მარტივი ბედნიერება ( 14 )
სასადილო ოთახში ვისხედით და ვსაუზმობდით, დავითი და ლიკა, მე და დემეტრე, ონისე და ნატაც ჩვენთან ერთად იყვნენ, ის იყო საუზმობა უნდა დაგვეწყო რომ ლიზა და ანა დაგვადგნენ თავზე, პირველად ვსაუზმობდით ყველა ერთად როგორც ერთი ოჯახი, დავითი და ლიკა დამნაშავე სახეებით შემოგვცქეროდნენ და აღარ იცოდნენ როგორ გამოესყიდათ დანაშაული ჩვენს წინაშე. - ბავშვებო კიდევ ერთხელ გთხოვთ, გვაპატიეთ მე და ლიკას და დაივიწყეთ ის გაუგებრობა კარგი? - გეყოფა მამა, უკვე აღარც კი გვახსოვს რა მოხდა არა მაო? -დემეტრემ თავზე მაკოცა და კიდევ ერთი ნაჭერი კარაქიანი პური დამიდო თეფშზე. - ვერც კი ვხვდები რაზე საუბრობთ, -საჭმლით პირგამოტენილმა ამოვილუღლუღე. - საოცარი წყვილი ხართ დაიკო, ერთმანეთს ძალიან უხდებით, -ჩემს პირდაპირ მჯდარმა ონისემ სიყვარულით სავსე მზერა შეგვავლო. - შენი წყალობით ცოლის ძმავ, შენ რომ არა... -ეშმაკურად ჩაიცინა დემეტრემ. - ამას არასდროს დაივიწყებთ არა? - არასდროს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგახსენებ ხოლმე როგორ მოიტაცე საკუთარი და. -გადაიხარხარა და დავითის და ლიკას გაოცებული სახის დანახვისას უფრო მოუმატა სიცილს, -თქვენ რა არ იცოდით რომ ონისემ მოიტაცა მაო ჩემთვის. - მოგკლავ იცოდე ვერ გადამირჩები, -მთასავით წამოიმართა ჩემი ბრაზიანი ძმა და უზარმაზარი ხელები მომუშტა, დემეტრეს ადგილზე ასე მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. - მიდი აბა სცადე, -თვალი ჩაუკრა დემეტრემ, წამოდგა და აშკარად გასაქცევად მოემზადა, ის იყო ონისემ მისკენ გამოიწია რომ ვეღარ მოვითმინე. - ახლავე დაჯექით ორივე თქვენ-თქვენს ადგილებზე და წყნარად საუზმობა გვაცალეთ, -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მომივიდა და საერთოდ არ გამკვირვებია როცა ორივე მაშინვე დაჯდა და ახლა უსიტყვოდ, თვალებით გააგრძელეს დუელი. - ყოჩაღ შენ, -მოწონების ნიშნად ღიმილით მაჩვენა ცერა თითი ლიკამ, -საუზმის შემდეგ სათბურში ვიქნები, ყვავილებს უნდა მივხედო და შემომიარე შენთან სალაპარაკო მაქვს. უხმოდ დავუქნიე თავი, ნეტავ რა საქმე აქვს ლიკას ჩემთან, იმედია ცუდს არაფერს მეტყვის, ან რატომ უნდა მითხრას არც თუ ისე ცუდი ურთიერთობა გვაქვს... - ონისე შეიძლება შენს ბინაში გადმოვიდე საცხოვრებლად? -ნატას მუდარანარევმა ხმამ გამომარკვია. - რათქმაუნდა პატარავ თუ გინდა გადმოდი, დღეს სახლში შევიაროთ შენი ნივთები აიღე და ჩემს ბინაში გადავიტანოთ, -არც კი უკითხავს რატომ აპირებდა მასთან გადასვლას ისე დათანხმდა, მომწონდა მათი ურთიერთობა, უთქმელად უგებდნენ ერთმანეთს, ახლა საქმე ის იყო როგორ მიიღებდნენ ამას ნათია და ირაკლი, ნათია ალბათ გაცოფდება და ღირსიც იქნება, რამდენად ცუდი შეიძლება იყოს დედა რომ შვილს ასე ძალიან უნდოდეს მისგან გაქცევა... - საყვარელო დღეს მთელი დღე სამსახურში მომიწევს ყოფნა, შენ რა გეგმები გაქვს, -დემეტრემ ჩემი ხელი ხელში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა, შემეხო თუ არა მაშინვე დამბურძგლა და ჩემდაუნებურად შემაჟრჟოლა, ჩემი რეაქცია არ გამორჩენია, ეშმაკურად ჩაიცინა, ხელი ამჯერად მუხლზე დამადო და ნელ-ნელა ააცურა ზემოთ. - ნუ ცუღლუტობ, ისევ შენთვის იქნება ცუდი, -ვუჩურჩულე, კისერში ვაკოცე, მერე ყურზე ენა ავუსვი და ბიბილოზე კბილებით წავეთამაშე, ცივად მომშორდა, ხმაურით გამოწია სკამი, წამოხტა და ძლივსშეკავებული ღიმილით, მუქარით დამიქნია თითი. - ბედი შენი რომ ახლა გადაუდებელი საქმეები მაქვს, -მერე ონისეს ანიშნა თვალით რომ გაყოლოდა, ისე გავიდნენ სასადილო ოთახიდან მხარდამხარ თითქოს ცოტა ხნის წინ ერთმანეთის დახოცვა არ ეცადათ, გავიდნენ თუ არა ნატა მაშინვე დემეტრეს ადგილზე დასკუპდა. - როგორ ფიქრობ მაო, ნათია ძალიან გაბრაზდება? რომ დამიშალონ ონისესთან გადასვლა, რა უნდა ვქნა? ჯერ სრულწლოვანი არ ვარ, არადა იმ სახლში ცხოვრება და მათი ცივი დამოკიდებულების ატანა აღარ შემიძლია. - მაგაზე არ იფიქრო, პატარავ, მე მოვაგვარებ, გპირდები ნათია არაფერს გეტყვის. - დარწმუნებული ხარ? -ნატა წელზე მომეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამომაყრდნო, -არ გეწყინოს მაგრამ დედაჩემს მაინცდამაინც არ უყვარხარ. - მაინცდამაინც კი არა დასანახად ვერ მიტანს, -ჩამეცინა და ჩემს პატარა დაიკოს თმაზე ხელი გადავუსვი, -მართალია დედაშენს გულზე არ ვეხატები მაგრამ ვიცი როგორც უნდა დაველაპარაკო, შენ არაფერზე იფიქრო. - - - - - - - ლიკა სახლის უკან, ბაღში მდებარე სათბურში მელოდებოდა, უზარმაზარი სათბური, საოცრად ლამაზი ქოთნის ყვავილებით, ხეებით და სხვადასხვა ჯიშის ჯუჯა მცენარეებით იყო სავსე, ლიკას ძლივს მივაგენი, სამუშაო კომბინიზონი ეცვა, თმა ზემოთ კოსად ჰქონდა შეკრული, ხელში მომცრო ზომის ნიჩაბი ეჭირა და ქოთნებში მიწას ანაწილებდა. - ოჰ, როგორც იქნა მოხვედი, -ჩემი დანახვისას გაიღიმა და თავით საკიდისკენ მანიშნა სადაც სამუშაო ფორმები ეკიდა - მიდი ჩაიცვი და ცოტა დამეხმარე, თან ვისაუბროთ. არაფერი მითქვამს, მაშინვე ამოვიცვი კომბინიზონი, ხელთათმანები მოვირგე და შევუერთდი, მცენარეებში კარგად ვერ ვერკვეოდი მაგრამ შევატყვე რიომ ლიკა ამ საქმის ექსპერტი იყო, დაწვრილებით მიხსნიდა ყველაფერს, რა რა იყო, რას როგორი მოვლა სჭირდებოდა, რამდენიმე ახალი მცენარის დარგვაშიც მოვეხმარე, ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად სასიამოვნო იყო, მანაც შეატყო რომ ამ ყველაფრის კეთება მსიამოვნებდა და უფრო მონდომებით დაიწყო ყველაფრის ახსნა, კარგა ხანს ვიმუშავეთ, ბოლოს რომ შემატყო უკვე წელში გაშლა მიჭირდა გაჩერდა. - ძალიან დაგღალე არა? ალბათ შეჩვეული არ ხარ ასეთი რაღაცეების კეთებას. - სიმართლე რომ გითხრათ ამ საქმის არაფერი გამეგება, მაგრამ ამის შემდეგ თუ ნებას მომცემთ ხოლმე დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. - მართლა? -აშკარად გაეხარდა. - მართლა, ოღონდ ახლა სადმე უნდა ჩამოვჯდე თორემ ფეხზე ვეღარ ვდგები, -დავიწუწუნე და იქაურობას თვალი მოვავლე. გაეცინა და უზარმაზარ კუნძზე მიმითითა. - მიდი დაჯექი, დაისვენე მე ყავას მოვადუღებ, -მერე იქვე კუთხეში მიდგმული პატარა მაგიდისკენ წავიდა, ხელთათმანები გაიხადა, ხელები სველი ხელსახოცით გაიწმინდა, პრიმუსი აანთო და ყავის მოდუღებას შეუდგა, გაოცებული ვუყურებდი, ახლა საერთოდ არ ჰგავდა იმ მედიდურ ქალბატონს პირველად რომ ვნახე, ჩემი მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია, მოვიდა ჭიქა ღიმილით მომაწოდა და გვერდით მომიჯდა. - ეს ერთადერთი ადგილია სადაც შემიძლია უბრალოდ მე ვიყო და არ მჭირდებოდეს სხვებისთვის თავის მოჩვენება და სამკაულების და მაკიაჟის უკან დამალვა, -ამოიოხრა და თვალი საკუთარ, ტალახით მოსვრილ ბოტებს გაუშტერა. - რატომ ფიქრობთ რომ რამის უკან უნდა იმალებოდეთ, აი მე მაგალითად ყოველთვის ისეთი ვარ როგორიც ვარ და ნაკლებად მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები, -არც კი ვიცი რატომ ვუთხარი და რატომღაც ვიფიქრე რომ ზედმეტი მომივიდა, ისეთი სახით შემომხედა, ერთხანს უცნაურად მკაცრად მიყურებდა და მერე გაიღიმა. - ყველაფერი არცთუ ისე ადვილია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, გიყურებ და შენში ვხედავ იმას ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი, ჭკვიანი, მხიარული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ფეხზე მყარად მდგომი ახალგაზრდა ქალი, შენი შეხედულებები, შენი აზრები, შენი ოცნებები გაგაჩნია და ყველაფერს აკეთებ მათი განხორციელებისათვის, არავის აძლევ უფლებას რომ წინ გადაგიდგეს და ხელი შეგიშალოს, გამოგიტყდები და ცოტათი მშურს კიდეც შენი... მწარედ ჩაიცინა და ხმაურით მოსვა ყავა, ყურებს ვერ ვუჯერებდი, ლიკა ამ ყველაფერს მე მეუბნებოდა, არადა როგორი ძლიერი ჩანდა, როგორი ბედნიერი... - გიკვირს არა? ასეა, არასდროს უნდა შეაფასო ადამიანი გარეგნობით და სიტუაცია ერთი შეხედვით, დავითს რომ შევხვდი ერთი პატარა გამოუცდელი გოგო ვიყავი, მისი მშობლები მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენი ქორწინების, ის ძალიან მდიდარი და ყველასთვის სასურველი სასიძო იყო, თუმცა მე არაფერი გამაჩნდა, დათომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მაშინ მშობლებს, დედამთილი საშინლად მექცეოდა მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგო რომ ბავშვი არ მეყოლებოდა, დემეტრეს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებას ცდილობდნენ, ცდილობდნენ მისთვის ჩაეგონებინათ რომ მისი დედის ადგილის დაკავებას და მისთვის მამის წართმევას ვცდილობდი... - რა საშინელებაა, -წამომცდა უნებურად და პირზე ხელი ავიფარე. - ჰო არა? ნამდვილად საშინელებაა, ერთადერთი ნათელი წერტილი იმ პერიოდში ჩემთვის დემეტრე იყო, მიუხედავად იმისა რასაც ჩემს შესახებ ეუბნებოდნენ, არ მახსოვს რომ ცუდად მომქცეოდა და ჩემთვის რამე ეწყენინებინა, - ანუ თავიდანვე ასეთი იდეალური იყო? - შეიძლება ასეც ითქვას, დედამთილი და დავითის სხვა ფულზე დახარბებული ნათესავები რომ არა, შეიძლებოდა ძალიან კარგი ოჯახიც გვქონოდა ჩვენ სამს, შეიძლება ცუდ ადამიანად ჩამთვალო იმის გამო რასაც ახლა ვიტყვი მაგრამ საერთოდ არ მწყენია როცა ჩემი დედამთილი დაიღუპა, ერთ თვეში მამათილიც გარდაიცვალა გულის შეტევით, სწორედ რომ მათ გამხადეს ასეთი, ცივი, ეჭვიანი და უნდობი, სუსტი აღმოვჩნდი მაო, ძალიან სუსტი, ვერ გავუძელი, დათოც... - მე ვფიქრობ რომ ძალიან უყვარხართ. - ვიცი რომ ვუყვარვარ, უბრალოდ სიყვარული ისე არ ესმის როგორც დემეტრეს, დემეტრეს ყველანაირად უყვარხარ მაო, თავიდან ფეხებამდე, შინაგანად და გარეგნულად, ამას მის აღფრთოვანებულ მზერაში ვკითხულობ ხოლმე როცა შენ გიყურებს, დავითისთვის კი მე მხოლოდ ის ვარ რასაც შენ ყოველდღე უყურებ, ცარიელი გარეგნობა, ძალიან თავისებური მამაკაცია, ალბათ ასეთ ფორმაში რომ დამინახოს ზედაც არ შემომხედავს, დარწმუნებული ვარ ჩაცმის სტილი რომ შევიცვალო და მაკიაჟს და სამკაულებს შევეშვა, დამშორდება, ვერ აიტანს რომ ქალი რომელიც წვეულებებზე და შეხვედრებზე გვერდით ახლავს, ვინმეზე რამით ნაკლებად გამოიყურებოდეს, ასეა, ამიტომაც ვარ ყოველთვის ფორმაში, ამიტომაც ვცდილობ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე და ამიტომ მეშინია ყოველთვის რომ მიღალატებს... მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა რომ ძალიან შემეცოდა, ვერც კი წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასე ცხოვრება, არადა როგორი იდეალური წყვილი ჩანდა... - ძალიან გიყვარს? -ვკითხე და თვალებში რომ ჩავხედე მივხვდი რომ სისულელე წამოვროშე, რათქმაუნდა უყვარს ძალიან უყვარს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. - მიყვარს, იმდენად მიყვარს რომ მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. - არ გეწყინოს მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელია ლიკა. - რა არის წარმოუდგენელი? - ასეთი ურთიერთობა, სადაც ერთი მხარე ყველაფრის გასაღებად მზად არის და მთელ ცხოვრებას უძღვნის ამ ურთიერთობას, მეორე მხარეს კი უბრალოდ ხელის განძრევაც კი ეზარება, მე ასე ვერ ვიცხოვრებდი, იმისთვის რომ ურთიერთობა იდეალური იყოს ორივემ ქალმაც და მამაკაცმაც უნდა იზრუნონ, რატომ უნდა იტანჯებოდე ასე როცა დავითს წარმოდგენაც კი არ აქვს რამდენს აკეთებ ამ ურთიერთობის შენანარჩუნებლად, - მადლობა საყვარელო რომ ჩემი ამბავი ასე მიიტანე გულთან, ჩემი და დათოს ურთიერთობაში რამის შეცვლა უკვე გვიანია, ის ასეთია, უყვარს ყველაფერი მზამზარეული ლამაზი და ბრწყინვალე, მე კი ის მიყვარს, სამაგიეროდ შენ გაგიმართლა, დემეტრე არავის არ ჰგავს, არც შენ ხარ ჩვეულებრივი გოგო, მომწონხარ და მინდა ბედნიერი იყო, უბრალოდ ვხედავ როგორ ცდილობენ ხელი შეგიშალონ - რას გულისხმობთ? - ხვდები რასაც ვგულისხმობ, არ მეტყვი ნათია რას გერჩით შენ და დემეტრეს? - ოოო ეს ცოტა... როგორ გითხრათ... - როგორ და ჩვეულებრივად. - ჰო მაგრამ ის თქვენი მეგობარია და არა მგონია მოგეწონოთ ის რისი თქმაც შემიძლია მის შესახებ. - ნამდვილად ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყო, ჩემი შვილის ოჯახის დანგრევას არ შეეცდებოდა. საშინლად მესიამოვნა, ლიკას ნათქვამი ‘’ჩემი შვილი’’ გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეთქვა, თანაც ძალიან მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა ნათიას ინტრიგების შესახებ, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე. - - - - - - - - - - არ მეტყვი შენსა და ონისეს შორის რა ხდება? -ანას თეფშს მივწვდი, ბრაუნს მოზრდილი ნაჭერი ჩამოვაჭერი და პირისკენ გავაქანე - შეეშვი ჩემს ნამცხვარს თორემ გასუქდები და მიგატოვებს დემეტრე, -დამიღრინა და მიმტანს კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვარი შეუკვეთა. - შენ ნუ გეშინია არ მიმატოვებს მე ჩემი ქმარი, ის მითხარი ონისესთან რა ხდება, კიდევ გაწყენინა იმ ნადირმა? - შენი ხისთავიანი ძმა აღარ მიხსენო, თორემ არ ვიცი რას ვიზავ, იცი რა გააკეთა? გუშინ დამპატიჟა წამოდი სადმე დავლიოთო, ჯერ იყო და მოკლე კაბაზე გამიჭედა, არადა რა უფლება აქვს ჯერ არც კი უთქვამს რომ მოვწონვარ... - მოიცადე, როცა გეტყვის რომ მოწონხარ, მერე მისცემ უფლებას რომ ასეთ სისულელეებზე გაჭედოს ხოლმე? - კარგი რა მაო მაცადე ბოლომდე მოგიყვე, მერე ბარში კოტეს შევხვდით, ის იდიოტიც მოვიდა, პირდაპირ მებრდღვნა და რომ ჩამეხუტა ძლივს ავიგლიჯე... - კარგი ერთი, ახლა არ მითხრა რომ კოტეზე იეჭვიანა, -სიცილი ვერ შევიკავე და მხოლოდ მაშინღა გავჩუმდი როცა შევამჩნიე რომ ყველა მე მიყურებდა. - ჰო შენ წარმოიდგინე სულელ კოტეზე იეჭვიანა, ახსნის საშუალებაც კი არ მომცა ისე გამებუტა იდიოტი. - ჰოო წარმოდგენაც კი არ მაქვს რა უნდა ქნათ ასეთ სიტუაციაში, გინდა შუამავლის როლი შევასრულო? - ისე თუ აპირებ შესრულებას ერდოღანმა რომ შეასრულა პუტინსა და ზელენსკის შორის მაშინ არ მინდა. - ოჰ, ოჰ, ხუმრობაც დავიწყეთ ქალბატონო ანა, რაღა გვიჭირს აწი. - ონისე უკვე მენატრება მაო, -ამოუზმუვლა და საყვარელი ბოჩოლას თვალებით მომაჩერდა. - ნუ ზმუი, მოვიდა ნათია, -შემოსასვლელისკენ მივუთითე, წელში გავსწორდი და უდარდელი სახე მივიღე, ანამაც მე მობაძა, ცალი წარბი მაღლა აქაჩა და ისეთი სახით შეხედა ჩვენსკენ თეძოების ქნევით მომავალ ნათიას რომ მიკვირს ფეხი როგორ არ გადაუბრუნდა, მოგვიახლოვდა, ირონიული ღიმილით დაგვხედა თავზე და ანას გვერდით ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. - ესე იგი ჩემთან ლაპარაკი გინდოდა მაო, საინტერესოა მე და შენ რის შესახებ უნდა ვისაუბროთ? - ეს რა კითხვაა, მე და შენ ხომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. - მაინც რა? - რა კი არა ვინ, მაინცდამაინც სათითაოდ ჩამოგითვალო, ირაკლი, ონისე, ნატა, დემეტრე... -შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე დემეტრეს ხსენებისას. - ამ ყველაფერზე ამის თანდასწრებით უნდა ვილაპარაკოთ? -ამოისისინა და ანაზე მანიშნა. - ამას ანა ჰქვია, ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყველაფერი იცის, ასე რომ... - რა ყველაფერი, -ფერი შეეცვალა სახეზე და გაწითლდა. - სულ ყველაფერი ვიცი და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან გამიკვირდა რომ გაწითლების უნარი გქონიათ შერჩენილი, -ისე სასხვათაშორისოდ ჩაურთო ანამ და მშვიდად მოსვა ყავა, ნათიამ გაცოფებულმა მიიხედ-მოიხედა ირგვლივ და ისევ მე მომიბრუნდა. - მითხარი რა გინდა - გეტყვი ოღონდ არ შემაწყვეტინო, მინდა რომ ნატას და ონისეს ცხოვრებაში აღარ ჩაერიო, ნატას ონისეს ბინაში უნდა გადასვლა და ხელი არ უნდა შეუშალო, ასევე მინდა რომ ჩემი და დემეტრეს ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე, ვიფიქრე და ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებ თუკი შენ და ირაკლი საზღვარგარეთ წახვალთ საცხოვრებლად... - კარგი ერთი, -ირონიულად გაიცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო, -რატომ ფიქრობ რომ შენს მოთხოვნებს შევასრულებ? - იმიტომ რომ თუ არ შეასრულებ ირაკლისთან მივალ და ყველაფერს ვეტყვი, ვეტყვი რომ იმდენად ნამუსგარეცხილი ხარ შვილის ძმაკაცს დასდევ უკან. - მიდი და უთხარი, ხომ იცი რომ ვერაფერს დამიმტკიცებ. - ასე გგონია? ჩემი და დემეტრეს დაშორების სურვილმა იმდენად დაგაბრმავა რომ თვითონ ჩამიგდე ხელში დამამტკიცებელი საბუთები, დაგავიწყდა? -ტელეფონი ჩავრთე და მისი გამოგზავნილი ფოტოები ვაჩვენე, სახე შეეცვალა ერთხანს გამალებით ფიქრობდა რა უნდა ეთქვა, მერე კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გაბრძოლება. - კიდეც რომ უთხრა რა, ირაკლი დამშორდება და თავისუფალი ქალი გავხდები, უფრო თავისუფლად შევძლებ რომ დემეტრესთვის ვიბრძოლო. - ირაკლი თუ ამ ყველაფერს გაიგებს გაგშორდება და უფულოდ დაგტოვებს, გგონია არ ვიცი რომ საკუთარი ერთი ლარიც კი არ გაგაჩნია, მთელი შენი ბიზნესი სინამდვილეში ირაკლის ეკუთვნის, მთელი თქვენი ქონებიდან ერთი პატარა რაღაცაც კი არ არის შენზე გაფორმებული, დაგავიწყდა რატომ და რა პირობით მოგიყვანა ირაკლიმ ცოლად? გაშორდები თუ არა, ქუჩაში დარჩები ცარიელ-ტარიელი სახლის, ფულის, ოჯახის, რეპუტაციის გარეშე... - შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? -ძლივს ამოიხრიალა. - ჩემს შეფასებაში შეცდი ნათია, ძალიან შეცდი, -საზურგეს თავისუფლად მივეყრდენი, გავიღიმე და მხიარულად ავათამაშე თითები მაგიდაზე, იმ მომენტში ალბათ მეც ძალიან ცუდი ადამიანი ვიყავი რადგან ძალიან მსიამოვნებდა, მისი განადგურებული სახის დანახვა, რამდენიმე წუთში მოტყდა და დანებდა, იმ ძლიერი, ირონიულად მომღიმარი ქალისგან აღარაფერი დარჩა რომელიც ჩემი ოჯახის განადგურებას ცდილობდა, ჩემს თვალწინ სასწაული ცლილება მოხდა, ახლა ჩემს წინ, საშუალო ასაკის, თვალებამოღამებული, უბედური ქალი იჯდა, ტუჩებს იკვნეტდა და გამოსავალს ეძებდა. - ტყუილად ნუ ცდილობ, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია და იცი რაც, შენ და ირაკლი უნდა წახვიდეთ. - მე კიდეც რომ წავიდე ირაკლი არ დამთანხმდება, -ძლივსგასაგონად ამოიკნავლა. - თავს ნუ ისულელებ, მშვენივრად ვიცი მასზე როგორი გავლენაც გაქვს, შენს გამო საკუთარ შვილზე უარი თქვა, დარწმუნებული ვარ დაითანხმებ. - დრო დამჭირდება. - ერთ თვეს გაძლევ, შემდეგ კი ისე მივალ ირაკლისთან და ისე მოვუყვები ყველაფერს რომ არც გაგაფრთხილებ. უხმოდ დამიქნია თავი, წამოდგა და არეული ნაბიჯით გავიდა გარეთ, ვიტრინიდან ვუყურებდით მე და ანა როგორ ძლივს მივიდა მანქანასთან კარი გამოაღო, ჩაჯდა, ერთხანს საჭეზე თავდადებული შეყოვნდა, ბოლოს როგორც იქნა თავი ასწია, ძრავი ჩართო და იქაურობას მოშორდა. - ცოტა არ იყოს შემეცოდა, -ანამ ხელებში ჩარგო სახე და დასევდიანებული თვალებით შემომხედა, -მგონი ზედმეტი მოგივიდა, ახლა იცი რა გამიკეთე, პოტენციური სადედამთილო ამიმხედრე. - მადლობა უნდა მითხრა, ონისე რომ ცოლად მოგიყვანს ასეთი საძაგელი დედამთილი რომ არ გეყოლება ახლომახლო. - არა მაინც რა მაგრად შეუსრულე, ღირსი იყო, აბა რა ეგონა საკუთარი შვილის ტოლა ბიჭს რომ დასდევდა თანაც ცოლიანს, ნახე მგონი შენი ტელეფონი რეკავს, -ტელეფონზე მიმითითა ანამ რომელიც გამწარებული ვიბრირებდა, დემეტრე იყო, ყურებამდე გაღიმებულმა ვუპასუხე. - სად ხარ პატარავ? -დაღლილი ხმა ჰქონდა. - კაფეში ვარ ანასთან ერთად, შენ კიდევ ძალიან დაგაგვიანდება? - დაახლოებით ერთი საათი კიდევ ვერ გამოვალ სამსახურიდან, შენ წადი სახლში და მეც მოვალ. - თუ გინდა სამსახურში გამოგივლი და ერთად წავიდეთ სახლში. - მართლა? სერიოზულად? -აშკარად შევატყვე რომ გაუხარდა, -ახლავე წამოდი, გელოდები. ტელეფონი გავთიშე და ანას შევხედე რომელიც თვალს არ მაშორებდა და ეშმაკურად ჩუმჩუმად იცინოდა. - დემეტრემ დარეკა თუ არა მაშინვე შეგეცვალა ხასიათი, ნათია აღარც გახსოვს არა? - კარგი რა ნუღარ მახსენებ, დღეიდან ჩვენს ცხოვრებაში არავითარი ნათია აღარ არსებობს. - ამინ, -ანამ თეატრალურად აღაპყრო თვალები მაღლა და წამოდგა. - - - - - - - მაღალსართულიანი შენობის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, პირველად ვიყავი ჩემი ქმრის კომპანიაში, - ნეტავ რამდენი სართულია? -წამომცდა ხმამაღლა. - ჩვიდმეტი, -გვერდით დაცვის ფორმაში გამოწყობილი, გამხდარი, საყვარლად წითელლოყებიანი ბიჭი ამომიდგა. - ვისთან მიდიხარ ლამაზო, გინდა გაგაცილო? მკითხა და თვალები ამიჟუჟუნა, გაბრაზება რომც მდომებოდა ვერ გავუბრაზდებოდი ისეთი საყვარლად ბავშვური იყო. - იცი ეს რას ნიშნავს? -ცხვირწინ ბეჭდიანი თითი ავუფრიალე. - რას ნიშნავს? -მკითხა გულუბრყვილოდ. - იმას ნიშნავს ჩერჩეტო რომ გათხოვილი ვარ, წადი ვინმე გაუთხოვარი მოძებნე და იმას ეფლირტავე. პირდაღებული მიყურებდა სანამ ლიფტის კარი არ დაიკეტა, მეჩვიდმეტე სართულს დავაჭირე და სასიამოვნო ხმადაბალმა მუსიკამ მაიძულა რომ თვალები მიმელულა, ლიფტიდან ნახევრად მძინარე გამოვედი, აი ტაქტიკაც ეს არის, აქ მომავალ სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას ასმენინებენ ლიფტში რომ მოდუნდნენ და მერე ყველაფერზე ადვილად მოაწერონ ხელი, ჩემს სულელურ ფიქრებზე თვითონვე გამეღიმა. - ვისთან ხართ? დემეტრეს კაბინეტთან წინ მაღალი, ქერა, წითელტუჩებიანი ახალგაზრდა ქალი გადამიდგა და ყალბი ღიმილით გამიღიმა. - დემეტრესთან ვარ, ცალია? -მეც იგივენაირად გავუღიმე და გრძელ ფეხებზე ავაყოლე თვალი, რა ჯანდაბა ხდება, მდივანია ნეტა ეს თუ ვიქტორია სეკრეტის მოდელი. - რა ვუთხრა ვინ ხართ? შეხვედრა გქონდათ დანიშნული? -ახლა ვიქტორიას მოდელმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა თავიდან ფეხებამდე და რატომღაც ვინანე რომ უბრალო ჯინსი და კეტები მეცვა და თმაც ბაღის მოსწავლესავით მქონდა დაწნული. - უთხარით რომ მეუღლე ესტუმრა, -უგემურად მივუგდე და იქვე მდგარი დივნის სახელურზე ჩამოვჯექი. - მეუღლე? მე მაპატიეთ არ ვიცოდი, -ისე შეწუხდა თითქოს ცოტა ხნის წინ თვითონ არ მიყურებდა ისე თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდა. - ბატონ დემეტრეს სტუმარი ჰყავს, ცოტა ხანში განთავისუფლდება, მანამდე რამეს ხომ არ დალევთ, ყავა, ჩაი ან წვენი ხომ არ გნებავთ? - არაფერი არ მინდა ნუ შეწუხდები, -მივუგე და ახლა უფრო თავისუფლად მოვკალათდი. - არ ვწუხდები, ეს ჩემი საქმეა, -ჩაილაპარაკა და მაგიდას მიუჯდა, ათიოდე წუთში კარი გაიღო და სოლიდურად ჩაცმული თმაშევერცხლილი მამაკაცი გამოვიდა, უკან დემეტრე მოყვებოდა, დამინახა თუ არა სახე გაუბრწყინდა, მეც მაშინვე წამოვდექი ფეხზე. - გურამ ჩემი მეუღლე მინდა გაგაცნო, -დემეტრემ ჩემი თავი წარუდგინა. - საიამოვნოა, -ხელი ჩამომართვა და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა, -გული მწყდება რომ თქვენს ქორწილში ვერ მოვედი მაგრამ ხომ იცი რატომაც ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, ულამაზესი მეუღლე გყოლია ბედნიერებას გისურვებთ. - მადლობა გურამ, შენს შემოთავაზებაზე ვიფიქრებ. - იფიქრე, კარგი წინადადებაა, -გურამი დაგვემშვიდობა და ლიფტისკენ წავიდა. - ნანა გაიცანი? -დემეტრემ იქვე მდგარ თავჩაღუნულ მდივანზე მანიშნა. - ჰოო, წეღან გავიცანით ერთმანეთი, ძალიან სასიამოვნო ადამიანია, -გაკვირვებულ ნანას თვალი ჩავუკარი და დემეტრე გავყევი რომელსაც კაბინეტისკენ მივყავდი, შევედით თუ არა, კარები მიკეტა, ზურგით ზედ ამაკრა და ტუჩებზე დამაცხრა. - ძალიან მომენატრე, -ჩამჩურჩულა როგორც კი მომშორდა და ნორმალურად სუნთქვა შეძლო. - მეც მომენატრე თანაც ძალიან, -ახლა მე მოვეხვიე და ვაკოცე. - ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ ამაღამ აქ დარჩენა მოგვიწევს, -გაეცინა და ჩემს ნაწნავს წაეთამაშა, -თმა აღარ შეიჭრა რა, ცოტა გაიზარდე, გრძელი თმა ძალიან მოგიხდება, ახლა რომ წარმოგიდგენ, სრულიად შიშველს, საჯდომამდე ჩამოშლილი თმით, -თავი უკან გადახარა, თვალები დახუჭა და ტუჩებზე ენა გადაისვა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და დავსველდი... - გეყოფა ასე ნუ იქცევი, -ძლივს დავუსხლტი ხელიდან, -წავიდეთ რა. - ოცნებასაც არ მაცდი, -დაიწუწუნა და ქურთუკს დასწვდა. ხელიხელ ჩაკიდებული გამოვედით შენობიდან, წითელლოყებიანმა დაცვის ბიჭმა დამინახა თუ არა დემეტრესთან ხელჩაკიდებული გაფითრდა და უხერხულად გაიღიმა. - ხვალამდე თაზო, -დაემშვიდობა დემეტრე. - ნახვამდის ბატონო დემეტრე, -ძლივსგასაგონად თქვა და მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, არ ვიცი რა ეგონა, ალბათ იფიქრა რომ უფროსთან დავაბეზღებდი იმის გამო რომ ჩემთან ფლირტს ცდილობდა, შეუმჩნევლად გავუღიმე და ხელი დავუქნიე. სახლში მივედით თუ არა მაშინვე სამზარეულოსკენ გავეშურეთ ორივეს გვშიოდა, სამზარეულოში ლიკა დაგვხვდა, ხვალ მეგობრებს ელოდა და მანანას მითითებებს აძლევდა თუ რა უნდა მოემზადებინა, შევედით თუ არა მაშინვე დაკვირვებით შემომხედა, ცდილობდა ჩემს სახეზე ამოეკითხა რა მოხდა, ცერა თითი ავუწიე იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო, მანაც ყოჩაღო მანიშნა და ღიღინ-ღიღინით გავიდა გარეთ. - როდის აქეთია შენ და ლიკას ასეთი ურთიერთობა გაქვთ, -დემეტრეს აშკარად ცნობისმოყვარეობა კლავდა. - როგორი ასეთი? -თავი მოვისულელე. - ისეთი თითქოს შეთქმულები იყოთ და მნიშვნელოვანი სახელმწიფო საიდუმლო მხოლოდ თქვენ იცოდეთ. - რას ამბობ რა საიდუმლო, უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. - ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მოდი ისე მოვიქცევი ვითომ ჩემი მოტყუება მოახერხე კარგი? -მკერდზე მიმიკრა და კიდევ ერთხელ დამიკოცნა ტუჩები. - ჩემი პატარა, საყვარელი და მატყუარა გოგო. - - - - - - - - - ჩემი უნივერსიტეტში წასვლის დროც მოვიდა, კომპანიაში უამრავი საქმე იყო, დემეტრეს თითქმის ყოველ დღე უწევდა მუშაობა, მე მთელი დღე ვსწავლობდი და ერთმანეთს მხოლოდ საღამოობით თუ ვნახულობდით, თავიდან მეშინოდა ასეთი ურთიერთობის მაგრამ ამან ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დააკლო, პირიქით საღამოობით უფრო მონატრებულები ვხვდებოდით ერთმანეთს და ჩვენი ღამეებიც უფრო მეტად ცეცხლოვანი და ვნებიანი იყო. ოთხშაბათ დილით რომ გავიღვიძე და დემეტრე ჩემს გვერდით მძინარე დავინახე გამიკვირდა, თვალებს არ ვუჯერებდი, დიდხანს დავყურებდი და მისი თითოეული ნაკვთის შესწავლას ვცდილობდი. - სადამდე უნდა მიყურო ასე, -ამოიხვნეშა და მაიძულა რომ მის მკლავზე დამედო თავი. - როგორ მიხვდი რომ გიყურებდი? - ჩუუუ, არ ილაპარაკო, ჩამეხუტე და მაცადე შენთან ერთად ყოფნით დავტკბე. - წასასვლელი ვარ დემე, -მაინც ვერ მოვისვენე. - დღეს რომ არ წახვიდე? - არ შემიძლია, დღეს ახალი ლექტორი უნდა გავიცნოთ და რომ არ მივიდე არ შეიძლება, ისე შენ რატომ ხარ სახლში არ მეტყვი? - ჩემს თავს ერთდღიანი შვებულება მოვუწყვე, ძალიან გადავიღალე, თანაც ასე თუ ისე საქმეები დავალაგე და ახლა უფრო ხშირად შევძლებ ხოლმე დასვენებას, ეცადე ცოტა ადრე მოხვიდე და საღამოს ყველა ერთად გავიდეთ სადმე, ცოტა დავლიოთ და გავერთოთ. - კარგი უფროსო გავითვალისწინებ, -ვაკოცე და სანამ გამოფხიზლდებოდა და ჩემს დაჭერას მოახერხებდა წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი. - პატარა თაღლითო, იცოდე ამისთვის გაზღვევინებ, -სიცილნარევი ხმა მომესმა. - შენ სულ მასე მემუქრები, -ჩავიფრუტუნე და როცა მისი დასჯის მეთოდები გამახსენდა, თავს ვეღარ მოვერიე, ჯანდაბას ცოტა თუ დავაგვიანებ არაფერი მოხდება, აბაზანიდან გამოვედი და პირდაპირ ხელებში ჩავუვარდი. - ვიცოდი რომ ასე უბრალოდ წასვლას ვერ შეძლებდი, -ვნებისგან დაბოხებული ხმით მითხრა, ჩაიცინა, ხელში ამიტაცა, აციმციმებული თვალებით დამხედა და საწოლისკენ წამიყვანა. - - - - - - - - ჩემდა საბედნიეროდ ლექციაზე არ დამიგვიანია, შევედი და დავჯექი თუ არა ახალი ლექტორიც შემოვიდა, ოცდაათ წლამდე, მაღალი სიმპათიური მამაკაცი იყო, გაცნობის ცერემონიამ ჩვეულებრივად ჩაიარა, უშუალოდ იქცეოდა და ყველას გული მალევე მოინადირა განსაკუთრებით გოგონების, როგორც იქნა ჩემზე მიდგა საქმე, სახელი და გვარი მკითხა, ვუპასუხე თუ არა დაკვირვებით შემომხედა, უცნაურად ჩაიღიმა და ახლა სხვა მოსწავლისკენ გადაინაცვლა, ლექციის დასრულდა და გასვლა დავაპირე თუ არა მთხოვა რომ ცოტა ხნით დავრჩენილიყავი, გამიკვირდა თუმცა დავრჩი, როგორც კი ყველა მოსწავლე გავიდა აუდიტორიის კარი დახურა და მომიბრუნდა, ახლა სხვანაირად, უცნაურად მიყურებდა, არა ისე როგორც ლექტორი, თვალები სევდით და სიყვარულით ჰქონდა სავსე. - მაო მიხარია რომ გაგიცანი, ვისურვებდი რომ ასეთ სიტუაციაში არ შეგხვედროდი და პირდაპირ დემეტრეს გაეცნო შენი თავი ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ეს შეუძლებელია... - დემეტრეს იცნობთ? სიმწრით ტუჩი მოიკვნიტა და ხელი გამომიწოდა. - სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე დაჩი ვარ, დემეტრეს ბავშვობის მეგობარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.