მარტივი ბედნიერება ( 6 )
მიყურებდა და ცდილობდა გაკვირვებისგან მოღრეცილი სახე გაესწორებინა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, აშკარად მისმა მეუღლემაც მიცნო და ახლა თვალებით მჭამდა, თუმცა ირაკლიზე კარგი მსახიობი აღმოჩნდა და არაფერს იმჩნევდა, პირველი მაინც მე მოვეგე გონს და ღიმილით გავუწოდე ხელი. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო ირაკლი, -როგორც იქნა მოიფიქრა, ხელი გამომიწოდა და გაღიმება სცადა, თუმცა ღიმილის მაგივრად უცნაურად დაემანჭა სახე, შევყურებდი და მისი ასეთი მდგომარეობის გამო, კმაყოფილებას ვგრძნობდი, სხვა თუ არაფერი მხოლოდ იმისთვის ღირდა დემეტრეზე დაქორწინება რომ მისი გამწარებული სახე მენახა. - თქვენ ონისეს მამა ხართ არა? -შევეკითხე და ძლივს შევიკავე ღიმილი როცა დავინახე როგორ ანერვიულდა, მე კი პირდაპირ ვნეტარებდი, პირველად მქონდა საშუალება ისე სასტიკად მოვქცეოდი როგორც თვითონ მექცეოდა და არ ვიცი ეს როგორ ადამიანს მხდის მაგრამ ეს ყველაფერი საშინლად მსიამოვნებდა. - ონისე ჩვენი შვილია, -ჩაერია აქამდე ჩუმად მდგარი ქალბატონი და ხელი გამომიწოდა, -მე ნათია ვარ, ირაკლის მეუღლე და ონისეს დედა, იცნობთ ჩვენს შვილს? - დღეს დილით გავიცანი, ძალიან კარგი ბიჭია, უკვე მოასწრო და თავი შემაყვარა, -გულუბრყვილოდ გავუღიმე, ხელი ჩამოვართვი და თვალი თვალში გავუყარე, მანაც გამისწორა ზიზღითა და სიძულვილით სავსე მზერა, თუმცა ისე საყვარლად მიღიმოდა ვერავინ იფიქრებდა რომ დიდი ალბათობით, ერთი სული ჰქონდა ფეხებგაფშეკილი ვენახე. - ირაკლი კარგად ხარ? -დავითმა ირაკლის მიმართა და მეც ახლაღა მივაქციე ყურადღება რომ მგონი მართლაც არ იყო კარგად, ტუჩები მთლად გალურჯებოდა და ფეხზე ძლივს იდგა, -რა გჭირს ბიჭო? - ცოტა ხნით გავიდეთ დავით, მგონი გული მაქვს ცუდად, -ძლივს ამოილუღლუღა, ცოლს ანიშნა რომ დარჩენილიყო და დავითის ხელზე დაყრდნობილი გავიდა მისაღებიდან, ერთი წამითაც არ შემცოდებია. - გიხარია არა? -დაისისინა როგორც კი მარტო დავრჩით, აღარსად იყო კეთილგანწყობილი ღიმილი, გაცოფებული მიყურებდა. - არ მიხარია მაგრამ არც მწყინს, -ვუპასუხე მშვიდად, იქვე მდგარი მაგიდიდან რაღაც უცნობი სასმლით სავსე ჭიქა ავიღე და ერთი მოსმით გამოვცალე. - მაინც როგორ მოახერხე? - რას გულისხმობთ ქალბატონო ნათია? -ვკითხე დამტკბარი ხმით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვიცოდი რასაც გულისხმობდა. - როგორ შეაბი დემეტრე, სად გაიცანი, რა გაუკეთე ისეთი რომ ცოლად მოგიყვანა? საწოლში ჩაუგორდი და ახლა ორსულად ხარ? -აფთარივით მადგა თავზე და თანდათან უმაღლებდა ხმას, აშკარად ჩემზე მეტი ჰქონდა დალეული და თავს ვეღარ აკონტროლებდა, მაჯაზე ხელი წავავლე და მაგრად მოვუჭირე, ნამდვილად არ მქონდა ამ ძუკნასთან ლოლიაობის ნერვები. - მოკეტავ თუ აქვე ყველას გასაგონად გამოვაცხადო რომ ირაკლის შვილი ვარ, -კბილებში გამოვცერი და მაგრად ჩავაჭირე ფრჩხილები მაჯაზე, მაშინვე გაჩუმდა და უმწეოდ ააფახულა ყალბი წამწამები, ასეც ვიცოდი, ამ ქალისთვის აშკარად ერთადერთი კატასტროფა არსებობს და ეს მე ვარ, უფრო სწორად ის რომ ირაკლის შვილი ვარ და ონისეს და ნატას და, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს არავინ გაიგოს, ჰმ, ნამდვილად შემიძლია ამის გამოყენება. - ხელი გამიშვი, -დაისისინა და ახლაღა შევამჩნიე რომ ჯერ ისევ მაჯაზე ვუჭერდი, ხელი გავუშვი და გვერდზე მშვიდად გავდექი. - ესე იგი შევთანხმდით რომ შენ შენთვის და მე ჩემთვის? - ასეც ვიცოდი რომ უბრალო შტერი გოგო არ იყავი, გაიგე მამაშენის შესახებ, გაიგე რომ მდიდარია და რაკი მას ვერ დაუახლოვდი გადაწყვიტე მასთან ახლოს მისასვლელად დემეტრე გამოგეყენებინა? თუმცა გაგიმართლა, დემეტრეც არანაკლებ მდიდარია... იცოდე უფლებას არ მოგცემ რომ ჩვენს ოჯახს მიუახლოვდე და დემეტრე გააუბედურო, გპირდები სულ მალე გავაგებინებ, რატომ გაყევი ცოლად და რომ ფულის მეტი არაფერი გაინტერესებს... - რას ბოდავ თუ ხვდები? შენ საერთოდ რა შუაში ხარ ჩემთან და ჩემს ქმართან... -უნებურად შევწყვიტე საუბარი როცა მისი გაშტერებული მზერა დავაფიქსირე, შევბრუნდი და დემეტრე დავინახე, მისაღებში შემოდიოდა, ბექასთან ერთად და რაღაცაზე გულიანად იცინოდა, ისეთი საყვარელი იყო რომ თვალს ვერ ვაშორებდი, მერე ისევ ნათიას შევხედე, ისიც თვალს არ აშორებდა ჩემს ქმარს, დავინახე როგორ ამოიოხრა და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი, ჯანდაბა, ამის დედაც, ახლა ყველაფერი გასაგები იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, ნათიას დემეტრე მოსწონდა, უყვარდა, ან მინიმუმ უნდოდა, ჯერ ხომ ისედაც ვერ მიტანდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ მიტანდა ახლა კი დარწმუნებული ვარ რომ ორმაგად ვეზიზღები, იმის გამო რომ დემეტრესთან შანსი წავართვი ვეზიზღები... აი თურმე რატომ უწოდა დემეტრემ ძუკნა, აშკარად იცის მისი გრძნობების შესახებ... ღმერთო რა გულისამრევია, ოცდაშვიდი წლის ბიჭთან, თავისი შვილის მეგობართან დაკავშირებით აქვს სექსუალური ფანტაზიები... იმედია აუხდენელი, ოჰ ამის... წარმოდგენაც კი არ მინდა რომ ის და დემეტრე... - დაიღალე ძვირფასო? -დემეტრე უკნიდან მომიახლოვდა, წელზე შემომიცურა ხელები და სახე ჩემს თმებში ჩარგო. - მართლა ძალიან დავიღალე, შეიძლება რომ წავიდეთ და დავისვენოთ? -მის მკლავებში შემოვტრიალდი, კისერზე მოვეხვიე და ნიკაპზე მსუბუქად შევახე ტუჩები, -ჩაეღიმა, მივხვდი რომ მიხვდა რატომ ვიქცეოდი ასე ნათიას თანდასწრებით. - კარგი წავიდეთ და დავიძინოთ, ცოტა ხანს დამელოდე მეორე სართულზე ავალ და ვნახავ ჩვენი საძინებელი მზად არის თუ არა, იმდენი ხანია ამ სახლში არ დავრჩენილვარ... -ცალი თვალით ნათიას ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე როცა დემეტრე ჩვენს საძინებელზე საუბრობდა. - მოიცადე, სად მიდიხარ დემეტრე, არც კი მომსალმებიხარ, ძლივს ამოიკნავლა ათრთოლებული ხმით. - კარგია რომ აქ ხარ ნათია, მაოს გაცნობაც მოახერხე, დარწმუნებული ვარ აღფრთოვანებული ხარ ჩემი საყვარელი ცოლის სილამაზით, -მომიბრუნდა სახე ორივე ხელით დამიჭირა, ტუჩის კუთხესთან მომაკრო ტუჩები და თვალი ჩამიკრა, ნათიას გაფითრებული სახისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა გასასვლელისკენ. - მე... მეც უნდა გავიდე ცოტა ხნით, -ჩაიბუტბუტა ნათიამ და დემეტრეს გაჰყვა უკან, ესეც ასე, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, ყველა ფილმში და სერიალში ასეა რაც კი მინახავს, კაცი გარეთ გადის, რამდენიმე წამში, აღგზნებული ქალიც უკან მიყვება და მერე სადღაც ჩაბნელებულ კუთხეებში ეხვევიან ერთმანეთს… ამის წარმოდგენისას ტვინში სისხლმა ამასხა, დემეტრე და ნათია? კარგი რა... - რაზე ფიქრობ მაო, რა სისულელეზე ფიქრობ? ამაზე არ უნდა იფიქრო, -ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა თავის სტიქიაში იყო, არავის შეუმჩნევია რა მოხდა ცოტა ხნის წინ, რა ვქნა უკან გავყვე? მინდა კი იმის ნახვა რაც იმ რომელიღაც ბნელ კუთხეში მელოდება? მინდა კი? ვეღარ მოვითმინე, კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე და ვეცადე რომ შეუმჩნევლად გავსულიყავი მისაღებიდან, უზარმაზარი ჰოლის ბოლოში ფართო კიბე მეორე სართულზე ადიოდა, ფრთხილად ავყევი კიბეს და დერეფანში აღმოვჩნდი, ფრთხილი, შემპარავი ნაბიჯებით ვმოძრაობდი და თავი რომელიღაც საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი მეგონა, ისეთი დაძაბული ვიყავი პატარა ხმაურიც კი ალბათ გულს გამიხეთქავდა, ნეტავ რომელია ჩვენი საძინებელი? ჰმ, ‘’ჩვენი’’ რაღაც კარგად ჟღერს, - ნეტავ რას ვცანცარებ პატარა ბავშვივით, ამდენი არ უნდა დამელია, -ჩავიბურტყუნე და უფრო კარგად მივუგდე ყური დერეფანში გამეფებულ სიჩუმეს, ის იყო უკვე ხელი უნდა ჩამექნია და უკან გამოვბრუნებულიყავი რომ ერთ-ერთი საძინებლის ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან ძლივსგასაგონი ხმები მომესმა, მივუახლოვდი რომ უკეთ გამეგო რა ხდებოდა, კარს ავეკარი და უფრო მეტად შევაღე, შეღებული კარის მოპირდაპირე მხარეს კარადა იდგა რომლის კარზე მიმაგრებულ უზარმაზარ სარკეში მშვენივრად ჩანდა რა ხდებოდა მკრთალად განათებულ ოთახში, თუმცა ხმა არცთუ ისე კარგად მესმოდა, კარგად ვხედავდი როგორ ცდილობდა თვალცრემლიანი ნათია სიბრაზისგან მთლიანად გაწითლებული დემეტრესთვის რაღაც აეხსნა, ვეღარ მოვითმინე ფრთხილად შევძვერი და კედელს ავეკარი, ისინი ვერ მხედავდნენ, თუმცა მე ვხედავდი და ახლა უკვე მესმოდა კიდეც მათი, მღელვარებისგან გული ამოხტომაზე მქონდა, სასმელი და ადრენალინის შეგრძნებაც თავისას შვებოდა და ძლივს ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, როცა ნათიამ ერთი ხელი წელზე მოხვია და მეორეთი სახეზე მოფერება დაუწყო, კინაღამ ნერვებმა მიმტყუნა. - ახლავე გადი აქედან, -იღრიალა დემეტრემ, უხეშად მოიშორა და კარისკენ მიუთითა, -ნათია ნუ მაიძულებ შეურაცხყოფა მოგაყენო და რამე დაგიშავო, ბოლოს და ბოლოს ონისეს დედა ხარ, მართალია შენ ეს ფეხებზე გკიდია მაგრამ მე ხომ მახსოვს რომ ჩემი მეგობრის დედა ხარ - დემეტრე გევედრები, -ლამის ქვითინებდა ქალი, -ხომ იცი რომ შენზე ვგიჟდები, რა გინდა რომ დაგიჩოქო? მითხარი ის უფერული გოგო მართლა გიყვარს? ხომ იცი რომ ის პატარა, გამოუცდელი ლაწირაკი იმას ვერ მოგცემს რაც შენ გჭირდება... ნამდვილად გულისამრევი სცენა იყო, ვერ წარმომედგინა ნათიას როგორ შეეძლო ასე დაცემულიყო, ნუთუ საერთოდ არ ჰქონდა თავმოყვარეობა, ნუთუ საერთოდ არ ფიქრობდა რა მოხდებოდა თუკი ონისე ამ ყველაფერს გაიგებდა, ფიქრი დემეტრეს ცივმა ხმამ შემაწყვეტინა. - შენ რა იცი მე რა მჭირდება? -ნიკაპში ჩაავლო თითები და თავი ააწევინა, ისე მაგრად უჭერდა ხელს რომ ქალს ტკივილისგან კვნესა აღმოხდა. - შენ არ იცი ვინ არის მაო, მას არ უყვარხარ, მხოლოდ შენი ფული აინტერესებს, ერთი პატარა გარყვნილი ა და სხვა არაფერი, -დაისისინა ნათიამ და დავინახე როგორ აენთო დემეტრეს თვალები, ისეთ სიბრაზეს და მრისხანებას ასხივებდა, ნათიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი ნამდვილად შემეშინდებოდა, თუმცა იმ ძუკნამ აშკარად კარგად იცოდა რომ თუნდაც ონისეს გამო არაფერს დაუშავებდა, - მაოზე აღარაფერი თქვა, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, კიდევ რამეს თუ იტყვი მაოს შესახებ იცოდე აღარ მოგითმენ, დავივიწყებ რომ ონისეს დედა ხარ და... ჯანდაბა, ისეთ რამეს ნუ გამაკეთებინებ რომ საკუთარი თავი შემზიზღდეს, გადი აქდან, -კბილებში გამოსცრა და კიდევ ერთხელ მიუთითა კარზე, თავჩაღუნული გამოტრიალდა ქალი, როგორც კი დემეტრე მოდუნდა, ელვისსისწრაფით მიბრუნდა უკან, კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე დააცხრა, მეც და დემეტრემაც ერთდროულად დავქაჩეთ თვალები გაკვირვებისგან, ნამდვილად ტრაგიკომიკური სიტუაცია იყო, ერთი მხრივ გაცოფებული ვიყავი და ნათიას შუაზე გაგლეჯა მინდოდა, მეორე მხრივ კი დემეტრეს გაოცებული თვალების და დაფეთებული სახის შემხედვარეს გულიანად გადახარხარება ყველაფერს მერჩივნა, იდგა დემეტრე შუა ოთახში გაშეშებული, ხელებგაშლილი, უმწეო პატარა ბავშვივით და ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდა, ვიცოდი ახლა თუ ჩემს აქ ყოფნას შეამჩნევდნენ ცხოვრებაში ნათიაზე დიდი მტერი არ მეყოლებოდა, მაგრამ განა ეს ისედაც ასე არ იყო? ბოლოს ვეღარ გავუძელი, სასმელმაც რომელიც უკვე მთელ სხეულს მოსდებოდა თავისი გააკეთა, კედელს მოვშორდი და პანიკური სიცილისგან აცახცახებული მივეყრდენი კარადას, უფრო მეტად ავხარხარდი როცა ორივე დაფეთებული მომაჩერდა. - ძალიან გთხოვთ ასეთი სახით ნუ მიყურებთ სიცილს ვერ ვიკავებ, -ძლივს ამოვილუღლუღე და აცახცახებული თითებით მოვიწმინდე სიცილისგან თვალზე მომდგარი ცრემლები, ჯანდაბა ნათია ძალიან მაგარი სცენა იყო, რამდენი ხანია ასე გულიანად არ მიცინია. უცებ მოეგო ნათია გონს, მისგან სხვა რამეს არც ველოდი, დიდი ალბათობით იფიქრა რომ ეს მისი შანსი იყო, შანსი რომ ჯერ არშექმნილი ოჯახი შექმნის პროცესშივე დაენგრია, შეშფოთებულ გაკვირვებული სახე უცებ შეეცვალა და თვალები ბოროტულ-ეშმაკური ცეცხლით აუციმციმდა, გამიღიმა და ჯერ კიდევ გაშეშებულ დემეტრეს ჩამოეკიდა მკლავზე, რომელიც შემომცქეროდა გაფართოებული თვალებით და უხმოდ მემუდარებოდა რომ ეს სისულელე არ დამეჯერებინა. - არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე გაგეგო მაო მაგრამ... -დაიწყო ნათიამ დამტკბარი ხმით და წამწამები ააფახულა, -მე და დემეტრე... - არ გინდა, -ხელი ავწიე და ვაიძულე გაჩუმებულიყო, -ნურაფერს იტყვი, ტყუილად ნუ დაიღლი ენას, ყველაფერი დავინახე და გავიგონე, ასეც რომ არ იყოს, აბა კარგად დაფიქრდი, კაცი რომელსაც ჩემნაირი ცოლი ჰყავს, შენნაირ არსებას და თანაც მეგობრის დედას ისე შეხედავს როგორც ქალს? შენ დემეტრე ვინ გგონია? ან მე ვინ გგონივარ? ფიქრობ ჩემს ქმარს იმდენად არ ვენდობი რომ ამ სისულელეს დავიჯერებ? - დავინახე როგორ გაფითრდა ნათია და როგორ შეეპარა დემეტრეს ტუჩის კუთხეში ღიმილი, სულელი, ნუთუ იმის ეშინოდა რომ ამ უაზრობას დავიჯერებდი. - გადი ნათია აქედან და გაითვალისწინე რომ ყოველთვის ასეთი მომთმენი არ ვარ, -ვუთხარი და თავით ვანიშნე გასასვლელისკენ, გაცოფებულმა მოიკვნიტა ტუჩი, ერთხელ კიდევ ახედა უძრავად მდგარ მომღიმარ დემეტრეს და სწრაფი ნაბიჯით გავარდა ოთახიდან, გავიდა თუ არა უეცრად ვიგრძენი როგორ გამომეცალა მუხლებში ძალა და დემეტრეს მკლავები რომ არა წავიქცეოდი, ფრთხილად დამსვა საწოლზე და ჩემს წინ ჩაიმუხლა. - რა გჭირს, ცუდად ხარ? - არა, კარგად ვარ, ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ დავიღალე მაგრამ ღირდა, დაინახე რა სახე ჰქონდა ნათიას? - მართლა არ გჯერა მისი? -თვალებში მიყურებდა, ფრთხილად დაატარებდა თითებს ჩემს სახეზე და თბილად მიღიმოდა. - დავინახე როგორ გეცა ძალით და გაკოცა, თანაც თავიდანვე მივხვდი რომ ისე არ გიყურებდა როგორც შვილის მეგობარს, ვერ წარმოიდგენ ცოტა ხნის წინ რა მითხრა. - მაინც რა გითხრა ასეთი? - ჰგონია რომ შენთან ფულის გულისთვის ვარ და თანაც სპეციალურად დავორსულდი რომ შენთვის დაქორწინება მეიძულებინა, წარმოგიდგენია? -საწოლზე გულაღმა გადავვარდი და კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი, ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა ჩემს გვერდით საწოლი, გადავბრუნდი, ჩემს გვერდით იწვა გულაღმა და ღიმილით შესცქეროდა ჭერს. - რაზე ფიქრობ? -შევეკითხე და უფრო ახლოს მივჩოჩდი რომ მისი საყვარლად აბურდული თმა უფრო კარგად ამეჩეჩა. - ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო როცა დაქორწინება შემოგთავაზე. - ჰო მაგრამ ჩვენი ქორწინება ხომ... - არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ შენ ჩემს გვერდით ხარ, სხვა ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვათ და ვნახოთ რა მოხდება. - რა უნდა მოხდეს? ელვისსისწრაფით მომექცა ზემოდან, მთელი სიმძიმით დამაწვა, ხელები თავსზემოთ დამიჭირა და ანთებული თვალებით მომაჩერდა, გული ამიჩქარდა, პირი გამიშრა და ოდნავდაშორებული ბაგეებით ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. - მაგიჟებ, როგორ შეგიძლია ერთდროულად ასეთი ბავშვური და მიამიტი, სასტიკი და დაუნდობელი, საყვარელი და სექსუალური იყო, ამას როგორ ახერხებ? შენში რამდენიმე სხვადასხვა მაო ცხოვრობს და ყველა ერთად ჭკუიდან მშლის, ჩემში იმდენი ხარ, იმდენად სავსე ვარ შენით... -ჩახლეჩილი ხმით ბუტბუტებდა და სახეს კოცნით მიფარავდა, ღაწვზე მაკოცა, მერე ყბაზე, ყელზე და ნელ-ნელა ისევ ზემოთ ამოუყვა, ცეცხლი მეკიდა, უკვე ვეღარ ვაზროვნებდი მაგრამ როცა ტუჩებზე მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი რატომღაც შემეშინდა. - დემეტრე გაჩერდი, დემეტრე გთხოვ, -ძლივს ამოვილუღლუღე, ჩემდა გასაკვირად მაშინვე გაჩერდა და თვალებში დაბინდული შავი თვალებით ჩამხედა. - ერთხელ გითხარი რომ არასდროს არაფერს გავაკეთებდი შენი სურვილის საწინააღმდეგოდ და ასეც იქნება, უბრალოდ ჩემი გჯეროდეს კარგი? -ცხვირის წვერზე მსუბუქად მაკოცა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებინე. - წამოდი ცოტა ხნით ქვემოთ ჩავიდეთ და სტუმრებს დავემშვიდობოთ. - კარგი რა დავიღალე, ახლავე რომ დავიძინოთ არ შეიძლება? დავიწუწუნე, უზარმაზარ ფუმფულა საწოლს გადავხედე და ამოვიოხრე. - გთხოვ, სულ ათი წუთი, -ისეთი სახით მიყურებდა უარი ვერ ვუთხარი, გაწეწილი თმა და მოჩაჩული ჯემპრი გავისწორე და კარისკენ წავედი. - - - - - - - - მეორე სართულიდან ჩამოვედით თუ არა, იკა და ბექა დერეფანშივე დაგვესხნენ თავს, ეშმაკური ღიმილით ამოგვიდგნენ გვერდით. - ამდენ ხანს ზემოთ რას აკეთებდით? -ვითომ გულუბრყვილო ღიმილით იკითხა ბექამ. - რაო რძალო დატესტეთ საწოლი? -ახლა იკამ ჩაიხითხით და ჩემმა ლოყებმაც არ დააყოვნა გაწითლება. - ყველაფერზე მასხარაობა არ შეიძლება, -ჩავიღრინე და ისე ვუთავაზე ფერდში რომ პატარა უპატრონო ლეკვივით აწკმუტუნდა. - კარგი რა მაო ასეთი რა გითხარი, -საცოდავი თვალებით შემომხედა. - ღირსი ხარ, -ჩაიცინა დემეტრემ, -ამხელა კაცმა ხომ უნდა იცოდე რა უნდა ილაპარაკო და რა არა. - აუ დემეტრე როგორც იქნა გიპოვნე, რამდენი ხანია გეძებ, -ეზოდან ონისე შემოვარდა დერეფანში, -ცოტა ხნით უნდა მოგტაცო ქმარი, -გამიღიმა და დემეტრეს რაღაც გადაულაპარაკა, დემეტრემაც ღიმილით დაუქნია თავი და მხარზე ხელი მოუთათუნა, მერე კი მე მომიბრუნდა, - მე და ბიჭები ცოტა ხნით დაგტოვებთ კარგი? -უხმოდ დავუქნიე თავი და გავიდნენ თუ არა საპირფარეშოს ძიებას შევუდექი, ის იყო მესამე კარი შევაღე რომ ვიგრძენი როგორ ამომიდგა ვიღაც უკან, პირზე ხელი ამაფარა რომ არ მეყვირა და ძალით შემათრია ღია კარში, ჩვენს უკან კარი მიიხურა თუ არა, ხელი გამიშვა და ჩამრთველს დააწვა, შემოვბრუნდი, ჩემს წინ ირაკლი იდგა და ისეთი სახით მიყურებდა რომ ცოტა არ იყოს და შემეშინდა, აშკარად არაადეკვატური იყო. - ჩემგან რა გინდა ირაკლი? -შევეცადე მშვიდი ხმით მეკითხა. - ეს შენ უნდა მითხრა რა თამაშს თამაშობ. - თამაში? ეს შენი და შენისთანების მოგონილია, მე არასდროს ვთამაშობ. - გინდა დამაჯერო რომ შენი ამ სახლში ყოფნა და დემეტრეს ცოლობა უბრალოდ შემთხვევითობაა და სხვა არაფერი? გინდა ეს სისულელე დავიჯერო? - მე არაფერი მინდა, არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა, ვინ ხარ რომ ანგარიშის ჩაბარებას მთხოვ, შენ ჯობია შენს არანორმალურ ცოლს მიხედო. ოჰო? მის გაცოფებულ სახეს რომ შევხედე აშკარად მივხვდი რომ ამჯერად მართლაც ზედმეტი მომივიდა, ნათიას ხსენებამ ისე იმოქმედა მასზე როგორც გაცოფებულ ხარზე მოქმედებს ცხვირწინ წითელი ნაჭრის ფრიალი, ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ, მეც უკან ვიხევდი სანამ ზურგით ცივი კედელი არ ვიგრძენი, ორივე ხელით კედელს მიეყრდნო და მკალვებსშორის მომიქცია. - ვიცი რის გაკეთებასაც ცდილობ, გინდა ოჯახი დამინგრიო? დედაშენიც ამას ცდილობდა, ჩემი და ნათიას დაშორება უნდოდა. - შენ კარგად ვერ ხარ, არანორმალური ხარ, დედაჩემი რა შუაშია? შენ მისი ქმარი იყავი და მერე მიატოვე, ნათიასთან წახვედი. - დედაშენზე რომ დავქორწინდი, ნათიას უკვე დემეტრე ჰყავდა ჩემგან, ჩვიდმეტი წლის იყო რომ გააჩინა, მე ნათია სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მაშინ მამამისი ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან არაფერი გამაჩნდა, ერთხელაც ცხელ გულზე დავლიე და ცოლად დედაშენი მოვიყვანე, შენც იმ ღამეს ჩაისახე, ამიტომაც ვერ გიტანდით ვერცერთს, დედაშენს ყოველთვის ვუყვარდი და შანსი მიეცა თუ არა მაშინვე საწოლში ჩამიხტა რომ ჩემგან დაფეხმძიმებულიყო, სამაგიეროდ მეც გამოვიყენე შანსი და ნათიას მამა დაიღუპა თუ არა დედაშენს გავშორდი და ნათია ცოლად მოვიყვანე. - ვუსმენდი და ვერაფერს ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს, მიუხედავად იმისა რომ ჩემს ძარღვებში მისი სისხლი ჩქეფდა ეს კაცი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. - ესე იგი ასე იყო ყველაფერი? მესმის რომ დედას გაშორდი, მაგრამ იმაში მაინც რა გიშლიდა ხელს რომ ხანდახან მაინც გენახე ხოლმე? - ნათიას მოთხოვნა იყო რომ თქვენთან ყველანაირი კავშირი გამეწყვიტა. - და შენც დათანხმდი? - მე ის მიყვარს, შენ კი ჩემთვის არაფერი ხარ, რატომ არ უნდა დავთანხმებოდი? - ახლა რა გინდა ჩემგან? - მორჩი ამ ცირკს, დემეტრეს დაშორდი და ქვეყნიდან წადი, არ მინდა ჩვენი ოჯახის შორიახლოს იტრიალო, მითხარი რამდენი გინდა იმისთვის რომ გაქრე, ვერ დამაჯერებ რომ ერთმანეთი გიყვართ, იმ სულელს შეიძლება მართლა უყვარხარ, მაგრამ შენ ხომ ფულის გულისთვის თხოვდები, ჰოდა მითხარი რამდენი გინდა და მოგცემ. - ნუ მაცინებ რა, ხომ იცი რომ შენი ფული არაფერში მჭირდება. - იცოდე კარგად დაფიქრდი თორემ შენი განადგურება არ გამიჭირდება, -სახე სახესთან მომიტანა და შეშლილი თვალებით ჩამაჩერდა თვალებში, რამდენიმე წამი ასე ვუყურებდით ერთმანეთს და ველოდით ვინ დათმობდა პირველი, მერე კარის გაღების ხმა გავიგე, ირაკლის ისე მჭიდროდ ვყავდი მკლავებში მომწყვდეული ძლივს შევძელი მიბრუნება, ღია კარში ონისე იდგა და თავზარდაცემული შემოგვცქეროდა, უცბად გავაცნობიერე ჩვენი მდგომარეობა და ისიც თუ რატომ გვიყურებდა ასე ონისე, რამდენიმე წამს მთლიანად მოშლილი და განადგურებული შემოგვცქეროდა, მერე შებრუნდა, ჩუმად გაიკეტა კარი და წავიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.