შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბები რეალობიდან (გაზაფხული)


16-01-2022, 22:06
ავტორი ჟიზელი123
ნანახია 1 023

ყველა ჩვენგანს წარმოგვიდენია, როგორი იქნება ჩვენი პირველი პაემანი პირველი კოცნა. ჩემთვი ყოველთვის ასე იხატებოდა, ვახშამი მყუდრო გარემოში, ღამის ქალაქში ფეხით გასეირნება, ბევრი საუბარი და შემდეგ ლამაზი ხედის წინ პირველი კოცნა.
დიახ სანდროსთან ერთად ეს ყველაფერი, ნამდვილად ზღაპრული იყო. სანამ მანქანამდე მივიდოდი ვფიქორბდი „ რა პრობლემაა ემილი, თუ არ მოგეწონება იტყვი რომ ეს საქმიანი ვახშამი იყო და დაამთავრებ“.
მინდა ეს დღე დეტალურად აგიღწეროთ, რომ მიხვდეთ მართლაც რამდენად სრულყოფილი იყო.
კარი გამომიღო და ხელი გამომიწოდა, მეც ჩავჭიდე და ავუყევით კიბეებს.
ჩვენ ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში ვვახშმობდით. აქაურობა სავსე იყო ცნობილი სახეებით, სანდრო ყველა მათგანს იცნობდა ესალმებოდა და უღიმოდა. თავი უხერხულად ვიგრძენი და დავიძაბე.
ჭიქა ღვინო და სტეიკი შევუკვეთეთ. ბევრი ვისაუბრეთ, თქვენობიდან შენობითზეც გადავედით. გავიგე, რომ სანდროს პატარა ქალიშვილი ჰყავდა, მეუღლეს გაშორებული იყო და ამ ეტაპზე მისი ყურადღება სრულად საქმისკენ იყო მიპყრობილი. კარგად დამამახსოვრდა „მე დრო არასდროს არ მაქვს, მაგრამ სასიამოვნოა რომ გამომიჩნდი მიზეზი, ყველაფერი გვერდზე გადავდე და შენთან წამოვედი“.
შემდეგ კიდევ ბევრი ამბავი მომიყვა. ჩემს წინ იჯდა კაცი, ჩემზე 10 წლით დიდი მაღალი, ფართე გაშლილი ბეჭებით, შავიჭაღარაშერეული თმით. სახე დახვეწილი და ლამაზი ჰქონდა. სწორი სქელი შავი წარბები, კიდევ უფრო ეშხიანს ხდიდა მის დიდ მუქ თვალებს, სწორი ცხვირი და ლამაზი ბუნებრივად ატმისფერი ტუჩები, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი და სუფთა კანი. საუცრად სიმპათიური იყო და მას შვილი ჰყავდა.
კითხვებს არ ვუსვამდი, არ მინდოდა რაიმე ისეთი მეკითხა რისი თქმაც თვითონ არ მოუნდებოდა ჩემთვის. ვახშამი დავასრულეთ და სახლში წასვლის დრო დადგა. „ როგორ მინდა დრო გაიწელოს და ახლა მე შენ სახლში არ წაგიყვანო“. სახლში მეც არ მინდოდა, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. „ნაყინი ხომ გიყვარს? ვჭამოთ“ თქვა მან და გზას გადაუხვია. ქალაქის მეორე ბოლოში წავედით ნაყინის საჭმელად. გზად დიდი ვარდების თაიგული მომართვა და ბოლოს ნარიყალაზე აღმოვჩნდით. „ეს ადგილი ძალიან მიყვარს, შეხედე როგორ იცვლის ფერს ხედი და არცერთი ფერი არ არის მოსაწყენი“- ვუთხარი მე და მეტეხის ტაძარს გავუსწორე თვალი. „ემილი, მშვენიერი ხარ!“ მითხრა მან და ტუჩის კუთხეში მაკოცა. დავიბენი და დაბნეულობისგან ბევრი ლაპარაკი დავიწყე. გადაიხარხარა და ხელი მომხვია. „იმაზე საყავრელი ყოფილხარ ვიდრე წარმომეგინა“.
ჩემმა ზღპრულმა პრინცმა სახლში მიმიყვანა და დამტოვა.
სახლში მივედი თუ არა დავწექი ტელეფონი ავიღე და ფეხები კედელზე შემოვაწყვე. სოციალური ქსელში ჩემი დაქალების შეტყობინებები დამხვდა. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი და არავისთან ლაპარკის სურვილი არ მქონდა.
გოგოებო, ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ახლა რასაც მოგიყვებით. მიჭირავს ტელეფონი და ველოდები, დამირეკოს. პირველი ნახვის მერე მან უნდა დამირეკოს, თუ არ გამოჩნდა ესეიგი არ მოვეწონე. რატომ არ უნდა მოვოწნებოდი რა გავაკეთე? მმ მე ხომ ხმამაღლა გავიცინე, იქნებ არ მოსწონს გოგო რომ ხმამაღლა იცინის. ღმერთოო როგორ ჩავგდი პირველ პაემანზე ფეხი განავალში. რა სირცხვილია ამასაც ხომ მოხერხება უნდა. არაა ემილი არააა, არ მოეწონე შენ მაგ ბიჭს. კიდევ რამდნიმე უხერხული მომენტი გაამხსენდა. სირცხვილის გასაფანტად თავზე ბალიში დავიფარე და ამოვიღმუვლე. სმს ხმა გავიგე ის იყო. ჩემმა პრინცმა მომწერა: „ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე მოვიდეს, სამსახურის მერე გამოგივლი.“
შემდეგი ორი კვირა დაუვიწყარი იყო. ჩვენ ყოველსაღამოს ვსეირნობდით. ის მის შესახებ მიყვებოდა, მე ჩემს ამბებს ვუყვებოდი. ერთ საღამოს, მთაწმიდნის პარკში ვსერინობდით. მზე ჩადიოდა, რესტორნის წინ ფართე თეთრ ქვაფენილზე მივიდოდით, მე ოდნავ წინ მივიდიოდი უკუსვლით და პირდაპირ სანდროს ვუყურებდი. წითელი იყო ცა და მზის ჩუმი ანარეკლი სახეზე მირტყამდა. ჩემს ბავშვობაზე ვუყვებოდი, გულიანად მეცინებოდა. „ემილი, ნეტა შეგეძლოს ჩემი თვალით შეხედო შენს თავს, ბრწყინავ!“ გავჩერდი, ის მომიახლოვდა. „ იცი, შენი თვალები გონებიდან არ ამომდის. მგონია, რომ ვარსკვალები გიციმციმებენ“. ხელი თავზე გადამისვა, შემდეგ წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. „ჟიზელი ხარ!“- მითხრა და მაკოცა. აი ასეთი უნდა იყოს პირველი კოცნა. საშინლად მომეწონა. ფეხები დამიბუჟდა ხელებიც, ყურებიც კი. მოვდუნდი და მივყევი. ხელი კიდევ უფრო მაგრად მომხვია და ჩამეხუტა.

ერთხელ ყური მოვკარი ერთ-ერთი ცნობილი სახე ინტერვიუში ამობდა „ პირველად რომ ვაკოცე, მივხვდი რომ ეს ჩემი ადამიანის სუნი იყო. ეს იყო ჩემი სიყვარულიო“. მგონი მართლაც ასეა, სანდროს სუნი არასდროს დამავიწყდება. არა სუნამოსი არამედ მისი კანის სასიამოვნო არომატი. ეს ჩემი ადამიანის სუნი იყო. სანდრო ჩემი ადამიანი იყო.

უკვე შუა გაზაფხულია. იასამნის სუნიც კი იგრძნობა ჰაერში. ბათუმში, რომ გადავწყვიტეთ საცხოვრებლად გადასვლა მე მაშინ 10 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 13. ჩემმა მშობლებმა გაყიდეს ბინა და ჩვენ წავედით. აუტანელი იყო ჩემთვის ბათუმში გატარებული პირველი რამოდენიმე თვე. ის ერთადერთი გაზაფხული, იყო რომელიც ჩემს ხასიათს ვერაფერს შველოდა. მახსოვს დედას ვეუბენბოდი ხოლმე, ჩვენი ეზოს იასამანი მენატრებათქო. არ წარმომიდგენია გაზაფხული იასამნის გარეშე.
აეროპორტში ვიყავით, თეთრი კაბა მეცვა და ჯინსის ქურთუკი. სანდრო მეგობარს უნდა შეხვედროდა, მე მას მანქნაში ველოდებოდი. ლოდინი, რომ მომბეზრდა გადმოვედი და ფეხით გავლა გადავწყვიტე. რამოდენიმე მანქანის მოშორებით წკმუტუნის ხმა შემომესმა. პატარა შავი ბომბორა ლეკვი დავინახე. ბორბალთან საწყლად წამოწოლილიყო, ალბათ შიოდა და დედას ეძახდა. ხელში ავიყავნე და ბალახზე გადავსვი, გამახსენდა ჩანთაში ბულკი რომ მედო, გავიქცეი მოვუტანე და გამოვკვებე. ამასობაში სანდროც მოვიდა. ჩემთან ერთად ეფერებოდა გაბერილ ბომბორას და იცინოდა, შენ გგავს რომ ჭამს ჩუმადააო.
იმავე საღამოს ჩემმა პრინცმა შემომთავაზა, ორი დღით მასთან ერთად დასასვენებლად წავსულიყავი ყაზბეგში. პასუხი მაშინვე არ გავეცი, გადავხედავ ჩემს გრაფიკსთქო მოვიმიზეზე, არადა პრობლემა სხვა რამეში იყო.
მე 26 წლის გოგოს არანაირი სექსუალური გამოცდილება არ გამაჩნდა. ბიჭთან ერთად აქამდე არასდროს დავრჩენილვარ. მეშინოდა დათანხმებისაც და უარის თქმისაც მაგრამ მეორე დილით ბედს მივედნე და დავთანხმდი. ჩემი თანხმობით გაბედნიერებულმა, იასამნის დიდი თაიგული გამომიგზავნა.

7 მაისს, დილის 10 საათზე სანდრომ გამომიარა. საბარგულში ჩემი ნივთები მოვათავსეთ და წავედით. გზაში რამოდნიმეჯერ დავაპირე ჩემი დაძაბულობის შესახებ მოყოლა, მაგრამ გადავიფიქრე.
საერთოდ, ასეა ურთიერთობა თავდაპირველად სულ სხვანაირია, დროთა განამვლობაში კი ფერები ხუნდება და ნელ-ნელა ის ეიფორია და ემოცია სიმძლავერს კარგავს. განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე მხარეს პრობლემები უჩნდება და ამის შესახებ მეორე მხარეს არაფერს ეუბნება და ცდილობს მარტო გაუმკლავდეს.

მე და ჩემი ზღაპრული პრინცი აივანზე ვისხედით, წითელი ღვინოს მივირთმევით და გერგეთის უმშვენიერისი ხედით ვტკბებოდით.

მოგწონთ ემილიას ამბავი? გავაგრძელო მოყოლა?



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კი ძალიან მომწონს.უნდა გააგრძელო აბა რაა

 


№2 სტუმარი

კიიი❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

არასდროს აღარ დასვა ეს შეკითხვა რაა, გთხოვ. შენ თუ გინდა და გეწერინება, თუ ფიქრობ, რომ რამე გაქვს სათქმელი, თუ თვლი, რომ წერა შეგიძლია, თუ გულის გადაშლა მოგინდა, ჩვენი თანხმობოს გარეშეც გააკეთებ ამას. მთავარია შენ მოგწონდეს და მერე ჩვენც მოგვეწონება, მთავარია თვლიდე, რომ რაღაც ღირებულს ქმნი.

რომ გითხრათ არაო, შეწყვეტ? წერე შენ და თუ აუდიტორია საჭიროდ ჩათვლის, თვითონ მოვა შენთან ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent