გამარჯობა მარტოობავ,მიცანი?
გამარჯობა მარტოობავ,დაბრუნდი? დაგივიწყე და ამ დროს კი გამოჩნდი ამდენ სევდას რომ ვერ ვიტევ,დავდუმდი მარტოობას კვლავ თავიდან გამოვცდი... გამარჯობა მარტოობავ,მიცანი? ის გოგო ვარ,ცხოვრებით რომ ხარობდა დრო გავიდა,აღარც მახსოვს ის ხანი იმ დროს თითქოს წვიმაშიც კი დარობდა... შემიყვარდა,ამერია სამყარო სიყვარულს კი ისევ სევდა მოჰყვება მოხვედი და დარდი უნდა მახარო? ამ ერთხელაც ჩემი გული მოკვდება... მარტოობავ,გთხოვ,დამტოვე,დამინდე და სიყვარულს გაუხსენი სადავე ამ ცხოვრების არსი ისევ გამინდე და დაბრუნდი,სადაც იყო სათავე... მაშინ მოდი,როცა თვითონ მოგიხმობ, ტირიფის ქვეშ დავსხდეთ მთვარეს ლოდინში მე კი ღამეს ჩემს განსაცდელს მოგითხრობ ეს იქნება ჩემთვის შენი ბოდიში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.