შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავნება ქალბატონი (თავი 1)


11-02-2022, 21:59
ავტორი Anastacia
ნანახია 5 308

27 მაისი....
ანდრო მიქაძეს სულ აგიჟებდა:თეკლა კანდელაკის გრაციოზული მიხვდა-მოხვრა და თავდაჯერებულობა,რომელსაც ყველა ნაბიჯში გადმოსცემდა,მისი გრძელი შავი თმები და თაფლისფერი თვალები,იდეალური სხეული და რაც მთავარია მისი შინაგანი სამყარო,რომელზეც თურმე წარმოდგენაც არ ჰქონია..იმდენად მოიხიბლა,რომ ზუსტად 3 წლის წინ,ამ დროს თავნება ქალბატონთან ერთად,ყველასგან მალულად რეგისტრატორის წინ იდგა და ხელს აწერდა საქორწინო მოწმობას,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ამ ხელ მოწერით სამუდამოთ მიჰყიდა სული და გული,იმ ადამიანს,რომელსაც ოდნავადაც არ ჰყვარებია.
იმდენად გულ ნატკენი დარჩა,რომ საკუთარ თავთან რამოდენიმე საათით დარჩენაც აღარ შეეძლო,რადგან მასზე ფიქრს ვერ უძლებდა.ამიტომ თუ თავის ოფისში არ იყო,აუცილებლად კლუბში იპოვნიდით და, რა თქმა უნდა, არც ერთ ელიტალურ წვეულებასაც არ ტოვებდა.ამიტომაც თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებაში იმყოფებოდა,სადაც წლის წვეულება იმართებოდა.
ბართან იდგა და იხსენებდა თუ სად იმყოფებოდა ერთი წლის წინ ამ დღეს:რა თქმა უნდა, თეკლასთან ერთად ქორწინების ორი წლის თავს აღნიშნავდნენ,თავიანთ საყვარელ კაფეში ორ ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად,რომელსაც საშინლად ვერ იტანდა,სამაგიეროდ თეკლა გიჟდებოდა.ამიტომაც ახლაც წითელი ღვინო შეუკვეთა,იმის გასახსენებლად თუ რამდენად ვერ იტანდა წითელ ღვინოს და მასთან ერთად თეკლასაც.პრინციპში გახსენება არც სჭირდებოდა,24 საათი ზიზღით იყო სავსე,რომელიც ვერ დაედგინა სიყვარულისგან იყო გამოწვეული თუ იმისგან,რომ იმ საღამოდან 1 თვის შემდეგ მიატოვეს:ყველანაირი ახსნის გარეშე.მერე იყო განქორწინება,ნახევარი ქონების წართმევა, მეუღლის რჩენა,რაც სასამართლომ დაუწესა და კიდევ უამრავი პრობლემა.ბოლო ერთი წელი,მის ცხოვრებაში ერთი დიდი შავი ლაქა იყო და ვერაფრით ვერ მოახერხა ახალ ფურცელზე გადასვლა,რომ თავიდან სუფდად დაეწყო ცხოვრების წერა.
ისევ მოგონებებმა შეახსენეს თავი,უყურებდა ‘’ბოკალს’’,რომელშიც გრაციოზულად ატრიალებდა ღვინოს ისე როგორც თეკლამ იცოდა,როცა მშვენიერი ქალბატონის ხმა მოესმა გვერდიდან:
-თქვენ ხომ წითელ ღვინოს ვერ იტანთ,ბატონო ანდრეა!-ისევ ისე აუჩქარდა გული,როგორც პირველი ნახვის დროს,მაგრამ ამჯერად მისი ყოველი ფეთქვა ტკივილით იყო გაჟღენთილი.
-დიახ ახლაც ვერ ვიტან,ისე როგორც ერთ დღეს თქვენ მიყვარდით,ქალბატონო თეკლა!-მისკენ არც გაუხედავს და ერთი ყლუპი მოსვა.
-ესეიგი თქვენი სიძულვილი ყველა ზღვარს სცდება,რაც კი დედამიწაზეა დაწესებული!
-რა თქმა უნდა!-ისევ არ გაუხედავს მის მხარეს.
-ვინმეს ელოდებოდით?
-შენ ნამდვილად არა თეკლა!-შეხედა და მზერა გაუსწორა.ქალს ისევ ისე ქონდა თმები მხრებზე ჩამოყრილი და მთლიან წელს უფარავდა,ბაგეებს ისევ წითელი ტუჩსაცხი უმშვინებდა,თვალები კი ისევ ისე უელვარებდა,მაგრამ ახლა მისმა დანახვამ აღფრთოვანება კი არა ტკივილი გამოიწვია და მონატრება,რომელსაც არაფრით არ აღიარებდა.
-გასაგებია.-თავი ჩახარა და ისე ჩაილაპარაკა.-მეც შემივსეთ თუ შეიძლება.-როგორც კი ბარმენმა თხოვნა შეუსრულა,ჰაერში აწია ჭიქა და ანდროს დაელოდა.
-და რას გაუმარჯოს იმ ჭიქით,რომელიც შენ აწიე?-იკითხა ანდრომ.
-ჩვენ!
-ხომ იცი რომ ‘’ჩევნ’’ აღარ არსებობს!-ისევ გაუსწორა თვალი,თურმე როგორ მონატრებია ეს თაფლისფერ თვალება.
-მაშინ შენ და მე გაგვიმარჯოს.....ცალ-ცალკე!
-გაგვიმარჯოს!-ერთი ღლუპი მოსვა და ჭიქას ხელი გაუშვა,რომელიც იატაკზე დაენარცხა და ნამსხვრევებად იქცა.საფულედან 100 დოლარიანი ამოიღო, მაგიდაზე დააგდო და წავიდა.თეკლა არც კი შეტოკებულა,მაგრამ თვალები აემღვრა.ბარმენი და ყველა გარშემო მას მისჩერებოდა და ნამსხვრევებს,ამიტომ ისიც წამოდგა და წავიდა.
ორივე გიჟივით მიაქროლებდა,მანქანას,მაგრამ ორივე საპირისპირო მხარეს.ერთ დროს ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ,მაგრამ მათი გზები გაიყარა,რომელშიც თეკლა კანდელაკი იყო დამნაშავე და ეს დანაშაული იმაზე დიდი იყო ვიდრე თვითონ წარმოედგინა.
***
-თათაა...-სახლის კარი შეაღო და იმ ადამიანს დაუძახა ვინც ყველაფერი იცოდა და ვის წინაშეც ნიღაქბი არ სჭირდებოდა.
-ვა თეკ მოხვედი....ასე გამოწყობილი სად ბრძანდებოდი?-ერთი წარბი მაღლა აზიდა.
-გამოვიცვლი და მოვალ.....ყავას ხომ გამიკეთებ?
-ამ შუა ღამე?
-ჰოოო გამიკეთე.-რამოდენიმე წამში შავი ტოპით და მოკლე შორტებით გამოვიდა.
-აბა ახლა მაინც არ იტყვი სად იყავი?
-გარდენიაში.
-იქ რა გინდოდა?
-ანდრეა ვნახე.
-რაა?-წამოხტა და თეკლას შეაჩერდა.-მერე?
-რა მერე....დამანახა,რომ მისი გული ნამსხვრევებად ვაქციე და წავიდა.-კარადიდან წითელი
ღვინო გამოიღო და „ბოკალი“ ნახევრად აავსო,მთლიანად ჩაცალა მერე ისევ გაავსო და სიმღერა ჩართო და მელოდიას ააყოლა სხეული,დახუჭული თვალებიდან კი ცრემლმა დაიწყო დენა.
-როდემდე უნდა გააგრძელო ასე?-ხმას აუწია თათამ.
-მანამ,სანამ მეც ნამსხვრევებად არ ვიქცევი.
-და განა რა დარჩა შენგან?
-ჩემგან არაფერი,მაგრამ მისი სიყვარული დამრჩა,ეს კი იმაზე მეტია,ვიდრე წარმოგიდგენია!-აღარაფერი აღარ უთქვამს თათას, თავი გააქნია და მარტო დატოვა მეგობარი.
***
-გაიღვიძე როდემდე უნდა ეგდო?-მგონი კარები შემოამტვრია თემომ.
-ამის დ*ედაც ვ*ატირე რა გინდა აქ ამ დროს?-
-რა ამ დროს,დღის პირველი საათია ანდრო.
-თემო მეძინებაა.
-ეეე...რა დროს ძილია..ადექი დღეს ნიკოს დაბადების დღეა და იქეთ მივდივართ.
-ანუ ბევრი დასალევი და მოსაწევი იქნება?!-ნამძინარევი ხმით ესაუბრებოდა საუკეთესო მეგობარს.
-აუ ეს სულ გაფუჭდა რაა!-ხელი აიქნია და ოთახიდა გავიდა და მოაძახა.-დროზე ადექი საჩუქარზეც უნდა გავიაროთ.
როგორ გამოტოვებდა ნიკოს დაბადების დღეს,თან შანსი ექნებოდა ბოლომდე გამომთვრალებულიყო და ისევ გათიშულს ჩაძინებოდა.გზად სავაჭრო ცენტრში გაიარეს,სადაც არამხოლოდ ნიკოსთვის იყიდა საჩუქარი.ლამაზად შეკრული ყუთი უკანა სავარძელზე მოათავსა,რომელიც პატრონს სულმოუთმენლად ელოდა.ნიკოსთვის განკუთვნილი საჩუქარი კი თემოს მიაჩეჩა:
-ის რა იყო უკან,რომ გადადე.
-არაფერი.
-რა არაფერი,უეჭველი ქალს უნდა აჩუქო ისეთი შეფუთვა აქვს , ხო?
-თემი შენი საქმე არ არის.
-უეჭველი იმ კუდიანს ეხება არა.
-თემო სიტყვები შეარჩიე!-ტონს აუწია.
-არა რა კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ მას იცავ.
-მე არავის არ ვიცავ,უბრალოდ მისი გაკიცხვის უფლება არავის არ აქვს ჩემს გარდა!-შეუბღვირა ძმაკაც და სიჩქარეს მოუმატა.
-უკაცრავად ბატონო ანდრო.
ბარში შევიდნენ ,გარშემო ყველაფერი ჩაბნელებული იყო და მხოლოდ სხვადასხვა ფერის ნათურები ანათებდნენ,მუსიკა ანგრევდა კედლებს,გარშემო ყველა ცეკვავდა.ნიკოსაც მოკრეს თვალი,რომელიც მაგიდასთან იჯდა:
-ვა ჯიგრებო,მოხვედით?
-გილოცავ ძმაო!-ეს თემო იყო.
-იმედია ჭკიუს მომატებას უკვე განიცდი.-ეს ჩვენი ენა მწარე ანდრო იყო.-გილოცაავ ნიკუშა!
-ეს ისევ არ ეშვება თავისას არა?-იკითხა ნიკომ და ერთმანეთს გადაეხვივნენ სამი განუყრელი მეგობარი.
-რა ხდება ვის ელოდები სულ შემოსასვლელისკენ,რომ იყურები?-ეჭვნარევი მზერით შეეკითხა ანდრომ ნიკოს.
-ერთ გოგოზე ,რომ გიყვებოდით ხო გახსოვთ?
-თათა ხო?
-ჰო უნდა მოვიდეს და თქვენც გაგაცნობთ,დაქალიც მოყვება და აბა თქვენ იცით!-თვალი ჩაუკრა ბიჭებს.
-რა ქვია მაგ დაქალს?-ეს უკვე თემო იყო.
-არ ვიცი მეც დღეს უნდა გავიცნო.-მხრები აიჩეცა ნიკამ.
***
ბიჭებმა უკვე რამოდენიმე ჭიქის დალევა მოასწრეს,როცა ორი უმშვენიერესი ქალბატონი შემოვიდა:ერთ-ერთს მწვანე წელიდან გაშლილი კაბა ეცვა,ღრმა დეკოლტეთ,მეორეს კი შავი კოქტეილის კაბა,ზურგი ნახევრად ამიღებული და თმები ერთმხარეს ქონდა გადმოყრილი,რომ კარგად დაენახად მისი სხეულის მშვენიერება.
-ოღონდაც არ მითხრა,რომ ის ქერა თათაა და ის კუდიანი მისი დაქალი?-თემოს რა გააჩერებდა.
-არადა თათას საერთოდ არ ეტყობა,რომ ასეთი ქალის მეგობარია.-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ნიკომ.ანდრო კი სუნთქვა შეკრული უყურებდა მათკენ მომავალ თეკლას.
-ნიკო გილოცავ დაბდების დრეს!-თათა მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა.
-მეც გილოცავ ნიკო!თემო გამარჯობა.-ხელი ჩამოართვა მათ და ანდროსკენ შებრუნდა,რომ მასაც მისალმებოდა,მაგრამ მან დააიგრონა და გაკვირვებულ თათას გაუწოდა ხელი.
-გამარჯობა,მე ადნრო მიქაძე ვარ!-თათამ ხელი ჩამოართვა და თეკლას გახედა,რომელიც გახევებული იდგა.
- თეკ....ეს ის ანდროა,რომელსაც მე ვფიქრობ?-დაქალს მიუბრუნდა.
-დიახ მე ის ანდრო ვარ!-თეკლას პასუხი არ დააცადა და თვითონ უპასუხა.წამიერი დაძაბულობა ჩამოწვა,ამიტომ თემომ გამოიჩინა ინიციატია და სიტუაციის განმუხვატას ეცადა.
-ქალბატონებო დაბრძანდით,ახლავე შევუკვეთავ თქვენთვისაც დასალევს.
-გმადლობ თემო.-თეკლა თავის მშვიდ და ცივ ტონს ინარჩუნებდა და ანდროს გვერდით დაიკავა თავისუფალი ადგილი.ანდროს ნამდვილად ეტყობოდა უკმაყოფილება სახეზე,ვერ იტანდა,რომ მის გვერდით ასე ახლოს იჯდა და ისევ მისკენ ლტოლვა უჩნდებოდა.
-ქალბატონო თათა მაჩუქებთ ერთ ცეკვას.-ყველა სასმელს წრუპავდა და რამოდენიმე წუთში ნიკოს ხმა გაჟღერდა,თათას მაშინვე თვალები აუციმციმდა და,რა თქმა უნდა, დასთანხმდა.
-დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ!-ჩასჩურჩულა გოგონას ყურში.
-ექსკლუზიურად შენთვის არის ეს ლუქი!-თათამ გაუღიმა და ცეკვა გააგრძელეს.
***
-თემო გეყოფა ჩემი თვალებით ჭამა..ნახე შენი მეგობარი არაფერს ამბობს და შენ რა გინდა?-უკვე ცუდად იყო,ანდროს დაჟინებულ მზერასაც გრძნობდა,მაგრამ იცოდა,რომ იქ სულ სხვა საიდუმლო იმალებოდა აი თემო კი ნამდვილად კლავდა თვალებით.
-ჩემ მეგობარს ჩემგან გასხვავებით უდიდესი მოთმინების უნარი აქვს.-ირონიულად გაუღიმა.
-არამგონია ანდროსთვის ჩემი აქ ყოფნა ამდენად აუტანელი იყოს!-გაბრაზებული მიაჩერდა თემოს და უცებ იგრძნო როგორ წვდა მისთვის ნაცნობი ხელი მაჯაზე და ადგომა იძულა.
-შენ მერე დაგელაპარაკები!-მეგობარს შეუბღვირა და აივანზე გაიყვანა თეკლა.
-ანდრო გამიშვი,მეტკინა!-ძლივს ამოთქა ცრემლნარევი თვალებით.
-გეტკინოს მერე!-ხელი უფრო მოუჭირა და მზერა გაუსწორა!-რა გინდა აქ?
-მეგობრის შეყავრებული დაბადებისდღეზე მოვედი,რომელიც ნიკო აღმოჩნდაა.
-ანუ ძალით არ გამოჩენილხარ?
-ანდრო რა გინდა?-შეუბღვირა,მაგრამ სახე დაემანჭა ტკივილისგან.
-მე კი არა შენ რა გინდა?გუშინაც გამომეცხადე სულ მოულოდნელად.რა გინდა?კიდევ დარჩა რამე რაც არ წაგირთმევია?
-ხელს არ გამიშვებ?-ანდროს ხელს დახედა,მანაც უცებვე გაუშვა და ქალის აწითლებული ხელი,რომ დაინახა შეცბა,ბრაზმორეულმა საერთოდ ვერ გააკონტროლა ძალა.თეკლამ ჯერ თავის მაჯას დახედა და მერე ანდროს შეხედა.-ანუ ასე ძალიან გინდა,რომ მეტკინოს.
-დამიჯერე ეს არაფერია იმასთან შედარებით,რა ტკივილიც შენ მე მომაყენე!-ირონიულად ჩაილაპარაკა.თეკლამ ჩაიცინა და უკუნსვლით დაიწყო სიარული ბოლოს აივნის მოაჟირს მიეყრდნო:
-ნახე ანდრეა ერთი ბიძგიც და ეს ლამაზად დასხმული ასფალტი წითლად შეღებება ან იქნებ ნეკნებიც ჩამემტვრეს, ან საერთოდ წელი და პარალიზილებული დავრჩე.....რას ფიქრობ?საკმარისი იქნება?
-გინდა თავი შემაცოდო?-ყურადღება არ მიაქცია,მაგრამ მაინც არ ესიამოვნა იმის წარმოდგენა,რაც თეკლამ უთხრა.
-საკმარისი იქნება მეთქი?-ტონს აუწია.
-თეკლა ნუ სულელობ და გამოდი.-ნაბიჯი გადადგა მისკენ,მაგრამ თეკლამ ხელით ანიშნა:
-არა!გაჩერდი!არ მომიახლოვდე....
-თეკლა...
-რატო არ მპასუხხობ?ანუ საკმარისი არ იქნება....
-არამგონია ფიზიკურმა ტკივილმა გააბათილოს.-თეკლას ამღვრეულ თვალების თავისი ჩაწითლებული თვალები მიაჩერა.
-და თუ მეც ძალიან მტკივა.-ამან ანდროს ხმა მაღალი სიცილი გამოიწვია.
-რა გტკივა?!!ჩემი ქონება თუ ფული,რომელსაც ყოველთვიურად იღებ თუ ის,რომ საკუთარი თავი ფულის გამო გაყიდე?ჯანდაბა ფულის გამო ორი წელი იყავი მამაკაცთან,რომელიც არ გიყვარდა.
-ხო საკუთარი თავი ნამვილად გავყიდე,ოხონც შენ კი არა ეშმაკთან დავდე გარიგება,რომელმაც მთელი ცხოვრება დამინგრია.-თავისთვის უფრო ჩაილაპარაკი ვიდრე ანდროსთის, მაგრამ მაინც გაიგო.
-არამგონია ამ ისტორიაში დემონი მე ვიყო,რომელმაც შეგაცდინა.-ამის გაგონებაზე თეკლა მოაჯირს მოშორდა და ანდროს მიუახლოვდა,ლოყაზე მხურვალე კოცნა დაუტოვა და ყურში ჩასჩურჩულა:
-შენ არა,მაგრამ მას ძალიან გავხარ,შენში თეთრი მხარე იმარჯვებს მასში კი შავი მეფობს!-მოშორდა და წავიდა,ანდრო კი გაურკვივილებაში დატობა:
-რა იყო ახლა ეს?!-ჩაილაპარაკა და მუშტი შეკრა.როცა დარბაზში დაბრუნდა იქ აღარ იყო.
-იცი რა მიკვირს,ქალმა ცხოვრება დაგინგრია და ახლა მოდის და ისე გიჯდება გვერდით, თითქოს არაფერი არ მომხდარა შენ კი მე მიბღვერ აქეთ?-ნამდვილად არ ყოფნიდა თემოს მოთმინება.ანდრო არც უსმენდა,ერთი ჭიქა ვისკი მთლიანად გადაკრა და თეკლას სიტყვებზე ფიქრობდა.- ეი შენ გელაპარაკები.
-რა?-ახლა მოესმა თემოს ხმა.
-არა რა მე თქვენ გამაგიჟებთ...ის იქით დაბრმავებულია თავისი თათათი ეს აქეთ თავისი კუდიანით....წავედი მე ვინმეს ვიპოვი დასამშვიდებლად.
-ნეტავ მართლაც ჩემი იყოს.-ისევ ჩაილაპარაკა და მეორე ჭიქა ვისკიც მიაყოლა.





გამარჯობაა...
ახლაც ისეთივე გულ აჩქარებული ვამატებ ამ ისტორიის დასაწყის,როგორც წინას დროს,ახლაც არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა და ახლაც არ ვიცი რა ემოციებს გამოიწვევს თქვენში,მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ და თქვენს შეფასებებს ველოდებიი...



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian momecona mm Shvenieri dasacyisia aqvs sainteresi am cuvils shoris ra moxfa velodebi axal tavs madloba warmatebebi❤️????????????

 


№2  offline წევრი Anastacia

სტუმარი Nestani
Zalian momecona mm Shvenieri dasacyisia aqvs sainteresi am cuvils shoris ra moxfa velodebi axal tavs madloba warmatebebi❤️????????????

მადლობა თქვენ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

კარგი დასაწყისი აქვს❤️❤️❤️❤️ ველი გაგრძელებას❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენა

საინტერესო ჩანს, რატომღაც მომწონს ეგრედ წოდებული თანაცხოვრების შემდგომ ,,გაშორებული'' წყვილები. ???? ისე რაიმე ამდაგვარი ისტორია ხომ არ იცით, აი ცოლ-ქმარი რომ იყვნენ და შემდეგ დაიშალნენ. ????????მადლობა წინასწარ

 


№5  offline წევრი Anastacia

სტუმარი ელენა
საინტერესო ჩანს, რატომღაც მომწონს ეგრედ წოდებული თანაცხოვრების შემდგომ ,,გაშორებული'' წყვილები. ???? ისე რაიმე ამდაგვარი ისტორია ხომ არ იცით, აი ცოლ-ქმარი რომ იყვნენ და შემდეგ დაიშალნენ. ????????მადლობა წინასწარ

"სუფსის ნაპირებთან" მხოლოდ ეს მახსენდება.
მეც მომწონს ასეთი წყვილები და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ მსგავს ისტორიებს,ასე რომ თუ ვინმემ იცის და მე და ელენეს გაგვიზიარებს გაგვიხარდებაა❤❤❤

სტუმარი სოფო
კარგი დასაწყისი აქვს❤️❤️❤️❤️ ველი გაგრძელებას❤️❤️

მადლობა❤❤❤

 


№6 სტუმარი Marimari

სტუმარი ელენა
საინტერესო ჩანს, რატომღაც მომწონს ეგრედ წოდებული თანაცხოვრების შემდგომ ,,გაშორებული'' წყვილები. ???? ისე რაიმე ამდაგვარი ისტორია ხომ არ იცით, აი ცოლ-ქმარი რომ იყვნენ და შემდეგ დაიშალნენ. ????????მადლობა წინასწარ



მეჯვარეები ერთი ეს გაახსენდა და ერთი იყო კიდე სიტყვა დრო ერია;-)

Marimari
სტუმარი ელენა
საინტერესო ჩანს, რატომღაც მომწონს ეგრედ წოდებული თანაცხოვრების შემდგომ ,,გაშორებული'' წყვილები. ???? ისე რაიმე ამდაგვარი ისტორია ხომ არ იცით, აი ცოლ-ქმარი რომ იყვნენ და შემდეგ დაიშალნენ. ????????მადლობა წინასწარ



მეჯვარეები ერთი ეს გამახსენდა და ერთი იყო კიდე სიტყვა დრო ერია;-)
ენ ბლექის დეკემბრისეული და ყოფილი, ესენიც გაშორებული წყვილზეა

 


№7  offline წევრი Ucnobi qali

❤საინტერესოა

 


№8 სტუმარი nino

სტუმარი ელენა
საინტერესო ჩანს, რატომღაც მომწონს ეგრედ წოდებული თანაცხოვრების შემდგომ ,,გაშორებული'' წყვილები. ???? ისე რაიმე ამდაგვარი ისტორია ხომ არ იცით, აი ცოლ-ქმარი რომ იყვნენ და შემდეგ დაიშალნენ. ????????მადლობა წინასწარ

"როცა წახვედი"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent