შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება თავი მეორე


3-02-2022, 00:01
ავტორი turaabelidze
ნანახია 9 263

შაბათია,თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს ,ყოველი დღე მაინც ერთნაირად გადის.ვწევარ ,გვერდით ლოკი მიწევს ,ისე ქშინავს თითქოს აგვისტოა და თბილისის მძიმე ჰაერმა,ჩახუთულობამ,სიცხემ,სუნთქვა შეუკრა,ვეფერები ,ცდილობს გამაგებინოს რასჭირს ,ვერ მაგებინებს ,თავი გადასწია ,ძილს მიეცა. შუადღის სამი სრულდება,თინანო წასულია,სახლში მხოლოდ მე და ლოკი ვართ,ლოკის ისევ სძინავს ,გუშინ ერთად გავათენეთ და ალბათ ამიტომ,სამზარეულოში გავდივარ ,მაგიდაზე ბლინები დევს ,დამათრობელი სურნელით,ვჯდები მაგიდასთან,ვისხავ ყავას და ვხვდები რა ნელა გადის დრო,ვგრძნობ მარტოობას ,მხოლოდ საათის წიკწიკი ისმის ,ლოკის ისევ სძინავს. მოსაღამოვდა ,თინანო სახლში უკვე დიდი ხანია დაბრუნდა ,მთხოვა დედასთვის დაგვერეკა ,მოგვეკითხა,მე სულ მიმძიმს ,ამის გამო ათასგვარ მიზეზს ვიგონებ ,რომ არ ვესაუბრო,მონატრებისგან გამოწვეულ სევდას ,თინანოსავით ცრემლებით ვერ გამოვხატავ.ლოკის საყელურს ვუსწორებ ,თავს კარგად ვერ გრძნობს,ვიფიქრე სუფთა ჰაერი გაამხიარულებდა,აშკარად ცუდადაა,ვნერვიულობ,თუმცა არ მინდა ვაგრძნობინო ,რომ მეშინია,ისინი,ხომ უთქმელად ხვდებიან ,ჩვენს ემოციებს ,მივსეირნობთ მე და ლოკი ,გარშემო ნაცნობი სურნელი ტრიალდება ,თითქოს მეც და ლოკიც ,ორივე გამოგვაცოცხლა,გარშემო ვიხედები ,ცოტა მოშორებით ხიდთან ,ვიღაც ზის,ჩუმი მუსიკის ხმა ისმის ,ლოკი მირბის ხიდისკენ,მეც მივყვები,ორივეს ინტერესი გვკლავს ,ეს უჩვეულო სურნელი ,ვის ეკუთვნის ,ხიდთან გოგონა ზის ,ლამპიონის შუქით მხოლოდ მის ჩრდილებს ვხედავ ,თუმცა შესამჩნევია თმა ,რომელიც ჭუჭყიან ქვაფენილს წვდება ,სურნელი უფრო გამძაფრდა,მე და ლოკი იქვე ჩამოვსხედით ,გოგონა ყურადღებას არ გვაქცევს ,თავის ფიქრებშია,საინტერესოა ვინ არის?ლოკი ვერ ისვენებს,უნდა ,რომ მივიდეს ,თუმცა თავს ცუდად გრძნობს ამას ვხვდები,სიჩუმეა ,ამ სიჩუმეს მხოლოდ ელექტრო მუსიკის ჰანგები არღვევს ,ვდგები ,მივდივართ . -ის ბიჭი ხარ. ვტრიალდები ,უცნაური ,ბოხი ხმით,მეუბნება გოგო ,გაუგებრად ის ბიჭი ხარ ,დავიბენი. -აქაური არ ხარ ,აქამდე შეგამჩნევდით. გოგონამ ჩვენსკენ გამოიხედა ,ჯერ ლოკის შეხედა ,შემდეგ მზერა მე მომაპყრო. -აქ ხშირად ვსეირნობთ,ღამით,გვიყვარს სიწყნარე,ადვილად შესამჩნევი არც არასდროს ვყოფილვარ. მუსიკა გამორთო ,სიგარეტის კოლოფი ამოიღო,სანთებელას გრძელი თითებით ჩამოჰკრა და გაუკიდა. -რა ჰქვია? დავიბენი ,ერთიწამით გავიფიქრე ,ჩემი სახელი აინტერესებსთქო,თუმცა მივხვდი ,საქმე ლოკიშია და არა ჩემში. -ლოკი ჰქვია . ფეღზე წამოიჭრა ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა ,საკმაოდ მაღალი იყო,ლამპიონის შუქი პირდაპირ ანათებდა მის სახეს ,სქელი შავი წარბები,აზიური თვალები ,ოდნავ კეხიანი ცხვირი და რაც ყველაზე მკვეთრად ჩანდა ,მისი სქელი ტუჩები,რომელშიც სიგარეტის ღერი იყო ,ნელა მოაშორა სიგარეტს ტუჩები,დაიხარა დალოკის თავზე ხელი გადაუსვა ,ვუყურებდი მის თმას და ეს სურნელი ,ასე ახლოდან ,იმდენად მსიამოვნებდა ეს საოცარი სუნი,თამბაქოს სუნსაც კი ფარავდა,გაიმართა ,გარშემო თითქოს იქაურობას თვალი მოავლო ,გვერდი ამიარა და წავიდა. 2:00 მასზე ვფიქრობდი,ვინ იყო,ასეთი იდუმალი,მშვიდი,ასეთი სურნელით და ხმის ტემბრი ,რომელიც ახლაც ჩამესმის ყურებში,მომაჯადოვა ,აქამდე თუ საფიქრალი არაფერი მქონდა ახლა ის გახდა ჩემი უძილობის და ფიქრის მიზეზი,ისევ მსურდა მასთან შეხვედრა ,ის სურნელი მსურდა ისევ . დილის შვიდი საათია ,ისევ არ მძინებია ,თინანოს უკვე ღვიძავს ,თავი მოვაჩვენე თითქოს მეძინა ,თუმცა ვერ ვისვენებდი ,შხაპი გადავივლე ,ვისაუზმე ,ამასობაში შუადღეც დადგა ,ისე მინდოდა სწრაფად მოსულიყო საღამო ,იმ იმედით ,რომ ისევ ვნახავდი ,თუმცა მანამდე ლოკი უნდა წამეყვანა ექიმთან ,ეს ორი დღეა ძალიან მოიწყინა ,მანერვიულებს ,თინანოც ნრვიულობს მის გამო,ჩემ გამოც ,იცის რომ მას თუ რამე დაემართა ,მეგობარს დავკარგავ ,ახლო მეგობარს .ლოკი დაიტოვეს ერთი დღით დასაკვირვებლად ,მეკი მარტო ლოკის გარეშე სეირნობას არ ვაპირებდი ,არვაპირებდი იმ რუტინის დარღვევას რაც მე და ლოკის გვქონდა ყოველდღიურად ,ღამდება,ვწვები,თინანო ოთახში შემოდის ,შუბლზე მკოცნის და ჩუმად გადის ოთახიდან ,ბალიშს ვიკრავ გულში ,ლოკის მაგივრად ,მეძინება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent