მეზობლის ბიჭი (თავი 8)
გათენებას დაველოდე,მეგონა შემოვიდოდა და მომიკოთხავდა მაგრამ 12საათი ისე გახდა ზარიც კი არ შემოსულა ტელეფონზე,როცა აქამდე დილამშვიდობისას გარეშე არ მტოვებდა.ნერვიულად ვცემდდი ბოლთას ოთახიდან ოთახში და ტუჩი იმ დონეზე ვიკვნიტე კბილებში სისხლის გემო,რომ შემერია მაშინ გავჩერდი..ვეღარ მოვითმინე და ქეთას მივწერე ,,ქეთ..გიო რასშვება?,, არც დამიშვია,რომ სახლში არ იქნებოდა ,სახლში არ არის ნინ,ერთად მეგონეთ,, ახლა უკვე ნერვიულობისგან ამაცახცახა და მოწოლილ ცრემლები და უსიამოვნო ფიქრები ერთ ამოხვნეშებაში ამოვაყოლე.სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან და მოწკრიალე ტელეფონს ყურადღება არც კი მივაქციე.ტაქსიში ჩავჯექი და მხოლოდ ახლაღა დავხედე ეკრანს,ქეთა იყო,მაშიკვე გადავურეკე -ხო ქეთ..მეგონა მეტყოდა მოვიდაო -სად ხარ ნინ? -მეორე სახლში მივდივარ, იქნებ იქ იყოს -იჩხუბეთ? -არა,არვიცი..მგონი,ნასვამი ვიყავი კარგად არც კი მახსოვს რა ვუთხარი -კარგი აბა მანამდე მეც დავურეკავ -კაი ქეთ,მივალ მალე.. ტაქსს თანხა მივეცი და სახლისკენ ავიღე გეზი.ოთახში შესულს ცხვირი სასმელია სუნმა დამწვა,იქვე არაყის ბოთლები და რამდენიმე წაქცეული ლუდის ბოთლიც ეყარა.მაგიდაზე 2 ჭიქა იდო..-ალბათ ნიკუშა ყავდა. ჩემი გაფიქრება და ოთახის კარის ჭრიალზე შეტრიალებულს გიორგის პერანგში თმა გაჩეჩილი მარია შემრჩა.მისი ირონიული სახე გულის ამრევად მოედო ჩემს ორგანიზმს და წამში გარეთ გავვარდი,მუხლებზე დაყრდნობილმა დიდხანს ვისუნთქე ცივი ჰაერი გონება,რომ არ დამეკარგა,მიწა ფეხ ქვეშ გამომეცალა,გულის კიდეები დამისერეს,შემდეგ შიგნით შეაღწიეს და მასში გამავალი ყველა კაპილარი სათითაოდ ჩაწყვიტეს,ჭრილობიდან წამოსული ღალატის სისხლი იღვრებოდა სხეულში და ამას ისე ვგრძნობდი,როგორც მწარე რეალობას.ჩემი სული გათელეს,ოცნებებს გადაუარეს და სულ ერთი წუთი დასჭირდა ამისთვის.ყურებში მისის სიტყვები მიგუგუნებდა გამაყრუებლად ,,აქ არავინ მომყავდა,, მისი ყველა სიტყვა,რომელსაც მეუბნებოდა,თან ისე,რომ თვალებში მიყურებდა და ურცხვად მატყუებდა თურმე,ახლა გულს მირევს.ჩემს ყველა შეგრძნებას გვერდზე გადავდებ და ჯანდაბაშიც წასულა ჩემი თავმოყვარეობა,მარტო იმიტომ არ ვაპატიებ,რომ ჩემებს მოატყუა,პატიოსანი ბიჭივით ავიდა მამაჩემთან და ამდროს?რას აკეთებდა ამდროს თურმე?ჭკუიდან გადავალ ვაიმე,ეს რახდება ჩემს თავს?ყოველთვის მჯეროდა სიყვარულის,წრფელი,ნამდვილი სიყვარულის და რისთვის?თუმცა ვერ გაამტყუნებ არასდროს უთქვამს,რომ ვუყვარდი.ჩემი უსუსური სხეული სიცივისგან კი არა ღალატისგან თრთის,როგორც პატარა ციცინათელა ისე ჩამაქრო. როგორ მივედი სახლში არ მახსოვს.კარების ხმაზე ქეთამ შემომხედა,მაგრამ ჩემი განადგურებული სახე,რომ დაინახა სიტყვებს აზრი ვერ მოუყარა და უბრალოდ დუმდა.ვთხოვე მარტო დატოვება,მარტოობის გარდა ახლა ვერავინ გამიგებს.ბალიშზე დაღვრილი თითოეული ცრემლი მხოლოდ ჩვენ ორს შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს.ცივი კედლების სუსხი მეხვევა ტამზე,მარწუხებად იდგამენ ფესევებს და ძლიერად,ძალიან ძლიერად მიჭერენ.იცით როგორია სხეულიდან სულის გასვლა?ცივი.ორგანიზმი ისე იყინება უკან თუ დაბრუნდი მიხვდები,როგორ გაციებულხარ,როცა შეგიწყვეტია გულის ფეთქვა.ვენებში სისხლის მიწოდება,ტვინის ფუნქციონირება.მე მოვკვდი,რადგან სწორედ ისე ვგრძნობ თავს,როგორც ავღწერე. მალევე გაისმა კარზე შემდეგი კაკუნის ხმა ,უპასუხოდ დატოვებულს ახლა ბრახუნში გადაიზარდა და მეც უსიცოცხლოდ წამოვდექი.ვიცი ამ საუბარს ვერ გავექცევი და რაც მოსახდენია უნდა მოხდეს.ყველაფრის მიუხედავად ჩემს ღირსებას არ გადავაბიჯებ.არავის მივცემ უფლებას ფეხ ქვეშ გამთელოს,იმაზე ძლიერი გავხდები ვიდრე მას გონია,რომ ვარ. კარი გავაღე და ზღურბლს იქით მდგარ გიორგის დანახვაზე ირონიულად გამეცინა და ზურგი ვაქციე,კარი ღია დავტოვე,რომ შემოსულიყო.ოთახში შევედი და სიცარიელეში დავიწყე ყურება -ნინი მისმინე -გისმენ..დაწითლებული თვალები უფრო ძლიერად დავქაჩე და ისე შევხედე.ჩემს წინ დაიჩოქა,ხელები მისაში მოიქცია და თავი დამადო -გთხოვ,გთხოვ,გთხოვ..ეს არაფერს ნიშნავდა,გეფიცები ჩემ ერთადერთ დას გეფიცები გესმის? -ჰაჰ,რა?ხელი ავკარი და ფეხზე წამოვხტი -არ გრცხვენია ისე იფიცები.ახლა იმასაც მეტყვი,რომ იქ შემთხვევით მოხვდა და არაფერი ყოფილა თქვენს შორის.. -მართლა ეგრეა.სახეზე ხელებს იფარებს და ნერვიულად იწეწავს თმას. სიმწრისგან ისტერიული სიცილი ამიტყდა და წამებში სახე ისე შემეცვალა თავი ფსიქოფატი გიჟი მეგონა. -იცი რა?შენ არც არასდროს გიხსენებია,სად გაქრა ის,სულ მაინტერესებდა,როგორ შეძლო დაენებებინა თავი,როცა სულ ერთად იყავით.ახლა გასაგებია,საკმაოდ მწარედ დამიკმაყოფილე ინტერესი.. -იმ სიტყვების მერე,როცა ის ახსენე შენზე საშინლად გავბრაზი -და მასთან წახვედი ეგრევე ხო?აბა ხომ არ მაწყენინებდი?უკვე ვყვირი გამწარებული -გავბრაზდი იმიტომ,რომ არ მენდობოდი.ისევ ის ახსენე,აქამდე ჩემს გრძნობას ტყუილი უწოდე.მე..მე შენებთან ავედი,რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო დასამტკიცებელი გამეხადა,მაგრამ ისევ ის ახსენე,მთვრალზე,მთვრალზე იმიტომ,რომ ფხიზელზე იგროვებდი და არ მეუბნებოდი,მაიმც ეჭვი გეპარებოდა ჩემში და არაფერს ამბობდი -უსაფუძვლოდ არ მეპარებოდა თურმე კედელს ხელს ურტყამს მთელი ძალით,ამ მომენტშიც კი შემეცოდა,გამცრა იმ ტკივილზე რაც ახლა იგრძნო,მაგრამ აინტერესებს მე რას ვგრძნობ ახლაა?იქვე მდგაარ ნივთებს აქეთ იქით ფანტავს და კიდევ ერთხელ ცდილობს ამიხსნას რა მოხდა. -ამის დედას შ.....ი..მიყვარხარ გოგო,როგორ დაგიმტკიცო,რომ არაფერი მომხდარა?უშენოდ ერთ წუთს ვერ გავძლებ,ნუ მიყურებ თვალებ ჩამქრალი,გთხოვ ნუ მაგიჟებ ნინი,ერთ წუთს ვერ გავძლებ უშენოდ.შენი გამოჩენა ნათელი წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში,ნუ გამიუფერულებ გთხოვ.მასაც მოვიყვან და ისიც გეტყვის,რომ არაფერი მომხდარა,ყველაფერს გავაკეთებ,რომ შენი უსიცოცხლო თვალები ისევ მოციმციმე გავხადო ჩემს დანახვაზე ჭინკები,რომ გითამაშებს ხოლმე. -გთხოვ წადი. აზროვნების უნარი მაქვს დაკარგული,ცოტახნის წინ სიკვდილი გამოვიარე და ახლა პირველად მითხრა მიყვარხარ,ნუთუ შეუძლია იმდენად პირფერი იყოს,რომ ჩემი გრძნობებით ითამაშოს?მაგრამ #25?ის ხომ ასე გულწრფელი იყო ჩემთან. მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და უსიტყვოდ დამტოვა.ასეთ მომენტშიც კიმის შეხებაზე პატარა ბავშვივით შევიშმუშმე,როგორ შევძლო მასზე უარის თქმა?მაგრამ თუ მატყუებს მომავალში უფრო ხომ მეტკინება.ბევრი არ მიფიქრია,მეორე დღესვე წავედი სოფელში.არავისთვის არაფერი არ მითქვამს,არავის დავმშვიდობებივარ,ვივი ყველამ კარგად იცის რა ხდება,ამიტომ ზედმეტ კითხვა პასუხს თავი ავარიდე და წავედი.უქმეებს გავატარებ და მანამდე ცოტას ვიფიქრებ,მომხდარზე და მოსახდენზე.სახლში მისულმა ვიცოდი დედას ყველაფერი ეცოდინებოდა და ეს სახეზეც ეწერა უკვე,მამასთან არ შევიმჩნიე და ტელეფონიც გავთიშე.მინდოდა მე და ჩემი ოთახი ვყოფილიყავით მარტო,გოგოები ისეც გაიგებდნენ ნიკუშასგან და ახლა ვერც მათ მოვუსმენდი,ჯერ მხოლოდ ჩემ გულის ცემას უნდა მოვუსმინო ასე ძალიან,რომ ფეთქავს მის გახსენებაზე მიუხედავად ყველაფრისა. დილით თავი ძლივს ავწიე,ფიქრებით დაღლილს ,როდის ჩამეძინა არ მახსოვს,უკვე თენდებოდა ჩაძინებამდე,რომ გავიხედე.ან რა მაფიქრებდა ამდენს?მასთან განვლილი ყოველი წუთი და წამი მედგა თვალწინ და მტკიოდა,ჩემი სიყვარული მტკიოდა.უსიცოცხლოდ გამოვედი ოთახიდან და სავარძელზე მოწყვეტით ჩავესვენე.მამას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული,დედა ფუსფუსებდა,მისმა ბედნიერმა სახემ ცოტა არ იყოს გამაკვირვა.წამებში მომიტრიალდა მამა -ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული შვილო,რატო ანერვიულებ იმ ბიჭს? -რა?გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა -გიომ დაურეკა დილით.დედამ ცბიერად გამომხედა და თვალი ჩამიკრა -რაა?კიდევ უფრო მეტად გავიკვირვე -რა იყო შვილო?მოგიკითხა გათიშული აქვს და ვერ ვურეკავ ხომ მანდ არისო. -მერეო?კი სიძე როგორ არა აქ არის მოაკოთხეო ხომ არ უთხარი?აბზუებულმა ირონიულად ვიკითხე და დუმილზე უფრო მეტად გამიფართოვდა თვალები -თქვენ...თქვენ რა აქ დაპატიჟეთ? -კი,რა იყო,მაშინ ვერ გაჩერდით და ახლა მოვიდეს -მამა გადაირიეთ?ქმარი კი არა -ვიცი ვინცაა -არ მინდა,რომ მოვიდეს -შერიგდებით შვილო,ემჩნევა ამ ბიჭს როგორ უყვარხარ მართლა.ახლა უკვე პირი დავაღე დედას სიტყვებზე. -თქვენ რა ასე ძალიან გინდათ გამათხოვოთ და მომიშოროთ თავიდან? -წესიერად გოგო.შემომიტია მამაჩემმა. -ეგ რა შუაშია დედი? -აბა რაშია? -ჯერ ერთიც კარგი ბიჭია,ზრდილობიანი,ჭკვიანი,სიმპატიური,მეორეც მარინაც მოყავს -ქეთა? უცებ წამოვიყვირე გაუაზრებლად -აი ხომ ხედავ შენც გაგეხარდა ჯანდაბა,ესღა მაკლდა.ამით რა უნდა დამიმტკიცოს?მაგარი ბიჭია?ნეტა მარიას რას მოუმიზეზებს დღეს,რომ ვერ უცებ ენაზე ვიკბინე და მისი სიტყვები გამახსენდა ,, -გავბრაზდი იმიტომ,რომ არ მენდობოდი.ისევ ის ახსენე,აქამდე ჩემს გრძნობას ტყუილი უწოდე,, ურთიერთობაში უნდობლობა ბზარს აჩენს.მართალი იყო,არ ვენდობოდი,არ ვეუბნებოდი რა მაწუხებდა,ჩემი ბრალია,რომ ბზარი გავაჩინე მაგრამ მის საქციელს არ ამართლებს.ფიქრებიდან ისევ დედამ გამომიყვანა -მიდი მოწესრიგდი რას გავხარ,მოვლე ლნ მალე -რა?აუ,თქვენ... სიტყვა ვეღარ დავამთავრე გაოცებისგან და ოთახში გავვარდი გამოსაცვლელად.მალევე მოვიდნენ.მისი დანახვა ელვის დაცემასავითაა,ერთ ადგილზე მაქვავებს და ფერფლად მაქცევს.მარინას მივესალმე,მას ზედ არ შევხედე,სახეზე ფერი ეცვალა,ვიგრძენი,როგორ დაეჭიმა კისერზე ძარღვები.უზრდელობაში,რომ არ ჩამომრთმეოდა ვცდილობდი ოთახში ვყოფილიყავი,დედა და მარინა,მამა და გიო,მართალია მე ატუზული ვიდექი,მაგრამ მალევე მოვეფარე თვალს და გამოვედი ოთახში.ტელეფონი ჩავრთე,შემოსულ სმსებს ყურადთება არ მივაქვიე და ქეთას დავურეკე -ქეთ შენ რატომ არ წამოხვედი?შენ ძმაზე მეტად შენი დანახვა გამეეხარდებოდ -ნინ გამოცდების გამო,სამეცადინო ხოიცი რამდენი მაქვს -ხოომ.. -ნინ.. -რა იყო ქეთ? -აპატიე გთხოვ,ეგეთი გიო ოჯახს არ გვახსოვს. -არ ვიცი ქეთ,მინდა დავიჯერო -უზომოდ უყვარხარ -მე კიდე შენ მიყვარხარ. -ნუ გადაგაქვს საუბარი ვიცი შენც იგივეს გრძნობ -კაი ქეთ წავედი ახლა.. ყურმილი დავკიდე და ტელეფონი გვერდზე მივაგდე.გამოსვლას ვაპირებდი კარებში,რომ ამესვეტა -გამომექეცი? თავის არიდება და გვერდით გავლა ვცადე.წინ გადამეღობა და ძლიერად ჩამეხუტა -მაპატიე ნინა,გთხოვ.მიყვარხარ. ყურთან ისე ვნებიანად ჩამჩურჩულა წამით მომინდა მეკოცნა.ყველაფერი მარიას გამოსვლის სცენამ შეცვალა -მაპატიე,არ შემიძლია ხელი გავუშვი და გამოვეცალე.მეტი არ გვილაპარაკია იმ დღეს.იმ იმედით დარჩნენ,რომ მათ გავყვებოდი მეორე დღეს და ასეც მოხდა,ჩემებმა ბედნიერად ჩამტენეს მის გვერდით წინა სავარძელზე და არც მარინა ჩანდა უკმაყოფილო მომხდარით.მთელი გზა ხმა არ ამომიღია,მხოლოდ გიოს მზერას ვამჩნევდი როგორ მიყურებდა,მარინამ რადენჯერმე ცადა სიტუაციის განმუხტვა და ბოლოს დანებდა.ტელეფონი ავიღე და შემოსულ სმსებს ახლა გადავავლე თვალი.გოგობის ჩათი აფეთქებული იყო,ლიზა მიმტკიცებდა,რომ სპეციალურად გააკეთა მარიამ,ნიკუშამ უთხრა,ისიც გიოს დარიგებული იქნება.თიკა მარიგებდა და ყველაფრის კარგად გაანალიზებას მირჩევდა.თუმცა თავისი აზრით გიო მტყუანი არ იყო.მოკლედ უსიცოცხლოდ ავუსვი თითი ეკრანს და უცხო ნომრიდან შემოსულ წერილზე გავჩერდი. -უნდა დაგრლაპარაკო,მარია ვარ გული ისევ იმ უსიამოვნო შეგრძნებებით დამეტვირთა და უსიამოვნო გრძნობით გადავხედე გვერდით მჯდომს.მასაც მოგიყვანო,მისი დარიგებულია?რაში ჭირდება ამდენი თამაში თუ ისევ მასთან უნდა იაროს?მერე ისევ მისი მიყვარხარ მახსენდება,არა,ჩემი ცხოვრება ინდური სერიალი ხომ არ არის?ფიქრებით ვიარე მთელი გზა,სახლშიც უხმოდ შევედი,აღარც მას უთქვამს რამე. მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი.სწავლა ონლაინ გადაგვიტანეს,ახალი წლის პერიოდიც ემთხვევა და ჯამში 3კვირა კარგად განვიტვირთები.ამ 3კვირაში ჩემი გული თავად გადაწყვეტს რა უნდა გააკეთოს.მერე ისევ მარიას სმს მახსენდებ,უნდა ვნახო.ისე ვერ წავალ,რომ არ გავიგო რა უნდა..ნომერს ვკრეფ და ვურეკავ -ალოო..გაწელილი ხმით მპასუხობს,როგორ მინდა ახლა თმებით გითრიო -ნინი ვარ.წამებში შეეცვალა ტონი ვიგრძენი -სად გნახო?..ჰმ,ქალების ლოგიკურობა,ეგრე მიხვდა რა უნდა ეთქვა მისამართი მივწერე და მეც გავემზადე.1საათში კაფეში ვიჯექი და კარებში მოკაკუნე მარიაც მალე გამოჩნდა.თავი ამაყად მიჭირავს,იმას არ ვათქმევინებ,რომ თავისი გაიტანა და გამანადგურა -აბა,რაზე უნდა გელაპარაკა? -გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა..დამიმარცვლა და სკამზე მოკალათდა -რას დალევ? -მეტყობა,რომ შენთან ერთად რამის დალევის სურვილი მაქვს? -კარგი ხო.ცხვირი აიბზუა და საქმეზე გადავიდა. -მე და გიო 2 წელი ვხვდებოდით ერთმანეეთს,არასდროს მქონია შანსი ეს ვიცოდი,მაგრამ როცა მეგონა რაღაცა შეიცცვალა და შანსები გამიჩნდა სწორედ მაშინ გამოჩნდი შენ და მისი თვალები არასდროს ყოფილა ისეთი განათებული,როგორიც შენი დანახვისას.მაშინ მივხვდი,რომ შანსი აღარ მქონდა.თავიდან არ ვნებდებოდი,მაგრამ იმის მერე რაც ურთიერთობა ორივემ დაიწყეთ საბოლოოდ დავკარგე.არ იყო ადვილი ჩემთვის 2წლის ურთიერთობაზე ხაზის გადასმა.გოგო ხარ და ხვდები რასაც ვამბობ -არ მესმის,აქამდე არ მყვარებია -ჰმ,მაგიტო აგიჟებდი თვალებში გემჩნეოდ,რომ პირველი იყო..ბევრი ღამე გავათენე უიმისოდ ტირილში,მენტრებოდა,მაკლდა..ვერ ვეგუებოდი.იმ დღეს შემთხვევით დავურეკე,რომ მიპასუხა ძალიან ნასვამი იყო და მივხვდი იჩხუბეთ -შენც შანსი არ გაუშვი ხელიდან -მასთან ავედი,უფრო მანქნაით ვიპოვე რადგან მაგ სახლში არასდროს ავყავდი და მხოლოდ მისამართი ვიცოდი მიახლოებით. მის სიტყვებზე გამცრა და ჩემ უნდობლობას კიდევ ერთი წითელი ხაზი გავუსვი -მე,რომ დამინახა რაღაც უაზრობები მითხრა ,,მარიასთან დაცალეემოციებიო,, იცინოდა და შეშლილივით იქცეოდა,ლუდს არაყს აყოლებდა და მთლად გაითიშა.საძინებელში,რომ შევიდა პერანგი გავხადე და ისეთი მთვრალი იყო ეგრევე გაითიშა.გვერდით მივუწექი,რომ ყურადღება მიმექცია.ხსზს ვუსვამ,რომ გაითიშა და არაფერი გვქონია. -და მადლობა გადაგიხადო მისი მოვლისთვის? -შენ,რომ მოხვედი სპეციალურად ჩავიცვი მისი პერანგი და გამოვედი,მინდოდა გტკენოდა,მაგრამ როცა შენი სახე დავინახე მივხვდი ეს არ უნდა მექნა. -სახე?ირონიულად გამეცინა -ხო,თითქოს მოკვდი -თითქოს არა -მაპატიე,მეც იგივე განვიცადე და შენთვის ეგ არ უნდა მექნა. -მე არ წამირთმევია მისი თავი შენთვის -ვიცი.რომ გაიღვიძა და იქ დამიანახა ისტერიკა მოაწყო,იცოდა ,რომ აუცილებლად მიხვიდოდი და სახლიდან გამომაგდო.მერე არ ვიცი რა მოხდა.იმედია აპატიებ.ის არაფერ შუაშია.იმ სიყვარულით უყვარხარ,რომელზეც მე ვვოცნებობდი. ადგა და წავიდა..ასე სივრცეში მომზერალი დიდხანს ვიჯექი,მარიას აღსარება,ჩემი უნდობლობა,ბზარი ურთიერთობაში,მისი მიყვარხარ,ყველაფერი ერთმანეთში ამერია.სახლში მისულმა ბარგი ჩავალაგე და წასასვლელად გავემზადე,ახლა უკვე არ ვიცოდი რა უნდა მექნა,წავსულიყავი?მჭირდებოდა დრო ,ჩემს საქციელზეც და მისაზეც,არ წავსულიყავი და რა უნდა გამეკეთებინა?როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში იმის მერე რაც მოღალატე ვუწოდე.კარების ხმაზე შევხტი გასაღებად წავედი -ქეთ? -როგორ ხარ ნინ -კარგად,რა გჭირს? -გიო მივლინებაში წავიდა 1თვით -რა? ესღა მაკლდა,ახლა უკვე თავს ვიდანაშაულებ ,რომ არ მოვუსმინე,ახლა ის მაგიჟებს,რომ ის წავიდა,მე კი არც კი დაველაპარაკე. ემოციები სახეზე მაწერია -დამშვიდდი, უცებ გავა ეგ დრო ნერვიულად დავიწყე სიარული და ემოცია მოწოლილმა თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე.ქეთა მაწყნარებდა მე კი მის მონატრებას მივსტიროდი,ჩემს უნდობლობას ვგლოვობდი და გული იმაზე მეტად მტკიოდა ვიდრე მანამდე.არ დამემშვიდობა,ისე წავიდა არ დამემშვიობა.უსიცოცხლოდ მოვკიდე ხელი ბარგს და სახლში დავბრუნდი.ალბათ ასეც სჯობდა,მე არ ვითხოვდი მარტო ყოფნას?ახლა კარგად გავერკვევი ჩემს თავში დიდი დრო დამიტოვა ამისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.