შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციყვო ციყვო,მირჩიე რამე. - დასაწყისის დასაწყისი


27-01-2022, 08:57
ავტორი აიესმე
ნანახია 858

მთხრობელისგან
გამაღვიძეს.ძალიიან გაბრაზებული ვარ ! მაგრამ რას ვიზამ.რა შემიძლია ?
მოკლედ,რა გავიგეთ ალეს შესახებ ? გავიგეეთ ისს,რომ ის კერპთაყვანისმცემელია.მეოცნებე... გიჟური რიტუალების მოყვარული და ჩვეულებრივი ცოხვრების პროცესსშია ჩართული.მართალია,დროის უკმარისობის გამო კლუბში ვერ გავაგულავეთ და ვერც ქუჩის ამბები მოვყევით,რადგან ავტორის ციყვს ეს ნაკლებად აინტერესებს.ალბათ გახსოვთ,კალმები რომ აუჯანყდნენ... შეიძლებოდა იგივე დამმართვნოდა მეც.ამიტომაც,ახლა იძულებული ვარ მადლობა გადავუხადო ცივცივ ცივილიზაციას ამისთვის.გმადლობთ ამ ულევი მელნისათვის- „ავტორის სახელით“.კიიდევ რა გავიგეთ ? გავიგეთ ისს,რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს მის ცხოვრებაში.ჰოო კიდევ,ოჯახურ იდილიას მძინარე მამიკო და ქვეყნის გარეთ მყოფი ძამიკო გამოაკლდა.თან ის არც ისე დიდხანს გაგრძელებულა.ამიტომ,ამისთვის ბოდიში.შევეცდები ავტორს დაველაპარაკო და სამომავლოდ გამოვასწოროთ ყველაფერი.თუ რა თქმა უნდა დამთანხმდება.ამიტომ,თუ ის დამთანხმდა,ვფიქრობ ალეს კლუბშიც ვიხილავთ.მაგრამ ეს ჯერ ადრეა.ის უნდა გარდაიქმნას.გარდაიქმნას და მოემზადოს იმისათვის რომ რთული ხასიათის ევასა და სასახლეში გამომწყვდეიული ათენას ცხოვრება იხსნას თითქმის გარდაუვალი დაღუპვისგან.ჯანდაბა ! და ეს ყველაფერი მე უნდა მოგიყვეთ !!! ხოო კიდევ,ალეს ვიზუალური აღწერილობის შესახებ,სასტიკად გამაფრთხილა კრინტიც არ დამეძრა და უფრო მეტიც, მრისხანემ,ამის თაობაზე თითი მკაცრად გაიქნია და მოკვლ... ერთი სიტყვით, ამიკრძალა.მხოლოდ შავითვალების გამხელის უფლება მომცა და მითხრა,დანარჩენი აღმქმელს მიანდეო.ასეა, ყველა თავისი სურვილების ასრულებაზე ზრუნავს.ასევე ისიც.ამიტომაც ავტორმა როგორც დასაწყისში აღნიშნა,რაც გუშინდელი თათბირის შემდეგ,არაერთხელ გაგვიმეორა,დამავალა კვლავ იგივე თხოვნა შემოგითვალოთ.გუშინ რომ გთხოვათ ნუ წაიკითხავთო.გუშინ გადაწყდა რომ ის დასაწყისი არ ყოფილა. წინა დასაწყისი,დასაწყისად არ გამოდგა.ის ასე ვთქვათ ერთდგვარი პროლოგი იყო.აი ჯოჯოხეთის სიღრმეებიდან იმ ციყვის დამცინავი ხმას მოაქვს,ჩუმ ნიავს,რაღაც... შრიალის მსგავსის და ის ასე ჟღერს „პროლოგიი,აიი რანაირად „ რადგან მთელი ისტორია ეხლა იწყება.უფრო სწორედ დაიწყება... ჰოდა,თათბირზე ავტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით,გადავწყვიტეთ ძალიან დიდი ენერგია არ დავხარჯოთ სასვენი ნიშნებისა და საერთოდ წინადადებების გამართვისთვის.რამდენია იმის ალბათობა,რომ სრულყოფილი ნაწერი მიივიწყონ ? აჰ... დიდი,დი დი ! ამიტომაც,როგორი ყეყეჩი უნდა იყო,რომ სრულყოფილება შექმნა.-ავტორის ფიქრები იყო.მე ნუ მერჩით. ეჰ არ ვიცი,არ ვიცი,რა აზრები უბზუის თავში ამ ავტორს ! არა,უეჭველი ამ ორ ჰემისფეროს რაღაც სჭირს. -პ.ს. : არ უთხრათ ეს რომ ვთქვი.


ქალაქში დაბრუნება.მტაჯნველი ბოდიალი და სანატრელი ათენა.

გული მიგრძნობს,რომ ვერ გავმხიარულდებით ალეს უკანასკნელი ღამის გახსენებაში.ამიტომ დრო,რომ არ დავკარგოთ... აი ვის ადარდებს მისი დადორბლილი ტუჩები ? ჰო,მხოლოდ ის ვთქვათ,რომ იმ დღის ბოლოს,ბევრი ღვინო სვა გიგასთან ერთად და დილით ტუჩებსა და მთელს ბალიშს დრობლი მოსდებოდა.მეორე დილას,როგორც კი საყვარელ დეიდას,მთელი გულითა და სულით უმოკლეს დროში ფეხზე დადგომა უსურვა და ჩაეხვია,იმდენად ფრთხილად რომ დეიდას ტკივილი არ ეგრძნო.შუბლი დაუკოცნა და უკან,სახლში დაბრუნდა.დილით ადრევე წამოვიდა.ორი მიზეზის გამო.48 საათის განმავლობაში ცხელ სხეულებს,ეს ციგნების მიერ მოთრეული მატერია,სხვათაშორის თუ არ იცით გეტყვით,ზედ ახმება.და მეორე მიზეზი კი მის ხელთ არსებული ნაწერების შესწავლის დაუოკებელი სურვილი გახლდათ.

მას შემდეგ რაც სახლში მივიდა.ფურცლები ლოგინზე მიყარა და სააბაზანოში შევიდა.თავის ტკივილი საერთოდ არ ამხიარულებდა.მაგრამ ჯიბეში არსებულმა კანფეტმა ნამდვილად გაუქრო თავის ტკივილი და ძალიან,ძალიან გაამხიარულა.ჯიბეში ფურცელი იპოვა.ფურცელში ის გახუნებული,მუქი მწვანე ფერის ბალახი აღმოჩნდა და მართლაც რომ დიდ მადლიერებას გამოხატავდა ყველაფრის მიმართ.განსაკუთრებით ბიძაშვილის მიმართ.აქ გამოვტოვებ „ცივი შხაპის“ მიღების პროცესს და შემდეგ იმ მომაბეზრებელ მომენტებს,თუ თავისი გულუხვობისა და „ჯიგრულობის“ გამო როგორ დაიწვია სხვა არსებები ამ უგემრიელს კამფეტზე.ამრიგად,როცა ყველა გააბედნიერა,სახლში დაბრუნდა და უკვე უნდოდა ეთქვა და იძახდა კიდეც „ძილი მომერია,მომერიააა“ - ო,რომ უცბად რაღაც უცნაური იმპულისით აღძრულმა შეჰყვირა - ვერ მომერევიი !!! - ჰოდა სასწრაფოდ მოიმარაგა ყავა,თამბაქო,სუფთა ფურცლები და ამჯერად უფრო მეტი გონიერება გამოიჩინა,რადგან ამ იმედგამაცრუებელ კალმებს ზურგი აქცია და ფანქრით დაიწყო მოქმედება.თაბახის სუფთა ფურცლები,რომლებიც უხვად ჰქონდა თავისი ეგოს დაკმაყოფილებისათვის შეძენილი,დაახლოებით ოციცალი გადათვალა და მაგიდას მიუჯდა.ეს ის მაგიდაა,მამამისმა თავისი ხელით,რომ აუწყო.ჯერ კიდევ მაშინ სკოლაში რომ დაბობღავდა.ყოველთვის გაახსენებს მამის მიერ გაკეთებული მაგიდა,რომ ცხოვრებამ არ მისცა შანსი „ესწავლა“.ამიტომაც ამ მაგიდაზე ყველა ფილოსოფიურ,რელიგიურ,მისტიურ თუ ათასი ნაჯღაპნით სავსე „გარდა გენიალური რომანების“ თეთრ ფურცლებს დასქცეროდა ხოლმე.მოკლედ,როდესაც ყავის საკმარასი რაოდენობა მიიღო,ანუ დაახლოებით ხუთ დიდ ჭიქამდე და მის მაგიდაზე საფერფლეში დადებული სიგარეტის კვამლი,სარკმეველივით მთელს ოთახში რომ იფრქვეოდა და დავიწყებოდა,რომ საერთოდ ოდესმე სიგარეტს ეწეოდა... უცბად ამ ნაწერების ქექვასა და ჯერ კიდევ იმ ოციცალი სუფთა,ქათქათა ფურცლების შემხედვარე,დაიბნა ალე. საკუთარ თავს უთხრა,ამ ყველაფერს თავს ვერ მოვუბავო და დაიძინა.სუფთა,ქათქათა თაბახის ფურცლები,უკვე ტრანსფორმირებულ კვამლთან ერთად,კარგ ადგილას მოხვდნენ.ალეს ოთახში.იმ ღამით მასთან დარჩნენ. აი ხო მთხრობელი ვარ,მაგრამ რაც გინდათ ის მითხარით,მეთვითონ დავიღალე.ამიტომ მოკლედ აი რა მოხდა.მეორე დილას,როდესაც კვლავ გააღვიძა მზემ ხელის ფათურით ალე.და დაიწყო მისი ჩვეული დილა,ანუ საბოლოოდ გაყო მაიკაში თავი და სამსახურში წაბობღდა.ნაწერებიც თან წაიღო.ეს საუკეთესო ადგილი იყო . ბალახს იქ არ მოიხმარდა.თავისი გამოთიშვების გამო და ამიტომ იძულებული იყო ფხიზელი გონებით ჩაეხედა ამ ჯადოქრულ ნაჯღაბნებში.რომელიც ისეთი კალიგრაფიით იყო დაწერილი,მართლა,ვფიცავ ! სიავეს იგრძნობდით.24 საათის შემდეგ,ანუ სმენის გასვლისა და სახლში დაბრუნების შემდეგ,ალემ შეძლო და მრავალი უსიამოვნო ნაწერის გაშიფვრა მოახერხა.რა თქმა უნდა თანმიმდევრობის იმედი არ უნდა ჰქონოდა.მოდი გამოვტოვებ იმ მტანჯველ პროცესს რაც მან 4 თვის განმავლობაში გადაიტანა.4 თვის შემდეგ მას უკვე,თამამად შეიძლება ითქვას,რომ ავი ნაწერების 80 პროცენტი უკვე სუფთა,ქათქათა ფურცლებზე ჰქონდა გადატანილი.ასევე უფრო მეტი სიმამაცეც გვმართებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას „გაშიფრული“. ჰოდა,ალე კითხულობდა მთელი მომავალი 2 თვის განმავლობაში ამ მომაჯადოებელ იდეებს.პირად ჩანაწერებს,ბებიის გულმხურვალე რჩევებს და რაღაც მომენტში აღმოაჩინა,რომ სამყაროს ახალი თვალით ხედავდა.რაღაც... უფრო ისეთით,არწივის თვალით ! თუმცა საგნამდე ძალიან,ძალიან შორი მანძილი აშორებდა.მან ეს არ იცოდა.არ იცოდა და საბოლოოდ ნაწერების გაშიფვრის პირველი დღიდან,უკვე 1 წლის თავზე გააცნობიერა,რომ საგნები,რომლებიც შეიძლება ახლოს მოგვეჩვენოს...შესაძლოა ჩვენგან,ძალიან,ძალიან შორს იყოსო... ხოდა მომავალი 2 წელი,მთელი ამ დიდებული საგნების,მისი მოხმარების პრინციპების გარკვევასა და დაუფლებას დაუთმო.როგორც იქნა ამ მტანჯველი მეორე წლის დასასრულს სრულიად ზუსტად იცოდა პასუხი.თან ისე,ეჭვიც რომ არ ეპარებოდა.საბოლოო ჯამში მან დაიწყო.დაიწყო ის,რასაც მისი ბებია როგორც თავის ნაწერებში უწოდებდა „ხვნა“.ის პირდაპირი მნიშვნელობით ხვნას წერდა. ეჰ,საყვარელი,გრძნეული ბებია -ნათელში იყოს შენი სული.თუმცა შემდეგ ალემ ეს სიტყვა შეცვალა და მუშაობა უწოდა მას.ურიგო არ იქნებოდა აქვე მეთქვა,რომ 2022 წლის 25-მილკანს,ანუ მაშინ როცა ალე სოფელში დამსხვრეულ დეიდას ესტუმრა და მეორე დილით ფურცლებით ხელში დაბრუნდა სახლში.იმ დღიდან დღემდე,ანუ 2030 წლის 25 მარტამდე.ის გამუდმებით მუშაობდა.მუშაობდა საკუთარ თავზე და შეძლო სისრულეში მოეყვანა თავისი ყველა გადაწყვეტილება.ყოფილიყო ისეთი,როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო.ან... ვინ იცის,იქნებ ეს იმ ბებრუხანას „ნდომა“ იყო ? რომ არ გაანადგურა ის ნაწერები და ან საფლავში,რომ არ წაიღო ??? მოკლედ.ჯადოქარი ბებიის გადმოცემის თანახმად,ადამიანი პაწაწინა თესლს გავს.რომელსაც პოტენციაში შეუძლია გახდეს უდიდესი მუხის ხე.რომელსაც თუ კი,შესაბამისი ნიადაგი,წყალი და მზის სხივები,ერთი სიტყვით გარემო, არ მოაკლდება,აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.ხოდა ალე,ბებიის ღრმა რწმენით და მისი რჩევების შესაბამისად უვლიდა თავს 8 წლის განმავლობაში.ის მართლა დიდებულ ქმნილებად იქცა.მოდი აქ არც იმას აღვწერთ,როგორ უვლიდა თავს.რას ნიშნავს მზის სხივები,წყალი და ნიადაგი.და საერთოდაც,კარგი გარემო ადამიანის ზრდისათვის.ამიტომაც პირდაპირ იმაზე გადავიდეთ,რომ ამ 8 წლის განმავლობაში,მას ქალაქი დაეტოვებინა.მეოთხე წელს,როდესაც უკვე იმ ხარისხს მიაღწია,რომ აი იმ დღეს,კალმები რომ აუჯანყდნენ,ასეთ სურვილებს ჩვენით ნუ დაწერო... ის სურვილი,კი არ აუსრულდა,თავისით აისრულა. ამრიგად როდესაც მისი ოჯახის ეკონომიკური აღზევება დაიწყო,მხოლოდ რა თქმა უნდა ყოველგვარი ზნეობრიობის ფარგლებში.მას შემდეგ დაიწყო ახლობლებსა და ნათესავებზე ზრუნვა.ხვნის დაწყებიდან,მეექვსე წელს,ყველაფერი დაალაგა.იმავე წლის შემდეგ შეწყვიტა ეს და ქალაქში დაბრუნებამდე,შეწყვეტის დღიდან,ანუ მთელი 2 წლის განმავლობაში მხოლოდ იმას ფიქრობდა თუ როგორ შეიძლებოდა მთელი,ამ სიმყრალის მოშორება ადამიანთა ცხოვრებიდან.ჰოოდა ასე.ალეს უმაღლესი იდეალები ასეთი იყო.მაგრამ რაღაც გამომრჩა.ციყვის იდეალები საერთოდ არ ემთხვეოდა ალეს იდეალებს.ან რა იდეალები. ციყვი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა. და ეს „შიშველი გაქაფული ციყვები“ - იყო არის და შეიცვლება... . ა,ამ აბეზარა ციყვის შესახებ არ გიამბეთ ? ის ალემ პირდაპირ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა.ჰო,არ გავაზვიადებთ.ის ნაძირალა,ჩუმად,მალულად გამოჰყვა.შემდეგ კი როცა ალემ მისი ყოფნა გააცნობიერა,ეს ავი სული შეევედრა ალეს,რომ იიქ,უკან არ დაებრუნებინა და ეჩუქებინა მარადისობის გადმოსახედიდან 1 წყეული წამი.ანუ როგორც ციყვი სთხოვდა... სულ ცოტა 100 წელი. ასე თუ ისე,შეთანხმდნენ ალე და სული.ამ შეთანხმებას ვერ გაგიმხელთ.ბოდიშით,ეს მათი პირადულია.ანდაც კარგი,ჩვენც ხომ უკვე ერთნი ვართ,ამიტომ გულს ვერ ვაკავებ და გეტყვით.სულმა ალეს შესთავაზა,რომ ბრძნულ რჩევებს მისცემდა ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში.უთხრა ალეს რომ ეცადა,გამოეცადაა... და როგორც კი,თუ კი თავს მოაბეზრებდა უკან დაებრუნებინა.ალემაც გამოცადა... გამოცადა და ამ ნაძირალა მოლაქლაქე ციყვმა,თავი შეაყვარა. „ხოლო მოდი, ნუ ვიკითხავთ როგორ შეიძლება,რომ ციყვები ლაპარაკობდნენ. ამის გასაგებად სამყაროს გაფატვრა და მისი შიგნეულობის შესწავლა დაგვჭირდება.რაც მერწმუნეთ... ძალიან-ძალიან რთული და მყრალი პროცესია. ამიტომ დავტკბეთ ზედაპირით !“ სულს ფორმა უნდა მისცემოდა,ეს ფორმა ალემ აირჩია.როგორც თვითონ თქვა,სახალისოდ ეჩვენებოდა.სული კი სულ მუდამ ბრაზდებოდა როცა აცნობიერებდა იმას,რომ ციყვის სხეულში მოუწია ყოფნა.თუმცა 2 წელიწადში ყველაფერს შეეჩვევა კაცი.საინი - სახელი იმიტომ უბოძა ალემ,რომ ამ კაკლის ტოლა ტვინში მომწყვდეიულმა სულმა,თავიდან პატარ-პატარა,მართლაც რომ ბრძნული რჩევებით დაიწყო... და ყოველ ჯერზე ალე ასე იძახდა „საინტერესოაა...“ „ჰმ... საინტერესოაა“ ჰოდა ერთდღესაც გადაწყვიტა საინა დაერქმია.უფრო ზუსტად...მერე ბევრი იკამათეს და საინი -ზე შეთანხმდნენ.ასე თუ ისე,2 წელში ისინი უბრალოდ მეგობრები აღარ იყვნენ.ისინი,ძალიან ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ.უფრო მეტიც,იმდენად კარგი რომ ალეს უყვარდა კიდეც ეს ,სინამდვილეში მყრალი არსება.კითხეთ ალეს... ციყვმა თავისი მდაბალი ბუნება,არა დროთა განამვლობაში,არამედ პირველივე ახალგაზრდა,შვენიერი გოგონას დანახვისას გამოამჟღავნა. არა და მანამდე იფერებდა „ბრძენი ვარ,ბრძენი“ -ო.ციყვსაც შეუყვარდა ალე.ისინი უკვე ძმაკაცობდნენ. ჰოოო,მინდა არ მინდა უნდა გითხრათ,ციყვის რჩევა იყო ქალაქში დაბრუნება.ვითომ და ბრძნული შეგონებების მიღმა დაფარულ „ციყვის პირად“ განზრახვას მაინც ჭვრეტდა ალე.თუმცა ეს ის დრო იყო,რომ მართლა უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში.ქალაქში დაბრუნება არ იყო მარტივი საქმე.იმიტომ არ იყო მარტივი საქმე,რომ იმ ძალების ტარებისთვის,რასაც ალე ატარებდა. სუფთა ტანსაცმელი იყო საჭირო. და ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა ,როომ ალეს,ქალაქში არსებულ ნაგავში თავი დაეკარგა და ტანსაცმელი მთლიანად მოეთხვარა.თუმცა ციყვი უკან არ იხევდა... ჰოდა მოკლედ დაბრუნდნენ.მაგრამ სანამ ამის მოყოლას დავიწყებდე,მანამდე სხვა რამის შესახებ უნდა მოგახსენოთ.ქალაქში და დედამიწაზე,მთელს მსოფლიოში არსებული ვითარებების შესახებ უნდა გაცნობოთ.ამ 2030 წლის 25 მარტისთვის,უკვე მთელს მსოფლიოში წყეული კოვიდის რაღაც ჰაშ-ზ6 ვერსია დასანსალებს.როგორც ამას დიდი თავნი ამბობენ.ჰოოდა ამ ჰაშ-ზ6 ს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები არ ატარებენ.ჰაშ-ზ6-ის ვერსია პირდაპირ მომაკვდინელებია.კურნებადი,მაგრამ პირდაპირ მომაკვდინებელი.ხომ წარმოგიდგენიათ ?? ანუ მაქსიმუმ 30 დღე ატარო ვირუსი და ბოლოს უეჭველად შეწყვეტთ სუნთქვას.მიუხედავად ვაქცინაციისა,ვირუსი მაინც ყველას ემუქრება ! ამიტომაც ყველა ვიინც ვაქცინირებული არ ირის,მსოფლიომ „მსოფლიოს მავნებლად“ გამოაცხადა. და ისინი ყველანი იდევნებიან ახლა.მათ არ აქვთ ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსით ცხოვრების უფლება.სინამდვილეში ის რაც 8 წლის წინ ეგონათ დაზომბებისა და ცნობიერების მართვის მცდელობის შესახებ,ნაწილობრივ გამართლდა,ფიზიკურ პლანზე.თუმცა თვითონ ეს ნივთიერება,რაც ადამიანებში შეჰყავდათ ადრე.მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებდა,სამომავლოდ,წინასწარ განსაზღვრული კოვიდის ვერსიების გადასატანად „უკურეაქციები და სიკვდილიანობაც ამიტომ ხდებოდა“.მაგრამ იმას რასაც „ნებისყოფა“ ქვია მთლიანად წვავდა და წურავდა.და ეს უკანასკნელი მდგომარეობა თითქმის არსებების „ნების“ „აპოკალიფსად“ იქცა.ხალხი ვინმე ერთპიროვულ მმართვეს ელოდა.რაღაც წერილების შესაბამისად.თუმცა არავი გამოჩენილა.რატო ? მითხარით,ეშმაკები რის ეშმაკები არიან თუ ეშმაკურად არ იმოქმედეს ? ახლაც კი სჯერათ ვინმე „ანტიქრისტე“-სი.არა და ის უკვე მაშინ მეფობდა,როცა ეს არავის ეგონა.ჰოოდა ის ახლაც განაგრძობს „დიქტატორობას“.ამრიგად როგორც ჭადრაკის დაფაზე,ეშმაკურ სვლებს არ ვიმჩნევთ და მოთამაშეს ვაფიქრებინებთ,რომ ლაზიერუკას კლავს.მაშინ როცა თამაში მოგებული გვაქვს. ის იწყებს ფიქრს,არ მოკლას... რადგან ფიქრობს,რომ ხიფათში გაებმევა. და ამის გამო არც კლავს.თითქოს რომ მიხვდა ჩვენს გენიალურობას.არა და სინამდვილეში თამაში დამთავრებულია.ჩვენ უბრალოდ წავიმასხარავეთ. მას უბრალოდ არჩევანი არ აქვს.ჩვენ კი ულვაშებში ვხითხითებთ.რატო ? ვინ იცის... ხდება ასეც.ჰოდა ასე.8 წელიწადში არავაქცინირებული მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი გაწყდა.მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში,პარალელურად მიმდინარეობდა შობადობის ჩვეული რიტმი.სტატისტიკის თანახმად, 8 მილიარდი ადამიანის 80 % ვაქცინირებულია და უვნებლად ცხოვრობს.ხოლო დანარჩენნი,ზოგიც ტყეში,მთაში და სოფლებში.რა თქმა უნდა მალულად.ამრიგად ქალაქებში უმკაცრესი კონტროლი მიდის.დღეში შესაძლებელია,ერთი 100 ჯერ შეეგაჩერონ.ახალი პროფესიის მქონე პირებმა,რომლებსაც „ჩექერსი“ ქვიათ მთელს მსოფლიოში,რაც ქართულად ასე ითარგმნება პროფესიის შესაბამისად „შემმოწმებელნი“ .ჰოო,ეს სიტყვა დასავლეთის დიადი კულტურიდან მომდინარეობს.არა მხოლოდ სიტყვა,უკვე არსებული პროფესია.შეგაჩერებენ,გგკითხავენ სახელს და გვარს,ბოლო სამ ციფრს.გადაამოწმებენ თქვენი საიმედოობის შესახებ და თუ მწვანედ განათდება,მეორე წამსვე გიშვებენ.ხოლო იგნორისა და წითელი ფერის შემთხვევაში თქვენ,თქვენს მავნელობას გამოამჟღავნებთ და სიკვდილს ვერ აცდებებით.უფრო სწორედ,მაინც გიტოვებენ არჩევანს.როგორც იმ დაფაზე.თქვენ ან აიცრებით,ან მოკვდებით.ვიცი,ახლა მანდ 2022 წელია.ალბათ იანვარი.შესაძლოა აგვისტოც.რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია მოითმინოთ,ცოტა დარჩა.თავად ნახავთ. ჰოდა ის იყო და ისს,ალემ დატოვა საყვარელი ოჯახი და თავის „უიშვიათეს მომენტებში“ საყვარელ მეგობართან ერთად ქალაქისკენ დაიძრა.ისე,ციყვი აქ მართლა გამოადგა.ყველაფრის შესახებ მიაწოდა ცნობები,რაც ახალი იყო ადამიანთა ცხოვრებაში.დავაფასოთ საინი. ჯერ მარტო იმიტომ,რომ ამ პატარა ტვინმა,იმდენად რამდენადაც შეძლო ზუსტად მიუტანა ამბავი ალეს.და შემდეგ იმიტომ,რომ რაღაც წარმოუდგენელი ნებისყოფის გამოვლენით თავს იკავებდა გზად მიმავალ მშვენიერ ყვავილებს რომ არ გაჰკიდებოდა და რაიმე სისულელე არ ჩაედინა.თუმცა,სინამდვილე ასეთია.ის ბრძენი იყო.ამიტომ ჭეშმარიტად უწყოდა სიკვდილის შესახებ.და აი როგორც იქნა, აღმოსავლეთიდან ფეხით მომავალი ორი ტიპი გამოჩნდა.თუმცა არავის შეუმჩნევია ისინი,რადგან ღამე იყო.უკვე ლილოს მიუახლოვდნენ.მხოლოდ ღამით მოძრაობდნენ.დღის შუქზე მთას აფარებდნენ თავს და ისვენებდნენ.როცა მოაღწიეს ლილომდე ჯერ კიდევ ბნელოდა ყველაგან.ცოტა რომ შეისვენეს გათენდა.ალე იმ დღითაც შინაგანად ძალიან მშვიდად იყო,ხოლო ციყვი რაღაც ვერ გრძნობდა თავს კარგად.რაღაც უნდოდა,რაღაც... მხოლოდ რა,ვერ სცემდა პასუხს. როდესაც ციყვი იმ ცნობებით დაბრუნდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მაშინ როდესაც იქ, დაბლა მოხვდებოდნენ. ალე ჯერ კიდევ მთაზე მყოფი, იჯდა და იცდიდა.ხოლო ციყვის დაბრუნებისა და ყველა ცნობის მიღების შემდგომ.გადაწყვიტეს რომ არსებული ვითარებები რაც დაბლა ხდებოდა დიდ პრობლემას არ შექმნიდა,რადგან მწვანედ განათების პრობლემა ალეს,იდეის დონეზე უკვე გადაეჭრა.ჰოო,აი ეს უნდა ვთქვაათ..."ავტორის სურვილის მიუხედავად" ალე,შავი სპარსული ქუდით „რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით „ედგა“ „ და დიდი შავი პალტოთი ტასაობდა.იძულებული იყო ასე სცმოდა.აბა ციყვს ჯიბეში ხომ არ დამალავდა ? ჰოდა სულ ყველგან,გულის ჯიბით დაატარებდა ამ საზიზღარ,მისთვის კი საყვარელ არსებას.ხოლო ქუდი რომელიც მის თავზე,ციხეკოშკივით აღმართულიყო.მართლაც ამ ფუნქციას ასრულდება.ის თავის აზრებს თავის თავში ტოვებდა და მხოლოდ ნებით აფრქვევდა,შავი თვალის,შავი გუგებიდან.აი ალე ფიქრებს მისცემოდა.როგორც კი ციყვმა მზის სხივებთან თამაში დაამთავრა.ალეს ფიქრების დინებაში დიდი ლოდი ჩააგდო და იყვირა . - ჰააეე..... წავეედით ალეე !!! ჰა,რაღას ვუცდით. -თავისი ხრინწიანი ხმით რაღაცის ღიღინს მოჰყვა. ალემ,მისი მზერის წინ არსებული ისფეერ-ვარდისფერი სურათი,რომელსაც ქუთოთოებზე დაცემული სინათლე და წითელი სისხლის განუწყვეტელი მოძრაობა ქმნიდა,თვალის გახელით შეცვალა.ციყვს მიაპყრო მზერა და უთხრა.
-არა,ჯერ არა.უნდა მოვიფიქროთ,დეტალებში დავგეგმოთ და ისე დავდგათ ფეხი.- და კვლავ დახუჭა თვალები. ციყვი გაბრაზადა.
-ალე,რა არის მოსაფიქრებელი ? წავიდეთ,რომელიმე სასტუმროში დავბინავდეთ ანდაც სულაც ვინმეს შევეკედლოთ.ცოტა სული მოვითქვათ.მე თხილს შევჭამ,შენ... არ ვიცი საერთოდ ჭაამ რამეს ? -თავისი მიზნების გამხელა განაგრძო.ნელ-ნელა,თუმცა მართლაც რომ ძალიან შეუმჩნევლად ციყვს ტვინი უხურდებოდა და ბოლოს წამოიძახა.
- ძუძუები ვჭამოთ,ძუძუები !!! - თვალები დააელამა და ქლოშინს მოყვა.
- გარყვნილი... - გაფიქირა ალემ. - ისევ გადახურდი არაა ? მოდი დაბრუნდი უბეში,მზის სხივებს მოეფარე თორე,ბოლოს სასოწარკვეთა მოგიცვავს ხომ იცი... საინიმ მართლაც რომ უბეში მოკალათება დაიწყო.ალე კვლავ ჭვრეტას მიეცა და აი ის ის იყო,ციყვის ტვინი შეგრილებულიყო,კვლავ ამოხტა უბიდან და ენის ყრანტალი დაიწყო.
- ალე,სერიოზულად... წავედით ! ბევრ რამეს გამოვტოვებთ,ციყვები რომ წავიდნენ ?
- იქ არ არიან ციყვები,ციყვო.ტყუილად გაქვს მაგის იმედი.
- მეე მარტო ჩემი ციყვები არ მომწონს... -ხო იცი ! შენს ციყვებზე ვგიჟები.ისინი ისეთი სექსუალურები არიან...- თვალების ბრიალსა და თავის ნელ,წრიულ მოძრაობებს მოჰყვა.
- ციყვო მაცადე... მთლიან სურათს ვქმნი !!!
- ხომ იცი მაგას ვერ იზამ.დინება იმგვარია... ოჰ,ცვალებადი.წავიდეთ წამოო !!! დავიტანჯე.რომელიმე სასტუმროში გავჩერდეთ. - კენჭი ეჭირა ხელთ და მოთმინებით აგდებდაა,დააგდებდა და ასე,აგდებდა და ბოლოს ალეს თვალებს შუა ესროლა.ალემაც თვალები გაახილა
- კაი და როგორ აპირებ სასტუმროში გაჩერებას ? -ნაკლებად სერიოზული ინტერესითა და წინასწარგამიზნულად დაეკითხა ალე. - უნდოდა ტვინი გადახურებოდა და კვლავ გაჩერებულიყო ცოტახნით.
-მე არა,შენ გაჩერდები.მე ვფიქრობ,იქ იმ უცნაურ ქუდიან ტიპებს გავაცურებთ,მათი გაცურება სულაც არ გაგვიჭირდება- ხელებს იფშვნეტდა და მუხლებს ერთმანეთს უხახუნებდა.ყურები დაეცქვიტა და სახეზე ბოროტმოქმეტის ღიმილი დასთამაშებდა,თვალებს ზუსტად ისე ათამაშებდა აქეთ იქით როგორც ბანდიტი.რომელიც სიმშვიდის წუთებში გენიალურ გეგმას ქმინდა.თუმცა ამ შემთხვევაში,ეს ის დრო იყო როცა ციყვი აღაფერს ფიქრობდა.
-კაი ციყვო.- გასართობად მოემზადა ალე. - მაინც როგორ გავაცურებთ,იმ უცნაურ ქუდიან ტიპებს ??? - ამ წინასწარ გამზადებულ ბომბს,ღიმილიც დაურთო.
- როგორ და... ოხ,ამაზე მარტივი რა არის.დააჯერე რომ სასტუმროს მეპატრონის მამა ხარ და ეგაა რა. - ხელი ჩაიქნია არსებული იდეის სიმარტივის გამო,დაქანცული დაეცა მიწაზე,თვალები დახუჭა და ღრმა სუნთქვას მოჰყვა.
- გენიალურია... - ალემ გადაიხარხარა. - მაშ მამა არაა ?! იქნებ ცოლი ვუთხრა.ჰო ჰო.ჰა ?
ციყვმა ცალი თვალით გახედა - ჰო რა,განა არ დაიჯერებს ?! -
- დაიჯერებს,დაიჯერებს... ის თუ სჯერა,რომ საკეპ ხორცზე მეტი ფასი არ აქვს ამ ქვეყნად.ალბათ მეპატრონის ბებიის როლის მორგებაც არ გამიჭირდება. ჰა ციყვო ?
- ჰოოდა ეგარიის ! - ფეხზე წამოხტა.ციყვმა,მშვიდად მჯდომ ალეს,სიხარულით ორჯერ შემოურბინა.უბეში ისკუპა,როგორც გემის მოაჯირზე სჩვევიათ,ორივე ხელი ნაჭერს ჩასჭიდა,ნახევარი ტანით წინ გადაიწია და ღრიალის მოჰყვა - წიინ მეგობარო ! წიინ !!!

ალე მაშინვე ფეხზე წამოდგა.ამ ავი სულის მასხარაობამ კარგად იმოქმედა მასზე და მართლაც რომ პირდაპირ სასტუმროსკენ დაიძრა. როგორც პირველსავე შემხვედრ სასტუმროს ბზრიალა კარს შეჰყვა ალე,მაშინვე ბედზე,დაცვის ორივე თანამშრომელი დერეფანს მოუყვებოდნენ,თავიანთი პოსტების დასაკავებლად.მათ კი ერთი მტრეტი მოჰყვებოდა უკან.აი იმ ახალი პროფესიის,ტიპებს რომ ამწვანედბენ,ანდაც აწითლებდნენ.დღემდე არ ვიცით იმ შესანიშნავი ქალბატონის სახელი.თუმცა ის გავარკვიეთ რომ მასზე წიკვინა ქალბატონი მთელს პლანეტაზე არ არსებობს.როგორც კი სასტუმორში მოხვედრილი,შავპალტოიანი ახალგზარდა,რომელსაც თავზე დიდი სპარსული შავი ქუდი,როგორც ვთქვით პირდაპირი მნიშვნელობით ედგა და რომელსაც ასევე ეშმაკური შავი თვალები ჰქონდა.არც თუ ისე შეძლებული ფიზიკური მონაცემების პიროვნება შენიშნეს.განსაკუთრებით მტრედმა აღნიშნა ეს თავის თავში.მაშინვე ყველას ერთად რაღაც არ მოეწონათ.მტრედის გასაკეთებელი საქმე დაცვის თანამშრომლებმა იკისრეს და დიდი პატივისცემის გამოხატვით, უპრველეს ყოფლისა სახელი მოსთხოვეს.შედარებით მსუქანა ტიპმა მიუგო - თუ შეიძლება მანდ დარჩით,- მიუახლოვდა და სახელი კითხა - რა გგქვიათ ბატონო ? თქვენი სახელი - გვარი და ბარათის ბოლო სამი ციფრი. - ალე დაიბნა. - სამი ციიფრი ?! მე მხოლოდ სახელი და გვარი მაქვს. რა სამ ციფრზეა საუბარი ? - მე რომ მოგიყევით,ეგ არაფერს არ ნიშნავს.ციყვს,თავისი პატარა ტვინის გამო მაინც გამორჩენოდა ამ ციფრების ამბავი. - დაცვამ იფიქრა მთვრალიაო და წინადადება გაუდღიბნა.არა და ალე უბრალოდ გადაქანცული იყო ბოლო 7 დღის მოგზაურობისგან.- სპეციალურად თქვენთვის დამზადებული მწვანე ბარათის 6 ნიშნა ციფრიდან არსებულ უკანასკნელ 3 ციფრზე ბატონო. - მიუგო დაცვამ.მეტიჩარა,არა და ეს იმ მტრედის საქმე იყო. ალე დაფიქრდა,ძალიან კი არ უნდოდა წითელი,მოციმციმე შუქის საზეიმოდ ანთება,მარაა... როგორც იტყვიან გარისკა. - კეთილი... მე ალე მქვია, და ჩემი გვარია მეტრეველი. ბოლო სამი ციფრი კი 666-ია ! -ჩვეულებრივი მოქალაქის,უკმაყოფილო მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. მტრედი წინ წამოიწია თავისი უნიკალური აიპოდით და დაეკითხა. – 666 ? - ალემ დაუდასტურა და სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა. მტრედმაც აკრიფა,ამ რაღაც სატანების სისტემაში, ვინმე ალე, ვინმე მეტრეველი, ბოლო სამი ციფრი 666 რომ მიუნიჭებიათ. რატომღაც პროგრამამ 5 წუთზე მეტ ხანს იტრილია,იტრიალა და იტრიალა. ამ 5 წუთში,ციყვი უკვე ძლივს იკავებდა თავს.ესეც იმიტომ,რომ ფიქრობდა მომავალი გარდაუვალი წითელი მაშუქი სიგნალის შესახებ და უკვე ამოხტომა ჰქონდა დაგეგმილი.საკუთარ თავს შთააგონებდა,რომ ყველას კბილებს დაულეწდა, ვინც კი ალესთვის ზიანის მიყენებას შეეცდებოდა. ამ 5 წუთში,ალემ გარემო მშვენივრად შეისწავლა და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა,რომ ეს ადგილი,შესანიშნავი ადგილი იყო დასარჩენად. და რომ უაზრო დროის კარგვა იქნებოდა სხვა სასტუმროების ძებნა. აი,პროგრამაც გაიმართა და წითელმა მაშუქმა ალეს არასაიმედოობა გასცა.ციყვის ფეხებზე დატანილი ძალა,რომლითაც ის ის იყო უნდა ამოფრენილიყო,ალემ გულის ჯიბეზე,ხელის გულის მიდებით შეაჩერა. დაცვის თანამშრომელს წამოსცდა. - - როოგორ ბეედავთ !!! - და ალეს მკლავში ხელი სტაცა, ძლიერ მოუჭირა და გარეგნულად დაბნეულმა,თუმცა შინაგანად,რაღაცნაირად გმირული იმპულსით აღძრულმა იკითხა - რას ვაკეთებთ ასეთ დროოს ? - გმირის დაბნეულობა ბუნებრივი იყო,რადგან ის პირველად გახდა მომსწრე ვინმე წითელი მაშუქი ტიპის გამოჩენისა. ალემ როლის თამაში დაიწყო და განრისხებულმა შეჰყვირა. - - ხელი გამიშვი პარაზიტო ! როგორ ბედავ !!! - დაცვაც მაშინვე მოლღვა და თავისი ხელი თავის ადგილას დააბრუნა,სიცარიელეში ჩამოკიდა. ალე კი დაჟინებით ითხოვდა კიდევ ერთხელ გადამოწმებას,ვის გაუგია ამდენხნიანი ჩატვირთვაო ალბათ ტვინები გადაგიხურდათო,უი ბოდიში,ეგ მოწყობილობა გადახურდა და მაგიტომაც რაღაც რიგზე ვერ გაქვთო. მტრედის სიხარული გაქრა.უხაროდა მტრედს რადგან ასეთ აღმოჩენებზე ერთგვარი პრემია იყო.თუმცა იმ ორ ჯანიან ტიპს რა ჩემი ფეხები ? ალეს რო აკავებდნენ... ჰოდა,ალეს დაჟინებული მოთხოვნით,მტრედმა ხელმეორედ აკრიფა.ალე-მეტრეველი-666.დაახლოებით კვლავ იმდენ ხანს დასჭირდა ჩატვირთვა რაც წინაზე,ალემ კი,ამ ხორცისაკეპი მანქანების ტვინში, მხოლოდ ერთი ვიზუალური აღქმა ჩატენა,ძალიიან ფრთხილად.მათი ტვინებისთვის ყოველგვარი ზიანის მიუყენებლად. და აი მწვანე ფერიც ყველასთვის სრულიად ბუნებრივად აინთო. ეს იმ მაშუქის ფერი გახლდათ.მტრედს გადმოსცდა.

- პროგრამა არასდროს ურევს... - ალე კი შეგნებულ მასხარაობას მოჰყვა,ხტუნვა და ბრუნვა დაიწყო.


- აი მე ვურევ ! ხეედავთ ?! მეე ვურევ... ადამიანი... და ჭკუიდან შევიშალე,ჭკუიდან. ი ი ჰ უუ. - ბრუნვა და შეძახილები დაამთავრა,კვლავ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა და განაგრძო საუბარი

- და რა მოხდა მერე ? თუ ეგ ჩხლართი სისტემა ურევს ? - სამივენი ამ ექსცენტრიული ტიპის გამოსვლაზე უჩუმრად იდგნენ და ხმას არ იღებდნენ.მაგრამ მათი ფიქრები,ოხხ,მათი წყეული შინაგანი სამყაროები... - - მათი ფიქრების ბოლოს,დიდებული დუმილი იმ ჯანიანმა ტიპმა დაარღვია,ალეს ხელი რომ სტაცა და თავაზიანად სთხოვა.თუ სასტუმროში დაბინავებას არ აპირებთ,აქედან წაბრძანდითო. ალემაც,აა ჰო,ნომერი სულ დამავიწყდაო და ნომერი მოითხოვა.ხმამაღლა ყვიროდა ,ნომერიი ! თავისუფალი ნომერი !. -მტრედმა და ორმა შეგირდმა იფიქრეს კვლავ რაიმე გიჟობას ჩაიდენსო.მაგრამ ალე მშვიდად და წყნარად იქვე დივანში ჩაეცა.მტრედს და მის ჯარისკაცებს მზერა მოავლო და უთხრა,- ახლა მე აქ მშვიდად ვიჯდები.მანამდე კი ის მომიყვანეთ ვინც ჩემს ნომრამდე მიმაცილებსო. - დებილმა გმირმა,ალე თავის შინაგან სამყაროში,სრულიად გიჟად მონათლა და დიდი სიფრთხილით მიუგო.მხოლოდ უკვე მეორემ,რომელსაც კრინტიც არ დაეძრა მთელი ამ დროის განამვლობაში.ჰო მასაც სურდა გმირობა. - სერ... თქვენ არ გაქვთ აქ ნომერი.თქვენ სხვაგან ცხოვრობთ. - უნდოდა ხმამაღლა ემცნო „ციყვო გილოცავო“ შენზე კრეტინი ტიპი აღმოვაჩინე,მოდი მოდი ნახეო.მარა ციყვი ისედაც ნაჭრის მიღმა ყველაფერს ხედავდა და მისი გული ისედაც ხარობდა.დაახლოებით მტანჯველი 20 წუთის შემდეგ,სივრცეში ვიღაც უცნაურქუდიანი ტიპი გამოჩნდა.ალეს მთელი პირადი ინფორმაცია გამოკითხა და ნომრის გასაღები გადასცა. - ჯერ კიდევ ნაღდფულზეა სამყარო ! მადლობა ღმერთს... - თუმცა მაშინვე არ გადაუხდია. ბოლოს და ბოლოს ციყვი და ალე კუთვნილ ნომერთან აღმოჩნდნენ.ციყვმა ვეებერთელა თვალებით შეხედა ალეს და სთხოვა,მე გავაღებო... და აი გადაჭრა წითელი ლენტა,საინმა.ალემაც პირველი ნაბიჯი გადადგა.

- ჯანდაბა ! - მაშინვე უკმაყოფილება გამოხატა ციყვმა. - ეს რა არის ალე ?
- რა და სივრცეში ამოშენებული კედლები ციყვო. - ალე მაშინვე საწოლზე აღმოჩნდა.მიუხედავად მისი შინაგანი დიდებული სიმშვიდისა,გარეგან სიმშვიდეს მოწყვეტილმა თავს უფლება მისცა რომ ახლა გარეგნულადაც ჩაძირულიყო სრულ ჰარმონიაში. ციყვი კი რაღაცეებს მოსთქვამდა.
- ჰოდა რადგან ასეა,ეს ყველაზე საშინელი სივცრეა მთელს ამ უსასრულოდ გაფენილ სივრცეში და ეს კედლები ვინ ააშენა... რა ჯანდაბაა,რა არის ალეე ეს !!! რაა არის ! - ციყვი იმიტომ წუხდა,რომ არც თუ ისეთი დიდი ოთახი შეხვდათ,როგორც თვითონ ვარაუდობდა.ოთახში პაწაწინა საწოლი დახვდათ.აი ისეთი,ციყვიც ვერ დაეტეოდა, პატარა მაგიდა და ერთი სკამი,ხასიათის გამაფუჭებელი კრემისფერი კედლებით. ამ განსაკუთრებულ ნომერს სხვათაშორის სააბაზანო და საპირფარეშოც გააჩნდა. თუმცა ალესთვის გარეგან სამყაროს,მნიშვნელობა თითქმის სრულიად დაეკარგა.გაბრაზებული ციყვი აბაზანაში შევარდა.ის იქ ყვირილით შევიდა
- წყალი,წყალი თუ მაინცაა,წყალი !!! - გაუმართლათ,წყალი ნამდვილად დახვდათ.ტემპერატურის ორივე არჩევანი მათ ხელთ იყო. ციყვმა უკვე გათიშულ,სხვა განზომილებაში გადასულ ალეს დაუბარა რომ ერთი კარგად გაიქაფებოდა და მერე იმაზე ეფიქრათ,ამ სოროდან როგორ დაეღწიათ თავი. ალეს კარზე ბრახუნი შემოესმა.იმ მიღმიერ სამყაროში გადასულსაც.ჰოო,ეს არ იყო კაკუნი. ეს ბრახუნი იყო.როგორც მერე გაირკვა,თურმე კამერებში გადაუმოწმებიათ ეს გიჟი ტიპი და მისი არანორმალური ქცევა.ჰოდაა კამერებმა რა დააფიქსირა თუ იცით ? წითელი მაშუქი.თანაც... 2 - ჯერ ! მხოლოდ საოცრება ის იყო რომ მეორე ჯერზე ეს სამი აღგნეზებული მსახური რატომღაც არ ეცნენ ალეს... აი სწორედ ახლა,სამყაროს,იმ ორი უმშვენიერესი ქალბატონის,ევასა და თინას,“მომავალში ათენას“მხსნელებს,სხვა საქმე გამოუჩნდათ.საკუთარი თავი უნდა ეხსნათ ამ გასაჭირიდან. წარმოგიდგენიათ ? ციყვის გამაყრუებელმა ლაქლაქმა იმოქმედა და ალე პირველსავე დღეს უკვე ძებნილად გამოცხდდა. ჯანდაბა ! დაგწყევლოს ეშმკმა წყეულო საყვარელო ციყვო. ალემ,კარს მიღმა მყოფი არსებების აგრესია,მთელი არსებით იმდენად შეიგრძნო,რომ რამოდენიმე წამი,მათი დიდი და მხურვალე საზიზღარი გულის ფეთქვით გამოწვეული ზიზღის მოშორებაში გაატარა. ციყვიც მაშინვე მიხვდა,კარზე ბრახუნისა და ალეს სხეულის შემხედვარე,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.საწოლს ქვეშ შეძვრა. ის ერთადერთი არსება იყო მთელს სამყაროში,რომელიც იყო ციყვი ! და სიცოცხლე ასე ძალიან სწყუროდა. მისი ხმა გაისმა - ალე,ცუდი აზრი იყო ! ჯანდაბა ! უნდა დაგვეგეგმა და ისე ჩამოვსულიყავით ! - მისი მძიმე სუნთქვის ხმა მთელ სივრცეში ვცრედლებოდა. ალემ კი,პალტო მოიცვა,ქუდს ხელი სტაცა.ციყვს უთხრა რომ უბეში დაბრუნებულიყო. რამოდენიმეჯერ გაუმეორა.არაფრის დიდებით არ ბრუნდებოდა საინი უბეში. თუმცა ბოლოს მაინც ჩახტა.
- ციყვო.მივალ,კარს გავაღებ.დებილივით დავიკრიჭები,ვკითხავ რა ჯანდაბა ხდება - მეთქი და სანამ რაიმეს იტყვიან და ხელს მტაცებენ,ამოხტი.ნებისმიერ მათგანს შეაფრინდი სახეზე და მე უკვე დერეფანში ვიქნები.ჩამოხტი და პირდაპირ ზურგზე მომახტი.ვნახოთ,იქნებ გაგვიმართლოს და გავაღწიოთ გარეთ. -ციყვი,მხოლოდ არა,არა,არა-ს გაიძახდა. ალე კი კართან მივიდა.ნამძინარევი ხმით გააგონა თავისი ძვირფასი ხმა,კარს მიღმა არსებულ მხეცებს და უთხრა .

- აქ ვარ აქ ვარ.დამაცადეთ შიშველი ვარ ! –

მხეცებმა კარებზე ბრახუნი შეწყვიტეს და სულმოუთმენლად ელოდნენ როდის იხილავდნენ ამ გიჟ პარაზიტს,რომელსაც სიკვდილი ელოდა წინ ! სიკვდილი.სიკვდილი ორი სახის. როგორც კი ალემ სამამდე დაითვალა,კარი გააღო დაიკრიჭა და ციყვმაც აიძულა თავისი თავი,მთელი მოზღვავებული ენერგიის,ადრენალინისა და შიშის დახმარებით.საკუთარ ფეხებისთვის ისეთი ბიძგი მიეცა ალეს სხეულზე,რომ პირდაპირ ამოფრენილიყო.აი ის ამოფრინდა კიდეც,შეახტა ერთ ერთ მცხეს „ეს ის მტრედი იყო“ და უხამსი სიტყვების შეძახილით,მსხვერპლის გვერდით მდგომი ორი მხეცი ადგილზე გააშეშა.ალე ამ დროს დერეფანში გარბოდა.ციყვმაც თავისი გენიალური გამოსვლა დაამთავრა და ალეს დაედევნა და თავისი პატრა გულის დაწყნარების, ალეს გულთან ახლოს,გულის ჯიბეში შეეცადა.ზურგზე ააფოფხდა და შიგ ისკუპა.კიბეებზე ჩაირბინეს და აი ის ისაა უკვე,ბზრიალა კარს უნდა მიიუახლოვდნენ რომ თავის ოცნებებში ჩაძირული დაცვა წამოხტა,საქამრეში გაჩხრილი პისტოლეტი მოიმარჯვა და შეჰყვირა. - გაჩერდით მოქალაქევ !!! - ალე კი უკვე ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა,სამი ოთხი მეტრი აშორებდა. ზურგს უკან ის ორი ჯანიანი ტიპიც არ გამორჩნენ მთელ სურათს.ასეთ საშინელ ვითარებაში,ალეს გული მაინც თანაბრად და მშვიდად ცემდა.ამის გამო ციყვს,საოცარი სიმამაცე და თავდადება ეწვია. როგორც კი ალემ ხელები მაღლა აღმართა და თავისი უნარის გამოყენებას გეგმავდა,რაც ასე ძალიან არ უნდოდა.“ადამიანების ნების დათრგუნვა “ ის ისაა უკვე აპირებდა მისი ტვინის ორივე ნახევარსფერო შეერყია,რომ ეს ციყვმა გააკეთა.უბიდან ამოხტა და თავზე დააფრინდა.თვალში ხელის ცემა დაუწყო და თან ისეთებს ეძახდა... უბრალოდ,ზრდილობის საკითხია.ვერ დავუშვებ მსგავსი რამეების გამეორებას. დაცვის თანამშრომლის ტვინი მართლა შეირყა.აბა წარმოიდგინეთ... ციყვი გაზით თავზე,თვალში გცემთ და თან ისეთი ენით გლანძღავთ... რა მოგივათ ?! ჰოდა ალემ ამ დროს,დრო იხელთა და ბზრიალა კარს მიღმა აღმოჩნდა.ციყვს კი სრულიად გაენადგურებინა იმ ტიპის გონება.მიუხედავად იმისა რომ მალევე გაშორდა და კვლავ ალეს უბეში მოკალათდა.იმ ტიპს და დანარჩენ სამ მცხეს,აი იმათ კარზე რომ აკაკუნებდნენ.წინ კარგი მომავალი არ ელოდათ... მაგრამ კამერები ? კამერებმა ხო ყველაფერი ჩაიწერა...

მოკლედ,როგორც კი წყეული უსიცოცხლო ტერიტორია დატოვეს და ქალაქისკენ აიღეს გეზი.აქ აღარ მოგიყვებით,თუ როგორ სთხოვდა ციყვი გზად ზღაპრულ ქალაქში გასეირნებას..საბოლოოდ ისინი,ათასი დიდი თუ პარატარა წინააღმდეგობის გაჭირვების გავლით როგორც იქნა მივიდნენ სანატრელ სასტუმრომდე.უფრო ზუსტად ქალაქში ხეტიალის დროს ციყვის გაუთავებელ ნატვრებს კიდევ ერთი ნატვრა შეემატა.ეს ის სატუმრო იყო თქვენს აწყმოში“უფრო ზუსტად არც იყო ეგ“ რედისონი რომ ჰქვია.არ იყო იმიტომ,რომ ხო,ხდება ისეთებიც კაცი რომ ვერ წარმოიდგენს.არც კი გადაეკეთებინათ,მთლიანად დაენგრიათ და მის ადგილას ახალი, 9 თავით მაღალი თეთრიი,ღრუბელივით ქათქათა შენობა აღემართათ.პირველი 16 სართული სასტუმროს მოიცავდა.მხოლოდ ისეთი სტუმრებისთვის... რა თქმა უნდა ნებისმიერს არ დაადგმევინებდნენ ფეხს.ერთი სიტყვით,თქვენი შესანიშნავი სიფათიც არ გაჭრიდა.და არც ის,რამდენ თხელ სიფრიფანა ფურცლეს ფლობდით.ალე,როგორც კი ამ ქალაქის ატმოსფეროში მოხვდა,მაშინვე შეიცვალა.შეიცვალა იმიტომ,რომ მანამდე თუ სულ ერთი იყო როგორ ოთხკედელ შორის არსებულ სივრცეში მოხვდებოდა,ახლააც კი სულერთი იყო მაგრამ,რატომღაც მის შიგნით რაღაც უკიჟინებდა რაღაც ამდაგვარს „რატომაც არა ?“.ძალიან გთხოვთ,სახელს ნუ მკითხავთ და ნურც გარემოს აღწერას მომაყოლებთ დეტალებში.საკმარისია იმისი თქმა,რომ ეს ევროპიდან წამოღებული 99 სართულიანი შენობა,სულ მთლად ქათქათა იყო.შიგნით კი ამასოფლის „ძლიერნი“ ისვენებდნენ.რომელთაც რატომღაც იბერიაში მოეყარათ თავი.ჰოდა როგორ ფიქრობთ იქნებოდა ადგილი ალესა და ციყვისთვის ? ვნახოთ,იქნებ იყოს... როგორც კი ციყვის თავშეუკავებელი შეძახილები უკვე ქალაქს აწუხდება - მინდა,მინდა მინდაა... -თი. ალემ,მისდა გასაკვირად თქვა. - კარგი ჰო,შევალთ. - ციყვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.სიხარულის უსაზღვროებისგან კანკალებდა და ერთი სული ჰქონდა ისეთ ჯაკუზში ეჭყუმაპალავა,რასაც ქვია სულ აქაფებულში.მაგრამ არა ჩვეულებრივში.აი ისეთში,პატარა კიბეებით ჩასასვლელი რო აქ რა.თუმცა ციყვის სურვილი მხოლოდ ეს კი არ იყო.არაა... მას სურდა... ქაფი,თხილი და თაფლის არაყი.და ჰო კიდევ,აი შემახსენა.ლამის გამომრჩა.გაუქაფავი ციყვები.ერთი გემრიელად რო შეექაფა თავისი ხელით.იffff… - ეს,ჩემი როგორც მთხრობელის ფანტაზია არ არის.ქალბატონებო და ბატონებო...ამას ციყვი ფიქრობს.ჰოდა აბა აი ვინ მიიყვანდა იქ მღრღნელებს ? მაინც იმედგაცრუებული დარჩა. სანამ შესვლის მცდელობის ისტორიას მოგიყვებოდეთ.მანამდე ალეს დავაკვირდეთ.როგორც კი თანხმობა განაცხადა და ციყვი სიხარულისგან კანკალს შეეპყრო.ის კიბეებთან მივიდა,ჩამოჯდა და სანამ უნიფორმებით გამოჩნდებოდნენ ქალაქის გმირები.მანამ მოასწრო და თავის შინაგან მზერაში,შენობის აშენების პირველი წამიდან,იმ წამამდე არსებული ყველა ხალხის მოქმედება ნახა,ვისაც კი იქ დაედგა ფეხი.ჰო,ამავე ძლიერი ხალხის,ამავე ხალხის მონებისთვის რომ აღმართულიყო ეს შენობა.ეს ალემ მითხრა.აბა მე საიდან გავიგებდი ?პირველ 16 სართულზე უმაღლესი წოდების მონები იყრიდნენ თავს.ეს ის კატეგორიაა,გამუდმებით ძალაუფლების წყურვილის გავლენის ქვეშ,რომ არიან და ასევე გამუდმებით,რომ იცვლებიან ძველი ტიპები.როგორც ალემ თქვა „სიწმინდეს“ აღწევენ და ამ სამყაროდან მიდიან.თუმცა ციყვმა შესანიშავად უწყის რომ ამ სამყაროდან ვერ წახვალ ! თუმცა ალემ იცის რომ წახვალ... ჰოდა მიდი და გაიგე ეხლა.ასეე... ამ დიდებულ შენობას ბზრიალა კარი არ აქვს.საერთოდაც,კარგად თუ დავაკვირდებით კარი საერთოდ არ აქვს. რადგან ეს ერთადერთი შენობაა მთელს პლანეტაზე სადაც „სუფთა“ ჰაერის მოპოვებაა შესაძლებელი.და აი უფრო დაკვირვებული დაკვირვების შემდეგ დავინახავთ,რომ დღის ახალი გმირები ალეკსენ მიემართებიან. ალე კი კიბეზე ჩამომჯდარა და აქეთ იქით ირწევა.თვალები დახუჭული აქვს და ჯერ კიდევ ხილვებშია.თუმცა მის ხილვებს გმირები წვყეტენ.ერთი მარჯვნიდან,მეორე მარცხნიდან იღლიებში ხელს ამოუდებენ და გზის მეორე მხარეს,დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით გადაჰყავთ.ციყვი ხმას არ იღებდა.ამ ორი უცივესი და უბოროტესი ტიპის სიბოროტეზე.არა და თვითონ ხო ისეთი ავხორცი და მაცდური იყო... და აი ალე დასვეს. სასტიკად გააფრთხილეს როგორც მაწანწალა კატა,რომ იმ ტერიტორიას თავისი ჭუჭყიანი პალტოთი და ამ რაღაც სასაცილო ციხესიმაგრით,რომელიც თავზე ედგა.100 მეტრითაც არ გაკარებოდა და ციყვს რა მოუვიდა თუ იცით ? გულის ჯიბეში,ჩუმად ქვითინებდა.ონცებების წყალში ჩაყრისთვის.როგორც მერე გაირკვა,იმდენად ორგანიზებული იყო იქაურობა,რომ ზედმეტი ადამიანის დანახვაზე მაშინვე შესაბამის ზომებს იღებდნენ.ჰო,არ აღმოჩნდა ადგილი ალესთვის.მათ სხვა სასტუმროს ძებნა მოუწიათ.და აი იქვე,პეროვსკაიაზე ფეხით მოუწიათ გასეირნება.აბა რა უნდა ექნათ ?! გჯერაათ,რომ ისინი სადმე გაჩერდებოდნენ ? ასე,უმიზნოდ დაეხეტებოდენ აქეთ იქით.თუმცა ციყვს ყოველ წამს გააჩნდა თავისი უამრავი პატარ პატარა მიზანი.ბევრი იხეტიალეს თუ ცოტა,ალეს საბოლოოდ გადაწყვეტილებით ისინი ავლაბარში აღმოჩნდნენ.ერთი კარგი ოთახი იქირავეს,კერძო სახლში.რომელსაც შესანიშნავი ბაღი ქონდა და როგორც იქნა შეძლეს დასვენება.მეორე დღეს,როდესაც ისინი ბინის მეპატრონესთან საქმიან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.თინა სამების ტაძარს სწვეოდა.როცა მოორჩნენ ბინის მეპატრონესთან საბოლოო ხელშეკრულების სიტყვიერ გაფორმებას,თინა ტაძრიდან ახალი დაძრული გახლდათ.თინას მართლაც,რომ სრულიად უმიზნოდ უყვარდა ხეტიალი.ამიტომაც,ახლად გარკვეული მიზეზის გამო,რატომღაც იმ უბანში გაატასავა სადაც ციყვს და ალეს დაედოთ ბინა.და ზუსტად იმ დროს როდესაც ალე,ციყვის დაჟინებული მოთხოვნით გზას ქვემოთ მიუყვებოდა.რა ძნელი მისახვედრია ციყვი რას მოთხოვდა.მართალია ისს,ორივე სახის საუნას ითხოვდა მაგრამ... ალემ ვერ მიართვა.ბოლოს სეირნობაზეც კარგად დათანხმდა.და აი როგორ ფიქრობთ რა მოხდა ? სწორია სწორი ! იმ დღეს ალეს თინა შეეფეთა.ან პირიქით,თინას ალე.უფრო ზუსტად ციყვმა გამოყო თავი და ალეს თმები მოაგლიჯა.ციყვმა შეაფეთა ისინი.გმადლობ დიდებულო ციყვო... რომ არა შენ... შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო.

- შეხედეე ბრიყვო,შეხედეე... ვის აუარე გვერდი.სასწრაფოდ გაყევიი.სას წრა ფოოდ. - პირდაპირ გულში სცემდა

- საინ... ხო შემპირი რომ წყნარად იქნებოდი ?! ხმა გაიკმნიტე - ხელით კვლავ უბის ჯიბეში ჩაუბრუნა თავი და გზა ნაგარძო. ციყვმა კვლავ თავი ამოყო და ნერწყვის მიმოფრქვევით ამცნო შემდეგი :
- ბრიყვო, ეგ გოგო შენი საგზურია მაღალ ეშელონებში. ვფიცავ ! ის მეფის ქალიშვილია.ერთგვარი პრინცესა,ამ წოდების გარეშე... ალბათ სასახლეშია გამოკეტილი და არც კი იცის. -ციყმვა კუდი სახეზე მოისვა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - ჰო ჰო ჰო... სასახლეც ექნება.ექნება ექნება ! თხილიი,თაფლის არაყი,ბევრი მდეედრი,ბევრი ბევრიი...აბაზანაში გაქაფული შიშველი ციყვებიი.......... ხმამაღლა შეჰკივლა -მიდი ჰე ! გადმარჩინე !!! -შეჩერდა,წამით დაფიქრდა და ენის ბორძიკით განაგრძო. - ა,მე მე,მეე მინდოდა მეთქვა - გადაარჩინე...
- ეგ ამბები საიდან მოიტანე...
- შენ რომ თვალები მიხატული გაქვს,მე ნაჭრის მიღმაც ვხედავ.შენ რომ გძინავს,მე რა დამაძინებს ? ციყვი ვარ,თანაც მოლაპარაკე ! ჰოდა რომელიღაც არხზე ვნახე.მადლობა ამ ტკბილ ცივილიზაციას,ამ მშვენიერი აღმოჩენისთვის.ტელევიზორი რომ ჰქვია.ჰოო,მადლობა მას ! რომ არა ის... - სანამ თინა,ციყვს და ალეს ჩაუვლიდა და მათ ზურგს უკან აღმოჩნდებოდა.აი იმ დროს,ციყვის მახვილმა მზერამ მობოდიალე რომ შენიშნა თინა.ამ დროს ალემ სრულიად მთლიანად შეძლო დაენახა ათენა.სწორედ ამიტომ ჰკითხა საიდან მოიტანე ეგ ამბებიო.ალეს გეგმები არ ემთხვეოდა ვიღაც ყეყეჩი ავტორის მიერ წინასწარ გადაწყვეტილ წერას,ბეედს რომ უწოდებენ.მას პირდაპირ სურდა,ყოველმხრივ გამოეკვლია,გამოკვლევის შემდეგ გამოენახა გზა და გაენადგურებინა ადამიანებში შთაგონებისკენ პირადი სურვილით სწრაფა.შთაგონებისკენ,რომელიც მათ აიძულებდა ყოფილიყვნენ ისინი ვინც იყვნენ.ანუ ცხოველები.

ალეც მაშინვე დარწმუნდა მის უტყუარობაში და თინას აედევნა. მისდევდა ასე...10 ან უფრო მეტი წუთის განმავლობაში.გზად კი,ის და ციყვი ბჭობდნენ.უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა,თუ ვიტყოდით,რომ ციყვი ბჭობდა.ალე კი წყევლიდა საკუთარ სურვილს,ეს ციყვი რომ გადმოიყვანა იმ ქვეყნიდან.თავიდან ციყვმა,მოვიტაცოთო... ანდაც დავაჰიპნოზოთ და ჩვენი ნათელი მიზნებისთვის ვაარსებოთო... ანდაც იქნებ,იქნებ... და ნელ ნელა ტვინი უხურდებოდა და ბოლოს დააბრეხვა

- ჰაა,მიხვალ და პირდაპირ შთააგონებ რომ შენზე გაგიჟდეს ? შარვალი ჩაგხადოს და.... - ციყვმა თვალები ააბრიალა
- მოკეტე !!! საინ ! აღარ შელახო ადამიანები მსგავსად თორემ,ჩემი ხელით მოგგკლავ !
- მე ხომ ისედაც არ ვარსებობ... ? ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრი. - წაეჭიმა.- მიდიი ჰაა,მოიფიქრე რამე. რაიმე ორიგინალური... -ნაღვლიანად ჩაიხვნეშა
- შარვლის ჩახდა ორიგინალურია შე გარყვნილო ? - გაუბრაზდა ალე

ყურები დაცქვიტა,კუდი წინ წამოიგდო,პაწაწინა ხელით ნაზად ეფერებოდა,ქვემოდან ზემოთ,კუდს იპრეხდა.გაჩერდა.დამნაშავის როლი მოირგო,მორცხვი გამოხედვა მიიღო და თქვა -ნუუ... ორიგინალური მართალია არაა... -დანაშუალის გრძნობა გაუქრა, - მარა...ეროტიული ხო მაინცაა ? - თვალები გაუბრწყინდა და კვლავ კუდს იპრეხდა.დასანანია და ციყვმა ეს სერიოზულად თქვა.

- ესეიგი რა გაქვს მაგ პატარა ტვინში.სულ რომ ამოგაცალო რა აზრის ხარ ?! -შეუღრინა ალემ.
- ვფიქრობ საშინელი აზრია... - კბილები აუკაწკაწდა საინას
- ხოდა ვიზავ მაგას ! გაჩუმდი და თავად მოვიფიქრებ.

ბოდიალის დასასრულს თინა უკან,ხეობაში ბრუნდებოდა.გზად პარკი უნდა გაევლო, რატომღაც ამინდი ემშვენიერა და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.კოლოფი მოიშიშვლა და ერთი თეთრი შიშველი ღერი ამოაცურა.

ციყვმა იყვირა

- ჰა ბრიყვო... ცეცხლი გაუჩინე,ცეცხლი... მიდი და გული გადაუხსენი ! -ხელისგულებს ერთმანეთს უხახუნებდა და უმოქმედო ბოროტმოქმედივით,ბოროტად იღიმოდა.

თინამ სანთებელა მოიმარჯვა,თავისი მშვენიერი ცერა ჩამოჰკრა და მაშინვე ცეცხლი გაჩნდა ! ასე იციან ქალღმერთებმა... -გაიფიქრა ალემ. - ისინი საშიშები არიან.ძალიან საშიშები.შესაძლოა არც კი იცოდნენ,ისე დაგწვან.შეუბრალებად შეგბრაწავენ... გესმისს ? ანდაც შენ რას გაიგებ... მაგ თავში მხოლოდ ავხორცობის მეტი არაფერი მოგეპოვება.- ციყვმა თავი ამოყო და ალეს გამყინავი მზერით შეხედა,ხელი მოუქნია და აულაწუნა. მიაძახა. - ყბედოო... ! ადექი და რამე გააკეთე.ქენი რამე,ქენიი.-ალემ საუკეთესო ვერსია მოიფიქრა.ციყვს დაავალა ხეზე აბობღებულიყო,ციყვმა ამ იდეის განხილვა თითქმის ძირშივე მოჭრა.მაგრამ ალე დაემუქრა,რომ იმ ქვეყნად გაისტუმრებდა და მანაც მაშინვე დაიხია უკან.აბობღებულიყო ხეზე და ზუსტად იმ დროს როდესაც თინას ჩაუვლიდა,მის სკამზე დამხტარიყო.შემდეგ გიჟი ციყვის როლი მოერგო,გოგო დაეპანიკებინა და როგორც მხსნელი ისე მივლინებოდა თინას.-ალეს გეგმამ და მისმა წამრმოდგენამ,ალე ძალიან გაამხიარულა. და აი ციყვიც ხეზე აძვრა.ხან ფეხს შლიდა,ხანაც წელს იგრეხდა,ხელებს იფშვნეტტდა და როცა სრულ მზადყოფნაში მოვიდა ნიშნად იმისა რომ მზად იყო,კუდის ბზრიალი დაიწყო.ალეც დაიძრა. მოაბიჯებდა ალე,ციყვი კი თავისი გმირული ნახტომისა და შესანიშნავი მსახიობობისთვის ემზადებოდა. ხოლო თინა,თინა რომელიც ყველაფრით გადაღლილიყო,იმაზე ფიქრობდა თუ როგორ არ გაუმართლა.როგორ არ გაუმართლა ამდენ ჯაჭვზე მიჯაჭვული,რომ აღმოაჩინა თავისი სული.წყევლიდა შესანიშნავ ცხოვრებას,უზრუნველობას.მას ის სურდა,რომ გაჭირვების გემო გაეგო.სიცივე შეეგრძნო,შიმშილი ეგრძნო...დიახ,ის გიჟდებოდა.ფეხი ფეხზე გადაედო და ნაფაზებს ყოველ ოცდამეთე წამს ურტყავდა.ასე მინიმუმ 7-ი,ხოლო მაქსიმუმ 9 ნაფაზი გამოსდიოდა.ეს ჩვევად ჰქონდა,რაც ერთ ადგილას დიდი ხნის გაჩერების საშუალებას აძლევდა.ყოველგვარი ჩვეული ფიქრისგან,მხოლოდ ამ დროს პოულობდა შვებას და მიეცემოდა რაღაც ავადმყოფურ,გიჟურ აზრებს. და აი თინა ძალიან შორს გაიჭრა.სიგარეტიც ჩაიწვა.ალეს ორიოდე ნაბიჯი აშორებს თინამდე,უკვე ერთი,არა არა,ჯანდაბა ! გასცდა.ციყვი არ ჩანს.- წყეული ციყვი,რა ჯანდაბას აკეთებს. -გაიფიქრა ალემ. ციყვი კი გაზების გამოშვებას მისცემოდა.თანაც სახე მზის სხივებისკენ მიეშვირა და სიამოვნებისგან კრთოდა.როგოროც კი დაასრულა და თინას გაცელილი ალე დაინახა,მართლა შეეშინდა და ეს შავი,უკვე შიშისგან გაფხეკილი ციყვუნა.ისეთი ძალით გადახტა,ვინმეს რომ შეეძლოს იმ კადრის გამეორება,დავინახავდით,რომ ციყვის თვალებში,ანუ მის სულში,მკაფიოდ ჩანდა „შიში“ სიკვდილის.თითქოს ის კლდიდან ხტებოდა თავისი სიცოცხლის გადასარჩენად,თანაც ყვიროდა -აა რრრ ააა.... - კადრი აჩქარდეს ! სკამზე დაეცა და თინას ერთი ორჯერ გადაურბინ გადმოურბინა.თინამ კივილი დაიწყო,ფეხზე წამოხტა,ფეხებს შორის დადებული კოლოფი და სანთებელა,რომელიც ოთახში,სადმე რაიმე საგანი ჰარმონიულად,რომ დეევსს,მსგავსად რომ იდო, მიწას დაასკდა.თინა კი პანიკისგან კიოდა და ერთ ადგილას ხტუნავდა,ბრუნავდა და ხელებს იქნევდა წყეული გიჟი ციყვის მოსაშორებლად,რომელიც ზურგზე შემჯდარიყო და მისი თმებით ერთობოდა,თითქოს გაგიჟებულ ხარზე მოსკუპებულა და მისი თმები,ხარის ყელზე შემოხვეული თოკი ყოფილიყოს.ნამდვილ მაჩოს მოგაგონებდათ.ამ დროს ალე მთელი ძალით მორბოდა.მხოლოდ ნამდვილად რეალური მთელი ძალით.რადგან თინას კივილს,მისი ტვინი რატომღაც ჯოჯოხეთიდან ამოტანილი საყვირის აუტანელ ნოტებად აღიქვამდა,ხოლო რატო... ეს არავინ იცის.და აი რა უნდა ექნათ და რა მოხდა.ალე მთელი ძალით შეასკდა თინას,ძირს დაეფერთხნენ და ციყვმაც შესრულებულად ჩათვალა თავისი საქმე.გაიქცა და ხეზე აძვრა.ყურები დაცქვიტა და ძლიერი ინტერესით აყურადა. ორივეს ერთხმად გადმოსცდათ - ჯანდაბა ! - ალე თინაზე სწრაფად წამოდგა ფეხზე.ხელს უწვდიდა,მაგრამ თინა მეომარი ქალივით ამ ხელს ზედაც არ უყურებდა.თავისით წამოდგა,წელში გაიშალა.თმები გაისწორა,პანიკასაც მიეტოვებინა იგი.ჯერ ალეს გაყინულ ხელს შეხედა,შემდეგ მის შავთვალებში შეპარულ ოქროსფერ სხივებს,რომელიცც თავის თავს ირეკლავდა და მიაძახა.

-არა ! ჯანდაბა შენ.დამაზიანე... - დისფუნქციური ტიპი. გაიფიქრა თინამ

სანთებელასა და სიგარეტის კოლოფის ასაღებად დაიხარა.მხოლოდ ისე რომ მისი მშვენიერი უკანალი მხოლოდ ციყვმა ნახა. უნდა გენახათ ციყვი ! ის ფოთლებს არხევდა.აღარაფერი ესმოდა.თვალები დაჭყიტა და გარყვნილ ფიქრებს მისცემოდა... თინამ ჩანთას ხელი სტაცა,მაშინვე ზურგი აქცია ალეს. უსიტყვოდ აქცია ზურგი და გაცეცხლებული სწრაფი ნაბიჯით გაშორდა ალეს.ალემ ზურგში დაჟინებული მზერითა და მის მიერ გამომუშავებული აზრის ძალით,თინაში კამათის სურვილი აღძრა.ამ უდიდეს ზეგავლენას,რა თქმა უნდა ვერ შეეწინააღმდეგებოდა თინა.რაღაც ძალაც იგრძნო თინამ,მოუბრუნდა და რამოდენიმე წამში,ალეს პირისპირ უკვე საბრძოლო ჟინით,გაცეცხლებული თვალებითა და თმებაჩეჩილი იდგა.ციყვმა კი,ორივე თვალზე ხელი აიფარა. როგორც კი ალესთან დაბრუნა,ალემ სტრატეგია შეცვალა,ახლა მისი თვალებიდან,მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე გამოსჭვიოდა.ალემ მიუგო.

- მინდა პატიება გთხოვო,ჩემი სულელური გარბენის გამო.თუმცა წარმოდგენა არ მაქვს თქვენს მსგავს დისფუნქციურ გოგონას რით დავეხმარო. - ალეს სახეზე ნამდვილი უძლურება და დიდი თანაგრძნობა გამოეხატა.თინამ თვალები დაჭყიტა.- გაიფიქრა,რა შეშლილია დღეა.ამას შეხედეთ,რას კადრულობს... -და როგორც კი ეს ფიქრი სივრცეში გაისტუმრა თავისი მძიმე ამოსუნთქვის საშუალებით.მაშინვე გაახსენდა როგორ თქვა თავისთვის,ძალიან ჩუმად,ისე ჩუმად... არავის რომ არ გაეგო.თავის ფიქრებში. „დისფუნქციური ტიპიი...“

- უკაცრავადდ,რაა ბრძანდეეთ ? დისფუნქციურიო ??? რა ძალით შემასკდით თქვე არანორმალურო ვიღაცავ და საერთოდ,იციით მაინც ამ სიტყვის მნიშვნელობა ? - მთელს თავის ძალას ატანდა,ოდნავ მაინც რომ ეგრძნო ალეს მიმართ რაიმე მრისხანების მსგავსი.თუმცა გრძნობდა თინა,გრძნობდა,რომ მისგან ყოველგვარი „ავი“ გამქრალიყო და ეს შავთვალება ბიჭი,ზედმეტად დამამშვიდებლადაც კი მოქმედებდა მასზე.თითქოს მისი სული სიზმარში მომხვდარიყო და არარსებობდა ამ სიზმარში „ელემენტი“ სიბრაზისა.მიუხედავად პირადი სუბიექტური აზრისა,რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.ვერაფერს გახდა.ალემ სკამზე დაჯდომა შესთავაზა.თინამ საკუთარი ნებით,ან იქნებ ალეს ნებით ? სკამზე მოკალათება გადაწყვიტა.არ იცოდა რა იქნებოდა შემდეგ.მას შემდეგ რაც სკამზე დასკუპდებოდნენ.განა რა უნდა მომხდარიყო ? ციყვი ამაყობდა.ხეზე მყარად მდგარმა,ფოთოლი მოწყვიტა და მთელი ძალით ქნევა დაიწყო.აი ისე,მსგავსად იმისა,ნებისმიერ ნაჭერს,რომ აფრიალებენ ომში გამარჯვების შემდგომ.ციყვმა თავის გრძელ,ანტენასავით წაგრძელებულ ყურებს ორივე ხელით მისცა მიმართულება ალესა და თინას „არხზე“ და დაიწყო მათ მიერ გამოწვეული ბგერების აღქმა.აი რა გაიგო ციყვმა,მან ყველაფერი მიამბო.თურმე პირველი ალეს ხმა შემოესმა

- რა შეშლილი დღეა.თუმცა,მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ...ორ დისფუნქციურ პიროვნებას,წინ შესანიშნავი საუბარი გველის. - სრული სიმშვიდით განაცხადა ალემ ეს და თინას მბრწყინავ სახეს ურცხვად მიშტერებოდა.თვალებშიი მიშტერებოდა და აიძულებდა თინასაც,მსგავსად მოქცეიულიყო.რადგანაც მართლაც ისეთი დღე იდგა... არ იყო თვალების ცეცების დრო. თინა თვალს ვერ წყვეტდა,არა თუ ვერ წყვეტტდა თვალს,არამედ იმასაც კი ფიქრობდა,რაღაც რიგზე ძაან ვერ არისო. თინამ კოლოფიდან,შიშველი სიგარეტი ამოაცურა.სასწრაფოდ მოუკიდა და სწრაფ სწრაფი ნაფაზებისას იმას ფიქრობდა,ეს დამთხვევაა ეს დამთხვევაა- ო.როგორ შეიძლება ვინმე ჩემს შინაგან სამყაროში შემოიჭრას და ჩემი ფიქრები ასე ურცხვად მოიტაცოსო ?

ალემ თინას მზერა მოაშორა,ზეცას მიაპყრო და მთელი ხალისით თქვა
- ისე,ვფიქრობ,რომ ეს დამთხვევაა არ უნდა იყოს.საერთოდ არ მჯერა დამთხვევების.ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.არ მეთანხმები ? როგორ ფიქრობ,შემთხვევით შევეჯახეთ ? - რომანტიზმში ჩაძირული ბიჭუნას სულში გაეხვა,შემდეგ მზერა მოსწყვიტა ცას და კვლავ თინას მიაშტერდა.ძალიან დიდი გამბედაობისა და ინტერესის ფარდა შემოიხვია.დადუმდა.თუმცა ის ამ ყველაფერს მთელი გულით აკეთებდა.თინამ ნერვიულობა ვეღარ დამალა.მისმა მარცხენა ფეხმა უნებლიედ დაიწყო ქუსლის მიწაზე ბაკუნი და ამ ქუსლის ბაკუნის მიერ გამოწვეული ვიბრაცია რომელიც ქვემოდან იწყებოდა,ნელ-ნელა ზევით მიიწევდა,რომელიც ბოლოს მთელს სხეულში ვრცელდებოდა.რის შედეგადაც,მისმა თითებმა უნებლიედ იწყეს,თითქოს შეუმჩნეველი,მაგრამ ალესთვის შესამჩნევი კანკალი.თინა ნამდვილი მებრძოლივით იქცეოდა.თითქოს არ იმჩენვდა,მართლაც რომ რაღაც უჩვეულოს და მიუგო.

- შევეჯახეთ ? ეს შენ შემეჯახე.ჩემთვის შემთხვევითია ყველაფერი.მიზეზიი ? ვის რაში სჭირდება მიზეზი - და სწორედ ამის თქმის შემდეგ,ძალიან სწრაფად გაიზრა თავისი დიდებული ცხოვრება,რომელსაც ამ შემთხვევაში ასეთ სათაურს გავუკეთებდით „დიდებული ცხოვრების შემთხვევითობა.ან იქნებ გამოწვეული მიზეზით“ . ალემ კბილები დაკრიჭა,შემდეგ ისეთი უაზრობა წამოროშა ციყვმა ფოთოლი გაადააგდო,მარცხენა ხელით ხეს მიეყუდა და მარჯვენათი კი ხის ფხოჭვნას მოყვა.

მთხორბელისგან
დაე ავტორის სულთან ერთად,ჩემი სული მარადიულ უხატობასა და უმოძრაობაში ჩაიძიროს.თუ კი ინტრიგის გამო ვწყვეტტდე თხრობას.საქმე იმაშია,რომ სანამ ეს ციყვი ამ ხეს მთლიანად გაპარსავს და თინა შეძლებს,რომ გაიაზროს საერთოდ მისი წამოროშილი წინადადების დიდებულების არსი.მანამდე მეც ღრმად მომიწევს ამ წინადადების შინაარსის განჭვრეტა.და შესაბამისი სიფათის მოძებნა ათენა რომ ავღწეროთ...თანაც გათენდა,ეს საუკეთესო დროა.კარგი მკითხველო,ვაღიარებ... ევა ახლა მარტოა.ხომ ვიცით მისი დეპრესიის შესახებ ? ჰოდა რა ვქნა,არ გადავარჩინო ?!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent