დამაინც რა არის სიყვარული ( თავი 1)
რა არის სიყვარული? არვიცი, ვერ გეტყვით, პირადად ჩემთვის ეს ჯერ მხოლოდ მეგობრების და ოჯახის წევრების სიყვარულით შემოიფარგლლება. სიმართლე გითხრათ არვიცი სიყვარულის თუ მჯერა, იმ სიყვარულის რომელიც თქვენ გაინტერესებთ, ზრდასრულ ასაკში სიყვარული უფრო სხვანაირია, ბავშვობაში ეს გრძნობა უფრო წრფელია ვიდრე მერე, დიდობაში ის სისუფთავეს კარგავს, სხვა პრობლემები იჩენს თავს, არვიცი ვერ გეტყვით, მთლად მე ნუ დამიჯერებთ, თუ გიყვართ გიყვარდეთ,პატივი ეცით მას, გაუფრთხილდით, ბინძური ადამიანური წარმოდგენებით მას ნუ დაამახინჯებთ. მგონი დროა ერთი ისტორია მოგიყვეთ, შეიძლება ამ ისტორიის წერის დროს შევიცვალო წარმოდგენა, ვინ იცის........ 2037 წელი , გაზაფხული დღეს 5 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც დავშორდით, მთელი წლის განმავლობაში ის არ მახსოვს, მხოლოდ ამ დღეს, მხოლოდ ამდღეს მახსენდება ყველაფერი, თითოეული შეხება, კოცნა, მოგონება,ის პატარა ყუთში ჩავსვი და გულის სიღრმეში დავმალე, ამდღეს კი ამოდის და თავს მახსენებს, რთულია გახსენება,რთულია წარმოიდგინო და გაიაზრო რომ ის ყველაფერი დასრულდა, წარსულს ჩაბარდა. ამფიქრებს ვიშორებ და სამსახურში წასასვლელად ვემზადები, დღეს რამდენიმე ოპერაცია მაქვს დაგეგმილი. უხასიათოდ ვიცვამ , თმებსაც ერთი მოძრაობით ვიკეთებ და მისაღებში გავდივარ. მარტო ცხოვრებას ერთი დიდი პლიუსი აქვს, არანაირი ზედმეტი კითვა თუ რა მჭირს, უბრალოდ ყავას ვისხამ და მშვიდადშევექცევი ტერასაზე. ჩემი აივნიდან საოცარი ხედია, თბილისი ისეთი ლაამაზი ჩანს, არჩანს მოწყენილი ხალხი, საცობი, უსახლლკარო ძაღლები,ის ყოველდღიური რუტინა რაც ძალიან მღლის. ჩემი თვალით დანახული თბილისი სულ სხვაა, ლამაზი, სუფთა ჰაერით, ბედნიერი ხალხით,შეყვარებული წყვილებით, ბავშვებით სავსე პარკები, მგონი ძალიან გადავეშვი წარმოდგენებში. მანქანაში ვჯდებიი, ისევ საცობი, ისევ ის ჩვეულებრივი რუტინა, ვგრძნობ რომ სიახლე მჭირდება. დღეს კლინიკაში საკმაოდ ბევრი ხალხია, შესასვლელში ანი მხვდება, ჩემი დაქალი, ფურცლებს მაჩეჩებს ხელში და მეუბნება : - არმჯერა, ეივრის ჯილდოზე წარგადგინეს და ამას ასე მშვიდად უყურებ, წარმოუდგენელია, არ იმსახურებ- სიცილით მეუბნება მაგრამ გაოგნებას ვერ მალავს - ხოიცი ჩემთვის ეს სასწაულს არ წარმოადგენს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს - რას ამბობ? ამ ჯილდოზე მსოფლიოს ყველა ექიმი ოცნებობს, მათშორის მეც - ვიცი, გამიხარდა მაგრამ სიხარულისგან ცეკვას არ ვაპირებ, თან ჯერ უბრალოდ წარმადგინეს დიდი ალბათობით ვერ მოვიგებ და სხვას მისცემენ - შეიძლება მაგრამ, უკვე ძალიან დიდი მიღწევაა რომ წარგადგინეს- ვაწყვეტინებ რადგან ახლა ოპერაცია უფრო მაინტერესებს ვიდრე სულელური ჯილდო - კარგი ნუ დამღალე დილიდან, ოპერაციაზე მითხარი რახდება- თან გამოცვლას ვიწყებ - არაფერი, მოვიდა და პალატაში გადავიყვანეთ, 2 ზეა დანიშნული ოპერაცია, მესამე საოპერაციოში - კარგი მოვემზადები და ვნახოთ ანი ისევწუწუნებს ჯილდოს გამო, გამუდმებით ამბობს რომ არ მეკუთვნის, რომ უხასიათო და უჟმური ვარ, ის ასეთია, სულ ბედნიერია, ყველაფერი უხარია, ძალიან კეთლი და უბოროტო ადამიანია, დღევანდელ ჩემს ცხოვრებაში ის ერთერთი ნათელი წერტილია. პალატაში შევდივართ და ვხვდები რომ მასზე ფიქრი გარეთ უნდა დავტოვო, მხოლოდ საქმე და არანაირი გიორგი - ნინო გამარჯობა, თავს როგორ გრძნობ? - კარგად ექიმო, დილით ცოტა მუცელი მტკიოდა მაგრამ ახლა კაგად ვარ, მზად ვარ ეს საშინელი ბრმანაწლავი მოვიშორო - ძალიან კარგი, ეს უმარტივესი პროცედურაა, 30-40 წუთი დასჭირდება, კარგი მე გავალ და თუ რამე დაგჭირდა ჩემს ინტერნს უთხარი, ყველაფერში დაგეხმარება, ლევან 2ზე არის პროცედურა ჩანიშნული, ნახევარი საათით ადრე ვიტამინები გაუკეთე და მოამზადე - კარგით ექიმო საღამოს კაფეტერიაში ვიყავით როცა ლევანი მოვიდა - ექიმო, ყველა პაციენტი კარგადაა, სამივე გამოვიდა ნარკოზიდან და თავს კარგად გრძნობენ - ძალიან კარგი, ანალიზები გაუკეთე სამივეს და მომიტანე - ახლავე- - ეს მაგარი გყავს, ყველაფერს აკეთბს რასაც ეუბნები - ხო მგონი მართლა ეშინია ჩემი - ვიცი ჩემი დაქალი მკაცრი და ბოროტია, აშინებს ბავშვებს, ხო არმინდოდა მეთქვა მაგრამ მაინც გკითხავ, როგორ ხარ? დღეს ხომ 5 წელი გავიდა რაც..- არ ასრულებს - ანი კარგად ვარ, ეგ ადამიანი ჩემთვის 5 წლის წინ გაქრა, ყველაფერი მაშინ დასრულდა, ამიტომ ამაზე საუბარი აღარ მინდა - ვიცი მაგრამ ის ხომ ქალაქში დაბრუნდა,ცოლი მოუყვანია, და აქ ჩამოვიდა - ვიცი.. - კარგი ხო ჩუმად ვარ - წავედი პაციენტებს ვნახავ - მიდი მეც ოპერაციაზე შევდივარ დერეფანში ის სურნელი ვიგრძენი, ჯანდაბა მისი სურნელი ვიგრძენი, ის ცივი და სასიამოვნო, რომელიც მთელს სხეულში მაქვს, თავსს ვიიმედებ რომ აქ არ არის, მინდა ამის მჯეროდეს რომ მეჩვენბა მაგრამ არაა... ის აქ არის, ჩემს წინ დგას, ამდენი წლის მერე მას ისევ შევხვდი, მისი ცისფერი თვალები ისევ მიყურებს და მაკვირდება, თმები უკან აქვს გადაწეული, თითქოს ისევ ისეთია მაგრამ არა, მასში რაღაც შეიცვალა მაგრამ ვერ ვხვდები რა. - გამარჯობა მარიამ- მიყურებს, არვიცი გადავკოცნო თუარა, ამდენი წლის შემდეგ ისევ ისეთი გრძნობა რატო მაქ როცა პირველად ვნახე, რამჭირს, ტუჩებს შორდება მშვიდი და ჩუმი სიტყვები- - გამარჯობა გიორგი- ვუყურებ და ვხვდები რომ უნდა წავიდე, არმინდა აქ გაჩერება, არმინდა მისი ყურება, მაგრამ ვერ მივდივარ, ვაკვირდები ყველაფერს, და აი ისიც, საქორწილო ბეჭედი, მისმა დანახვამ გამომაფხიზლა- - აქ რას აკეთებ? - აქ ვიწყებ მუშაობას, გუშინ ჩამოვედი და დღეს ხელშეკრულება უნდა დავდო,- ოღონდ ეს არა, წარმოუდგენელია, აქ უნდა იმუშაობს, მთელი სხეული ერთბაშად მეჭიმება, არმინდა აქ იმუშაოს, არმინდა სულ გვერდთ მყავდეს, მაგრამ ამის თქმას ვერ ვბედავ- - ძალიან კარგი, გილოცავ, წარმატებები - მადლობა, გავიგე ეივრის ჯილდოზე წარგადგინეს, გამიხარდა, იმედია მოიგებ - არვიცი ვნახოთ,დიდად არ ვფიქრობ მაგაზე- ამჯერა, ლევანი მოდის, ღმერთო მისი დანახვა ასე არ გამხარებია ჯერ - ექიმო, ანალიზები მზადაა, და პაციენტებიც უნდდა ვნახოთ - კარგი მოვდივარ, ნახვამდის გიორგი - კარგად მარიამ, გამიხარდა შენი ნახვა- თვალს მიკრავს და მიდის, თითქოს მთელი სხეული მითბება, აღტაცებით ვივსები მაგრამ მალევე გონსმოვდივარ და საქმესვუბრუნდები, ანალიზებს გადავხედე, ყველაფერი კარგადაა, პაციენტებიც ვნახე, პარკინგზე მივდიოდი როცა ნაცნობი ხმა მესმის, ოღონდ ეს არა, ისევ?- - მარიამ!- ვტრიალდები და გიორგის ვხედავ, ლამპიონის შუქზე მისი თვალები ანათებს, ისე როგორც მაშინ, ღმერთო ვერ ვუძლებ, ვერც მაშინ ვუძლებდი მის თვალებს- - გისმენ - ხელი მოვაწერე და ხვალიდან ვიწყებ მუშაობას, კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი ვარ - კარგია გილოცავ, ნამდვილად საუკეთესო კლინიკაა და მოგეწონება- ღმერთო რაებს ვამბობ, უბრალოდ დაემშვიდობე და წადი, რატომ ვერ მიდიხარ მარიამ რაგჭირს- - კარგი უნდა წავიდე და ხვალ შევხვდებით- თავს ვუქნევ და მანქანაში ვჯდები, ანის ვურეკავ- - სად ხარ? - ახლა გამოვდივარ კლინიკიდან, შენ? - მე პარკინგზე ვარ, მოდი და წაგიყვან - კარგი მოვდივარ-მალევე მოვიდა - რაგჭირს? - რა? რატო მეკითხები - რაღაც აფორიაქებული ხარ, რამე მოხდა? - გიორგი აქაა- ბოლოხმაზე ყვირის- - რაოოოოოოოოო - ხო აქ დაიწყო მუშაობა, კარდიოლოგიის უფროსია, კაფეტერიიდასნ რომ გამოვედი დერეფანში შემხვდა - ვაიმე , ვერგავიგე კარგია თუ არა - არცერთი, ჩემთის არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ ავფორიაქდი რომ არ ველოდი უცბად მოხდა - არვიცი იმედია, წამოდი სადმე დავლიოთ - არა, შენ დაგტოვებ და სახლში წავალ, დავისვენებ, ხვალ დილით ოპერაცია მაქვს - კარგი როგორც გინდა 11 საათია და სახლში მოვედი, უჩვეულოდ ვარ, არვიცი რახდება, ყველაფერს მდივანზე ვყრიდა კარადიდან ღვინოს ვიღებ, რატომ ვუთხარი ანის რომ არ მინდოდა დალევა? რამჭირს,ალბათ ორი საათი აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ ვიყავი მთელი საღამო ასე, ეს ხომ არშეიძლება, დროა ის ისევ იმ პატარა ყუთში დავაბრუნო და საბოლოოდ ჩავკეტო, 5 წლის წინ გაქრა ჩემთვის და ეს ასეც უნდა იყოს, არმინდა რომ ისევ გაჩნდეს, დღეს ვინც ვნახე ის აჩრდილი იყო წარსულიდან, ბოლო ჭიქას ვსვამ და ვწვები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.