შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი სიყვარული (პირველი ნაწილი)


20-02-2022, 09:41
ავტორი anukihoffmann
ნანახია 1 113

თითქოს ნელნელა ცხოვრებას ვგრძნობდი, მქონდა განწყობა იმისა, რომ ჩემი higher self, ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას ცდილობდა. ამ წუთებს ბედნიერების ჰორმონების გახშირება შეეძლო და სიამოვნებით ვაკვირდებოდი ცვლილებებს ჩემს ორგანიზმსა და სულში.

კლუბთან არც თუ ისე ბევრი ხალხი ირეოდა… ნიკლასმა დაინახა პირველ რიგში, როგორ შევედი ბოსტონ ბარში ყველანაირი კონტროლის გარეშე და წამებში მივიქციე გარშემომყოფთა ყურადღება. ჩვენს ცხოვრებაში ამ ბარის გამოჩენამდე ერთმანეთს თითქოს ბოლომდე არ ვიცნობდით და სიტყვა ბოლომდე ეხლაც გადაჭარბებულად მეჩვენება. მასთან გაცნობის პირველი დღიდან ყინულივით ცივი ვიყავი. ჩემს სითბოს მხოლოდ მაშინ გრძნობდა როცა სამყაროს მიღმა სრულიად მარტო ვრჩებოდით და მეც მთელ ას პროცენტს ვაჩვენებდი ხოლმე მას, მხოლოდ ამ კონკრეტულ მომენტში. გრძნობების მიმართ ისეთი გაციებული ვიყავი, უკვე ეჭვი მეპარებოდა მათ არსებობაში… ნიკლასსთან ჩემი ეგოს იმიჯის სრული პაკეტი მქონდა შექმნილი და ვთამაშობდი როლს, რომ ვიყავი ქალი, რომლის გულის მოგებაც ფაქტობრივად შეუძლებელია. და ეს მაშინ, როცა ჩემი გული პირველივე ნახვის შემდეგ მოგებული ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არც კი შედგებოდა…

წელიწადი და ცხრა თვე, ჩემს როლს მსოფლიოს საუკეთესო მსახიობის ხარისხით ვასრულებდი. მომენტამდე, როცა ნიკლასი ბოსტონ ბარში პირველად დავინახე. ის ერთ გოგოს ელაპარაკებოდა, რომელიც არაფრით მგავდა მე. დრამაში გაჭედილი გოგოს იმიჯი იმდენად მომბეზრდა, გადავწყვიტე ამაზე რეაგირება ,,დასტოინად” მომეხდინა. მშვიდად დავადე მხარზე ხელი და ვუთხარი: ,,Viel Spaß noch…“ და გასასვლელის მიმართულებით გავემართე. ის შოკირებული ჩანდა, თუმცა ეს სახე სამწუხაროდ პირადად არ დამინახავს. ეს დავალება ჩემმა კლუბში დარჩენილმა მეგობრებმა შეითავსეს. მთელი ღამე ჩემს ტელეფონზე ზარები შემოდიოდა, მე კი ძალაუნებურად ვაიგნორებდი მას. ერთი კვირა ინფორმაციის სრულ ვაკუუმში დატოვებულ ნიკლასს პარასკევ საღამოს ცხოვრებისგან დიდი სიურპრიზი ელოდებოდა. ჩემს თაყვანისმცემელთა სიაში შეყვანილი ჩემი მეზობელი ამ საღამოს ჩემთან ერთად ჩემი და ნიკლასის ბარში გამოცხადდა და გამიზნულად თუ გაუმიზნავად ჰგვრიდა მას საშინელ ხასიათს. ბინმა წელზე ხელი მომხვია და სწორედ მაგ წუთს დავინახე ჩემი უკვე ყოფილი პარტნიორის გამწარებული სახე, რომელიც თავისი ქურთუკის მიმართულებით წავიდა და მაშინვე იქაურობა დატოვა. რა თქმა უნდა მისგან არაერთი ესემესი მივიღე და აქ დაიწყო ორმხრივი უწყვეტი ეჭვიანობა. ჩვენ ერთმანეთს არასდროს გამოვტყდომივართ გრძნობებში, თუმცა ორივეს სახეზე გვეწერა რა ხდებოდა ჩვენს გულში, როცა ერთმანეთს სხვის გვერდით, თუნდაც მხოლოდ კომუნიკაციის მომენტში ვხედავდით.

ბოსტონ ბარი ჩემი, ნიკლასის და ჩვენი მეგობრებია თავშეყრის ადგილად იქცა. ერთმანეთთან ურთიერთობა გაწყვეტილებს, მხოლოდ იქ მისვლა გვაძლევდა იმედს, რომ ისევ შევხვდებოდით… ყოველი კვირის ბოლოს ერთმანეთს ვხედავდით და ზოგჯერ ჩემდაუნებურად მეორე დილით მასთან ვიღვიძებდი.

არც მისი იმიჯი იყო თბილი… მაღალი, გამხდარი, ქერა, ლურჯთვალება ბიჭი რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა, წარსულის გამოცდილებებისა და სხვა მიზეზების გამო საშინლად ცივი იყო. ის ამბობდა, რომ მას არასდროს ჰქონია გრძნობა ვინმეს მიმართ და მარწმუნებდა იმაში, თუ რამდენად არ აქვს უნარი სერიოზული ურთიერთობებისა.

არც მე ვიკლავდუ გრძნობების გამოხატვით თავს და ის მხედავდა მხოლოდ ისეთს, როგორიც უნდოდა რომ დავენახე. მასსავით ცივი და უამოციო… ჩემს თავს ყოველ დღე ვუსვამდი კითხვას, თუ როდემდე შევძლებდი მეთამაშა როლი, რომელიც ცხოვრებამ ჩემდაუნებურად მომარგო…

რაც ლამაზად არ იწერება ის არც თუ ისე კარგი მოსასმენია. ამიტომ ვეცდები ჩემი ისტორია მარტივად გადმოგცეთ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, რომელმაც ყველაზე წინ წამიყვანა მაგრამ ამავდროულად უკან დამხია. ზოგი ამ ამბავს ერთ რიგით სასიყვარულო ისტორიად აღიქვამს, ზოგი თქვენგანი კი მიხვდება, რამხელა ტრანსფორმაცია განიცადა ჩემმა სულმა ამ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობით. უცხო კულტურა, მენტალიტეტი და მსოფლმხედველობა ურთიერთობას ჩვეულებრივზე უფრო დიდი წნეხის ქვეშ აყენებს…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent