უკანასკნელი წერილი შენ "ათენავ" - შეხვედრამდე
გაინტერესებს შემდეგ რა გავაკეთე ? - ჭიქა მთელი ძალით ძირს დავაგდე.მთელი სხეული იმდენად,რამდენადაც შევძელი დავძაბე და ყვირილი დავიწყე.ჩემი ოთახის კედლებს მიღმა მაინც აღვიქვი მყრალი ვიბრაცია. რომელაც ასე გაიჟღერა : „აუუუ“. როგორც კი ეს მომესმა,მაშინვე გავაძლიერ ჩემი მბგერავი აპარატი.ხველებამ შემიპრყო.მთლიანად დავიცალე და იატაკზე დავეცი.ხელი გავიჭერი ისეთი ძალით დავეცი ნამსხვრევებზე.ყურებში წუილი მესმოდა.წუილის,ხელზე მოხვედრილი სითბოსა და გაჭრილ ადგილას მიმდინარე მწარე გრძნობის შერწყმის „მაჟრიალებელი სიმწრის“ გამო თვალს ვერ ვახელდი.ზურგზე სასიამოვნო სითბო ვიგრძენი.ხსნადი ყავისა და მასში გახსნილი შაქრის ტკბილი სურნელი მაიძულებდა თვალები გამეხილა და ფეხზე წამოვმდგარიყავი,რათა კვლავ მეყვირა.წამოდგომა ვცადე,მაგრამ ვერ შევძელი.სუნთქვა მიჭირდა.ვეღარ ვვოხრავდი.თითოეულ ამოსუნთქვას,მთელი წყვდიადის ამოტანას ვავალებდი. მაგრამ ამაოდ.ის ჩემს შიგნით ისე შეკედლებოდა ჩემს ფილტვებს რომ... ეს თითქმის შეუძლებელი გახდა.იმდენად გავბრაზდიი,იმდენად დამიპყრო საკუთარი თავისადმი ზიზღმა რომ სუნთქვა შევწყვიტე.თავი მისკდებოდა.წამით მომეჩვენა რომ გულმა მომაძახა „სეირის გიჩვენებო“ და მან გადაადგილება დაიწყო.ნელ-ნელა ვგრძნობდიი როგორ მიიწევდა ქვემოთ „მიწისკენ“. ამან შემაშინა და ნესტოებთან ჩაგდებული ფიცარი თავისით გადატყდა.როგორც უდიდესი ტალღა შეასკდება პაწია ოთხ კედელში არსებულ სივრცეს და აავსსებს მას,მსგავსად შემოიჭრა ჰაერი სხეულში.სიბრაზე კვლავ ჩემთან იყო.მთელი ამ დროის განმავლობაში მთელი ძალა დავხარჯე.კუნთებზე ვეღარ ვიღებდი კონტროლს,მიუხედავად უდიდესი სურვილისა რომ დამეძაბა ისინი და კვლავ გამეგრძელებინა ყოფიერების შეწუხება.ვერ ვაკეთებდი ამას.მხოლოდ მუცლის კუნთების კონტროლი შემეძლო მესამედი ძალით.მხოლოდ ჰაერს ვგრძნობდი რომლითაც აღვსილი ვიყავი.მე უკანასკნელ წვეთებს მივმართე და იმდენი ხანი გავაკავე რამდენიც შევძელი... მომეჩვენა რომ მთელი ჰაერი რაც კი ჩავისუნთქე ამდენხნიანი შეკავების შედეგად მთლიანად შეერია ჩემს სისხლის.ძალიან ნელა დავიცალე დარჩენილი ჰაერისგან და მსურდა ეს უკანასკნელი ამოსუთქვა ყოფილიყო.მუცელი სულ უფრო და უფრო დაბლა იწევდა.ლამის ხერხემალს მიეწება.ბოლოს გავითიშე.როცა გონს მოვედი უკვე უსიამოვნო სიგრილეს ვგრძნობდი და ტკბილი ყავის საზიზღარ-ამაზრზენ სურნელს იძულებით ვისრუტავდი.წამოდგომა ვცადე,მაშინვე ნელ-ნელა მწვავე ტკივილებმა შემიპყრო.კუნთები და მთელი სხეული ისეთი დაჭიმული მქონდა თითქოს გარედან რაღაც ძალები ჩემს გაგლეჯვას ცდილობდნენ.მუცელზე გადავტრიალდი და დიდი გაჭირვებით ავდექი.ძლივს გავიკვლიე აბაზანამდე გზა.უკვე გამხმარი სისხლი თბილი წყლით ჩამოვიბანე.სურვილი გამიჩნდა რომ წყალი ამევსო და შიგ ჩავმკვდარიყავი ! სიამოვნების განცდის უდიდესი სურვილი მეწვია.ცხელ წყალში მშვიდად განსვენების ფიქრებთან ბრძოლის დროს,კარზეე,ერთი უძვირფასესი არსების მიერ გამოწვეულმა საზიზღარმა ვიბრაციებმა სულ მთლად ჭკუიდან შემშალა და კბილის ჯაგრისს ხელი ვსტაცე. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე.როცა კარი გავაღე,ჩემი ღრმად პატივცემული მეგობარი დამხვდა,რომელმაც კარის გაღებისთანავე წამოიყვირა „მადლობა ღმერთს სახლში ხარ ! წამოდი წამოდი,სერიოზული ამბავია“ - მინდოდა მეთქვა თქვენი და თქვენი ყველა სერიოზულობის დედაც - მეთქი ! და ასეც მოვიქეცი.მისი თვალის გუგების გაფართოების პროცესს დავასწარი და ხელთ არსებული სიძულვილით გაჟღენთილი ჯაგრისი ვესროლე.კარი მოვკეტე და ფანჯარას შევხედე.მასთან ოცამდე ნაბიჯი მაშორებდა.დაკეტილი იყო.თუმცა მე გაღებულს ვხედავდი.და შეგრძნებით,თითოეული ნაბიჯის გადადგმით,ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი.თან თითოეულ წარმოსახულ ნაბიჯზე შევიგრძნობდი სხეულის დამსხვრევასა და საბოლოო განადგურების მცდელობის წარმატებულ ცდას.ჩემს უკან კვლავ მესმოდა მომენტებში ბრახუნი და შეძახილი „კარი გააღე,გააღეეე“ და აი მაშინ როდესაც მოვრჩი ჩემს წარმოსახვებს და ჩემი ძვირფასი მეგობრის ხმაც შემწყდარიყო.ისეთი ძალით გავიქეცი ფანრჯისკენ,რომ უსაინასაც შეშურდებოდა.ბოლოს ისეთი ილეთით დავასრულე ეს გარბენი რომ... მეგონა თითქოს დიდი მთიდან,პირდაპირ ქვესკნელში,მოლიპულ გზაზე მივსრიალებდი.გავსრიალდი და ფეხებით შევასკდი კედელს.არაფერი მიგრძვნია.წამოვდექი,შუშის მიღმა არსებულ გარემოს თვალი მომავლე და დავწყევლე უხარისხობა ! აღქმის შეზღუდულობა.შემდეგ ფანჯარა გავაღე,როგორც კი ულტრა ხარისხით აღქმული ფერებისა და გარემოს აღქმა დავიწყე ცოტა დავმშვიდდი.როგორც კი ეს მოხდა,ამგვარი გემოს ფიქრმა გაირა ჩემში „მძულხართ,რადგან თქვენი „ილუზიები“ არც კი იცით რომ რეალობას წარმოადგენენ. ამრიგად,თქვენგან მომავალი საშიშროებისგან თავის დასაცავად პირდაპირ და ყოველგვარი „ფარული“ აზრის გარეშე გეუბნებით ამას ! - „თქვენი დედაც ! “ ამ აზრმა ისეთი ძალით გაირა ჩემში,რომ იძლებული გავხდი მეყვირა.ვყვირიი... „თქვენიი დედაც.თქვენი დედაც ! “-თუმცა,რა თმა უნდა არანაირი პირადული თქვენს ძვირფას პიროვნებებთან.და აი უეცრად მაგიდაზე დაგდებული,მოჭმუჭნული სიგარეტის კოლოფისკენ რატომღაც ინსტიქტურად გავტრიალდი.ყოველგვარ სასიამოვნო ფიქრს ზურგი ვაქციე.მისკენ გავეშურე.იატაკზე არსებული ნამსხვრევები და მიმოფქრვეული ნივთიერება მაიძულებდა,რომ ზიზღით კვლავ ავსებულიყავი.ყველაფრის მიტოვების სურვილს ვებრძოდი.მოჭმუჭნული კოლოფი გავხსენი.განსაკუთრებული ღერები რომელთაც „გაუმართლათ“ და არ გადატყდნენ,კოლოფიდან ამოვაცურე.ოთხი მართლაც რომ დიდების ღირსი ღერი.ოთხივე ერთ ხელში დავიჭირე.ვფიქრობდი ერთ ნაფაზში ჩამეწვა ოთხივე.გაღებული ფანჯრიდან სასიამოვნო სუფთა ჰაერი პირდაპირ ცხვირში მეცა.შევისუნთქე და გამაჟრიალა.ჩემი ზიზღი საკუთარი თავისადმი კვლავ გრძელდებოდა.გაზთან მივედი,წკაპით ყველაზე პატარა თავი ავანთე.მისი ყურებისას,წლების წინ,ჩემს მიერ განხორციელებული წარუმატებელი და უბედურების მომტანი ცდა გამახსენდა.დეტალებში მოგიყვებოდი მაგრამ... არ არის საჭირო.ერთი სიტყვით მაშინ,ჩემს შავ პატარა „დახურულ“ ოთახში,ერთი პატარა ძველებური გაზქურა იდგა,რომელსაც ოთხი თავი ქონდა.მე ოთხივე თავი მოშვებული დავტოვე და დავიძინე...მაშინ კერძო სახლში ვცხოვრობდი.მსმენოდა რომ როდესაც ვინმე კვდებოდა,ამის აღქმა ცხოველებს და კერძოდ,ძაღლებს,შესანიშნავად გამოსდიოდათ.როდესაც ვიწექი და აირი მთელს ჩემს ოთახში შეუდარებელი ძალით იფრქვეოდა,უცბად,მეზობლის ძაღლის ყმუილი შემომესმა.მანამდე ამ ძაღლის ყეფაც კი არ გამეგო.გამიხარდა ! -თანაც როგორ. მხოლოდ ერთ რამეს ვიმეორებდი. - ყველაფერი დასრულდება,ყველაფერიი,აიი ახლაა-აი ახლა საბოლოოდ გავფანტავ ყველა ცნობას ჩემს თავზე - მეთქი. გულის სიღრმეში რაღაცას ველოდი.ნათებას მაინც.სრულ სიბნელეში იმდენად ყურადღებით ვიყავი... რაიმე რომ გამოჩენილიყო აუცილებლად შევამჩნევდი.მაგრამ არაფერი.მახსოვს 4 საათზე დავხუჭე თვალები.ჩემი ძმა კი 7 ისკენ დაბრუნა.მე მაშინ გავიღვიძე ის დაფეთებული ჩემი ოთახიდან ეზოში გათრევას რომ ცდილობა.გავიღვიძე და ნახევრადკვლავ ძილში მყოფმა ვიკითხე -რა მოხდა?? ხმა გავიგე - შე საწყალო... შეე სირო ! რაზე ფიქრობდი. ჩემი ძმის აკანკალებულმა სხეულმა და მისმა უმართავმა ემოციებმა სრული სიფხიზლის მდგომარეობაში დამაბრუნა და ვიყვირე - თქვენ რა „შ** ხო არ გაქვთ - მეთქი“. მაშინვე ენერგიით აღსავსემ,ფეხშიშველმა და მხოლოდ შორტების ანაბარა,გარეთ გავვარდი.ტკბილი კი არა ცივი ნოემბერი იდგა ! გზად ვფიქრობდი რომ უეჭველია მოვკვდი და ეს წყეული ყოფიერება აი ნახე რას მიკეთებს... თითქოსდა არ მოვმკვდარვარ-თქო.ვუყურებდი ადამიანებს და ჩემი შავი თვალებით ვჭვრეტდი მათ სრულ,როგორც დიდებული გურჯი იტყოდა „ავტომატიზმს“.გზად დაყრილ პატარა კენჭებს ვსტაცე ხელი და ორივე ხელის გულში მოვათავსე.მთელი ძალით მოვუჭირე.ტკივილი ვიგრძენი.ვერაფერი გავაწყე...ტკივილმა განაჩენი მამცნო.განაჩენი რეალობის.მას შემდეგ მწამს რომ მე იქ მოვკვდი.მხოლოდ ესეც დამიმალეს და როგორც იძულებული ვიყავი რომ ჰაერით კვება გამეგრძელებინა ბუნების საჭიროებისთვის,ასევე იძულებული ვიყავი რომ მეცხოვრა !- მეცხოვრა მეცხოვრა... ჩემი მზერის წინ ისევ ლურჯად მოელვარი ცეცხლი იკვეთება.ოთახში დავბრუნდი.- ცხოვრებაა...ჯანდაბა !.ყურადღება საკუთარი სუნთქვის პროცესსზე გადავიტანე.არა და როგორი სასიამოვნო იყო მაშინ ეს... სიამოვნება კვლავ განზრახ შევწყივტე.გაზისკენ დავიხარე,ოთხივე ღერს „გამოვარტყი“ ნაფაზი და ფანჯრისკენ გავეშურე.დიდი სიმწრითა და იძულებით ვეწეოდი.მხოლოდ ეს მესმოდა„იძულება,იძულება...“ აჰა შენი იძულება შენი დედაც- მეთქი ! ჩავწვი ყველა ღერი.მუცელში სიცარიელის განცდამ და ფილტვების ტკივილმა ამიტანა.წყლის მიღების უდიდესი სურვილი მომაწვა.სახეში ავილაწუნე და გარეთ გავიქეცი. ჩემს ღრმად პატივცემულ მეგობრებს ვეწვიე. ვინაიდან ვიცოდი რომ მან ვინც კარზე აბრახუნებდა,ჩემი შეურაცჰყოფის აუტანლობის გამო,ჩვენ კიდევ ერთი სასიამოვნო გრძნობების ახვევა გვწერაა.თანაც ისე,პირდაპირ მიწაზე გორიალით.ვფიცავ ! როგორც კი დამინახა სახეზე მრისხანებაზე მეტად შიში გადაეკრა.რადგან ჩემი ექსცენტრიული ქცევების შესახებ იცოდა,თუმცა უკანასკნელზე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... და აი ყბაშიც მოვდე.ეს რა თქმა უნდა მისი განზრახვის უკანანო წვდომის გამო გავაკეთე.ჩვენ ავიხვიეთ მთელი ბინძური ენერგიები და უფრო ღრმად პატივცემული მეგობრები ჩემი ქმედების მოულოდნელობისთვის სიცილით იფხრიწებოდნენ.მოკლედ,როგორც კი ჯოგი დაწყნარდა და უაზრო „ჭეშმარიტების“ გარკვევისთვის სრული მზადყოფნა გამოაცხადეს.მე,ყოველგვარი მრავალსიტყვაობის გარეშე მოკლედ მოვჭერი - „მხლეზე თ ყველანი,არაფერს გეტყვით -მეთქი“.ასეთი ქცევა მას შემდეგ ჩამომიყალიბდა რაც ნებით თუ უნებლიედ ვესწრებოდი უსუსური არსებების უძლურებას,რომელთაც ამას ეუბნებოდნენ„როგორც გინდა ჭრი და კერავ,ეგრე სადაა“ მე კი ამას ვერასდროს ვერავინ გამიბედავს.რადგან ის „აქაა“ ააქ ! მოკლედ მას შემდეგ რაც ისე მოვჭერი როგორც მინდოდა,ახლა უფრო ღრმად პატივსაცემ მეგობრებს ვეახელი.ეს ის ბრძენი და მოკაშკაშე ვარსკვლავები იყვნენ,რომლებიც დინებაში გაჭედილიყვნენ და საერთოდაც არ სურდათ იქიდან თავის დაღწევა.როგორც კი ვნახე ეს „შენთვის“ X-ადამიანები,მაშინვე მოვთხოვე თავიანთი საუნჯე გაეხსნათ და მოეყოლათ ყველაზე ძლიერ მოქმედი პრეპარატების შესახებ,მიუხედავად იმისა უამრავჯერ ზიზღით რომ მითქვამს უარი.მათ კი მართლაც რომ სრული სიმშვიდითა და დიადებით გახსნეს ბაგე და ყველაფერს მაზიარეს. მათი მონაყოლიდან და ჩემს მიერ ათვისებული ინფორმაციიდან რომელიც მოკლე დროში შესანიშნავად ავითვისე,მთელი თავისი მოხმარების წესებითა და „დოზებით“,უკვე ჩავთვალე რომ ყველაფერი მქონდა.აღარ მჭირდებოდნენ ეს დაჟანგებული არსებები.მათაც ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე დავაჭირე ფეხი და ისე დავტოვე ისინი.თუმცა მათ სისხლში შერეულმა მაღალმა ძალებმა,კარგი რჩევა გასცეს.ალბათ ეს რჩევა ასე ჟღერდა.„- ჰოი ბრძენნო,გონს მოდით.არ ღირს ესს ამად,მოქმედებად " - ამრიგად ახლა უკვე იმ „სეკრეტ ზავიძენიებს“ ვესტურმე რომელიც სამყაროში უმაღლესი ხარისხის რეალიზებულმა არსებებმა გამიცხადეს და ჩემი ფენის წარმომადგნელის შესაბამის პრეპარატებს დავუწყე სტუმრობა.რომელიც,ასევე ამ ბრძენთა თქმით,არარსებული ფულის „ზედმეტად“ ხარჯვისგან მიხსნიდა.გაინტერესებს შემდეგ რა მოხდა ? - მე 1 თვის შემდეგ გავიღვიძე.ზუსტად 40 კილომდე დამეკლო.მხოლოდ ძვალი და ტყავი დავრჩი.ინდი-ხურმას მოგაგებონებდი,სრულიად გამომშრალს.მითხრეს რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არავის,საერთოდ არცერთ ნაცნობს არ ვენახე. თუმცა კი დავბრუნებულვარ სახლში,გამთენიისას,ერთი ორჯერ,პირველ დღეებში.ჩემმა ძმამ მიამბო რომ პირდაპირ მთელს ტანში ატანდა ჩემი თვალებიდან გადმოღვრილი მრისხანება და სიძულვილი.თურმე კრინტიც არ დამიძრავს ჩემი სტუმრობის დროს და აშკარად არაფერი მესმოდა.ჩემს კუთვნილ ოთახში შევდიოდი,ხუთ წუთს ვჩერდებოდი და კვლავ სადღაც ვუჩინარდებოდი.შეჯახება ჩემს ძმასთანაც მომსვლია.ის მითხრა ჩემმა ძმამ რომ გამოგყევი კორპუსებში დამეკარგეო.გონზე არ იყავი მაგრამ იცოდი რომ მოგყვებოდი და „დაითესეო“ მას მერე აღარ გამოჩენილხარო.ყველგან გეძებეთ,მთელ ქალაქში და ვერსად გნახეთო.განცხადებაც კი გააკეთა დედამ შენი დაკარგვის „თაობაზე“-ო.ძალიან გვანერვიულე,ძალიანნ,ძალიან - ო.-გახსოოვს რამეო ?მე კი სრულიად არაფერი მახსოვდა.არაფერი ! როდესაც კარგად გავაანალიზე უჩვეულოდ დაძაბული ფიქრისას ის თუ რა მოხდა.როდესაც საბოლოოდ გავაანალიზე ის,რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „მე“ ანუ ისს რაც,ყველა განვლილი უბედურების დროს თავს აცნობიერებდა, რ ო მ უბრალოდ გ ა ქ რ ა.შიშმა ამიტანა.შიშმა...! მანამდე გამუდმებით ვფიქრობდი იმაზე რომ დიახაც ოდესღაც არ ვიყავი და ეს „კარგი“ - იყო მეთქი.სიკვდილის იმდენ ხანს არ მეშინოდა,რომ ახლა ვფიქრობ,ერთი ამდენი ხანი მის მუდმივ გახსენებასა და შიშში მომიწევს... თუმცა ეს კარგია,ძალიან კარგი...! როდესაც ეს გადამხდა ყველაფერი ამოტრიალდა.ყველაფერი...გაინტერებს შემდეგ რა მოხდა ? ამის შემდეგ... ამის შემდეგ ჩემს ატროფირებულ გრძნობებს სიცოცხლე მიეცათ.სიცოცხლე...და სწორედ მაშინ გამიღვივდა ყოფნის სურვილი.ის წყურვილად მექცა.დაუოკებელ წყურვილად.შემდეგ შევძელი და საკუთარ თავს მთელი ჩემი განვლილი ცხოვრების გამოცდილების გაანალიზებაში დავეხმარე.თუმცა როგორც ჩემი მოვლინებიდან პირველსავე დღეს ცოდნაში გახვეულმა ექიმებმა,ამ საწყალ,უმწეო და რამოდენიმე წუთის მოვლინებულ არსებას მსგავსი დიაგნოზი რომ დაუსვეს „-მას ეკლდება რაღაც და იგი ჩამორჩება თავის თანატოლებს“ ამის გამო,ანუ ჩემი გონებასიჩლუნგის გამო მყარი პასუხი არ მაქვს დღეს იმაზე,შემთხვევითია თუ არა ეს.ეს... მთელი ჩემი ცხოვრება.-დაე ითქვას სიმართლე.მე იმდენად ჩამოვრჩი „თანამედროვეებსსსსსს“ რომ იმ ექიმებს,დამსახურებული,რაიმე უმაღლესი ხარისხის სახელი ეკუთვნით.აი მაგალითად იმიტომ რომ თანამედროვე „მაგიის“ ჯადოქრობის და საერთოდ ყველა დიდებული ქმედების წარმოდგენას,დეკორატიულ,უსიცოცხლო,უმოქმედო და სურნელ დაკარგულ მრავალი ხასხასა ფერის ყვავილად აღვიქვამ.არა და როგორი თვალის მომჭრელი ფერებია.ასევე სიყვარულის ჩემისეული გაგებაც განსხვავებულია.ის დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს.დაუსრულებლად... პირდაპირი მნიშვნელობით !!! არასდროს არ უნდა შეწყდეს. არა „ოცნებებში“ არამედ რეალურად ! თუ კი მსგავს დიდებულებას დაღუპვა ელის... მაშინ თუ გინდ 1000 წელს გასტანოს,ამ ერთი,ან ათი ნაგლეჯი წამის დედაც ! ჰოო,მაგის დედაც.ჯანდაბა ! ჩემი იდეალები მართლაც რომ პირდაპირი მნიშვნელობით დიამეტრიულად განსხვავდებიან თამანედროვეთა იდეალებისაგან.ყველასთვის საქები კულტურა... აი რა არის ჩემთვის ოკულტიზმი !!! წარმართობა და მწვალებლობა.ათენა მართლა არსებობს.რადგან მე ის მართლა ვანახე.ეს ასე რომც არ ყოფილიყო,ამ უზარმაზარ მატერიალურ სტრუქტურაში „სამყაროში“ ანდაც უკიდეგანო სივრცეში,ანდაც მის მიღმაა...განა მაინც არ იარსებებს ის ? ჩემი ათენა... ის არსებობსს- ის არსებობს !თუმცა როგორი დაბინდული გონებაც არ უნდა მქონდეს დღეს,დღეეს ის ზუსტად ვიცი,ზუსტად ვიცი რომ შენ შემთხვევით არ წაგაწყდი ! და შენს მიერ გამოწვეული ფეთის შემდეგ,ჩემს სიცოცხლეში პირველი „ჩანახატი“ გავაკეთე.მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე,სრულიად გულწრფელად შევეხე ამ ყველასთვის საყვარელ და დიდებულ თემას „სიყვარულს“ აი ის ჩანახატიც და მისი „შეუსწორებელი" ვერსია და საერთოდაც...ძალაც აღარ მრჩება რაიმეს შესასწორებლად.ამას უბრალოდ არ ვაკეთებ.აჰა,აი ისიც.ახლა უკვე სულერთია ვინ წაიკითხავს. ____ ისე რა საცოდაობაა.აი ეს... ვუყურებ ამ აწ უკვე მიცვალებულ ადამიანებს,მათ ნაშრომებს და ჩემში არსებული სიბოროტე რომელიც კეთილი მრჩეველი უფროა ვიდრე თვითონ სიბოროტე.ბრძნულ რჩევას მაძლევს „რომ არ ვქნა ეს !“ არ გადავშალო და არ გავეცნო მის ნაწერს.აჰა,ის მართალია. რა საცოდაობაა.პიროვნებამ,მთელი თავისი სასიცოცხლო ძალა ამ ნაშრომს მიუღძვნა.ბოლოს გამოეცალა ეს და ვინ იცის ახლა რომელ ქვეყანაშია... და მე არც კი ვკადრულობ რომ კეთილი ვინებო,ავდგე,ავიღო ხელში დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით მისი ნაშრომი,გადავშალო და წავიკითხო.იქნებ უკვდავების შესახებ თავის ნაშრომში,პატარ პატარა ქვიშის მარცვლებივით აქვს ტმიმოფანტული ცნობები ?-ჰაა ? რავიცი.ვიცი ? არ ვიცი... მაგრამ თუ ეს ასეა,რაღად მოკვდა ? და რავიცი რომ საერთოდ მოკვდა ? იქნებ გაითამაშა.ახალი ცხოვრების დასაწყებად !!! ხელახალი დაბადებისთვის.ვინ იცის ?! ისე,როგორი უპატივცემულობაა ამ სამყაროს ეკუთვნოდე და მის მიერვე გამოგზავნილ მესიჯებს თვალსაც კი არ ავლებდე.წამით მაინც... როგორი საშინელი ქცევაა როდესაც საერთოდ თვალდახუჭული დაბაჟბაჟებ ამ ქვყენად.საად,სად მიბაჟბაჟებთ.რას დაბოდიალობთ... გაჩერდით ! მე დავიღალე თქვენი ცქერით,თქვენი ბავშვური მოუსვენრობით.სული მოითქვით,მოდიით,მოდით და დაისვენეთ.არარის განსხვავება ერთი ადგილის ტკეპვნასადა ცხრამთასიქით ბოდიალს შორის.ეჰ,ორივე შემთხვევაში იღლება ადამიანი.ორივე შემთხვევაში... მსმენია სიძულვილი ანადგურებსო.მაგრამ სიყვარულით დამხრჩვალი,თვალებ ამოთხრილი და სახეზე უამრავი ნაკაწრის მქონე უამრავი არსება განა არ შეგვხვედრია ჩვენ ? მეე სიმართლე გითხრა არ შემხვედრია.თავის გადამდებბი.ან საერთოდაცც როგორ უნდა გადადოს თავი ვინმემ ვინმესთვის.ოხხ,რამხელა ეგოიზმია საჭირო ამისთვის ! ამისთვის იმაზე დიდი ეგოა საჭირო ვიდრე ის... უვნებობა გვაქვს მიზნად,უდიდესი ვ ნ ე ბ ა უვნებობისაო.მოიცა რას გავს ეს ყველაფერი ? ნაგავს.ხოო,აიი რაას ! ათენა რაღას გავს ? ალბათ ქალღმერთს.რომლისთვისაც თავს გადავდებდი.მაგრამ არაფრის დიდებით არ დავთმობდი სიცოცხლეს. რა სიყეყეჩეა !!! რა უგონობაა. მიყვარდეს,ოხხ ისე ძლიერრ მიყვარდეს რომ მისთვის მოვკვდე ?! და ჩემი ეს დ ი ი ი დ ი,უძლიერესი გულის ფეთქვა,რომელიც ყოველ წამს ავრცელებს სამყაროში უმხურვალესი სიყვარულით გაჟღენთილ ვიბრაციებს.ჩაიწვას,ჩაიფერფლოს,განადგურდეს და გაქრეს ?! ჰოო,ვიცი მართლაც ცივად ჟღერს.ან ის რა სიბრიყვეა,უმხურვალესი სიყვარული,ერთი ჭიქა წყლით რომ ჩააქროთ.ხოომ ვ ე ღ ა რ ა ფ ე რ ს იგრძნოოობთ?!!! ესეიგი თქვენ რაღაცას მაიმუნობდით და სიყვარულიც ვერ შეიცანით.ეგაა და ეგ ! „ახჰაჰახაჰაა“ სიკვდილს მიაწერეთ თქვენი სიყვარულის მარადიულობისკენ მიმავალი გზა და ამრიგად დაღუპეთ,ვინ იცის... რამდენი არსება ! რამდენიი... რამდენნი არიან ისინი ? ვინ იცის... ვინ იცის რამდენი ოცნებობს ამას ! აი,კარგად დაუკვირდი.მე ზუსტად ვიცი,რომ „გაგებას“ მრავალი საფეხური აქვს.მაღლა და დაბლა,თუ გნებავს მარჯვნივ და მარცხნივაც.ამიტომაც ნუთუ ვერ ხედავ ?! ნუთუ ვერ ხედავ რას გავს ათენა ?! ის ღვთაებაა... მასთან ერთად არ მოვკვდები.გაიგეე ? გაიგეე ? სისულელეა ამგვარი სიყვარული.სიყვარული რომელიც მთავრდება ! საერთოდაც... განა სისულელე არ არის ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება ?! ნებისმიერი ვნების ასრულება ? ამ სამყაროს კანონები იმგვარადაა მოწყობილი რომ გამუდმებით კარგი მუშა ციყვებივით ვირბინოთ,ვიირბინოთ... და ვირბინოთ !!! ეჰ,ცოტა დაისვენეთ,ამდენს ნუ დაბაჟბაჟებთ. ____ ჩემო ძვირფასო ათენავ...გუშინ გასაოცარ დილას შევეფეთე.კვლავ რომ ინათებს,იგივე განმეორდება.მსურს პირველ სხივს დავესწრო.ამას ვერ გამოვტოვებ.სხვათაშორის მაგ დილას მივხვდი რომ ჩემი ავადმყოფობის ხარისხი სულ უფრო და უფრო ძლიერდება.რა თქმა უნდა მეც,მათ მსგავსად ვისაც ეს ხშირად ემართება,მეეც უკვე ისეთ მომენტში მივხვდი ამას,რომ წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავაღწევ ამ ყველაფერს თავს.მაგრამ მაინც მთელი არსებით ვლოცავ იმ და მომავალ ამ დილას.თვალის მარჯვენა კუთხით მთვარეს ვხედავდი,მარცხენათი კი დიდებულ მზეს,ხოლო ჩემი უფოკუსო მზერის წინ უღრუბლო ლურჯ ცას,რომლის მიღმაც დიდებული არსებები კაშკაშებენ.კვლავ ის შეგრძნება დამეუფლა,ყველაფერი უეჭველი სიმზარია - მეთქი.ვამბობ კი არა „ვგრძნოობ“ მთელი არსებით ვგრძნობ ! რომ ეს ასეა.შენ თუ გაქვს მსგავსი შეგრძნებები ? ან ოდესმე თუ გაგიღვიძია სადღაც ? „სადღაც“ სხვაგან...ჩვეული აქტიური მდგომარეობით თუ გაგიგრძელებია გარემოს,ვითარებებისა და საკუთარი თავის აღქმა ? ეჰ, არ ვიცი.ნეტავ როგორ ხედავ შინაგანად სამყაროს ??? ნეტავ თუ ხედავ სხეულისგან გამოჟონილ,მბჟუტავ ან ხასხასა,სხვადასხვა ფერის ალს ? რომელიც ბოლოს ნაცრისფრად იქცევა და უკვალოდ უჩინარდება.სულ მთლად ხომ არ გაგძარცვეს ? ო არა,ყველაფერი თუ წაგართვეს და მხოლოდ ზედაპირს ხედავ...! ეშმკამა დალახვროსს !!! ჯანდაბას,ეს მაინც ჩემი უკანასკნელი „ჩანახატია“ ამიტომაც იმედის მეტს ვერაფერს მოგცემ და ვერც დავიტოვებ.რა ვქნა ? რა გავაკეთო ასეთ მოკლე დროში ? დრო მჭირდება დ რ ო ო.ყველაფერს სჭირდება დრო. აუცილებლად მოგაკითხავ,აუცილებლად ! როგორც გითხარი : საკუთარი თავი უნდა განვკურნო სიყვარულო- ჩვენი სიყვარულისთვის.ამისთვის კი ყველა წელს დავთმობ.ყველას !!! იმ მარადიული წამის მოსაპოვებლად ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.