შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტინქტი (7 ნაწილი)


3-02-2022, 01:14
ავტორი Anastacia
ნანახია 1 742

2 წლის შემდეგ.....
ამბობენ:დრო ყველაფრის მკურნალიო,მე კი ვიტყოდი:ვისთვის როგორ!ვიღაცისთვის ყველაზე დიდი სასჯელია,ვიღაცისთვის კი მართლაც მალამო.ამ ისტორიის გმირებისთვის კი საწამლავიც იყო და ელექც.ყველა თავისებურად უმკლავდებოდა დარდს,ყველამ გააგრძელა ცხოვრება:ზოგმა საზღვარგარეთ,ზოგმა ციხეში,ზოგმა განდეგილობაში,ზოგმა კი უბრალოდ ერთ თვიან ისტორიას თვალი ადევნა და სევდიანი დასასრულის შემდეგ ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელა ცხოვრება,ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა.
რამოდენიმე თვეში ყველას დაავიწყდა ლევან თოდუა და მისი იმპერია,ჟურნალისტებმაც შეწყვიტეს სტატიების წერა.ქარიშხალი ჩადგა,მაგრამ მისგან გამოწვეული ზარალს,ვინ მიხედავდა?არც არავინ.ყველა წავიდა,ყველა გადაიკარგა,თითქოს საერთოდ არ არსებობდნენ ერთამნეთის ცხოვრებაში,თითქოს მათ ერთი გზა არ აკავშირებდათ.
ყველამ დააშავა,ყველას თავისი წილი დანაშაული მიუძღვის,მაგრამ არცერთი არ ფიქრობს გამოსწორებას მანამ სანამ მათი გზები ისევ არ გადაიკვეთება და მანამ,სანამ ერთამეთის არსებობას არ გაიხსენებენ.
ისევ ბოლო სიჩქარეზე მიაქროლებდა მანქანას და ისევ მფარველი ანგელოზის იმედად იყო,რომელმაც უკვე რამოდენიმეჯერ გადაარჩინა სიკვდილს.მოგონებების მოზღვავებას ვერ იტანდა,რადგან თითოეულში თავისი მფარველი ანგელოზით იყო.ორი წელია ვერაფერს ვერ გრძნობს გარდა დანაშაულის გრძნობისა,დანაშაულის,რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე მიუძღვიდა,ის კი არსად არ ჩანდა.ლევანის დაპატიმრების დღიდან, ერთი წლის შემდეგ კონვერტი მიიღი,რომელშიც,ლიზა თოდუა განქორწინებას ითხოვდა,ხელი არ მოაწერა,საკუთარი თავისგან არ გაათავისუფლა.ისევ აშავებდა?არ ვიცი,ალბათ კი.ერთი წელია სასამართლოზე დადის და ყოველ ჯერზე მისი თვალების დანახვას ელოდებოდა,მაგრამ ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული რჩებოდა.
ქალაქში,იმიტომ ჩამოვიდა,რომ სასამართლო პროცეს დასწრებოდა,რომელიც მეორე დღეს იყო დანიშნული.იმედი მართლაც ბოლოს კვდება,ალექსანდრესაც ყველა იმედი მოუკვდა და მისი ხილვის იმედიც აღარ ქონდა.ის დღე გაახსენდა როცა დაქორწინდნენ,მაშინ სრულიად უცხონი ერთამენითის მიმართ,იმდენი ნდობა ქონდათ,რომ დუფიქრებლად ეთქვათ ‘’დიახ“.ახლა კი ისევ „დიახ’’ უნდა ეთქვა,მაგრამ დარბაზში სრულიად მარტო უნდა ყოფილიყო,მისი მოციმციმე თვალების გარეშე.ამ ფიქრებში გართულს ვერც კი შეამჩნია,როგორ შემოუხვია მანქანამ მის მხარეს და პირდაპირ ალექსანდრეს შეეფეთა.ყველაფერი დაბნელდა,მხოლოდ ხალხის ხმები ესმოდა,რომლებიც ერთმანეთში ირეოდა და თავისი მფარველი ანგელოზის სახეს ხედავდა,რომელმაც დღეს მასზე უარი თქვა და მშველელად არ მოევლინა.
***
პატარა ხის სახლის წინ იდგა.როცა პირველად დაინახა მის გვერდით მდგომი მტირალა ტირიფი,მაშინვე ის სახლი ამოუტივტივდა გონებაში, რომელიც ალექსანდრეს ოთახში ნახატზე იყო გამოსახული.ის ნახატი დემნას ეკუთვნოდა ამიტომ ის იმაზე ძვირფასი იყო ალექსანდრესთვის ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ნახატში ალექსანდრეს ოცნება იმალებოდა,რომლის ასრულებაც ჩაიფიქრა ლიზამ,იმ სიყვარულის სახელით,რომელიც ყველაფრის მიზეზი იყო:უბედურების და ბედნიერების.ამბობენ მტირალა ტირიფი დარდის სიმბოლოა.დარდი კი ლიზას სულის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდა.ამიტომაც თავისი დარდის და ალექსანდრეს ოცნების გაერთიანება გადაწყვიტა.სახლს პატარა ვერანდა ამშვენებდა,რომლის პირდაპირ ბაღი იყო გაშენებული,როგორც ნახატზე.იმაზე თვალის მომჭვრელი იყო ეს ყველაფერი რეალობაში,რომ ლიზას იქედან წასლა არ უნდოდა,ისევ ის სიმშვიდე იგრძნო,როდესაც პირველად შევიდა ალექსანდრს ოთაქხში და ნახატს მიაჩერდა.
როდესაც განქორწინება გადაწყვიტა ჩამოვიდა,რომ პირადად შეეტყობინებინა ალექსანდრესთვის,მაგრამ გამბედაობა არ ეყო,იცოდა,რომ თუ მას ისევ შეხვდებოდა ვეღარ დატოვებდა.სამშობლო მონატრებულმა რამოდენიმე დღე ბუნებას შეაფარა თავი და სეირნობისას ეს ადგილი აღმოაჩინა.ყველაფერი დააპროექტა და ისევ წავიდა.ახლა სახლის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა,მხოლოდ წვრილმანი დეტალები იყო დარჩენილი და ასევე სასამართლო პროცესი,რომელზეც დასწრებას არ აპირებდა,მაგრამ უნდოდა,რომ მაინც იქ სადმე ახლოს ყოფილიყო.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა:
-გისმენ ეკა.
-ქალბატონო ლიზა განქორწინების პროცესი კიდევ ერთი თვით გადაიდო.
-რაა? რატომ?-იმის მიუხედავად,რომ უნდა გბრაზებულიყო პირიქით შვება იგრძნო.
-ბატონი ალექსანდრეს ადვოკატმა მომახსენა,როგორც ვიცი თვითონ მოსამართლემ გადადო.
-კარგი,მადლობა ეკა.-გაუთიშა და მანქანისკენ გაემართა.რამოდენიმე საათში საუკეთესო მეგობრის სახლის წინ იდგა.კარზე ზარი დარეკა და ჩვენი გიჟი ქეთიც გამოვარდა.
-როგორ მომენატრე...-მონატრებულ მეგობარს ძლიერ ჩაეხუტა.
-მეც,ჩემო ქეთი.
-უკაცრავად ვინ თქვა აქ ჩემიო?-შეჭმუხნული წარბებით გამოვიდა დიმა.-ერთი არსება აქ ცოლს მართმევს მგონი.-გაუღიმა და თვითონაც მიიკრო ლიზა.
-არა რა,ისევ ვერ ვიჯერებ,როგორ დაითანხმე ცოლობაზე.-უკვე მისახებში იყვნენ ლიზამ,რომ უთხრა დიმას.
-მეც ვერ ვიჯერებ ამის ცოლი,რომ ვარ.
-ნუ მიჟუჟუნებ მაგ თვალებს.
-ჰეი,მეც აქ ვარ,ოდნავ მაინც მომაქციეთ ყურადრება.-ხელი დაუქნია წყვილს,რომელიც ერთმანეს შესციცინებდნენ.
-მოყევი აბა რა ხდებოდა საფრანგეთში?-იკითხრა დიმამ.
-არაფერი განსხვავებული:სწავლის გაგრძელება,ხეტიალი პარიზის ბუტიკებში ,გართობა და დამღლელი სამსახური.
-მაგას ეძახი შენ არაფერ განსხვავებულს?-გაიცინა ქეთიმ.-საერთოდ როდის ასწრებდი მუშაობას?
-ვასწრებდი,როგორღაც.მოვრჩეთ ჩემზე საუბარს,თქვენ რასშვებით?როგორ შეეჩვიეთ ცოლ-ქმრულ ცხოვრებას?
-ალბათ იცი,რომ ქეთის ხელში სტანდარტული ურთიერთობა არ გვაქვს.-თვალები აატრიალა დიმამ და მომღიმარი სახით შეხედა ქეთის.
-მომესმა,თუ ვიღაც აქ წუწუნს იწყებს.
-როგორ გეკადრებათ!-მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა ცოლს.
-ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ერთ დღეს ამ სურათს ვიხილავდი.
-მეც ლიზა მეც,მაგრამ ბედის ბორბალი ჩემმკენ შემოტრიალდა,როცა ქალბატონმა ქეთიმ საქართველოშო დაბრუნება გადაწყვიტა და რადარებზე გამოჩნდა.
-ლიზა მგონი აქ ჩამოსვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.-თვალი ჩაუკრა დაქალს და დიმას გახედა ირონიული ღიმილით.
-ქეთი დაისჯები იცოდე.
-თუ დასჯაში კოცნას გულისხმობ დიდი სიამოვნებით.-მოწყვეტით აკოცა ტუჩემბზე და სამზარეულოში გავარდა.
-ოხ ქეთი ქეთი,მაინც ვერ გამექცევი!-მიაძახა ცოლს.
-ლიზ მოდი რა.-ლიზა კი გახევებული იცინოდა ამათ შემყურე.
-მიდი და მოემზადე გამოკითხვისთვის.-მომღიმარმა დიმამ უთხრა ლიზას და მდივანზე მოკალათდა.
***
-რა ხდება ქეთუშა?-მაგიდასთან იჯდა და ქეთის ადევნებდა თვალს,რომელიც ვახშამს ამზადებდა.
-რატო ჩამოხვედი ლიზა?-ისეთი მზერა მიაბყრო თითქოს,რაღაც საიდუმლო უნდა გაეგო.
-რაიყო ქეთი?ჩემი ნახვა არ გაგიხარდა?
-ვაიმე ლიზა რას ამბობ.უბრალოდ წასვლის დრეს მითხარი,რომ აღარასდროს აღარ ჩამოხვიდოდი.ახლა კი აქ ხარ.
-ერთი წლის წინათაც ვიყავი.
-რაა?როდის? და მე რატო არ ვიცი.-მაშინვე დააგდო ყველაფერი და წინ დაუჯდა.
-გახსოვს გითხარი სხვა ქალაქში მივდივარ დასასვენებლად-თქო,მაშინ საქართველოში ჩამოვედი.სახლი დავაპროექტე და ახლა მისი მშენებლობა დასრულდა,რაღაც დეტალები მქონდა მოსაგვარებელი.-არც შეტოკებულა ისე მოახსენა მეგობარს.
-შენ გინდა მითხრა,რომ ადამინმა,რომელიც აქ ცხოვრებას არ აპირებს სახლი აიშენა,თან როცა თბილისის საუკეთესო უბანში სამ სართულიანი სასახლე აქვს სახლი კი არა.
-ქეთი აქედან წასვლა,რომ გადავწყვიტე,ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა,რაც ჩემთან იყო კავშირში ახლა კი არ ვიცი,უბრალოდ მომინდა,რომ ჩამოვსულიყავი და ჩამოვედი,თან ხომ იცი,რომ იმ სახლში ფეხს ვერ ვადგამ,ამიტომ სხვა ადგილას ავიშენე.
-დარწმუნებული ხარ რომ სიმართლეს მეუბნები?და განქორწინების პროცესი,უნდა დაესწრო არა?
-არა,ადვოკატიც მშვენივრად აგვარებს ყველაფერს,თუ ისევ უარი არ განაცხადა ვაჟბატონმა და საერთოდ პროცესზე მოსვლა ინება.-რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჩაილაპარაკა.-ისევ გადაიდო ერთი თვით.
-ბედის ამბავია,არ უნდა,რომ განქორწინდეთ.-ნიშნის მოგებით განაცხადა ქეთიმ.
-უბრალოდ ალექსანდრე არ დატკბა ჩემი წამებით.-ეს ცივი და ირონიული ტონი აშკარად ალექსანდრეს მოპარა.
-იქნებ არ უნდა განქორწინება და...
-არც კი გაბედო ქეთი,ჩვენ განვქორწინდებით და მორჩა.ისედაც დიდიხნის წინ მორჩა ყველაფერი,როცა დაწყვებულიც კი არ იყო!
-ლიზა თოდუა,რომელიც ყველგან დო ყოველთვის სამართლიანია,ვეღარ ხედავს სიმართლეს,რომელიც ასეთი აშკარაა.
-რომელი სიმართლე ქეთი?ის რომ მამჩემის დაპატიმრებისთვის გამომიყენეს?გგონია ალექსანდრეს რამეს დავუშლიდი,რომ ეთქვა გამომძიებელი იყო.-წამსვე აენთი ლიზას თვალები,მაგრამ მხოლოდ ბრაზის ნაპერწკალებს ყრიდა იქიდან.
-ვერ ხვდები ხო?
-რას?
-შენთვის სიმართლე,რომ ეთქვა იმ ერთ თვესაც ვერ გაატარებდით ერთად.დიახ არაფერს არ დაუშლიდი,მაგრამ მის გვერდით,ხომ არ იქნებოდი?აიბარგებოდი და სახლში დაბრუნდებოდი.-ქეთი ბოლომდე დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში,როგორც ყოველთვის.
-შენ რატომ აპატიე დიმას?
-ჩემზე კი არა შენზე ვსაუბრობთ ახლა.
-და მაინც რატო აპატიე?-ყურს არ უგდებდა ისე იკითხა.
-პირველ რიგში იმიტომ,რომ მიყვარს და ვუყვარვარ,მეორეც,იმიტომ,რომ ის თავის მოვალეობას ასრულებდა და ისე მოიქცა როგორც საჭირო იყო.უპატიებელი არაფერი დაუშავებია.შენც კარგად იცი იმათი წესები ვინც კანონს ემსახურეებიან.მესამეც, მათ უდანაშაულოები კი არ ამოაყუდეს ციხეში.მამაჩემიც და მამაშენიც ცოდვებით იყვნენ სავსე,რის გამოც იხდიან ახლა სასჟელს.და მეოთხეც რატო არ ცდილობ,რომ ოდნავ მაინც გაუგო იმ ადამიანს,რომელიც ასე ძალიან გიყვარს?-როგოც კი მონოლოგი დაასრულა,ლიზამ აცრემლიანებუს თვალებს შეეფეთა.
-იქნებ იმიტომ,რომ მის თვალებში ის სიყვარული არ დამინახავს,რომელსაც მე ასე ძლიერ განვიცდი.
-და იქნებ,ისეთმა გამომძიებელმა და აგენტმა,როგორიც ალექსანდრე ფილფანია,კარგად ეხერხება გრძნობების დამალვა და რომელიც ახლა საავამდყოფოშია და სიკვდილს ებრძვის და შენი მფარველობა სჭირდება.
-რაა?საავამდყოფოშია?რა დაემართა?-მაშინვე წამოხტა ქეთი.
-საბამ დამირეკა,მითხრა,რომ ვიღაც გიჟი დაეჯახა მანქანით.მე უნდა წავიდე და გავიგო რა მდგომარეობაშია.
-მეც წამოვალ.-გაისიმა ლიზას ხმა,რომელიც ერთი წამითაც არ შერხეულა.
***
უკვე სავაადმყოფოში იყვნენ. მისაღებში მოახსენეს,რომ პაციენტი საოპერაციო ბლოკში იყო.როცა დერეფანს მიუახლოვდნენ ლიზა გაჩერდა:
-შენ მიდი,მე აქ ვიქნები,მდგომარეობას,რომ გაიგებ გამაგებინე.-დიმამ თავი დაუკრა და საბასკენ გაემართა,რომელიც ოდნავ მოშორებით იდგა კატო და ნანასგან.როგორც კი დიმა მივიდა ექიმიც გამოვიდა,ქალბატონი ნანა მაშინვე ექიმთან მივარდა და შვილის მდგომარეობა იკითხრა:
-არ ინერვიულოთ,მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,პაციენტს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და ასევე მრავლობითი დაზიანება,მუცლის ღვრუში არსებულმა ჭრილობამ,რომელმაც შინაგანი სისიხლდება გამოიწვია საფრთხეს აღარ წარმოადგენს.პაციენტს რეანიმაციაში გადავიყვანთ,24 საათის შემდეგ კი პალატაში,რა თქმა უნდა თუ გართულება არ აღენიშნება.
-შეიძლება მისი ნახმა?-სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ქალბატონ ნანას.
-რამოდენიმე საათში შეძლებთ მის ნახვას,მაგრამ მხოლოდ 5 წუთით და მხოლოდ ერთი ადამინი შევიდეს.გამოჯამრთელებას ვუსურვებ.
-მადლობა ბატონო გიორგი.-მადლიერი მზერა მიაბყრო ნანან,ექიმმა თავი დაუკრა და წავიდა.
-მადლობა ღმერთს.-ამოთქვა კატომ,რომელიც გასუსული უსმენდა ექიმს და ნანას მოეხვია.
ყველამ ამოისუნთქა,ლიზას ჩათვლით,რომელსაც ყველაფერი ესმოდა.გარეთ გავიდა და ღრმად შეიგრძნო ჰაეირი,თითქოს თავიდან სწავლობდა სუნთქვას.როგორც კი დიმას ნათქვამი გაანალიზა,ტვინმა ფიქრი შეწყვიტა,მხოლოდ გულის ხმა ესმოდა,რომელიც ალექსანდრეს ცოცხლად დარჩენას ითხოვდა.
ლიზამ ზუსტად იცოდა,რომ უნდა ჩამოსულიყო,არა სახლისთვის,არა განქორწინების პროცესისთვის,არამედ ალექსანდრესთვის.ლიზა არც ექიმი იყო და ვერც ავარის შეაჩერებდა,მაგრამ მფარველი ანგელოზი იყო,რომლის ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო ალექსანდრესთვის.არაბუნებრივი აქ არაფერია,მათ თვითონ შექმნეს ერთმანეთან დამაკავშირებელი ინსტინქტი.
სიყვარულის ინსტინქტი,რომელიც ერთმანეთისგინ განთავისუფლების საშუალებას არ აძლევდა ამ არანორმალურ წყვილს.
***
-კარგად არის.....-დიმა გამოვიდა,რომ კარგი ამბავი ეცნობინებინა.
-ვიცი, გავიგონე ექიმის ნათქვამი,როდესაც გასაუბრებოდნენ.-დიმას შეხედა გაუღიმა და წამოდგა.
-მოიცა მიდიხარ?
-დიახ.
-და ისე აპირებ წასვლას,რომ არ ინახულებ.-ისე უთხრა თითქოს მასობრივ ტერაკს ჩადიოდა ლიზა და უნდა გადაეფიქრებინა.
-და ასე ძალიან რატომ გიკვირს?
-ის ხომ შენი ქმარია. რამდენიხანი გეძებდა,რომ პატიება ეთხოვა,შენი წასვლის შემდეგ,როცა ყველა საქმე დაასრულა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან წავიდა,ვითომ შვებულება აიღო,ეს შვებულება კი უკვე ერთი წელია გრძელდება,ამას არ დასჯერდა სადღაც მთაში გადაიხვეწა.იქედანაც კი ცდილობდა შენს მოძებნას.მერე გააცნობიერა,რომ აქედან წასვლა შენი გადაწყვეტილება იყო და მას იმდენად სცემდა პატივს,რომ ჩემთვისაც არ უკითხავს შენი ადგილ სამყოფელი,მიუხედავად იმისა,რომ კარგად იცოდა,რომ მე ვიცოდი.ახლა კი განქორწინების გამო ჩამოვიდა,თორემ არც ავარიაში მოყვებოდა და არც ნეკნები ექნებოდა ჩამტვრეული.ჯანდაბა ლიზა ასე ძალიან როდის შეიცვალე?როდის მერე არ გაინტერესებს ის ადამაინები,რომლებზეც ერთ დროს სიყვარულით გიჟდებოდი.-გამწარებული წარმოთქვა თითოეული სიტყვა.
-იქნებ მას შემდეგ,როცა ჩემი არსებობა არაფრად ჩათვალეს!
-მეგონა ნამდვილად გიყვარდა.....-უკვე ზურგი აქცია და მიდიოდა,როცა დიმას სიტყვები მოესმა და გულიც შეეკუმშა.არ უნდოდა,რომ ვინმეს შეემჩნია მისი მღელვარება.იმ წამს გააცნობიერა,რომ მზად იყო ყველაფერი დაეთმო ალექსანდრეს ერთი ამოსუნთქვისთვის,მაგრამ ეს საიდუმლოდ დატოვა.ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადაწყვიტა,რომ არავის არ დაანახებდა,იმ გრძნობებს,რომლებსაც განიცდიდა:არც სიყვარულს და არც სიძულვილს.
როცა ადამიანებს ერთმანეთის გრძნობების შესახებ მოეხსენებათ,მით უფრო ადვილია ერთმანეთის გულისტკენა და განადგურება.რაც არ უნდა ძვირფასი ადამიანი იდგეს ჩვენ პირდაპირ,მაინც გვინდა,რომ პასუხი ვაგებინოთ ჩვენს წინაშე დაშვებული შეცდომის,ღალატის,სიცრუის ან გულისტკენის გამო.როცა ლიზამ ეს გააცნობიერა,იმ წამსვე აპატია ალექსანდრეს ყველაფერი,რადგან თვითონაც განიცადა ის რასაც ალექსანდრე 15 წელი განიცდიდა. ხვდებოდა,რომ შურისძიება ადამიანების განუყოფელი ნაწილი იყო,მითუმეეტს იმ შემთხვევაში დუ ახლობელი ადამიანი წაგართვეს.როცა შენს პირდაპირ მდგომი ადამიანი არაფერს წარმოედგენს შენთვის,შურისძიებაც ადვილია.ალექსანდრესთვისაც ადვილი იყო,სანამ ლიზა გამოჩნდებოდა და მის პირისპირ მოთავსდებოდა,მაგრამ საქმე ბოლომდე მიიყვანა რამაც ახალი შეჯახება გამოიწვია,უკვე ორ ერთმანეთზე შეყავრებულ ადამიანს შორის,რომლებმაც ყველაფერი იღონეს,იმის გარდა,რომ უბრალოდ წარსული დაევიწყებინათ და ახალი ფურცლიდან დაეწყოთე ცხოვრება.
პატიება არ ნიშნავს დავიწყებას,არ ნიშნავს,რომ დრო უკან დაბრუნდება და ისევ ისე იქნება ყველაფერი,როგორც ადრე.ლიზამ ეს კარგად იცოდა,ამიტომაც არჩევანი გააკეთა და საკუთარ თავსაც და ალექსანდრესაც ერთმანეთისგან შორს ყოფნა მიუსაჯა,მაგრამ ზედმეტად მძიმე განაჩენი აღმოჩნდა,რომელსაც ვერც ერთი მხარე ვერ უმკლავდებოდა.
***
რას არ გავაკეთებთ,როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება?!რამდენადაც შეგვიძლია ვატკინოთ,იმდენად შეგვიცლია სიცოცხლე გავწიროთ მისთვის ან ექთნის ფორმა მოვიპაროთ და იქ შევიდეთ სადაც შესვლა აკრძალულია.ლევან თოდუას ქალიშვილს განა ეს გაუჭირდებოდა.
ღამის 3 საათი იყო,დერეფანში ისეთი სიჩუმე სუფევდა,საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი აშინებდა ლიზას.რეანიმაციის კარი წყნარად გააღო და ალექსანდრე დაინახა.პირველად,ორი წლის შემდეგ.მის გარშემო უამრავი მილი და აპარატი იყო,რომელიც საშინლად წრიპინებდა.წარბი ქონდა გახეთქილი და შუბლზეც ქონდა ნაკაწრები.ისეთი მშვიდი სახე ქონდა თითქოს ბავშვივით ეძინა და ლამაზ სიზმარს ხედავდა.მაშინვე აუჩქარდა გული ლიზას,როგორც კი დაინახა.მიახლოვდა და ხელი ჩაკიდა,საპასუხოდ არაფერი არ უგვრძნია,მაგრამ როგორც კი მისი ხელების სითმო იგრზნო,მაშინვე ინანა ყველა წამი,რომელიც ალექსანდრეს გარეშე გაატარა.რამოდენიმე წუთი უყურებდა და აკვირდებდა მის მოზრდილ თმას და წვერს,თვალებს,რომლის გახელას და მწვანეების დახავას ძლიერ ელოდებოდა.ამ მდგომარეობაშიც კი ყველაზე ძლიერი იყო ლიზასთვის,მის გვერდით სულ დაცულად გრძნობდა თავს.და აი ახლაც,როცა ასე გაუნძრევლად იწვა ლიზა ყველაზე დაცულად ადამიანად გრძნობდა თავს.
საშინლად არ უნდოდა წასვლა,მაგრამ დიდხანს ვერ დარჩებოდა,ამიტომ სასტუმროში დაბრუნდა.წესით ქეთისთან უნდა დარჩენილიყო,მაგრამ დიმასთან არა სასიამოვნო დიალოგის შემდეგ არ მიიჩნია მიზანშეწონილად.დიმას სიტყვებში იმდენი სიმართლის მარცვალი იყო,მაგრამ მან ხომ არც ლიზას განცდები იცოდა.სახლში დაბრუნებულს პირდაპირ ქეთის შეეფეთა:
-როგორ არის?
-ხომ გითხარი ალექსანდრე მდგომარეობა.-აშკარად უხასიოათოდ იყო დიმა.
-ეგ ვიცი,ლიზა როგორ არის?
-არც კი ვიცი რატო წამოვიდა თუ მისი ნახვა არ უნდოდა.უბრალოდ მდგომარეობა მოისმინა და ურეაქციოდ წავიდა.ისედაც ხო გაიგებდა რა მდგომარეობაში იყო.
-რატო ბრაზობ დიმა?-წარბები შეჭმუხნა ქეთიმ.
-იქნებ იმიტომ,რომ ჩემი მეგობარი ტყულად იკლავს დარდით თავს,როცა ლიზას არც კი ანტერესებს.
-და რა გინდა რომ ლიზამ გააკეთოს?
-არვ კი ვიცი...-გაგრძელება უნდოდა,მაგრამ ვინ აცალა.
-რა თქმა უნდა,არ იცი,კაცები ხომ ვერაფერს ვერ ხვდებით,რა უნდა ექნა ლიზას?ლევანი ციხეში ჩაჯდებოდა,ალექსანდრე თავის საქმეს წარმატებით დახურავდა თან შურსაციძიებდა და ლიზა,ალექსანდრეს ცოლის სტატუსით მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას:მოტყუებული და განადგურებული?ეს არის სამართლიანი?-უკვე ტონს ვერ აკონტროლებდა ქეთი.
-ქეთი სამართლიანობა და სიყვარული ერთად ვერ იარსებებენ!
-მაგიტომაც არ არიან ისინი ერთად!ყოველი შემთხვევისთვის ჯერჯერობით.
-შენ აზრით შერიგდებიან?
-მათი ყველა გზა ერთმანეთთან არის დაკავშირებული!
-ჯერ ლიზას წინაშე ალექსანდრს იცავ,ახლა კი ჩემს წინაშე ლიზას.-დიმამ, მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა ცოლს.
-ყველას მიუძღვის თავისი წილი დანაშაული და სიმართლე!-ქეთიმ კი საპასუხოდ თავისი სითბო გაუზიარა და ძლიერ ჩაეხუტა.
***
ძლივს გაახილა თვალები,საშინელ წყურვილს და დაბეჟილობას გრძნობდა.ექთანი შემოვიდა:
-წყალი....
-ნარკოზიდან ახლახანს გამოხვედით,ამიტომ წყალი არ შეიძლება.მალე ექიმი შემოვა და გაგსინჯავთ.-რაღაც ნემსი შეუყვანა წვეთოვანში და გავიდა.ექიმიც მალე შემოვიდა,ალექსანდრეს ყველაფერი აუღსნა და მდგომარეობა მოახსენა.მუცლის ღრუში ტკივილებს გრძნობდა ამიტომ ექთანს დაუძახა და ტკივილგამაყუჩებლის შეყვანა თხოვა:
-ბატონო ალექსანდრე უკვე შეგიყვანეთ,განმეორება მხოლოდ რამოდენიმე საათში შეიძლება!
-ჯანდაბა!....აქ ვინმე იყო?-რატომრაც გადაწყვიტა,რომ ეს კითხვა დაესვა.
-კი დერეფანში გელოდებოდნენ მერე დედათქვენი შემოვიდა და ახლა თქვენი და არის აქ,დანარჩენებს სახლში წასვლა აიძულა.
-გასაგებია.....დარწუნებული ხართ,რომ დედაჩემის გარდა სხვა ვინმე არ შემოსულა?
-დიახ.
-კარგით,მადლობა.
გრძნობდა,მის სურნელს გრძნობდა,რომელსაც ყველა სურნელისგან თავისუფლად გამოარჩევდა ხოლმე.





გარკვეული მიზეზების გამო უფრო ადრე ვერ მოვახერხე დამატება,მაგრამ ვიცი,რომ მაპატიებთ.მადლობა ყველას ვინც აქ არის და ჩემს ისტორია ელოდება.იმედი მაქვს,რომ მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი მზია

მართლაც ძალიან გელოდებოდით

 


№2 სტუმარი სტუმარი სალომე

გენერლები რა ამ საზიზღარ ლიზასთან არ დატოვო ალექსანდრე რა გულის ამრევი პერსონაჟია კიდევ უფრო შემძულდა ან სადმე გაუშვი ან მოკალი ეგ პერსონაჟი

 


№3  offline წევრი Anastacia

სტუმარი სალომე
გენერლები რა ამ საზიზღარ ლიზასთან არ დატოვო ალექსანდრე რა გულის ამრევი პერსონაჟია კიდევ უფრო შემძულდა ან სადმე გაუშვი ან მოკალი ეგ პერსონაჟი

უკვე ეჭვი მიჩნდება,რომ ლიზას პოზიცია სწორად ვერ გადმოვეცი სიტყვებით.
მესმის თქვენი დამოკიდებულებაც,მაგრამ ალექსანდრეს ლიზას გარეშე ნამდვილად ვერ დავტოვებ,რადგან ეს მათი სიყვარულის ისტორიაა❤

 


№4  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

მართლა ძალიან რთული სიტუაციაა. ორ ნაწილად იყოფა ლიზა. დარწმუნებული ვარ სწორ გზას იპოვნის ალექსანდრესთან დასაბრუნებლად. წარმატებები ველოდები შემდეგ თავს ❤️❤️

სტუმარი სალომე
გენერლები რა ამ საზიზღარ ლიზასთან არ დატოვო ალექსანდრე რა გულის ამრევი პერსონაჟია კიდევ უფრო შემძულდა ან სადმე გაუშვი ან მოკალი ეგ პერსონაჟი


ძვირფასო სალომე )) წინა თავშიც ვხედავდი შენს კომენტარებს და გამოგეპასუხე, მაგრამ მგონი ვერ გადმოვეცი ჩემი სათქმელი. მართალი ხარ ყველას აქვს უფლება თავისი აზრის გამოთქმის, უარყოფითი იქნება თუ დადებითი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს საზიზღარი სიტყვები არ გინდა ძალიან გთხოვ. შეგიძლია უბრალოდ დაწერო რომ არ მოგწონს ლიზა და კარგი იქნებოდა ალექსანდრესთვის სხვისი გამოჩენა. ნახე რომელი უფრო ჯობია? მართლა არ არის კარგი საქციელი. თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება თუ არადა საერთოდ ნუ კითხულობ თუ არ მოგწონს ვინ გაძალებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent