შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (თავი 9)


23-01-2022, 19:44
ავტორი ესტრეია
ნანახია 1 322

ციოდა მაგრამ სახლში მისვლა არ უნდოდა, იცოდა რომ გიორგი დახვდებოდა მასთან ლაპარაკს კი ყველანაირად გაურბოდა. დილის 7 საათზე ანას ტელეფონი აწკრიალდა, ბარბარე იყო ანამაც არ დააყოვნა და მაშინვე უპასუხა.
- გისმენ.
- მოკლეს გიშოვნე სამსახური, ტურისტების შემოსევა გვაქვსო მენეჯერმა და კადრები ისედაც მჭირდებაო. ნუ ერთი სიტყვით ჩამოდი და მერე აგიხსნი ყველაფერს.
- მადლობა, კი ჩამოვალ ახლავე გადმოვალ. - ძლივს ერთი კარგი ამბავი გააგებინეს.
- ფული გაქვს? - ანას სიჩუმემ მიახვედრა რომ არ ჰქონდა. - მითხარი სად ხარ, დღეს ერთერთი თანამშრომელი ბრუნდება აქ ჩემი მეგობარია კაი ტიპია რა გაიცნობ და მიხვდები თბილისში იყო რამოდენიმე დღე, აქეთ მოდის და ბარემ შენც წამოგიყვანს.
- მადლობა მართლა ძაან დიდი, ლოკაციას ჩაგიგდებ. - ანას სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა. შუადღის 3 საათზე ბარბარეს მეგობრარმა დაურეკა გამოდი პარკის წინ ვარო ანაც მაშინვე წამოვარდა.
- გამარჯობა. - ფართოდ გაუღიმა ბიჭმა.
- გამარჯობა. - ანამ უხერხულად გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
- რატო ხარ მოწყენილი გაიცინე, ცხოვრება ხო ასეთი მშვენიერიაა! - ბიჭი ზედმეტად ბედნიერი ჩანდა.
- ვისთვის როგორ. - ჩაილაპარაკა ანამ ჩუმად.
- შენთვის არაა მშვენიერი?
- არა მაგრამ მეორე შანსი მივეცი ცხოვრებას, ვნახოთ იქნებ გამშვენიერდეს. - ღიმილით მიუგო ანამ.
- რა სევდიანი ადამიანი ხარ. აი მე შემომხედე, რა პოზიტიური ვარ .
- წიგნს ყდით ვერ შევაფასებ. - წაიჩურჩულა ანამ.
- ანუ ჩემი სიცილი ყალბია? - სახე დაუსერიოზულდა ბიჭს.
- არ ვამბობ რომ ყალბია, უბრალოდ რადგან დღეს მშვენიერი დღე გაქ ყველა დღე ხომ მშვენიერი არ იქნება. თან შეიძლება საშინელებები გადაიტანე და მთლად ვარდისფერი ცხოვრებაც არ გქონია. - დაასრულა ლაპარაკი და ამოიოხრა ანამ. - შეიძლება ახლა იცინი მაგრამ გული გტკიოდეს, ან ვინმე გენატრებოდეს.
- ზედმეტად მწარე სიმართლე. - სახე სერიოზულიდან სევდიანზე გადავიდა. - დედა მენატრება, და პატარა და.
- ხომ ხედავ. მუშაობას რომ მორჩები მერე ჩახვალ.
- ვერ ჩავალ.
- გკითხავდი რატომ თქო მაგრამ არამგონია ამაზე ლაპარაკი გესიამოვნოს. მტავარია ცოცხლები არიან სხვა პრობლემას რამენაირად მოაგვარებ. - ანა თვალს არ წყვეტდა თოვლიან პეიზაჟს.
- ვერ მოვაგვარებ, მოგიყვები მაგრამ არ ვიცი, არ მინდა თავი მოგაბეზრო.
- არ მომაბეზრებ.
- კარგი და მერე შენზეც მომიყვები, რატომ ხარ ესეთი სევდიანი და რატომ გარბიხარ თბილისიდან.
- არ მოგიყვები.
- ზედმეტად სერიოზული ხარ. 21 წლის ვარ და ასეთი სერიოზული ჩემი თავი არასდროს მახსოვს.
- მოყვები თუ დავიძინო? - მომლოდინე მზერით შეხედა ანამ.
- შენ თუ არ მიყვები მეც არ მოგიყვები. - პატარა ბავშვივით გამოუყო ენა .
- შენ 21 წლის ხარ მართლა?
- ხო აბაა? არ გჯერა? შენ ალბათ .... - ჩაფიქრებული სახე მიიღი ბიჭმა. - შენ ალბათ გარეგნულად 18 - 19 წლის კი იქნები, შინაგანად 80 ან 90, აბა გამოვიცანი?
- კი. - ანასაც გაეღიმა მის ბავშვურ ღიმილზე.
- მიდი დაიძინე 2 საათში ჩავალთ და გაგაღვიძებ.
- შენი და რამდენი წლისა?
- შენი ტოლია.
- შენი სახელი არ გითქვამს.
- მე ლუკა მქვია ძან ბანალური სახელია ვიცი მე არ მომწონს.
- შენი თუ ბანალურია ჩემსასზე მე რა უნდა ვთქვა.
- აუ ისე შენიც რა ბანალურია, ანა ანა ანა ყველას მარი, ნინი ან ანა ქვია.

5 საათზე უკვე კახეთში იყვნენ.
- ანაა, გაიღვიძეეეე! - ყურში ჩაყვირა ლუკამ ანაც მაშინვე წამივარდა დაფეთებული.
- ლუკააა! ვაი რას გიზამ! ის ვერ გადაგარჩენს რომ ახლახანს გაგიცანი, მოგკლავ! - ანა ყვიროდა მაგრამ ლუკა უკვე მანქანიდან გადასულიყო და უკან მოუხედავად გარბოდა.
- ჯერ დამიჭირე. - გაჩერდა, თოვლის გუნდა აიღი და მანქანიდან ახლახანს გადმოსულ ანას პირდაპი სახეში მოარტყა, ანა ურეაქციოდ იდგა ლუკა კი სიცილს ვერ წყვეტდა. ანამ თოვლის გუნდა სახეში რომ გაუქანა სიცილი შეწყვიტა, ანას კი სიცილი არა მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა .

- მიხარია შენი ნახვა. - ბარბარე გადაეხვია ღიმილით.
- მეც, დიდი ხანია არ მოსულხარ ციხეში პაემანზე. - სევდიანად ჩაილაპარაკა ანამ.
- დედას ვნახულობდი ხოლმე, შენ სულ დაკავებული იყავი მანანასთან გქონდა შეხვედრები. მოდი ძველი დრო არ გავიხსენოთ, მომავალზე ვილაპარაკოთ, ხვალ დაიწყებ მუშაობას, დილის საათებში დავალაგებთ, დეტალებში ხვალ მენეჯერი გაგარკვევს.
- კარგი.
- მე და ლუკა სასტუმროს უკან პატარა სახლში ვცხოვრობთ შენც დარჩი თუ არ გაქ დასარჩენი, ქირას ვინაწილებთ.
- მაწყობს დასარჩენი არც მქონდა, მადლობა. - ანა უხერხულობისგან ვერ ისვენებდა.
- ნუ ხარ უხერხულად მოდუნდი, ახლა წადით მე სამუშაო მაქვს, შენ და ლუკა ხვალ იწყებთ. - თვალი ჩაუკრა და თავისი საქმე გააგრძელა. ლუკა და ანა წამოვიდნენ სასტუმროდან და სახლში წავიდნენ. მართლაც ძალიან ახლოს იყო მათი სახლი. პატარა, მყურდო და თბილი სახლი.
- მოგწონს?
- ლამაზია. - გაიღიმა და მდივანზე დახტა. - მანქანაში ძილი საშინელებაა. - წაიდუდუნა და გაიზმორა.
- მე ეგეც არ მძიმებია .
- ღამე ხო გეძინა?
- ღამე კი.
- მე პარკის სკამზე მეძინა ამიტომ ნუ გაქვს პრეტენზიები.
- ვაიმე მანდ რამ დაგაძინა. - წარბები შეჭმუხნა. - არ გშია?
- კი სამი ან ოთხი დღეა არქფერი მიჭამია. - მუცელზე დაიწყო ხელები ანამ.
- რატო, არ გქონდა თუ დიეტაზე ხარ.
- საავადმყოფოში ვიწექი, არც ისე გემრიელი საჭმელი აქვთ, თან ჭამის კი არა სიცოცხლის თავიც არ მქონდა.
- სამაგიეროდ მე გაგიკეთებ ისეთ სუპს აი თითებს ჩაიკვნეტ. - ანას გამხიარულება სცადა ლუკამ. ანამ თავი გააქნია სიცილით ლუკას ცანცარზე, და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

- ანაა. - ჩუმად ჩასძახა ყურში ლჯკამ. - ადექი გოგო, საჭმელი მზადააა. - ჩურჩულითვე განაგრძო. - ადე სანამ ცხელია. ანააა! - ჩურჩულმა შედეგი რომ არ გამოიღო, ყურში ჩაყვირა შეშინებული ანაც მაშინვე წამოვარდა .
- უკვე მეორედ მაღვიძებ ესე, რა გიმდა ლუკა, გინდა რომ მოგკლა? - სიბრაზისგან წარბები შეეჭმუხნა და ხელები მოემუშტა. - გცემ ოღონდ მართლა.
- აუ აბა არ იღვიძებდი და რამექნა, ადექი ვჭამოთ ამ სიცივეში ცხელ სუპს არაფერი ჯობია. - საჭმლის გახსენემაზე ტუჩები გაილოკა და მაგიდისკენ გაექანა ლუკა.
- შენთვის ჯობია გემრიელი იყოს. - თითი დაუქნია მუქარის ნიშნად ანამ.
- მოდი მოდი. - ლუკა ბედნიერებას ასხივებდა. - რა კარგიაა, აი რა ხელები მაქვს, ოქროს ხელები მაქვს რაა. - გასინჯა თუ არა მაშინვე დაიწყო თავის ქება ბიჭმა.
- ოქრო არა ბაჯაღლო, მომაწოდე პური. - ანა ისევ გაბრაზებული იჯდა.
- აიღე. - ღიმილით გაუწოდა ლუკამ. ანამ თვალები მოჭუტა და ერთი ნაჭერი აიღო.
- გემრიელია, ამიტომ გპატიობ მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ეგრე გამაღვიძებ, სულ რომ მაგიდა აავსო საჭმლებით გპირდები მაინც ვერ გადამირჩები. - დაემუქრა ანა და საჭმელს შეექცა.
- კაი მარა შენც მკვდარივით გძინავს და როგორ გაგაღვიძო.
- კისერზე შემხე, ამ დროს მგრძნობიარე ვხდები, მაშინვე გამეღვიძება. - სევდიანი ღიმილით უთხრა ანამ.
- მაშინ მართალი იყავი, რომ თქვი წიგნს ყდით ვერ შეაფასებო. მე გეი ვარ. - წაიჩურჩულა ლუკამ ანას შეხედა.
- არ გეგონოს რომ ამის გამო განგიკითხავ, არანაირი მნიშვნელობა არააქვს ჩემთვის ბიჭები მოგწონს თუ გოგოები. - ღიმილით შეხედა ანამ
- ეჰ ნეტა ყველა შენნაირად ფიქრობდეს, ეს იმიტომ გითხარი რომ თავი მარტო არ იგრძნო, ყველას აქვს ცუდი წარსული და პრობლემები. წარსულით არ უნდა დაიტანჯო არამედ უნდა ისწავლო და იგივე აღარ დაუშვა. - ლუკას სიტყვები ნამდვილად ამშვიდებდა ანას, იმასაც ფიქრობდა რომ კარგად აზროვნებდა. - შეხედე, ეს მამაჩემმა დამმართა. - მაისური აიწია ლუკამ და აჩვენა ზურგზე დატოვებული შრამები. - ვმალავდი რომ მათნაირი არ ვიყავი, მარტო ჩემს მეგობარს გავუმხილე, ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და ვენდე. ამ ბიჭს ერთი გოგო მოსწონდა მაგას კიდევ მე მოვწონებივარ, ეს კიდე ადგა და მაგ გოგოს და საერთოდ ყველას უთხრა რო ბიჭები მომწონს, მამაჩემი ისეთი კაცია აი მეზობლების აზრი უფრო რო აინტერესებს ვიდრე თავისი ოჯახის, ადგა და სარდაფში ჩამამწყვდია. სახლში რო დაბრუნდა მთვრალი იყო, ქამარი მოიხსნა სარდაფის კარი გასაღებით გააღო და იქამდე მირტყა სანამ არ დაიღალა, მეძახდა ნამდვილი სირცხვილი ხარო, დედა დახმარებას ეცადა მაგრამ მასაც დაარტყა, ვერ დავიცავი, დედაჩემი ვერ დავიცავი. - თავ ჩაღუნული დანანებული ხმით ყვებოდა თავის ისტორიას. - ისე მეშინოდა საკუთარი მამის, თან მისი სიძულვილი მახრჩობდა. წელს დავამთავრე სწავლა, წესიერ სამსახურს დავიწყებ და ჩემს დაიკოს და დედას წამოვიყვან. - ანა თავს ცუდად გრძნობდა, იმ კაცის მაგივრად თვითონ ცხვენოდა. ლუკას თავი მარტო რომ არ ეგრძნო ტვითონაც მოუყვა თავისი წარსულის შესახებ. ანა ნელ ნელა უყვებოდა თან ლუკას სახეს უყურებდა, ლუკა ხან გაოცებისგან თვალებს ჭყიტავდა ხან კი თვალები ცრემლებით ევსებოდა. ანამ მოყოლა რომ დაასრულა პირველი 5 წუთი არაფერი არ უთქვამთ არცერთს.
- თავი თურქულ სერიალში მგონია. - წამოცდა ლუკას, შემდეგ ორივენი აფხუკუნდნენ ბოლოს კი ოთახში ორი ადამიანის ხარხარის ხმა ისმოდა. - ღმერთო მთელი ადამიანების დრამა ჩვენ მოგვეციი? - იკითხა სიცილით ლუკამ.
- ასე რო იცინი საშინლად სევდიანი თვალები გაქვს. - სახე დასერიოზებულმა უთხრა ანამ და მისი სახე ხელებში მოიქცია. - ვიცი რომ კიდევ გტკივა, წარსულიდან უნდა ისწავლოო კი ამბობ მაგრამ ასე ადვილად ვერ გააქრობ ტკივილს.
- 3 წელი თუ გავიდა შენი ამბავიდან მაშინ შენც რატომ გაქ თვალები ასე სევდიანი. უკვე არ უნდა დაგვიწყებოდა?. - მოეხვია ანას.
- რაღაცეები დამიტოვა წარსულმა, რაღაც ადგილებზე რომ შემეხო ალბათ ხელს მოგატეხავ.
- მაგალითად კისერზე არა?
- ხო, კიდევ მაჯაზე ხელების დადებაც კი მაღიზიანებს, თმაზე რომ შემეხო ხო საერთოდ კივილს დავიწყებ.
- ასე უხეშად როგორ მოგექცნენ?. - ლუკას თალებ ცრემლებით აევსო.
- შენზეც იგივეს ვიკითხავდი. რამდენი ხანია ამ სასტუმროში მუშაობ?
- იმის შემდეგ რაც ბარბარე გავიცანი, ანუ 5 თვეა. ძაან მაგარი გოგოა, დამეხმარა ყველაფრის თავიდან დაწყებაში, ისეთი ენა აქ გაგანადგურებს. - სიცილით თქვა ლუკამ. ბევი ილაპარაკეს ღამის 9 საათი იყო როცა ბარბარე სახლში დაბრუნდა. ისეთი დაღლილი იყო რომ ფეხსაცმელი გაიხადა და პირდაპირ საწოლში ჩაწვა. ლუკამაც დაიძინა, ანა საღამოობით ძილს ნელ ნელა ეჩვეოდა, აქამდე თუ დილის შვიდამდე თვალს ვერ ხუჭავდა ახლა უკვე დილით 3 ან 4 ზე მშვიდათ სძინავს. დილის რვის ნახევარზე ლუკამ გააღვიძა ოდნავ კისერზე შეხებით.
- მართლაც რა მგრძნობიარე კისერი გაქვს. მიდი ახტი 8 ზე სამსახური იწყება, მენეჯერს უნდა დაელაპარაკო ფორმასაც მოგცემენ და ნუ მოკლედ ადექი დღეს გაიგებ რას ნიშნავს ნამდვილი დაღლა. - ლუკა დილიდანვე ენერგიული იყო და სახლსაც ბედნიერებას მატებდა. ბარბარემ გუშინდელი სუპი გაიცხელა და ლუკას გახედა.
- შენ არ გინდა? - სუპზე ანიშნა ბარბარემ. - ანაა, შენ?
- ანასი არ ვიცი მაგრამ მე კი შევჭამ. - თავისთვისაც დაისხა ლუკამ.
- არა არ მინდა, არ ვსაუზმობ ხოლმე. - გაიზმორა, დივანზე ჩამოჯდა, ფეხებიც ააწყო და მუხლებს მოეხვია.
- შენთვის გუშინ საჭმელი რომ არ გამეკეთებინა ალბათ კიდევ 1 კვირა არაფერს შეჭამდი. რომოვიდა 3 დღე არ მიჭამიაო კინაღამ გავგიჟდი.
- აუ ეგ მოთმინების უნარი მომცა, დიეტას ვიწყებ თუ არა მაშინვე მერღვევინება. - დანანებით ჩაილაპარაკა ბარბარემ.
- ისედაც საოცრად გამოიყურები ჩემო ბაჭია. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ლუკამ.
- შენ რომ გკითხო მე სულ საოცრად გამოვიყურები. - უკმაყოფილება გამოხატა გოგომ.
- იმიტომ რომ თვით საოცრება ხარ.
- უიმეე, ეს სიაფანტი ადამიანები არ შემიძლიხართ რაა. - სახე დაჭყანა ბარბაემ.
- აჰა , უთხარი ამის მერე ამას კომპლიმენტი, ნამდვილი გველაძუააა. - გაიბუტა ლუკა.
- ვაიმე კაი ეხა ნუ მებუტები 3 წლის ბავშვივით, მაღიზიანებ. - ისევ სახე დაჭყანა ბარბარემ
- ახლა გაბრაზებასაც რო არ მაცდის, ვერაა ეს ხო იცი შენ. - საფეთქელთან საჩვენებელი თითი დაიტრიალა ლუკამ და ჭამა განაგრძო. ანა მოემზადა, ბარბარე და ლუკაც მორჩნენ საუზმობას და მზად იყვნენ, 5 წუთი დასჭირდათ სასტუმრომდე მისასვლელად. მივიდნენ თუ არა ბარბარემ მენეჯერთან წაიყვანა ანა. ილაპარაკეს წესებიც აუხსნენ. 8ზე უნდა დაეწყო მუშაობა, მაგიდემს გააწყობდა საუზმისთვის, სანამ კლიენტები ისაუზმებდნენ სხვებთან ერთად მათი ნომრები უნდა დაელაგებინათ, საუზმის დრო როცა დამთავრდებოდა თეფშების ალაგება უწევდა. 12 საათზე 1 სააათიანი დასვენება უწევდა, შემდეგი ხუთი საათი კი ხან დალაგება ხან კი მიმტანობა უწევდა. 6 საათზე რჩებოდა თუ დამატებით ფული სჭირდებოდა დამატებით სამუშაოც შესთავაზეს. 6 ის მერე სასტუმროს კლუბი იხსნებოდა, ანა ამ დროს დაიძინებდა მაგრამ დილის 4 საათზე მოვიდოდა და სხვებთან ერთად დაალაგებდა. ანაც დათანხმდა.

2 კვირა გავიდა თავიდან თითქოს ძნელი იყო მაგრამ ნელ ნელა ეჩვეოდა ყოველ დღე დამტებითზეც რჩებოდა, იმდენად დაკავებული იყო ფიქრის დროც აღარ რჩებოდა ეს მოსწონდა კიდეც თავს სისულელეებით არ გაიტენიდა.

- გიორგი! - დაუყვირა სახლში ახლახანს შესულ გიორგის მანანამ. გიორგის წარბიც არ შეუხრია, თითქოს არაფერიო დააიგნორა დედამისი და თავის ოთახისკენ გაეშურა. მანანა გაბრაზებული წამოდგა და უკან გაჰყვა, თავის ოთახში შესულ გიორგის შეუვარდა და აათვალიერა.
- 2 კვირა სად იყავი? ან ანა სად არის იპოვე?
- წადი რა შემეშვი. - დედამისს თვალი აარიდა და ფეხსაცმლის გახდა დაიწყო.
- ასე რატომ მელაპარაკები. - წარბები შეკრა ქალმა.
- შემეშვი რა.
- არ შეგეშვები, მითხარი ასე რატომ იქცევი, რაც გამომწერეს იმის შემდეგ თვალს მარიდებ.
- ორსულად ხარ, ამას მალავდი, თან ვისგან იმ ქათამისგან, არ გრცხვენია? -გიორგის გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა მანანას ბოიFრენდი, მანანაც ცდილობდა ერთ გარემოში ორივე ერთად არ ყოფილიყვნენ.
- საიდან გაიგე. - დაწყნარებული ჩანდა ქალი.
- ექიმმა მითხრა. - შუბლზე ჩამოვარდნილი თმა გადაიწია და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- არც მე ველოდი, ამ ასაკში რა დროს ჩემი შვილის გაჩენაათქო ვფიქრობდი მაგრამ არ შემიძლია მისი მოშორება. თან...
- გადი. - სიტყვა გააწყვეტინა გიორგიმ. - გადი თორემ გაწყენინებ, სერიოზულად. - ფეზე წამოვარდაა გიორგი, 2 თავით დაბალ ქალს მიუახლოვდა და კარი გაუღო რომ გასულიყო.
- კარგი, გავალ, მაგრამ გთხოვ გემუდარები ანა დააბრუნე, მერე კი დავჯდეთ და ვილაპარაკოთ.
- დავაბრუნებ. - მხოლოდ ეს თქვა და კარი ცხვირ წინ მოუკეტა ქალს.
გიორგიმ რამოდენიმეგან გადარეკა, დიდი დრო არ დასჭირვებია ანას ადგილის გასარკვევად. რამოდენიმე ხელი თბილი ტანსაცმელი ჩაალაგა და თავის მანქანაშ ჩაჯდა. საათ ნახევარი იარა, ჩავიდა თუ არა ის პირობა გაახსენდა ანას რომ მისცა, ახალ წელს ჩამოგიყვან და კახეთს დაგათვალიერებინებო, 1 კვირა კიდევ ჰქონდა ახალ წლამდე ამიტომ, გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ანას გარეშე თბილისში არ დაბრუნდებოდა.

- ყვავილო, დღეს შაბათია მე და ბარბარე ნახევარი დღე ვიმუშავებთ ანუ 12 ზე მოვრჩებით, შენ თუ თორმეტზე არა ექვსზე მაინც მორჩი რა, არ გინდა ეს დამატებითი, კლუბში წავიდეთ გავერთოთ, 1 დღე ვიყოთ ახალგაზრდები რა გთხოვ. - ლუკამ ქვედა ტუჩი გადმოატრიალა და ყელი ერთი ხელით სასაცილოდ გამოწია.
- კარგი წავიდეთ, მაგრამ დამატებითზე მაინც შევალ, 4 ამდე გავერთოთ, მერე დავალაგებ და ერთი ორი საათთ წავუძინებ.
- ამდენს რატომ მუშაობ? რამისთვის აგროვებ ფულს? - იკითხა სააბაზანოდან გამოსულმა ბარბარემ.
- ხო ეს 1 თვე ბოლომდე უნდა გამოვიყენო, ინსტიტუტში 100 პროცენტიანი დაფინანსება მაქ, ტესტი კარგათ დავწერე, ამიტომ ვერ დავკარგავ, ფულს შევაგროვებ რომ საჭმლის ფული მქონდეს, ბევრს ისედაც არ ვჭამ, სახლი კიდევ, დედაშენის სახლში ვიქნები. რათქმაუნდა შენ თუ არ გაქვს პრობლემა.
- არა რა პრობლემა, დედაჩემმა შენ მოგცა მანდ ყოფნის უფლება, მე საერთოდ არ ჩავერევი. იმდენ ხანს იყავი რამდენიც გაგიხარდება. ანუ ამ საღამოს მაგრად ვერთობით. - წამოიყვირა მოულოდნელად ბარბარემ, ანა შიშისგან შეხტა რაზეც სიცილი ატეხა ლუკას.
- გეფიცებით თქვენ ორს ჩუმად ლაპარაკი არ შეგიძლიათ. - ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა ანა.
- და ჩასაცმელი გაქვს?. - დააწია ოთახიდან გასულ ანას ბარბარემ.
- რაც მაცვია ეგ ტანსაცმელი არ არის? - გამოსძახა თავისი ოთახიდან.
- არა! ეგ ლუკას სპორტულებია რომლებიც აშკარად დიდი გაქვს. მე აგირჩევ რამეს.
- აუ არ მინდა რა, არ მაქვს ახლა გაპრანჭვის თავი. - ოთახში შემოსულმა დაიწყო წუწუნი.
- ეს რა სიტყვებია ყვავილო? ესეთი სილამაზე არ უნდა იმალებოდეს, პირიქით უნდა ბრწყინავდეს. - ბოლო სიტყვებს ხელი მიაშველა.
- ხო, მართალია ლუკა უტვინოა მაგრამ ამაში მართალია. - ბარბარეს სიტყვების გააზრების თანავე სახიდან სიცილი მოშორდა ლუკას.
- მე თუ უტვინო ვარ მაშინ შენ საერთოდ რა ხარ შე კვატო. - ენა გამოუყო და ახლა ანას მიუბრუნდა. - ანა აი შენეხე, ჯერ ამ თხას დააკვირდი და მერე მე, ახლა ამას რამე ჭკვიანის ეტყობა?.
- ლუკა მე ნუ ჩამრევ. - ხხელები მაღლა ასწია ანამ.
- ნუ გადარიე ბიჭო ერთი რაა, წამო ავარჩიოთ დღეისთვის რამე. - ხელი მოკიდა ბარბარემ და თავის ოთახში გაიყვანა.
- აუ მეც მაინტერესებს. - ლუკაც წამოფრინდა მაშინვე. ბევრი იკამათეს და იჩხუბეს, ანა უყურებდა ბარბარეს და ლუკას კამათს და სიცილს ვერ იკავებდა. საბოლოოდ გრძელ მკლავიანი კაბა გადაწყდა, ტანზე მომდგარი, ანას არ უნდოდა მაგრამ ბარბარემ ეს კაბა შენს ტანზეა შეკერილიო ამიტომ გაპროტესტებასაც არ ჰქონდა აზრი.
- თან ასეთი ლამაზი ტანი გაქვს, ვსო ვსო გადაწყვეტილია, ულამაზესი ხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent