არასოდეს დაგივიწყებ (II თავი)
II თავი -რა ჯანდაბაა?!-დავიკივლე, როცა სპირტის სუნი შევიგრძენი -გოგონა, ნუ მოძრაობთ-გავიგე ახალგაზრდა ექთნის ხმა -სად ვაარ?! ან რატო მტკივა თავი გეგონება ტრაქტორმა გადაუარაო. რა უბედურებაა ეს?-ამოვიკრუსუნე -მანქანა დაგეჯახათ, მსუბუქი დაჟეჟილობები გაქვთ საბედნიეროდ, თუმცა გარკვეული პერიოდი ჩვენთან უნდა იყოთ-მითხრა ექთანმა და გამაყუჩებლის მოსატანად გავიდა. -აუუუ, ესღა მაკლდააა-ამოვიკრუსუნე და ტელეფონი ავიღე - ვაჩეე, სად ხართ?-ჩავყვირე ტელეფონში და ტკივილისგან დავიმანჭე -ანა?! შენ ხარ?! სად ხარ გიგო რას გვანერვიულებ!-ყვიროდა, ჩემი გიჟი ძმა -თუ ჩემი ძმა ხარ ნუ ღრიალებ რაა, თავი გამოხეთქვას მაქვს ისედაც-ამოვიბურტყუნე სიმწრისგან -ნუცამ მითხრა ავარიაში მოყვაო, ფრთხილად არ უნდა იყო გოგოოო?!-ყვიროდა ისევ -ნუ მი@რაკებ რააა -ენა გოგოო! რომელ სავადმყოფოში ხარ და რა წამოგიღოთ?-მოლბა უცებ ჩემი კამეჩი ძამიკო -ჩემი კრუასანი ძამიკოო შოკოლადის ნაყინი-ვუთხარი და ტუჩები გავილოკე, თითქოს დაინახავდა... -არა რაა, ჰო ვამბობდი შენი გამოსწორება არ იქნება-გაიცინა მანაც -კაი ათ წუთში მანდ ვართ. -შეიძლება-გავიგე ვიღაც ბიჭის ხმა -კაი ვაჩე მერე დაგირეკავ, ვიღაც მოვიდა-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე -ვინ ხართ?-შევხედე ინტერესით. -იცით მე... -აჰაა გასაგებია-შევაწყვეტინე მე-შენ ხარ ის მე რომ დამეჯახე არა?! -ბოდიში... უბრალოდ ჩემი ბიძაშვილი მომყავდა სკოლაში და შენც ისე უცებ გადმოირბინე გზაზე ვეღარ მოვასწარი დამუხრუჭება -ააა? ანუ მე გადმოგირბინე არააა?! მწვანე იყო შუქნიშანზე მაგ დროს ერთუჯრედიანოო!-დავიყვირე გავრაზებულმა. ყურადღება აღარ მიმიქცევია მისი ღიმილისთვის -კარგი, კარგი არ მცემო-გაიცინა იმ ხისთავიანმა -ვაიმეეე, გცემდი კი არა ჩემი ხელით ამოგთხრიდი მაგ თვალებს!-ვუყვირე ისევ -ისე შენა და თვალებში ,,ზამეკანია" ხომ არ გაქვს- ვუთხარი სერიოზულად ის კი ხარხარებდა რა ენაღვლება დაჟეჟილობა მაინც არა აქვს ჩემსავით!! -არა მგონია, ისე მემგონი ერთ ვიღაცას უფრო ჭირდება. მაგდროს მწვანე კი არა წითელი იყო შუქნიშანზე-ირონიულად შემომხედა -ისე ზუკა მქვია მე-შემომხედა ისევ ირონიულად -მ@იდია -ოჰ, პატარა ქალბატონო, ასე ვერ მოვრიგდებით, თუ ასე ვეუხეშეთ ერთმანეთს-მითხრა ისევ ირონიულად -პატარა ქალბატონი იქნება, ამ ლარნაკს რომ გესვრიიი!-ვუყვირე ისევ -ისევ შევხვდებით პატარა ქალბატონო!-თვალი ჩამიკრა ირონიული ღიმილით და კარი გაიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.