თავნება ქალბატონი (თავი 3)
თემო და ანდრო გვერდიგვერდ იჯდნენ მათ წინ კი ნიკო იჯდა,რომელსაც ჭიქა ხელში გაუშეშდა,როცა თათა შენიშნა: -არ მითხრათ,რომ ის თათა არის!-ხმა გაუმკაცრდა ნიკოს. -აქ რა უნდა?-ანდრომ იკითხა და უკან გაიხედა. -მე რა ვიცი. -რასქვია რა იცი,შეყვარებული სად დადის ეგ თუ არ იცი კარგად ყოფილა შენი საქმე.-თემოს ვინ დაასწრებდა. -კარგი რა თემო,წავედი მე გავიგო რახდება.-წამოხტა და თათასკენ გაემართა. თემო და ანდრო კი აივანზე გავიდნენ სიგარეტის მოსაწევად. -თითქოს არ იცის იმ კუდიანთან ერთად გართობა რას ნიშნავს.-სიგარეტს მოუკიდა და ნაფაზი დაარტყა. -და რას ნიშნავს?-მშვიდად იკითხა ანდრომ. -ღალატს!-დაუნდობელი იყო ჩვენი თემო ბერიძე. -არადა მეგონა ჭორაობა ქალების საქმე იყო.-უკნიდან მოესმა თავისი თავნება ქალბატონის ხმა ანდროს და გულმაც ბათქა ბუთქი დაიწყო. -დიახ, ჭორაობა ქალების საქმეა,მაგრამ მაგასთან ერთად ღალატიც დიდი დოზით არის პირადად შენში.-თემო თეკლას მხარეს შებრუნდა,რომელსაც მაშინვე შეეცვალა სახე. -იცი რა?ძალიან მეცოდება ის ადამიანი ვინც შენ შეგიყვარებს,რადგან მას არ ეცოდინება თუ რამდენად ამაზრზები არსება ხარ.-თეკლამაც არ დააკლო. -ამაზრზენობაზე შენ უნდა მელაპარაკებოდე?-ჩაიცინა თემომ.ანდრომ კი ჩუმად იდგა და თეკლას თვალებს აკვირდებოდა.თეკლას კი გული ეწვოდა ანდროს სიჩუმისგან,მისგან დაცვას არც ელოდა,მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ იმედი მაინც ქონდა. -მე ისეთი არაფერი დამიშავებია,რომ შენგან ამ სიტყვებს ვისმენდე!-მტკიცედ განაცხადა,მაგრამ თავბრუსხვევა იგრძნო,რის დაიგნორებასაც ეცადა. -იმაზე მეტი რა უნდა გაგეკეთებინა,რაც გააკეთე.მაგრამ რათქმაუნდა შენ არ გინახავს,შენ ,რომ წახვედი რა ხდებოდა ანდროს თავს,მას შენ გარდა არავინ არ ყავდა...-აი აქ კი ანდროც აფეთქდა. -თემო ახლა თუ არ შეწყვეტ...... -არაფერსაც არ შევწყვეტ დაე გაგიგოს შენმა ყოფილმა ცოლმა,რა საშინელი ქალიც არის.-ანდროს უყურებდა მერე კი ისევ თეკლას შეხედა.-გგონია ადვილია საყვარელი ადამიანის დაკარგა,მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როდესაც იგებ,რომ მას საერთოდ არ ყვარებიხარ და მხოლოდ ფული უნდოდა შენგან.შენს გამო ისეთ რამეებსაც იჩხვლეტდა,რასაც ვერასდროს ვერ იტანდა,თავს იბრუებდა და მერე გათიშული გონებითაც შენ გეძახდა.დიდი უსამართლობაა ანდროსნაირ ადამიანს, რომ უყვარდი და თავისი ცხოვრების ორი წელი დაგითმო და საერთოდ თუ ვინმეს შევუყვარდები,იმედი მაქვს რომ შენნაირი ქალი არ იქნება.შენ სიყვარული არ შეგიძლია თეკლა!-ისეთი საშინელი ტონით ესაუბრებოდა,რომ თეკლას მართლა შეზიზღდა საკუთარი თავი,მაშინ მართლა ინატრა,რომ ცოცხალი არ ყოფილიყო და ეს სიტყვები არ მოესმინა,ანდროს შეხედა აცრემლებული თვალებით და ვერ წარმოედგინა,რომ ანდრო ოდესმე რამეს აკრძალულს გაეკარებოდა,მან კარგად იცოდა,რომ ანდრო ვერ იტანდა ნარკომანებს,ახლა ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა თავისი მამაკაცი ასეთ მდგომარეობაში.ყველა ემოცია ერთად მოაწვა და ტვინი გათიშვას იწყებდა.ნიკო და თათა,რომელიც ცეკვას მოსწყდა და იქვე იდგნენ თვალებ გაფართოებული უყურებდნენ ჯერ თემოს მერე კი თეკლას,რომელსაც აშკარად ეტყობოდა ის თუ რა მდგომარეობაში იყო.ბოლოს კი ყველა გააოცა მისმა საქციელმა:თემოსთვის არაფერი არ უთქვამს,ანდროს მიუბრუნდა და მიუახლოვდა,თავისი ხელი თმაზე გადაუსმა მერე სახეზე მოეფერა,თვალების ცეცებით უყურებდა და არასაღ მდგომარეობაში წარმოიდგენა ანდროს: -ჩემი ანდრო ამას არ იზამდა,ჩემნაირი ქალის გამო ამას არ იზამდა.შენ ხომ ასე საკუთარ თავს იძულებდი....ჩემი ანდრო..-ლოყაზე შეახო თავისი ტუჩები,ანდრო კი ხმას ვერ იღებდა იმდენად იყო თეკლას საქცილით გაკვირვებული და გაბრუებულიც. -თეკლა....-ჩამწყდარი ხმით ამოთქვა. -ჩემი ანდრო....მაპატიე......ხომ მაპატიებ....დედამ შეძლო შენც ხო მაპატიებ....-დაპროგრამებულივით ლაპარაკობდა, ისევ სახეზე ეფერებოდა და შიგადაშიქ ლოყაზე კოცნიდა. -თეკლა რას ამბობ?-ვერ ხვდებოდა დედა საერთოდ რა შუაშო იყო.ანდრომ იცოდა,რომ თეკლას მშობლები ხუთი წლის წინ გარდაიცვალნენ ავტოკატასტროფაში და სოფელში იყვნენ დაკრძალული. -ის ამბობდა,რომ შენ ჩემი ადამიანი ხარ,მართალი აღმოჩნდა და მართლაც ვერ დავახწიე შენგან თავი....ჩემი ანდრო....ხომ მაპატიებ?....მე მართლა არ მინდოდა შენი გულის ტკენინება..მართლა არ მინოდა.....ჩემი ანდრო....-ისევ ისე აგრძელებდა,მაგრამ გონებამ ვერ გაუძლო და საბოლოოდ გაითიშა.ბოლო დროს იმდენმა ემოციამ იყარა თავი,რომ რთული აღმოჩნდა ყველაფრის გადახარშვა.ნუთუ ყველაფრის გაძლება შეუძლია ადამიან?რა თქმა უნდა,ეს ხომ მრავალმხრივ დამტკიცებული ფაქტია,მაგრამ როცა შენი გული,გადაწყვეტს,რომ მეტი აღარ შეუძლია გონებაც იჯერებს და შვებულებას იღებს. პირდაპირ ანდროს მკლავებში ჩაესვენა. -ვაიმე თეკლა.-თათა მაშინვე მივარდა,მაგრამ ანდრომ ხელის მიკარების უფლება არ მისცა.აიყვანა და კიბეებით ჩაიყვანა თავის მანქანაში ჩასვა და წავიდნენ. -არ ინერვიულო,მიხედავს.-ნიკო თათას დამშვიდებას ეცადა. -შენს ძმაკაცს უთხარი,რომ ადამიანებს მანამდე ნუ განსჯის სანამ მასზე ყველაფერი არ ეცოდინება და საერთოდ კარგად დაიმახსოვრეთ,რომ რეალობა იმაზე მძიემა ვიდრე წარმოგიდგენიათ.-ორივეს მტრული მზერა მიაბყრო და თვითონაც წავიდა. -ქალისთვის,რომელსაც ანდრო არ უყვარს და მიატოვა,თეკლას საქციელი უცნაური არ გეჩვენება? -ამას დამატებული თათას სიტყვებიც..-ეჭვნარევი მზერა მიაბყრეს ერთმანეთს და ორივე ჩაფიქრდა. *** როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე იგრძნო საყვარელი სურნელი და თავისი თბილი საწოლი,სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს.თავი წამოწია და ოთახი მოათვალიერა,ყველაფერი ისე იყო,როგორც ადრე,გარდა იმისა,რომ თეკლას ნივთები აღარ იყო მიმოფანტული,გაეცინა როცა აქ გატარებული დღეები გაახსენდა.ბოლოს ისიც შეამჩნია,რომ თავისი სექსუალური კაბის,მაგივრად ანდროს მაისური და სპორტული შარვალი ეცვა,რომელსაც სულ იპარავდა ანდროს გარდერობიდან. წყურვილის გრძნობამ შეაწუხა ამიოტომ სამზარეულოში ჩავიდა,სადაც ანდრო დახვდა წელს ზემოთ შიშველი,რომელიც ომლეტს ამზადებდა. -მაისური აღარ გაქვს თუ მე,რომ მაცვია ეგ ერთადერთია შენს გარდერობში?- კართან იდგა და ცელქობის ხასიათზე მოვიდა თავნება ქალბატონი. -ადრე ეს არ გაწუხებდა!-არც კი შეტოკებულა ისე უთხრა და თავისი საქმე გააგრძელა. -და ვინ თქვა,რომ ახლა მაწუხებს. -ჭამე!-თეფშზე დადებული ომლეტი დაუდგა წინ და თვითონაც დაჯდა. -შენ არ შეჭამ? -მე არ მინდა.-უხეშობდა,მაგრამ არც ანდრო და არც თეკლა ამას არ იმჩნევდნენ. -არა შენც ჭამე,მე ამდენი მაინც არ მინდა და გაგიყოფ.-ისეთი გულუბყვრილო გამოხედვა ქონდა თეკლას,რომ უარი ვერ უთხრა.თვითონ თეკლამ გამოუტანა ყველაფერი და თავისი ნაწილიდან ნახევარი გაუნაწილა.სიჩუმე ჩამოწვა გარშემო,რაც ორივეს ფიქრის საშუალებას აძლევდა,რომელიც ორივესთვეს ზედმეტი იყო,როცა ერთად იყვნენ.თეკლას არ უნდოდა რამდენიმე საათის წინ მომხდარი ინციდენტის გახსენება,მაგრამ ანდრო მხოლოდ თეკლას სიტყვებზე ფიქრობდა.ბოლოს ანდრომ აალაგა ყველაფერი,თეკლა კი კომფორტულად მოკალათდა და თვალმოუშოორებლად აკვირდებოდა თითოეულ მის მოძრაობას. -თეკლა როდის მომაშორებ თვალს?-წინ აესვეტა ვნებამორეულ ქალს. -ცუდი ბიჭი ხარ ანდრო,არ შეიძლება ყოფილი ცოლის წინ ასე სიარული.-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა,რამაც ანდროს სიცილი არა,მაგრამ ტუჩის ჩატეხვა გამოიწვია. -თეკლა ასეთი როგორ ხარ?-ერთი ხელის მოძრაობით ააყენა და ტანზე მიიკრო. -ასეთი როგორი? -ასეთ მდგომარეობაშიც კი მეფლირტავები. -და როგორია ჩემი მდგომარეობა? -გამოუვალი,მგონი შენ თვითონაც არ იცი სადამდე შეტოპე და საერთოდ იმის მერე,რაც ერთი წლის წინ მოხდა ასე მშვიდად ჩემს სახლში ყოფნა და თან ცელქობა არამგონია ნორმალური ადამიანის საქციელი იყო. -და როდის ვიყავი მე ნორმალური? -მართალია,შენ სულ თავნება და ამპარტავანი იყავი. -ჯობია წავიდე.-თავის გათავისუფლება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.თეკლას ფალანგვებს შეურთა თავისი და საძინებელში აიყვანა. -არსადაც არ წახვალ! -არა უნდა წავიდე,ჩემი კაბა სად არის?-გაიხედ გამოიხედა. -მაგ კაბით მითუმეტეს არსად არ წახვალ,ოჰ,არა,უკაცრავად,ვერ წახვალ. -რატო? -დავჭერი. -რა ქენიი?-თვალები გაუფართოვდა თეკლას. -მე შენ აგიკრძალე ეგეთების ჩაცმა! -ანდრეა შენ შეიძლება დაგავიწყდა,მაგრამ შეგახსენებს,რომ ჩემი ქმარი აღარ ხარ!-ხმას აუწია. - მე არაფერი არ დამვიწყებია და საერთოდ ხმას ნუ უწევ ჩემს წინაშე!-ანდროს ღრიალს ვერავინ ვერ შეედრებოდა. -ეს შენ ნუ ღრიალებ!-ორივე ანთებული თვალებით მიაჩერდნენ ერთმანეთს. -არა რაა ასეთი როდიდან გახდი? -ასეთი როგორი ანდრეა,მთელი დღეა ხან ვის მადარებთ შენ და შენი ძმაკაცები,ის იდოტი თემო საერთოდ კუდიანს მეძახის, თითქოს თვითონ მყავდეს აქ ანგელოზი! -ასეთი ემოციური,თოთიეულ სიტყვაზე თვალები,როდის მერე გიცრემლიანდება? -არაფერიც არ მიცრემლიანდება!-თვალი მოაშორა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადშიც კი არ მინახავს შენს თვალებში ამდენი სევდა თეკლა!-უკვე მშვიდად საუბრობდნენ. -ალბათ იმიტომ,რომ შენ არ მაძლევდი მოწყენის საშუალებას.-გაუღიმა და რამოდენიმე წამში დაამატა.-შენთან ბედნიერი ვიყავი ანდრეა! -მაშინ რა ჯანდაბამ გაფიქრებინდა ჩემთან განშორება.-ვერ მოითმინა და ისევ აუწია ხმას, მშვიდან ვერ მიიღებდა თეკლასგან ასეთ სიტყვებს. -ამ დაწყევლილმა ცხოვრებამ,რომელიც არასდროს არ მაძლევდა ბედნიერების საშუალებას,როგორც კი ჩემს სულში სიმშვიდე ისადგურებს მაშინვე იწყება ქარიშხალის მორიგი ტალღა,რომლისგან შენც ვერ დაგიცავი. -თეკლა იქნებ ნორმალურად ამიხსნა რა ხდება? ან რას ნიშნავდა შენი სიტყვები,რომელიც აივანზე ყოფნისაც მითხარი ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყავი. -უბრალოდ,როცა გავიგე რომ ჩემს გამო მაგ ჯანდაბით იბრუებდი თავს.... -სინდისის ქენჯნამ შეგაწუხა?-ირონიულად ჩაიცინა. -მომინდა პატიება მეთხოვა.-დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი.ანდრო კი მიუახლოვდა,საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოუდო და თავი ააწევინა: -შენი პატიიება არაფერში არ მჭირდება თეკლა! -ერთი დღე მაინც არ გიფიქრია,რომ მიყვარდი,ნუთუ საერთოდ ვერ ვამჟღავნებდი ჩემს გრძნობებს შენს მიმართ. -ჯანდაბა!ზუსტად მაგიტომაც არის ყველაფერი ორმაგად რთული!იქაც სასამართლოში,როცა შენს თვალებს ვუყურებდი,ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემთან განშორება გინდოდა,მაგრამ მერე...... -ხალატში დაგდე ბრალი.-ჩუმად ჩაილაპარაკა. -დიახ,ეს ბოლო წვეთი იყო,შენ კარგად იცოდი,რომ ეს ყველაზე უღირსი საქციელი იყო ჩემთვის,შენ კი ისე ადვილად დამდე ამაში ბრალი,რომ თვალიც არ დაგიხამხამებია.-ანდროს მზერა იმდენად გულგრილი იყო,რომ გულს უწვავდა თეკლას. -ანდრო შენ შეგეძლო გებრძოლა და შენი უდანაშაულობა დაგემტკიცებინა.რატომ არ გააკეთე ეს? -ჩემთვის არასდროს არ ქონდა სხვების აზრს მნიშვნელობა,შენ ისედაც იცოდი,რომ არ მიღალატია,სხვისთვის კი არაფრის დამტკიცება არ მინდოდა!-გული შეეკუმშა ანდროს სიტყვებზე,ვეღარ უძლებდა მის სინათლეს.ის იმდენად ნათელი ადამიანი იყო,რომ არ შეიძლებოდა მისი ბნელთან შეჯახება. -თემო მართალია,შენსნაირ კარგ ადამიანს არ უნდა დაეხარჯა თავისი ცხოვრების ორი წელი ჩემზე.-ჩაიცინა და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ხელი გაუსვა. -და იმაზე არ ფიქრობ,რომ მე მზად ვიყავი მთელი ცხოვრება გამეტარებინა შენთან!-ისევ იღრიალა,ამ ორს მშვიდად ლაპარაკი ნამდვილად არ შეეძლოდ. -ეგ იმიტომ,რომ ჩემი ნამდვილი სახე არ იცოდი!-არც თეკლამ დააკლო. -და გგონია ახლა ვიცი?რამდენი ნიღაბი გაქვს შენ თვითონ თუ იცი საერთოდ? -ჯანდაბა ანდრო თუ ისევ ჩემს გალანძღვას და გაკიცხვას აპირებდი რატო მომიყვანე აქ?გგონია იმაზე მეტს და უარეს მეტყვით შენ და თემო,რაც მე არ ვიცი საკუთარ თავზე? -საქმეც იმაშია,რომ ყველაფერი იცი და ისე იქცევი თითქოს არაფერი არ მომხდარა! -და რა გინდა,რომ გავაკეთო,ყველას წინაშე დავდგე და განვაცხადო,რომ ‘’მე ქალი ვარ, რომელმაც უდანაშაულო ქმარს ღალატში დადო ბრალი და ერთი წლის წინ გაშორდა და ახლა იმიტომ ვარ აქ,რომ ის საშინლად მენატრება!’’ რომელი ნორმალური ადამიანი აკეთებს ამას,მე თვითონ ვერ ვხსნი ჩემს მოქმედებებს და შენ,როგორ აგიხსნა?-ისეთი გამწარებული იყო,რომ ვერც მიხვდა,როგორ აღიარა ანდროსადმი მონატრება. -ჯანდაბა თეკლა მე შენ მაგიჟებ!-წამსვე დაფარა მანძილი და თეკლას ბაგეებს თავისი შეუერთა.ორი ერთმანეთს მონატრებული და ვნება მორეული ადამიანი სიამოვნების მორევში გადაეშვა.ნუთუ შეიძლება ყველა საყვარელი ადამინისმიერ მოყენებული ტკივილი დაგავიწყდეს,როცა ის შენს წინაშე დგას და გეუბნება,რომ ძალიან ენატრები და ამას მართლაც ამჩნევ: მის თვალებში,მისი შეხების დროს,როცა ხვდები რომ ისევ ისე უთრთის სხეული,როგორც პირველი შეხების დროს?ალბათ შეიძლება,რადგა ანდრომ და თეკლამ ეს შეძლეს. *** სანამ თეკლა ანდროს მოფერებით ნებივრობდა,თათა სახლში იყო და ბოლთას სცემდა ნერვიულობისგან.კარზე კაკუნის ხმა მოესმა და გახარებული გაემართა,იმის იმედით,რომ თეკლა იქნებოდა,მაგრამ თეკლას მაგივრად ნიკო შერჩა,მისმა დანახვამაც არანაკლები ბედნიერება გამოიწვია თათას გულში,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთდაერთ მეგობარზე ფიქრობდა: -ნიკო შენ აქ რა გინდა? -ეს რა დახვედრაა თათა? -მაპატიე უბრალოდ არ გელოდებოდი და....მოდი შემოდი.-გვერდზე გაიწია და გზა დაუთმო. -აქ მარტო ცხოვრობ?-იქეთ აქეთ იყურებოდა და ბოლოს იკითხა. -არა მე და თეკლა. -რააა თეკლა აქ ცხოვრობ?თან შენთან ერთად?-გაკვირვებული მიაჩერდა თათას. -პირველცრიგში ეს თეკლას ბინაა და მე ვცხოვრობ მასთან,რადგან წასასვლელი არ მქონდა და მან შემიფარა. -კი მაგრამ თეკლას აპარტამენტები სადაა? -ამ ბინას რას უწუნებ? -არა არფერს,შესანიშნავია,მაგრამ ჩვენ ხო თეკლზე ვსაუბრობთ,იცი მაინც ყოველთვიურად ანდრო რამდენს ურიცხავს? -დიახ,ვიცი!-ცივად უპასუხა,რადგან ვეღარ უძლებდა მათ დამოკიდებულებას თეკლას მიმართ.-ყავა თუ ჩაი?-ამჯერად გაუღიმა,მაგრამ მხოლოდ მოჩვენებით. -ყავა თუ შეიძლება.-კომფორტულად მოკალათდა სავარძელში და სამზარეულოში მოფუსფუსე თათას თვალს ადევნებდა. -ინებე.-თავისთვისაც მოიმზადა ფინჯანი ყავა და ნიკოსაც დაუგა წინ. -გმადლობ.-გაუღიმა და ერთი ღლუპი მაშინვე მოსვა.-გემრიელია.-განაცხადა და ისევ თათას გაუსწორა მზერა.-თათა რას მალავთ შენ და შენი დაქალი? -გვამს...კარადაში!-ისეთი უდარდელი და სერიოზული სახით თქვა,რომ ნიკომ კინაღამ დაიჯერა. -თათა დამიჯერე იუმორის გრძნობა არ მაკლია,მაგრამ ახლა სერიოზულად გესაუბრები. -მე პირადად არაფერს არ ვმალავ და თეკლას საიდუმლოებები შენი საქმე არ არის ნიკოლოზ!-როგორც კი წინადადება დაასრულა წამოდგა და კალთაში ჩაუსკუპდა ნიკოს და დაამატა.-და არც იმ შენი ძმაკაცის,რომელიც ძალიან მიშლის ნერვებს! -მართალი ხარ,თეკლა ჩვენი საქმე არ არის,მაგრამ ანდრო არის ჩვენი საქმე,რომელმაც არც თუ ისე კარგად გადაიტანა,ის პერიოდი,როდესაც შენი დაქალი ანდროს ფულში ცურაობდა. -ჰაჰ.....-ჩაიცინა და ნიკოს ტუჩებზე გადაიტანა მზერა,ზედმეტი ლოდინის გარეშე ვნებიანი კოცნა აჩუქა.-სანამ შენი ძმაკაცი ცოლთან განშორების გამო დეპრესიაში იყო,ჩემი დაქალი დედის სიკვდილს გლოვობდა.ახლა კიი შეგიძლია წაბრძანდე!და ხო აქ კიდე ერთხელ თუ დააპირებ მოსვლას ჯობია იმაზე არ იფიქრო თუ რას ვმალავთ ჩვენ,იმაზე იფიქრე,რომ აქ ორი ქალი ცხოვრობს,რომლებსაცს საერთოდ არ აქვთ თქვენნაირ იდიოტებთან დასახარჯი დრო!-ჩვენი თათა ყველაზე ენამწარე არსება იყო და არც ნიკოს აცდა მისის შხამი.კოცნისგან ვნება მორეული,დაგესლილი და განადგურებული ნიკო ჩამოვიდა მესამე სართულიდან და მანქანაში ჩაჯდა,სადაც ბატონო თეიმურაზი ელოდებოდა. -რა ხდება ტო,რა სახე გაქ? -არა რა ძმაო,გახსოვდეს ქალი არ უნდა შეიყვარო! -ასეთი რა გითხრა? -ჯანდაბა...ჯანდაბაა.-კოცნისგან გაბრუებუმა ახლა გაანალიზა,რომ თათამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მიაწოდა.-თეკლას დედა,ის ახლახანს გარდაიცვალა,თურმე ცოცხალი ყოფილა. -გარდა იმისა,რომ ჩვენი თეკლა თაღლითია,აღმოჩნდა,რომ ორი წელი დედასაც მალავდაა.-სიმწრის სიცილი წასკდა თემოს და მანქანა დაქოქა. *** კიდევ ერთხელ გამოიღვიზა საყვარელი მაამკაცის სურნელით გაჟხენთილ ოთახში,როგორ უნდოდა,რომ იქ დარჩენილიყო სამუდამოდ,მაგრამ თეკლასთვის ამის გაფიქრებაც ზედმეტი იყო,არა თუ რეალობაში ახდენა.მუცელზე ანდროს ხელი ქონდა შემოხვეული და თეკლას თმაში ქონდა თავი ჩარგული,ფეხები ერთმანეთში ქონდათ ახლართული და ისევ ისე იყვნენ საწოლზე მოკალათებულები,როგორც ერთი წლის წინ.შეიძლება ეს დიდი ბედნიერება იყო,მაგრამ სადღაც სევდით სავსე იყო ეს მომენტი,რადგან თეკლას კარგად ესმოდა,რომ ეს მხოლოდ წამიერი სისუსტის გამოჩენა იყო.მათ იმდენი გაუხსნელი კვანძი აკავშირებდათ,რომ ნორმალურად საუბარიც კი არ შეეძლოთ,ბოლოს ორივე გულნატკენი და ერთმანეთზე გადამტერებულები რჩებოდნენ,რადგან მათ შორის ასევე ბევრი საიდუმლო იყო,რომლის გამჟღავნებასც თავნება ქალბატონი ჯერჯერობით არ აპირებდა. ანდროს მხარეს გადმობრუნდა და მზერა გაუსწორა,როგორ უყვარდა ამ შავ სფეროებში დანახური სიყვარული,რომელიც თეკლას ეკოთვნოდა,მაგრამ ამავდროულად დიდ იმდგაცრუებასაც კთხულობდა თეკლა,რაც ნორმალურად სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. -ანდრო... -თეკლა... -ჩვენ არადროს არ ვყოფილვართ,ისეთები როგორებიც სხვა წყვილები არიან,მაგრამ ჩვენი მოქმედებები ყველა ზღვარს ცდება მგონი. -არანაირი ‘’ჩვენ’’ თეკლა! -კი მაგრამ ამ ყველაფერს ახსნა ხომ უნდა ქონდეს? -ახსნა მაშინ ექნება ყველაფერს,როცა მეტყვი რა ინტრიგებს ხლართავ?-ზურგზე ქონდა ხელები შემოხვეუიი და თავის სხეულზე აკრული,მაგრამ ანდროს ტონში მაინც იგრძნობოდა ბრაზი. -გგონია ახლა აქ შენს გვერდით იმიტომ ვწევარ,რომ ისევ რამეს ვხლართავ?-წარბები შეჭმუხნა. -გამორიცხული არაფერია თეკლა! -ჯანდაბამდე გზა გქონიათ შენც და იმ დემონსაც!-წამოხტა სწრაფად ჩაიცვა ანდროს ტანსაცმელი და სახლიდან გავარდა,პირველივე ტაქსი გააჩერა და წავიდა.საშინლად გაბრაზდა.არადა ანდროსგან უარესსაც ელოდა,მაგრამ ყოველჯერზე მაინც გულნატკენი რჩებდოდა.ანდროს ეჭვები მის მიმართ გამართლებული იყო,რადგან მან ბვერჯერ მოატყუა და მისგან უნდობლობა გასაკვირი არც იყო,უბრალოდ როცა ერთმაენთთან ასე ახლო იყვნენ და თან ასე შორს,შეუძლებელი იყო თავის შეკავება,ეს არცერთს არ უნდოდა,მაგრამ შედეგი მაინც ერთი იყო:მათი ყოველი შეხვდრა კრახით მთავრდებოდა. *** სახლში მისულს თათა არ დახვდა და პირდაპირ სააბაანოში გაემართა,დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ,ბოლოს ისე შავები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.სად წავიდოდა,თუ არა იქ სადაც ყოველთვის ელოდნენ: -აი ისევ შენს წინაშე ვდგავარ,შენ ისევ მიღიმი,მაგრამ მე ხომ ვიცი,რომ ეს მხოლოდ ცივ ქვაზე გამოსახული შენი მომღიმარი სახეა.იქნებ ჩემზე ბრაზობ ან იმედგაცრუებული ხარ,ან გრცხვენია?ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობ.ახლა აღარავინ არ მიჩვენებს სწორ გზას დედა.....არავის არ უნდა ჩემი გაგება....ნუთუ ასეთი რთულია ჩემი სიყვარულის დანახვა...ნუთუ ამ ცხოვრებამ იმდენად გამაქვავა,რომ ჩემს თვალებში არანაირირ გრძნობა არ ამოიკითხება.მე ხომ ვხედავ მის სიყვარულს,თვითონ რატომ ვერ ხედავს?-ისე დაიხარა და ცივ ქვას აკოცა.-როგორ მომანატრეე....ჩემი დედიკო....იქნებ ჩემი ადგილი მხოლოდ შენს გვერდით არის?....მე...მე ძალიან მტკივა,იმდენად,რომ ვერ ვსუნთქავ,მისი ტკივილი მტკივა,რომელიც მე მივაყენე...არ უნდა არსებობდნენ ჩემსნაირი მოღალატე დამიანები.იქნებ შენ მაინც გამიგო დედა,იქნებ შენ მაინც დაინახო თუ რამდენად უბედურია შენი თავნება გოგონა. დამელოდე დედა...ისევ მოვალ და ისევ გეტყვი,რომ მომენატრე,ისევ გეტყვი,რომ მიყვარხარ და ისევ მოგიყვები ჩემი განცდების შესახებ.-თვითონაც გაუღიმა მომღიმარ გამოსახულებასს და ისევ რეალობას დაუბრუნდა. *** -ჩემი გოგო დაბრუნებულა.-გახარებული შეხვდა მორიგეობიდან დაბრუნებულ თათას თეკლა. -მე კი არა შეს დაბრუნებულხარ.-ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს.-აბა არ მოყვები რას აკეთებდი ორი დღე ყოფილ ქმართან ერთად. -განსაკუთრებულს არაფერს.-გაუღიმა და სამზარეულოში შევიდნენ.-მოდი ვჭამოთ,ძალიან მშვია. -ეს შენ გააწყვე?-თვალები გაუფართოვდა თათას,როცა ლამაზად მორთული მაგიდა დაინახა. -ხო რა მოხდა მერე? -ასეთი რა გაგიკეთა აანდრომ ამ ორი დღის განმავლობაში?-გემრიელად მოკალათდა და წვენი დაისხა. -არაფერი,როგორც ყოველთვის ბევრი ვიჩხუბეთ,ამ ჩხუბში ისიც კი ვაღიარე,რომ ძალიან მომენატრა და ბოლო ეს ჩვენი გამოხტომები მხურვალე ს*ქსით დავასრულეთ,დილით ისევ ვიჩხუბეთ,უფრო სწორედ ჯანდაბამდე წარმატებული გზა ვუსურვე და წამოვედი.-ისე საუბრობდა თითქოს არაფერი აი თათას კი წვენიც გადაცდა და საშინელი ხველებაც აუვარდა. -რაა? რა თქვი? ეს როგორ? -ვაიმე თათა როგორ და ჩვეულებრივად.-თვალები აატრიალა თეკლამ. -არა რა თქვენნაირი წყვილი დედამიწაზე მეორე არმოიძებნება.-ისევ შოკში იყო. -ჩემზე ლაპარაკს მოეშვი,შენ რას შვები? -აუ ძალიან დავიღალე რა,ხვალაც მორიგე ვარ.-დაიწუწუნა თათამ. -და ნიკოსთან რა ხდება? -ვაიმე ეგ ვირი არ მიხსენო.-ისეთი გამომეტყველება მიიღო თათამ,რომ სიცილი აუვარდა თეკლას. -რატო რა დააშავა საცოდავმა? -მობრძანდა და მეკითხება რას მალავთ შენ და შენი დაქალიო.-შეეცადა,რომ ნიკოსნაირად ეთქვა,მაგრამ აშკარად არ გამოუვიდა. -მერე შენ რა უთხარი?-ისევ იცინოდა. -გვამს ვმალავთ-მეთქი კარადაში,იცი რაღაც მომენტში დაიჯერა კიდეც.-აქ უკვე ისტერიკული სიცილი მორთეს. -ვაიმე მაგან კიდევ არ იცის რა შარში გაყო თავი! - მგონი მიყვარს!-აი აქ ორივემ შეწყვიტეს სიცილი. -ვიცი ლამაზო.ისეთი თვალებით შესციცინებ,რთულია ამის არ დანახვა. -ჰო შენსავით ვერ ვმალავ გრძნობებს.-თვალი ჩაუკრა. -რამდენიმე წლიანი გამოცდილების დამსახურებაა.-გაუღიმა მეგობარს და თავის თეფშს მიაჩერდა. -აწი როგორ იქნებით? -თათა,ჩვენ სულ ასეთი არასტაბილურები ვიყავი,გგონია მაგ ორი წლის განმავლობაში სულ კოცნა-ხვევნაში ვიყავით მხოლოდ?იცი მაინც რამდენჯერ გამოვქცეულვარ, თავიდან ისე მეშინოდა,როცა ღღიალებდა,მაგრამ ბოლოს მაინც ერთმნეთის გარეშე არ შეგვეძლო,ჩემზე გაბრაზებულს რამდენჯერ დუალეწავს გარშემო ყველაფერი,მე კი ვიჯექი და მშვიდად ვუყურებდი,მერე მოვიდოდა მაკოცებდა და მორჩა,დილით ისე ვიღვიძებდით თითქოს არაფერი არ მომხდარა,გგონია ეს ნორმალურია?ჩვენ სულ ასე ვიყავით:ერთმანეთისგან ძალიან შორს და ამავდროულად ძალიან ახლოს. -ჰო მაგრამ თქვენ ზუსტად ეს გჭირდებათ,თქვენ მაგ ჩხუბითაც გამოხატავთ სიყვარულს ერთმანეთისადმი. -მაგრამ სიმართლეს,რომ გაიგებს არასდროს არ მაპატიებს,ან თუ მაპატიებს და ერთად ვიქნებით,ნორმალურად ამოსუნთქვის საშუალებას არ მომცემს,ყოველდღე შემახსენებს თუ რამდენად უსამართლოდ მოვექეცი.ანდრო არაფერს არ ივიწყებს,უბრალოდ არ შეუძლია. -ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ავთოსთან რა პრობლემა აქვს? -ანდროს ბაბუამ ყველაფერი ანდროს დაუტოვა,ავთო კი დარჩა ხახა მშრალი,რის გამოც შურისძიება გადაწყვიტა და მთლიანი ქონების დაბრუნება უნდა. -ანუ ის რაც შენ მიიღე ყველაფერი ავთოს აქვს ახლა? -რა თქმა უნდა არა,გგონია იმას რაც ანდროს ეკუთვნოდა მას მივცემდი,იმ გაიძვერამ ისედაც მიიღო ანდერძის მიხედვით წილი,მაგრამ არ ყონის. -მოიცა,მოიცა მაშინ ის ფული სად არის ანდრო,რომ გაძლევს და თუ ავთოს არ აძლევ,როგორ დაგითმო ამდენი ფული.-ეჭვნარევი მზერით უყურებდა დაქალს. -ყველაფერი ბარათზეა,ერთი თეთრიც კი არ არის გამოკლებული,ავთოს კი გგონია,რომ ანდროს ფულით საზრვაგარეთ გავიქეცი და ახლა ალბათ გამწარებული მეძებს.-გადაიკისკისა თეკლამ. -აი ეს მესმიიის!ანუ რისი თქმა გინდა,რომ ახლა ვიღაც გაიძვერა გეძებს შენ კი მშვიდად დაისერნობ თბილისის ქუჩებში და კლუბებში,არც იმალები ისე? -შენი აზრით ერთი წელი,რატო არ გავდიოდი არსად,მე მხოლოდ ერთი თვეა გამოვჩნდი ასპარესზე. -კი მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ გიპოვის? -ფულს მაინც ვერ მიიღებს და მე რაც უნდა ის დამიშავოს.-ისე მშვიდად საუბრობდა,რომ თათას ნერვები ეშლებოდა. -თეკლა ნუ მაგიჟებ,რას ქვია რაც უნდა ის დამიშავოს,მიეცი ის ფული და მორჩა. -გამორიცხულია ის ანდროს ეკუთვნის და საერთოდ,რომც მინდოდეს მე ხელს ვერ ვახლებ ფულს. -ეგ როგორ? -ყველაფერი ერთი სანდო ადამიანის სახელზეა,რომელიც ზუსტად ერთი წლის შემდეგ ყველაფერს ანდროს დაუბრუნებს. -და ახლა რატო არა? -იმიტომ,რომ ახლა არ არის საჭირო. -თეკლა ხვდები მაინც რამდენ თამაშს ერთად თამაშობ?-გაფართოებული თავლებით უყურებდა. -თათა საყვარელო,შენ ჯერ კიდევ არ იცნობ თეკლა კანდელაკს!-წამოხტა,წითელი ღვინო ‘’ბოკალში’’ ჩასხა,მუსიკა ჩართი და ცეკვა დაიწყო. -რა გაცინებს?-როცა თეკლამ ისტერიკული სიცილი დაიწყო თათა შეშფოთდა. -ვაიმე ზოგჯერ როგორ მიყვარს საკუთარი თავი,ვერც კი წარმოიდგენ თათა! -არადა ისეთ თვითგვემაში ხარ მეგონა, რომ საერთოდ არ გიყვარდა. -ეგრეც არის,ხო გითხარი ‘’ზოგჯერ’’-მეთქი! ცეკვავდა,თან წითელ ღვინოს წრუპავდა,იცინოდა და საკუთარ თავს ადიდებდა და იცით რატომ?იმიტომ,რომ მას კაგად ესმოდა თითოეული თავისი შეცდომა,იცოდა,რომ ერთ დღეს აუცილებლად აგებდა პასუხ და სასჯელის დაწესების უფლებას,მხოლოდ ანდრო მიქაძეს მიცემდა.თეკლა ცუდად იყო,იმდენად ცუდად,რომ ვერაფერს ვერ იაზრებდა გარშემო,მას გადარჩენა სჭირდებოდა,საკუთარ თავთან ბრძოლაში წააგო და თუ ანდრო მიქაცე არ გაადარჩენდა,აცულებლად დედას მიმართავდა დახმარებისტვის და მასთან წავიდოდა იქ სადაც ყოველთვის ელოდნენ! თეკლა კანდელაკს,ყოველთვის ყველა გზა გათვლილი ქონდა,ყოველთვის იცოდა თავისი მოქმედებები რა შედეგს გამოიტანდნენ,მხოლოდ ანდროსადმი სიყავრული ვერ გათვალა,რისგამოც გეგმები შეეცვალა,მაგრამ ჯიუტად ცდილობდა ყველა სიტუაციას მორგებოდა აი ამიტომ იყო თავნება ქალბატონი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.