შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება


1-02-2022, 22:44
ავტორი turaabelidze
ნანახია 894

თავი პირველი] მზის სხივი მაღვიძებს ,ვგრძნობ სითბოს სახეზე,რომელიც არ მაძლევს საშვალებას გათენებული ღამის შემდეგ დავისვენო,გამოვიძინო,ამოვივსო ის სიშავე თვალის ქვეშ,რომელიც ამდენი უძილო ღამის შემდეგ გამიჩნდა ,ალბათ იფიქრებთ ცხოვრებისგან დატანჯული ,გაუბედურებული,მწუხარებისგან აღსავსე ადამიანის ,ტრაგიკულ,დეპრესიულ ისტორიას ვკითხულობო,თუმცა არა...ეს ჩემი ყოველდღიურობაა,ლოკის ენა ,ჩემს სახეზე ,ქალბატონი თინანოს ქოთქოთი და დილის ნოყიერი საუზმის სუნი ,ასე იწყება ჩემი,ათანასე დაშნიანის დილა. -გაიღვიძე ვაჟბატონო,ვიცი,რომ ისევ არ გეძინა ამ ღამით! ქალბატონი თინანო ოთახში შემოდის ,ჩემს ძირს დაყრილ ტანსაცმელს იღებს ,ყავის ფინჯნებს კრებს ერთად და გააქვს სამზარეულოში,თან თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს ,თითქოს ცდილობს არ გამაღვიძოს მაგრამ ჩემი ოთახის სიბინძურისგან გამოწვეულ ბრაზს ვერ მალავს,ეს მისი ყოველდღიური მოვალეობაა ,ჩემი გაღვიძება ,საუზმობა და სკოლაში გაშვება,თითქოს ამით დედას წასვლისგან გამოწვეულ მონატრებას იკლავს და მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს . -ქალბატონო თინანო ,ორი წუთი მომეცი ,რომ ჩემით გამოვფხიზლდე,მანამდე კი გთხოვ ყავა გამიკეთე და გავდივარ. ქალბატონი თინანო უთქმელად გადის ოთახიდან ,თინანო ბებიაჩემია ,თინა მესხი ,თუმცა უყვარს როდესაც ქალბატონი თინანოთი მივმართავ ,დედას ამერიკაში წასვლის შემდეგ მან ეს დიდი ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო,2 წელია დედობას და მამობას მიწევს ,მამას გარდაცვალების შემდეგ ,ძალიან გაგვიჭირდა,დედა იძულებული გახდა წასულიყო სამუშაოდ ,რათა ჩემი მომავალი უზრუნველყო ,ახლა მეთერთმეტე კლასში ვარ ,სემესტრის ბოლოა ,მალე მომიწევს პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება ,ჩაბარება ,მუშაობა და შემდეგ ქალბატონი თინანოს არჩეული გოგოს ცოლად მოყვანა ,მას უყვარს ,როცა მის აზრს ვიზიარებ ,თუმცა მაქამდე ძალიან ბევრია ,ახლა დროა ავდგე და ყავის ნეტარება შევიგრძნო. 10:30 -სემესტრის ბოლოა,ამ პანდემიის გამო ,ექსკურსიაზეც ვერ წავედით,იქნებ რაიმე მოგვეფიქრებინა -11 წელია ვცდილობთ შეკრებას ,ფიქრობ ახლა მოვახერხებთ ერთად დროის გატარებას? -ათანასე ,შენ როგორც ყოველთვის არაფერს ამბობ ,ერთხელ მაინც გაგვიზიარე შენი აზრი,თუ სულერთია შენთვის ეს ყველაფერი. როგორც ყოველთვის ,მზგავს თემებში ჩარევას თავს ვარიდებ ,სკოლა 2 წლის წინ შევიცვალე ,მამას გარდაცვალებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ყოველდღიურობაში,სკოლა,საცხოვრებელი,დედას წასვლა და არავინ გარშემო თინანოს გარდა ,ორი წელია ბებიასთან ვცხოვრობ ,თბილისს ცოტა ჩამოვშორდი ,უღიმღამო გარეუბანში გადავედი ბებიასთან ,აქ საინტერესო არაფერია ,არა მეგობრები ,ჩემი ყოვედღიურობა ლოკისთან ერთად ღამით სეირნობა ,გამთენიისას კომპიუტერთან თამაში ,ყავის დიდი დოზა და ბებიაჩემია ,სიახლის სურვილით ამყველაფერს ვიტან ,დედას ხათრითაც,ბებოს ხათრითაც.სამომავლოდ ისევ თბილისში დავბრუნდები ,ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავაბარებ ფსიქოლოგიურის განხრით ,თუმცაქალბატონ თინანოს აქ არ დავტოვებ ,წავიყვან ჩემთან და მეყოლება გვერდით მუდამ . 14:45 -ჭამე საჭმელი? -ვჭამე ,საღამოს ტოსტები გამიკეთე ,მე ,რომ მიყვარს მწვანე ხახვით და ძეხვით. -ისევ აპირებ ღამე გაათენო? პასუხს არ ვცემ ,და ვაგრძელებ ინსტაგრამის სქროლვას. -შემომხედე ,როცა გელაპარაკები! ახლა ნამდვილად გაბრაზებული მიყურებდა ,ბრაზს ვეღარ მალავდა,ვიცი იდარდა დღესაც ,რომ ღამით არ მეძინა ,მაგრამ ამას ვერაფერს ვუხერხებ. -ქალბატონო თინანო არცკი დამასრულებინა სიტყვა ,მაშინვე ცრემლები წამოსკდა თვალებიდან ,გულზე მომხვდა ,თავი დამნაშავედ ვიგრძენი,მივუახლოვდი ,ჩავეხუტე.. -დღეს ადრე დავიძინებ -დამპირდი -კარგი რა ,ხომიცი ,რომ ტყუილს არ გეტყვი ,ვეცდები ,რომ დავიძინო,ხომ იცი შენს ცრემლებს ვერ ვიტან,აღარ იტირო,თორემ აღარ შევჭამ შენი ხათრით გუფთას . გაეცინა ,ცრემლი მოიწმინდა და უკვე დასერიოზულებული სახით მითხრა -მედეასთან არ დამარეკინო,თორემ ფეხით ჩამოვა ,ხომ იცი? -დედა ჩამოვიდესდაა ,საერთოდ არ დავიძინებ. -ათანასე! გამეცინა ,თუმცა აღარაფერი ვთქვი ,თინანო ოთახიდან გავიდა ,მეკი ვფიქრობდი ,ათასგვარ სისულელეზე ,უსაქმურობისგან . 22:20 მე და ლოკი გარეთ ვსეირნობთ ,ცოტა ცივა ,ირგვლივ არავინაა ,აქაიქ თუ ჩაივლის მანქანა,ლოკის უყვარს სეირნობა , 9წლის ვიყავი როცა მამამ მომიყვანა ,ერთადერთია რაც მისგან დამრჩა ,ვუვლი ,საკუთარ თავზე მეტად ,ჩვენ ,ხომ ერთად გავიზარდეთ ,უკვე დიდი გოგოა ,დილაობით ,რომ დამახტება თავზე ,ძვლივს ვიშორებ ,ის ხომ ასე გამოხატავს ჩემდამი სიყვარულს ,მე და ლოკი ,განუყრელები ყოველთვის. გადავწყვიტე სახლში ავსულიყავი ,გვიანი იყო,ვიცოდი ,რომ თინანო ინერვიულებდა ,სადარბაზოსთან ვიყავი ,როცა უჩვეულო სურნელი ვიგრძენი ,ლოკიც ყეფდა ერთი მიმართულებით,სადარბაზოსთან ახლოს სკამზე ვიღაც იჯდა ,გამიკვირდა ,აქ არავინ არის ხოლმე გარდა ჭორიკანა მეზობლებისა ,ან ლოთი მოხუცებისა ,რომლებიც ღამეს აქ ატარებენ ,ეს სურნელი უცნობია ,წამით ვიფიქრე ახლოდან მენახა ვინ ,ან რა იყო ეს ,თუმცა გადავიფიქრე და გავუყევი კიბეებისაკენ გზას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent