შენ ხარ აისი IXთავი
-დარწმუნებული ხარ?-რამდემე წუთიანი გამეფებული დუმილი მისმა კითხვამ დაარღვია. -რომც არ ვიყო,სხვა გზა არ მაქვს-მკლედ მოვუჭერი და იქვე ჩემოვარდნილი, ჯერ კიდევ თბილ ცრემს ხელით ვიშორებ ლოყიდან-დათა აღარ არსებობს. დედაჩემი არ მიმიღებს, მამაჩემი კი სახალხოდ ჩამქოლასვ. გაქცევა ჯობს!-დარწმუნებით დავუქნიე თავი. -დაგეხმარები,თუმცა მეშინნია,რომ აქ მოგაგნებენ-ფეხზე დგება და ჩემს მუხლებთან იხრება-ცუდად ხარ,ვხედავ. წარმომიდგენია დათა, როგორ არის. იქნებ, დაფიქრდე და შეურიგდე? -აქ ვერავინ მომარგნებს. არავინ მყავს ლესაში,მეტიც,დასავლეთში. ასე რომ მაგაზე არ იფიქრობ. დათას, რაც შეეხება-ჩემზე მეტად, ახლა, არავინ არ ეზიზღება. ყველაფერი დასრულდა.-ხელები ყურისაკენ წავიღე. ჯერ ერთი საყურე,შემდეგ კი მეორე მოვიხსენი და ხელებში ჩავუდე-ოქროა,ბრილიანტის თვალით. გაყიდე და თუ არ გეყო ამ ჯვარს და ცებს მოგცემ გასაყიდად, ესეც ორქოა.-ხელის კანკალით დავემშვიდობე საყურეებს, რომელიც ჩემმა ძმამ საკუთარი გამომუშავებული ფულით,პირველი ხელფასით დაბადების დღეზე მაჩუქა სიტყვებით “კარგია,რომ დაიბადე”.მისი ღიმილიანი სახე თვალწინ მედგა. -მელისა, საჭირო არ არის.მაქვს და წლების შემდგ დამიბრუნებდი-უარის ნიშნად თავი გავაქნიე. იმდენად გაჯიუტებული ვიყავი ეს დღეები შეწინაღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. თავი დამიქნია, შეინახა, გამომემშვიდობა და თავის პატარა თეთრ ნივაში ჩაჯდა. უცებ ფეხზე წამოვდექი, აივნის მოიაჯირს გადავეყუდე და დავუძახე.”ვერა,მადლობს ყველსფრისთვის.” პასუხი მხოლოდ ღიმილი იყო. მას შემდეგ, რაც დათადან წარმოვედი არ მძინავდა,არ ვჭამდი,არ ვსვამდი სულ მასზე ვფიქრობდი. მეზიზღებოდა საკუთარი თავი,მააგრამ რეალურად,აღარ შემეძლო. მხოლოდ სიყვარული არ არსებობდა ამ მცხოვრებაში და 17 წლის ბაცშვი ამას ნათლლად ვხედავდი. იმ ღამეს დათას სახლიდან გამოსულს ვერა დამხვდა მანქანით და თავისთან გურიაში წამომიყვანა. ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ აქ რადენიმე ასეულ კილომეტრში ვიმალებოდი. ვერას არავინ იცნობდა. თავადაც რამდენიმე კვირის გაცნობილი მყავდა. სიგიჟეზ ვიცი, რამდენიმე კვირის გაცნობილ ადამიანს სრულიად მივენდე. იქნებ და რას მიპირებდა?. იმ კონკრეტულ მომენტში არ ვფიქრობდი ამაზე. ყოველთვის, როდესაც თვალებს ვხუჭავდი დედა მამა,დათა, მელანო,კოტე და ჩემი ძმა მელანდებოდა, რომელიც დანით ხელში იდგა და მომენტს ელოდა ყელში, როდის გამომისვამდა. რეალურად ასეთი არ იყო,თუმცა მის ღირსებას შევეხე,დავამცირე ოჯახი და საგვარეურო. ასე რომ წარმოუდგენელი არაფერი იყო, ღირსებ დაკარგული კაცისგან. მშვენივრად მესმოდა,რომ ქალაქში ფეხს წლები ვერ დავადგამდი,აქაც ვერაფერს ვიზამდი. ვერას კისერზე, რა თქმა უნნდა, ვერ ვიქნებოდი,მუშაობაც უსაფრთხო არ იყო, ვინმეს მართლა, რომ ვეცნე? ესეც რომ დავივიწყოთ, რამდენიმე დღე არ გამოვჩენივარ. დარწმუნებული ვიყავი ყველგან მეძებდნენ და პოლიციაც საქმეში ჩაერთვებოდა თან დათას ძმაკააცის მამა პოლიციელია, ყველაფერი ნათქვამი იყო ამით. როდესაც მის ახლობელს ეხებოდა საქმე, თავს არ ზოგავდა. ყველაფერს გააკეთებდა, რომ ვეპოვნე და საბოლოოდ აქამდედაც მოვიდოდა. გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქ დამეწყო ახალი ცხოვრება. გავმხდრიყავი სხვა მელისა ჯიქია. სწორედ ამიტომ მინდოდა ვერას დახმარება. ევროპაში წასვლაა ერთი იყო, მაგრამ საზღვარის გადაკვთა არასრუწლოვანისათვის მეორე. საბუთები უნდა გამეყალბებინა. ვიცოდი, რომ ეს არალეგალური და ძალიან საშიში სამქე იყო, საკმაო თანხაც დამიჯდებოდა,თუმცა სხვა გზა არ მქონდა. რაც გამაჩნდა ყველაფერს გავყიდიდი თუ საჭირო გახდებოდა, გარდა საქორწილო ბეჭედისა. მინდოდა, წარსულის მელისასგან რაიმე დარჩენილიყო. ტკბილ-მწარე მოგონება. მანამ სანამ ჩემ საბუთებს ვერა აგვარებდა მე ფული უნდა გამომემუშავებინა, ვერას ვსთხოვე სადმე დროებითი სამსახური ეშოვა. მეორე დღესვე მითხრა, რომ ჩიხის თავში პატარა ბუტკა, რომ იდგა იქ შემეძლო მუშაობა. ბუტკის გერდით მაგიდა და სკამი გადმომიდგა მოხუცმა და მზესუმზირები დამიწყო, კიდევ,ტკბილეულობა. ყველას ფასი დამაზეპირეინა “ანგარიში ხო იცი ბებია,არ დამღუპო” ბოლოს მითხრა. გამეცინა და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. დღეში ორი სამი ლარს გამოვიმუშავებდი. ორ კილომეტრამდე სახლამდე გზა იყო. სიბნელის მიუხედავად ფეხით მივდიოდი, სამგზაცრი 10 თეთრი ღირდა, მაგრამ არ მივყვებოდი. უნდა დამეზოგა და დამეგროვებინა სანამ წავიდოდი. გამიმართლა,რომ სიცივეები იყო. თავშალს შემოვიხვევდი მოხუცი ქალივით, პატარა სკამზე დავჯდებოდი და ვყიდდი. ვიმალებოოდი.მთავარი გზა იყო და მეშინოდა ვინმე ნეცნობს არ გამოეარა. სიცივეში მიჭირდა, ქარიც დაემთხვა და გვერდები სულ გაყინული მქონდა,ბუტკის გამყიფველს შევეცოდე და შემიყვანა მასთან, თუმცა, როდესაც მაღაზიის მფლობელი მოვიდა გამოგვლანძღა,ისევ გარეთ დამაბრუნა და ხელფასად ორმოცდაათი თეთრი მომცა. იმ დღეს ბუტკა გვიან დაიხურა. ავტობუსის ბოლო რეისი კარგა ხნის ჩავლილი იყო. ამიტომ ლილი ჩემთანა ერთად, რამდენიმე ასეული მეტრის გავლა მოუწია. -აქ რატომ ხარ?-მოულოდნელად დასვა ის კითხვა, რაც ამდენი ხანი აინტერესებდა-ინსტიტუტში არ სწალობ თუ ეგრე გიჭირთ?-დაიჭყანა. -დროებით, აქ ვიქნები.დაახლოებით სამ დღეში წასვლა მომიწევს. თქვენ რატომ მუშაობთ აქ, საშინელი ქალია,როგორ უძლებთ? -სხვა რაი გზაა ბებია? ჩემი საწყალი ქმარი მოსავალს უცდის. მოუა თუ არა ისიც ჩემმა მტერმა იცის. თან დაბერდა და აღარ შეულია ცოტას ვხეირობთ. -ხმაჩამწყდარმა გამანდო თავისი საიდუმლო -შვილები არ გყავსთ საქართველოში?-შევაპარე დარცხვენილმა -ერთი შვილი მყავის. ეტლს არის მიჯაჭვული,მუნჯია. ენაცვალა დედილომ, ეგ რავა უნდა იყოს ასთე. აბდალი ყაჩაღები უნდა დარბოდნენ და ჩემი ანგელოზივით ბაღანა ასე უნდა იყოს?.-ხელი ჩაიქნა. -მაპატიე,ცუდად გამომივიდა,არ ვიცოდი-დარცველინმა თავი დავხარე და ფეხებს დავაშტერდი. -ნუ გრცხვენია ბებია. შენ ჩემი საცოდაობის შესახებ, აბა, საიდან გეცოდინებოდა. ვაი,რომ სხვა გულსაკლავი მაქვს-გაჩერდა და აცრემლებული თვალები შემომანათე.-მე და საცოდავი მამამისი, რომ მოვკვდებით მერე რაღა ეშველება. ხმელი მჭადი,რომ სანატრელი გოუხდება.-ნაჭოჭებიანი სახე სატირლად დამანჭა-მაგის ჯავვრით ერთი თუთხმეტი წლის სიცოცხლე მააინც მექნება მოკლებული-გზა განაგრძო. რომ შეგეხედათ მისთვის, მარტივად ამოიცნოდით- იმ დარდს,თეთად გათენებულ ღამეებსა და ტკივილით სავსე, მუდამ ცრემლიან თვალების უკან,რა იმალებოდა. ამასობაში ჩემი დროებითი საცხოვრებელი გამოჩნდა და ჭიშკართან მივეედი. “მშვიდი ღამე ნენა” დამიძახა და გზა განაგრძო. რამდენიმე წამიანი შეყოყმანების, შემდეგ დაუძახე. -იცით,ოდესმე,მე თუ ისევ საქართველოს მიწას შევეხე.გპირდებით, მოგძებნით თვენ თუ აღარ თვენს შვილს და მე დავეხმარები-აცრემებული თვალებით,თუმცა მაინც ღიმილიანი სახით წარმოვთქვი ჩემი “დამაიმედებელი” სიტყვები. მან პასუხად გამიღიმა და გზა განაგრძო. აშკარა იყო ჩემი სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩა მისთვის. ზრდილობის მიზნით ღიმილი მაინც მაჩუქა. იმ დღის შემდეგ ლილი ბებო აღარ მინახავს. მეორე დღეს ვერა მოვიდა-”ხვალ მივდივართ,გაემზადე”. სწრაფად დაეტაკა ჩემს გულს ეიფორიის ძლიერი ტალღა და არც გაჩერებლა. კანკალით დავიწყე მოწესრიგბა,ბარგი ჩავლაგე,საწოლში დავწექი, თუმცა ძილიც არ მომრკარა. მთთელი ღამე ჩემს გულსზა და ფიქრებს ვუსმენდი. უფრო მეტაად გულის ბაგაბუგს. იმდენად დიდი იყო ჩემი შიში ცოტაც და გამოგლიჯავდა გული ყველაფერს და გათავისუფლდებოდა ჩემი სხეულიდა. ცხოვრებაში პირველად ვდგამდი დამოუკიდებლად ნაბიჯს და თან უზარმაარს, რომელსაც სულ სხვა ცხოვრებისაკენ მივყავდი. გამთენიას ვერა ჩემთან მოვიდა. საბუთები გადმომცა. -დღეიდან ლისა ჯიქია ხარ! მატერებლით რუსეთში წავალთ, შემდეგ კი რუსეთის აეროპორტიდან გავემგზავრებით ევროპისაკენ. მთელი გზა ვკანკალებდი. ვერ ვიძინებდი და მანამ ვერ დავმშვიდდებოდი სანამ ანტვერპენში არ ჩავიდოდი. რუსეთში ორი დღე გავჩერდით იქედან კი პირდაპირი რეისით ატვერპენში ჩავედით. როგორცკი ფეხი დავადგი მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში შემოვაბიჯე. ვუყურებდი და ვვერ ვიჯერებდი ქუჩაში მიმავალი ხალხი, როგორი ლაღები და ფერადები იყვნენ. თუ საქართველოში სიცილი და ფერადი ტანისამოსი “აკრძალული” იყო აქ ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ვხედავდი ქუჩაში მიმავალ მოხუცებს,რომლებიც გამოპრანჭულები,დაქალებთან ერთად დასეირნობდნენ და ტკბებოდნენ ბუნების სიმშვენიერით. ახალი ქვეყანა და ახალი ცხოვრება. წესით ძალიან ბედნიერი უნდხა ვყოფილიყავი, მაგრამ გული მაინც შიშობდა,ვერ ვხდებოდი ეს სტრესისგან იყო თუ რაიმეს მანიშნებელი. ვერამ საერრთო საცხოვრებელში მიმიყვანა,რომლის მეპატრონე ქართველი აღმოჩნდა. “ჩემი მეგობარია,მიენდე,დაგაკვალიანებს”. მეც როგორც,გულუბყვილო ბავშვი დავუჯერე და მივენდე. სახლის მეპატრონეს ნანა ერქვა. ჩემი თავიმას გადააბარა “აბა, შენ იცი ეხლა” რუსულად შემოუძახა ვერამ და უკვალოდ გაუჩინარდა. იმ დღეს საინტერესო დიდად არაფერი მომხდარა, მხოლოდ გავიცანი მანანა და მისი დამხმარე ჟენია. რატომღაც იქ მცხოვრები ყველა გოგო ქართველი და რუსი იყო, ბევრად მეტნი ვიყავით სახლის ფართობთა შედარებით. რამდენიმე დღე გავიდა იმის ფიქრიც,რომ მიპოვნიდა დათა ან ჩემი ძმა ნელ-ნელა სრულიად იკარგებოდა. ერთადერთი, რაც არ გაჩერებულა ჩემი გულის ცემა იყო, რომელიც არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. მეშინოდა,მაგრამ არ ვიცოდი რისი,მოუსვენრად ვიყავი და ამის მიზეზს ვერ ვხედავდი. ყველა გოგოსთან ნორმანული ურთიერთობა მქონდა, ბევრი ცდილობდა ჩემთან მეგობრული ურთიერთობა დაეკავებინა,მაგრამ ყოველთვის თავიდან ვიშორებდი აქ ყველაზე ნაკლებად, რაც მჭირდებოდხა ქართველი მეგობრები იყვნენ. ორი დღე გარეთ დავსეირნობდი, თუმცა ცხრა საათის შემდეგ არ გვაძლევდნენ უფლებას გასვლას, საშიშიაო. მე შემპირდნენ, რომ სკოლაში მომაწყობდნენ და სამსახურსაც მიშოვიდნენ.ასე რომ წყნარად დავლოდებოდი ჩემს რიგს. მეც სხვა გზა არ მქოოლდა ველოდი. ყოვლ კვირას რამდენიმე გოგო ემატებოდა. ვაკვირდებოდი, როგორ ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. სავსე ტანის გოგოებს ყოყმანით იღებდნენ და ვცდილობდი, ამეხზნა თუ რა შეიძლება ყოფილიო ამის. ზოჯერ ერთ ზოგჯერ კი სამი გოგოც კი მიჰყავდათ. ნანა შემოვიდადა და რამდენიმე გოგოს დაუძახებდა "სამსახური გიშოვეთო" ის გოგონებიც სიხარულით ემზახდებოდნენ,თუმცა უკან თუნდაც სანახავად მოსული არავინ მინახავს. იმ დღის, შემდეგ ვერას თვალებით ვეძებდი, მაგრამ არც ის არ მინახავს. ერთ დღეს წყლის ასავსებათ პირველ სართულზე ჩავდიოდი, დაძაბული საუბარი შემომესმა და იქვე გავჩერდი. უკან ვბრუნდებბოდი, თუმცა ბგერა,რომელიც ჩემ სახელს გამოსცემდა ჩემს ყურამდე მოაღწია და ინტერესით ავეკარი კედელზე. ყველაზე მეტად, რაც არ მომეწონა ის იყო,რომ ავტორმა ჩემი რეალური სახელი იცოდა. აქ მყოფ გოგონებიდან მელისა არავის არ ერქვა,ერთადერთი მე ვიყავი,მაგრამ როგორც ლისა ისე ვაცნობდი თავს. ჩემი პასპორტიც, როდესაც ნანამ ნახა გარკვევით წაიკითხა. “ლისა ჯიქია,სასიამოვნოა”. -მელისა კარგი ვარიანტია.-არწმუნებდა ჟენია მისი რუსული აქცენტით. -არა! მისთვის არა. ბევრად კარგს ვიპოვნი და შემდგ კი.-თავდაჯერებულად გასცა პასუხი ნანამ-წადი გოგოებს დახდე-გასცა ბრძანება და მეც უკან ავბრუნდი.სწრაფაად შევწექი საწოლში და თავიმ მოვიმძინარე. ამ სზაუბრის მოსმენის შემდეგ კინოს კადრებითი გამირბინა ოდნავ საეჭვო მომენტებმა. გამახსენდა,რომ პასპორტი უკან არ დაუბრუნებია,თვალითც აღარ მინახავს.ამომიტივტივდა ისიც,როგორ ათვალიერებდნენ გოგონებს,დამსსაქმებელთან წასაყვანად, აწესრიგედნენ და თავად აძლევდნენ ტანსაცმელებს. ვერა აღარ ჩანდა და საერთოდ, რას ნიშნავდა რამდენიმე წუთის წინ მოსმენილი საუბარი?. მთელი ღამე ფიქრებში გავატარე. პასუხებს ვეძებბდი, რომლებიც არ ჩანდა. დილას ერთ-ერთი ქართველი გოგო მარტო გამოვიჭირო, როგორც ვიცოდი საკმაოდ დიდი ხანია რაც აქ იყო,ამიტომ ვიფიქრე,რომ შესაძლებელია პასუხები მას მოეცა. -დიდი ხანია აქ ხარ, ჰომ?-ვითომაც არაფერი ისე ვკითხე და ყავა მივაწოდე-როგორც მითხარი ისე გავაკეთე,ზომიერად ტკბილი და მაგრი. -მადლობა-თბილად გამიღიმა-კი,საკმაოდ. დაახლოებით,სამი-ოთხი თვე მაინც იქნბა.-ცოტა ოდენი ფოქრის, შემდეგ მითხრა-მერიდება,ქირასაც არ გვახდევინებს და ამდენი ხანი აქ ვარ. ვეუბნები, რომ რამეზე ვიმუშავებმ მაგრამ არ მაძლებს უფლებას. “კარგი გოგოხარ და კარგი დხამსაქმებელი მემეტება შენთვისო”. შევათვალიერე და მართლაც საკმაოდ კარგი გოგო იყო. შავგრემანი,გამხდარი და მაღალი ფეხებით. თავისუფლად დასაქმდებოდა სამოდელო სააგენტოში. -შენ პატარა ხარ გეტყობა-ცოტახნის შემდეგ მითხრა. რომ შემოდი 16-17 წლის მეგონე. -18 წლის ვარ-ურცხვადხ მოვიტყუე. ჩემი თავის სზაპოვნელად ჩამოვედი.-შევეცადე თავდაჯერებით მეთქვა. მოდელობაზე არ გიფიქრია? -კი,ზოგჯერ-გაიღიმა-გინდა ერთად ვცადოთ-თვალებიკ სიხარულით აენთო. მე ვიუარე და ეწყინა-არადა კარგი მოლდელი გამოვიდოდა შენგან. საინტერესო სინთეზი გამოლივიდოდა შენ ქერა თმა, მწვანე თვალები და ძალიან თეთრი კანი გაქვს. მე შავგრემანი, საკმაოდ მუქი კანით.ჰე,რას იტყვი?. -მოდელობა შორს არის ჩემგან-გამეცინა. იცი, ჩემს პასპორტი ვერსზად ვიპოვე და ხომ არ დაგინახავს? გაეცინა. -ნანას აქვს შენახული ყველასი შენიც მას ექნება. -რად უნდა?-გამიკვირდა. -მგონი დამსაქმებელს აძლებს,რამე პრობლემაა?-დაეჭვებით კითხა. -არანაირი-იმედიანად გავუღიმე და ადგილიდან გავეცალე. ორი დღის შემდეგ, როგორც იქნა არც ნანა და არც ჟენია სახლში არ იყო. გოგონებიც სახლის ეზოს უკან იყვნენ კარგი ამინდის გამო მზეს ეფიცხებოდნენ. მე მუცლის ტკივილი მოვიიმიზეზე და სახლში შემოვედი. სწრაფად დავიწყე ქექვა პირველი ნანას კაბიენეტში შევედი. ყველა თაროები გადავქექე, მაგრამ ვერ ვიპოვე. დრო ცოტა მქონდა და ასეთი შანსი, როდის მომეცემოდა მეორედ არ ვიცოდი. ასე რომ თავი არ დავზოგე და ყველა სავარაუდო ადგილას ვეძებდი. ჩემი ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. მის ოთახში გადავინააცვლე,მაგრამ ჩაკეტილი აიყო. მთელი სახლი გადავატრიალე,თუმცა პასპორტები ვერსად ვნახე. უნდა დავლოდებოდი, როდის გააღებდა ოთახს დაშევიპარებოდი. რამდენიმე დღე ველოდე სანამ არ გამომიჩნდა მის ოთახში შეპარვის შანსი. კურიერმა მოაკითხა და ამანათზე გავიდა. მე კი ოთახში შევიპარე, ძალიან ვრისკავდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. იქაც ყველაფერი გადავქექე და ვერ ვნახე. ბოლოს კარადაში ქექვის დროს ხელი ცუდად მოვიქნიე და კარადამ უცნაური ხმა გამოსცა. აღმოჩნდა, რომ მის უკან პატარა სამალავი ჰქონდა. გავწიე და აი, ისიც. პასპორტბით სავსე ტომარა დავინახე. კიბეებზე მისი ხმა გაისმა, მეც სწრაფად გამოვეცალე იმ ადგილს და ჩემს ოთახშიი დავიმალე. დილით საყიდლებზეე დადიოდა ხოლმე ამიტომმ ადრე ავდექი და მას ჩავუსაფრდი. ოთახის კარები გაიღო და მეც მივუახლოვდი ჩაკეტვას აპირებდა, როდესაც წავიქეცი და ყვირილი დავიწყე. -რა მოხდა?- დაფეთებულმა გასაღები გამოაძრო საკეტიდან და ჩემთან მოციდა. -ფეხი გადამიბრუნდა-მსახიობლური ნიჭი ჩავრთე.-შეგიძლია ყინვების დადებაში დამეხმარო?-კნუტის თვალებით ავხედე. -რა თქმა უნდა-წამოლდგბომაში დამეხმარა და ქვემოთ ჩამიყვანა. ყინულები მომიკტანა და დამადო-საყიდლებზე გავდივარ, შენ ტელევიზორს უყურე და არ გაინძრე, მალამოს მოგიტან.თავი დხავუქნიე დხავუქნიე და მადლობა გადავუხადე.მისი სახლიდან გასვლიდან ხუთ წუთში ფეხზე წამოვდექი, სწრაფფად შევედი მის ოთახში. ტომარა გამოვიღე და თვალიერება დავიწყე. იქ ძლიან..ძალიან ბევრი პასპორტი იყო. გავონგდი,როდესზაც იმ გოგონების პასპორტი ვნახე, რომელიც აქედან წავიდა და ნანას თქმით კოლეჯში სწავლობდნენ.სხვა ბევრი უცნობი გოგოებისიც იყო. დიდი ალბათობით ჩემამდე მოსულების. სწრაფად დავიწყე ჩემი მოწმობის მოძებნა და ვიპოვნე კიდეც. შეკარი და უკან დავაბრუნე ისე, როგორც იყო. ჩემს საწოლის ქვემოთ იატაკს თავი ჰქონდა აწეულკი, დასამალად მშვენიერი ადგილი იყო. სწრაფდ დავმალე და უკან დავბრუნდი. ისე ვიქცეოდი ვითომაც არაფერი. ბოლოს დაწოლა მოვიმიზეზე და ოთახში ავაყვანინე თავი. ერთადერთი, რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ეს ქალები პროსტიტუციით იყვნენ დაკავებული და რაგან ჩემზე სხვა გეგმები ჰქონდათ, შესაბამისად ჩემს გაყიდვას მდიდარ კაცზე აპირებდნენ. სასწრაფოდ უნდა გამეღწია აქედან, ფაქტი იყო, რომ მომატყუა ვერა და ჩვეულებრივი ნივთივით მომისროლა. გონებაში გაქცევის გეგმის დასახვა დავიწყე. ... პირველ რიგში,ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონებათ და შემიფასებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.