შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 3)


6-02-2022, 14:16
ავტორი თმარი.K
ნანახია 4 068

თავი 3.
ანა. დამნაშავე.
ღამე ისევ ნელა მიიზლაზნებოდა, წამი წუთად მეჩვენებოდა, წუთები საათებად. ბარი შაბათ-კვირას დილის 7 საათამდე მუშაობდა, მე რა თქმა უნდა უფრო გვიანობამდე უნდა დავრჩენილიყავი, ირგვლივ ყველაფერის დასუფთავებისთვის. დილის ხუთი საათი ხდებოდა, ისევ წვიმდა, არა მარტო შემოსასვლელს, ყველაფერს ვწმენდდი. ქლაბატონი ლეილა შენიშვნების არასდროს იშურებდა, რადგან მასაც, ჩვენთან ერთად მოეკითხებოდა ნებისმიერი გადაცდომის შედეგად, შესაბამისად მკაცრად გვაკონტროლებდა, და ჩვენ მიერ შერულებულ ყველა საქმეს გამადიდებელი შუშით - ლუპითაც კი აკვირდებოდა.
სტუმრები იშლებოდნენ, ვინც იყო ისინი კი აღარ ცეკვავდნენ, ისხდნენ, სვამდნენ, მიირთმევდნენ ათასნაირ საკვებს მორთულ მოკაზმულს, საუბრობდნენ, თითქმის ყველა მათგანი არა ფხიზელ მდგომარეობაში იყო, სავარძლებში მისვენებულნი. სასმლისგან გაბრუებული საზოგადოების ტემპის მინელებამ, გადამაწყვეტინა უკანა ეზოში ჰაერზე გასვლა, არც არაფერი დაშავდებოდა ორი წუთით თუ გავდიოდი, ვიფიქრე ერთ ღერსაც მოვწევ მეთქი.
დიდი მწეველი არ ვარ, თუმცა, ღამე, როდესაც მთვარე ანათებს ბნელ ქუჩებს, ირგვლივ საოცარი სიჩუმეა, სიგარეტის ნაფასის ამორტყმისას თუთუნის წვის ხმა, გაგიკვირდებათ და მამშვიდებს, სიმშვიდის და სიწყნარის შეგრძნებას მიასმაგებს, მავიწყებს ყოფიერ პრობლემებს და სადღაც შორეულ ბედნეირ და მშვიდ სამყაროში მიმაქანებს.
ჩემი, ყოფიერი ნეტარება არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ბესკა გამოვიდა, მანაც სიგარეტს მოუკიდა, კიბეზე ჩამოჯდა და მივხვდი, რომ რაღაც ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური საუბრის ხასიათზე იყო. ეს ხომ პირველად არ ხდებოდა. მასთან გულახდილი საუბრები, გადატანითი მნიშვნელობის ფსიქო-მორალური აზრებით დატვირთული ყოველთვის მსიამოვნებდა. ბესკასთან საუბარი მარტივზე მარტივი და ზედმეტად სასიამოვნოც იყო. იშვიათად დღეს ვინმე მსგავსად საუბრობდეს. ნუ იფიქრებთ, რომ მისი საუბრის მანერა ყოველთვის ლიტერატურული ფრაზეოლოგიითაა სავსე, ხან ისე ხან ასე, ყველა სიკეთეებთან ერთად დამერწმუნეთ არც ჟარგონული ფრაზების ნაკლებობას განიცდიდა. გვერდით მომიცუცქდა და ხელი გადამხვია, ის მეგობარი იყო.
- რაო ბესიკ, რა ამბავიაო?
- დავიღალე გოგო, დავიღალე... ეს ბარმენობა და ჭიქების ჰაერში ბზრიალი ამოვიდა ყელში, ნატო, ხომ წავიდა, რა იქნება მენეჯერად მე რომ გადამიყვანონ, დავბერდი ბართან კაცი, თან მით უმეტეს რამდენი წელია აქ ვმუშაობ, ყოველ ღამე აქ ვარ, ეჰ... რა კადრი იკარგება ანა რა კადრი.
- საჭირო ადამიანთან მოსულხარ ბესიკ, და ისიც იცი რომ მეტად კომპეტენტურთან, ახლავე ვიზრუნებ შენ მობილობით გადაყვანაზე, შდა ვაკანსია ხომ არ გამოგვეცხადებინა ? - გამეცინა და შევეცადე გამემხიარულებინა, მოწყენილი და აშკარად დაღლილი ჩანდა.
- ამ ქვეყანაში მხოლოდ უკანსვლას თუ განგაცდევინებენ სამსახურში, როგორ ამბობ ხოლმე მაგას რას ეძახი???
- დეგრადაციას ბესკა, დეგრადაციას - ისევ გამეცინა.
- ხო, აი ზუსტად დავდეგრარდირდით საზოგადოება ანა, და არა მარტო ჩვენ, მიიხედ მოიხედე, რას ხედავ ირგვლივ? საშინელება ხდება, საზოგადოება დაბოღმილი და გაბოროტებულია, ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა აქვთ დაკარგული.
- დეგრადაცია განვიცადეთ, რას ვიზავთ, სამწუხაროდ თუ საბედნეიროდ ეს ცხოვრება კიბეს გავს ბესიკ, ზოგი ადის, ზოგი ჩადის. ამ კიბეზე ჩასვლა კი მხოლოდ დეგრადაციას და განვითარების დონის დაცემას არ ნიშნავს, ნახე, ამ ბარის სტუმრების უმეტესობა, შენი აზრით არ არიან დეგრადირებულნი? მხოლოდ ფულის ფრიალი, ლამაზი სამოსი, მანქანა და ეგრედ წოდებულ ელიტარულ საზოგადოებაში ტრიალი ესმით ცხოვრებად, ესაა მათი ცხოვრების ნირი, აბა კითხე რომელიმე მათგანს ვინაა დოსტოევსკი, შოპენი ან თუნდაც რემარკი, დალი ან და ანრი რუსოზზე რამე, კაი მათ თავი დავანებოთ, ქართველები მაგალითად ნიკო ფიროსმანი, პეტრე ოცხელი, გაგცემს გგონია ვინმე პასუხს? საერთოდ გაუგიათ კი? მწერალს თუ ასხვავებენ პოეტისგან, ან თუნდაც მხატვარს ფერმწერსგან?, გალაკტიონი გაუგია ყველას, მესაფლავე იციან, კი, თუმცა ის სიმბოლიკა რასაც ,,მესაფლავე’’ ატარებს მათთვის ყოვლად ამოუცნობი და გაუგებარი იქნება, არადა ყველა როგორი ლამაზი და მოვლილია, ქალიც და კაციც, თუმცა პირს რომ გააღებენ აქ უკვე ყველაფერი წიგნივით იშლება, ზუსტად ეს ხალხია დეგრადირებული, რით დეგრადირდნენ?! იმით, რომ არ იციან ცხოვრების რეალური ფასი, არ იციან თუ როგორ გამოიმუშაონ ის ფული, რომელსაც ხარჯავენ, ზუსტად რომ ეს ის ფულია, რომელმაც მათ გონებრივი აზროვნება, ცხოვრების შეცნობა და შემეცნება დაუქვეითა, ესაა აშკარა ყველაზე მარტივი მაგალითი დეგრადაციის, თორემ ის რომ ადამიანს საშუალება არ აქვს უნივერსიტეტში ისწავლოს, არ ნიშნავს რომ წიგნით არ შეუძლია ფსოფლმხედველობის და განათლება ერთი ორად ამაღლება.
- რა მაგის პასუხია, და იცი რომ ზუსტად ზემოთ მავალ კიბეზე დგას ლეილა ?
- რას გულისხმობ? ლეილა არ მეჩვენება დეგრადირებულ, ან თუნდაც არამიზანსწრაფულ ადამიანად და რატომაც არა, იდგეს... რამე იცი?
- მისი კიბე ზემოთ და ზემოთ მიდის...
- ძალიან კარგი მერე, მაგას რა ჯობია, ლეილა მაინც დაწინაურდეს და წავიდეს წინ.
- კარგი რა, შენ მართლა განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანი გგონია? უბრალოდ ასეთად წარმოაჩენს თავს, ეს უკანასკნელი კიდევ ბევრს როდი შეუძლია, მაგრამ სანამ შენ აქ მოხვიდოდი ვახტანგის ოთახს ალაგებდა იცი? ამას გეუბნები დაახლოებით ოთხი წლის წინ, მერე დააწინაურეს-სავით, რა ცოდნის და განათლების პატრონი ეგ მყავს, ან მის ამჟამინდესლ საქმეს რა ჰარვარდის დიპლომი ჭირდება, უბრალოდ იმ მომენტისთვის ნამდვილად მისთვის საჭირო კიბეზე ავიდა - საკმაოდ ნიშნისმოგებით მითხრა ბესიკმა ეს ფრაზა, ვერაფერს მივხვდი.
- რაღაცას ცდილობ, რომ მითხრა, უფრო სწორად მიმახვედრო ისე რომ ბოლომდე შენი სათქმელი არ თქვა, რა ხდება?
- 19 წლის ბავშვი შენ არ ხარ ვერ ხვდებოდე, ახლაც ვერ ხვდები?
- რას გულისხმობ, ერთად იყვნენ ლეილა და ვახტანგი, თუ?
გაკვირვება ჩემ ხმაშიც ჟღერდა. ზედმეტად თავმომწონედ მიმაჩნდა ეს ქალი, აი ზუსტად ისეთი იყო, თავს რომ არავის დაუხრის, საკმაოდ მიზანსწრაფული და გავბედავ და კარიერისტსაც ვუწოდებ, თუმცა, მაინც ვერ ვიჯერებდი, ბოლოს მაინც ვკითხე ბესკას.
- ზუსტად იცი ?
- მუთაქა და ბალიში მე არ ვყოფილვარ, მაგრამ გოგოები ამბობდნენ, კარგი ხვევნა-კოცნა ქონდათ ხოლმე გაჩაღებულიო, დედა-შვილი ეგენი არ არიან ერთმანეთის, რამდენადაც ვიცი არც რაიმე ნათესაური კავშირი აქვთ, შესაბამისად, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, ხო იცი არა.
- არ ველოდი, თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული.
- ეგ ყოფილა ზუსტად, აი, ვისგანაც არ ელი, ის არის ზუსტად ამდაგვარი პოლიტიკის გამტარებელი, აბა შენ რომ გიყუროს კაცმა, სახლების დამლაგებლად დაბერდები, არ გეწყინოს ეხლა - სიცილნარევი ხმით, ერთი-ორი მეც წამკბინა.
- კაი რა, თუ ოდესმე სწავლა გავაგრძელე, და ვაპირებ აუცილებლად, ნამდვილად არ დავიბერებ სხვისი სახლების დალაგებით თავს, პროფესიით მუშაობას რა ჯობია, თან შენით მიღწეულ მიზნებს.... მაინც არ მჯერა, უფრო სწორდ ძალიან მიჭირს დაჯერება, მათი საუბრები ერთმანეთთან ძალიან მოზომილი და კულტურულია, ჩანს რომ ლეილა ვახტანგს პატივს სცემს აშკარად, როგორც მის უფროსს, ვერ ვიჯერებ და რა გავაკეთო. დღეს?
- დღეს რა? აზრზე არ ვარ, არ ვიცი, დღეს ამბობენ ვიღაც კაცთან ერთად არისო, ბარშიც მოდის ხოლმე ის კაცი, ლეილაზე დიდია ასაკითო, საკმაოდ გავლენიანი და შეძლებული მამაკაციაო, შვილიც ყოლია იმ კაცს, ცოლს გაშორებულია, შეიძლება იცი კიდეც, თუ გამოჩნდა დაგანახებ აუციელებლად, ყოველთვის მარტო მოდის, ყოველთვის ერთსა და იმავე სასმელს უკვეთავს, შოტლანდიურ გლინფედიჩს, ვისკია ასეთი, ბევრმა არც იცის, ძვირი ღირს საკმაოდ, რამდნეიმე ბოთლი გვაქვს შესყიდული, ხოლოდ ეგ სვავს. სამოსიც ზედმეტად ელეგანტური აცვია, როლექსის საათებზე საუბარი აღარ მაქვს, ხვდები რა კაცი ყავს ლეილას? არადა, ზოგჯერ გეგონება ჭიანჭველას ფეხს არ დაადგავსო....
- შენ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული პირი ხარ თუ ბარმენი?
- ბარმენები არიან ყევლა ინფორმაციის მომპოვებლები, დამმუშავებლები და შემნახველები, უბრალოდ უნდა იცოდე ეს ინფორმაცია, როგორ მოიპოვო და ვის გაანდო, ყველას კი არ ვეუბნები ვინც აქ მუშაობს. კარგი რა, თეკლას და ლილეს მაგრად კიდიათ, თვითონაც იგივეს ცდილობენ, ანუ იმას რაც ლეილამ გააკეთა, ასე და ამგავრად მოიგვარებენ საქმეს და ცხოვრებს. დღეს ფეხების აწევით ბევრი პრობლემა გავრდება, ეს ზოგ-ზოგიერთებისთვისაა მიუღებელი თუმცა, ბევრისთვის პირიქით.... ვის რათ უნდა შენი განათლება, ყველა შენნაირად რომ ფქრობდეს, წიგნს და ცნობიერებას, განათებას და კულტურას, წესიერებას და ღირსებას ფასი ექონებოდა და ცხოვრების ბორბალი სხვანაირად დატრიალდებოდა, მაგრამ ახალგაზრდობას დღეს სხვა პრინციპები ჩამოუყალიბდათ, ვის რა წაგლიჯონ, ვის რისი შეშურდეს, ვის ვიზე უკეთესი აცვია, ამდაგვარი ყოფიერებით აქვთ გონება დაკავებული და შენი ლადო გუდიაშვილი, შექსპირი და მოცარტი, საერთოდაც არ აინტერესებთ. მართლაც რომ ამ ყველაფრის ფონზე, ჩემო ანა, ცოვრებაში ყველაზე მნიშნელოვანი, ღირსება დაკარგეს რასაც ვერ აცნობიერებენ და მით უემეტეს არც არასდროს აფასებდნენ.
- ბარმენები კარგი ფსიქოლოგებიც არიანო, ამბობენ - ღიმილით ვუპასუხე.
- საკმაოდ ანა საკმაოდ, მაგრამ გვაფასებენ კი როგორც საჭიროა? - აქ უკვე ღიმილი მასაც შეეპარა.
სასიამოვნო საუბარი ცხოვრებისეულ მორალზე ლეილას ხმამ გაგვაწყვეტინა.
- გეყოთ ჭუკჭუკი გვრიტებო, დაიშალეთ საქმეს მიხედეთ, რამოდენიმე სტუმარი დარჩა დარბაზში, ყველა მიიშალ-მოიშალ. ანა შენ თეკლას და ლილეს მიეხმარე თუ არ შეწუხდები დარბაზის დალაგება-მოწესრიგებაში, მალევე რომ დავიშალოთ ჩვენც და ბესკა, ბარი როგორც ყოველთვის შენ განკარგულებაშია, აბა თქვენ იცით.
დარბაზში თითქოს უცნაური აურა ტრიალებდა, რამოდენიმე წუთის წინ, ნემსიც კი არ ჩავარდებოდა იმდენი ხალხი იყო, ახლა კი კანტი კუნტად ჩანდნენ. ნელი მუსიკა ამ გარემოცვას ნამდვილად უხდებოდა. საცეკვაო მომრგვალებულ ადგილს ზემოდან ფერადი სანათები ალამაზებდა, რომელიც ჭერზე დაკიდულ რკინის კონსტრუქციაზე იყო განთავსებული. ქალი და მამაკაცი ნაზად ცეკვავდა ცენტრში, დროის და სივრცის შეგნება დაკარგული ჰქონდათ, საცეკვაო დარბაზის შუა ნაწილში, მუსიკის ნოტებს მათი ტანის რხევა რითმულად ყვებოდა, სადღაც ნეტარების და სიამოვნების ასტრალში იყვნენ გასულები, ერათმანეთს ავსებდნენ, მამაკაცის ხელი კი ქალის სხეულზე ნაზად მოძრაობდა, ქალს კი ორივე ხელი მამაკაცისთვის კისერზე ქონდა შემოხვეული, მისი თითოეული მოძრაობა მამაკაცის უკლებლვ ყველა ჟესტს პასუხობდა, აშკარა იყო მათ შორის ქიმია, რომელიც ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ცეკვას, საოცარ ხიბლს და ეშხს მატებდა.
ნელ-ნელა ვალაგებდით, გოგოებს ვეხმარებოდი, იქვე მაგიასთან სავარძელში მიძინებული მამაკაცის გაღვიძება ნამდვილად არ მინდოდა, ვიფიქრე მის მაგიდას ავალაგებ, ის კი ამასობაში გამოფხიზლდებოდა. ხელში ლანგარი მეჭირა, რომელზეც ჭურჭელს ვალაგებდი, ის ძილს აგრძელებდა, უცებ მოულოდნელად გამოფხიზლდა და წამოხტა, ხელი მტაცა და კალთაში ჩამისვა, ლანგარს ინსტიქტურად ხელი გავუშვი, ჭურჭლის მტვრევის ხმამ გოგოებიც შეაფხიზლა, შევეწინააღმდეგე, ხელებს ვურტყავდი რაც ძალა და ღონე მქონდა, მისი მკლავებიდან ვცდილობდი თავი დამეღწია.
- მოდი, ლამაზო მოდი, ნუ გარბიხარ .... - საშინელი ალკოჰოლის და თუთუნის სუნად იყო გაჟღენთილი, დიდი და ოფლიანი ხელები ჰქონდა, დათვის ველურ ტრებს მაგონებდა, ცოცხალი თავით არ მიშვებდა, რაც ძალა და ღონე ქონდა მკლავების გარშემო მიჭერდა.
ბესიკი, და დაცვის თანამშრომლები მოცვივდნენ, როგორც იქნა მისი ამაზრზენი ტორებისგან მიხსნეს, ბესიკმა ხელი დაარტყა, მაკანკალებდა, შემეშინდა, ვერც კი გავაანალიზე წამის მეასედებში რა მოხდა ჩემ თავს. სად იყო და სად არა, ბატონი ვახტანგიც გამოჩნდა. ყველა გაოცებული იყო. გაოცებასთან ერთად შეშინებული. მშვიდი ღამის ამდაგვარ გაგრძელებას არავინ ელოდა. ვახტანგის ხმამ, კი უარესად შეაძრწუნა ყველა. მისი გონორი, სიბრაზე, ყველა მის მიერ წარმოთქმულ ბგერაში იგრძნობოდა.
- ამიხსნის ვინმე, აქ რა მოხდა?
- რა მოხდა და, შენ გოგს კითხე.... აი მაგას - ოფლიანი ხელი ჩემკენ გამოიშვირა და ჩემზე მიუთითა.
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა მოხდა აქ ?
- პასუხის გაცემას რატომ არიდებ თავს ლამაზო? - ისევ მე მიყურებდა, ჩემგან მოელოდა ამ ყველაფერზე პასუხის გებას.
- ვახო, ეს გოგო, შენი ხელქვეითი, მთელი ღამე მიწვევდა, კალთაში ჩამიხტა რომ მეძინა, აი ეხლა ზუსტად რა, რამდენიმე წუთის წინ, ფისოსავით მომეტმასნა, ეხლა კიდევ არ უნდა თურმე გოგოს, გარბის... შეშინებულია, ვის ატყუებ ლაწირაკო?
- ტყუის ბატონო ვახტანგ ტყუის, ანა რამდენიმე წუთია დარბაზში შემოვიდა, მე ვთხოვე გაგონებს მიხმარებოდა დალაგებაში, ბატონმა რაღაც არასწორად გაიგო - თქვა ბორძიკით ლეილამ.
- დიმიტრი, ჩემ კაბინეტში შევიდეთ და განვაგრძოთ საუბარი - შეთავაზა ვახტანგმა.
- მე არაფერი მაქვს დასამალი, აქაც განვაგრძოთ, რა პრობლემაა.
ტირილი ამივარდა, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ის დამაბრალეს რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო არის და იქნება. არ მინდოდა დაჯერება, ვერც ვიაზრებ რა მოხდა, რა დამაბრალეს, ეს მე არ ვყოფილვარ, აქ ჩემი დანაშაული არაფერი იყო, ეშმაკმა უწყის განკითხვის ოთახში ჩემზე რა სიბინძურეებს ილაპარაკებდნენ.
- ანა, აქ ვიყავით ყველა, ნუ ნერვიულობ, დავინახეთ და ვიცით რაც მოხდა, დამშვიდდი.
თბილად მითხრა ლილემ, იგივე გაიმეორა თეკლამ. ირგვლივ ყველა ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, ჩემი ფიქრები იმ ორ მამაკაცს გაყვა იმ განკითხვის ოთახში.
- ანა, ვახტანგი არ არის ისეთი კაცი, ნასვამი მამაკაცის ქმედებები და ტყუილი დაიჯეროს, საღად მოაზროვნე ადამიანია დამერწმუნე, რაც არ უნდა უთხრას არ დაიჯერებს. უკიდეგანოდ მთვრალია, ეტყობა კიდეც, ძლივს დადის, ფაქტობრივად ბარბაცებს, მისი ერთი სიტყვისაც არ დაიჯერება, ვერ დაინახე, ვახტანგს ძლივს მიყვებოდა, მეგონა წაიქცეოდა. - ზედმეტად თავდაჯერებული ტონით მომმართავდა ლეილა.
- თუ რამე ვუჩივლოთ და ეგაა, ჩაჯდეს ციხეში ძალადობისთვის - შავი იუმორი ჩართო ბესიკმა, თუმცა უშედეგოდ, ზუსტად ვიცოდი ვის სიამართლეს დაიჯერებდა, ვის განკითხავდა და პასუხსაც მოსთხოვდა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, ყველა ისევ მის საქმეს დაუბრუნდა, გოგოები დარბაზს, ბესიკი კი ბარს. ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ კი ლეილას დაურეკა ვახტანგმა და კაბინეტში დაიბარა. მალევე დაცვის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ტაქსი მოვიდა, ამასობაში ლეილაც დაბრუნდა დარბაზში.
- ვახტანგმა გამომაძახებინა ტაქსი დიმიტრისთვის, ბიჭებო იქნებ დიმიტრის ჩამოყვანაში მიეხმაროთ, ფეხზე ძლივს დგას.
ბიჭებმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ტაქსში ჩასვეს და გაამგზავრეს. ირგვლივ სამარისებულმა დუმილმა დაისადგურა, რომელიც რა თქმა უნდა ვახტანგმა დაარღვია.
- იტყვის აქ მყოფი რომელიმე სულიერი სიმართლეს?
- სიმართლე ერთია, ბატონო ვახტანგ, მე აქ ვიყავი ბარს ვალაგებდი, ეძინა კაცს, რომ რა მუსიკა დარწმუნებით ვიტყოდი რომ უეჭველად ხვრინავდა, ანა მაგიდებს ალაგებდა და წმენდდა, მის მაგდასთან მივიდა, ნელ-ნელა ჭურჭლის ალაგება დაიწყო, არც კი შეხებია ზედმეტად, გამოეღვიძა ტიპს და გოგოს ხელი სტაცა და კალთაში ჩაისვა, ხვევნა კოცნა დაუწყო, ანა ხელებს უქნევდა, გამოვგლიჯე საწყალი გოგო ხელიდან და დავარტყი, ბიჭებს რომ არ გამოვეყვანე ცემაში მოვკლავდი მაგ ნაბი*ვარ კაცს!
- ბესკა მართალს ამბობს, ასე იყო ნამდვილად - დაეთანხმნენ ლილე და თეკლა.
- გაუგებრობა მოხდა ბატონო ვახტანგ, ბატონი დიმიტრი აშკარად არა ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აშკარად გამოფხიზლებისას ანა სხვა გოგონებში აერია, ეს უბრალოდ გაუგებრობაა და მეტი არაფერი - სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ლეილა, ისე რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, მიუხედვად იმისა რომ დარწმუნებით ვიცოდი, რომ ხვდებოდა ჩემი დანაშაული აქ არაფერი არ იყო.
- გაუგებრობა? გაუგებრობა არ ყოფილა ქალბატონო ლეილა, ისეთი ძალით მწვდა მკლავებში, ლამის გონება დავკარგე ტკივილისგან, შიშით ხელებს და ფეხებს ვიქნევდი, მისი ალკოჰოლის და თუთუნის ნამწვის სუნი გულს მირევდა, თავს ვერ ვაღწევდი, ოფლიან ხელებს სხეულზე მისვამდა და მკოცნიდა, და ამ ყველაფერს თქვენ ასე მშვიდი ტონით გაუგებრობას უწდებთ? საღად აზოვნების და განსჯის უნარი დაკარგეთ თუ რა ხდება გამაგებინეთ, მე მამტყუნებთ?
- ანა, ვუჩივლოთ - ისევ ბესიკი ჩაერთო.
- ანა, ჯობია დავმშვიდდეთ ყველანი და მომხდარი დავივიწყოთ, დიმიტრი სახლში წავიდა, დარბაზში უცხო არავინაა, მხოლოდ თანამშრომლები ვართ. არაფერი არ დაშავებულა, ყველანი ჯანმრთელად ვართ, იქნებ შევეცადოთ მომხდარი დავივიწყოთ. ხვალ დაისვენე არ მოხვიდე სამსახურში, ჩათვალე დასვენების დღეები გაქვს, იმდენი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი, ეს დღეები კი ჩვეულებრივ აგინაზღაურდება, პირობას გაძლევ.
- დასვენების დღეები? მის აყროლებულ სუნს როგორ მომაშორებთ - მაბანავებთ? მის შეხებას როგორ დამავიწყებთ - დასვენების დღეებით? ვინ იცის ამ ორმა მამაკაცმა ერთად ჩემზე რა ილაპარაკა (ხელი ვახტანგისკენ გავიშვირე), ან ერთმა ან მეორემ რა დამაბრალა და რა დაიჯერა, ვინ განიკითხეთ იმ ოთახში, მე ხომ ? მე დამაბრალა იმ ღორმა ყველაფერი და თქვენც ალბათ კვერი დაუკარით - ცრემლები თავისით მომდიოდა, ჩემი გული და სული ერთად ტიროდა.
ზრდილობა და კულტურა თითქოს დავკარგე, ამჟამად ეს ორი თვისება სრულიად დაკარგული მქონდა, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი. ვახტანგი რობოტივით, უემოციო სახით იდგა, ჯიბეებში ხელები ჩაეწყო, როდის რას იტყოდა წინასწარ ამის განჭვრეტა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.
- აბა რას მოელი ანა ჩვენგან ? - იკითხა ლეილამ.
- სიმართლეს და სიმართლის აღიარებას, ნუ ცდილობთ დასვენების დღეებით დამაბრმავოთ და პირში წყალი ჩამიგუბოდ ასეთი უტიფარი დამოკიდებულებით, ტუალეტებს რომ ვხეხავ არ ნიშნავს რომ ჩემი თავის პატივისცემის უნარი, ღირსება და მორალი არ გამაჩნია, რა გგონიათ ასე მარტივად გაჩუმდება ანა, როცა ვიღაც მისთვის უცნობი ადამიანი შეურაწყოფას აყენებს? გგონიათ თავს ვერ დავიცავ და ამისთვის გამბედაობა არ მეყოფა? გგონიათ შემეშინდება ჩემი სიმართლის? თქვენ, ბატონო ვახტანგ, თქვენ არ გეშინიათ და არ გრცხვენიათ იმის რაც თქვენ კაბინეტში მოისმინეთ? დამერწმუნეთ ნებისმიერ თქვენზე მეტად მიყვარს საკუთარი თავი, ჩემი მეობა არასდროს დამიკარგავს. ვიღაც მთვრალი ამაზრზენი ღორი კაცი ჩემზე ძალას ხმარობს, ცილს მწამებს, უზნეო საქციელს მაბრალებს და თქვენ დასვენების დღეებს მთავაზობთ, იმის მაგივრად მისგან მოითხოვოთ პასუხები? მე მთხოვთ თავის დახრას? ანუ თქვენ ცდილობთ დამაჯეროთ, რომ მთვრალ კაცს ყველაფერი ეპატიება? მთვრალია და ვერ აცნობიერებს რას აკეთებდა? ამაზრზენი და გულის ამრევია თქვენი ამდაგვარი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ. იცით რა ? - გულწრფელად მ ე ც ო დ ე ბ ი თ.
ყველა ემოცია და სიტყვა ერთმანეთში ამერია, ცრემლები თავისით მოდიოდა, ხმა ნელ-ნელა ჩამეხლიჩა, ჩემი სიტყვები ლაპარაკს არ საერთოდ არ გავდა, ეს ჩემი სულის კივილი იყო. არასდროს მიფიქრია მსგავსი შემთხვევა თუ გადამხდებოდა, ყოველთვის მეგონა ჩემი წესიერებით, წრფელი გულით და სულით, შრომისმოყვარეობით უმსგავსი ქმედებების მონაწილე არასდროს გავეხვეოდი, თუმცა რა მუხთალი ყოფილა ეს ცხოვრება. არც ერთი, ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მეშინოდა, არც ვნანობდი. ჩემ თავს ძუ მგელთან ვაიგივებდი, რომელიც მისი ნაშიერის დასაცვად ყველას და ყველაფერს გააცამტვერებდა. ჩემი ნაშიერი, დიახ ნამდვილად ჩემი ღირსება იყო, რომლის ამდაგვარ შებილწვას არავის და არასდროს ვაპატიებდი.
ჩემი ღრიალის და ხავილის შემდეგ, ირგვლივ სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა, არავინ იქ მყოფთაგანი არ მოელოდა ჩემგან მსგავსს საუბარს, ალბათ იმასაც ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფერს ისე გადავყლაპავდი, კრინტსაც კი არ დავძრავდი. ბევრი რამის მოთმენა და გადაყლაპვა შემიძლია, ბევრ დამცირებას ავიტან და ამიტანია, თუ ეს ამად ღირდა, მაგრამ არა ჩემი პიროვნების ღირსების ამდაგვარ შემხებლობას.
- გეყოთ, მორჩით, დაიშალეთ სახლებში, ვინც სად ცხოვრობთ, წადით დროზე სპექტაკლი დასრულებულია. - ღრიალებდა ვახტანგი - კრინტი არ დაგცდეთ მომხდარი ფაქტის შესახებ არავისთან, გიკრძალავთ უკლებლივ ყველას! განსაკუთრებით კი თქვენ ორს (მე და ბესიკს მოგვმართავდა), გასაგებია ყველასთვის თუ გავიმეორო? - სიმკაცრე, სიბრაზე და განრისხება იგრძნობოდა მის ინტონაციაში.
ჩემმა თანამშრომლებმა თავი დაუქნიეს, თანხმობის ნიშნად, სხვას არც არაფერს ველოდი, მგელი მგლის ტყავს არასდროს დაგლეჯდა, ჩემთვის საქმეს არავინ გაიფუჭებდა, ისევ მარტო ვარ, როგორც ვიყავი. ზოგმა ტაქსი გამოიძახა, ზოგმა ფეხით გასეირნებას ვამჯობინებო, მხოლოდ ბესიკმა შემომთავაზა სახლამდე გამოყოლა, ხშირად ერთადაც წავსულვართ ფეხით, საუბარ-საუბარით, დღეს, უკვე გამთენიისას კი მეგობარი ნამდვილად მჭირდებოდა გვერდით, მეგობარი რომელიც სიცხიან ბავშვს უვლიდა და სამწუხაროდ არ მყავდა, დღეს ის ბესიკმა შემიცვალა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

როგორ შემეცოდა ანა,.ვნახოთ რა იქნება შემდეგ.

 


№2 სტუმარი მინი ჯუზე

ვახ აქ ამებია, მალე დადე რა გელი გელი

 


№3 სტუმარი Елка

Ковелдге дадет гтховт саинтересоа далиан

 


№4 სტუმარი დი

როდის დაიდება მე5ე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent