შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტივი ბედნიერება ( 7 )


2-02-2022, 20:44
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 025

გამწარებულმა გავიბრძოლე, მთელი ძალით ვკარი ხელი, როგორც იქნა მოვიშორე და თითქმის სირბილით გავვარდი გასასვლელისკენ, დამეწია, მკლავში მწვდა და შემაჩერა.
- სად მიდიხარ? ჯერ არაფერზე არ შევთანხმებულვართ.
- შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ? კიდევ შეთანხმება გადარდებს? დაინახე ონისე როგორ გვიყურებდა, ხვდები მაინც ახლა რას ფიქრობს? -უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და თითქმის ვყვიროდი.
- გაჩუმდი, შენ რა გინდა რომ მთელი ხალხი აქ შეყარო? -დაისისინა და მტკივნეულად მომიჭირა მაჯაზე,
-მშვენივრად მივხვდი რაც იფიქრა, მაგრამ იმედია არ ფიქრობ რომ ამის გამო სიმართლე უნდა უთხრა.
- გირჩევნია შენს შვილს საყვარლები ვეგონოთ ვიდრე გაიგოს რომ მისი და ვარ?
- ასე მირჩევნია, -მითხრა სრულიად ჩვეულებრივად.
- შენ რა ადამიანი ხარ, რა არსება ხარ ასეთი უგულო? როგორ შეგიძლია საკუთარ შვილებს ასე მოექცე?
-აღმომხდა და სიმწრის ცრემლები მომადგა თვალებზე, არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ძალა რომ აკანკალებული ხმა დამემორჩილებინა.
- კარგად დაიმახსოვრე, დღეიდან ჩემს ცხოვრებაში ჩარევა აღარ გაბედო, თორემ თავბედს გაწყევლინებ ირაკლი ლიპარტელიანო, -ხელი გამოვგლიჯე, ზურგს უკან კარი მოვიჯახუნე და კისრისტეხით გავვარდი ონისეს მოსაძებნად.
არსად იყო, არც დერეფანში, არც მისაღებში, ეზოში გავედი, იქაც არავინ ჩანდა, არა რა, ნამდვილი სულელი ვარ, ყველაფერი თავიდანვე უნდა მეთქვა, ვინ იცის ახლა რას ფიქრობს ან რას გრძნობს, რატომ იქ სვანეთში არ ვუთხარი ყველაფერი, რატომ...
თავს საშინლად ცუდად ვგრძნობდი, ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს რომელიც სახლს გარშემო უვლიდა, და უკანა ეზოში აღმოვჩნდი, თვალწინ საოცარი სილამაზე გადამეშალა, უზარმაზარი ხეებით და სხვადასხვა მცენარეებით სავსე ბაღი, ლამპიონების შუქით მსუბუქად იყო განათებული, სახლისგან მოშორებით, ხეთა შორის მდგარი ციმციმა სინათლეებით მორთული ფანჩატური ჩანდა, ვერაფერს ვიტყოდი, ლიკას ნამდვილად არ აქვს ცუდი გემოვნება, სახლიც და ბაღიც ზღაპრულად ლამაზია...
- ესე იგი აქ ხარ და აქაურობით ტკბები, -ცივი ირონიული ხმის გაგონებისას დაფეთებული მოვტრიალდი, ჩემს წინ ონისე იდგა, ისეთი სახით მიყურებდა, უნებურად უკან დავიხიე, მანაც არ დააყოვნა, ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და უფრო მომიახლოვდა.
- ისე მშვიდად ხარ თითქოს არაფერი მომხდარიყოს, საერთოდ თვალებში როგორ მიყურებ, ვინ ხარ მაო? ვინ ჯანდაბა ხარ, საიდან მოხვედი? ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობ, ჩემს ძმაკაცს რომ ტვინი აურიე არ გეყო და ახლა მამაჩემს ეკიდები კისერზე?
ასეც ვიცოდი, ვიცოდი რომ ამას იფიქრებდა, ისიც ვიცოდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, თავიდანვე ყველაფერი უნდა მეთქვა, მის ადგილზე მე რას ვიფიქრებდი არ ვიცი მაგრამ ახლა რაც მის თვალებში ჩანდა ვერაფრით ვეგუებოდი, გულს მიკლავდა და ნაწილ-ნაწილ მშლიდა, ისეთი ზიზღით შემომცქეროდა... ჩემს ერთადერთ ძმას ჰგონია რომ ვიღაც კახპა ვარ რომელიც მის ძმაკაცს ფულის გულისთვის გაჰყვა ცოლად და ახლა მამამისისის შებმას ცდილობს, რა გულის ამრევია...
- ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, ნება მომეცი აგიხსნა, გთხოვ, მხოლოდ რამდენიმე წუთით მომისმინე, -ამოვიკნავლე და მუდარით სავსე თვალებით ავხედე ქვემოდან
- სულელი გგონივარ? შენ მე რა უნდა ამიხსნა, -ჩაიღრინა და ვიგრძენი როგორ შემომეხვია ყელზე ცივი თითები, მთელი ძალით მიჭერდა და ვერაფრით ვახერხებდი მის მოშორებას, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, თვალები ავატრიალე და მთელი სხეული მომიდუნდა, ის იყო გონება უნდა დამეკარგა რომ ხელი გამიშვა, მოწყვეტით დავენარცხე ფილაქანზე მუხლებით...
- ეს რა გავაკეთე, მე... მე ასეთი არ ვარ, -ბუტბუტებდა და ერთხანს ადგილიდან არ იძროდა, ძლივსძლივობით ავწიე თავი და თვალი გავუსწორე, რამდენიმე წამს შეშლილი ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა, მერე შებრუნდა და წავიდა, არ მახსოვს რამდენი ხანი გავატარე მუხლებზე დამხობილმა, არ მახსოვს როდის დავიწყე ტირილი, ნაბიჯის ხმამ და მერე მხრებზე შეხებამ გამომარკვია, დემეტრე იყო, ჩემს წინ ჩაიმუხლა და მხრებზე მომეხვია
- აქ რას აკეთებ მაო? რამდენი ხანია გეძებ, რა გჭირს რატომ ტირი? -ისეთი აღელვებული ხმა ჰქონდა, ისეთი ზრუნვა გამოსჭვიოდა მისი ბაგიდან დაღვრილი თითოეული სიტყვიდან...
- მისი ბრალია, ყველაფერი იმ არანორმალურის ბრალია, -მხოლოდ ეს წამომცდა და ამოვისლუკუნე.
- რა მოხდა? ვინმემ რამე დაგიშავა?
- ირაკლი... ის...
- ოჰ მაგის... რა ვერ ასვენებს, რა უნდა შენგან? მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, -ნახევრად დაბინდული მზერით შევყურებდი, დემეტრეს დაძაბულ სახეს, დაჭიმულ ყბებს და შავ თვალებს, რომლებიდანაც ცეცხლს აკვესებდა.
- არა, ირაკლი არა, ონისე... მე... -მეტი ვეღარაფრის თქმა ვეღარ შევძელი, თვალები თავისთავად დამეხუჭა, გონება გამეთიშა და მკლავებში ჩავუვარდი.
- - - - - - - -
სახეზე და ყელზე მსუბუქმა შეხებამ გამომაფხიზლა, დემეტრე ფრთხილად, ნაზად დაატარებდა გრილ თითებს ჩემს ნაკვთებზე და ეს ისეთი სასიამოვნო იყო რომ გაღვიძება არ მინდოდა, მერე უცბად ვიგრძენი ყელის ტკივილი და უსიამოვნოდ შემეჭმუხნა სახე, თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს და როგორც კი მისი სახე დავინახე, ჩემმა ტუჩებმა თავისით გაიღიმეს ისე რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ, მიმოვიხედე, საძინებელში ვიყავით, აივნის კარიდან რომელსაც ფარდები არ ფარავდა, ოდნავ რიჟრაჟშეპარული ცა მოსჩანდა.
- რა დროა? მე რა მთელი ღამე მეძინა? -ყელის ტკივილის გამო ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე.
- ჰო მთელი ღამე გეძინა, იცი რა საყვარელი ხარ როცა ასე მშვიდად და ტკბილად გძინავს, -შემომცინა და მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილ თმებზე წამეთამაშა, იმ ულამაზესი, გრძელი და თლილი თითებით მე რომ ასე მიყვარდა.
- ჯანდაბა სტუმრები, ჩვენ ხომ სტუმრებს უნდა დავმშვიდობებოდით, -დაფეთებული წამოვჯექი და ახლაღა შევამჩნიე რომ ჯემპრის მაგივრად მაისური მეცვა, საბანი ავწიე და ჩავიჭყიტე, საცვლის ამარა ვიყავი, გაფართოებული თვალებით შევხედე დემეტრეს რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
- სტუმრებზე არ ინერვიულო, ყველას ვუთხარი რომ დაიღალე და ჩაგეძინა, ჰო და მაისურს რაც შეეხება ჩემია, მე გამოგიცვალე, იმ ჯემპრით და შარვლით ნამდვილად ვერ მოისვენებდი,
ვიგრძენი როგორ გავწითლდი, ცალკე იმის გამო მრცხვენოდა რომ შიშველი მნახა და ცალკე მისი მხიარულად მომღიმარი სახე მიშლიდა ნერვებს.
- ნუ მორცხვობ, ისე გამოგიცვალე საერთოდ არ შემომიხედავს შენთვის.
- ჰოო?
- ჰო, მერწმუნე, გახდა ნამდვილად კარგად გამომდის.
- ანუ რა გინდა რომ თქვა, გოგონების გახდის ექსპერტი ხარ? -ისე თავმომწონედ მიყურებდა რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- შეიძლება ასეც ითქვას, ამ საკითხში თავმდაბლობას ვერ გამოვიჩენ, -თვალი ჩამიკრა, ფეხზე გაიხადა და მაისურზე გადაცმული კაპიუშონიანი ზედა გადაიძრო, -ჩაიწიე, -მითხრა და ჩემი დაბნეული მზერის დანახვისას გაეღიმა, -ხომ არ დაგავიწყდა რომ ცოლ-ქმარი ვართ, თანაც ეს საწოლი საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ორივე დაგვიტიოს, თუ გინდა შეგვიძლია საზღვრები დავაწესოთ...
- უხმოდ მივჩოჩდი ნაპირისკენ და ადგილი გავუნთავისუფლე, საბანი ასწია და დაწვა, მე კი უბრალოდ ვიჯექი საწოლში და მას შევყურებდი, ერთხანს იწვა ასე გულაღმა და თვალისდაუხამხამებლად შესცქეროდა ჭერს, მერე მკლავი ჩემს ბალიშზე გაშალა და ღიმილით მანიშნა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ვიღას ახსოვდა საზღვრები, საბანში ჩავძვერი, მასთან მივცოცდი და თავი მკლავზე დავადე, ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა, ოჰ ღმერთო, რა საოცარი სურნელი აქვს, ფრთხილად მოვხვიე ხელი წელზე და უფრო მაგრად მივეკარი, ღიმილი ვერ შევიკავე როცა ნათლად მომესმა მისი გულის გამალებული ძგერის ხმა...
- დაიწყე გისმენ, მითხარი რა მოხდა, მომიყევი, -მისმა ხმამ ღრუბლებიდან ძირს დაშვება მაიძულა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე, აღარც კი მახსოვდა რაც მოხდა, ახლა მის მკლავებში მოქცეულს ნამდვილად არაფერზე ფიქრი არ მინდოდა.
- მაო ამჯერად ვერ გეტყვი რომ როგორც გინდა ისე მოიქცე, ის რაც მოხდა მეც მეხება, ჩემს ცოლს ჩემს სახლში მტირალს და თითქმის გულწასულს ვპოულობ, დალურჯებული ყელით, უნდა მითხრა რაც მოხდა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, -თითებს ჩემს თმებში ათამაშებდა და ისეთი თბილი და რბილი ხმით მესაუბრებოდა, თითქოს მაჰიპნოზებდა, მართალი იყო, რა აზრი ჰქონდა რამის დამალვას, ამის არანაირი სურვილი არ მქონდა, ყველაფერი მოვუყევი...
- წარმოგიდგენია? ახლა ონისე ფიქრობს რომ მე და ირაკლი... ოფ, ამაზე საუბარიც კი საზიზღრობაა, ყველაფერი ჩემი ბრალია, იქ სვანეთში უნდა მეთქვა ონისესთვის ყველაფერი.
- რაც არ უნდა იყოს, ონისეს უფლება არ ჰქონდა ასე მოგქცეოდა, -ღრმად ამოისუნთქა თითქოს დამშვიდებას ცდილობსო, მერე წამოიწია და თავზე მაკოცა.
- ახლა დამშვიდდი და დაიძინე, ონისეს მე დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევთ.
- იქნებ არ ღირს, არ მინდა რომ ჩემს გამო იკამათოთ.
- დამშვიდდი მაო, დღეიდან ეს ყველაფერი მე მომანდე, არავის მათ შორის არც ონისეს არ აქვს უფლება რომ ცუდად მოგექცეს და გული გატკინოს, მითუმეტეს არავის აქვს უფლება რომ ხელით შეგეხოს, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ, ყველაფერს ავუხსნი და თუ ვერ გაიგებს ეს მისი პრობლემაა, შენ არაფერზე იფიქრო, უბრალოდ დახუჭე თვალები და დაიძინე.
მოვდუნდი, მოვეშვი, მისმა ხმამ და სურნელმა დამამშვიდებელივით იმოქმედა ჩემზე და ღრმა უსიზმრო ძილმა წამართვა თავი.
- - - - - - -
კარზე კაკუნის ხმა რომ არა ალბათ კიდევ დიდხანს ვიძინებდი, ყურადღება არ მივაქციე და ბალიშში უფრო მაგრად ჩავრგე თავი, კაკუნი განმეორდა
- დემეტრეე ვიღაც აკაკუნებს, -ამოვიზმუვლე და მუმიასავით გავეხვიე ფუმფულა საბანში, პასუხი რომ ვერ მივიღე ვიკადრე გადაბრუნება, დემეტრე არსად იყო, უზარმაზარ საწოლში მარტო ვიწექი, ნაწყენი ბავშვივით გავბუშტე ტუჩები, მისი ბალიში ჩავიხუტე და ზედ შერჩენილი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე, კაკუნი აღარ განმეორებულა, სამაგიეროდ ვიღაცამ პირდაპირ შემოგლიჯა კარი და სანამ წამოდგომას მოვახერხებდი მანამდე დამახტა თავზე.
- დილა მშვიდობის რძალო, როგორ გიკითხო.
- დილა მშვიდობის ლიზა, -მოჭუტული თვალებით შევხედე, არა რა, ძალიანაც რომ მინდოდეს, ისეთი საყვარელია ასე შემოვარდნისთვის ვერ გავუბრაზდები.
- დემეტრემ დამიბარა შენთვის მეთქვა რომ მალე მოვა.
- არ უთქვამს სად წავიდა?
- არაფერი უთქვამს უბრალოდ მითხრა რომ მალე მოვა და კიდევ მითხრა რომ ძალიან ცოტას ჭამ და ჭამა უნდა გაიძულო, -ლიზა კისკისით დაეცა საწოლზე გულაღმა ჩემს გვერდით,
- რა უქენი ჩემს ბიძაშვილს რომ ასე გააგიჟე, არასდროს არავის მიმართ არ ყოფილა ასეთი მზრუნველი, შენზე რომ საუბრობს თვალები უბრწყინავს.
- მართლა? -არც კი ვიცი ეს რატომ ვკითხე.
- რათქმაუნდა მართლა, მასში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, დემეტრეს ტყუილი არ უყვარს, თუკი ამბობს რომ უყვარხარ ესე იგი ასეცაა...
დემეტრეს ვუყვარვარ? ეს ჩემთვის არ უთქვამს, ესე იგი ლიზას უთხრა? არა ამას ვერ ვკითხავ, ნუთუ მართლა ვუყვარვარ? ოფ, მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრო რომ ბოლოს იმედი არ გამიცრუვდეს, ბოლოს და ბოლოს თვითონ მითხრა რომ ქორწინების შემდეგ მალევე გავეყრებით ერთმანეთს..
- მაო რაზე ჩაფიქრდი? -აბურდულ-დაბურდული ფიქრებიდან ლიზას ხმამ გამომარკვია, დიდი, ლამაზი თაფლისფერი თვალებით შემომცქეროდა, ლამაზი გოგო იყო, პატარა, ნაზი და საყვარელი, სულაც არ მიკვირდა რომ იკა მასზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.
- წამო ქვემოთ ჩავიდეთ, ბიძაშვილის დავალება უნდა შევასრულო, მართალია საუზმე გამოტოვე მაგრამ რამე მოვამზადოთ და ვჭამოთ.
- საუზმე გამოვტოვე? რომელი საათია?
- პირველი ხდება.
- ოჰო, ამდენ ხანს მეძინა?
- ლიკა ცხრა საათზე აწყობინებს ხოლმე საუზმეს, შენც გელოდა, თანაც უნდოდა რომ ქორწილზე და ჯვრისწერაზე დაგლაპარაკებოდა, რომ არ ჩამოხვედი ეწყინა.
- ცხრა საათზე რომ სასაუზმოდ მოვასწრო ჩასვლა ესე იგი რვაზე უნდა ავდგე, შანსი არ არის, მაგ დროს ყოველთვის მძინავს ხოლმე.
- ლიკა ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.
- თვითონ თუ უნდა ისაუზმოს ცხრა საათზე, მე რას მერჩის? -წამოვიძახე და ლიზას გაოცებული სახის დანახვისას მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა, ბოლოს დაბოლოს ტყუილად ხომ არ უთქვამთ ‘’სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო’’
- უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასე საათობრივად ჭამას, დიდი ხანია მარტო ვცხოვრობ და ყოველთვის როცა გამახსენდებოდა მაშინ ვჭამდი, -მობოდიშებასავით გამომივიდა, -შენ ჩადი, მე წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, -ლიზა ცეკვა-ცეკვით გავიდა ოთახიდან, გავიდა თუ არა ტელეფონი ავიღე და ანას ნომერი ავკრიბე.
- რააა? როგორ თუ გათხოვდი, ამას ახლა უნდა ვიგებდე? -იმხელა ხმაზე იკივლა რომ ტელეფონი საწოლზე მივაგდე და რამდენიმე წამი ვისრესდი ყურს რომ რამე გამეგო.
- ახლა პანიკაში ნუ ჩავარდები კარგი? რაღაც უნდა გთხოვო.
- მითხარი რა გინდა, -შედარებით მშვიდად მიპასუხა.
- ჩემს ბინაში შეიარე, გასაღები ბოლოს რომ მოგეცი გაქვს არა?
- კი მაქვს.
- ჰოდა მიდი რა ჩემთან, საძინებელში კარადის თავზე ორი თეთრი ჩემოდანი დევს, ნივთები ჩამილაგე და მომიტანე შეძლებ?
- შევძლებ, ოღონდ მითხარი რა ჩაგილაგო, -ისე მითხრა რომ არც შეყოყმანებულა, აი რატომ მიყვარს ეს გოგო, ჩემი პატარა ტვინის ბურღი.
- ეი რა გჭირს მაო, ისევ ფიქრებმა გაგიტაცა? -მხიარულად გადაიკისკისა.
- ჰო, ვფიქრობდი რა უნდა ჩაგელაგებინა, ესე იგი, რასაც ნახავ ყველაფერი ჩაყარე, ფაქტიურად შიშველი ვარ, თან არაფერი მაქვს, საზამთრო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები მინდა.
- არის უფროსო შესრულებული იქნება, -ბოხი ოფიციალური ხმით მიპასუხა.
- ნუ მასხარაობ რა, -გამეცინა.
- მიდი, მიდი, მისამართი მომწერე, ცოტა ხანში შენთან ვარ, -ტელეფონი გათიშა და მეც როგორც იქნა საშუალება მომეცა აბაზანაში შევსულიყავი, იძულებული გავხდი დემეტრეს შამპუნი და შხაპის გელი გამომეყენებინა, თუმცა ძალიან მესიამოვნა როცა ჩემს სხეულზეც ვიგრძენი დემეტრესთვის დამახასიათებელი სურნელი, თმა უბრალოდ პირსახოცით შევიშრე, იგივე მაისური გადავიცვი რაც ღამით მეცვა, ჯინსის შარვალი, ბოტები და როგორც იქნა საძინებლიდან გამოვედი, ვერ ვიტყვი რომ დაძაბული არ ვიყავი, თუმცა ახლა დემეტრეს მშობლებზე და მათთვის თავის მოწონებაზე მეტად ის მადარდებდა სად იყო ჩემი ძვირფასი მეუღლე, ალბათ ონისესთნ წავიდა, იმედია, ის შტერი ყველაფერს სწორად გაიგებს თუმცა არც კი ვიცი იმ ზიზღით სავსე მზერას როგორ ვაპატიებ, -ასე ფიქრებში გართული მივუახლოვდი მისაღებს, ღრმად ამოვისუნთქე და კარი შევაღე, ლიზა მისაღებში იჯდა დავითთან და ლიკასთან ერთად, დავითი გაზეთს კითხულობდა, ლიკა და ლიზა კი რაღაცას ათვალიერებდნენ ლეპტოპში, შევედი თუ არა ყველას მივესალმე და მათ წინ ჩამოვჯექი, საგანგებოდ გამოპრანჭულმა ლიკამ ალმაცერად შეავლო თვალი ჩემს ჩაცმულობას,
- მაო სად წავიდა დემეტრე ამ დილით? საკმაოდ ადრე გავიდა სახლიდან, -დავითმა გვერდით გადადო გაზეთი და გამომცდელი მზერით შემომხედა.
- რაღაც საქმე ჰქონდა, მალე დაბრუნდება, -საერთოდ არ შევიმჩნიე რომ არ ვიცოდი სად იყო და გულში ლიზას მადლობა გადავუხადე რომ მანაც არაფერი შეიმჩნია, დავითს აღარაფერი უთქვამს უსიტყვოდ მიუბრუნდა გაზეთს.
- საუზმეზე გელოდით, -ლიკამ გამიღიმა და ვერაფრით მივხვდი გულწრფელი იყო თუ არა ეს ღიმილი.
- მაპატიეთ მაგრამ ამ დროს ყოველთვის მძინავს ხოლმე სამსახურის გამო ასე ვარ მიჩვეული.
- სად მუშაობ?
- სხვადასხვა შეთავსებითი სამუშაო მაქვს მაგრამ ძირითადად ღამე ბარში ვმუშაობ მიმტანად, ამიტომაც შემდეგ თითქმის მთელი დღე მძინავს ხოლმე, -პირდაპირ ვუთხარი, თუმცა ვიცოდი რომ ლიკასნაირი ქალისთვის ამის ასე გამოცხადება არც თუ ისე კარგი აზრი იყო, მაგრამ რატომ უნდა დამემალა რამე, სამსახური სამსახურია, მე ხომ უბრალოდ ვმუშაობ, ცუდს არაფერს ვაკეთებ, აშკარად ლიკა ჩემსავით არ უყურებდა ამ საკითხს, დავითმაც გაზეთი დაბლა დაწია და ჩვენ მოგვაპყრო ყური.
- ესე იგი ღამღამობით ბარში მუშაობ? კი მაგრამ რატომ.
- რატომ მუშაობენ ხოლმე? -მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე, -არ ვიცი ვინმეს თუ ეხალისება ღამით მიმტანად მუშაობა მაგრამ მე იმიტომ ვმუშაობ რომ სამსახური მჭირდება, გარდა ბარისა დღის განმავლობაში ორ სხვადასხვა კომპანიაში ონლაინ თარჯიმნობასაც ვითავსებ, უამრავი ხარჯი მაქვს, უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი, ბინის ქირა, პირადი საჭიროებები, აი ამიტომ ვმუშაობ.
- ესე იგი სწავლობ? თარჯიმნადაც მუშაობ?
- ჰო, უცხო ენებს ვსწავლობ.
- ახლა რაც გათხოვდი ხარჯები შეგიმცირდება, ბინის ქირა, სწავლის გადასახადი, გადასახდელი აღარ გექნება ასე რომ შეგეძლება აღარ იმუშაო.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობთ? ჩემი ხარჯები რა შუაშია გათხოვებასთან? -შევამჩნიე როგორ გადახედეს ერთმანეთს დავითმა და ლიკამ, მერე ლიზას შევხედე რომელიც უხერხულად მობუზული მიყურებდა...
- იმას ვგულისხმობ რომ აწი დემეტრე გადაიხდის შენი უნივერსიტეტის თანხას და შენ იძულებული აღარ იქნები რომ ბარში იმუშაო, თანაც არა მგონია ეს მოსწონდეს.
- დემეტრემ რატომ უნდა გადაიხადოს ჩემი გადასახადები? -ვატყობდი ნელ-ნელა როგორ მიპყრობდა ბრაზი და ეს არ მომწონდა.
- იმიტომ რომ შენი ქმარია საყვარელო.
- ქმარია და არა სპონსორი, -უხეშად გამოვცერი კბილებიდან და მომესმა როგორ ჩაიცინა დავითმა, ლიკამ კი წარბები მაღლა აწკიპა და მოჭუტული თვალებით მომაჩერდა.
- მოდით თავიდანვე შევთანხნდეთ რაღაც-რაღაცეებზე, -რაც შემეძლო მშვიდად დავიწყე საუბარი,
-იმიტომ არ გავთხოვილვარ რომ ქმარმა ჩემი ხარჯები იხადოს და მე ფეხი ფეხზე გადავიდო, მომიტევეთ თუ კორექტულად არ გამომდის მაგრამ სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა, ბარში მუშაობას რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ ისედაც ვფიქრობდი თავის დანებებას, უბრალოდ სხვა სამსახურს ვიშოვი, ეს არის და ეს, მე და დემეტრე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვეხება.
- კარგი, რატომ ბრაზობ, ეს ყველაფერი იმიტომ არ მითქვამს რომ თქვენს საქმეში ჩარევა მინდა, -ლიკამ აშკარად უკან დახევა გადაწყვიტა, -უბრალოდ ჯერ ახალი დაქორწინებულები ხართ და მინდა დაგეხმაროთ ეს არის და ეს, ქორწილიც დასაგეგმი გვაქვს...
- ქორწილს რაც შეეხება მე და მას ამ თემაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუ გსურთ როცა სახლში დაბრუნდება, ერთად ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ყველაფერი, ახლა კი თუ შეიძლება მე გავალ, რამეს მოვიმზადებ თორემ შიმშილით ვკვდები.
- ლიზა მანანას უთხარი რამე მოგიმზადოთ, -ლიკა წამოდგა, მომიახლოვდა და ისეთი გულითადი ღიმილით დამადო მხარზე ხელი რომ კიდევ ერთხელ დავეჭვდი, ნეტავ სინამდვილეში როგორია?
- მაო მაპატიე თუ ზედმეტი მომივიდა, ალბათ უკვე იცი რომ შვილი არ მყავს და დემეტრე მართლაც საკუთარი შვილივით მიყვარს, მისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა და ჩემთვის ისიც საკმარისია რომ შენი დანახვისას თვალები უბრწყინავს, სიმართლე რომ გითხრა ცოტა ხნის წინ მეც შევამჩნიე რომ საძაგელი დედამთილივით ვიქცევი, ნუ მიწყენ კარგი?
- ზუსტად ისეთი ხარ როგორ რძალზეც ვოცნებობდი და როგორიც ჩემი შვილის გვერდით მინდოდა მეხილა, -დავითი ლიკას გვერდით ამოუდგა და თბილად გამიღიმა, -იცოდე რომ ვამაყობ ჩემი ბიჭის არჩევანით.
არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი მაგრამ დავითს ჩავეხუტე, თავი მხარზე დავადე და ორივე ხელი მაგრად მოვხვიე, გული გამითბა და უცნაური სიმშვიდე ვიგრძენი, ალბათ სწორედ ამას გრძნობენ გოგონები როცა მოსიყვარულე მამას ეხუტებიან,
თმებზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, ლიკა და დავითი ორივე ერთდროულად მეფერებოდნენ, სწრაფად მოვშორდი მათ და უკან დავიხიე.
- მაპატიეთ, ზოგადად არ ვარ ასეთი სენტიმენტალური, უბრალოდ რატომღაც თავი ვერ შევიკავე.
- შენი მესმის, -ლიკას ისევ არ შორდებოდა სახიდან გულითადი ღიმილი, -ლიზა გაყევი მაოს და აჩვენე სად არის სამზარეულო.
ლიზა მაშინვე წამოხტა ფეხზე და სამზარეულოსკენ გამიძღვა, არ გამკვირვებია როცა თითქმის ჩემი ბინისხელა სამზარეულოში შევედით, ძალიანაც რომ მომენდომებინა აქ რამის პოვნა ნამდვილად გამიჭირდებოდა, ის იყო მაცივარი გამოვაღე რომ კარი გაიღო და სამზარეულოში ორმოცდაათიოდე წლის პუტკუნა ქალი შემოვიდა, ლიზა მაშინვე ეცა და კისერზე ჩამოეკიდა.
- მანჩო რამეს ხომ მოგვიმზადებ, მაოს ძალიან შია.
შენ ხარ შვილო დემეტრეს მეუღლე? ქალი მომიახლოვდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თუმცა სახიდან გულითადი ღიმილი არ მოუშორებია.
- მე მანანა ვარ ამ ოჯახში უკვე ოცი წელია ვმუშაობ, თუ რამე გენდომება მითხარი და ნებისმიერ რამეს გაგიკეთებ, ახლა რას შეჭამ?
- მე კი მაო ვარ, -ქალს ღიმილით გავუწოდე ხელი, -თქვენ ნუ შეწუხდებით უბრალოდ მაჩვენეთ სად რა არის და თვითონ გავაკეთებ ყველაფერს.
- რას ამბობ, არავითარ შემთხვევაში, -ქალმა ძალით დაგვსვა მე და ლიზა მაგიდასთან და ფუსფუსი დაიწყო, ცოტა ხანში ჩვენს წინ მარწყვის ჯემი და უამრავი ფუმფულა ბლინი იყო დახვავებული, მეც მეტი რა მინდოდა, მაშინვე მუსრის გავლება დავიწყე, ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდა დემეტრე და როგორ ამომიდგა უკან, მხოლოდ მაშინ მივხვდი მის იქ ყოფნას როცა ვანილის სურნელს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სურნელი შეერია, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავაგდე და გავიღიმე.
- როდის დაბრუნდი?
პასუხად ჩემს სკამს დასწვდა და მისკენ შემატრიალა, ღიმილით დამცქეროდა ზემოდან, -იცი რომ ჯემით ხარ მოთხუპნული? -ჩაიჩურჩულა, ცერა თითით ფრთხილად მომწმინდა ტუჩის კუთხესთან შერჩენილი სიტკბოება, მერე თითი ტუჩებთან მიიტანა და გაილოკა.
- მმმ რა გემრიელი ყოფილა.
თვალებგაფართოებული და პირდაღებული შევყურებდი, ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვსუნთქავდი, მდგომარეობიდან ლიზას ხმამ გამომიყვანა.
- ბიძაშვილო მგონი დაგავიწყდა რომ სამზარეულოში მარტო არ ხართ.
- მართალია, მარტო არ ვართ, სტუმარი გყავს მაო, -დემეტრემ უკან დაიხია და ახლაღა შევამჩნიე კართან უხერხულად ატუზული ონისე, რომელიც თვალს ვერ მისწორებდა...



№1 სტუმარი სტუმარი მზია

ძალიან მომწონს,ველოდები გაგრძელებას,მინდა დემეტრე და მაო უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ

 


№2 აქტიური მკითხველი ablabudaa

რა კარგია მგონი დემეტრემ ყველაფერი აუხსნა ონისეს, საინტერესოა როგორ მიიღებს ამ ამბავს აი ნათიას და ირაკლის რაც შეეხება ზუსტად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები

 


ისე თბილად ექცევე დემე მაოს როგრო შეიძლება ეჭვი შეიტანოს მის გრძნობებში მაომ? რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ის ბედნიერება რაც ცხოვრებამ ამდენი ტანჯვის შემდეგ არგუნა kissing_heart დავითი და ლიკაც ძალიან კარგად ექცევიან <3 მართალია ლიკას მიდგომა თავიდან არც მე მომეწონა, მაგრამ კარგია, რომ თავადვე საუბრობს თავისი საქციელის შესახებ და ზემოდან არ უყურებს მაოს. ვფიქრობ, დავითის სახით მაომ ის მამა იპოვა, რომელიც არასდროს ჰყოლია.
მაოს დამოკიდებულება კიდევ ყველაზე სწორია. ქალი იმიტომ არ უნდა გათხოვდეს, რომ სპონსორი სჭირდება. მაგრამ ჯობია დროზე აღიაროს საკუთარი გრძნობების შესასხებ, ნუ დემესთან თუ არა საკუთარ თავთან მაინც kissing_heart
ახლა, იმაზე უნდა ვიფიქრო დემემ ყველაფერი უამბო თუ არა ონისეს, თუ უბრალოდ "სიტუაციაში გაარკვია" და იმიტომ გრძნობს თავს დამნაშავედ.
ირაკლიზე აღარაფერს ვიტყვი. საზიზღარი კაცი და კიდევ უფრო საზიზღარი მამაა rage

 


№4  offline წევრი Koala°

Ai ar vici axla ras gizam❤️❤️ rrato gvamwareb?❤️ Iset momentebshi wyvet xolme titebze frchxilebi agar mrcheba mteli❤️ gexvewebi male dade shemdegi tavi tore movkvdi❤️❤️

 


№5  offline წევრი lilit

აუ აი ისეთი მაგარია სიტყვები არ მყოფნის და ვერ ვაბამ თავს თუ რა უნდა გითხრა...უბრალოდ შესანიშნავი ადამიანი ხარ და ეს ნაწარმოებიც შესანიშნავია...ველოდები შემდეგ თავს

 


№6 სტუმარი ლეილა.

მომწონს ინტერესით ვკითხულობ მომდევნო თავს მოუთმენლად ველოდები.

 


№7  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

ძალიან ძალიან მომწონსსს????????❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანჩო

ძალიან მომწონს მალ მალე დადეე რაააა

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

მარწყვის ჯემივით გემრიელია შენი ისტორია.ძალიან დასტოინი ბიჭები არიან,ასე მგონია ,დემეტრეს სამეგობრო.

 


№10  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი nancho
მარწყვის ჯემივით გემრიელია შენი ისტორია.ძალიან დასტოინი ბიჭები არიან,ასე მგონია ,დემეტრეს სამეგობრო.


ყოველთვის ვცდილობ რომ მთავარი გმირები კარგები იყვნენ, განსაკუთრებით მამაკაცები, რა საჭიროა მაგიდაზე ხელების ბრახუნი, მოკლე კაბის ჩაცმისას თვალების ბრიალი და შენ ჩემი საკუთრება ხარო ამის ძახილი როცა შეიძლება რომ ამ ყველაფრის გარეშე უფრო მეტად საყვარელი, სექსუალური და იდეალური იყოს კაცი. blush

რუსკიმარუსია
ისე თბილად ექცევე დემე მაოს როგრო შეიძლება ეჭვი შეიტანოს მის გრძნობებში მაომ? რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ის ბედნიერება რაც ცხოვრებამ ამდენი ტანჯვის შემდეგ არგუნა kissing_heart დავითი და ლიკაც ძალიან კარგად ექცევიან <3 მართალია ლიკას მიდგომა თავიდან არც მე მომეწონა, მაგრამ კარგია, რომ თავადვე საუბრობს თავისი საქციელის შესახებ და ზემოდან არ უყურებს მაოს. ვფიქრობ, დავითის სახით მაომ ის მამა იპოვა, რომელიც არასდროს ჰყოლია.
მაოს დამოკიდებულება კიდევ ყველაზე სწორია. ქალი იმიტომ არ უნდა გათხოვდეს, რომ სპონსორი სჭირდება. მაგრამ ჯობია დროზე აღიაროს საკუთარი გრძნობების შესასხებ, ნუ დემესთან თუ არა საკუთარ თავთან მაინც kissing_heart
ახლა, იმაზე უნდა ვიფიქრო დემემ ყველაფერი უამბო თუ არა ონისეს, თუ უბრალოდ "სიტუაციაში გაარკვია" და იმიტომ გრძნობს თავს დამნაშავედ.
ირაკლიზე აღარაფერს ვიტყვი. საზიზღარი კაცი და კიდევ უფრო საზიზღარი მამაა rage


სამწუხაროდ მართლა არსებობენ ასეთი და ამაზე უარესი მამები და დედები, მაგის მეტი რა მინახავს რეალურ ცხოვრებაში
მაოს რაც შეეხება რეალურადაც მართლა ასე ვფიქრობ, რომ ადამიანი არანაირად არავისზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ქორწინებას სარფიან გარიგებად არ უნდა აღიქვამდეს
მაოს გრძნობებს რაც შეეხება მე თვითონაც ერთი სული მაქვს როდის იქნებიან მართლა ერთად smile

 


№11 სტუმარი ((()

როდის დადებ?❤️

 


№12  offline წევრი ლილა ნესი

((()
როდის დადებ?❤️


ხვალ ავტვირთავ დღის განმავლობაში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent