შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლა გაკოცებდი, ისე მონატრებით…


2-06-2020, 22:00
ავტორი ბილი
ნანახია 2 741

ახლა გაკოცებდი,
ისე მონატრებით…
ისე მენატრები, სულსაც გაჩუქებდი…
ღამის გათენებას, ერთად მოვასწრებდით…
ოღონდ, მენახე და სულაც, გავჩუმდები…
მე ვარ, შენი სული,
ერთი სხეულიდან…
შენი სიყვარულის უხმო ჰარმონია…
ისევ ამედევნა, სევდა წყეული და
ისევ მენატრება, ჩვენი მაგნოლია…
ისევ მომენატრა,
შენი ნელი სუნთქვა…
შენი მოფერება, კოცნა ვნებიანი…
გახსოვს?
მთელი ღამე, როგორ ჩაიხუთა…
დილა მოგაგებე, მაინც სევდიანი…
მალე გაზაფხული წავა,
მოგონებად…
და მზე გააშიშვლებს, ზაფხულს აჩქარებით…
მე კი, შენი კოცნა ახლაც მაგონდება…
და დღეც, დაღამებას სულ, რომ ვაჩქარებდით…
ისე შემომაცვდა,
ტანზე გაზაფხული…
ახლაც, ყოველ ღამე, ისევ მელანდები…
მე შენ მოგიძღვენი,
ჩემი სიყვარული…
მაინც მიყვარხარ და ისევ მენატრები

ავტორი: ალექსანდრე მაისურაძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent