საწოლის თავზე გადაკიდებულ მწვანე სიფრიფანა ხალათს გადაწვდა და მხრებზე მოიფარა,გაჭირვებით შეძლო ჩაცმა და ფეხზე ისე წამოდგა თითქოს დაახლოებით ექვსი თვე მაინც ეძინა.
ფანჯრის მინასთან დადგა და ცოტა ხანს უყურა მტირალა ქალაქს,მერე ხელები აღმართა და კარგად გაიწელა
-როდის დაქალდები -სიცილით უთხრა დედამისმა და ფეხზე წამოდგა
-რა საჭიროა?-უპასუხა გოგონამ და ხალათის ქამარი ძლიერად მოიჭირა.
კიბეებზე ხმაურიანად ჩაირბინა,მისაღებ ოთახში არავინ რომ არ დახვდა გაუკვირდა მაგრამ არაფერი უთქვამს,გრძელ ლამაზ ხის მაგიდასთან რომელზეც საჭმელი ელაგა როგორც წესი მთელი ოჯახი იკრიბებოდა ხოლმე,დღევანდელი დღის გამოკლდებით. თავის ადგილზე გამოიჭიმა და დაელოდა როდის დაჯდებოდა დედამისიც მის წინ
-სად არიან სხვები ? -კითხა დამხმარე ქალს რომელმაც პასუხის ნაცვლად თავი დაუკრა და გაერიდა. მის ასეთ ქცევას საშინლად ვერ იტანდა გოგო თუმცა ამჯერად გაჩუმება არჩია
-მამაშენი თავის მეგობართან ერთად წავიდა დილა ადრიანად -მოესმა დედამისის ხმა -შენი დიდი ძმა საცოლის ბეჭდის შესარჩევად,ხოლო პატარა ძმა თანატოლებთან ერთად არის სათამაშოდ წასული მეგობრის სახლში -დაჯდა მაგიდასთან და ჩანგალი მოიმარჯვა
-როდის აქეთ არის ჩვენთან ერთად არ ჭამენ ?
-დროა დამშვიდდე სისი,ასეთი ხასიათით ვერ გათხოვდები-უსაყვედურა ქალმა და სალათი გადაიღო
-რადროს გათხოვებაზე საუბარია დედა ? ოცდა შვიდუ წლის ვარ ოთხმოცის კი არა
-ოცდა შვიდი წელი უკვე ის ასაკია როცა უნდა გათხოვდე, შენ კი შეყვარებულიც არ გყოლია აქამდე -ჩაილიპარაკა ქალმა
-შენ როგორ ფიქრობ,ვგავარ ქალს რომელსაც გათხოვება უნდა ?
-არ გავხარ
-მერე რაღატომ საუბრობ სულ ჩემს გათხოვებაზე, არ დაიღალე ?
-დროა დასერიოზულდე სისი
-მე სერიოზული ვარ,გავიწყდება რომ ყველა ადამიანს აქვს ბავშვური მხარე შერჩენილი,მაგრამ გათხოვება ის არ არის რაც ახლა მჭირდება -ხასიათი უკვე გაფუჭებული ჰქონდა,ფეხზე წამოდგა წასასვლელად და დანა-ჩანგალი ფრთხილად თეფშე დაალაგა
-არ შეჭამ? -კითხა დედამისმა მაგრამ პასუხის გაცემას აზრი აღარ ჰქონდა,სწრაფი ნაბიჯებით მიემართებოდა სისი კიბეებისკენ უკვე .

მოსაღამოვებულს გამოწყობილი და ჩაკაზმული მისეირნობდა ქალაქში,ამინდი ისევ ისეთი ცუდი იყო თუმცა აღარ წვიმდა უკვე.
ცხვირი კაშმეში ჰქონდა ჩამალული და ხელებს ჯიბეებში ითბობდა,ფიქრობდა იმაზე თუ სად უნდა წასულიყო ასეთ ამინდში და ვერაფერი რომ ვერ მოაფიქრდა თავის მეგობრის სახლის კარს მიადგა. ნატალია მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო და ყველაფერი ერთად ჰქონდათ გადატანილი,ყველაფერზე მეტად უყვარდა ამ ადამიანთან ერთად დროის გატარება და საუბარი.
-სხვათა შორის დღეს,დავიდს შევხვდი-ფინჯნებში ჩამოასხა ჩაი და მაგიდაზე დადგა
-სად შეხვდი?
-მაღაზიაში მივდიოდი და კარებთან შევეფეთეთ ერთმანეთს
-რამე გითხრა ?
-კი -გაოცებისგან ლამის თვალები გადმოუცვივდა სისის
-რაო?
-გამარჯობაო-გაიცინა ნატალიამ და ჩაი მოსვა. უკვე ძალიან დიდი ხანი იყო რაც დავიდო უყვარდა და სისი აიძულებდა ეღიარებინა, თვლიდა რომ თუ ნაბიჯს გადადგამდა ნატალია დაფიქრება შეეძლო კაცს მაგრამ გაჯიუტებული მეგობარი ვირივით არ დგამდა პირველ ნაბიჯს და სიყვარულისგან სანთელივით დნებოდა
-ნეტავ რა ნახე მაგ ბიჭში-გაიკვირვა სისიმ და მხრები აიჩეჩა
-სიზმარში მაინც არ შემყვარებია-ნიშნის მოგებით უპასუხა გოგომ და მიდევ ერთხელ მოსვა ჩაი- იცი რას ვფიქრობ ? მგონი ცუდი არ იქნება ბარში რომ წავიდეთ, გავერთობოდით ცოტას
-სწორია, რამდენი ხანია არსად ვყოფილვართ?
-ხოდა,დამელოდე და ჩაი დალიე სანამ ჩავიცვამ- ფეხზე წამოხტა ნატალია და სამზარეულოდან სირბილით გავარდა.
საათზე ათის ნახევარი იყო უკვე,ჩაის შეექცეოდა და თან ფინჯნზე ნახატებს ათვალიერებდა სისი,როცა დალევა დაასრულა მისაღებ ოთახში გავიდა და სავარძელში მოთავსდა,ცოტა ხანს იმაზე დაფიქრდა თვითონაც ხომ არ ეცხოვრა მარტო? მაგრამ დედა ებრალებოდა
რომელსაც ასე ძალიან უყვარდა შვილები
-მე მზად ვარ-გაისმა ნატალიას ხმა
-იცი მგონი დროა მეც მარტომ ვიცხოვრო-წამოროშა გოგომ და მეგობარს გახედა
-ამაზე აქამდეც უნდა გეფიქრა. თუ გინდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად, წარმოიდგინე რა კარგი იქნება -გაეცინა გოგოს შეცდენა რომ
სცადა და პალტო მოისხა.
მთელი გზა საჭირბოროტო თემებზე საუბრობდნენ და სანამ ბარს მიადგნენ რამდენიმე ახლობელსაც შეხვდნენ,
შენობის გარედან განათებული წარწერა “მარია” ყველას თავისთან იზიდავდა,ეს ბარი წლების მანძილზე იდგა და არაფერი იცვლებოდა მასში.
გოგონები სიცილ-სიცილით შეიჭრნენ შენობაში და პირველივე შემხვედრ თავისუფალ მაგიდასთან ჩამოსხდნენ .
უზარმაზარი ნაძვის ხე იდგა ბარის კითხეში და თავზე ყვითლად მანათობელი ვარსკვლავი ედგა,ამ ადგილის ძლიერი მხარე მუსიკისა და სიმღერის გემოვნებიანი არჩევანი იყო ხოლმე და არც კლიენტები ღალატობდნენ ხოლმე .
შუა გულში მდგარ მრგვალი ბარის შიგნით ახალგაზრდა ბიჭი იდგა და სასმელებს ამზადებდა,თან მუსიკას აყოლებსა
ხელებსა და თავს და მხიარულად
ესალმებოდა კლიენტებს
-იქით გაიხედე-ნატალიამ ხმადაბლა უთხრა სისის და თან თავით მიანიშნა უკან მდგარი მაგიდისკენ . გოგო მთლიანად შეტრიალდა და რაც დაინახა ორი ახალგაზრდა მამაკაცი იყო,რომლებიც დეპრესიულად სვამდნენ მწვანე ფერის სასმელს რომელიც აქამდე არასდროს გაუსინჯავს სისის
- გავიხედე - უთხრა სისიმაც და გაიცინა
- ამათ რა, შუა ხნის ასაკობრივი კრიზისი აქვთ ?
- ყველა კაცს აქვს ხოლმე კრიზისი , დასაშვებია
- აქეთ იყუდებიან -თავი ჩაქინდრა ნატალიამ მორცხვად და მიმტანს ხელით ანიშნა მასთან რომ მისულიყო . ორი ჭიქა წვენი შეუკვეთა და ხელები აიფარა სახეზე,მიმტანი გაოცებულ სახით აკვირდებოდა
გოგონას რომელიც ზედ არ უყურებდა მას და უხმოდ გაემართა შეკვეთის მათთვის მოსატანად
-სირცხვილია ნატალია რას აკეთებ -ფეხი დაარტა ფეხზე სისიმ და ტუჩები მოკუმა .
უკან გაიხედა და შენიშნა მამაკაცების
მზერა, თვალს არ წყვეტდნენ ნატალიას და მოთმინება იმ წამსვე დაკარგა.
ფეხზე წამოდგა და ნელი და დახვეწილი ნაბიჯებით მათ მაგიდასთან მივიდა,ნატალიამ უკვე იცოდა რაც შეიძლება მომხდარიყო მაგრამ თავის ადგილზე დარჩა და ხმა არ ამოუღია
-გადაწყვიტეთ რომ ასე გვიყუროთ ? -დაიხარა და ხელები მაგიდაზე დააწყო
-რას გულისხმობ -იკითხა წვერიანმა კაცმა , სისიმ თვალი თვალში გაუყარა და დაადუმა თუმცა მეორე კერკეტი კაკალი ჩანდა
-არ შეიძლება ? -იკითხა და ხელზე მოკიდა ხელი
-ხელს თუ არ გაწევ,მოგამტვრევ-ღიმით გააფრთხილა შავ თმიანი სიმპათიური მეორე უცნობი კაცი და მისკენ გადაიხარა.
-და რომ არ გავწიო ? -ნიშნის მოგებით იკითხა, წვერიანი კაცი უხმოდ აკვირდებოდა ამ ორს და თან თვალი ნატალიასკენ გაურბოდა .
სისიმ მაგიდაზე მდგარი ჭიქა თითებს შორის მოიქცია და კმაყოფილი სახით სტუმარს დაასხა თავზე,მერე ისევ მაგიდაზე დადგა და დააკვირდა კაცის რეაქციას.
ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა,შეტრიალდა და თავის ადგილს დაუბრუნდა
- ეს რა იყო? -იკითხა ნატალიამ და სიცილისგან გამოწვეყლ
ცრემლებს თითებით იწმენდდა
-ღორებს რა ესმით კულტურის -წარბები აზიდა სისიმ და წვენი მოსვა, უკან გაიხედა და შენიშნა რომ კაცები უკვე წასულიყვნენ და მშვიდად განაგრძო საწრუპის პირით წვალება..
უკვე ღამის თორმეტი საათი იყო როცა ბარი დატოვეს გოგოებმა,ნატალია პირველივე შემხვედრ ავტობუსს გაედევნა რომელიც დედამისის სახლის მისამართზე მიიყვანდა, ხოლო სისიმ ფეხით გასეირნება გადაწყვიტა .
ქალაქში სწორედ ამ დროს ირეოდა ყველაზე მეტი ადამიანი,ქალაქის შუა გულში უზარმაზარი ნაძვის ხე იდგა და იქ იკრიბებოდნენ ხოლმე , ძალიან უყვარდა გოგოს ის ადგილი თუმცა იმ ღამით მეტისმეტად დაეზარა . მხიარულად მოსეირნე წყვილებს ადევნებდა თვალს და გულის სიღრმეში შურდა კიდეც,ვერაფრით იგებდა რატომ არასდროს ჰყოლია შეყვარებული და ზოგჯერ ეჭვიც შექონდა თავის თავში “იქნებ ჩემი ხასიათის გამოა ასე “ გაიფიქრა და ამოიხვნეშა.
სახლში მისულს მთელი ოჯახი შეკრებილი დახვდა და დამატებით სტუმარიც .
მისაღებ ოთახში გაემართა და სტუმარს მიესალმა ისე რომ მისი სახისთვის არც კი შეუხედავს,მის უკან მდგარ სკამზე დაჯდა უხმოდ
-მოკლედ ასე მინდა რომ იყოს-ნაცნობი ხმა ჩაესმა ყურებში და ისევ სტუმარს დაუბრუნდა,ზურგიდან შეათვალიერა ჯერ,მერე შემოუარა და დაიხარა,დააჩერდა და იცნო მამაკაცი რომელსაც თავზე გადაასხა სასმელი.
თვალები კინაღამ გადმოეკარკლა,უკან დაიხია და ბარბაცით დაებერტყა ნოხზე
-რას აკეთებ სისი? -სისის მამამ გაკვირვებით იკითა -ბოდიშს გიხდით ზოგჯერ უცნაურია ხოლმე -ადექი ფეხზე -უბრძანა შვილს და ხელით უჩვენა მალე ამდგარიყო
-არაფერია-უცნობმა კაცმა დაამშვიდა მასპინძელი,ფეხი ფეხზე გადაიდო და გოგონას მიაშტერდა.
წამოდგომა სცადა,ეს-ეს იყო წელში უნდა გასწორებულიყო რომ მის წინ დამხმარე ქალმა ჩაირია ყავის ფინჯნით ხელში,ფეხი დაუსხლტა და დამხმარე ქალს შეეჯახა,თვითონ ისევ დაეცა ხოლო ქალი ფინჯანთან ერთად სტუმრის კალთაში აღმოჩნდა პირქვე და ყავაც მისივე პალტოზე გადაესხა .
-მაპატიეთ -ფეხზე წამოდგა ლეილა,ძირს გაშოტილ შვილს მკაცრად გახედა და დამხმარე ქალს შეაშველა ხელები, სტუმარი უემოციოდ იჯდა და მარჯვენა ხელით ისწორებდა პალტოს .
რამდენჯერმე უკმაყოფილოდ გახედა სისის,მერე ბატონ ნიკოლასს და მერე სისი ძმას დამიანს
- ბოდიშს გიხდით -ხმა დაბლა მოიბოდიშა გოგონამ და ძლივს გასწორდა
-როგორც ვხედავ ხელები და ფეხები არასწორი ადგილიდან გეზრდებათ -უთხრა სტუმარმა და ფეხზე წამოდგა
-აპატიეთ პატონო,დაუდევარი და მოუხელთებელია ცოტა - ბატონმა ნიკოლასმა არ იცოდა მეტად
როგორ
მოებოდიშა შვილის მაგივრად და სახე სიმწრისგან მოებრიცა
-არაუშავს ნიკოლასს
-ნიკოლასს? -სისი წამოენთო- მამაჩემი რა ,შენი ტოლია ? -თვალები დაუქაჩა
-ღმერთო გაჩუმდი მეთქი გოგო -ბატონ ნიკოლასს მოთმინება ეწურებოდა
-რატომ მოგმართავს შენობით ? - არ გაჩუმდა გოგო
-მამას უფროსია იდიოტო-დაუყვირა დამიანმა და ხელებში ჩარგო თავი
-მე წავალ ნიკოლასს-სტუმარმა გაუღიმა კაცს და ფეხზე წამოდგა -დაფიქრდით მაინც
-ამ ყველაფრის შემდეგაც ?
-რათქმა უნდა
-ადექი სისი სტუმარი გააცილე და მოიბოდიშე თან -ლეილამ შვილს უბრძანა და სტუმარს გაუღიმა
- მე რა გამცილებელს ვგავარ ? -არაფრით წყვეტდა სისი , მაგრამ შენიშნა მამის სახე და სხვა გზა რომ არ ქონდა მიხვდა.
-აბა მიბრძანდით- უთხრა სტუმარს და უკან გაყვა.
უხმოდ გავიდნენ სახლის ეზოში და ჭიშკრამდე მიაცილა, თუმცა ბოდიშის მოხდას არ აპირებდა
-ბოდიშს ველოდები-წამოიყვირა კაცმა
-რას ელოდები? -გაიბღინძა გოგო
-ბოდიშს მეთქი
-და შენ გგონია ბოდიშს მოვიხდი?
-არ მგონია, მოიხდი -კაცმა თავი დაუკრა- ჭიშკარს გააღებ თუ დიდ ხანს ვიდგეთ ასე
-შენ რა ჭიშკრის გაღება არ იცი? პრეზიდენტი ხარ ? -წამოიყვირა სისიმ,მაგრამ ჭიშკარი მაინც გააღო , მამაკაცი უკმაყოფილო სახით გავიდა ეზოდან კარის შუაში გაცერდა,მის უკან მდგარ ახალგაზრდა გოგონას კიდევ ერთხელ გახედა
-მომინდომა ბოდიში-ზიზღით წამოროშა მანაც და ცხვირწინ მიუხურა კარი..
უცბად გაისმა მამაკაცის ყვირილის ხმა და მაშინვე გახსნა ჭიშკრის კარი ისევ,დაინახა სველ მიწაზე უკანალით დამხობილი კაცი და პირზე აიფარა ხელები
-უნდა შემომაკვდე?-დაიხარა და ხელები შეაშველა
-შენ რა ქალობის არაფერი გცხია? -დაუღრიალა კაცმა და ხელი კრა, ცოტაც და მოთმინების ფიალა აევსებოდა,სისიმ შენიშნა და გაუღიმა,თვალების ფახუნით მიაშტერდა კაცს
-მამაშენი სამსახურს დაკარგავს-უთხრა და გვერდი ჩაუარა
-რა ?
-რაც მოგესმა
-არ გაუშვათ მამა სამსახურიდან
-შენ წყვეტ რა უნდა ვაკეთო?-კიდევ ერთხელ კრა ხელი გოგოს
-გთხოვთ არ გაუშვათ
-სწორედაც რომ გავუშვებ
-არა არ გაუშვებთ -მიუახლოვდა სისი და ცოტა ხანს უყურა კაცს და გონება დაებინდა,ხელებში წაავლო ხელები და ფეხის წვერებზე დადგა,ტუჩებზე ეძგერა და ისე აკოცა თითქოს ქმარს უშვებდა საომრად..
კაცი მოულოდნელობისგან გახევდა,სისი კი თვალებ დახუჭულიც კი იმაზე ფიქრობდა რომ იდიოტი ქალი იყო,არც კი იცოდა რას ემსახურებოდა მისი საქციელი.
კაცმა ძლივს მოიშორა გოგონა,უკან დაიხია და ბავეები ხელებით მოიწმინდა
-ავადმყოფი ხარ ? -კითხა და სახე მოშმუშნა
-გამარჯობა-გაუღიმა კიდევ ერთხელ სისიმ. გრძნობდა რომ სულ მალე გული აერეოდა,თავს ძლივს იკავებდა მაგრამ სახეზე მიმიკას არ იცვლიდა..
კაცი უხმოდ შეტრიალდა და თავის მანქანსკენ გაემართა

-შენ ხარ ყველაზე უტაქტო ადამიანი მთელს დედამიწის ზურგზე-ბატონი ნოკოლასსი სავარძელში იჯდა და კაპლებით გაჟთენდთილ წყალს სვამდა
-რამ გაგაგიჟა ჰა ? -დააყოლა დამიანმა
-რა მექნა აბა? -დაღვრემილი სახით იკითხა სისიმ
-რომ არ გეკოცნა არ შეიძლებოდა ? ხვდები რომ ავადმყოფი გონიხარ ახლა ? -ნიკოლასმა წნევის აპარატი მოითხოვა -რაღა შენ ხარ ასეთი სულელი
-ახლა დატოვებს მამაშენს სამსახურში? -დაუყვირა ლეილამ და მორჩენილი კაპლიანი წყალი მოიყუდა



№1 სტუმარი სტუმარი ბაბი

სასიამოვნო წასაკითხია,იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს heart_eyes

 


№2  offline წევრი natuwi21

კარგი დასაწყისია ველოდები შემდეგ თავს იმწდია მალე დადებთ????????

 


№3  offline წევრი Candywoman

natuwi21
კარგი დასაწყისია ველოდები შემდეგ თავს იმწდია მალე დადებთ????????


მადლობა ❤️
დღეს დავდებ ახალ თავს ????

სტუმარი ბაბი
სასიამოვნო წასაკითხია,იმედია მალე დადებთ შემდეგ თავს heart_eyes

მადლობა ❤️ მიხარია რომ მოგწონთ

 


№4 სტუმარი სტუმარი ნონა

სად ვნახო მეორე თავი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent