შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითურო მიყვარხარ! (თავი 6)


31-01-2022, 00:03
ავტორი Nina Gabievi
ნანახია 10 077

ფილმი საინტერესო აღმოჩნდა,დამთავრების მერე ცოტახანს ბუხართან დავსხედით რათქმაუნდა ელექტრო ბუხართან,თან ღვინოს ვსვავდით და თან ვსაუბრობდით.
-რაღაც მინდა გკითხო-მითხრა ალექსანდრემ
-კი გისმენ,მკითხე
-პირველად როდის მიხვდი რო მოგწონდი?
-პირველად?ესე ზუსტად არმახსოვს რადგან თავიდან ვერგიტანდი,სულ მაწვალებდი და მატირებდი,გახსოვს ველოსიპეტიდან რო ჩამოვვარდი და ფეხი ვიტკინე,იქიდან დავფიქრდი პირველად შენზე,ხელში რომ ამივყვანე და ისე წამიყვანე სახლში,იმდღიდან დავიწყე შენზე ფიქრი მაგრამ ბოლო წლები რომ ვერ გნახულობდი ვიფიქრე რომ დაგივიწყე მაგრამ შემდეგ ისევ გამოჩნდი,შენ როდის მიხვდი?
-როდის და გახსოვს სკოლაში ჩემ კლაში რომ იყავი შემოსული,გახსოვს თმა მოგწიწკნენ და ძალიან გაბრაზდი და კლასიდან გასვლა დააპირე მაგრამ მერხებს შორის ჩაგიდექი და არგიშვებდი,შენ კი გაბრაზებულმა სილა გამარტყი და გაიქეცი,აი მე ამის მერენ შემიყვარდი.მერე მეც მეგონა რომ დაგივიწყე მაგრამ შემდეგ როგორცვე დაგინახე მაშინვე მიხვდი რომ ვერასდროს დაგივიწყებდი-გამეცინა წარსულის გახსენებაზე.
-როგორი კარგი იყო ბავშობა,არანაირი პრობლემები და არანაირი დარდი.
-ახლა რამეზე დარდობ?
-ახლ არაფერზე,ამწუთას არაფერი მახსოვს როცა შენ ხარ ჩემ გვერდით-ღვინო დავდე და ხელი ხელზე მოვკიდე,დაიხარა და ხელზე მაკოცა.
-ძალიან მიყვარხარ წითურო.
-მეც მიყვარხარ ალექსანდრე.
მოიწია და მაკოცა,მეც ავყევი კოცნაში,უკან გადამაწვინა ხალიჩაზე და ზემოდან მომექცა,ტუჩებიდან ყელზე ჩაუყვა და ზედა გადამაძრო,ხელები მიკანკალებდა ვნერვიულობდი.
-გინდა გავჩერდე?
-არა,მე უბრალოდ ....
-დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა.
ცოტა დავმშვიდდი და გამბედაობა მოვიკრიბე ხელები ქვევით ჩავაცურე და ზედა გადავაძრე,ჩაეღიმა დაიხარა და მაკოცა ისევ.
ის ღამე იდეალურად გავატარეთ,მთელი ღამე მის მკლავებში ვიყავი,ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი და არმახსოვდა სხვა არავინ.დილით ბედნიერს გამეღვიძა,ისე ვიყავი თითქოს სამყარო ჩემი იყო,გვერდით გადავბრუნდი მაგრამ ალექსანდრე იქ არიყო,საწოლზე წამოვჯექი უცბათ,შემეშინდა წამიერად გავიფიქრე რომ წავიდა და დამტოვა,მაგრამ ამდროს კარი გაიღო და მომღიმარი შემოვიდა,ხელში ლანგარი ეჭირა.
-დილამშვიდობის,საუზმე მოგიმზადე-გაღიმებული მომიახლოვდა-რამე მოხდა?რასახე გაქ?
-არაფერი-მეც გავუღიმე-უცბათ რომ ვერ დაგინახე ვინერვიულე.
-კარგი მოდი ეხლა ვისაუზმოთ და შემდეგ გავისეირნოთ კარგი?
-კარგი.
საუზმის შემდეგ გავისეირნეთ ცოტა შემდეგ კი უკან დავბრუნდით სახლში,ხვალამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლში შევედი,რატომღაც პირდაპირ სხვენში ავედი,ხატვა მომინდა საშინლად.ჩანთა იქვე მივაგდე და სკამზე ჩამოვჯექი,ფურცელზე ხატვა დავიწყე და რატომღაც შვება ვიგრძები.დავხატე ნახატი სადაც პატარა კოტეჯი იყო და მის წინ ბედნიერად მომღიმარი წყვილი იყო.
-ანასტასიააა-ყვირლით შემოვარდა ჩემ ოთახში ლიზი
-რახდება ლიზი მშვიდობა გაქ?
-არა არმაქ მანამ სანამ არმომიყვები გუშინ რამოხდა?
-ცოტა ჩუმად რაგაყვირებს,გინდა რომ ჩემებმა გაიგონ?
-კარგი ბოდიში,მიდი მომიყევი გთხოვ.
-მოსაყოლი არაფერია უბრალოდ ერთი ზღაპრული დღე გავატარეთ ერთად ასევე ზღაპრულ გარემოში.
-მერე?
-რა მერე ვივახშმეთ,შემდეგ ფილმსაც ვუყურეთ ერთად.
-მერე?
-არაფერი ცოტა ვისაუბრეთ და ბავშვობა გავიხსენეთ.
-ერთად იწექით თუ არა?-ვეღარ მოითმინა და პირდაპირ მკითხა რაზეც სიცილი ამიტყდა-ესეიგი იწექით არა,შე პატარა გაიძვერა თავიდანვე რატო მაგით არდაიწყე.
-კარგი ლიზი ისეთი არაფერია
-ხო სახეზე გეტყობა როგორც არაფერია,მომიყევი ახლა როგორი იყო მოგეწონა ხო?
-რათქმაუნდა ლიზი მომეწონა მაგრამ ძალიან გთხოვ დეტალების მოყოლას ნუ მთხოვ.
-არა დამშვიდდი დეტალები არმაინტერესებს,ეგ მეც საკმარისად მაქ-ჩაიცინა და ლოგინზე მიწვა,აშკარა იყო რომ ღამით ჩემთან დარჩენას აპირებდა და სრულად გამომწურავდა ინფორმაციას.
-ლიზი გთხოვ დამაძინე რა-უკვე მეასედ ვთხოვდი.უკვე დილის ოთხი საათი იყო და მაინც მელაპარაკებოდა
-დაგაძინო?ყოველდღე კი არ კარგავს ჩემი დაქალი ქალიშვილობას,როგორ შეგიძლია დაიძინო იმ ვნებიანი ღამის შემდეგ?
-სწორედ მაგ ვნებიანი ღამის დამსახურებაა ახლა რომ მეძინება-გადავტრიალდი და მიუხედავად ლიზის ლაპარაკისა გათიშულს დამეძინა.
დღეები ისე უცბათ გადიოდა ვერც კი ვახერხებდი გამეანალიზებინა ყველაფერი,ყოველდღე მასთანერთად ვიყავი,დავდიოდით აქეთ-იქით,ვნახულობდით სხვადასხვა ადგილებს და რაც მთავარია ძალიან ბედნიერი ვიყავი.ამასობაში კი გავიდა აგვისტოც და დადგა სექტემბერი რაც იმას ნიშნავდა რომ უკან თბილისში უნდა წამოვსულიყავი,ეს დიდად არმადარდებდა რადგან ვიცოდი ალექსანდრეც იქვე იქნებოდა ჩემთან და ლიზიც რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა რომ თბილისში აპირებდა ცხოვრებას.
მოკლედ წავედით თბილისში და დაიწყო სწავლაც,დილით ლექციები მქონდა შემდეგ სახლში ვმეცადინეობდი და საღამოს ალექსანდრესთან ერთად ვიყავი.
დღესაც ჩვეულებრივი დღეა დილით უნივერსიტეტში წამოვედი,ახლახანს დავამთავრე ლექციები,სახლში წასვლას ვაპირებდი,კიბეზე ჩამოვდიოდი როცა ჩემა კურსელმა გიორგიმ დამიძახა
-ანასტასია,ერთი წუთით შეიძლება?
-კი რახდება?
-შეგიძლიან ეკონომიკის კონსპექტი მათხოვო?გამოცდები ახლოვდება და ასე უფრო მარტივად ვიმეცადინებ.
-კი რაპრობლემაა,ეხლა თან არმაქ და ხვალ წამოგიღებ კარგი?
-კარგი მადლობა-გამიღიმა და გაბურნდა.
-ანასტასია-უკნიდან ალექსანდრეს ხმა შემომესმა.
-ალექსანდრე?აქრაგინდა?-წავედი მისკენ და გადავეხვიე
-შენ წასაყვანად მოვედი.ეს ბიჭი ვინ იყო?
-ვინ გიორგი?ჩემი კურსელია.
-კარგი და რაუნდოდა?
-კონსპექტი მთხოვა რომ ვათხოვო,რა მოხდა დაკითხვაზე ვარ?
-არა არაფერი ისე გკითხე.
-კარგი,არგშია წამოდი ვჭამოთ
-კარგი წამო.
ვხვდებოდი რო დაბღვერილი მიყურებდა მაგრამ არვიმჩნევდი და ისიც არაფერს ამბობდა,მომბეზრდა ეს სიტუაცია და ვკითხე.
-კარგი მისმინე რამე პრობლემაა?
-არა რატო მეკითხები?
-დამცინი?რაც აქ მოვედით იმის მერე დაბღვერილი იყურები და არცკი გიჭამია არაფერი.
-არა არაფერია უბრალოდ დაღლილი ვარ,თუ დაასრულე ჭამა შეიძლება წავიდეთ?-კაფედან ისე გამოვედით ხმა არ გაუცია,შემდეგ კი სახლში დამტოვა,მითხრა საქმე მაქო და წავიდა.არც მეორე დილით გამოჩენილა,მეც გავბრაზდი და არცმე დავურეკე,უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი როცა ისევ გიორგიმ დამიძახა.
-მომიტანე კონსპექტი?
-აუუ ბოდიში გიორგი სულ გადამავიწყდა.ხვალ მოგიტან აუცილებლად.
-კი მაგრამ ზეგ გამოცდა გვაქ და ვიფიქრე დღეს ასლს გავაკეთებდი რომ ხვალ შენც დაგჭირდება.
-ეგ სულ ამომივარდა თავიდან,მაშ რავქნათ?
-მისმინე სახლში მიდიხარ?
-კი
-მაშინ წამოდი მე გაგიყვან მანქანით და ბარამ კონსპექტიც მომეცი კარგი?თუ წინააღმდეგი არხარ რათქმაუნდა.
-არა რაპრობლემაა-მისამართი ვუთხარი და უკვე თხუთმეტ წუთში კორპუსთან ვიყავით.
-მე აქ დაგელოდები.
-არა რასამბობ ამოდი ზემოთ.
-არმინდა უხერხულად ჩაგაგდო.
-არა რასამბობ,წამოდი.
ლიფტით ავედით მეხუთე სართულზე,კარები გავაღე და შიგნით შევიპატიჟე.
-მოდი დაჯექი,ყავას ან ჩაის ხომარდალევ?
-არა ანასტასია მადლობა არშეწუხდე,კონსპექტს ავიღებ და გავიქცევი თორემ სამსახურში ვაგბიანებ,აი ყავა კი შემდეგ იყოს.
-კარგი აი აიღე და ხვალ უნივერსიტეტში წამოიღე და იქ გნახავ-კარისკენ გავაცილე და როცა კარი გამოაღო ამდროს ალექსანდრე აპირებდა ზარის დარეკვას.როცა გიორგი დაინახა შევამჩნიე როგორ მოიქუფრა სახეზე.
-შენ ვინხარ?-მკაცრად ჰკითხა
-გამარჯობა,მე გიორგი ვარ ანასტასიას კურსელი,თქვენ ვინ ბრძანდებით?-ღიმილით ჰკითხა გიორგიმ და ხელი გაუწოდა
-ალექსანდრე,ანასტასიას შეყვარებული-ხელი ჩამოართვა და მივხდი როგორ მოუჭორა ხელზე.
-კარგი მე წავალ,ანასტასია მადლობა ხვალ უკან დაგიბრუნებ-მითხრა და კარიდან გავიდა-ნახვამდის-დაემშვიდობა მასაც და კიბეზე დაეშვა.
-ეს ვინ იყო და აქ რას აკეთებდა?-გაბრაზებული შემოვიდა სახლში.
-გუშინ ხომ გითხარი ჩემი კურსელია თქო,დილით კონსპექტი დამრჩა და გამომყვა რომ წაეღო.
-მერე აქ რას ამოვიდა?დაბლა ვერ დაგელოდებოდა?ან რანაირად დაგავიწყდა?თუ სპეციალურად დატოვე?-უკვე ხმას აუწია ნელ-ნელა
-რა სისულელეებს ბოდიალობ?რას მეუბნები ხვდები?შენი აზრით რამოხდა?
-რო არვიცი მაგიტო გეკითხები
-რაო?სულ გაგიჟდი?გითხარი უკვე რომ კონსპექტი წაიღო და სულ ესაა თქო.
-კონსპექტისთვის დაბლა ვერ დაგელოდებოდა?ან ხვალ წაგეღო ეგ დედა მო*****ი კონსპექტი არშეიძლებოდა-უკვე ყვიროდა
-რა გაყვირებს ვერგავიგე?თუ ჩემი არგჯერა შეგიძლია ახლავე წახვიდე აქედან-დავუყვირე მეც
-წავალ იმიტომ რო არმინდა კიდევ ტყუილები ვისმინო შენგან.
-მეტი აღარშემიძლია გაეთრიე აქედან-დავუყვირე და ხელი ვკარი,ისიც გამწარებული გავარდა გარეთ.ტირილი ამივარდა და ვერ ვწყნარდებოდი,ღმერთო როგორ იფიქრა რომ შეიძლება მე მისთვის მეღალატა,მე ხომ ის ძალიან მიყვარს რატომ მექცევა ასე.გამწარებულმა ჭიქა კედელს მივახეთქე ჯერ ერთი მერე მეორე და თითქმის ყველაფერი დავლეწე.გულზე თითქოს ცოტა მომეშვა მაგრამ მერე შემეშინდა ირგვლივ რომ მიმოვიხედე.სასწრაფოდ ნამსხვრევების შეგროვება დავიწყე.ნახევარი მოვაგროვე რის მერეც ხელი გამეჭრა,დიდი და ღრმა ჭრილობა ჩანდა და თან ხელიც საშინლად მეწვოდა.გადავიხვიე თუმცა სისხლი არჩერდებოდა მაგარამ ისევ გავაგრძელე აკრეფა ნამსხვრევების და თან ისევ ვტიროდი,ისევ გავიჭერი ხელი მაგრამ მაინც ვაგრძელებდი აკრეფას.დაბლა სისხლი წვეთავდა მაგრამ სულ ავკრიფე ნამსხვრევები და ჩავყარე ნაგავში.შემდეგ ბინტი დავიხვიე გაჭრილ ხელებზე და დივანთან ჩავიკეცე,რამდენიმე საათი ასე ვიჯექი და ვტიროდი როც კარებზე ბრახუნი ატყდა,თავიდან გაღებას არვაპირებდი მაგრამ მაინც აბრახუნებდა და არჩერდებოდა,ძლივს ავდექი და კარები გავაღე,კართან ალექსანდრე იყო და აწყლიანებული თვალებით მიყურებდა.
-მე.... ანასტასია ... მაპატიე,უცბათ ავნერვიულდი და საშინელი რაღაცეები ვიფიქრე როცა სახლში ის ბიჭი დავინახე,გთხოვ მაპატიე მე ...-ხელები ახლაღა შეამჩნია აშაკარად-რადაგემართა?ეს რა არის ანასტასია,მითხარი რა ჩაიდინე-მე ხმას ვერ ვიღებდი უბრალოდ ვუყურებდი,თავბრუ დამეხვა და წონასწორობა დავკარგე,ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა,წყალი მოიტანა და დამალევინა.
-კარგად ხარ?საწრაფოს გამოვუძახებ ახლავე.
-არა მოიცა-გავაჩერე,წამოვჯექი დივანზე და ხელებზე დავიხედე ისევ სისხლი მდიოდა-კარადაში აფთიაქის ყუთი დევს მომიტანე-ყუთი მოიტანა და ბინტი მომხსნა.
-ეს როგორ დაგემართა?რა გააკეთე?
-როცა წახვედი რაღაცეები დავამტვრიე და შემდეგ როცა ვკრეფდი მაშინ გამეჭრა.
-მოიც მე დაგიმუშავებ-აკანკალებული ხელით გამომართვა ბინტი,ჭრილობები დამიმუშავა და შემიხვია,ტკივილგამაყუჩებელიც დამალევინა და საძინებელში დამაწვინა.
-ანასტასია მისმინე გთხოვ მაპატიე,მე უბრალოდ მეშინია შენი დაკარგვის,ამას მეტად აღარ ვიზავ.
-გთხოვ ალექსანდრე მერე ვილაპარაკოთ,მეძინება საშინლად.
-კარგი კარგი უბრალოდ ნება მომეცი აქ დავრჩე.
-კარგი-ესღა ვუთხარი და მივხვდი როგორ მეხუჭებოდა თვალები,წამალი დამამშვიდებელიც იყო და ამიტომ ჩამეძინა.როცა გამეღვიძა უკვე დილის შვიდი საათი იყო,ოთახში მარტო ვიყავი,ხელებზე რომ დავიხედე გამახსენდა რამოხდა და ავდექი.მისაღებში გამოვედი და სკამზე მჯდომი დავინახე ჩასძინებოდა.შემეცოდა ძალიან,ვიცი მაწყენინა მაგრამ რავქნა მეც იგივეს ვიფიქრებდი ალბათ ვინმე გოგო რომ დამენახა მის სახლში.თუნდაც ის ამბავი რომ გავიხსენო ზღვაზე რაც მოხდა მეც არასწორად ვიფიქრე,ამიტომ მეტი აღარმიფიქრია ამაზე,ჩაი მოვადუღე და დავლიე რადროსაც ალექსანდრემაც გაიღვიძა,თავიდან შეშფოთებული მიყურებდა შემდეგ მოვიდა და ჩამეხუტა.მეც აღარ შევეწინააღმდეგე.
-ანასტასია მე ....
-ჩუუ,ამაზე აღარგვინდა ლაპარაკი,გთხოვ.
-კარგი კარგი-მითხრა და მაკოცა.ის დღე ერთად გავატარეთ მთელიდღე,არც ლექციებზე წავსულვარ.უბრალოდ ვიწექით ერთად ჩახუტებულები და ხმას არვიღებდით.ეს კი იმაზე მეტს ამბობდა ვიდრე ლაპარაკი იყო.
მეორე დღეს ლიზი მესტუმრა,ყავა მოვადუღეთ და მისაღებში დავსხედით.
-რახდება აბა მომიყევი,ალექსანდრე როგორაა?
-კარგადაა?გუშინ ცოტა ვიჩხუბეთ.
-რატო რამოხდა?ან ხელებზე რადაგემართა?
-ჩემი კურსელი იყო მოსული კონსპექტის წასაღებად რადროსაც მოვიდა და მასზე იეჭვიანა.ხელი კი ნამსხვრევებზე გავიჭერი ჭიქა გამიტყდა.
-რას ამბობ გოგო?ექიმთან იყავი?ნამსხვრევები ხომარგაქ?
-კარგად ვარ ლიზი ნუღელავ,ყველაფერმა ჩაიარა.შენ ის მითხარი შენი ბიჭი როგორ გყავს?
-კარგადაა რავიცი-ჩაიცინა უბრალოდ.
-სულ ესაა?უბრალოდ კარგადაა?მითხარი ეხლა კარგად რახდება?
-ყველაფერი ისეთი იდეალურია რომ მგონია ზღაპარში ვარ,ის ისეთი კარგია რომ ჭკუიდან გადავყევარ.
-შენ აშკარად ძალიან შეყვარებული ხარ.
-ხო ასე ძალიან მეტყობა?-იცინოდა და თან სახეზე ხელებს იფარებდა.ნამცხვრის ჭამა დავიწყე რადროსაც ღებინების შეგრძნება ვიგრძენი და აბაზანაში გავიქეცი,ლიზიც შეშფოთებული გამომყვა მაღებინ,მერე ცივი წყალი შევისხი პირზე და გამოვედი.
-რაგჭირს გოგო კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ,ალბათ რამემ მაწყინა.
-ორსულად ხომარხარ-სიცლით მკითხა რაზეც სერიოზული სახით შევხედე,მასაც დაუსერიოზულდა სახე-ეს შესაძლებელია?
-არა რასისულელეს ამბობ?შანსი არაა,გეუბნები რაღაცამ მაწყინა თქო.
-კარგი მაგრამ მაინც ტესტი გაიკეთე რომ დარწმუნდე კარგი?
-კარგი ხვალ ვიყიდი და გავიკეთებ-გავუღიმე და ისევ დავსხესით და საუბარი განვაგრძეთ.



№1 სტუმარი

კარგია,მომწონს. იმედია მოვლენები კარგად განვითარდება.

 


№2 სტუმარი ნიკაკუ

მალე დადებ ,გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent