შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კ ა რ მ ა


25-01-2022, 19:00
ავტორი ALINO2
ნანახია 721

კ ა რ მ ა

2025 წლის, 15 სექტემბერი.

მოსაწყენი დიალოგის ფონზე, მანამ, სანამ მე ჩემს შფოთვებს ვუმკლავდებოდი, ჩემი გონება ისევ ბურუსში ჩაეშვა. არ ვიცოდი სად ვიყავი, სად მივდიოდი და მეტიც ვინ ვიყავი.
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს კიდევ ერთხელ დამემართა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ მალე გაივლიდა. მახსოვდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი რომ უნდა მესუნთქა ღრმად და კბილის პასტის, მენთოლის სუნი ცხადად წარმომედგინა.მხოლოდ ასე თუ გამიქრებოდა გულის რევის შეგრძნება, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ყველა სხვა დანარჩენზე,რომელიც ასე მტანჯავდა. ცოტა ხნისშემდეგ ყვლაფერი დასრულდა და შფოთვები გაქრა.......ოღონდ,მხოლოდ რამდენიმე ხნით.
შფოთვები გაქრა, მანქანაც შეჩერდა. გონება ავტომატურად რეალურ სამყაროში დაბრუნდა და გამახსენდა ყველაფერი: ვინ ვიყავი, სად მივდიოდა, განსაკუთრებით კი ის საშინელი რეალობა გამახსნედა. გამახსენდა რისთვისაც მივდიოდა იქ, სადაც მივდიოდი. აქ უკვე სუნთქვა შენელდა და მოვემზადე იმისთვის, რაც ასე ძალიან არ მინდოდა, რაც ასე მაშინებდა, მაგრამ,, ეს უნდა გავაკეთო,, მხოლოდ ამას ვუმეორებ ჩემს თავს, რადგან მზად ვარ რომ გავიქცე,რადგან საკუთარი თავს აქ ძალით ,,მოვათრევ,,.
მანქანიდან გადმოსვლისთანავე ვიგრძენი ხალხის დაჟინებული მზერა. ვიცოდი, რომ მელოდებოდნენ. ზოგი მადლიერების, ზოგი სიბრალულის, ზოგი ზიზღის, ზოგი კი დაბნეული თვალებით მიყურებდა, თუმცა მათიც მესმის. ისინი, ხომ ელოდებოდნენ 25 წლის გოგონას, რომელიც მათი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად მივიდა მათთან. ისინი ხომ ელოდებოდნენ გოგონას, რომელიც მისი ღვიძლის ნახევარს გაიღებდა მისი ლოთი, ბიოლოგიური მამის გადასარჩენად, რომელმაც იგი მისი ცხოვრებიდან წაშალა და მას ,,ცხოვრების შეცდომა,, დაარქვა, მაგრამ ცხოვრების კარმამ ეს წაშლილი წლები და ,,ცხოვრების შეცდომა,, უკან ახალი სიცოცხლით უნდა რომ დაუბრუნოს, საკუთარი სიცოცხლით.
ხალხის მზერა მთელი მონდომებით ავირიდე, თავი მაღლა ავწიე და საავადმყოფოსკენ მძიმე ნაბიჯებით ავიღე გეზი.უკან ჩემები მომყვებიან, მაგრამ მაინც მარტო ვარ, სრულიად მარტო და ვიცი ,ამ კარების შეღების შემდეგ ან ყველაფერი დასრულდება, ან ახალი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის გააღებს კარს.


2025 წელი , 20 აგვისტო.

-დედა წარმოგიდგენია რას მეუბნები? საერთოდ ფიქრობ ჩემზე? მაინც რისთვის უნდა გავაკეთო ეს? ან ვისთვის? უნამუსო ადამიანისთვის, რომელმაც წლების უკან დაშვებული შეცდომა დამარქვა, მიმატოვა და თან ყველაზე სასტიკად. მთელი ცხოვრება მისი შვილი მის თვალწინ იზრდებოდა და ის ამას არც კი იმჩნევდა. ახლა კი მის ცოლს, ჩემს საყვარელ ნათლიას ყოფნის იმის გამბედაობა, რომ აქ მოვიდეს, ცრემლად დაიღვაროს და მითხრას რომ ეს ჩემი ვალი და საჩუქარია. და მეტიც,მე ვალდებული ვარ მისი ქმარი სიკვდილს გადავარჩინო. ღვიძლი გადავუნერგო და შემდეგ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც იყო!

-ალინა! დამშვიდდი , თავი შეიკავე. გესმის მაინც რამხელა ხმაზე საუბრობ.?ერთი შეგახედა შენი თავისთვის და მოგასმენინა შენი სიტყვები. ასე როგორ შეიძლება, ღმერთის მაინც არ გწამს ? კვდება ადამიანი,კვდება ! გესმის ეს თუ არა?
კარგი , მისმინე , ახლა მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს ,მთავარია რომ გადარჩეს, რატომ არ გესმის ,რომ მისი დიდი სანათესაოდან მხოლოდ შენ აღმოჩნდი მისთვის შესაბამისი დონორი და ვალდებულიც ხარ რომ გადაარჩინო ! ბოლოს და ბოლოს მან ხომ სიცოცხლე გაჩუქა. ამდენს როგორ ვერ ხვდება ეგ შენი ტვინი, მაგრამ შენ ხომ ერთადერთი რამ გაინტერესებს , როგორ გაექცე რეალობას და როგორ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე . ეგოსიტი გოგო ხარ და დროა გონს მოხვიდე !

-არ მჯერა რომ ეს სიტყვები მესმის. შენ დგახარ და კიდევ ბედავ,რომ ასე მელაპარაკო ? შენ მიმალავდი სიმართლეს დღემდე, მიუხედავად რომ ყველაფერს ვხვდებოდი და ვიცოდი. შენგან მხოლოდ სიმართლეს ვითხოვდი , ვითხოვდი რომ გეთქვა ეს ყველაფერი , რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა. აგეხსნა და გეთქვა ეს ყველაფერი, მართალი იყო თუ მხოლოდ ჩემი ილუზია. იცოდი მაინც როგორ ვიტანჯებოდი ? გთხოვდი რომ სიმართლე გეთქვა ,გემუდარებოდი! შენ წარმოგიდგენია?საკუთარი და და ბიძაშვილი ჩემს თვალწინ იზრდებოდა , საკუთარი ბიძა უცხოსავით მექცეოდა და ეს ყოველთვის მაფიქრებდა.საკუთარი ბაბუა კი მთელი ცხოვრება ისეთი სიყვარულის თვალებით მიყურებდა ,რომ ესეც მაფიქრებდა და რის გამო და ვის გამო დავკარგე ამდენი წლები ? იმის გამო, რომ ორ ეგოსიტ და ცოდვილ ადამიანს არ უნდოდა ცხოვრება აერიათ და ამისთვის ყველა და ყველაფერი გაწირეს ? მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვრეს ? ამ ყველაფრის შემდეგ კი მე ვარ ეგოისტი და მე ვფიქრობ საკუთარ თავზე . საკუთარი სიტყვების როგორ არ გრცხვენია მერი ! ნუთუ შენში სულ ჩაკალი სიმართლე.
დედა წავედი ,აღარაფრის მოსმენა არ მინდა . რაც უფრო მეტს მოვისმენ შენგან მით უფრო გატკენ გულს.
-ალინა, მხოლოდ ერთს გეტყვი. გონს მოეგე და ოპერაციისთვის მოემზადე , ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

-ეს ერთზე მეტია და მაინც ამას ჩემს გარდა ვეღარავინ გადაწყვეტს. ვერავი გადაწყვეტს რა და როგორ იყოს ჩემს ცხობრებაში.

ტელეფონი ავიღე , ხელში რაც მომყვა ჩავიცვი და გარეთ გავედი. უკვე ბინდდება,ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ,ოღონდ სად არ ვიცი. თბილი სიო სახეზე ჩემს უაზროდ გაშლილ თმებს მაყრის,შეშლილი თვალებით ვიყურები უკვე ვიცი ,როგორც გამოვიყურები, ნამდვილი შეშლილივით. ცრემლები თავისით მიუყვებიან გზას,აზრსაც არ მეკითხებიან , თითქოს ყველა ქმნის ჩემს ცხოვრებას ჩემს გარდა. გონება კი ისევ ბურუსში იწყებს ჩაძირვას და ვგრძნობ, როგორ მეკვეთება ფეხები, როგორ მახრჩობს ყელში რაღაც, როგორ მავიწყდება ისევ ყველაფერი. ნაბიჯებს ვუმატებ,მთელი ძალით ვუმატებ გონებას სხვა რამეზე ვრთავ,ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,რომელიც არ მყოფნის , სიგარეტს ვუკიდებ და მხოლოდ მაშინ ვგრძნობ შვებას , მხოლოდ მაშინ ვხვდები ვინ მჭირდება, ვის მკლავებში ყოფნა და ვისი ალერსი.ტელეფონს ვიღებ ,ზარი გადის ....ტელეფონიდან კი მომესმა ხმა , რომელიც ნაცნობი იყო ჩემთვის,მაგრამ ჩემი გული და გონება მას აქ არასდროს ელოდებოდა. საყვარელი მამაკაცის ნაცვლად ტელეფონზე,მძინარე ხმით ჩემი,,საუკეთესო,, მეგობარი,, თებეა,, მპასუხობს. ტელეფონს ვთიშავ და ერთ წერტილშო ვიყურები , სიგარეტი ხელებში ჩამეწვა.გონება ისევ ჩაიძირა სიშავეში. ამდენ საფიქრალთან ერთად კიდევ ერთი რამ დაემატა ჩემს გონებას. რატომ პასუხობს ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი საყვარელი მამაკაცის ტელეფონს ასე მშვიდი, ნაზი და ბედნიერი ხმით. სიგარეტი ჩავაქრე ,ტაქსი გავაჩერე და ჩემს ყველაზე დიდ სიყვარულთან გეგასთან წავედი, გზაში კი ყველა შესაძლო ვარიანტი თავიდან განვიხილე და მხოლოდ ერთს ვნატრობდი, რომ დღესვე გამეგო სიმართლე ,რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო იგი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent